განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210016001454504
საქმე №2ბ/2502-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე
აპელანტი: ნ---- ვ-------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ----- ბ----“
წარმომადგენელი - თ----- ფ-----ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ნ---- ვ-------–---–ს, სს „თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ №2-------------- საბანკო კრედიტი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა დავალიანების 171.37 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 84.06 ლარი, პროცენტი - 4,58 ლარი, ჯარიმა 82.58 ლარი და დაზღვევა-0.15 ლარი;
ნ---- ვ-------–---–ს, სს „თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ 2016 წლის 20 ივლისიდან საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა ძირ თანხაზე - 4.06 ლარზე, ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე, წლიური 18 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1,26 ლარს; 8291438 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 9952.19 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 9200 აშშ დოლარი, პროცენტი - 474.73 აშშ დოლარი, ჯარიმა 254.46 აშშ დოლარი და დაზღვევა- 23.00 აშშ დოლარი;
ნ---- ვ-------–---–ს სს „თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ 2016 წლის 20 ივლისიდან საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა ძირ თანხაზე - 9200 აშშ დოლარზე, ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე, წლიური 14.95% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 114.61 აშშ დოლარს. ნ---- ვ-------–---–ს ასევე, დაეკისრა სს „თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ 2016 წლის 20 ივლისიდან საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 9200 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 46.00 აშშ დოლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1000 აშშ დოლარს.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. სს ,,თ----- ბ-----“ და ნ---- ვ-------–---–ს შორის 2016 წლის 16 მარტს დაიდო #2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 9200 აშშ დოლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 14.95 %-ით, კრედიტის ვადა - 1467 დღე, 2020 წლის 22 მარტამდე. კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 22 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 აშშ დოლარი და 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა ასევე მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბ----ს სასარგებლოდ GPIH-ში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 28-29);
- №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 30-34);
- პოლისი # 2-------------- (ს.ფ. 35-37);
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 38-39);
- მოსარჩელის წერილობითი და ზეპირი ახსნა-განმარტება.
2.2. ნ---- ვ-------–---–მა №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია 2016 წლის 22 აპრილს და მის შემდეგ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 41);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
2.3. 2016 წლის 20 ივნისის მდგომარეობით ნ---- ვ-------–---–ს საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 9952.19 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 9200 აშშ დოლარი, პროცენტი - 474.73 აშშ დოლარი, ჯარიმა 254.46 აშშ დოლარი და დაზღვევა-23.00 აშშ დოლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ ( ს.ფ. 42 )
- გადახდის ისტორია (ს.ფ. 41)
- მოსარჩელის წერილობით და ზეპირი ახსნა -განმარტება.
2.4. 2015 წლის 25 ივნისს სს „თ----- ბ-----“ და ნ---- ვ-------–---–ს შორის დაიდო №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7400 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით, კრედიტის ვადა - 1467 დღე, 2019 წლის 1 ივლისამდე. კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 1 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე, გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა ასევე მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბ----ს სასარგებლოდ GPIH-ში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ.17-22);
- პოლისი # 2-------------- (ს.ფ. 23-25);
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 26-27);
- მოსარჩელის წერილობითი და ზეპირი ახსნა-განმარტება.
2.5. ნ---- ვ-------–---–მა №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია 2016 წლის 1 აპრილს და მის შემდეგ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 40);
- მხარეთა წერილობით და ზეპირი ახსნა-განმარტებები.
2.6. 2016 წლის 20 ივნისის მდგომარეობით ნ---- ვ-------–---–ს საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 171.37 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 84.06 ლარი, პროცენტი - 4.58 ლარი, ჯარიმა 82.58 ლარი და დაზღვევა 0.15 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ ( ს.ფ. 42 );
- გადახდისისტორია (ს.ფ. 40);
- მოსარჩელის წერილობით და ზეპირი ახსნა -განმარტება.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403.1. მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით. 2016 წლის 20 ივნისის მდგომარეობით, ამავე ხელშეკრულების საფუძველზე ნ---- ვ-------–---–ის დავალიანება პროცენტის ნაწილში შეადგენს 4.58 ლარს. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა 2016 წლის 20 ივლისიდან საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე-84.06 ლარზე, მოვალისათვის წლიური 18 % სარგებლის დაკისრება ვალდებულების სრულ შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1,26 ლარს.
მხარეებს შორის დადებული №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა წლიური საპროცენტო განაკვეთი 14.95 %-ით. 2016 წლის 20 ივნისის მდგომარეობით ამავე ხელშეკრულების საფუძველზე ნ---- ვ-------–---–ის დავალიანება პროცენტის ნაწილში შეადგენს 474.73 აშშ დოლარს. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა 2016 წლის 20 ივლისიდან საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე-9200 აშშ დოლარზე, მოვალისათვის წლიური 14.95 % სარგებლის დაკისრება ვალდებულების სრულ შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს 114.61 აშშ დოლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იქნა წლიური პროცენტის ოდენობა ყოველი ხელშეკრულებისათვის დამოუკიდებლად. ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ
ბ----ს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბ----სათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. მოვალის მიერ ბ----ს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაიდო 1467 დღით, ხოლო №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას ისიც დადებულ იქნა ზემოხსენებული ვადით. შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნა პროცენტის დაკისრების ნაწილში (მიუღებელი შემოსავალი) ლეგიტიმურია მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე.
№2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით. 2016 წლის 20 ივნისის მდგომარეობით, ამავე ხელშეკრულების საფუძველზე ნ---- ვ-------–---–ის დავალიანება პროცენტის ნაწილში შეადგენს 4.58 ლარს. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა 2016 წლის 20 ივლისიდან საბანკო კრედიტის № 2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე-84.06 ლარზე, მოვალისათვის წლიური 18 % სარგებლის დაკისრება ვალდებულების სრულ შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1,26 ლარს.
მხარეებს შორის დადებული №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა წლიური საპროცენტო განაკვეთი 14.95 %-ით. 2016 წლის 20 ივნისის მდგომარეობით ამავე ხელშეკრულების საფუძველზე ნ---- ვ-------–---–ის დავალიანება პროცენტის ნაწილში შეადგენს 474.73 აშშ დოლარს. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა 2016 წლის 20 ივლისიდან საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 9200 აშშ დოლარზე, მოვალისათვის წლიური 14.95% სარგებლის დაკისრება ვალდებულების სრულ შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს 114.61 აშშ დოლარს.
სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოდასახელებული მუხლების საფუძველზე სს „თ----- ბ----ს” სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და პროცენტის დაკისრება მოხდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე.
2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლებამოსილია მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა. კერძოდ, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ნ---- ვ-------–---–ისათვის №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმის 82.58 ლარის, №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - ჯარიმის 254.46 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის სახით ასევე მოითხოვა პირგასამტეხლოს დაკისრება 2016 წლის 20 ივლისიდან საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე-9200 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 46.00 აშშ დოლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1000 აშშ დოლარს. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის ეს მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტი განმარტავს, რომ 2016 წლის 16 მარტს მასსა და სს „თ----- ბ----“ შორის დაიდო # 2-------------- ხელშეკრულება, სადაც მითითებულ იქნა, რომ გასაცემი სესხის თანხით (9200 აშშ დოლარი) დაიფარა 7400 ლარიანი სამომხმარებლო სესხი და ხელშეკრულება № 2-------------- გაუქმდა. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მასსა და სს „თ----- ბ----“ შორის დაიდო №2-------------- ხელშეკრულება, საიდანაც მოხდა სესხის სახით 9200 აშშ დოლარის გაცემა. ნ---- ვ-------–---–ის განმარტები, სს „თ----- ბანკმა“ მეორედ გააკეთა რესტრუქტურიზაცია და გააერთიანა ლარისა და დოლარის სესხები, დოლარის სესხით უნდა მომხდარიყო ლარის სესხის დაფარვა, თუმცა დოლარის კურსის ცვლის გამო ვერ მოხდა ლარის ვალდებულების სრული გადაფარვა და დატოვებულ იქნა პარალელურად 85 ლარიანი სესხი, რაზეც მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმა,აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მხრიდან მოხდა წარმოდგენილი მასალების უგულვებელყოფა და 1.1 და 1.2 პუნქტით უკანონოდ მოხდა ნ---- ვ-------–---–ზე 1.1 პუნქტით 171.37 ლარის ვალდებულების და ასევე 1.2 პუნქტით 2016 წლის ივლისიდან საბანკო კრედიტის №3------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 84.06 ლარზე ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე წლიური 18% სარგებლის გადახდის დაკისრება.
აპელანტის მითითებით, გადაწყვეტილების 1.4 პუნქტის მიხედვით, მოსამართლემ ნ---- ვ-------–---–ს დააკისრა 2016 წლის 20 ივლისიდან საბანკო კრედიტის№2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 9200 აშშ დოლარზე ხელშეკრულების ვადამდე წლიური 14.95% სარგებლის გადახდა რაც თვეში შეადგენს 114.61 აშშ დოლარს. 2016 წლის 16 მარტს გაცემული №2-------------- ხელშეკრულებით კრედიტი გაცემულია კლებადი საპროცენტო განაკვეთით. დანართში სესხის გადახდის გრაფიკი მითითებულია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ამავე პროცენტის სახით ჯამში 3113.77 აშშ დოლარს. მოსამართლის გადაწყვეტილებით 1.4. პუნქტის მიხედვით ნ---- ვ-------–---–ს დაეკისრა 2016 წლის 20 ივლისიდან ხელშეკრულების ვადამდე თვეში 114.61 აშშ დოლარის გადახდა, რაც შეადგენს 114.61x45 თვე (ხელშეკრულების ვადამდე) = 5157.45 აშშ დოლარი, რაც ცდება ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას პროცენტის ნაწილში და აღემატება მას 2043.68 აშშ დოლარით. აპელანტს ამ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება მიაჩნია უკანონოდ.
აპელანტი განმარტავს, რომ №2-------------- საბანკო კრედიტით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება აქვს 2020 წლის 22 მარტამდე, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში აპელანტისთვის გაურკვეველი რატომ დაეკისრა სესხზე დარიცხული პროცენტის გადახდა ხელშეკრულების ვადის ბოლომდე, როცა ძირი თანხის აღსრულება დაეკისრა დაუყოვნებლივ. ასევე, ნ---- ვ-------–---–ს დაეკისრა №2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 9200 აშშ დოლარზე ვალდებულების სრულ შესრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ით გადახდას, რაც შეადგენს დღეში 46 აშშ დოლარს. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის აღსრულება ხდება ხელშეკრულების დასრულებამდე აპელანტის მოსაზრებით, გაურკვეველია რატომ უნდა დაეკისროს აპელანტს ყოველდღიური პირგასამტეხლო.
აპელანტი ითხოვს, შევიდეს ცვლილება 2017 წლის 8 თებერვლის №2/21532-16 საქმეზე მიღებულ გადაწყვტილებაში და შემცირდეს #2-------------- საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული პროცენტი, მოიხსნას პირგასამტეხლო და ანაცდენი ზიანი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგ/ი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. უდავოა, რომ 2016 წლის 16 მარტს სს ,,თ----- ბ-----“ და ნ---- ვ-------–---–ს შორის დაიდო №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 9200 აშშ დოლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 14.95 %-ით, კრედიტის ვადა - 1467 დღე, 2020 წლის 22 მარტამდე. კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 22 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე, გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 აშშ დოლარი და 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა ასევე მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბ----ს სასარგებლოდ GPIH-ში.
4.2. დადგენილია, რომ №2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2016 წლის 20 ივნისის მდგომარეობით ნ---- ვ-------–---–ს საბანკო კრედიტის დავალიანება ერიცხება 9952.19 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 9200 აშშ დოლარი, პროცენტი - 474.73 აშშ დოლარი, ჯარიმა 254.46 აშშ დოლარი და დაზღვევა-23.00 აშშ დოლარი.
4.3. უდავოა, რომ 2015 წლის 25 ივნისს სს „თ----- ბ-----“ და ნ---- ვ-------–---–ს შორის დაიდო №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7400 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით, კრედიტის ვადა - 1467 დღე, 2019 წლის 1 ივლისამდე. კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 1 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა ასევე მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბ----ს სასარგებლოდ GPIH-ში.
4.4. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 16 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2-------------- დაიდო იმ პირობით, რომ სესხის გაცემის დღეს გადაიფარებოდა სს ,,თ----- ბანკში“ მსესხებლის სახელზე არსებული 6400 აშშ დოლარიანი სამომხმარებლო სესხი (ხელშ.№2--------------) და 7400 ლარიანი სამომხმარებლო სესხი ხელშ. №2-------------- (იხ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ტომი 1, ს.ფ. 33).
პალატა ვერ გაიზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ 2016 წლის 20 ივნისის მდგომარეობით ნ---- ვ-------–---–ს საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 171.37 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 84.06 ლარი, პროცენტი - 4.58 ლარი, ჯარიმა 82.58 ლარი და დაზღვევა 0.15 ლარი. 2016 წლის 16 მარტის ხელშეკრულების 2.16.2 პუნქტის თანახმად (იხ. ტომი 1, ს.ფ. 33) სს ,,თ----- ბ----“ ვალდებული იყო, ამავე ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული 9200 აშშ დოლარიდან გადაეფარა აპელანტის სახელზე არსებული სესხები 6400 აშშ დოლარიანი და 7400 ლარიანი სამომხმარებლო სესხი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში აპელანტის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1. მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. ფული ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამგვარად, ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც მისი ოდენობის დადგენას.
მოცემულ შემთხვევაში, ზიანის მიყენების ფაქტი გამოიხატა დადგენილ ვადაში ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობაში. მატერიალური ზიანი ყოველთვის დაკავშირებულია დაზარალებულის ქონებრივ დანაკარგებთან. პირის ქონებრივი სიკეთის შემცირება შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის იმ ქონების შემცირებაში, რომელიც მას ჰქონდა.
მოცემულ შემთხვევაში პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, ასევე, გათვალისწინებულ იქნა წლიური საპროცენტო განაკვეთი 14.95%-ით. მოსარჩელემ მოითხოვა 2016 წლის 20 ივლისიდან საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 9200 აშშ დოლარზე, მოვალისათვის წლიური 14.95 % სარგებლის დაკისრება ვალდებულების სრულ შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს 114.61 აშშ დოლარს. განსახილველ შემთხვევაში, პალატა იზიარებს აპელანტის პრეტენზიას და მიაჩნია, რომ ნ---- ვ-------–---–ს 2016 წლის 20 ივლისიდან ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე უნდა დაეკისროს წლიური 14.95%-ის გადახდა მხოლოდ ნარჩენი დავალიანების ძირ თანხაზე.
4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პალატა განმარტავს, რომ, მართალია, ვალდებულების დარღვევის ფაქტის არსებობისას კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვინაიდან, პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით, უნდა განხორციელდეს საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარეთა ეკონომიკური მდგომარეობა, მათი მოლოდინი ხელშეკრულების შესრულების მიმართ, შესრულების ვადის გადაცილების პერიოდი და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სს „თ----- ბ----ს“ მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - ჯამში არაუმეტეს 1000 აშშ დოლარი, იყო შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესით უნდა შემცირებულიყო 500 აშშ დოლარამდე. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ აღარ არსებობს შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების საფუძველი იმის გათვალისწინებით, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრულია.
4.7. სამოქალაქო საქმეთა პალატა ვერ გაიზიარებს აპელირებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც ნ---- ვ-------–---–ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისრა შპს ,,ტ------- მომსახურებისთვის გადახდილი თანხის 500 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პიველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ეს უკანაკნელი ნორმა ადგენს ზღვარს დავის საგნის ღირებულების 4% -მდე ოდენობით.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 867-868-ე, 417-418-ე მუხლების სს ,,თ----- ბ----ს“ სასარჩელო მოთხოვნა, #2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 171,37 ლარის და 2016 წლის 20 ივლისიდან - ხელშეკრულების მოწმედების ვადამდე, ძირ თანხაზე - 84,06 ლარზედ წლიური 18% სარგებლის (ყოველთვიურად 1.26 ლარი) ნ---- ვ-------–---–ისთვის დაკისრების თობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ნ---- ვ-------–---–ს დაეკისროს სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ 2016 წლის 20 ივლისიდან - ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე #2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნარჩენ დავალიანების ძირ თანხაზე წლიური 14.95%-ის გადახდა. ასევე, ნ---- ვ-------–---–ს დაეკისროს სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ 2016 წლის 20 ივლისიდან - ვალდებულების სრულ შესრულებამდე #2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 9200 აშშ დოლარზე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 46 აშშ დოლარს, მაგრამ ჯამში არა უმეტეს 500 აშშ დოლარს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნო--------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1; 1.2; 1.4; 1.5 და მე-2 პუნქტები. სს ,,თ----- ბ----ს“ სასარჩელო მოთხოვნა, #2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 171,37 ლარის და 2016 წლის 20 ივლისიდან - ხელშეკრულების მოწმედების ვადამდე, ძირ თანხაზე - 84,06 ლარზედ წლიური 18% სარგებლის (ყოველთვიურად 1.26 ლარი) ნ---- ვ-------–---–ისთვის დაკისრების თობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ნ---- ვ-------–---–ს დაეკისროს სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ 2016 წლის 20 ივლისიდან - ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე #2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნარჩენ დავალიანების ძირ თანხაზე წლიური 14.95%-ის გადახდა. ასევე, ნ---- ვ-------–---–ს დაეკისროს სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ 2016 წლის 20 ივლისიდან - ვალდებულების სრულ შესრულებამდე #2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 9200 აშშ დოლარზე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 46 აშშ დოლარს, მაგრამ ჯამში არა უმეტეს 500 აშშ დოლარს. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ნ---- ვ-------–---–ს დაეკისროს სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ პირველ ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 73.20 ლარის ოდენობით. დარჩენილი მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმსიფო ბაჟი 486.80 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. ხოლო სს ,,თ----- ბ----“ დაეკისროს ნ---- ვ-------–---–ის სასარგებლოდ სააპელაციო საჩვარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 289,27 ლარის ანაზღაურება. დარჩენილი აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 68,39 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ---- ვ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების 1.1; 1,2; 1.4; 1.5; და მე-2 პუნქტები;
3. სს ,,თ----- ბ----ს“ სასარჩელო მოთხოვნა, #2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 171,37 ლარის და 2016 წლის 20 ივლისიდან - ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე, ძირ თანხაზე - 84,06 ლარზედ წლიური 18% სარგებლის (ყოველთვიურად 1.26 ლარი) ნ---- ვ-------–---–ისთვის დაკისრების თობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. ნ---- ვ-------–---–ს დაეკისროს სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ 2016 წლის 20 ივლისიდან - ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე #2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნარჩენ დავალიანების ძირ თანხაზე წლიური 14.95%-ის გადახდა.
5. ნ---- ვ-------–---–ს დაეკისროს სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ 2016 წლის 20 ივლისიდან - ვალდებულების სრულ შესრულებამდე #2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე- 9200 აშშ დოლარზე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 46 აშშ დოლარს, მაგრამ ჯამში არა უმეტეს 500 აშშ დოლარს.
6. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
7. ნ---- ვ-------–---–ს დაეკისროს სს ,,თ----- ბ----ს’’ სასარგებლოდ პირველ ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 73.20 ლარის ოდენობით. დარჩენილი მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 486.80 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
8. სს ,,თ----- ბ----ს’’ დაეკისროს ნ---- ვ-------–---–ის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 289,27 ლარის ანაზღაურება. დარჩენილი აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 68,39 ლარი ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან 21 დღის ვადაში;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, რომელიც ესწრება სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
ოთარ სიჭინავა