განაჩენი

სისხლის სამართლის 25.10.2018
საქმის ნომერი
330100116001338446
ინსტანცია
თარიღი
25.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 330100116001338446

საქმე №1/ბ 678-18

g ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ნ-----------–--ის და რ--------------ის

ადვოკატის: მ-------------–-–---–ის

მსჯავრდებულის: ხ-----------------ის

თარჯიმნის: ი----------------ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ხ-----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის და ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის სტაჟორ-პროკურორის ნ-----------–--ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ხ------- კ------ის ასული კ--------ის მიმართ, დაბადებული 1-----–-–------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------- საშუალო განათლებით, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ------–-----------------–---–-----------ში; დ/გათვალსიწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით, ხ-----------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე.

ხ-----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ხ-----------------ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 27 აპრილიდან, მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2016 წლის 7 მარტიდან 2016 წლის 9 მარტის ჩათვლით.

ხ-----------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის ოქტომბრის თვიდან 2016 წლის 28 თებერვლის ჩათვლით ხ-----------------ი სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მუშაობდა დამლაგებლად ქ------–--–------------–----------ში მდებარე ბ------ ნ-------ს საცხოვრებელ სახლში. 2015 წლის ნოემბრის თვიდან 2016 წლის თებერვლის თვეში, ეტაპობრივად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ხ-----------------ი ფარულად დაეუფლა ბ------ ნ-------ს დედის - მ-------- ნ-------ს საძინებელი ოთახიდან დიდი ოდენობით ფულად თანხას - 21 100 ლარის ოდენობით.

ხ-----------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის ოქტომბრის თვიდან 2016 წლის 28 თებერვლის ჩათვლით ხ-----------------ი სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მუშაობდა დამლაგებლად ქ------–--–------------–----------ში მდებარე ბ------ ნ-------ს საცხოვრებელ სახლში. 2016 წლის თებერვლის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ხ-----------------ი ფარულად დაეუფლა ბ------ ნ-------ს დედის - მ-------- ნ-------ს საძინებელი ოთახიდან ფულად თანხას - 1100 ლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ნ-----------–--ემ და მსჯავრდებულ ხ-----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-------------–-–---–მა.

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ ხ-----------------ის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’ ქვეპუნქტით.

დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ხ-----------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა და საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლება.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, 2018 წლის 24 ოქტომბერს, ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-----------–---მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მსჯავრდებულ ხ-----------------ის მიერ ბრალის აღიარებისა და სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების და მის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა, რომ ხ-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 6(ექვსი)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5(ხუთი)წელი ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 (ხუთი) წელი.

საპროცესო შეთანხმების პირობებს მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა ხ-----------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------------–-–---–---

სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება, ის სრულად აცნობიერებს და აღიარებს იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის ეთანხმება. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების და სასჯელზე შეთანხმების შესახებ. ის აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებს დანაშაულს, შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში. ამასთან, მსჯავრდებულს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ხ-----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ბ------ ნ-------ს, მ-------- ნ-------ს, ბ----------ს, დ-------------–---–ის, ხ-----------------ის, რ--------–-----ის, მ--------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით მიღებული ინფორმაციით, წარმოდგენილი DVD დისკების დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლიობით.

პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 209-212-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პროკურორს და მსჯავრდებულ ხ-----------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-213-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.პროკურორ ლ-----------–---სა და მსჯავრდებულ ხ-----------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3. ხ-----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 6(ექვსი)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5(ხუთი)წელი ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5(ხუთი)წელი.

4.მსჯავრდებულ ხ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 27 აპრილიდან, მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 7 მარტიდან 2016 წლის 9 მარტის ჩათვლით.

5.მხედველობაში იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ ამ განაჩენის გამოტანის მომენტისთვის მსჯავრდებულ ხ-----------------ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადა 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა მოხდილი აქვს და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

6. პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში მსჯავრდებულ ხ-----------------ის ყოფაქცევაზე და დახმარებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

7. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ხ-----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეთანილი თანხა.

8. ნივთიერი მტკიცებულებები:

-2 ცალი DVD დისკი დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

9.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

10. პალატის განაჩენის გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი