განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002047195
საქმე №1ბ/1233-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალ---------------–------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ზუ----------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 26 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #2----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: კ----------------------–--------, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ზუ----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
ზუ----------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2016 წლის 11 თებერვალს, ქ. თ---–-------------–-------------------------–------------------------–---- სამანევრო ბილიკზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, შპს „ბ-–------------“-ის ბალანსზე რიცხული „ფ--------------ს“ მარკის სპეციალური ავტომანქანით უკუსვლით მოძრაობისას, ზუ----------------–---–ი დაეჯახა თანმხვედრად მოძრავ იმავე კომპანიის თანამშრომელს, გი------------–-–-----ეს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზუ----------------–---–ის მიერ დარღვეულ იქნა „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში СНиП III-4-80“-ის N5.15 პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, იმ ადგილებში, სადაც წარმოებს რაიმე სამუშაოები, მძღოლმა შეიძლება დაიწყოს უკუსვლით მოძრაობა მხოლოდ იმ პირის ნების დართვის შემდეგ, რომელიც მონაწილეობას იღებს ამ სამუშაოს შესრულებაში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილემ ალ---------------–------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, ზუ----------------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, ასევე საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებლად, უსაფუძვლოდ ლმობიერი, მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათს გათვალისწინებით არ არის სამართლიანი და ადექვატური, რადგან საქმის სასამართლოში განხილვისას, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, უტყუარად გონივრულ ეჭვს მიღმა, დადასტურდა ის ფაქტი, რომ 2016 წლის 11 თებერვალს, ქ. თ---–-------------–-------------------------–------------------------–---- სამანევრო ბილიკზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, შპს „ბ-–------------ის“ ბალანსზე რიცხული „ფ--------------ს“ მარკის სპეციალური ავტომანქანით უკუსვლით მოძრაობისას, ზუ----------------–---–ი დაეჯახა თანხვედრად მოძრავ იმავე კომპანიის თანამშრომელს, გი------------–-–-----ეს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. ზუ----------------–---–ი ზემოაღნიშნული ფაქტის დროს მუშაობდა მძღოლად სპეციალურ სატვირთო ავტომანქანაზე და დანაშაული ჩაიდინა თავისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე. თუმცა სასამართლოს მისთვის არ დაუნიშნია აღნიშნული დანაშაულისათვის დაწესებული სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. ეს კი გვაძლევს საფუძვლიან ვარაუდს იმისას, რომ თავისი პროფესიული საქმიანობის (სპეციალური სატვირთო ავტომანქანის მართვა) პირობებში მან შესაძლოა კვლავ ჩაიდინოს იგივე ქმედება. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას ყურადღება გაამახვილა დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიციაზე, თუმცა უსაფუძვლოდ მხედველობაში არ მიუღია ის ფატალური, გამოუსწორებელი და საზოგადოებისათვის საფრთხის შემცველი შედეგი, რაც უკვე მსჯავრდებულის ქმედებამ გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პროფესიული საქმიანობის, დამდგარი შედეგის და საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით პირობითი მსჯავრის დანიშვნა და საქმიანობის უფლების შენარჩუნება, არათუ ვერ უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და სამართლიანობის აღდგენას, მეტიც წამახალისებელია მსჯავრდებულისა და იმ პირთათვის ვინც მსგავს საქმიანობას ეწევა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით - მოწმეების: სო---------–-–-----ის, ზა----------------ის, რო----–----–----ას, ვა---–---------–---–--ა და გი-------------–---–ის ჩვენებებით, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: 2016 წლის 11 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეების: მე----------–-–-----ის, ნი----------ას, ზუ---------------ას, ნი----–-------–--–-–---–ის, ბე----------ის, ზა-----------–--ის, შა-–------------–-–---–ის, თე---------------–----ის, ზუ------------------ის, ზუ------------------ის დაკითხვისა და ზუ------------------ის და ნო-----------–-–-----ის გამოკითხვის ოქმები, 2016 წლის 17 თებერვლის დათვალიერების ოქმი და თანდართულ დოკუმენტაცია, მათ შორის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ 2016 წლის 11 თებერვალს ზუ----------------–---–ს ჩაუტარდა ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების შესახებ, 2016 წლის 3 მარტის დათვალიერების ოქმი და თანდართულ აეროდრომზე საჰაერო ხომალდების მომსახურების და სპეცმანქანების (მექანიზმების) მართვის #0--- მოწმობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 19 თებერვლის სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #3------ დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 10 მარტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 11 მარტის ქიმიური ექსპერტიზის #9---- დასკვნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 16 მარტის ტრასოლოგიური ექსპერტიზის #1------- დასკვნას, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 10 მაისის სამედიცინო, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 29 სექტემბრის საინჟინრო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 25 იანვრის სატრანსპორტო ტექნიკური და საინჟინრო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა იზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულის ქმედებას გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვა, თუმცა სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილ ქმედებასთან.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს, რომ ზუ----------------–---–ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, გარდაცვლილის ოჯახს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
რაც შეეხება საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, პალატა მხედველობაში იღებს, რომ აღნიშნული მუხლის სანქცია სავალდებულო წესით არ ითვალისწინებს საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, შესაბამისად კანონმდებელი აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას ანდობს სასამართლოს.
პალატას მიიჩნია, რომ პირობითი მსჯავრი, საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი. ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებული წლების განმავლობაში მუშაობს მძღოლად, თავისი საქმიანობით ინახავს ოჯახს და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი პირია. შესაბამისად პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალ---------------–------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ზუ----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
მსჯავრდებულ ზუ----------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ასფალტის ნატეხები; რვა ცალი ბამბის ჩხირი; აეროპორტის საშვი, რომელებიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-6 განყოფილებაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.
სამუშაო სათვალე და ორი ცალი ხელთათმანი, რომელიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-6 განყოფილებაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
საქმის ასლი ერთ ტომად და ერთი ცალი CD დისკი - შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე