განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2018
საქმის ნომერი
190100118002412724
ინსტანცია
თარიღი
01.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002412724

საქმე №1ბ/1264-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

01 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თე-----–--–----–-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

დუ-----------–-----ას მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 5 იანვარს, პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: გ---------------------------–----------–--, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენით:

დუ-----------–-----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.

 

დუ-----------–-----ას მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2018 წლის 22 იანვარს შუადღის საათებში, გ--------------------------–---------–--ში, დუ-----------–-----ამ ძმის - ნი---------------ის სახლში მყოფ თანასოფლელ ხა-–--------–---ას მოკიდა ხელი თმაში და ძალის გამოყენებით გამოიყვანა სახლიდან ეზოში, ვინაიდან მოთხოვნის მიუხედავად, ხა-–--------–---ა არ ტოვებდა სახლს. ძალადობის შედეგად, ხა-–--------–---ამ მიიღო ნაჭდევები და სისხლაჟღენთები თავსა და სხეულზე, რაც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ზემოაღნიშნული ქმედებით, ხა-–--------–---ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თე-----–--–----–-----მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ დუ-----------–-----ასათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უსამართლო, რადგან მოსამართლემ დუ-----------–-----ასათვის სასჯელის დანიშვნისას სრულად არ გაითვალისწინა ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და დუ-----------–-----ას მიმართ გამოიყენა ზედმეტად ლოიალური სასჯელი, რომელსაც არ შეუძლია უზრუნველყოს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის შერჩევისას სასამართლომ გაითვალისწინა მხოლოდ შემამსუბუქებელი გარემოებები და მხედველობას არ მიიღო, რომ ბრალდებული დაზარალებულთან შერიგებული არ ყოფილა, პირიქით, არც კი უცდია დაზარალებულთან მოლაპარაკება, მისთვის ზიანის ანაზღაურება. დაზარალებულ ხა-–--------–---ას დღემდე გააჩნია პრეტენზიები დუ-----------–-----ას მიმართ, როგორც წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეზე, აგრეთვე საქმიდან გამოყოფილ მეორე სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დაზიანების ფაქტს.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ სხვაგვარი ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: მოწმეების: ხა-–--------–---ას, მი-–----------------ის, ის-–--------------ის, ვუ---–-----–---ის, მუ--------------–-----ის, ავ----------------ის, ას-----–---ის, ზა--------------–---ას, ნი------- მ-------ს, ხუ--------------ას, კა--------------ის, ეთ--------–-----ას, შა-------–-----ის გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა და საქმეში არსებულ სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილ ქმედებასთან. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

მოცემულ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს, რომ დუ-----------–-----ას პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს 4 შვილი (3 არასრულწლოვანი და 1 მცირეწლოვანი), არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. პალატას მიიჩნია, რომ ჯარიმა საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თე-----–--–----–-----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

დუ-----------–-----ა ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.

 

დუ-----------–-----ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე