განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002018601
საქმე №1/ბ-427-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მზია ლომთათიძე
გერონტი კახეთელიძე
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: კ--------------–-–---ს
ადვოკატ: ზ---------–--------------------–---–---------------------
მსჯავრდებულ: მ--–---------------ის, გ--------–----–--ის
მონაწილეობით,საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ კ--------------–-–---ს, მსჯავრდებულ მ--–---------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე--------------ის, აგრეთვე მსჯავრდებულ გ--------–----–--ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---------–--ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--–-------–---------------------- მიმართ, დაბადებულის 19---–-–-------------------- საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–---------------–----------------------------–----------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 25,262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; გ--------------------–----–------იმართ, დაბადებულის 19---–-–-------------- საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------- დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–------------------------–----------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ--–---------------ემ ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ორგანიზება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--------–----–--ემ ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის ბრძანებით მ--–---------------ე დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, ფსიქოაქტიური ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე და წარმოადგენდა მოხელეს.
მ--–---------------ემ განიზრახა მოეწყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ორგანიზება, შემდგომში მისი გასაღების მიზნით. აღნიშნულის განსახორციელებლად, დაუკავშირდა გ--------–----–--ეს და დაავალა თანხის სანაცვლოდ საქართველოში უკანონოდ შემოეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.
გ--------–----–--ემ მ--–---------------ის დავალებითა და ხელმძღვანელობით, უკრაინის რესპუბლიკაში ყოფნისას უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (მარილი) წონით - 2,8274 გრამი და მცენარეული მასა წონით 2,18 გრამი, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.
შეთანხმების შესაბამისად, 2017 წლის 8 ივნისს, გ--------–----–--ემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, კიევი-თბილისის სამგზავრო რეისით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (მარილი) წონით - 2,8274 გრამი და მცენარეული მასა წონით 2,18 გრამი, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.
საქართველოში შემოსვლისთანავე, გ--------–----–--ეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა მ--–---------------ე, რომელსაც შემდგომში გადასცა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (მარილი) წონით - 2,7580 გრამი, ხოლო მცენარეული მასა წონით 2,18 გრამი, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს და ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (მარილი) წონით - 0,0694 გრამი უკანონოდ შეინახა გ--------–----–--ემ.
2017 წლის 8 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული იქნა მ--–---------------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც, მისგან ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (მარილი) წონით - 2,7580 გრამი. ასევე, ჩატარებული იქნა გ--------–----–--ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა მცენარეული მასა წონით 2,18 გრამი, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს და ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (მარილი) წონით - 0,0694 გრამი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით:
მ--–---------------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 25,262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
მ--–---------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მ--–---------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
მ--–---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 8 ივნისიდან.
მ--–---------------ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
გ--------–----–--ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
გ--------–----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ--------–----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
გ--------–----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 8 ივნისიდან.
გ--------–----–--ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ--–---------------ის და გ--------–----–--ის დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის ბრძანებით მ--–---------------ე დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, ფსიქოაქტიური ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე და წარმოადგენდა მოხელეს.
მ--–---------------ემ განიზრახა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა. აღნიშნულის განსახორციელებლად, დაუკავშირდა გ--------–----–--ეს და დაავალა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა.
შეთანხმების შესაბამისად, გ--------–----–--ემ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (მარილი) წონით - 2,8274 გრამი და მცენარეული მასა წონით 2,18 გრამი, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.
გ--------–----–--ემ მ--–---------------ეს გადასცა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (მარილი) წონით - 2,7580 გრამი, ხოლო მცენარეული მასა წონით 2,18 გრამი, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს და ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (მარილი) წონით - 0,0694 გრამი უკანონოდ შეინახა თავად.
2017 წლის 8 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული იქნა მ--–---------------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (მარილი) წონით - 2,7580 გრამი. ასევე, ჩატარებული იქნა გ--------–----–--ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა მცენარეული მასა წონით 2,18 გრამი, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს და ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (მარილი) წონით - 0,0694 გრამი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა კ--------------–-–---მ, აგრეთვე მსჯავრდებულმა მ--–---------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე--------------ემ, მსჯავრდებულმა გ--------–----–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ---------–--მ.
სახელმწიფო ბრალმდებელ, - კ--------------–-–---ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა მსჯავრდებულ მ--–---------------ის და გ--------–----–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აპელანტი აღნიშნულ მოთხოვნას საფუძვლად უდებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულთა მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენა უტყუარადაა დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, - მოწმე გ-----------–---------ს, ი-–---------------–---–------–------------- ზ------------იას, თ----------------–---–-ს ჩვენებებით, მ--–---------------ის და გ--------–----–--ის პირადი ჩხრეკის ოქმებით, ვიზუალური კონტროლის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ფონოსკოპირი ექსპერტიზის დასკვნით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ჩანაწერებით და საქმის სხვა ერთობლივი მასალებით. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მითითებულ მტკიცებულებებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიეცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, რამაც განაპირობა ბრალდების აღნიშნულ ნაწილში მ--–---------------ის და გ--------–----–--ის გამართლება.
მსჯავრდებულ მ--–---------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა მ--–---------------ის მიმართ გამამატყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა. აპელანტები აღნიშნული მოთხოვნას საფუძვლად უდებენ იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება მ--–---------------ის და გ--------–----–--ის წინასწარი განზრახვა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასთან დაკავშირებით. გამოძიებამ ვერ შეძლო დაედასტურებინა მ--–---------------ის და გ--------–----–--ის მიმართ ვიზუალური კონტროლის უწყვეტობა.
მსჯავრდებულ გ--------–----–--ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---------–--ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ გ--------–----–--ე გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. გ--------–----–--ეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეეფარდოს სასჯელის მინიმუმი.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება მ--–---------------ის და გ--------–----–--ის მიერ მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის ფაქტი.
საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხული საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის, - თ----------------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის მაისის თვეში მიიღო ოპერატიული ინფორმაცია. ინფორმაციის თანახმად, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი - მ--–---------------ე, განყოფილების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეებიდან ახდენდა ნარკოტიკული საშუალების ფარულ დაუფლებას. ინფორმაციის თანახმად, მ--–---------------ე ნარკოტიკულ საშუალებას თავდაპირველად ასაღებდა ნ-----–--------------, ხოლო შემდეგ გ--------–----–--ეზე. ამავე ინფორმაციით გ--------–----–--ეს უკრაინის რესპუბლიკიდან საქართველოში უნდა შემოეტანა ნარკოტიკული საშუალება, აეროპორტში კი უნდა დახვედროდა მ--–---------------ე.
მოწმის სახითს დაკითხული, საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის გ-----------–---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის ივნისის თვეში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ი-–---------------–---–-, ზ-------------------------–--------------------------------- ამავე ინფორმაციის საფუძველზე ი-–---------------–---–-----------------------------------------–---------- ერთად გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მოწმის განმარტებით, მისი დავალებით ვ------------------ე იმყოფებოდა აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე და ვიზუალურ კონტროლს ახორციელებდა. აეროპორტიდან მ--–---------------ის და გ--------–----–--ის გამოსვლის შემდეგ მათზე ვიზუალური კონტროლი ხორციელდებოდა მის (მოწმის) მიერ. აეროპორტიდან გამოსვლის შემდეგ მ--–---------------ე და გ--------–----–--ე მივიდნენ თბილისში, საირმის ქუჩაზე მდებარე მ--–---------------ის დის სახლში. მოგვიანებით, მ--–---------------ე ავტომანქანით გაემართა მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ,,ნიკორა“-ს მაღაზიაში, მას მაღაზიაში არავისთან კონტაქტი არ ჰქონია, შეიძინა პროდუქცია და კვლავ დაბრუნდა საირმის ქუჩაზე. სახლიდან გამოსვლის შემდეგ, მისი (მოწმის) და ი-–---------------–---–-ს მიერ შეჩერებული იქნა მ--–---------------ე, რომელსაც გამომძიებელმა - ილია ღვინაძემ გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ, განუმარტა უფლებები, რის შემდეგაც ჩატარებული იქნა მისი პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის შედეგად, მ--–---------------ის მითითებით, შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ქაღალდის ხელსახოცში გახვეული ოცდაშვიდ ე.წ. „წონაკად“ დაფასოებული ნივთიერება, სამსახურებრივი იარაღი, მობილური ტელეფონი და საფულე, რომლებიც დაილუქა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. ანალოგიური გარემოებები დაადსტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ი-–---------------–---–---------–------------.
საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაიკითხა აგრეთვე საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, - ზ------------ია, რომელმაც განმარტა, რომ 2017 წლის 8 ივნისს, გ-----------–---------ს მითითებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობიდან მ--–---------------ის და გ--------–----–--ის გამოსვლის შემდეგ ახორციელებდა მათი გადაადგილების ვიზუალურ კონტროლს. მ--–---------------ე და გ--------–----–--ე მივიდნენ საირმის ქუჩაზე მდებარე მ--–---------------ის დის სახლში. თუმცა მ--–---------------ე მალევე გამოვიდა სახლიდან ჩაჯდა ავტომანქანაში და დატოვა ტერიტორია. მ--–---------------ე მალევე დაბრუნდა თავისი დის სახლში. მოწმის განმარტებით, მან ა--------–---------- ერთად შეაჩერა გ--------–----–--ე, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის შედეგად გ--------–----–--ის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პატარა პოლიეთილენის პარკში დაფასოებული ნივთიერება და მობილური ტელეფონი, ხოლო უკანა მარცხენა ჯიბიდან - პოლიეთილენის პარკში გახვეული ბალახისებრი ნივთიერება, პატარა სასწორი, საათი და საფულე. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცეს სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა - ა--------–-----------------------–------------.
საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მესამე სამსახურის უფროსის, მოწმე ვ------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 8 ივნისს, გ-----------–---------ს მითითებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე ახორციელებდა მ--–---------------ის ვიზუალურ კონტროლს. დაახლოებით 16:00 საათზე, კიევი-თბილისის რეისის ჩამოფრენის შემდეგ, მოფრენის დარბაზში შეხვდა გ--------–----–--ეს და ერთად დატოვეს აეროპორტის ტერიტორია. მას აღნიშნული პირები აეროპორტის ტერიტორიაზე ყოფნისას მუდმივად თვალთახედვის არეში ჰყავდა, რის თაობაზეც საქმის კურსში აყენებდა გ-----------–--------ს.
2017 წლის 8 ივნისის მ--–---------------ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, მ--–---------------ის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის ერთჯერად ხელსახოცში გახვეული პოლიეთილენის პარკებში ოცდაშვიდ ე.წ. „წონაკებად“ დაფასოებული მოთეთრო ფერის ნივთიერება.
მ--–---------------ის დაკავების ოქმის მიხედვით, 2017 წლის 8 ივნისს მ--–---------------ე დაკავებული იქნა თბილისში, საირმის ქუჩა N15-ის მიმდებარედ იმ საფუძვლით, რომ მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისთანავე, მასზე და მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი და იგი შესაძლოა მიიმალოს.
2017 წლის 8 ივნისის პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ გ--------–----–--ის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ელექტრო სასწორი. შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან - პოლიეთილენის პარკში ერთ ცალ ე.წ. „წონაკად“ დაფასოებული მოთეთრო ფერის ნივთიერება, ხოლო შარვლის უკანა მარცხენა ჯიბიდან - პატარა ზომის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული გამხმარი ბალახისებრი ნივთიერება.
გ--------–----–--ის დაკავების ოქმის მიხედვით, 2017 წლის 8 ივნისს გ--------–----–--ე დაკავებული იქნა თბილისში, საირმის ქუჩა N15-ის მიმდებარედ იმ საფუძვლით, რომ მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისთანავე და იგი შესაძლოა მიიმალოს.
ქიმიური ექსპერტიზის №1139/სქ-1285/ქრ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი: უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული მოყავისფრო-მოშავო ფერის არომატული სუნის მქონე მცენარეული მასა, წონით 2,18 გრამი შეიცავს ნივთიერება - 5-fluoro-ADB-ს, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს; უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული თეთრი ფერის კრისტალური ნივთიერება, წონით - 0,1111 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (მარილი) - 0,0694 გრამს; უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ოცდაშვიდ ცალ ნაჭერში მოთავსებული თეთრი ფერის კრისტალური ნივთიერება, საერთო წონით - 5,7460 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (მარილი) - 2,7580 გრამს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ა-–-------------------------------------------–---–---
2017 წლის 28 ივნისის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეო სათვალთვალო კამერების 2017 წლის 8 ივნისის ჩანაწერები, რომელიც ასახავს მ--–---------------ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სადგომზე მისვლას და წასვლას, რომლის შუალედშიც მ--–---------------ე ხვდება გ--------–----–--ეს.
ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N418/ჰ-ვ-ტ დასკვნით: გამოსაკვლევად წარდგენილი იქნა ორი ცალი პაკეტი. კერძოდ, შპს ,,ნიკორა ტრეიდი“-დან გამოთხოვილი ვიდეოსათვალთვალო კამერების მიერ 2017 წლის 8 ივნისს გადაღებული ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე შიდა და გარე პერიმენტრზე განთავსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ 2017 წლის 8 ივნისს გადაღებული ვიდეოჩანაწერები ერთ ცალ ლაზერულ დისკზე;
გამოკვლევაზე წარდგენილ N1 და N2 ლაზერულ დისკებზე არსებულ ვიდეო გრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N4-14, N21, N22, N23 პიროვნება N2) და მათ ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში რიცხული 2----------–--–--------------–---ალხაზ ალექსის ძე ქავთარაძის (პ/ნ 0----------) სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათში მოთავსებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N24-25) გამოსახულია ერთი და იგივე პიროვნება;
გამოკვლევაზე წარდგენილ N1 და N2 ლაზერულ დისკებზე არსებული ვიდეო გრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N14, N21-23 პიროვნება N2, N15-20) და მათ ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში რიცხული 0----------–--–--------------–- გ--------------------–----–---------------------- სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათში მოთავსებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N26-28) გამოსახულია ერთიდაიგივე პიროვნება; ფოტოსურათები დამუშავდა გრაფიკულ რედაქტორ Adobe Photoshop GS6-ში, მათზე ასახული მოქმედებების, მათი თანმიმდევრობის და შინაარსობრივი ხასიათის სახეცვლილების გარეშე.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---------------–---–-ა.
ფონოსკოპიური ექსპერტიზის N85/ფ დასკვნით დადგენილია, რომ ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად შესულ ფონოგრამებზე მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება.
გამოსაკვლევად წარდგენილ სატელეფონო საუბრებში მოსაუბრე ორი მამაკაცის ხმა კერძოდ: „1402325141, 1402388339, 1402388506, 1402396948, 1402390154, 1402389902, 1402404873, 1402406009, 1402407340, 1402407495, 1402409263“ და მ--–---------------ის სარგებლობაში არსებულ ავტომანქანაში ჩაწერილ „08.06.2017_16.05.11_003704“ აუდიო ჩანაწერში მოსაუბრე ორი მამაკაცის ხმა ერთმანეთის იდენტურია.
გამოსაკვლევად წარდგენილ სატელეფონო საუბრებში მოსაუბრე ორი მამაკაცის ხმა, კერძოდ: „1402318204, 1402394323, 1402399893“ და იმავე ავტომანქანაში ჩაწერილ „26.05.2017_10.29.23_000205“ აუდიო ჩანაწერებში მოსაუბრე ორი მამაკაცის ხმა ერთმანეთის იდენტურია. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ე------------–-–---–-----------------------–---–---
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მ--–---------------ის და გ--------–----–--ის დამნაშავედ ცნობის შეასხებ. პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციაზე, რომელიც დასჯადად აცხადებს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შემოტანას ან გატანას, რომელიც ხორციელდება საბაჟო საზღვარზე ამ ნივთების გადატანა - გადმოტანით. საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ასევე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შემოტანა დამთავრებულია მაშინ, როდესაც პირი მოახერხებს ამ ნივთიერების შემოტანას საქართველოში, ე.ი გადმოლახავს საბაჟო საზღვარს. შესაბამისად, როდესაც ადგილი აქვს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანას საქართველოში სხვა ქვეყნიდან, საქართველოს საბაჟო კონტროლის ტერიტორიაზე პირის დაკავებისას დანაშაული უკვე დამთავრებულია. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას და აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, გ--------–----–--ის პირადი ჩხრეკა მოხდა თბილისში, საირმის ქუჩაზე. მაშინ როდესაც ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოდან შემოტანის შემთხვევაში, ბრალდებულის გამოვლენა უნდა მოხდეს უშუალოდ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ან მასზე უნდა ხორცილდებოდეს უწყვეტი ვიზუალური კონტროლი. საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების განმარტებით, ისინი ვიზუალურ თვალთვალს უწყვეტად ახორციელებდნენ. თუმცა, მათ მიერ სრული სიზუსტით ვერ იქნა აღწერილი მ--–---------------ის და გ--------–----–--ის მიერ განვლილი მარშუტი - კონკრეტულად სად გაჩერდნენ და რა გააკეთეს, რა ხდებოდა ავტომანქანასა თუ სახლში, ასევე, ,,ნიკორა“-ს მაღაზიაში, სადაც გარედან ვიზუალური კონტროლი სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების მიხედვით, ფაქტიურად შეუძლებელია. ამდენად, სააპელაციო პალატა ზემოთხსენებული გარემობების მხედველობაში მიღებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად ვერ მიიჩნევს, რომ გ--------–----–--ის საქართველოში ჩამოსვლის მომენტიდან მის დაკავებამდე მასზე უწყვეტად ხორცილედებოდა ვიზუალური კონტროლი. შესაბამისად, ვერ იქნა გამორიცხული გ--------–----–--ის მიერ ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე შეძენის ფაქტი.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60).
სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
სააპელაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა გამორიცხული გონივრული ეჭვი იმის თაობაზე, რომ გ--------–----–--ეს ნარკოტიკული საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე არ შეუძენია. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა მ--–---------------ის და გ--------–----–--ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ მ--–---------------ემ და გ--------–----–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ--------–----–--ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---------–--ს და მსჯავრდებულ მ--–---------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე--------------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, სააპელაციო პალატის მიერ მათი მოთხოვნები ვერ იქნება გაზიარებული. ვინაიდან ზემოთხსენებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა გ--------–----–--ემ და მ--–---------------ემ წინასწარი შეთანხმებით, ერთობლივად განახორციელეს. სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოწმეთა ჩვენებებზე, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობიდან გამოსვლის შემდეგ მ--–---------------ე და გ--------–----–--ე მივიდნენ თბილისში, საირმის ქუჩაზე მდებარე მ--–---------------ის დის სახლში. მ--–---------------ე მალევე გამოდის სახლიდან ჯდება ავტომანქანაში და ტოვებს ტერიტორიას. თუმცა მ--–---------------ე მალევე ბრუნდება თავისი დის სახლში. საგულისხმოა მსჯავრდებულთა დაკავების ადგილი და დროც, როგორც მ--–---------------ის და გ--------–----–--ის დაკავების ოქმით დგინდება ორივე მათგანი დაკავებული იქნა 2017 წლის 8 ივნისს ქ. თბილსიში, საირმის ქუჩის #15-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ მ--–---------------ის და გ--------–----–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ერთი და იგივე სახეობის ნარკოტიკული საშუალება. კერძოდ, მ--–---------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ოცდაშვიდ ცალ ნაჭერში მოთავსებული თეთრი ფერის კრისტალური ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (მარილი), წონით 2,7580 გრამს, ხოლო გ--------–----–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი შეკვრა წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (მარილი), წონით 0.0694 გრამს, მისგანვე იქნა ამოღებული მცენარეული მასა, წონით 2,18 გრამი, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე დაცვის მხარის პოზიციას, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მ--–---------------ის და გ--------–----–--ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ მ--–---------------ის და გ--------–----–--ის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტი ჩადენილია წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ მ--–---------------ის და გ--------–----–--ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ მ--–---------------ის და გ--------–----–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ კ--------------–-–---ს, მსჯავრდებულ მ--–---------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე--------------ის, აგრეთვე მსჯავრდებულ გ--------–----–--ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---------–--ს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენი მ--–---------------ის და გ--------–----–--ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ კ--------------–-–---ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ მ--–---------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ გ--------–----–--ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---------–--ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენი მ--–---------------ის და გ--------–----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
მ--–---------------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 25,262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
მ--–---------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მ--–---------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
მ--–---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
მ--–---------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 8 ივნისიდან.
მ--–---------------ეს - ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
გ--------–----–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
გ--------–----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ--------–----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
გ--------–----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
გ--------–----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 8 ივნისიდან.
გ--------–----–--ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
ნივთმტკიცება:
ფარული საგამოძიებო მოქმედებების „ფარული ვიდეო ჩაწერის და აუდიო ჩაწერის“, „სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერის“ შედეგად მოპოვებული 5 (ხუთი) ცალი დისკი, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
შპს „ნიკორა ტრეიდიდან“ გადმოგზავნილი ერთი ცალი დისკი და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოდან გადმოგზავნილი ერთი ცალი დისკი, დალუქული ერთ პაკეტად, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
მობილური ტელეფონი „აიფონიდან“ მოპოვებული ინფორმაცია - ერთი ცალი დისკი, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
მობილური ტელეფონი „სონიდან“ მოპოვებული ინფორმაცია - ერთი ცალი დისკი, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
მ--–---------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი „სონი“ მასში მოთავსებული სიმბარათით, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
მ--–---------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
მ--–---------------ის სამსახურეობრივი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული სიმბარათი, პასპორტი, პირადობის მოწმობა, ავიაბილეთი და თვითმფრინავში ჩასხდომის ნებართვა, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
გ--------–----–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც ინახება საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
გ--------–----–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული არანარკოტიკული საშუალება, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
გ--------–----–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი „აიფონი“, მასში მოთავსებული სიმბარათით, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
გ--------–----–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ელექტრო სასწორი, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
წერილი დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციაში, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მ. ლომთათიძე
გ. კახეთელიძე