განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2018
საქმის ნომერი
330100116001663835
ინსტანცია
თარიღი
01.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100116001663835 -1ბ/1027-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

24 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის მდივანი: გ------- სვანიძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: იო----------–---–-

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: გი------------–---–---------------–-------–-–------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------–--–----------–--–------------------------------------–--

 

ადვოკატი: რ---–----------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

დისპოზიცია: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

სასჯელი: სასჯელის დაუნიშნავად.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ-------------–---–მა და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

გ-------------–---–ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი ,,მარიხუანას’’ უკანონო შეძენა და შენახვა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

სასამართლომ დაადგინა :

 

გ-------------–---–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი ,,მარიხუანა’’, წონით 10,9 გრამი, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად, რაც 2016 წლის 14 ნოემბერს, ქ. თბილისში, გ-----------–------–-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკისას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი ,,მარიხუანას’’ უკანონო შეძენა და შენახვა

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ო-------–-–----ემ განმარტა, რომ 2016 წელს მუშაობდა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2016 წლის 14 ნოემბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გ-------------------------------–---–-, დაბადებული 1----–-–----------- იმყოფებოდა გ-----------–------–ეს ქუჩაზე, კ--------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის შესახებ პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას და დაიკითხა მოწმის სახით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------------------–მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2016 წლის 14 ნოემბერს განყოფილებაში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ გ-----------–------–ეს ქუჩა N------ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა გ-------------–---–ი და თან ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება. დაახლოებით ათის წუთებზე გ---------------–---–---ნ ერთად გაემართა აღნიშნულ მისამართზე. მივიდნენ პიროვნებასთან, რომელიც მარტო იდგა კორპუსთან, წარუდგინეს საბუთები. გ---------------–---–----ააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რაზედაც გ-------------–---–ი დაეთანხმა. გ-------------–---–ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს თეთრ ქაღალდში გახვეული მომწვანო ფერის მცენარეული ნივთიერება, რაც ადგილზევე დაილუქა, შედგა შესაბამისი ოქმი და გაკეთდა ხელმოწერები. ამის შემდეგ მოხდა ადგილზევე გ-------------–---–ის ბრალდებულის სახით დაკავება. დაკავებისას გ-------------–---–ს წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც პრეტენზია გამოუთქვამს. ჩხრეკის და დაკავების ოქმები გ---------------–---–-ა შეადგინა, რასაც გაეცნო გ-------------–---–ი და ხელი მოაწერა ოქმებს, თუმცა არანაირი შენიშვნა არ გამოუთქვამს. პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდგომ გ-------------–---–ი ასევე, გადაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, სადაც დაუდგინდა მარიხუანის მოხმარების ფაქტი.

 

სასამართლო სხდომაზე იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე გ---------------–---–-ა და განმარტა, რომ 2016 წლის 14 ნოემბერს განყოფილებაში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია გ-------------–---–ის შესახებ, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება და სავარაუდოდ იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. ოპერატიულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო ასევე პიროვნების ჩაცმულობაც. გ------------------–--ან ერთად ოპერატიული ჯგუფი თბილისის ზღვით გაემართა ინფორმაციაში მითითებულ ტერიტორიაზე. დანიშნულების ადგილზე მივიდნენ დაახლოებით 40 წუთში. დაინახეს სავარაუდო პიროვნება, წარუდგინეს თავი, გააცნეს დადგენილება ჩხრეკის თაობაზე, რაზეც მან თანხმობა განაცხადა და გ-------------–---–ს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც გ------------------–-- შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო თეთრი ქაღალდი, შიგნით მომწვანო ფერის მცენარეული ნივთიერებით, რომელიც სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული ნივთიერება, რაც ადგილზე დაილუქა და გ-------------–---–მა ხელი მოაწერა ოქმს. შემდეგ მოხდა გ-------------–---–ის ბრალდებულის სახით დაკავება და ისანი-სამგორის სამმართველოს მეორე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში წარდგენა. მსჯავრდებულს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია ჩხრეკა-დაკავებისას და დაკავების ოქმსაც მოაწერა ხელი. მოგვიანებით, გ------------------–-- გადაიყვანა გ-------------–---–ი ნარკოლოგიურ განყოფილებაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ----------------ამ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორის შესახებ და განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხა გ-------------–---–ის დამკავებელი პირი გ------- ა------–---–ი და დანიშნა ნარკოლოგიური ექსპერტიზა. ექსპერტიზის თანახმად, მსჯავრდებულს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰ იდროკანაბინოლის (მარიხუანას) მოხმარება. ასევე, მან ნ-----–-------------–---–---ნ ერთად გაჩხრიკა გ-------------–---–ის საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღდეგო ვერ იქნა აღმოჩენილი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–-------------–---–--– ასევე, დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხა გ------- ბ---------–ი, ასევე გ----------------ასთან ერთად გაჩხრიკა გ-------------–---–ის ფაქტობრივი საცხოვრებელი. ბინიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ნანახი და ამოღებული არ ყოფილა. ოჯახის წევრებმა მათი მისვლისას უკვე იცოდნენ გ-------------–---–ის დაკავების შესახებ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ირ---–--–-------ემ განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე დაკითხა გ-------------–---–ის მამა - თ----------------–---–ი, მათ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის თაობაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ი--------------–-–---–-ა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად. 2016 წლის 14 ნოემბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მისი თანამშრომლის - ო-------–-–----ის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია გ-------------–---–ის შესახებ, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება და თან მოხმარებულიც უნდა ჰქონოდა. პატაკი დაეწერა მას და დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით. დაკითხა პატაკის ავტორი ლ-–----ე და პარალელურად მითითებულ მისამართზე გაემართნენ ოპერატიული თანამშრომლები. დაახლოებით 22:30 საათზე ადმინისტრაციულ შენობაში გ---------------–---–-ა და გ------------------–-- შეიყვანეს დაკავებული გ-------------–---–ი და მას გადასცეს გ-------------–---–ის პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმები, ასევე ნივთმტკიცება, რომელიც ა----–---–- ამოუღეს პირადი ჩხრეკისას. ნივთმტკიცება იყო დალუქული პოლიეთილენის პაკეტში, შესაბამისი ხელმოწერებით. დაკავებულმა პირმა მას განუმარტა, რომ „მარიხუანა“ ჰქონდა მოხმარებული და პაკეტში გახვეული ნივთიერებაც „მარიხუანა“ იყო და სთხოვა, რომ მისი ოჯახის წევრებისთვის აღნიშნული არ შეეტყობინებინათ, რადგან ნარკოტიკის გამო ოჯახში ადრე დიდი პრობლემები ჰქონდა. გ-------------–---–ს არ უნდოდა, რომ მის მეუღლეს გაეგო, თუ რატომ იყო დაკავებული, თუმცა მოწმემ განუმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ვალდებული იყო გ-------------–---–ის ოჯახის წევრისთვის ან ნათესავისთვის მისი დაკავების შესახებ ეცნობებინა, რაზეც მსჯავრდებულმა სთხოვა, რომ არ დაკავშირებოდნენ მის ცოლს და დედ-მამას და დაერეკათ გ-------------–---–ის დისთვის. მოწმემ დაურეკა მსჯავრდებულის დას კანონით დადგენილ ვადაში და შეატყობინა რაზე იყო დაკავებული და სად იყო ა----–---–- გ-------. დაინიშნა ნარკოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები. გ-------------–---–მა ასევე სთხოვა მათ, რომ მის საცხოვრებელ სახლში არ ჩაეტარებინათ ჩხრეკა, ვინაიდან პრობლემები შეექმნებოდა და ოჯახი დაენგრეოდა, მაგრამ კანონით დადგენილი წესით ჩატარდა გ-------------–---–ის ბინის ჩხრეკა, მაგრამ არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოღებულა. მისმა თანამშრომლებმა ა----–---–- წაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, სადაც ბრალდებულს დაუდგინდა „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ მოხმარების ფაქტი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე თ----------------–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის 14 ნოემბერს ღამით, სახლში ორიდან სამ საათამდე, მივიდა საგამოძიებო ჯგუფი, უთხრეს რომ ბინაში საჭირო იყო ჩხრეკის ჩატარება. დაახლოებით ხუთი კაცი ატარებდა ბინის ჩხრეკას, მაგრამ არაფერი ამოუღიათ, ოქმს ხელი მოაწერა. მეორე დღეს დაურეკა გამომძიებელმა და უთხრა, რომ მისულიყო ისანი-სამგორის განყოფილებაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ი---------–-–---–მა განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მან დაკითხა გ------- ა----–---–- და გააცნო ბრალი, ასევე გამოკითხა ექსპერტი და აღნიშნულ საქმეზე გაგზავნა რამოდენიმე წერილი. გ-------------–---–ის გამოკითხვას ესწრებოდა ადვოკატი.

 

მოწმე თ----------------ა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2016 წლის 14 ნოემბერს მუშაობდა ისანი-სამგორის სამმართველოს მეორე განყოფილებაში უფროსის მოადგილედ. 2016 წლის 14 ნოემბერს გ-------------–---–ი მისი განყოფილების თანამშრომლების მიერ დაკავებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა - შენახვის ფაქტზე. გამოძიება პატაკის მიღებიდანვე დაიწყო. გ------------------–----------------------–---–- ხელმძღვანელობის მითითებით უნდა წასულიყვნენ დიდ დიღომში მითითებულ მისამართზე. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოხდა გ-------------–---–ის დაკავება. ოპერატიულმა ჯგუფმა გ-------------–---–ის დაკავების შესახებ აცნობა უშუალოდ მას, მაგრამ პირადად არ უნახავს გ-------------–---–ი და მათ შორის არც არანაირი საუბარი ყოფილა. პროკურორთან შეთანხმებით ჩატარდა მსჯავრდებულის ბინის ჩხრეკა, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ გ-------------–---–ს შესაძლოა სახლშიც ჰქონოდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება. გ-------------–---–ს პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა დიდ დიღომში და ის ფაქტი, რომ თ---------------- და ლ-------–----–---–- მას ნარკოტიკების არჩევას სთავაზობდნენ განყოფილებაში, არის სიცრუე, რადგან ჩხრეკა ჩაუტარდა დიდ დიღომში, ამოღებული ნივთიერება დალუქული გადაეცა გამომძიებელს განყოფილებაში. ხოლო, ამ დროს კი თ---------------- და ლ-------–----–---–- იმყოფებოდნენ განყოფილებაში. ამოღებულ ნივთმტკიცებაზე არის მსჯავრდებულის და ოპერატიული ჯგუფის წევრების ხელმოწერები. გ-------------–---–ს საგამოძიებო მოქმედებების დროს წინააღმდეგობა არ გაუწევია და აღიარებდა კიდეც დანაშაულს.

 

მოწმე ლე-------–----–---–-- განმარტა, რომ 2016 წლის 14 ნოემბერს მუშაობდა ისანი-სამგორის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის მოადგილედ. 2016 წლის 14 ნოემბერს, მისი განყოფილების თანამშრომლებმა ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს გ-------------–---–ი, რომელიც წარმოადგინეს განყოფილებაში. მოწმეს შეუტანეს დაკავების ოქმი და მან დაადასტურა, შემდეგ გ-------------–---–ი გადაიყვანეს ნარკოლოგიურში, რის შემდეგაც დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლეს. გ-------------–---–ს მხოლოდ ფაქტიდან გამომდინარე იცნობს. მოწმემ დაკავების ოქმიც დაადასტურა და ამოღების ოქმიც, ორივეს გაეცნო და წაიკითხა. არც თავად და არც თ---------------- არ ყოფილან იმ ღამეს დიდ დიღომში, შემთხვევის ადგილას. მოწმეს და თ-------- ო----ს გ-------------–---–ს ნარკოტიკული საშუალების არჩევას სთავაზობდნენ. ასევე, სიცრუეა სასაფლაოზე ავტომანქანის ჩხრეკის და მითუმეტეს რაიმე ნარკოტიკის ამოღების, ან ნარკოტიკის ჩადებით ბრალდებულის დაშინების ფაქტი. რაც შეეხება კამერებს, პოლიციის სათვალთვალო კამერები შეუწყვეტლივ მუშაობენ და თუ არ მუშაობს, მაგაზე გენერალური ინსპექციაა პასუხისმგებელი, ეკრანზე შეიძლება რამდენიმე კამერა ციმციმებდეს ან სულ გაითიშოს და მაშინვე გენერალური ინსპექცია მიდის შესამოწმებლად. გენერალური ინსპექცია აკონტროლებს კამერებს, ისინი გებულობენ წყდება თუ არა სიგნალი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე და-----------–-ილმა განმარტა, რომ 2016 წლის 24 ნოემბერს მუშაობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ და ქალაქ თბილისის სამმართველოს უფროსად. მოწმემ დაადასტურა, რომ 2016 წლის 14 ნოემბერს 19:00 საათიდან 22:00-მდე ზღვის კამერები ტექნიკური შეფერხების გამო იყო გათიშული.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-----–---------–---–-ა განმარტა, რომ არის არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლის გამგეობის თავმჯდომარე. 2016 წლის 21 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში - ინტერნეტ რესურსების დათვალიერებაში, კერძოდ დაათვალიერეს კვირის პალიტრის ოფიციალური ვებ-გვერდი, გაეცნენ ლ--–-------–---–-ს 2016 წლის 18 ნოემბრის გამოქვეყნებულ სტატიას, სათაურით, პოლიციის უფროსი ო----ი ამბობდა ,,ამდენს რას ალაპარაკებთ, ჩაუდეთო“. აღნიშნული სტატია გადაიწერა CD-დისკზე. ასევე, მოხდა პრაიმ ტაიმის ვებ-გვერდის დათვალიერება და 2016 წლის 29 ნოემბრის ს--–--------------–-- სტატია სათაურით ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტი რ---–----------–---–- გენინსპექციას უმოქმედობაში ადანაშაულებს“ CD-დისკზე ჩაიწერა, აქაც ნარკოტიკის ჩადებაზე იყო საუბარი. მოხდა ლიბერალის ვებ-გვერდის დათვალიერებაც, სადაც გაეცნენ ნ----- ა-------–---–ის 2016 წლის 29 ნოემბრის სტატიას სათაურით ,,დღეს ხალხს ნარკოტიკებს მასობრივად უდებენ, მაგრამ ისინი ხმას ვერ იღებენ, ეშინიათ’’, აღნიშნული სტატიაც დისკზე ჩაიწერა. მოხდა myvideo-ს ოფიციალური ვებ-გვერდის დათვალიერებაც, სატელევიზიო პროგრამა იმედის დრო, 2016 წლის 18 დეკემბერს გასული სიუჟეტით, სათაურით ,,როდის მოხდება საქართველოში, ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინილიზაცია’’, ეს სიუჟეტიც დისკზე ჩაიწერა, შედგა ოქმები და მოწმემ ხელიც მოაწერა.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ--------------–---–-- განმარტა, რომ 2016 წლის 14 ნოემბერს ცხოვრობდა დი-----------–---------------–------–----------------------------–-- მეუღლის ნათესავთან. შემთხვევის დღეს, საღამოს საათებში საკუთარი ავტომანქანით დაბრუნდა სამსახურიდან. გ-----------–------–ეს ქუჩის დასაწყისში N5 კორპუსთან გააჩერა მანქანა, რათა მეგობარი ენახა და ეყიდა ხილი. გადმოსვლისას დაუძახეს სახელით გ-------, რამდენიმე პირი მიუახლოვდა მას, უთხრეს რომ იყვნენ პოლიციელები და მას უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. უთხრა, რომ არ ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. ჩაუტარეს ზედაპირული ჩხრეკა, ჯიბიდან ამოუღეს მანქანის გასაღები, მობილური და საფულე. შემდეგ გააღებინეს მანქანა, ზედაპირულად გადახედეს, მან ადვოკატი მოითხოვა, რაზეც პოლიციელებმა კატეგორიული უარი უთხრეს და ტელეფონიც ჩამოართვეს, ჩასვეს მოწმის ა/მანქანაში, უკან ორი ადამიანი მიუჯდა, წინ ერთი დაჯდა საჭესთან. სულ ხუთი პოლიციელი იყო. გაემართნენ თბილისის ზღვის მიმართულებით, რაც გაუკვირდა. გზაში ერთ-ერთ პოლიციელს დაურეკეს და უთხრეს, რომ სასაფლაოებთან გაჩერებულიყვნენ და იქ დალოდებოდნენ. მალევე მოვიდა ვერცხლისფერი მანქანა, სადაც ბ-–----–---–- და ო----ი იჯდნენ. მათ უთხრეს, რომ ქონდათ ინფორმაცია, რომ მას ნარკოტიკული საშუალება ქონდა, რაც მან უარყო და ითხოვა ადვოკატებთან დაკავშირება, რაზეც ბი–----–---–-ა უთხრა, რომ ბრალდებული განწირული იყო თავისი საქციელების გამო და რომც არ ჰქონოდა ფაქტი, იქიდან ფაქტის გარეშე ვერ წავიდოდა. მერე ჯიბიდან ამოიღო ერთ-ერთმა და უთხრა, რომ ეს ბიო იყო და თუ არ იქნებოდა პლანი, მაშინ ამას ჩაუდებდნენ და ციხეში გაუშვებდნენ. უთხრეს, რომ მეგობარი ურეკავდა მობილურ ტელეფონზე, რომელიც ჩამოართვეს და არ გათიშეს და მეგობართან ერთად აეღო ეს ბიო და გადარჩებოდა. რასაც არ დათანხმდა. დაიწყეს მანქანის ჩხრეკა. ა----–---–-ს მანქანას დაახლოებით ნახევარი საათი ჩხრეკდნენ, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. შემდეგ წავიდნენ ვაზისუბნის პოლიციის განყოფილებაში. მისი მანქანა გააჩერეს პოლიციის უკანა ავტოსადგომზე და იქიდან ჩავიდნენ ნახევრად სარდაფივით, დასაკითხ ოთახში. მასთან ერთად ოთახში ბ-–----–---–- და ო----ი დარჩნენ. ბი–----–---–-ა უთხრა, რომ ორივე კახელები იყვნენ და არ უნდოდა ა----–---–-ს გაფუჭება და ციხეში გაშვება. ბი–----–---–-ა ჯიბიდან ქაღალდში გახვეული რაღაც ამოიღო და უთხრა, რომ ეს იყო მარიხუანა და ისე გააკეთებდნენ ყველაფერს, რომ იმ დღესვე გათავისუფლებულიყო, არც ავტომანქანის შეზღუდვა არ ექნებოდა, მხოლოდ დაჯარიმდებოდა, თუ მოაწერდა ხელს. თავიდან ბრალდებული არაფერს აწერდა ხელს, თუმცა ბ-–----–---–-ს სახელმა და იმან, რომ დედაც ინვალიდი ყავდა, ამან იმოქმედა, რადგან დაენგრეოდა ოჯახი, ამიტომ ა----–---–მა გადაწყვიტა ხელის მოწერა. მოაწერა თუ არა ოქმს ხელი, მაშინვე მთლიანი პაკეტი ჩაუდეს და არა ცოტა, როგორც ამას ბ-–----–---–- პირდებოდა. შემდეგ გადაიყვანეს ნარკოლოგიურში, მოგვიანებით კი დროებითი მოთავსების იზოლატორში. დილით მიაკითხა ადვოკატმა რ---–----------–---–მა და უთხრა, რომ მისთვის ბევრი ჩაუდიათ, 260-ე მუხლის ჩადენაში ედებოდა ბრალი და რომ ა----–---–-ს საცხოვრებელი ბინა გაჩხრიკეს, იმ დროს გადაწყვიტა ბრალდებულმა ბოლომდე ბრძოლა და სიმართლის დამტკიცება და რომ არ წავიდოდა არანაირ მოლაპარაკებაზე. ო----ი და ბ-–----–---–- შეპირდნენ, რომ მხოლოდ 500 ლარიან ადმინისტრაციულ ჯარიმას გადაიხდიდა და ავტომობილითაც ივლიდა. რადგან ბრალდებულის შემოსავლის ერთადერთი წყარო არის ავტომობილი და მაგით ინახავდა ოჯახს, სწორედ ამიტომ ენდო და დათანხმდა შემოთავაზებას, ყველაფერზე მოაწერა ხელი რაც წარუდგინეს, ჩხრეკის ოქმსაც მოაწერა, არანაირი შენიშვნა არ დაურთავს. ბრალდებული ხმასაც არ ამოიღებდა, პოლიციელებს თავისი პირობა რომ შეესრულებინათ. პირობა იყო ის, რომ მხოლოდ ადმინისტრაციულად დაჯარიმდებოდა, გამოვიდოდა გარეთ ისე, რომ ვერავინ ვერ გაიგებდა და არც ბინას გაუჩხრეკდნენ, მანქანის ტარების უფლებაც შეუნარჩუნდებოდა, ამ პირობაზე მოაწერა ხელი. იგი სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო განყოფილებაში, თუ არ აიღებდა თავის თავზე ,,პლანს’’, ჩაუდებდნენ ,,ბიოს’’. რაც შეეხება მარიხუანაზე გამოვლენას, ნარკოლოგიურში მიყვანისას ზემოქმედების ქვეშ არ იყო, მაგრამ მოხმარებული ქონდა 20 დღით ადრე სტამბულში, თუმცა მარიხუანა ნარკოტიკად არ მიაჩნია. ბრალდებულმა დაადასტურა, რომ ოქმებზე შენიშვნები არ ჰქონია, რადგან მან და პოლიციელებმა მოილაპარაკეს და ამიტომ მოაწერა ხელი.

 

2016 წლის 14 ნოემბრის პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, გ-------------–---–ის პირადი ჩხრეკისას მისი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის თაბახის ფურცელი, რომელშიც მოთავსებული იყო მომწვანო ფერის სავარაუდოდ მცენარეული ნივთიერება, რომელიც მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა.

 

2016 წლის 14 ნოემბრის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, გ-------------–---–ის ბრალდებულის სახით დაკავება მოხდა მისი პირადი ჩხრეკის დამთავრების შემდგომ, მშვიდ ვითარებაში, მისი მხრიდან ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე.

 

2016 წლის 15 ნოემბრის N------- დასკვნით დადგენილია, რომ გ------- თ---------- ა----–---–- კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად კი დაუდგინდა ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.

 

2016 წლის 15 ნოემბრის ქიმიური ექსპერტიზის N------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი გ-------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული თეთრ ქაღალდში ერთ ცალად გახვეული სპეციფიკური სუნის მქონე მომწვანო ფერის გამომშრალი და დაქუცმაცებული მცენარეული მასა, წონით - 10,9 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა ექსპერტი ი-----------ა, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის N------- დასკვნის სისწორე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის დადგენილებით დადგენილია, რომ გ-------------–---–ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500(ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ-------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე---------–----------------ს თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს/მსჯავრდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.

 

ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ მოპოვებული და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა მსჯავრდებულ გ-------------–---–ის ბრალეულობა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში.

 

მოწმეების სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები, რომლებიც წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს, სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და, ასევე, იმ წერილობით მტკიცებულებებთან. სასამართლოს არ აქვს საფუძველი, ეჭვი შეიტანოს როგორც დაკითხულ სამართალდამცველთა ჩვენებებში, რადგან მათი მხრიდან გ-------------–---–ისათვის დანაშაულის დაბრალების მოტივი და რაიმე პირადი ინტერესი საქმის სასამართლო განხილვის დროს დადგენილი არ ყოფილა.

 

მოწმის სახის დაკითხულმა ო-------–-–----ემ სასამართლო სდომაზე დაადასტურა, რომ 2016 წლის 14 ნოემბერს სწორედ მან მიიღო სამსახურში ყოფნის დროს ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გ-------------–---–ი იმყოფებოდა გ-----------–------–ის ქუჩა, მე-5 კორპუსის მიმდებარედ, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება.

 

მოწმეებმა გ------------------–-- და გ---------------–---–-ა დაადასტურეს, რომ გ-------------–---–ის პირადი ჩხრეკისას, შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს თეთრ ქაღალდში გახვეული მომწვანო ფერის მცენარეული ნივთიერება რაც ადგილზე დაილუქა და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები.

 

აღნიშნულმა მოწმეებმა სასამართლოს განუმარტეს, რომ გ-------------–---–ს მათთვის დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც პრეტენზია გამოუთქვამს. შესაბამისად, გაეცნო ოქმებს და ხელიც მოაწერა მათ.

 

მოცემული სისხლის სამართლის გამომძიებელმა ი--------------–-–---–-ა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის პოზიციას, ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის მისსავე ჩვენებასთან და არ შეესაბამება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მასალებს. კერძოდ, გ-------------–---–ი აცხადებს, რომ ლევან ბი–----–---–-ა მას უთხრა, რომ არ უნდოდა მისი ციხეში გაშვება და ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, რომ იმ დღესვე გათავისუფლებულიყო ჯარიმით. სწორედ ამიტომ მოაწერა ხელი ოქმებს და ხელისმოწერის შემდეგ ჩაუდეს მთლიანი პაკეტი. ასევე, ამბობს, რომ პოლიციის განყოფილებაში უთხრეს, თუ არ აიღებდა თავის თავზე „პლანს“, მაშინ „ბიოსაც“ ჩაუდებდნენ.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებაა ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.

 

ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის ,,ზ‘‘ პუნქტის მიხედვით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებაა ბუნებრივი ან სინთეზური გზით მიღებული ყველა ნივთიერება, ფარმაცევტული პროდუქტი, მცენარეული მასალა და ნარევი, რომლებიც შეტანილია I, II, III და IV სიაში.

 

დასახელებული კანონის დანართი №2-ის, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით, 92-ე გრაფაში მითითებულია გამომშრალი მარიხუანა, რომლის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად განსაზღვრულია 5 გრამიდან 70 გრამამდე ოდენობა, ქიმიური ქსპერტიზის N------- დასკვნის თანახმად კი, გ-------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას საერთო წონა შეადგენს 10,9 გრამს.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ‘‘ კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შენახვაა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა, ხოლო, ამავე კანონის ,,ჰ13‘‘ პუნქტის მიხედვით, შეძენაა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება.

 

ამოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც გ-------------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას (ცალ-ცალკე და ერთობლიობაში) ნათლად გამოკვეთილია ის გარემოება, რომ მათ მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ისინი ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სასამართლოს აწვდიან ერთმანეთის იდენტურ ინფორმაციას, რომელთა ურთიერთშეჯერებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად გაანალიზებით ვლინდება ერთი საერთო სურათი აღნიშნულ დღეს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით, რაც ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით, მიმართულია მსჯავრდებულის მხრიდან საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი წარდგენილი დანაშაულის ჩადენის დადასტურებისაკენ.

 

სასამართლო განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები ძირითად არის პოლიციელთა ჩვენებები, ეს ცალსახად არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებები იმთავითვე მცირე (ისევე როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა გამოძიება (აღნიშნულთან დაკავშირებით იხ. უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის N96აპ-17 გადაწყვეტილება).

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (რა დროსაც არსებობს ძლიერი პროცესულური გარანტიები) და მტკიცებულებების სანდოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებლობას იძლევა ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ-------------–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ-------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

რაც შეეხება სასჯელის დანიშვნის საკითხს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარდგინების საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის №3/1/708,709,710 განმარტებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის გამოყენებასთან დაკავშირებით, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის უკანონო შეძენა, შენახვის გამო, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი სხვა ალტერნატიულ სასჯელს არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გარდა, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სასამართლო მსჯავრდებულის მიმართ ვერ გამოიყენებს სსკ-ის 260-ე მუხლის სანქციით გათვალისწინებულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

ხოლო რაც შეეხება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ კანონით გ-------------–---–ის სამართლებრივი მდგომარეობა არ უმჯობესდება, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მის მიმართ კანონს არა აქვს უკუძალა.

 

პალატა თვლის, რომ ამასთანავე მსჯავრდებულ გ-------------–---–ს, უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განაჩენი, გ-------------–---–ის მიმართ არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება.

 

ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების სახით არსებული - ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, რომელიც ინახება საქართველოს შსს-ს ც.კ.პ. დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდგომ, განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

გ------- ა----–---–- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სასჯელის დაუნიშნავად.

 

გ-------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, გ-------------–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, რომელიც ინახება საქართველოს შსს-ს ც.კ.პ. დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდგომ, განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი