განაჩენი

სისხლის სამართლის 30.10.2018
საქმის ნომერი
200100113353329
ინსტანცია
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 2--------------

საქმე #1ბ/497-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მოსამართლე: მურმან ისაევი

 

ვახტანგ ლობჟანიძის, ნ--- გიგიტაშვილის და ელენე ომანიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის: დ----- გ---–-----ის

გამართლებულის: ქ------- ჯ------–--ის

ადვოკატის: ლ---–- გ---------–---–ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ - დ----- გ---–-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №2--------------):

 

კ------ ვ-------ას ძე ს-----–---–ის (მონაწილეობის გარეშე), დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი N2----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ--–-----------------------–----------–-(ამჟამად გარდაცვალებული) მიმართ, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა“ ქ/პუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით;

 

ქ------- კ------ს ასული ჯ------–--ის, დაბადებულის 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №4----------, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებულის: თ--–-----------------------–----------–-, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.თბილისი, ქ------- წ-------–---------------------------------------–- მიმართ, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ-------------–---–ს და ქ------- ჯ------–--ეს ბრალი დაედოთ თაღლითობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქონებრივი უფლების მიღებაში მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმების ჯგუფურად და დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თელავის რაიონის სოფელ ს--------ში მცხოვრები ნ------- ს-----–---–ი გარდაიცვალა 2007 წლის 30 იანვარს, რომელსაც დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები შვილები ნ---- ს-----–---–ი, ნ--- ს-----–---–ი, ი--- ს-----–---–ი, ქ--------- ს-----–---–ი, მ---- ს-----–---–ი, მშობლები ქ------- ს-----–---–ი და კ-------------–---–ი. ნ------- ს-----–---–ის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონება უნდა გადანაწილებულიყო შვიდ მემკვიდრეზე, თვითოეულზე მთლიანი ქონების 1/7 წილი.

 

ნ------- ს-----–---–ის დამ ქ------- ჯ------–--ემ და მამამ კ-------------–---–მა განიზრახეს ნ------- ს-----–---–ის შვილების-მემკვიდრეების ი--- ს-----–---–ის, ნ---- ს-----–---–ის და ნ--- ს-----–---–ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

კ-------------–---–ი, ქ------- ჯ------–--ე და გ------- ჯ-------–---–- მემკვიდრეებს ნ---- ს-----–---–ს, ი--- ს-----–---–ს და ნ--- ს-----–---–ს არაერთ შეხვედრაზე არწმუნებდნენ, რომ ვინაიდან, ნ------- ს-----–---–ს გარდაცვალების შემდეგ დარჩა ბანკის დიდი ვალი, აჯობებდა ბანკთან ურთიერთობა ქონოდა და სამკვიდრო ქონება მიეღო ერთ მემკვიდრეს კ-------------–---–ს, რომელიც უზრუნველყოფდა ვალის დაფარვას.

 

2007 წლის 04 აგვისტოს გაფორმდა ნ------- ს-----–---–ის დანატოვარი ქონების თანამემკვიდრეთა შორის წილის გადანაწილების №2---- ხელშეკრულება, თანამემკვიდრეებად აღიარებულ იქნენ ნ--- ს-----–---–ი, ნ---- ს-----–---–ი, ი--- ს-----–---–ი, ქ--------- ს-----–---–ი, მ---- ს-----–---–ი, ქ------- ს-----–---–ი და კ-------------–---–ი. ქონების ღირებულებამ აუდიტის მაშინდელი შეფასებით შეადგინა 5 189 381 ლარი და ვალის დაფარვის უზრუნველსაყოფად თანამემკვიდრეთა წრიდან დასახელდა კ-------------–---–ი, რომელმაც აიღო ვალდებულება ბანკთან ვალის დაფარვის შესახებ და მასზე გადავიდა ხელშეკრულებაში აღნიშნული სამკვიდრო ქონება.

 

კ-------------–---–ს და ქ------- ჯ------–--ეს განზრახული ჰქონდათ, რომ თაღლითურად მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიეღოთ, 2007 წლის 04 აგვისტოს ქონების თანამემკვიდრეთა შორის წილის გადანაწილების ხელშეკრულებაში მითითებული, მემკვიდრეების ნ--- ს-----–---–ის, ნ---- ს-----–---–ის, ი--- ს-----–---–ის სამკვიდრო ქონების უფლება. ამ მიზნით 2007 წლის 28 სექტემბერს კ-------------–---–მა ყოველგვარი პირობებისა და ვალდებულებების გარეშე ჩუქების №1-6561 ხელშეკრულებით გადასცა შვილს ქ------- ჯ------–--ეს, რითაც მემკვიდრეებს ი--- ს-----–---–ს, ნ---- ს-----–---–ს და ნ--- ს-----–---–ს მოუსპეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების დაბრუნების უფლება, რის შემდეგაც კ-------------–---–მა და ქ------- ჯ------–--ემ თავის მხრივ მართლსაწინააღმდეგოდ მიღებულ ქონებას გაუკეთეს რეალიზაცია, რითაც მემკვიდრეებს ნ--- ს-----–---–ს, ნ---- ს-----–---–ს და ი--- ს-----–---–ს მიაყენეს დიდი ოდენობით ზიანი.

 

კ-------------–---–ს და ქ------- ჯ------–--ეს განზრახული ჰქონდათ რა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ ნ------- ს-----–---–ის შვილების-მემკვიდრეების ქონებას, მათ 2007 წლის 04 აგვისტოს თანამემკვიდრეთა შორის წილის გადანაწილების №2---- ხელშეკრულებაში შეგნებულად არ შეიტანეს ნ------- ს-----–---–ის საკუთებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე თელავის რაიონის სოფელ ს--------ში. აღნიშნულის შემდეგ, თე-–----------–----–------------------------------------–-------------------------–---------–-----–-------------–-–---–-ს მიერ, 2007 წლის 21 აგვისტოს გაცემული №1-- ყალბი ცნობის საფუძველზე, ქ------- ს-----–---–მა 2007 წლის 21 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურში დაარეგისტრირა მის საკუთრებად.

 

საკუთრების მოწმობის მიღების შემდეგ ქ------- ს-----–---–მა სოფელ ს--------ში მდებარე ნ------- ს-----–---–ის კუთვნილი სახლი (სარეგისტრაციო №------------) 2007 წლის 11 სექტემბერს ჩუქების ხელშეკრულებით, აჩუქა შვილს, ქ------- ჯ------–--ეს, რომელიც თაღლითურად მოტყუებით დაეუფლა ნ------- ს-----–---–ის მემკვიდრეთა ქონებას და ფიქტიურად გაუკეთა რეალიზაცია. აღნიშნულ სახლში ამჟამად ცხოვრობენ ნ------- ს-----–---–ის მშობლები. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი ექსპერტიზის დასკვნით 2007 წლის აგვისტოს მდგომარეობით შეფასებულ იქნა 260 000 ლარად.

 

კ-------------–---–ს და ქ------- ჯ------–--ეს განზრახული ჰქონდათ რა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ ნ------- ს-----–---–ის შვილების-მემკვიდრეების ქონებას, მათ 2007 წლის 04 აგვისტოს თანამემკვიდრეთა შორის წილის გადანაწილების №2---- ხელშეკრულებაში შეგნებულად არ შეიტანეს ნ------- ს-----–---–ის საკუთებაში არსებული ავტომანქანა „ტოიოტა ლენდკრუიზერი“ საიდენტიფიკაციო ნომრით J----------------, სახელმწიფო ნომრით G------, რომელიც გაფორმებული იყო ნ------- ს-----–---–ის მძღოლზე ნ-----–---- ა------–---–ზე და ავტომანაქანა „ჯიპ ჰამერ 2“ საიდენტიფიკაციო ნომრით 5----------------, სახელმწიფო ნომრით V------, რომელიც გაფორმებული იყო ნ------- ს-----–---–ის მძღოლზე ი---- ბ----–---–ზე, რომლებსაც შემდგომ გაუკეთდა რეალიზაცია. აღნიშნულ ავტომანქანების ღირებულება საერთო ჯამში შეადგენს 165 000 ლარს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კ-------------–---–ისა და ქ------- ჯ------–--ის თაღლითურმა ქმედებებმა ჯამში გამოიწვია 5 614 381 ლარის დიდი ოდენობით ზიანი

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განაჩენით:

 

კ-------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდა.

 

ქ------- ჯ------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდა.

 

პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრას პროკურორმა დ----- გ---–-----მა და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გაუქმდეს კ-------------–---–ის და ქ------- ჯ------–--ის მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენი და მის მაგივრად აღნიშნული პირების მიმართ წარდგენილი ბრალდების ფარგლებში გამოტანილ იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.

 

სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ სასამართლიში გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, საქმეზე მათი უტყუარობის და დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გამართლებულებმა ჩაიდინეს მათ მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი თითოეული მტკიცებულება მართლაც ასახავს ობიექტურ გარემოებას და წარმოადგენს ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლითაც ობიექტური პირი ნამდვილად დარწმუნდებოდა გამართლებულების ბრალეულობაში მათთვის წარდგენილ ბრალდებებში.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა დ----- გ---–-----ემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა გამართლებულების წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა.

 

გამართლებულმა ქ------- ჯ------–--ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ---–- გ---------–---–მა მხარი არ დაუჭირეს პროკურორის სააპელაციო საჩივარს, მათ კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნიეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი და მოითხოვეს მისი უცვლელად დატოვება;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ - დ----- გ---–-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი კ-------------–---–ის და ქ------- ჯ------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. სავსებით დასაბუთებულად და კანონიერად იქნა კ-------------–---–ი და ქ------- ჯ------–--ე გამართლებული მათზე წარდგენილ ბრადებებში;

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად - „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ, ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ და გამოკვლეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს და ვერ დაეთანხმება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, თითქოს პირველი ინსტანციის სასამართლომ ჯეროვნად ვერ მოახდინა სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებათა შეფასება, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში იქნა გამოკვლეული ირკვევა შემდეგი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე კ-------------–---–ი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ცხადდებოდა, შესაბამისად მისი დაკითხვა ვერ განხორციელდა. უფრო მეტიც, კ-------------–---–ი გარდაიცვალა 2017 წლის 4 იანვარს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ქ------- ჯ------–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ ნ------- ს-----–---–ი იყო მისი ძმა. ძმის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონებასთან ერთად ძმას გასასტუმრებელი ქონდა ბანკის ვალებიც. სამკვიდრო ქონებაში ასევე შედიოდა იჯარით აღებული მიწებიც. სამკვიდრო ქონება შეფასებული იყო დაახლოებით 5 მილიონად, ხოლო ბანკი „ქ-------ს“ ვალი კი 2 მილიონი დოლარი იყო, რასაც ემატებოდა პროცენტიც. თითქმის მთელი ქონება ბანკების მიერ იყო დაყადაღებული. ყადაღისგან თავისუფალი იყო მხოლოდ „შ--------“ რესტორანი და „ა----------.“ ვინაიდან მემკვიდრეები ბევრნი იყვნენ, ბანკმა მოითხოვა, რომ ქონება ერთ პირზე გაფორმებულიყო, რადგან ერთ პირთან მოლაპარაკება უფრო ადვილი იქნებოდა. ბანკის მოთხოვნიდან გამომდინარე, ძმის მთელი ქონება გადაფორმდა კ-------------–---–ის სახელზე იმ პირობით, რომ გაისტუმრებდნენ ბანკის ვალებს და შემდგომ, მემკვიდრეები გაინაწილებდნენ დარჩენილ ქონებას. მის ძმას სიცოცხლეშივე, მეურნეობის წარმართვაში, ეხმარებოდა ნათესავი გ-- ჯ-------–---–-, რომელმაც ნ------- ს-----–---–ის გარდაცვალების შემდეგ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება აღარ ისურვა. ამავდროულად დამძიმდა კ-------------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა და კ-------------–---–მა ქონება გადასცა მას. ქონების გადაცემიდან დღემდე ის ისტუმრებს ვალებს, ვალების გასტუმრების მიზნით, მოუწია ქონების გაყიდვა. ქონების ნაწილი გაყიდეს ბანკებმა. ბანკმა აუქციონით გაიყიდა ღვინის ქარხანა, რომელიც შეიძინა გ-- კ-------–--ლმა, თუმცა მან დაიტოვა უფლება და შემძენიც თანახმაა, რომ თანხის გადახდის შემთხვევაში დაუბრუნოს წილი. ასევე, გამოსყიდვის უფლებით მ--- მ------–---–ზე გაიყიდა სოფელ ს--------ში მდებარე სახლიც. სახლის რეალიზაციიდან აღებული თანხა მოხმარდა „ს------------“ ვენახებს, საიდანაც შემდეგ მიღებული შემოსავალით გადაიხადა ბანკის ვალი. ასევე, განმარტა, რომ ის ვალის გასტუმრების პარალელურად ეხმარებოდა ძმიშვილებს, უგზავნიდა ფულად თანხას. ისინი ასევე წილს იღებდნენ ყადაღისგან თავისუფალი ქონებიდან, შ-------- რესტორნიდან. იგი, წარსულში და ახლაც თანახმაა, რომ მემკვიდრეებს დაუბრუნოს ქონება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ ნ---- ს-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ქ------- ჯ------–--ე მისი მამიდაა, კ-------------–---–ი პაპა, ხოლო ნ------- ს-----–---–ი მამა იყო. ნ------- ს-----–---–ი გარდაიცვალა 2007 წლის 30 იანვარს. მამის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახის წევრები შეიკრიბნენ, რომ ქონება გაენაწილებინათ. მემკვიდრეობაში შეიტანეს 5 მილიონამდე ღირებულების ქონება, თუმცა მარტო ღვინის ქარხანა 17 მილიონადაა შეფასებული. მამამისის მემკვიდრეები იყვნენ სამი შვილი, მეუღლე პირველი ქორწინებიდან და მამის მეორე მეუღლე ე------ ი----–---–ი და ორი შვილი მ---- და ქ--------- ს-----–---–ები. მეორე მეუღლესთან შეძენილ შვილებს გვარი არ ქონდათ, მაგრამ დათანხმდნენ, რომ მათაც მიეღოთ მემკვიდრეობა. მამიდამისმა ქ------- ჯ------–--ემ ყველა საბუთი გააქრო. ერთ დღეს მამამისი ჯერ არ იყო დაკრძალული, როდესაც შეიკრიბნენ თვითონ, მისი დები ნ--- ს-----–---–ი, არასრულწლოვანი და - ი--- ს-----–---–ი, მამიდა ქ------- ჯ------–--ე, ადვოკატი თ----------------–ი, ასევე მამის ბიძაშვილი გ-- ჯ-------–---–-, რომელსაც ძალიან ენდობოდნენ. იქ იყვნენ მისი მამიდაშვილები, ნ-------ი და გ------- ჯ------–--ეები, ასევე მამის მეგობარი თ----- რ-----–---–ი, ე.წ.„ს---------“. მამამისს ბანკის ვალი ქონდა, 2 მილიონი. ვალში ჩადებული იყო „ს-----------ც,“ ადგილი, სადაც მამამისია დაკრძალული. მას და მის დებს უთხრეს, რომ ხელი უნდა მოეწერათ ხელშეკრულებაზე, რომ მამამისის მთელი ქონება გადასულიყო ერთ პირზე, კ-------------–---–ზე, ვინაიდან, ასე უფრო მოსახერხებელი იყო. მათ არ უნდოდათ ხელის მოწერა, მაგრამ მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ, ეუბნებოდნენ, რომ თუ ბანკის ვალს არ გაისტუმრებდნენ „ს------------“ ტერიტორიიდან მამის გადასვენება მოუწევდათ. მათ ქ------- ჯ------–--ემ, თ----------------–მა და გ-- ჯ-------–---–მა უთხრეს, რომ როდესაც ბანკის ვალს გაისტუმრებდნენ, დარჩენილი ქონებიდან მათ წილ ქონებას დაუბრუნებდნენ. კ-------------–---–ი არაფერში არ ჩართულა და იქ არავინ არაფერს ეკითხებოდა. ყველაფერს წყვეტდა ქ------- ჯ------–--ე. იქ იმაზე არ უსაუბრიათ, რომ კ-------------–---–ი მთელ ქონებას ჩუქებით გადასცემდა ქ------- ჯ------–--ეს. ეს, რომ ეთქვათ არაფრით არ მოაწერდნენ ხელს. ბოლოს მათ გადაწყვიტეს, რომ მოეწერათ ხელი და ის და მისი უფროსი და ივლისის თვეში წავიდნენ ნოტარიუს ბ-----–---–თან. მათ წილები უნდა დაეთმოთ კ-------------–---–ის სასარგებლოდ. საბოლოოდ ხელშეკრულებას 4 აგვისტოს მოაწერეს ხელი. გადაფორმებიდან დღეებიც არ იყო გასული, რომ ქ------- ჯ------–--ემ მას უთხრა, რომ სახლში მისვლისგან თავი შეეკავებინათ. შემდეგ ქ------- ჯ------–--ემ „მარშუტკა“ უქირავა და ის და მისი დები ფაქტიურად გაყარა სახლიდან, ისინი გადავიდნენ ა-–------------------, მამის ნაყიდ ბინაში, რამდენიმე დღეში კი გაიგო, რომ ქ------- ჯ------–--ეს მთელი ქონება ჩუქებით გადაეცა. მას დღემდე არანაირი წილი არ მიუღია და მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა არის სამკვიდროს ერთი მეშვიდედი. მას ერთხელ ოპერაციის ფული დასჭირდა და ისიც არ მისცა მამიდამისმა ქ------- ჯ------–--ემ. მისი პატარა და როდესაც მივიდა სახლში, ბებომ კარები არ გაუღო, ხოლო შემდეგ წაიყვანეს და სწავლის საფასურს უხდიან, ორი წლის საფასური გადაუხადეს. მისივე განმარტებით, კ-------------–---–ს არ მოუტყუებია და არანაირი პრეტენზია არ აქვს. დამატებით დაკითხვაში კი აჩვენა, რომ მამის ქონება ხუთ შვილზე და მამის მშობლებზე უნდა განაწილებულიყო, მას ეკუთვნოდა წილის 1/7. მისმა ოჯახის წევრებმა მამიდამ ქ------- ჯ------–--ემ და პაპამ კ-------------–---–მა მოატყუეს. ისინი დათანხმდნენ ქონების კ-------------–---–ზე გადაფორმებას, მაგრამ რომ ცოდნოდათ ქ------- ჯ------–--ეს ჩუქებით გადაეცემოდა ეს ქონება, არ დათანხმდებოდნენ. სოფელ ს--------ს სახლი მ--- მ------–---–ის სახელზე გადაფორმებული, მაგრამ არ იცის ვინ არის ეს ქალბატონი. ზუსტად იცის, რომ იმ სახლში რეალურად ქ------- ჯ------–--ე და მომვლელთან ერთად კ-------------–---–ი ცხოვრობდა.

 

პიველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე იგივე შინაარსის ჩვენება მისცეს მოწმეებად დაკითხულებმა დაზარალებულმა ნ--- ს-----–---–მა და ი--- ს-----–---–მა. იმ განსხვავებით, რომ ი--- ს-----–---–მა განმარტა, რომ პაპამისს კ-------------–---–ს, მისთვის არ მოუტყუებია, ხოლო ნ--- ს-----–---–მა დაადასტურა, რომ მას კ-------------–---–ი ატყუებდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ ნ--- ს-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მამამისი, ნ-------ი ს-----–---–ი გარდაიცვალა 2007 წლის 30 იანვარს. მამამისი ფლობდა დიდ ქონებას. დაახლოებით 30 დასახელების ქონება ქონდა, ნაწილი ქონების სამკვიდროში არ არის შესული. ქ------- ჯ------–--ე მისი მამიდაა. მანვე გაიგო, რომ მამამისს ,,ქ------------თან“ ქონდა 2 მილიონი დოლარი ვალი. ოჯახში საუბარი იყო, რომ სანამ ვალი არ დაიფარებოდა სამკვიდრო ქონებას ვერ მიიღებდნენ. მამამისს ანდერძი არ ქონდა დატოვებული და შვიდ მემკვიდრეზე უნდა განაწილებულიყო ქონება, მასზე, მის დებზე ნ---- ს-----–---–ზე და ი--- ს-----–---–ზე, ქ--------- ს-----–---–ზე და მ---- ს-----–---–ზე, პაპამისზე და ბებიაზე. მამის გარდაცვალების შემდეგ ყველანი სტრესის ქვეშ იყვნენ. მამის გარდაცვალებისთანავე მათ, მამას ბიძაშვილმა გ-- ჯ-------–---–მა, პაპამაც, ბებიამაც და მამიდამაც უთხრეს, რომ ვალი იყო დასაფარი ორი მილიონი დოლარი, ბანკს არ უნდოდა შვიდ მემკვიდრესთან ურთიერთობა და მთელი ქონება ერთ მემკვიდრეზე, კ-------------–---–ზე გაეფორმებინათ. ქ------- ჯ------–--ე და პაპა, კ-------------–---–ი ეუბნებოდნენ, რომ კ-------------–---–ისათვის უნდა გადაეცათ ქონება. ისინი დათანხმდნენ, ვინაიდან, არ უნდოდათ „ს-----------“ გაყიდულიყო. მას მოატყუეს, რადგან შემდეგ ეს ქონება კ-------------–---–ისგან ქ------- ჯ------–--ეზე გადაფორმდა. იგი ვერ წარმოიდგენდა, რომ ნათესავები ასე გასწირავდნენ. პირველ რიგში იგი მოატყუა პაპამ, კ-------------–---–მა, იგი ვერ წარმოიდგენდა, რომ ერთ თვეში მთელი ქონება ქ------- ჯ------–--ეს გადაეცემოდა. მისივე განმარტებით, სახლი მისი საკუთრებაც იყო, ვინაიდან, კომლში ირიცხებოდა. მაგრამ ყალბი ცნობით ჯერ ბებიამ, ვ------ ჯ-------–---–მა დაირეგისტრირა, შემდეგ სხვას გადაუფორმეს. მანქანებიც მამამისის იყო, მაგრამ სხვა პირებზე იყო გაფორმებული. მამამისის ქონება არასწორადაა შეფასებული, იმდენი რაოდენობის იყო ქონება, ვალი მალე დაიფარებოდა, მაგრამ ვალი არ დაფარულა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ ი--- ს-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მამამისი ნ------- ს-----–---–ი გარდაიცვალა 2007 წლის 30 იანვარს. მას დარჩნენ მემკვიდრეები, მშობლები - ქ------- ს-----–---–ი და კ-------------–---–ი, შვილები - თვითონ, ნ---- ს-----–---–ი, ნ--- ს-----–---–ი, ქ--------- ს-----–---–ი და მ---- ს-----–---–ი. მას მამის ქონებიდან ეკუთვნოდა ერთი მეშვიდედი. სამკვიდრო შემდგა გარდაცვალებიდა ერთი თვის შემდეგ, დაახლოებით აგვისტო-სექტემბერში, ყველა მემკვიდრე თანაბრად იყო მოხსენებული. მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, იგი იმ დროს არასრულწლოვანი იყო და მის ინტერესებს ნ---- ს-----–---–ი წარმოადგენდა. იგი შეკრებებს არ ესწრებოდა. შეკრებებს ესწრებოდნენ მისი დები, მამიდა ქ------- ჯ------–--ე, ასევე ადვოკატი თ----------------–ი. მისმა დამ ნ---- ს-----–---–მა მას უთხრა, რომ მამას დარჩა ბანკის დიდი ვალი, დაახლოებით ორი მილიონი, ვალუტა არ იცის და მამის საფლავს საფრთხე ემუქრებოდა. ბოლოს გადაწყდა, რომ მთელი ქონება კ-------------–---–ს გადაფორმებოდა, რადგან ბანკთან მხოლოდ ერთ მემკვიდრეს ეთანამშრომლა და მისმა დამ ნ---- ს-----–---–მა მის მაგივრად მოაწერა ხელშეკრულებას ხელი. მან არ იცოდა, რომ კ-------------–---–ი აპირებდა ქონების ქ------- ჯ------–--ისათვის გადაფორმებას. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე სეზონურად იღებს მხოლოდ შ-------- რესტორნიდან და ა----------დან 1/7-ს. იგი თავს დაზარალებულად თვლის, ზუსტად არ იცის რა ქონება ეკუთვნოდა, მაგრამ იგი მემკვიდრე იყო მამის ქონების. ადვოკატის შეკითხვაზე მან განმარტა, რომ დედ-მამის განშორების შემდეგ, ხან დედასთან ცხოვრობდა, ხან მამასთან. დედის საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ ცხოვრობდა მამასთან. იგი მამიდისგან ამ ეტაპზე იღებს ფინანსურ დახმარებას. მას უხდიან სწავლის გადასახადს და ყოველთვიურ თანხას უგზავნიან, რომ სტუდენტმა იარსებოს.მანვე განმარტა, რომ კ-------------–---–ს მის წინააღმდეგ არანაირი დანაშაული არ მიუძღვის. კ-------------–---–ზე გაფორმდა ქონება და შემდეგ ეს ქონება გადაუფორმეს ქ------- ჯ------–--ეს. მას მიაჩნია, რომ რადგან ბრალი წაუყენეს ქ------- ჯ------–--ეს ალბათ არაკანონიერად მოხდა ეს ყველაფერი. მანვე დაადასტურა, რომ სასამართლომ სამოქალაქო წესით განიხილა სარჩელი და მას დაუბრუნა სამკვიდრო წილი, თუმცა წილი არ მიუღია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმეების - ლ-----–--------–---–ის, თ----------------–ის, თ---------- ჯ-------–---–-ს, ქ------- ს-----–---–ის, გ------- ჯ-------–---–-ს, ე----- ი----–---–ის, ლ----------------------------–-–---–----------------–---–----------–------------–---–--------------–----–---–---------------------–---–------–-----------–-------–---–--- დ----- მ---------–--, გ------- ო------–---–------–---------–---–-ს, გ------- ჯ------–--ეს, ნ------- ჯ------–--ის, ავ--------–--------–---–------------- ჯ------–--ის, თ----- გა------–----------–---------–---–-------------------–---–----------------–-----------–---–----–--–---–---------------------------–---–------------------–--–---------------–--–--------------–-----------------------------–---–-------------–---–---–----–----------–-–---–----------------–---–---–----------------------–---–---------------------–---–-----–----------------------------–---–---–----------------–---–--------------------–-------–---–----------–---------–---–--------------------–---–----------–-–--–-–---–-------------–-------–-- გამოკითხვის ოქმები, ამოღების ოქმები, დათვალიერების ოქმები, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნები, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა, სასაქონლო ექსპერტიზის №0-------- და №0-------- დასკვნები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, აუდიტის დასკვნა, ჩუქების ხელშეკრულება და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

პალატა გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადგენილ ფაქტობივ გარემოებათა სამართლებრივ შეფასებამდე, ყურადღებას ამახვილებს გამართლებულების მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით (გამართლებულების მიმართ წარდგენილი ბრალდებების შესაბამისი ნაწილების და ქ/პუნქტების) კანონმდებილს მიერ მოცემული ნორმის შინაარსობრივ მხარეზე და განმარტავს, რომ თაღლითობის, როგორც სხვისი ქონების მართლსაწინაარმდეგო დაუფლების ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო საგანს წარმოადგენს სხვისი უძრავი ან მოძრავი ქონება, ან სხვის ქონებაზე უფლების მიღება. ობიექტური მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ ქონების მიღების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი. თაღლითობის დროს გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, თაღლითობა ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით. ამ დროს აუცილებელია დადგინდეს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზანი და სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება. თაღლითობა გამოიხატება პირდაპირ განზრახვაში, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას ან ქონებრივ უფლებას და ამისთვის ის მიმართავს დაზარალებულის მოტყუების ხერხს, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა.

 

მოცემული გარემოებების გაანალიზებით და საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე პალატა უტყუარდ დადგენილად მიიჩნევს, რომ 2007 წლის 30 იანვარს გარდაიცვალა ნ------- ს-----–---–ი, რომელსაც დარჩა სამკვიდრო ქონება, რომელიც მისი უნდა გადანაწილებულიყო პირველი რიგის მემკვიდრეებზე, რომელიც წარმოადგენდა 7 პირს. გარდა ამისა, საქმის მასალების შესწავლა ცხადყოფს, რომ ნ------- ს-----–---–ს გარდაცვალების მომენტისთვის ფინანსური ვალდებულებები ჰქონდა სხვადასხვა ბანკებთან, კერძოდ, ,,ქ------------თან“, ,,გ--------------–----------–-----თან“ და სს ,,ვ-----------------“ და სწორედ აღნიშნული და სხვა შესაძლო ვალდებულებების გადასახდელად მემკვიდრებმა კრედიტორების სურვილით და მოთხოვნით მიიღეს გადაწყვეტილება თავიანთი წილი დაეთმოთ კ-------------–---–ის სასარგებლოდ. რის შემდეგაც, ნ--- ს-----–---–მა, ნ---- ს-----–---–მა და ი--- ს-----–---–მა 2017 წლის 4 აგვისტოს N2---- ხელშეკრულებით თავიანთი სამემკვიდრეო წილი დათმეს კ-------------–---–ის სასარგებლოდ, რა დროსაც მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ნ---- ს-----–---–ის და ი--- ს-----–---–ის მიერ მიცემული ჩვენებების ის ნაწილები, სადაც ისინი უთითებენ, რომ კ-------------–---–ს მათი წილის გადაფორმებისას ისინი არ მოუტყუებია.

 

მოცემული გარემოებების შეფასება ცხადყოფს, რომ კ-------------–---–ზე სამემკვიდრეო წილების დათმობა მემკვიდრეების მხრიდან მოხდა ნებაყოფლობით, რა დროსაც წილის დათმობის წინაპირობა გამოწვეული იყო არა უშაუალოდ კ-------------–---–ის მოთხოვნით/მოქმედებით - მისი მხრიდან რაიმე სახით მემკვიდრეების დარწმუნების გზით (რაზედაც მიუთითებს დაზარალებულ ნ---- ს-----–---–ის ჩვენების ის ნაწილი, სადაც ის აღნიშნავს, რომ კ-------------–---–ს წილების დათმობის საკითხებთან მოლაპარაკებისას არავინ არაფერს არ ეკითხებოდა), არამედ კრედიტორების მოთხოვნების/სურვილების გათვალისწინებით მემკვიდრეების ერთობლივი გადაწყვეტილებით, რაც ნათლად მიუთითებს მასზედ, რომ კ-------------–---–ს რაიმე სახის მოქმედება, რომელიც მიმართული იქნებოდა მართლსაწინააღმდეგო გზით მოტყუებით, დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდებით ან სხვა ფორმით მიეღო სამემკვიდრეო ქონების წილები არ იკვეთება.

 

საქმის მასალების შესწავლით დგინდება, რომ კ-------------–---–ს სამკვიდრო ქონების წილები გადაეცა კრედიტორების და სხვა ვალდებულებების გადასაფარად, რა დროსაც მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილებული იქნეს 2009 წლის 11 აგვისტოს „ვ------“ ბანკიდან გამოთხოვილი ცნობაში ასახული ინფორმაცია, რომლითაც დგინდება, რომ იძულებით აღსრულების დროისთვის დავალიანება შეადგენდა 213277 დოლარსა და 22 ცენტს. აუქციონი დაიწყო 2009 წლის 25 დეკემბერს და მეორე ეტაპად, ანუ განმეორებით გაიმართა, 2010 წლის 08 იანვარს. ქონება შეიძინა გ-- კ-------–--ლმა. მაშინ, როდესაც, 2005 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს „ვ------“ ბანკთან დავალიანება შეადგენდა 445843 აშშ დოლარს და 87 ცენტს, ანუ 2009 წლის 25 დეკემბერს კრედიტი შემცირებულია. გამოძიების მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით ასევე დგინდება, რომ თანხის გარკვეული რაოდენობა კრედიტის დაფარვის მიზნით შეტანილია „ქ-------“ ბანკის ანგარიშზე, რა დროსა მნიშვნელოვანია ქ------- ჯ------–--ის ჩვენების ის ნაწილი, სადაც ის აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც კ-------------–---–მა მასზე მოახდინა მასზე სამკვიდრო ქონების გადაცემა, ქონების გადაცემიდან დღემდე ის ისტუმრებს ვალებს, ვალების გასტუმრების მიზნით, მოუწია ქონების გაყიდვა. აღნიშნული გარემოების შეფასება ცხადყოფს, რომ კ-------------–---–ის სახელზე დაგაცემული სამკვიდრო ქონებიდან მოხდა კრედიტორების წინაშე არსებული გარკვეული ვალდებულებების გადაფარვა, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კ-------------–---–ს არ გააჩნდა განზრახვა მართლსაწინააღმდეგოდ მიეთვისებინა მემკვიდრებიის სამკვიდრო ქონების წილები.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ქ------- ჯ------–--ის კ-------------–---–თან ერთად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად განახორცილეა თაღლითობა. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტში მოცემულია აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშულებრივი ქმედების ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რომელიც წარმოადგენს თაღლითობის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად“. ამასთან, საკასაციო პალატის არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ასევე, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს (იხ. უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის N618აპ-15 და 2016 წლის 28 დეკემბრის 2კ-410აპ-16 გადაწყვეტილებება).

 

მოცემულ შემთხვევაში ნათელია, რომ კ-------------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად არ იკვეთება გარემოება, რომ მან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებით მიზნით მოტყუებით მიიღო მემკვიდრეების სამკვიდრო წილები. დადგენილია, რომ კ-------------–---–ზე გადაცემული სამკვირდო წილები ამ უკანასკნელის მიერ გადაცემულ იქნა ქ------- ჯ------–--ეზე, რაც განპირობებული იყო კ-------------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, რა დროსაც მნიშვნელოვანია ყურაღება მიექცეს იმ გარემოებას, რომ სამკვიდრო ქონების ქ------- ჯ------–--ეზე გადაცემის შემდეგ მოხდა კრედიტორების წინაშე არსებული გარკვეული ვალდებულებების გადაფარვა (რა მიზნითიაც მას კ-------------–---–მა გადასცა ქონება). ყოველივე აღნიშნულით და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, მოცემული შემთხვევის დროს ქ------- ჯ------–--ის მიერ განხორციელებული მოქედებებით გონივრულ ჭვს მიღმა სტანდარტით არ არის დადგენილი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით, პირის ქმედებით კვალიფიკაციისათვის საჭირო ობიექტური და სუბიექტური გარემოებების ერთობლივად არსებობის ფაქტი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

მტკიცებულებათა შეფასება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს.

 

„ა) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში“.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

პალატა აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის რომელიმე ნიშნის არსებობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც ეჭვის გამომრიცხავად დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად.

 

გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით და ანალიზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც ეჭვის გამომრიცხავად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით, ურთიერთშეთანხმებულად დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ კ-------------–---–მა და ქ------- ჯ------–--ემ ჩაიდინეს მათ მიმართ წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები, შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რადგან იგი წინააღმდეგობრივია, ეფუძვნება სავარაუდო და ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებს.

 

ამდენად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულების სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ კ-------------–---–მა და ქ------- ჯ------–--ემ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----- გ---–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განაჩენი კ-------------–---–ის და ქ------- ჯ------–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

კ-------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.

 

ქ------- ჯ------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.

 

ქ------- ჯ------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ქ------- ჯ------–--ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 აგვისტოს განჩინებით დაყადაღებულ ქ------–--–----------------------- მდებარე, გ------- ჯ-------–---–-ს (პირადი №2----------) კუთვნილი უძრავ ქონებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გამართლებულებს უფლება აქვთ მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება;

 

სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ისაევი