განაჩენი

სისხლის სამართლის 31.10.2018
საქმის ნომერი
330100118002600328
ინსტანცია
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002600328

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

საქმე №1ბ/1294-18 31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: ვეფხია ლომიძე

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: თ----------------–---–ი (პირადი ნომერი: №0----------), დაბადებული 1992 წლის 22 ივლისს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტიურად მცხოვრები ქ. თბილისი, დ--------------------------–-----------------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სასჯელი: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით თ----------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალ----------------ემ და მოითხოვა მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

 

მსჯავრდებულმა თ----------------–---–მა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2011 წლიდან მ---------------- და თ----------------–---–ი იყვნენ შეყვარებულები,თუმცა ეჭვიანობისა და განსხვავებული ხასიათების გამო ხშირად შორდებოდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი კვლავ რიგდებოდნენ. 2017 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 3 ივლისამდე დროის პერიოდში თ----------------–---–ი მის მიერ მ---------------ის კუთვნილ „ტოიოტა ვიტცის“ ფირმის ავტომანქანაში, სახ. ნომრით V-------- ფარულად დამონტაჟებული სპეციალური მოწყობილობის, ე.წ. „ჯი პი ეს“-ს საშუალებით სისტემატიურად უკანონოდ უთვალთვალებდა მ----------------ს და მასთან ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას ტელეფონის საშუალებით. 2018 წლის მაისში, თ-----------------–---–ი შეხვდა მ-----------------ს ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლის ეზოში, მდებარე: თბილისში, ვ--------------- ქუჩა №3-ში და სთხოვდა შერიგებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა ყელის გამოჭრითა და სიცოცხლის მოსპობით. მუქარა მ-----------------მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. თ----------------–---–ი ასევე სისტემატურად ხვდებოდა მ----------------ს სხვადასხვა ადგილას და ცდილობდა მის შეშინებას. 2018 წლის 2 ივლისს თ----------------–---–ი ქ. თბილისში, ქერჩის ქუჩაზე კუთვნილი ავტომანქანით აედევნა ასევე ავტომანქანით მოძრავ მ-----------------ს და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევეითხოვდა გაეჩერებინა ავტომანქანა, თუმცა მ----------------მ შეძლო თ--------------------–---–-სგან თავის დაღწევა. თ----------------–---–ის აღნიშნული ქმედებებით მ----------------- განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას, უჭირდა ღამით დაძინება, იძულებული გახდა, შეეცვალა ცხოვრების წესი, კერძოდ, ღამის საათებში სახლში არ ანთებდა შუქს, ვინაიდან აღნიშნული არ შეენიშნა თ----------------–---–ს და არ დაერეკა მისთვის, ერიდებოდა ქუჩაში მარტო სიარულს, მუდმივად იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში. ასევე მ---------------- კუთვნილ ავტომანქანას აჩერებდა სახლიდან მოშორებით, რათა თ----------------–---–ს არ შეემჩნია იგი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თ----------------–---–ის მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენა გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით: დაზარალებულ მ---------------ის, მოწმეების ი-–-------------–------------------------------------------ გამოკითხვის ოქმებით, მარიამ ეგუტიძისგან „ჯი პი ეს“ მოწყობილობის ამოღების ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, კომპიუტერული დისკის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის სახით თ----------------–---–ის დაკავების ოქმით, თ----------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ამოღებული მობილური ტელეფონით და სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ თ----------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება - იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ თ----------------–---–მა ჩაიდინა ადევნება, ე.ი. პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება და სხვა განზრახი ქმედებები, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და მის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

თ----------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. არ გახადა სადავოდ მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორცილებას.

 

თ----------------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიადუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნას დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას უნდა აქცევდეს კანონისმიერ მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე დამნაშავის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასითებლებს, მის ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

თ----------------–---–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული და კანონმდებელმა საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით განსაზღვრა ალტერნატიული სასჯელები, რომლითაც საშუალება მისცა სასამართლოს, სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდგომ, მისი დამოკიდებულება დაზარალებულის მიმართ და ისე დაუნიშნოს სასჯელი.

 

საქართველოს სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს სამართლიანი სასჯელის დანიშვნას და აქვე პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნვლყოფს სასჯელის მიზნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას პასუხისმგებლობის შემამასუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, მისი ქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების თანახმად სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი, უნდა შეესაბამებოდეს მსჯავრდებულის პროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე განზრახი ან გაუფრთხილებელი დანაშაული, იგი აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე და განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში თ----------------–---–ი არ არის წარსულში ნასამართლევი, ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რასაც აღიარებს და ინანიებს, არ გახადა სადავოდ მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, არ გააჩნია დამამძიმებელი გარემოება. მას სანქიით გათვალისწინებული ალტერნატიული სასჯელებიდან განსაზღვრული აქვს ყველაზე მძიმე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვალა პირობით კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ თ----------------–---–ის მიმართ გამოყენებული იქნას აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენებისას და, ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.

 

პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ თ----------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის სახეს, ზომას და მისი მოხდის ფორმას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ჩადენილი ქმედების სიმძიმე, მსჯავრდებულის ქცევა ქმედების შემდეგ და ისე დაუნიშნა სასჯელი.

 

პალატა მიიჩნევს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. გარდა ამისა, თ----------------–---–ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში და არსებობს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. პალატას მიჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენებისას და, ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.

 

პალატის მოსაზრებით თ----------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელი, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულ თ----------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია. მსჯავრდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მსგავსი ძალადობრივი ქმედების ჩადენის შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება თავისუფლების აღკეთის სახით დანიშნული სასჯელის რეალურად მოხდის საკითხი, ეს კი მიჩნეული უნდა საკმარის აუცილებელ ეფექტურ შემაკავებელ ფაქტორად, რაც ასევე დაეხმარება მას, გააცნობიეროს თავისი ქმედების სიმძიმე და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ თ----------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თ----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს და კანონით დადგენილი წესით გირაო უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

თ----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 16 ივლისიდან 2018 წლის 18 ივლისის ჩათვლით;

 

პირობით მსჯავრდებულ თ----------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მასვე დაევალოს, ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

 

- 2 (ორი) ცალი დისკი, რომელიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში შენახული უნდა იქნას სს საქმის შენახვის ვადით;

- „GPS TRACKER” მოწყობილობა, რომელიც ინახება გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-9 განყოფილებაში, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;

- მობილური ტელეფონი “IPHO№E X”, რომელიც ინახება გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-9 განყოფილებაში, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი თ----------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, -

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ალ----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ თ----------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

თ----------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

პირობით მსჯავრდებულ თ----------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მასვე დაევალოს, ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;

 

თ----------------–---–ს დაკავებაში ყოფნის დრო - 2018 წლის 16 ივლისიდან 2018

წლის 18 ივლისის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის საერთო ვადაში;

 

თ----------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

- 2 (ორი) ცალი დისკი (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში) შენახული იქნას სს საქმის შენახვის ვადით;

- „GPS TRACKER” მოწყობილობა (ინახება გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-9 განყოფილებაში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;

- მობილური ტელეფონი “IPHO№E X” (ინახება გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-9 განყოფილებაში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე