განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002262743
საქმე №1ბ/1064-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
სოფიკო კაპანაძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - ლე------------ის
ადვოკატ - გე-–--------–--–---–ის
მსჯავრდებულ - ზუ-----------–-----ის
მონაწილეობით,ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალ---------------–------–---–ის და ამავე პროკურატურის პროკურორ თა-------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ზუ-----------–-----ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 25 აპრილს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #0----------, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–------–--–-----------–----------------–-------------ში, დანაშაულებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და „გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის განაჩენით ზუ-----------–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და „გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, ზუ-----------–-----ს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.
ზუ-----------–-----ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასაწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ორი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და „გ“ ქვეპუნქტებით;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ზუ-----------–-----ი 13 წლის შვილთან, ან--------–-----თან და მამასთან, აკ----------–-----თან ერთად ცხოვრობს ქ. თ---–------–--–-----------–-----–-----------------–-------------ში. 2017 წლის 09 დეკემბერს, საღამოს საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზუ-----------–-----მა, მამას აკ----------–-----ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თან სახლიდან ეზოში გააგდო. აკ----------–-----ს გამოექომაგა ან--------–-----ი, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა ზუ-----------–-----ი და ჯერ აკ----------–-----ს ჩაარტყა მუშტი სახეში, ხოლო, შემდეგ წაქცეული ბაბუის დასახმარებლად დახრილ ან--------–-----ს ჩაარტყა ხელი კისრის არეში. ზუ-----------–-----ის ქმედებებით ანა და აკ----------–-----ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2014 წლამდე მა------------–-----ი ძმასთან, ზუ-----------–-----თან და მის არასრულწლოვან შვილთან ან--------–-----თან ერთად ცხოვრობდა ქ. თ---–------–--–-----------–-----–-----------------–-------------ში. 2017 წლის 10 დეკემბერს, მა------------–-----ი მისული იყო აღნიშნულ მისამართზე ზუ-----------–-----თან სალაპარაკოდ. დაახლოებით 17:00 საათისთვის ზუ-----------–-----ი სახლში ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა და მა------------–-----თან მოუვიდა სიტყვიერი კამათი. მა------------–----ი შეეცადა გარიდებას და სახლიდან გარეთ გავიდა, თან გაჰყვა 13 წლის ან--------–-----ი, რამდენიმე წუთში გარეთ გასულმა ზუ-----------–-----მა არასრულწლოვანი შვილის - ან--------–-----ის თანდასწრებით გააგრძელა მა------------–-----ის ლანძღვა და გადავიდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, კერძოდ, ჯერ ხელი გადაუტრიალა, შემდგომ თმებით დაიჭირა და ისე ათრია. ზუ-----------–-----ის ქმედებით მა------------–-----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილემ ალ---------------–------–---–მა და ამავე პროკურატურის პროკურორმა თა-------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ზუ-----------–-----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტებს მიაჩნიათ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უსამართლოა, რადგან სასამართლომ ზუ-----------–-----ისათვის სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა მის მიერ განხორციელებული ქმედებების ხასიათი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ზუ-----------–-----ს განუსაზღვრა აშკარად მსუბუქი სასჯელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს მსჯავრდებულისათვის და მან კვლავ განახორციელოს ძალადობრივი დანაშული, მითუმეტეს, რომ ამის საფრთხე ოჯახური ძალადობის ბუნებიდან გამომდინარე ყოველთვის არსებობს, მსჯავრდებულს შესაძლოა გაუჩნდეს დაუსჯელობის სინდრომი. შესაბამისად აპელანტები ითხოვენ ზუ-----------–-----ის მიმართ სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ზუ-----------–-----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გე-–--------–--–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
დაცვის მხარემ განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ორი ეპიზოდის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული სალომე თვალიაშვილის ჩვენებით, ასევე საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია მოწმეების: მა-–-------------ის, გი---------------–--ის, თე--------ის, გუ-–---------–-–---–ის, იზ---–-------–------ის, თი------------–-–---–ის, მი----–----------–---–ის, და--------–---ის, მე-----–-----იას, მა-------------------ის, კა--------–---–ის დაკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავების ოქმი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 დეკემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N0--------, N0--------, N0-------- დასკვნები და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორთა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა აღნიშნავს, რომ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილ ქმედებასთან. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს, რომ ზუ-----------–-----ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, რაც დასტურდება მათ მიერ წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით.
პალატა ასევე მხედველობაში იღებს, რომ მსჯავრდებულმა პატიმრობაში გაატარა ექვსი თვე, რაც, პალატის აზრით, დამაფიქრებელი იქნება მისთვის. შესაბამისად, პირობითი მსჯავრი, საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალ---------------–------–---–ის და ამავე პროკურატურის პროკურორ თა-------------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ზუ-----------–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და „გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, ზუ-----------–-----ს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.
ზუ-----------–-----ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 10 დეკემბრიდან - 2017 წლის 21 ივნისის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ზუ-----------–-----ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე