განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-----------------
საქმე №1ბ/1209-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - ბ----------------–--ლის,მსჯავრდებულ - ვ-–-----------------ლის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ვ-–-----------------ლის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ვ-–--------------------------------–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------რს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 1----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ--------------------------–------------------–------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, (2018 წლის 11 თებერვლის ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 25 თებერვლის ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 26 მარტის ეპიზოდი) და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენით:
ვ-–-----------------ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 11 თებერვლის ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 25 თებერვლის ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 26 მარტის ეპიზოდი), სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელის და ვ-–-----------------ლს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა ვ-–-----------------ლის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ვ-–-----------------ლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ვ-–-----------------ლს დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 26 მარტიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ვ-–-----------------ლმა ჩაიდინა:
ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის;
ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის;
ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, არაერთგზის;
მანვე ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2007 წლის 03 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გასამართლებულმა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით პირობით მსჯავრდებულმა ვ-–-----------------ლმა განიზრახა გაექურდა ხაშურის რაიონის სოფელ ფ-–---ს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სს ,,სილქნეტის“ საბაზო სადგურის საგერენატორო ოთახი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2018 წლის 11 თებერვალს, ღამის საათებში მივიდა აღნიშნულ ტერიტორიაზე და თანნაქონი ძალაყინის გამოყენებით დააზიანა კედელი, უკანონოდ შეაღწია საგენერატორო ოთახში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დიზელის საწვავს და გენერატორის აკუმულატორს, ღირებულს 131,80 ლარად.
ვ-–-----------------ლმა განიზრახა გაექურდა ხ-–------------------------–------ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული შპს „ს“ საბაზო სადგურის საგენერატორო ოთახი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით 2018 წლის 25 თებერვალს, ღამის საათებში მივიდა აღნიშნულ ტერიტორიაზე და თანნაქონი ძალაყინის გამოყენებით დააზიანა კედელი, უკანონოდ შეაღწია საგენერატორო ოთახში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დიზელის საწვავს და გენერატორის აკუმულატორს, ღირებულს 550,86 ლარად.
ვ-–-----------------ლმა სხვა პირთან ერთად განიზრახა გაექურდა ხაშურის რაიონის სოფელ ქ--–----ის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული შპს „მ----------ს“ საბაზო სადგურის საგერენატორო ოთახი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით 2018 წლის 26 მარტს, ღამის საათებში ისინი მივიდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე, კარის საკეტის დაზიანების გზით უკანონოდ შეაღწიეს საგერენატორო ოთახში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ დიზელის საწვავს და გენერატორის აკუმულატორს, ღირებულს 587,13 ლარად.
ვ-–-----------------ლმა 2018 წლის 09 მარტს, დაახლოებით 22 საათზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მუხლის არეში ფეხის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩინეთის მოქალაქე ჯ------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ-–-----------------ლმა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებული უთითებს, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადაოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ასევე, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე, მეორე ჯგუფის ინვალიდი მამა და თვითონ არის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მარჩენალი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ისნსტანციის სასამართლოს განაჩენით მის მიმართ გამოყენებული სასჯელი მიაჩნია ზედმეტად მკაცრად, რის გამოც ითხოვს მის მინიმუმამდე შემცირებას და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლას.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა ვ-–-----------------ლმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
პროკურორმა იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ ვ-–-----------------ლის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენლის ა-–---------–---–ის გამოკითხვის ოქმს; მოწმეების: გი--------–-–----------------------–------–---–-------------------------------------------–--ლის გამოკითხვის ოქმებს; ცნობას ზარალის შესახებ; ამოღების ოქმს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს; ნივთიერ მტკიცებულებებს (2018 წლის 11 თებერვლის ეპიზოდი); დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენლის ირაკლი კაკულიას გამოკითხვის ოქმს; მოწმეების: ზ--------–-–---–--------------–---------------–---------–------------------------–--ლის გამოკითხვის ოქმებს; ცნობას ზარალის შესახებ; ამოღების ოქმს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს; ნივთიერ მტკიცებულებებს (2018 წლის 25 თებერვლის ეპიზოდი); დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენლის ირაკლი კაკულიას გამოკითხვის ოქმს; მოწმეების: ს-----–-–------------------–-----------------------–--ლის გამოკითხვის ოქმებს; ცნობას ზარალის შესახებ; ამოღების ოქმს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს; ნივთიერ მტკიცებულებებს (2018 წლის 26 მარტის ეპიზოდი); დაზარალებულ ჯ------ს გამოკითხვის ოქმს; მოწმეების: ს------–---–-------------------------------------------------------------------------–---–------------------ის გამოკითხვის ოქმებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს (2018 წლის 09 მარტის ეპიზოდი) და საქმეში არსებულ სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ვ-–-----------------ლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 11 თებერვლის ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 25 თებერვლის ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 26 მარტის ეპიზოდი) და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ-–-----------------ლის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემცირებისა და ნაწილობრივ პირობითად ჩათვლასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ვ-–-----------------ლის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის ისინიც, რაზედაც მსჯავრდებული მიუთითებს სააპელაციო საჩივარში, კერძოდ - მისი მხრიდან ჩადენილი დანაშაულის აღიარების და მონანიების საკითხი; ის გარემოება, რომ აღიარა ჩადენილი დანაშაულები და უდავოდ მიიჩნია სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; სასამართლომ გაითვალისწინა ასევე მსჯავრდებულის პიროვნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატა ეთნხმება და მიიჩნევს, რომ მისი შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
პალატა სრულად ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიმართ არსებულ ზემოაღნიშნულ შემამსუბუქებელ გარემოებებს, თუმცა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულების გავრცელებული ხასიათის, საზოგადეობრივი საშიშროების, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, დამდგარი მართლსაწინაარმდეგო შედეგის და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ვ-–-----------------ლმა ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობთ გამოსაცდელი ვადის პერიოდში, მიზანშეუწონლად მიაჩნია მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემცირება და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მისი ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა. ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაცო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ-–-----------------ლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენი;
ვ-–-----------------ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 11 თებერვლის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 25 თებერვლის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 26 მარტის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გატვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ვ-–-----------------ლს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს ვ-–-----------------ლის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ვ-–-----------------ლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ვ-–-----------------ლს დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 26 მარტიდან.
ვ-–-----------------ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
გენერატორის აკუმულატორები, დიზელის საწვავი, რომლებიც ინახება შსს ხაშურის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
დანაშაულის ჩადენის იარაღები და საშუალებები: 8 ცალი ბიდონი, 20 ლიტრის ტევადობის 10 ცალი ბალონი, კარის საკეტის მექანიზმი, ლითონის საკეტის ხუფი, ლითონის ძალაყინი, რეზინის მილი, ზურგჩანთა, რომელთაც ღირებულება გააჩნიათ, გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო რომელთაც ღირებულება არ გააჩნიათ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
თინათინ ჩადუნელისაგან ამოღებული მობილური ტელეფონის ყუთი და ვ-–-----------------ლის ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს მსჯავრდებულის ოჯახს.
„CD“ დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული „ჰუავეის” ფირმის მობილური ტელეფონის, ს-----–-–----ის ტანსაცმლის, ხაშურის რაიონის სოფელ ქ--–----ის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული შპს „მ----------ს“ საბაზო სადგურის საგერენატორო ოთახიდან ფარულად დაუფლებული დიზელის საწვავის და 587,13 ლარად ღირებული გენერატორის აკუმულატორის ბედი, გადაწყდეს მოცემული საქმიდან გამოყოფილ ს-----–-–----ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.კაპანაძე