განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.10.2018
საქმის ნომერი
010210118002308332
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210118002308332

საქმე 2/ბ-771-18წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 ოქტომბერი 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

კერძო საჩივრის ავტორი: ნ-----–- ბ-----–---

მოწინააღმდეგე მხარე: გ--–- თ---------–---–-, ა------- ბ-----–---, მ----- ბ-----–---

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმება

სააპელაციო პალატამ

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2018 წლის 15 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ-----–- ბ-----–---მ, მოპასუხეებად დაასახელა გ--–- თ---------–---–-, ა------- ბ-----–---, მ----- ბ-----–--- და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის განჩინებით, ნ-----–- ბ-----–---- სარჩელი მოპასუხეების, გ--–- თ---------–---–-ს, ა------- ბ-----–---- და მ-----ი ბ-----–---- მიმართ, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად, მოსარჩელეს დაუბრუნდა საქმის მასალები და მის მიერ, სს ,,თიბისი ბანკში’’ 09.02.2018წ. წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2100 ლარი და 15.01.2018წ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით;

გაუქმდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 მარტის №2-614/18 განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხე გ--–- თ---------–---–-ს (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბ-------------------–---------------- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0-----------).

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე-184-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, მოსარჩელე ნ-----–- ბ-----–---- წარმომადგენელს, თ---------- ფ-------, 2018 წლის 15 თებერვალს გადაეცა სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხეზე გადასაცემად, ხოლო 2018 წლის 27 თებერვალს განემარტა, რომ იგი ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტის ან სასამართლო კურიერის მეშვეობით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით, მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ნ-----–- ბ-----–---- წარმომადგენელს თ---------- ფ------- სასამართლო გზავნილი მოპასუხისათვის ჩასაბარებლად გადაეცა 2018 წლის 15 თებერვალს, ხოლო სარჩელის განსახილველად მიღების შესახებ ეცნობა 2018 წლის 27 თებერვალს.

ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე განსაზღვრული ორ თვიანი ვადა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2018 წლის 15 აპრილს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ''თ'' ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ მოსარჩელე ამ კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში არ წარმოადგენს მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს ან შუამდგომლობას მოპასუხისათვის გზავნილის საჯარო შეტყობინებით ჩაბარების შესახებ.

ვინაიდან, მოსარჩელე მხარემ ამ კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში არ წარმოადგინა მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან შუამდგომლობა მოპასუხისათვის გზავნილის საჯარო შეტყობინებით ჩაბარების შესახებ, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველი, ამასთან, სსკ-ის 1991-ე მუხლის თანახმად, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ნ-----–- ბ-----–---მ და მისი გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მას დაუკავშირდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოდან და აცნობეს, რომ სარჩელი მიღებული იყო წარმოებაში და სარჩელი თანდართული მასალებით გაეგზავნა მოპასუხისათვის, რაც მის მიერ შესრულდა კიდეც, რასაც ადასტურებს კერძო საჩივარზე თანდართული, გ--–- თ---------–---–-ს სახელზე გზავნილების დამადასტურებელი დოკუმენტები.

გ--–- თ---------–---–--- სარჩელის ჩაბარებას ადასტურებს ისიც, რომ მან შესაგებელი წარადგინა სასამართლოში.

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ ნ-----–- ბ-----–---- კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2018 წლის 15 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ-----–- ბ-----–---მ, მოპასუხეებად დაასახელა გ--–- თ---------–---–-, ა------- ბ-----–---, მ----- ბ-----–--- და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა.

სარჩელზე თანდართული მინდობილობით ირკვევა, რომ ნ-----–- ბ-----–---- წარმომადგენლები არიან თ---------- ფ------ და ბ--- ფ------ (იხ. მინდობილობა, ს/ფ 49-52).

დადგენილია, რომ, 2018 წლის 15 თებერვალს, სარჩელის რეგისტრაციის დღეს, მოსარჩელის წარმომადგენელს, თ---------- ფ------- შესაბამისი ხელწერილით გადაეცა სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხეთათვის ჩასაბარებლად (იხ. ხელწერილი, ს/ფ 64).

დადგენილია, რომ 2018 წლის 27 თებერვალს, მოსამართლის თანაშემწის მიერ, მოსარჩელის წარმომადგენელს, თ---------- ფ-------, ტელეფონის მეშვეობით ეცნობა სარჩელის განსახილველად მიღების შესახებ და რომ იგი ვალდებული იყო უზრუნველეყო მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება და მისი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის ორი თვის ვადაში სასამართლოში წარმოდგენა (იხ. აქტი, ს/ფ 75).

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის განჩინებით, ნ-----–- ბ-----–---- სარჩელი მოპასუხეების, გ--–- თ---------–---–-ს, ა------- ბ-----–---- და მ-----ი ბ-----–---- მიმართ, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ნ-----–- ბ-----–---მ და მისი გაუქმება მოითხოვა.

პალატა განმარტავს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის განხილვა, სწორად დატოვა, თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლომ ნ-----–- ბ-----–---- სარჩელი გ--–- თ---------–---–-ს, ა------- ბ-----–---- და მ----- ბ-----–---- მიმართ განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას, სასამართლოს კანცელარია ახდენს სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციას და, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ან თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ, მოსარჩელეს (წარმომადგენელს) გადასცემს გზავნილს (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოპასუხისათვის ჩასაბარებლად. სარჩელი (განცხადება) არ რეგისტრირდება, თუ იგი არ აკმაყოფილებს შემდეგ ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მოთხოვნებს...

ამავე კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს მოსამართლისათვის სარჩელის (განცხადების) გადაცემიდან არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 14 დღისა, მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ეგზავნებათ შეტყობინება ან სასამართლოში გამოცხადების შედეგად ეცნობებათ სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) მათ მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე.

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსარჩელე ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით, მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ''თ'' ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ მოსარჩელე ამ კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში არ წარმოადგენს მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს ან შუამდგომლობას მოპასუხისათვის გზავნილის საჯარო შეტყობინებით ჩაბარების შესახებ.

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელის წარმოებაში მიღებისა და მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების ვალდებულების თაობაზე ნ-----–- ბ-----–---- წარმომადგენელს, თ---------- ფ------- ეცნობა 2018 წლის 27 თებერვალს საიდანაც, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ 2 თვიან ვადაში-2018 წლის 27 აპრილამდე, მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია და არც სასამართლო გზავნილის საჯარო შეტყობინებით ჩაბარების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275.1,,თ“ და 19911-ე მუხლების მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილი იყო ნ-----–- ბ-----–---- სარჩელი განუხილველად დაეტოვებინა და იმავდროულად გაეუქმებია ამ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება.

პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მან, დადგენილ ვადაში ჩააბარა გზავნილი მოპასუხე მხარეს, ვინაიდან, ნ-----–- ბ-----–---- მიერ, 2018 წლის 10 მაისს სასამართლოში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით ირკვევა, რომ, მხოლოდ ერთ-ერთ მოპასუხეს, გ--–- თ---------–---–- გაეგზავნა გზავნილი 2018 წლის 01 მაისს, ანუ ორთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, რაც ჩაბარდა მის მეუღლეს, ე.თ----------- (ს.ფ.95-96). სხვა მოპასუხეთათვის, ა------- ბ-----–----ა და მ----- ბ-----–----ათვის გზავნილის გაგზავნისა და ჩაბარების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.

ასევე ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორის ის მოსაზრება, რომ ვინაიდან, მოპასუხემ შესაგებელი წარადგინა სასამართლოში ადასტურებდა, რომ სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარებული ჰქონდა კანონით დადგენილი წესით.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გ--–- თ---------–---–-ს შესაგებელი წარდგენილი იქნა 2018 წლის 10 მაისს, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ გზავნილი (ს.ფ. 63) გაეგზავნა სწორედ 2018 წლის 01 მაისს (ს..ფ.96) და არა 27 აპრილს, საიდანაც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში იქნა წარდგენილი მისი შესაგებელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია, მისი მიღებისას ადგილი არ ჰქონია საპროცესო ნორმების დარღვევას, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის განჩინების გაუქმების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. გან

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ-----–- ბ-----–---- კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის განჩინება;

3. კერძო საჩივრის ავტორის მიერ, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე