განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2018
საქმის ნომერი
330100116001343652
ინსტანცია
თარიღი
01.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/798-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ნანა გიგიტაშვილის, მარინე თათრიაშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,პროკურორების - ლ-–----------–-ძის, გ---------------–--ლის,ადვოკატ - ჯ---–----------------ას,მსჯავრდებულ - გ----------------ს მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ----------------ს და ქ.თბილისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გ---------------–--ლის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ---------------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. თ---–-------------------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, ლ--------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 მაისის განაჩენით:

 

გ---------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გ--------------ნს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2006 წლის 01 ივლისიდან გ---------------- მუშაობდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკადრო საკითხთა სამმართველოს პირადი შემადგენლობის დაკომპლექტებისა და აღრიცხვის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე და წარმოადგენდა მოხელეს.

 

მუშაობის პერიოდში, გ--------------ნმა არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა - სათანადო წესით არ შეამოწმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელ ა-–---------–---–-----ის წელთა ნამსახურობა, რომელიც 2008 წლის 01 მაისის მდგომარეობით შეადგენდა 3 წელს, 4 თვესა და 3 დღეს და ნაცვლად აღნიშნულისა, 2008 წლის 5 მაისს გაცემულ #3-- ცნობაში მიუთითა, რომ ამ უკანასკნელის წელთა ნამსახურება 2008 წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგენდა 10 წელს, 4 თვესა და 3 დღეს.

 

გ----------------ს მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება გახდა საფუძველი იმისა, რომ არასწორად იქნა გაანგარიშებული ა-–---------–---–-----ის წელთა ნამსახურების დანამატი და მასზე უსაფუძვლოდ გაიცა 367,63 ლარი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ--------------ნმა და ქ.თბილისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა გ---------------–--ლმა.

 

მსჯავრდებულმა გ--------------მა სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:

დაცვის მხარის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ შესაბამისი სამართლებრივი აქტების არარსებობის პირობებში, მხოლოდ მოწმეების - ბ---------–---–-------------–-----------------------–-–---–ის ჩვენებების საფუძველზე დაადგინა გ----------------ს სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები, მაგრამ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აღნიშნული მოწმეებიდან 2008 წლის აპრილი-მაისის მდგომარეობით სასაზღვრო პოლიციაში გ--------------ნთან ერთად მხოლოდ ბ---------–--ლი საქმიანობდა, დანარჩენმა ორმა მოწმემ სამსახური სასაზღვრო პოლიციაში დაიწყეს გ----------------ს თანამდებობიდან გათავისუფლების შემდგომ. რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმე ქ----------–-----ძეს, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთა მის ჩვენებას, თითქოს თანამშრომელთა ნამსახურეობის ცნობების გაცემა 2008 წლის მაისის მდგომარეობითაც ევალებოდა გ--------------ნს. ქ---–-------მ დაკითხვის დაწყებისას მიუთითა, რომ მას შეუძლია მხოლოდ იმ პერიოდზე ჩვენების მიცემა, როცა გ--------------ნთან ერთ განყოფილებაში მსახურობდა, ანუ 2004 წლის ბოლომდე.

 

აპელანტი ყურადღებას ამახვილებს გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნაზე და განმარტავს, რომ აღნიშნული დასკვნით დადასტურდა მხოლოდ ერთი ფაქტი - ცნობის ბლანკზე ასახული ხელნაწერები და ხელმოწერა ეკუთვნის გ--------------ნს. ხოლო სადავო ცნობა ჩაითვლება თუ არა მის მიერ „გაცემულად“, ექსპერტიზის კომპენტეციას არ წარმოადგენს. ცნობის ან სხვა იურიდიული მნიშვნელობის სამართლებრივი აქტის გამოცემის საკითხი მკაცრად არის რეგლამენტირებული ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში, რომლის საფუძველზეც თუ ცნობა ან სხვა აქტი გაცემულია სამსახურის რეკვიზიტებით - ბეჭდითა და რეგისტრაციის შტამპით, მასზე აუცილებლად ასახული უნდა იყოს ერთეულის ხელმძღვანელის ხელმოწერა. ამასთან, ა-–---------–---–-----ის საქმე არ შედიოდა გ--------------ნზე მიმაგრებულ საქმეთა რიცხვში, რადგან ის სხვა ქვედანაყოფში მსახურობდა, ზონალური განაწილების მიხედვით ეკუთნოდა კადრების სხვა ინსპექტორს - ბ---------–--ლს, რომელსაც წვდომა ჰქონდა პირადი საქმის საბუთებთან, ხოლო ბ-------ს კომპეტენცია ვრცელდებოდა მხოლოდ მასზე მიმაგრებული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა პირად საქმეებზე, რომელთა მიხედვით, რა თქმა უნდა, ახდენდა წელთა ნამსახურობის გაანგარიშებას და ნებისმიერ სხვა სამუშაოს, რომელიც დაკავშირებულია თანამშრომლის საქმესთან კადრების სამსახურის კუთხით. ადვოკატის განმარტებით, ბ---------–--ლს, როგორც პასუხისმგებელ პირს, გ--------------ნმა გადასცა საკანცელარიო წიგნში ხელმოწერის დადასტურებით წელთა ნამსახურობის გაანგარიშების პირველადი ვერსია ა-–---------–---–-----ის მიმართ, ვინაიდან ბ---------–--ლს თავად არ შეეძლო ამ საქმიანობის განხორციელება და ამიტომ საჭიროებდა დახმარებას უფრო გამოცდილი მუშაკისგან.

 

სააპელაციო საჩივარში ასევე განმარტებულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა და შეფასება არ მისცა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ხოლო ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებების განაჩენში ასახვა მოახდინა არასწორად და განაჩენის ტექსტში მიუთითა მხოლოდ ის ნაწყვეტები, რომლებიც თითქოსდა გ----------------ს ბრალეულობას ამყარებდნენ. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნას, ამ შემთხვევაშიც მოსამართლემ ხელმოსაკიდად მიიჩნია მხოლოდ ექსპერტის მიერ დასკვნაში ფრჩხილებში დამატებული ფრაზა, რომ - ციფრ „9“-ზე მიწერილი ე.წ. კუდი, თავისი მოხაზულობით ბოლო ციფრი „9“-ის ელემენტებთან არ ქმნის რომელიმე კონკრეტულ ციფრს. მოსამართლემ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სასაზღვრო პოლიციის კადრების ინსპექტორი საბუთების შესწავლის პროცესში არ იყენებს რაიმე სპეციალურ ტექნიკურ საშუალებას და ჩანაწერს კითხულობს იმ მასშტაბში, როგორც წერია ფურცელზე. ამასთან, ექსპერტმა მიხეილ ტაგლანოვმა დაადასტურა, რომ შეუიარაღებელი თავლით თუნდაც სათვალის გამოყენებით, შეუძლებელია იმის აღმოჩენა, რომ „9“-ის ქვედა ნაწილში არსებული შტრიხი მიხატულია.

 

ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ ა-–---------–---–-----ის ნამსახურებ პერიოდთან დაკავშირებით გ----------------ს 2008 წლის გაანგარიშებასა და ბერიშვილი - ჯიშკარიანის 2009 წლის გაანგარიშებებს შორის სხვაობა ზუსტად 7 წელი 0 თვე და 0 დღეა. ლოგიკური მსჯელობით კი ადვილად დასადგენია, რომ სხვაობის გამომწვევი ერთადერთი მიზეზია - აა-–---------–---–-----ის ნამსახურობის ნუსხის ჩანაწერში: „02.09.1999“ ბოლო ციფრის გადაკეთება „2“-ზე. აღნიშნული გადაკეთებით ათვლის დაწყების ა-–---------–---–-----ის სამსახურში შესვლის თარიღმა შვიდი წლით გადაიწია. შესაბამისად, იმდენივე წლით გაიზარდა სტაჟი. დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ აღნიშნული ქმედების გამო გ---------------- დათხოვილი იქნა სასაზღვრო პოლიციიდან, ანუ სწორედ იმავე ქმედებისათვის, რაზეც დამნაშავედ არის ცნობილი, გ---------------- უკვე დასჯილი იქნა 2009 წელს, რაც არაკონსტიტუციურია, ვიანიდან ერთი ქმედებისათვის პირის ორჯერ დასჯა დაუშვებელია.

 

ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ გ----------------ს ქმედებით მოხდა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების, მისი ავტორიტეტისა და ნორმალური ფუნქციონირების ხელყოფა, დაზარალებულს გააჩნია მის მიმართ პრეტენზია, გ---------------- არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არ ითანამშრომლა გამოძებასთან და მზადყოფნასაც კი არ გამითქვამს აანაზღაუროს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი, აპელანტს მიაჩნია, რომ გამოყენებული სასჯელი - ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და უნდა მოხდეს მისი უფრო მკაცრი სასჯელით შეცვლა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ----------------ს და ქ.თბილისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გ---------------–--ლის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა პირველ რიგში მსჯელობას იქონიებს გ----------------ს ბრალეულობასთან დაკავშირებით და გააანალიზებს დაცვის მხარის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტებს. პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში მყოფი, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებებში გ------- ბ-------ს ბრალეულობა, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შ--------------ამ განაცხადა, რომ 2008 წლის მაისში გ---------------- მუშაობდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკადრო საკითხთა სამმართველოს პირადი შემადგენლობის დაკომპლექტებისა და აღრიცხვის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. გ--------------ნმა თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანად შეასრულებით, არსებითად დაარღვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები, რაც გამოიხატა შემდეგში: გ--------------ნმა სათანადო წესით არ შეამოწმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელ ა-–---------–---–-----ის წელთა ნამსახურება და ცნობაში შეცდომით მიუთითა, რომ ამ უკანასკნელის წელთა ნამსახურება 2008 წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგენდა 10 წელს, 4 თვესა და 3 დღეს, რის გამოც არასწორად იქნა დაანგარიშებული ა-–---------–---–-----ის წელთა ნამსახურების დანამატი და მასზე უსაფუძვლოდ გაიცა 367,63 ლარი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ---------–--ლმა განაცხადა, რომ 2007 წლიდან დაინიშნა საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს დაკომპლექტებისა და ზონალური მუშაობის სამსახურის ინსპექტორად. გ---------------- არის მისი ყოფილი თანამშრომელი. მოწმემ დაადასტურა, რომ საქმეში არსებული 2009 წლის 07 მარტის ცნობა, რომლის მიხედვითაც 2009 წლის 01 იანვრის მდგომარეობით ს/პ ლეიტენანტ ალ------–-----------–---–-----ის ნამსახურება შეადგენს 4 წელსა და 3 დღეს, არის მის მიერ გაცემული და ხსენებულ დოკუმენტზე მისი ხელმოწერაა. აგრეთვე დაადასტურა მის მიერ გაცემული 2009 წლის 23 მარტის ცნობა, სადაც მითითებულია, რომ 2008 წლის 01 მაისის მდგომარეობით ს/პ ლეიტენანტ ალ------–-----------–---–-----ის ნამსახურება შეადგენს 3 წელს, 4 თვესა და 3 დღეს. მოწმის განმარტებით, ხსენებული ცნობები საფინანსო დანაყოფში იგზავნებოდა და მათ საფუძველზე ხდებოდა თანამშრომლებისათვის ხელფასის და დანამატის დარიცხვა. ცნობები ხელზე მიჰქონდათ დანაყოფში, რადგან იმ დროს არ იყო ელექტრონული სისტემა. მათ მიერ ცნობები დგებოდა სამსახურის გავლის ნუსხის შესაბამისად, სადაც წერია წოდებრივი დანიშვნა, შემდგომი თანამდებობრივი გადაადგილება და საბოლოო სტაჟი. ცნობების ტექსტს ადგენდა თვითონ, შემდეგ შედიოდა უფროსთან, რომელთანაც გადიოდნენ მომზადებულ ცნობაში ასახულ ინფორმაციას და შემდეგ მასზე ორივე აწერდნენ ხელს. აღნიშნული ეხება 2009 წლიდან პერიოდს, მანამდე კი არ ევალებოდა აღნიშნული ცნობების შედგენა. მოწმე ბ---------–--ლს წარედგინა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალებიდან წელთა ნამსახურების ცნობების რეგისტრაციის საკანცელარიო წიგნის ქსეროასლი, სადაც ა-–---------–---–-----ის გასწვრივ მითითებულია მისი ხელმოწერა (თარიღი 01.05.08). აღნიშნულზე მოწმემ განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო მას სხვისი მაგ. გ----------------ს მიერ მომზადებული ცნობა აეღო და გაეტანა ქვედანაყოფის თანამშრომლისთვის, რომ წარედგინა საფინანსო სამსახურში. საკანცელარიო წიგნს აწარმოებდა თვითონ გ----------------. როგორც ახსოვს, 2008 წლის 01 მაისის მდგომარეობით ფიცხელაური მის საკურატორო ზონაში არ შედიოდა და ამ პერიოდში ნამსახურების ცნობების გაცემას გ---------------- ახორციელებდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი--------–-------მა განაცხადა, რომ 2013 წელს მუშაობდა შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს დაკომპლექტებისა და ზონალური მუშაობის სამსახურის ინსპექტორად. მოწმემ დაადასტურა, რომ საქმეში არსებული 2013 წლის 16 ოქტომბრის ცნობა არის მისი გაცემული და აღნიშნულ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა ეკუთვნის მას. ცნობის მიხედვით, 2008 წლის 01 მაისის მდგომარეობით ს/პ კაპიტან ალ------–-----------–---–-----ის ნამსახურება შეადგენს 3 წელს, 4 თვესა და 3 დღეს. მან ნახა პირად საქმეში არსებული ნამსახურები ნუსხა, რისი საშუალებითაც გამოითვალა ა-–---------–---–-----ის ნასახურების წლები. ი--------–-------მა გამოიკვლია ნუსხის ყველა ნაწილი, შეიძლება ერთგან აღნიშნულ „9“-ს პატარა კუდი ჰქონდა, თუმცა გაცემული ცნობისათვის წლები ითველბა წოდების მიღების დღიდან, ამიტომ მან იხელმძღვანელა წინა გვერდით, სადაც გარეკვევეით წერია 1999, ასევე მან ნახა პირად საქმეში არსებული ბრძანებაც. მოწმის განმარტებით, მსგავსი ცნობის საფუძველზე თანამშრომლებს ეძლეოდათ ნამსახურების დანამატები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ე--------–-–---–-ა განაცხადა, რომ შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში დაინიშნა 2008 წლის დეკემბრის ბოლოს საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს დაკომპლექტებისა და ზონალური მუშაობის სამსახურის უფროსად. ამ სამსახურის ფუნქციებში შედიოდა თანამშრომელთა მიღება, გადაადგილება, ნამსახურების დათვლა და ა.შ. მისი სამსახურში მისვლის შემდეგ გაიგო, რომ მანამდე წელთა ნამსახურების დაანგარიშებას ახორციელებდა გ----------------. მან დაადასტურა 2013 წლის 16 ოქტომბრის მისი ხელმოწერით გაცემული ცნობის სისწორე. მოწმის განმარტებით, ა-–---------–---–-----ის ცნობის მომზადებისას გამოიკვეთა გარკვეული შეუსაბამობა. მან დაადასტურა, რომ წელთა ნამსახურება ითვლება წოდების მინიჭებიდან, რაც ნუსხის პირველ გვერდზეა დაფიქსირებული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-----------–---–მა განაცხადა, რომ 2009 წლის მდგომარეობით მუშაობდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საფინანსო სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. მოწმემ დაადასტურა, რომ საქმეში არსებული 2009 წლის 16 აპრილის #3----------- წერილი ინსპექციის სამმართველოს უფროსის სახელზე, მისი შედგენილია. წერილის მიხედვით, ა-–---------–---–-----ს 2008 წლის 1 მაისიდან, 2009 წლის 1 აპრილამდე წელთა ნამსახურების დანამატის სახით მიღებული ჰქონდა: 2008 წელს - 736.97 ლარი, მეტობა 367.63 ლარი; 2009 წელს - 205.20 ლარი, მეტობა 0.00 ლარი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–---------–---–-----მა განაცხადა, რომ 2008 წელს მუშაობდა სასაზღვრო პოლიციაში და 01 მაისის მდგომარეობით მისი შინაგან საქმეთა სამინისტროში წელთა ნამსახურება შეადგენდა 3 წელს, 4 თვესა და 3 დღეს. მან პირადი მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკადრო საკითხთა სამმართველოდან მიიღო ცნობა #3-- ნამსახურების შესახებ, რომელიც გასცა განყოფილების სპეციალისტმა გ---------------მა. ცნობის აღების დროს ნახა გ----------------. ცნობა #3---ის თანახმად, მოწმის წელთა ნამსახურება 2008 წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგენდა 10 წელს, 4 თვესა და 3 დღეს. თუმცა, მან აღნიშნულ შეცდომას ყურადღება არ მიაქცია და წარადგინა ბუღალტერიაში, რის გამოც აიღო დანამატი - 367.63 ლარი. მოწმისათვის იმ პერიოდში ვინ იყო მისი კურატორი, არ იყო ცნობილი, მას უთხრეს, რომ ცნობის თაობაზე უნდა მიემართა გ----------------სთვის და ასეც მოიქცა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ქ----------–-----ძემ განაცხადა, რომ 2004 წლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, გ----------------ს განყოფილებაში. გ--------------ნს ახასიათებს დადებით პიროვნებად და თანამშრომლად, რომელსაც მასთან მუშაობის პერიოდში არ ჰქონია დისციპლინური გადაცდომები და სხვა დარღვევები. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ერთად მუშაობის პერიოდში თანამშრომელთა ნამსახურების ცნობების გაცემა ევალებოდა გ---------------ს. ისინი აწარმოებდნენ საკანცელარიო წიგნს, სადაც აღრიცხავდნენ მათ მიერ მომზადებული ცნობების გაცემას, ხელს აწერდა ის პიროვნება, ვისაც გაჰქონდა ცნობა. თუმცა მათ შტამპი არ ჰქონდათ, მათგან გასული ცნობების რეგისტრაციას და შტამპის დასმას კადრების კანცელარია ახდენდა. ცნობების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ცნობის გამცემ პირს.

 

გ---------------------------ის პირადი საქმის მიხედვით დასტურდება, რომ 2006 წლის 01 ივლისიდან, 2009 წლის 01 იანვრამდე პერიოდში გ---------------- მუშაობდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკადრო საკითხთა სამმართველოს პირადი შემადგენლობის დაკომპლექტებისა და აღრიცხვის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

2009 წლის 30 აპრილის სასაზღვრო პოლიციის საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს განკარგულებაში მყოფის, ს/პ პოლკოვნიკ გ---------------------------ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნით დასტურდება, რომ 2008 წლის 1 მაისისათვის ა-–---------–---–-----ის წელთა ნამსახურობა გ----------------ს მიერ გაცემულ ცნობაში მითითებული ნაცვლად 10 წლის, 4 თვისა და 3 დღისა, შეადგენდა 3 წელს, 4 თვესა და 3 დღეს. აღნიშნული ფაქტის საფუძველზე გ---------------- დათხოვნილ იქნა შსს ორგანოებიდან.

 

2008 წლის 05 მაისის #3-- ცნობის თანახმად, ცნობა მიეცა სასაზღვრო პოლიციის უმცროს ლეიტენანტ ალ------–-----------–---–-----ს მასზედ, რომ მისი წელთა ნამსახურობა 2008 წლის 01 მაისისთვის შეადგენს 10 წელს, 4 თვესა და 3 დღეს. ცნობა შედგენილია საქართველოს პრეზიდენტის 2---------–------ ბრძანებულების მე-10 პუნქტის შესაბამისად და მიეცა საფინანსო სამსახურში წარსადგენად. ცნობას გასცემს საკადრო საკითხთა სამმართველოს უფროსი სპეციალისტი სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი გ----------------.

 

2009 წლის 07 მარტის ცნობის თანახმად, 2009 წლის 01 იანვრის მდგომარეობით ს/პ ლეიტენანტ ალ------–-----------–---–-----ის ნამსახურება შეადგენდა 4 წელსა და 3 დღეს.

 

2009 წლის 23 მარტის ცნობის თანახმად, 2008 წლის 01 მაისის მდგომარეობით ს/პ ლეიტენანტ ალ------–-----------–---–-----ის ნამსახურება შეადგენდა 3 წელს, 4 თვესა და 3 დღეს.

 

2015 წლის 17 ნოემბრის გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის #8---------/დტ დასკვნის თანახმად, ა-–---------–---–-----ის სახელზე გაცემულ 2008 წლის 05 მაისით დათარიღებულ #3-- წელთა ნამსახურების ცნობაზე გრაფებში არსებული ხელნაწერი და გრაფაში: ,,საკადრო საკითხთა სამმართველოს უფროსი სპეციალისტი“ გ----------ს გვარით არსებული ხელმოწერა - შესრულებულია გ----------------ს მიერ. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა თ---------------მ.

 

2018 წლის 23 იანვრის საბუთების ტექნიკური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დასტურდება, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ ალ------–-----------–---–-----ის პირად საქმეში განთავსებული ა-–---------–---–-----ის სამსახურის გავლის ნუსხის მე-4 გვერდზე, გრაფაში ,,რიცხვი, თვე, წელი“ თავდაპირველად იყო ჩანაწერი ,,1999“, რომელშიც ბოლო ციფრი ,,9“-ის ქვედა ნაწილში მიხატული იყო გაღუნული (რკალური) ფორმის შტრიხი (რომელიც თავისი მოხაზულობით ბოლო ციფრი ,,9“-ის ელემენტებთან არ ქმნის რომელიმე კონკრეტულ ციფრს). აღნიშნული დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მ-----–------–----------

 

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთანალიზიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას გ----------------ს უდანაშაულობასთან დაკავშირებით. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულის მიერ იმ ქმედების ჩადენა, რისთვისაც იგი დამნაშავედ ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ; სახეზეა ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს აღნიშნულ დანაშაულს და რაც აუცილებელია მითითებული ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულს წარმოადგენს და მისი საშიშროება განპირობებულია იმით, რომ მოხელე, ან მასთან გათანაბრებული პირი, არ ასრულებს, ან არაჯეროვნად ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობას და იწვევს ფიზიკური და იურიდული პირის უფლების, ან სხვა კანონიერი ინტერესების არსებით დარღვევას. ობიექტური მხრივ, სამსახურებრივი გულგრილობა გამოიხატება როგორც აქტიური მოქმედებით, ასევე უმოქმედობით. ამასთან, ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა, რაც გამოიხატება ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევაში. საკუთრივ, არსებითი დარღვევა შეფასებით ნიშანთა კატეგორიას მიეკუთვნება და ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად მიყენებული ზიანის ზომას, საქმის კონკრეტულ გარემოებებს, დაზარალებულთა რაოდენობას და ა.შ. საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ამსრულებელია მოხელე, ან მასთან გათანაბრებული პირი.

 

დაცვის მხარის პოზიცია გ----------------ს უდანაშაულობასთან დაკავშირებით, იმთავითვე ბათილდება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების საერთო ანალიზის საფუძველზე, კერძოდ:

 

დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ 2008 წლის 01 მაისის მდგომარეობით არ არსებობდა შესაბამისი სამართლებრივი აქტები, სადაც გაწერილი იქნებოდა გ----------------ს სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტია, რომ 2006 წლის 01 ივლისიდან, 2009 წლის 01 იანვრამდე პერიოდში გ---------------- მუშაობდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკადრო საკითხთა სამმართველოს პირადი შემადგენლობის დაკომპლექტებისა და აღრიცხვის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იყო მოხელე, რაც ზოგადად აუცილებელი ნიშანია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების სუბიექტისათვის და ევალებოდა ზემოდსახელებული კანონით, საქართველოს კონსტიტუციით და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების განუხრელი დაცვა. უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია ისიც, რომ 2008 წლის 01 მაისის მდგომარეობით, ს/პ ლეიტენანტ ალ------–-----------–---–-----ის ნამსახურება შეადგენდა 3 წელს, 4 თვესა და 3 დღეს. 2008 წლის 05 მაისის #3-- ცნობის თანახმად, კი სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის ალ------–-----------–---–-----ის წელთა ნამსახურობა 2008 წლის 01 მაისისთვის შეადგენს 10 წელს, 4 თვესა და 3 დღეს. აღნიშნულ ცნობას ხელს აწერს საკადრო საკითხთა სამმართველოს უფროსი სპეციალისტი გ----------------, ხოლო შესაბამისმა განყოფილებამ იგი ოფიციალურად დაამოწმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბეჭდით.

 

ასევე, საქმეზე წარმოდგენილი 2015 წლის 17 ნოემბრის გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა-–---------–---–-----ის სახელზე გაცემულ 2008 წლის 05 მაისით დათარიღებულ #3-- წელთა ნამსახურების ცნობაზე გრაფებში არსებული ხელნაწერი და გრაფაში: ,,საკადრო საკითხთა სამმართველოს უფროსი სპეციალისტი“ გ----------ს გვარით არსებული ხელმოწერა - შესრულებულია გ----------------ს მიერ. მოწმეებმა ბ---------–--ლმა და ე--------–-–---–-ა დაადასტურეს, რომ 2008 წლის მდგომარეობით, ცნობებს თანამშრომელთა ნამსახურები წლების შესახებ გასცემდა გ----------------. მოწმე ა-–---------–---–-----ის განმარტებით კი, მისთვის უცნობია, თუ ვინ იყო პირიადად მისი კურატორი თანამშრომელი კადრების განყოფილებაში. მას უთხრეს, რომ ნამსახურების ცნობაზე უნდა მიემართა გ----------------სათვის და ასეც მოიქცა. ამასთან, თავად მსაჯვრდებული სააპელაციო საჩივარში განმარტავს, რომ ა-–---------–---–-----ის საქმე არ შედიოდა მასზე მიმაგრებულ საქმეთა რიცხვში, ზონალური განაწილების მიხედვით, იგი ეკუთნოდა კადრების სხვა ინსპექტორს - ბ---------–--ლს, ხოლო თავად მისი კომპეტენცია ვრცელდებოდა მხოლოდ მასზე მიმაგრებული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა პირად საქმეებზე, რომელთა მიხედვით რათქმა უნდა, ახდენდა წელთა ნამსახურობის გაანგარიშებას. ამდენად, საქმეზე წარმოდეგნილ მტკიცებულებათა ერთობლიობთ დადგენილი ფაქტია, რომ 2008 წლის მდგომარეობით საკადრო საკითხთა სამმართველოს უფროსი სპეციალისტი გ---------------- ახდენდა თანამშრომელთა ნამსახურების წლების დაანგარიშებას და შესაბამისი ცნობების გაცემას. მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ ის გარემოება, რომ ჯერ-ჯერობით არ იყო მიღებული შესაბამისი სამართლებრიბვი აქტი, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავდა თანამშრომელთა უფლება-მოვალეობებს, არ ათავისუფლებს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე დანიშნულ მოხელეს ვალდებულებისაგან, რომ მან ჯეროვნად განახორციელოს თავისი საქმიანობა.

 

დაცვის მხარის მიერ გე-------------ის უფლება-მოვალეობების სადავოდ მიჩნევიდან გამომდინარე, ასევე გაურკვეველი რჩება მისი პიზიცია - გ---------------- საერთოდ არ ახორციელებდა თანამშრომელა ნამსახურების წლების დაანგარიშებას და შესაბამისი ცნობების გაცემას, თუ ახორციელებდა, მაგრამ ა-–---------–---–-----ის საქმე არ შედიოდა მასზე მიმაგრებულ საქმეთა რიცხვში, რადგან ის სხვა ქვედანაყოფში მსახურობდა. მოწმე ბ---------–--ლმა ნათლად განმარტა სასამართლო სხდომაზე, რომ იგი თანამშრომელთა ნამსახურები წლების დაანგარიშებას ახორციელებდა 2009 წლიდან, ხოლო 2008 წლის მდგომარეობით, როგორც ახსოვს, ეს ევალებოდა გ--------------ნს. რაც შეეხება წელთა ნამსახურების ცნობების რეგისტრაციის საკანცელარიო წიგნში ა-–---------–---–-----ის გასწვრივ მითითებულ მის ხელმოწერას, მოწმემ განახცადა, რომ აღნიშნული არ მიუთითებს ცნობის მის მიერ გაცემაზე. ეს ნიშნავს, რომ მან გამცემი პირისაგან, ამ შემთხვევაში გ----------------სგან გაიტანა ცნობა ქვედანაყოფის შესაბამისი თანამშრომლისთვის გადასაცემად.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ იმ არგუმენტებზე, რომელთა მიხედვითაც დაცვა ცდილობს წარმოაჩინოს, რომ გ----------------ს მიერ შესრულებული ცნობა N3-- არ წარმოადგენდა სავალდებულო დოკუმენტაციას, იგი მხოლოდ თანამშრომელ ბ---------–--ლს დაეხმარა ა-–---------–---–-----ის ნამსახურობის წლების გამოთვლაში, ხოლო საბოლოოდ დოკუმენტის გამცემი პირი თვითონ არ იყო. 2008 წლის 5 მაისს გაცემული ცნობა N3-- წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს, რომელზეც ფიქსირდება მხოლოდ ერთი პირის გ----------------ს ხელმოწერა. შესაბამისად, სწორედ ეს პირი იყო პასუხისმგებელი მისი ხელმოწერით შესრულებულ დოკუმენტზე. უსაფუძვლოა დაცვის მხარის აპელირება, რომ გ--------------ნმა შეადგინა მხოლოდ ცნობის პროექტი, ხოლო ვიანიდან მას არ ჰქონდა შტამპი, მისი შესრულებული დოკუმენტი ვერ იქნებოდა საბოლოო. წარმოდგენილ ცნობას გააჩნია თავისი ფორმა, სადაც არ არის გათვალისწინებული, რომ მასზე გ----------------ს გარდა სხვა პირი უნდა აწერდეს ხელს, მათ შორის ბ---------–--ლი ან მათი უფროსი. ამდენად ინფორმაცია, რომელიც კადრების სამსახურის სახელით და გ----------------ს ხელმოწერით უნდა გაგზავნილიყო შესაბამის უწყებაში, მომზადებული უნდა ყოფილიყო ამ უკანასკნელის მიერ დოკუმენტაციის საფუძვლიანად შეესწავლის შემდეგ. რაც შეეხება შტამპის უქონლობას, არ წარმოადგენს სადავო გარემოებას, რომ დოკუმენტების რეგისტრაციას და მასზე შტამპის დასმას ახორციელებს შესაბამისი სამსახურის კანცელარია.

 

რაც შეეხება 2018 წლის 23 იანვრის საბუთების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას, მასში მითითებულია, რომ ა-–---------–---–-----ის პირად საქმეში განთავსებული ა-–---------–---–-----ის სამსახურის გავლის ნუსხის მე-4 გვერდზე, გრაფაში ,,რიცხვი, თვე, წელი“ თავდაპირველად იყო ჩანაწერი ,,1999“, რომელშიც ბოლო ციფრი ,,9“-ის ქვედა ნაწილში მიხატული იყო გაღუნული ფორმის შტრიხი (რომელიც თავისი მოხაზულობით ბოლო ციფრი ,,9“-ის ელემენტებთან არ ქმნის რომელიმე კონკრეტულ ციფრს), პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულის მოსაზრებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ აღნიშნულ, ფრჩხილებში მითითებულ ინფორმაციას, რომ ,,9“-ის ქვედა ნაწილში მიხატული შტრიხი თავისი მოხაზულობით ბოლო ციფრი ,,9“-ის ელემენტებთან არ ქმნის რომელიმე კონკრეტულ ციფრს. ეს ინფორმაცია წარმოდგენს ექსპერტიზის დასკვნის ნაწილს და მისი ფრჩხილებში აღნიშვნა ნამდვილად არ აკნინებს მის მნიშვნელობას. ამასთან, მართალია, სასაზღვრო პოლიციის კადრების თანამშრომლები ჩანაწერების გაცნობისას არ სარგებლობენ სპეციალური ტექნიკური საშუალებებით და შესაძლოა გ--------------ნს ვერ ამოეცნო, რომ „9“-ის ქვედა ნაწილში არსებული შტრიხი მიხატულია. თუმცა, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ხსენებული ,,9“-ის ქვედა ნაწილში მიხატული შტრიხი დაფიქსირებულია მხოლოდ პირად საქმეში განთავსებულ ა-–---------–---–-----ის სამსახურის გავლის ნუსხის მე-4 გვერდზე, ხოლო ცნობის შემდეგნი პირი ვალდებული იყო სრულად გაცნობოდა პირად საქმეს და მის საფუძველზე დაეთვალა ალუდა ფიცხელურის ნამსახურების წლები. მოწმეებმა - ბ---------–--ლმა, ი--------–-------მა და ე--------–-–---–-ა განმარტეს, რომ საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს შესაბამისი სამსახურის მიერ თანამშრომელთა ნამსახურები წლების დათვლა ხდებოდა მათ პირად საქმეში არსებული ნამსახურები ნუსხის მიხედვით, კონკრეტულად კი ცნობის გაცემისათვის წლები ითველება წოდების მიღების დღიდან. ამიტომ, ცნობის გამცემმა პირმა უნდა იხელმძრვანელოს იმ თარიღით, როდესაც თანამშრომელმა მიიღო წოდება. როგორც მოწმე ი--------–-------მა განმარტა, თავად იხელმძღვანელა სწორედ ალუდა ფიცხლაურის პირადი საქმის სამსახურის გავლის ნუსხის წინა გვერდით, სადაც გარეკვევეით წერია „1999“, ასევე მან ნახა პირად საქმეში არსებული ბრძანებაც და ამის შემდეგ მოამზადა ცნობა ნამსახურების წლების შესახებ. ამდენად, ა-–---------–---–-----ის სამსახურის გავლის ნუსხის მე-4 გვერდზე არსებული ხარვეზი, არ ამართლებს გე-------------ის ქმედებას; ფაქტია, რომ იგი ყურადღებით არ მოეკიდა დაკისრებულ მოვალეობას და სამსახურებრივი სტაჟის შესახებ ცნობა გასცა პირად საქმეში დაცული ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის გარეშე.

 

მოწმე ქ----------–-----ძის ჩვენების გაზიარების თვალსაზრისით პალატა მიუთითებს, რომ მან სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდა იმ პერიოდთან დაკავშირებით, როდესაც იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, გ----------------ს განყოფილებაში მუშაობდა, კერძოდ 2004 წლის მდგომარეობით. ხოლო, თუ როგორ ხორციელდებოდა 2008 წელს თანამშრომელთა ნამსახურები წლების შესახებ ცნობების გაცემა, მისთვის უცნობია. შესაბამისად, პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მოწმის ჩვენება არ წარმოადგენს გ----------------ს ბრალეულობის შეფასებისათვის რელევანტურ მტკიცებულებას.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენაციას იმასთან დაკავშირებითაც, რომ ა-–---------–---–-----ზე დანამატი გასცა საფინანსო სამსახურმა, რომელიც თავის მხრივ ვალდებული იყო გადაემოწმებინა თითოეული პირის ნამსახურეობის წლები და მის მიხედვით გაეცა შესაბამისი თანამდებობრივი დანამატი. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადსტურებული, ქონდა თუ არა საფინანსო სამსახურს კადრების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის გადამოწმების ვალდებულება, თუმცა აღნიშნული დადგენილიც რომ იყოს, ეს არ გამორიცხავს გ----------------ს პასუხისმგებლობას - სრულყოფილად შეესწავლა ა-–---------–---–-----ის პირადი საქმე და სწორად დაენაგარიშებინა მისი მუშაობის სტაჟი.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე გ----------------ს მითითებაზე, რომ ზემოაღნიშნული ქმედების გამო იგი დათხოვილი იქნა სასაზღვრო პოლიციიდან, ანუ უკვე დაისაჯა იმ ქმედების ჩადენისათვის, რაზეც მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის. ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება პირს წაეყენოს ბრალი ან/და დაედოს მსჯავრი იმ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც იგი ერთხელ უკვე გამართლებულ ან მსჯავრდებულ იქნა. ამდენად, კანონმდებლის მოთხოვნას წარმოადგენს, რომ ერთ და იგივე ქმედების ჩადენისათვის პირი დამნაშავედ ორჯერ არ იქნას ცნობილი. მოცემულ შემთხვევაში კი გ----------------ს მიმართ სასამხურში განხორციელდა დისციპლინური წარმოება და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რაც რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს მისთვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ შემთხვევაში, თუკი მის ქმედებაში ვლინდება დანაშაულის ნიშნები.

 

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მაკვალიფიცირებელ სავალდებულო ნიშანს - რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, პალატა განმარტავს, რომ მოწმეების შ--------------ას, ლ-----------–---–ის და 2009 წლის 16 აპრილის #3----------- წერილით დასტურდება, რომ გ----------------ს მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებით, ა-–---------–---–-----ზე უსაფუძვლოდ გაიცა 367,63 ლარი, როგორც მისი წელთა ნამსახურების დანამატი, რითაც არსებითად იქნა ხელყოფილი სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეზე წარმოდგენულ მტკიცებულებებს და განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ გ----------------ს მიერ სამსახურებრივი გულგრილობის, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ჩადენას, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით მოპოვებული და საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ---------------- დამნაშავედ იქნა ცნობილი. დაცვის მხარემ ვერ უზრუნველყო ეჭვის ქვეშ დაეყენებინა ბრალდების მხარის ვერსია და სათანადოდ დაედასტურებინა, რომ გ----------------ს ქმედებაში არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - წარდგენილ ბრალდებაში პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ--------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ არც აღნიშნულ ნაწილში არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 მაისის განაჩენის შეცვლის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და შეაფასა მსჯავრდებულის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, საზოგადოებრივი საშიშროება და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ და განუსაზღვრა მას სამართლიანი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 მაისის განაჩენი გ----------------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ გ------- ბ-------ს სააპელაციო საჩვრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 მაისის განაჩენი;

 

გ---------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (2008 წლის 5 მაისის ეპიზოდი).

 

გ----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე