განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.11.2018
საქმის ნომერი
210310015710452
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
02.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №210310015710452 (3ბ/2135-15)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

მოსამართლე - მერაბ ლომიძე

 

სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,ს--------------------–---------–ი’’

წარმომადგენელი - ლ--–----------–---–ი, მ-------–--–------ე, მ------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი - მ----------–---ი, ც-----------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - მ--------–--–-–---–ი

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ს--------------------–---------–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 29 მაისის ბრძანების მე-8 პუნქტის თანახმად, ქა-–-----------–------------------ში მდებარე შენობა-ნაგებობის და მასზე დამაგრებული მიწის ფართობის პრივატიზების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა მ-----------–-–---–ი. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მ-----------–-–---–ს შორის 2007 წლის 24 ივლისს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მ-----------–-–---–ს პირობა-დადებულ საკუთრებაში გადაეცა ქ--–-----------–-------------------ში მდებარე შენობა-ნაგებობა (231.64 კვ.მ.) და მასზე დამაგრებული 549 კვ. მ. მიწის ფართობი საკადასტრო კოდი 5-----------. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს ბრძანებით დაუდასტურდა საკუთრების უფლება მ-----------–-–---–ს ქა-–-----------–------------------ში მდებარე შენობა-ნაგებობაზე (231.64 კვ.მ.) და მასზე დამაგრებულ 549 კვ. მ. მიწის ფართობზე ნასყიდოების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების პირობით. აღნიშნულის შესაბამისად გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

 

2.2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მ-----------–-–---–ს შორის 2007 წლის 24 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის საფუძველზე, მ-----------–-–---–მა საპრივატიზებო ობიექტში 100 000 აშშ დოლარის ინვესტიციის და არქიტექტურის ადგილობრივ სამსახურთან საპრივატიზებო ობიექტის ფასადის იერსახის შეთანხმების ვალდებულება იკისრა არაუგვიანეს 2007 წლის ბოლომდე. ამასთან ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.4. და 4.5 პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა, ხოლო ხელშეკრულებით გათვალსიწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განხილულ იქნება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.4. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით პირგასამტეხლოდ განისაზღვრა დარჩენილი განსახორციელებული ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ქ--–-----------–-------------------ში მდებარე შენობა-ნაგებობა (231.64 კვ.მ.) და მასზე დამაგრებული 549 კვ. მ. მიწის ფართობი საკადასტრო კოდით 5-----------, შეტანილ იქნა შპს „ს--------------------–---------–ის“ კაპიტალში, ანუ ფიზიკურ პირის მ-----------–-–---–ის უფლებამონაცვლე გახდა შპს „ს--------------------–---------–ი“.

 

2.3. საქართველოს მთავრობამ გამოსცა 2009 წლის 24 ნოემბრის N9-- განკარგულება, რომლის მიხედვითაც ფიზიკურ პირს მ-----------–-–---–ს განსახორციელებელი საინვენტარიზაციო თანხის (100 000 აშშ დოლარი) 10%-ის საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში გადაუვადდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება 18 თვით.

 

2.4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 11 ნოემბრის N04/723 და 2011 წლის 13 აპრილის N04/7531 წერილებით მ-----------–-–---–ს ეცნობა, რომ წარედგინა სამინისტროში 2007 წლის 24 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1. მუხლით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ ინფორმაცია.

 

2.5. ს--------------------–---------–ის 2012 წლის 16 ივლისის N21/012 წერილით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისადმი დადგინდა, რომ ს--------------------–---------–ის მიერ 2007 წლის 24 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი 100 000 აშშ დოლარი ინვესტიციის განხორციელება ვერ მოხდა კომპანიაში არსებული ფინანსური სირთულეების გამო.

 

2.6. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 5 აგვისტოს N4/22847 წერილით შპს „ს--------------------–--------–ს“ ეცნობა, რომ მიუხედავად არაერთგზისი გაფრთხილებისა, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვადლებულება - საპრივატიზაციო ობიექტში 100 000 აშშ დოლარის ოდენობით ინვესტიციის განხორციელება არ შესრულდა. ამასთან, იგი გაფრთხილებულ იქნა ვადლებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შესახებ.

 

2.7. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 23 დეკემბრის N4/39691 წერილით შპს „ს--------------------–--------–ს“ ეცნობა, რომ განხილულ იქნა ფიზიკურ პირ მ-----------–-–---–ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხი და მიღებულ იქნა რეკომენდაცია ხელშეკრულების შესახებ. ამასთან, კომისიამ შესაძლებლად მიიჩნია დაკისრებული პირგასამატეხლოს პატიება მისი ნაწილის 10 000 აშშ დოლარის გადახდის პირობით. ამასთან, ეთხოვა წერილის მიღებიდან 10 კალდენდარული დღის ვადაში სააგენტოში პოზიციის/თანხმობის წარდგენა. შპს „ს--------------------–---------–მა“ ზემოაღნიშნული წერილის პასუხად ითხოვა პირგასამტეხლოსაგან სრული განთავისუფლება.

 

2.8. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 19 მაისის N1------ ბრძანებით ცალმხრივად მოიშალა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ფიზიკურ პირ მ-----------–-–---–ს (უფლებამონაცვლე შპს ს--------------------–---------–ი) შორის 2007 წლის 24 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშერკულება.

 

2.9. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N1------ ბრძანებით უარი ეთქვა ს--------------------–--------–ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც იგი ითხოვდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 19 მაისის N1------ ბრძანების ბათილად ცნობას.

 

2.10. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო ადმინიტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინიტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე - მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდულად გამართლებული აღმოჩნდება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

2.11. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მ-----------–-–---–ს შორის 2007 წლის 24 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის საფუძველზე, მ-----------–-–---–ს საპრივატიზებო ობიექტში 100 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება უნდა დაესრულებინა არაუგვიანეს 2007 წლის ბოლომდე. დადგენილია, რომ შპს „ს--------------------–---------–ი“ არის მ-----------–-–---–ის უფლებამონაცვლე. დადგენილია, რომ აღნიშნულ ვადაში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის N9-- განკარგულების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულების ვადა გადავადებულ იქნა 18 თვით და იწურებოდა 2010 წლის 30 ივნისს. დადგენილია, რომ შპს „ს--------------------–---------–ს“ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გაუგზავნეს არაერთი გაფრთხილება ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აცნობეს, რომ ხელშეკრულება ცალმხრივად იქნებოდა მოშლილი. თუმცა მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული, შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 19 მაისის N1------ ბრძანებით ცალმხრივად მოშალა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ფიზიკურ პირ მ-----------–-–---–ს (უფლებამონაცვლე შპს ს--------------------–---------–ი) შორის 2007 წლის 24 ივლისის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.12. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის ულფებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

2.13. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინიტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

2.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვადლებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადლებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდიანრე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: ა. აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება; ბ. ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას; გ. განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მ-----------–-–---–ს შორის 2007 წლის 24 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის საფუძველზე, მ-----------–-–---–ს საპრივატიზებო ობიექტში 100 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება უნდა დაესრულებინა არაუგვიანეს 2007 წლის ბოლომდე. შპს „ს--------------------–---------–ი“ არის მაია რჩეულშვილის უფლებამონაცვლე. დადგენილია, რომ აღნიშნულ ვადაში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის N9-- განკარგულების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულების ვადა გადავადებულ იქნა 18 თვით და იწურებოდა 2010 წლის 30 ივნისს. შპს „ს--------------------–---------–ს“ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გაუგზავნეს არაერთი გაფრთხილება ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აცნობეს, რომ ხელშეკრულება ცალმხრივად იქნებოდა მოშლილი. თუმცა მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვადლებულება არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ იქნა შესრულებული. შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კანონით დადგენილი წესით გამოსცა 2014 წლის 19 მაისის N1------ ბრძანება და მისივე უფლებამოსილების ფარგლებში ცალმხრიდავ მოშალა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ფიზიკურ პირ მ-----------–-–---–ს (უფლებამონაცვლე შპს ,,ს--------------------–---------–ი’’) შორის 2007 წლის 24 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთან, დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა სრული მოცულობით და შესაბამისად შეფასებულ იქნა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება და კანონიერი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

 

2.15. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლმანეტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

2.16. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყევტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის სრული დაცვით და სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს სადავოდ გამხდარი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 19 მაისის N1------ ბრძანების და ადმინისტრაციულ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2014 წლის 31 დეკემბრის N1------ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები, შესაბამისად, არ არსებობს მესამე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რომელიც ეხება პირველადი მდგომარეობის აღდგენას.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ სადავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ შპს „ს--------------------–---------–ს“ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გაუგზავნეს არაერთი გაფრთხილება ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აცნობეს, რომ ხელშეკრულება ცალმხრივად იქნებოდა მოშლილი, თუმცა მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული. რაიონულმა სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ სადავო საკითხზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კომისიამ შესაძლებლად მიიჩნია მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება და რეკომენდაციით გადაეგზავნა მთავრობას საბოლოო თანხმობის მისაღებად, თუმცა აქტის გამოცემის დროს საკითხზე პასუხი არ იყო მიღებული. აღნიშნული მითითებულია სააგენტოს გადაწყვეტილებაში.

 

3.2. აპელანტის მითითებით, რაიონული სასამართლოს მიერ არ იქნა შეფასებული ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გადაცემულ ობიექტზე არქიტექტურული იერსახის საკითხის შეთანხმებისთვის შესწავლის დროს გამოვლინდა ნივთობრივი ნაკლი, კერძოდ, იყო ავარიულ მდგომარეობაში, რაც დამატებით და გაუთვალსიწინებელ გეოლოგიურ საინჟინრო-კონსტრუქციულ სამუშაოებს და ქიმიურ-ლაბორატორიული კვლევის ჩატარებას საჭიროებდა, რაც დამატებით ხარჯებთან და დროსთან იყო დაკავშირებული. გარკვეული ხარჯები ამ სამუშაობაზე გაწეული არის.

 

3.3. აპელანტის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში არასწორად მიიჩნია, რომ არ არსებობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1. მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები, რადგან გასაჩირებული აქტები გამოცემულია იმავე კოდექსით გათვალისწინებული ადმინიტრაციული წარმოების წესის დარღვევით. კერძოდ, მომზადების დროს გამოკვლეული არ ყოფილა მნიშვნელოვანი გარემოებები საინვესტაციო ვადლებულების დროულად შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, ასევე გადაწყევტილება მიღებულია მთავრობის საბოლოო გადაწყვეტილების მიღების გარეშე.

 

3.4. აპელანტი მიიჩნევს, რომ რაიონულმა სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით განმარტავს სსკ-ს 405-ე მუხლს. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ. გასაჩივრებული აქტები ცალსახად ადგენს, რომ მყიდველის მიერ გადახდილი ნასყიდობის ფასი და გაწეული ხარჯები არ დაუბრუნდება აპელანტს, რაც ეწინააღმდეგება კანონს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტება, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 29 მაისის ბრძანების მე-8 პუნქტის თანახმად, ქა-–-----------–------------------ში მდებარე შენობა-ნაგებობის და მასზე დამაგრებული მიწის ფართობის პრივატიზების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა მ-----------–-–---–ი. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მ-----------–-–---–ს შორის 2007 წლის 24 ივლისს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მ-----------–-–---–ს პირობა-დადებულ საკუთრებაში გადაეცა ქ--–-----------–-------------------ში მდებარე შენობა-ნაგებობა (231.64 კვ.მ.) და მასზე დამაგრებული 549 კვ. მ. მიწის ფართობი საკადასტრო კოდი 5-----------. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს ბრძანებით დაუდასტურდა საკუთრების უფლება მ-----------–-–---–ს ქა-–-----------–------------------ში მდებარე შენობა-ნაგებობაზე (231.64 კვ.მ.) და მასზე დამაგრებულ 549 კვ. მ. მიწის ფართობზე ნასყიდოების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების პირობით. აღნიშნულის შესაბამისად გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

 

4.3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მ-----------–-–---–ს შორის 2007 წლის 24 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის საფუძველზე, მ-----------–-–---–მა საპრივატიზებო ობიექტში 100 000 აშშ დოლარის ინვესტიციის და არქიტექტურის ადგილობრივ სამსახურთან საპრივატიზებო ობიექტის ფასადის იერსახის შეთანხმების ვალდებულება იკისრა არაუგვიანეს 2007 წლის ბოლომდე. ამასთან, ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.4. და 4.5 პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა, ხოლო ხელშეკრულებით გათვალსიწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განხილულ იქნება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.4. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით პირგასამტეხლოდ განისაზღვრა დარჩენილი განსახორციელებული ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ქ--–-----------–-------------------ში მდებარე შენობა-ნაგებობა (231.64 კვ.მ.) და მასზე დამაგრებული 549 კვ. მ. მიწის ფართობი საკადასტრო კოდით 5-----------, შეტანილ იქნა შპს „ს--------------------–---------–ის“ კაპიტალში, ანუ ფიზიკურ პირის მ-----------–-–---–ის უფლებამონაცვლე გახდა შპს „ს--------------------–---------–ი“.

 

4.4. საქართველოს მთავრობამ გამოსცა 2009 წლის 24 ნოემბრის N9-- განკარგულება, რომლის მიხედვითაც ფიზიკურ პირს მ-----------–-–---–ს განსახორციელებელი საინვენტარიზაციო თანხის (100 000 აშშ დოლარი) 10%-ის საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში გადაუვადდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება 18 თვით.

 

4.5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 11 ნოემბრის N04/723 და 2011 წლის 13 აპრილის N04/7531 წერილებით მ-----------–-–---–ს ეცნობა, რომ წარედგინა სამინისტროში 2007 წლის 24 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1. მუხლით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ ინფორმაცია.

 

4.6. ს--------------------–---------–ის 2012 წლის 16 ივლისის N21/012 წერილით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისადმი დადგინდა, რომ ს--------------------–---------–ის მიერ 2007 წლის 24 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი 100 000 აშშ დოლარი ინვესტიციის განხორციელება ვერ მოხდა კომპანიაში არსებული ფინანსური სირთულეების გამო.

 

4.7. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 5 აგვისტოს N4/22847 წერილით შპს „ს--------------------–--------–ს“ ეცნობა, რომ მიუხედავად არაერთგზისი გაფრთხილებისა, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვადლებულება - საპრივატიზაციო ობიექტში 100 000 აშშ დოლარის ოდენობით ინვესტიციის განხორციელება არ შესრულდა. ამასთან, იგი გაფრთხილებულ იქნა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შესახებ.

 

4.8. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 23 დეკემბრის N4/39691 წერილით შპს „ს--------------------–--------–ს“ ეცნობა, რომ განხილულ იქნა ფიზიკურ პირ მ-----------–-–---–ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხი და მიღებულ იქნა რეკომენდაცია ხელშეკრულების შესახებ. ამასთან, კომისიამ შესაძლებლად მიიჩნია დაკისრებული პირგასამატეხლოს პატიება მისი ნაწილის 10 000 აშშ დოლარის გადახდის პირობით. ამასთან, ეთხოვა წერილის მიღებიდან 10 კალდენდარული დღის ვადაში სააგენტოში პოზიციის/თანხმობის წარდგენა. შპს „ს--------------------–---------–მა“ ზემოაღნიშნული წერილის პასუხად ითხოვა პირგასამტეხლოსაგან სრული განთავისუფლება.

 

4.9. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 19 მაისის N1------ ბრძანებით ცალმხრივად მოიშალა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ფიზიკურ პირ მ-----------–-–---–ს (უფლებამონაცვლე შპს ს--------------------–---------–ი) შორის 2007 წლის 24 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშერკულება.

 

4.10. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N1------ ბრძანებით უარი ეთქვა ს--------------------–--------–ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც იგი ითხოვდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 19 მაისის N1------ ბრძანების ბათილად ცნობას.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.11. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.12. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.13. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს არ ეწინააღმდეგებიან, ასევე, ისინი არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებენ აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.14. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს რაიონული სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინიტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

4.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვადლებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადლებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდიანრე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: ა. აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება; ბ. ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას; გ. განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მ-----------–-–---–ს შორის 2007 წლის 24 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის საფუძველზე, მ-----------–-–---–ს საპრივატიზებო ობიექტში 100 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება უნდა დაესრულებინა არაუგვიანეს 2007 წლის ბოლომდე. შპს „ს--------------------–---------–ი“ არის მაია რჩეულშვილის უფლებამონაცვლე. დადგენილია, რომ აღნიშნულ ვადაში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის N9-- განკარგულების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულების ვადა გადავადებულ იქნა 18 თვით და იწურებოდა 2010 წლის 30 ივნისს. შპს „ს--------------------–---------–ს“ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გაუგზავნეს არაერთი გაფრთხილება ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აცნობეს, რომ ხელშეკრულება ცალმხრივად იქნებოდა მოშლილი. თუმცა მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვადლებულება არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ იქნა შესრულებული. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოპასუხე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კანონით დადგენილი წესით გამოსცა 2014 წლის 19 მაისის N1------ ბრძანება და მისივე უფლებამოსილების ფარგლებში ცალმხრიდავ მოშალა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ფიზიკურ პირ მ-----------–-–---–ს (უფლებამონაცვლე შპს ,,ს--------------------–---------–ი’’) შორის 2007 წლის 24 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთან, დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა სრული მოცულობით და შესაბამისად შეფასებულ იქნა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება და კანონიერი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს--------------------–---------–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერაბ ლომიძე