განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.11.2018
საქმის ნომერი
330310017002103848
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
02.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017002103848 (3ბ/912-18)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

მოსამართლე - მერაბ ლომიძე

 

სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ნ--------------ე

წარმომადგენელი - დ-------------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ს----------–--------------------------------ი

წარმომადგენელი - ნ---------–---–---–ი

 

მესამე პირი - დ---------–----ე

წარმომადგენელი - ვ-–-----------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს----------–--------------------------------------ს აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) გაერთიანებული სხდომის 2017 წლის 3--------- №-- დადგენილებით დამტკიცდა „ს----------–-------------------------------–ი აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესი“, თანდართული რედაქციით. ს----------–--------------------------------ის აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) გაერთიანებული სხდომის 2017 წლის 1---------------- დადგენილებით დამტკიცდა „ს----------–-------------------------------–ი აკადემიური პერსონალის სამსახურში მისაღებად შექმნილი საკონკურსო კომისიის მუშაობის რეგლამენტი“, თანდართული რედაქციით.

 

2.2. 2017 წლის 05 ივლისს გამოცხადდა ღია კონკურსი სსიპ ს----------–--------------------------------ის აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი) დასაკავებლად, 4 წლის ვადით. ს----------–--------------------------------ის რექტორის 2017 წლის 04 ივლისის №--- ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო პირობები და კონკურსზე წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა დანართი №1-ის შესაბამისად.

 

2.3. საგანთა ჯგუფში №-- პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარდა კონკურსი, სადაც 200 საათიან ვაკანსიაზე განცხადებები შეტანილი ჰქონდათ ნ--------------ესა და დ---------–----ეს.

 

2.4. ს----------–--------------------------------ის ტრანსპორტის, მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიების დარგობრივი საკონკურსო კომისიის 2017 წლის 0-------------- სხდომაზე (ოქმი №--) კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია თითოეული კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების სისრულის შესახებ, აგრეთვე კონკრეტული დეტალური ინფორმაცია: კონკურსანტის სამეცნიერო (აკადემიური) ხარისხის, გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიებისა და მონოგრაფიების რაოდენობის, გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოთა და მეთოდიკურ მითითებათა რაოდენობის, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის, დაპატენტებულ გამოგონებათა რაოდენობის, კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგებში მონაწილეობის, საგრანტო ან საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის, კონკურსანტის ხელმძღვანელობით დაცული დისერტაციებისა და ს----დენტების წარმატებული ნაშრომების რაოდენობის (თითოეულიეს მონაცემი ორგვარად - საერთო რაოდენობა და საანგარიშო პერიოდში ანუ 2013-2017 წლებში შესრულებული) შესახებ. კომისიის წევრებმა კონკურსანტებთან ჩატარებული გასაუბრებისა და მათ მიერ წაკითხული 10-15 წუთიანი ლექციის შედეგებზე მსჯელობის შემდეგ, ჩაატარეს კენჭისყრა, სადაც კონკურსანტებმა მიიღეს ხმები შემდეგი რაოდენობით: ნ--------------ე - 2 ხმა, დ---------–----ე - 3 ხმა. იმავე სხდომაზე კომისიამ დაადგინა, რომ საგანთა ჯგუფში №-- პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა დ---------–----ე.

 

2.5. ს----------–--------------------------------ის ტრანსპორტის, მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიების დარგობრივი საკონკურსო კომისიის 2017 წლის 0-------------- შემაჯამებელ სხდომას ესწრებოდა კომისიის შემადგენლობის ხუთივე წევრი: ლ-------------------- (კომისიის თავმჯდომარე), თ--------------–---–ი, ზ-----------------, თ------–--–----- და ზ-------------- (კომისიის მდივანი). ტრანსპორტის, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დარგობრივი საკონკურსო კომისიის განსახილველ საგანთა ჯგუფებში პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა შერჩევა მოხდა საკონკურსო თანამდებობასთან მათი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობის მიხედვით, აგრეთვე კონკურსანტთა მიღწევებისა და სხვა აქტივობების გათვალისწინებით. ყველა კონკურსანტთან ჩატარდა პერსონალური ინტერვიუ, ხოლო იქ, სადაც კონკურსანტთა რაოდენობა აღემატებოდა ვაკანსიების რაოდენობას, კომისიის მოთხოვნით კონკურსანტებმა ჩაატარეს საჩვენებელი ლექციები. კენჭისყრის შედეგები აისახა საკონკურსო კომისიის ოქმებში, მათ შორის, საგანთა ჯგუფში №-- ნ--------------ემ მიიღო კომისიის წევრის 2 ხმა, ხოლო დ---------–----ემ 3 ხმა. ს----------–--------------------------------ის ტრანსპორტის, მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიების დარგობრივი საკონკურსო კომისიის 2017 წლის 0-------------- შემაჯამებელ სხდომაზე (ოქმი №--) კომისიის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ჩატარებული კონკურსის კენჭისყრების (№2-----------------------------წ. №2----------------, 25.08.2017წ. №4------------------- 29.08.2017წ. №6------------- 30.08.2017წ.) შედეგები და საბოლოოდ, პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულად გამოცხადდნენ სხვადასხვა კანდიდატები, მათ შორის საგანთა ჯგუფში №-- (200 სთ) დ---------–----ე. კონკურსის შედეგები დადგენილ ვადაში წარდგენილი იქნა ს----------–--------------------------------ის აკადემიურ საბჭოში დასამტკიცებლად. ს----------–--------------------------------ის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 1-------------- №---- დადგენილებით დამტკიცდა 2017 წლის 0-----–---- გაზეთ „რ---------–-“ გამოქვეყნებულ ს----- აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები, კერძოდ, დარგობრივი საკონკურსო კომისიების მიერ კენჭისყრით გამოვლენილ გამარჯვებულ კანდიდატთა სია, თანდართული სახით. დადგენილია, რომ საკონკურსო კომისიამ საგანთა ჯგუფში №-- პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში გამარჯვებულად გამოაცხადა დ---------–----ე.

 

2.6. საქმის მასალებით დგინდება, რომ საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის პროფესორს პრობლემები ჰქონდა თითის ანაბეჭდის პროცესის განხორციელებისას, მეცადინეობების ჩატარების რეგისტრაციის მიზნით. აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო მონიტორინგის სამსახურისა და ტექნიკური ცენტრის ხელმძღვანელობისათვის, ასევე, სერვერის მომსახურე პერსონალისათვის. მათ ეს ინფორმაცია მიღებული ჰქონდათ ცნობის სახით. მითითებული ინფორმაცია ს----------–--------------------------------ის ტრანსპორტის, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების საკონკურსო დარგობრივ კომისიას ეცნობა სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანის მოხსენებითი ბარათის მეშვეობით.

 

2.7. ნ--------------ემ 2017 წლის 06 სექტემბერს მიმართა ს----------–--------------------------------ის ტრანსპორტის, მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიების დარგობრივი საკონკურსო კომისიას და მოითხოვა კონკურსიდან მოეხსნათ გამარჯვებული კანდიდატი, ვინაიდან მან ანკეტაში შეიტანა ყალბი და არასწორი მონაცემები. ს----------–--------------------------------ის ტრანსპორტის, მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიების დარგობრივი საკონკურსო კომისიის 2017 წლის 07 სექტემბრის წერილით, კონკურსანტ ნ--------------ეს ეცნობა, რომ მის მიერ მითითებული ფაქტი იურიდიული თვალსაზრისით არ ითვლებოდა სიყალბედ. შესაბამისად, კომისიას არ ჰქონდა საფუძველი მისი კონკურენტი მოეხსნათ კონკურსიდან, ყალბი და არასწორი მონაცემების საკონკურსოდ წარდგენის გამო.

 

2.8. ს----------–--------------------------------ის „სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის“ ფაკულტეტის „სატრანსპორტო“ სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის დარგობრივი კომისიამ 2017 წლის თებერვლის №-- აქტის სახით რეკომენდაცია გაუწია თ-----–-–---–ის, ჯ----------ის, დ-----–----ის, დ----–----–---–ის მიერ მომზადებულ დამხმარე სახელმძღვანელოს: „ავტომობილის მართვის ელექტრონული სისტემები“, რათა იგი წარედგინოს ს-----ს სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს დასამტკიცებლად და გამოცემული იქნეს სტამბური სახით, ავტორების ხარჯით. სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრის უფროსმა დამხმარე სახელმძღვანელოსთან: „ავტომობილისმართვის ელექტრონული სისტემები“ დაკავშირებით გასცა დადებითი რეცენზია და მიიჩნია, რომ იგი იმსახურებს ბეჭვდითი სახით გამოცემას. ს----------–--------------------------------ის სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს 2017 წლის 1-------- სხდომაზე მიღებული იქნა ერთ-ერთი გადაწყვეტილება შემდეგი სახით: „რეკომენდირებულია ს-----ის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს მიერ, გატარდეს რეგისტრაციაში და გამოცემულ იქნეს სტამბური წესით, თ--------------–-–---–ის, ჯ----------------ის, დ---------–----ის, დ--------–----–---–ის დამხმარე სახელმძღვანელო „ავტომობილის მართვის ელექტრონული სისტემები“, ნაშრომი დაიბეჭდოს ავტორთა დაფინანსებით“. ს----------–--------------------------------ის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს თავმჯდომარემ გასცა ცნობა, რომლის მიხედვითაც, თ--------------–-–---–ის, ჯ----------------ის, დ---------–----ის და დ--------–----–---–ის მიერ შედგენილი დამხმარე სახელმძღვანელო „ავტომობილის მართვის ელექტრონული სისტემები“ განხილულია და რეკომენდირებულია გამოიცეს სტამბური წესით ს----------–--------------------------------ის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს მიერ (ოქმი №-------------წ.).

 

2.9. 2017 წლის 1------------ გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატმა დ-------------მა გამოკითხა ე-------------ე. ე-------------ის განმარტებით, 2017 წლის 03 ნოემბერს მას მიმართა კათედრის გამგემ ჯ----------------ემ და სთხოვა შეესწორებინა დაკორექტირებული მასალა - დამხმარე სახელმძღვანელო „ავტომობილის მართვის ელექტრონული სისტემები“, ვინაიდან 50 წელზე მეტია მუშაობს სხვადასხვა ავტორების წიგნების დაბეჭდვა-აწყობაზე. მისივე განმარტებით, მითითებული მომენტისათვის მიმდინარეობს აღნიშნული სახელმძღვანელოს შესწორება. ე-------------ემ დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით განმარტა, რომ აღნიშნულ სახელმძღვანელოს არ აქვს ISBN მინიჭებული და არ არის გამოცემული წიგნად, ნაბეჭდი სახით; მას მინიჭებული არ აქვს ე.წ. „გრიფი“. ამასთან, აღნიშნული მასალა შედგება 235 გვერდისაგან.

 

2.10. ს----------–--------------------------------ის 2017 წლის 1------------ №74-01-3098/01-25 წერილით ადვოკატ დ-------------ს ეცნობა, რომ ს----------–--------------------------------ის სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს 2017 წლის 1-------- გადაწყვეტილებით (ო------) გაიცა რეკომენდაცია დამხმარე სახელმძღვანელო „ავტომობილის მართვის ელექტრონული სისტემები“ სტამბური წესით გამოცემაზე. ვინაიდან სახელმძღვანელო არის დამხმარე ტიპის, სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს დადებითი რეკომენდაციით ითვლება გრიფირებულად. ISBN დამხმარე სახელმძღვანელოს ენიჭება მას შემდეგ, როდესაც დასრულდება რედაქტირების პროცესი და მზადდება სასტამბო მაკეტი შემდგომი ტირაჟირებისათვის; იმდენად, რამდენადაც ამ დროისათვის არ არის დასრულებული რედაქტირების პროცესი, დამხმარე სახელმძღვანელოს ჯერ არ აქვს მინიჭებული შესაბამისი ISBN. დამხმარე სახელმძღვანელოს მინიჭებული აქვს დარგის, სპეციალობის შესაბამისი უნიკალური კოდი - 6----------------. ეროვნულ ბიბლიოთეკას დამხმარე სახელმძღვანელო გადაეცემა სტამბური წესით დაბეჭდვის შემდგომ; მისი ელექტრონული ვერსიის ნახვა შესაძლებელია უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ხოლო მას შემდგომ, რაც სტამბური წესით გამოიცემა - შესაძლებელი იქნება ასლის გადაღება.

 

2.11. საქალაქო სასამართლოს სხდომაზე 2017 წლის 26 დეკემბერს მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ზ--------------მ განმარტა, რომ ნ--------------ე და დ---------–----ე იყვნენ ს----------–--------------------------------ის მიერ აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში კონკურენტები. იმის გათვალისწინებით, რომ დ---------–----ეს ლექციების ჩატარებისას ჰქონდა გაცდენები, საკონკურსო კომისიამ ინფორმაცია გამოითხოვა დეკანატიდან. მიღებული ინფორმაციის თანახმად, მას მიტანილი ჰქონდა ცნობა, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტში დასწრების აღრიცხვის მიზნით განთავსებული აპარატი რეაგირებას არ ახდენდა მის ანაბეჭდზე. შესაბამისად, დ---------–----ემ აცნობა უფლებამოსილ პირებს, რომ ვერ ხდებოდა მისი იდენტიფიცირება და აღრიცხვა, მაგრამ ამას რა რეაგირება მოჰყვა, მისთვის უცნობი იყო. ზ--------------ს განმარტებით, დ---------–----ეს ანკეტა შევსებული ჰქონდა კანონის დაცვით. კომისიის წევრებმა ნ--------------ისაგან შეიტყვეს, რომ „ავტომობილის მართვის ელექტრონული სისტემები“ არ იყო წიგნის სახით გამოცემული. რადგან ანკეტაში მითითებული იყო „ნაბეჭდი“, მათ ის ეგონათ გამოცემული სახით. კომისიის წევრებისათვის აღნიშნული არ იყო ცნობილი, მით უმეტეს, რომ წიგნის თანაავტორებმაც გაიარეს კონკურსი, მათაც მითითებული ჰქონდათ როგორც „ნაბეჭდი“ და მათ ეს პრობლემა არ შექმნიათ. ვინაიდან ანკეტაში მითითებული მონაცემების მოცულობის გამო შეუძლებელია სათითაოდ შემოწმება (გამოძიება), კომისია ენდობოდა ანკეტაში მითითებულ მონაცემებს. მართალია დებულების თანახმად, ანკეტაში ყალბი მონაცემების შეტანა ავტომატურად იწვევდა კონკურსანტის კონკურსიდან მოხსნას, მაგრამ ამის დადგენა კომისიის ვალდებულებას არ წარმოადგენდა. შესაბამისად, სამართლებრივი დახმარებისათვის კომისიამ მიმართა ს----------–--------------------------------ის იურისტს. როგორც გაირკვა, ნაშრომი გამოსაცემად ჩაბარებული ჰქონდა ბიბლიოთეკას თუ საგამომცემლო საბჭოს და იურისტის მითითებით, ჩათვალეს როგორც გამოცემული წიგნის ტოლფასი. ზ-------------- მიიჩნევს, რომ როდესაც ნაშრომი ჩაშვებულია სტამბაში დასაბეჭდად და ტექნიკურად შეფერხდა ეს, იგი ტოლფასია გამოცემული წიგნისა. იგი თვლის, რომ ISBN-ის მინიჭებას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია იმ დროს, როდესაც უფლებამოსილ სტრუქტურას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. აქედან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ ამ კუთხით პრობლემა არ ჰქონდა დ---------–----ეს. მოწმე ზ--------------მ აღნიშნა, რომ სახელმძღვანელოს საკითხს არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა დ---------–----ის გამარჯვებულად გამოსაცხადებლად. მისი ინფორმაციით, გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია დ---------–----ის სამეცნიერო ხარისხმა. მისივე განმარტებით, გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად, კომისიის წევრები თავიდან ცდილობდნენ ერთმანეთში შეთანხმებულიყვნენ, მოეძებნათ კომპრომისული გამოსავალი. ერთ-ერთი ვარიანტი იყო კონკურსი გამოეცხადებინათ ჩაშლილად და იქნებ 1 ადგილი დაემატებინათ, მეორე ვარიანტი იყო ერთი გამარჯვებულად გამოევლინათ, ხოლო მეორე ყოფილიყო მოწვეული ლექტორი. ზ-------------- მიიჩნევს, რომ მოწვეული ლექტორი არის პატივსადები პიროვნება და პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ იგი მონაწილეობას ვერ იღებს კონკურსებში (ასეთი რამ მოხდა სხვა შემთხვევებში). ერთ მომენტში ფიქრობდნენ, რომ შეთანხმება შედგა, ორივე მათგანი თანახმა იყო თვითონ ყოფილიყო მოწვეული ლექტორი და შესაძლებელია ამ მომენტში ვინმემ მიულოცა გამარჯვება ნ--------------ეს, სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იყო წინასწარ, საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ეს მომხდარიყო. კომისიის ყველა წევრმა გადაწყვეტილება მიიღო ინდივიდუალურად. ზ--------------ს განმარტებით, კომისიის წევრებმა დეტალურად შეისწავლეს ანკეტაში მითითებული ინფორმაცია, მათ ამ ორ კანდიდატს შორის შედარება გააკეთეს ცხრილების სახით და გადაწყვეტილებაც მასზე დაყრდნობით მიიღეს. თუმცა, თუ რომელიმე წევრმა არ გაითვალისწინა ეს მონაცემები, მისთვის უცნობია. კომისიის წევრებზე რაიმე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და თვითონაც ის კანდიდატი დააფიქსირა, ვისზეც რეალურად ფიქრობდა.

 

2.12. საქალაქო სასამართლოს სხდომაზე 2017 წლის 26 დეკემბერს მოწმის სტატუსით გამოკითხულმა თ--------------–---–მა განმარტა, რომ იგი არის ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი. კომისიის წევრები მუშაობდნენ დებულების შესაბამისად. თ--------------–---–ი თვლის, რომ ორივე კანდიდატი ღირსეული პიროვნებაა და იმსახურებდა კონკურსში გამარჯვებას, თუმცა ადგილი იყო ერთი, რაც თავიდანვე ქმნიდა პრობლემას. მისი განმარტებით, ნ--------------ე გამორჩეულად პროფესიონალია, თუმცა დ---------–----ეს შეიძლება იმიტომ მიენიჭა უპირატესობა, რომ იგი ახალგაზრდაა და შეუძლია ლექციები წაიკითხოს უცხო ენაზე. კომისიის ყველა წევრი გადაწყვეტილებას იღებდა ინდივიდუალურად და მათზე რაიმე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. პირადად მას ჰქონდა საკუთარი მოსაზრება, რომელსაც ვერავინ შეაცვლევინებდა. თ--------------–---–მა განმარტა, რომ კომისიას შეკითხვები გაუჩნდა სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით, იყო თუ არა იგი ნაბეჭდი სახით. დ---------–----ემ წარადგინა ცნობა, რაც კომისიამ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად და მასზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება. პირადად თ--------------–---–ი მიიჩნევს, რომ, თუ ავტორმა დაწერა ნაშრომი და მიიტანა ცნობა, რომ იგი გამომცემლობას აქვს გადაცემული ან რეცენზირებულია და მინიჭებული აქვს საერთაშორისო კოდი მის ელექტრონულ ვერსიას, ეს საკმარისია ჩაითვალოს როგორც „ნაბეჭდი“. თ--------------–---–ის განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში, კომისია შეძლებისდაგვარად იკვლევს ანკეტაში მითითებულ მონაცემებს, რასაც ჰქონდა ადგილი მითითებულ სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით. რაც შეეხება ნაშრომის გვერდების რაოდენობას, კონკურსანტმა შეიძლება მექანიკურად შეცდომით მიუთითოს და ეს პრობლემას არ ქმნის. მისი განმარტებით, ზუსტად არ ახსოვს სადავო სახელმძღვანელოს თანააავტორებთან მიმართებაში როგორ მოხდა. ამასთან, მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, ნ--------------ეს ჰქონდა ლექციებზე დასწრების 100%-იანი შედეგი, ხოლო დ---------–----ეს არა. აღნიშნული აიხსნა იმით, რომ შესაბამისი აპარატი ვერ ახდენდა დ---------–----ის იდენტიფიცირებას. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პრობლემა სხვებსაც ჰქონდათ, მას ეს არ ჩაუთვლია რეალურად პრობლემად. დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, თ--------------–---–მა განმარტა, რომ საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე არცერთი კანდიდატისთვის, მათ შორის, ნ--------------ისათვის, კონკურსში გამარჯვება არ მიულოცავთ. შესაძლებელია მან დაიმსახურა დადებითი ეპითეტები, მაგრამ ეს არ იყო გამარჯვების მილოცვა.

 

2.13. საქალაქო სასამართლოს სხდომაზე 2017 წლის 26 დეკემბერს მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ე-------------ემ განმარტა, რომ ს----------–-------------------------------–ი მუშაობს 1968 წლიდან. იგი კომპიუტერზე აწყობს წიგნებს, აკაბადონებს, თუ საჭიროა ასწორებს და ისე უშვებს. სადავო წიგნი მასთან მიიტანეს გასასწორებლად, დისკზე ჩაწერილი, ელექტრონული სახით. მისთვის უცნობია, ვინ იყო ავტორი. იმის გათვალისწინებით, რომ გასწორებული არ იყო, დასაბეჭდად ვერ გადაეცემოდა შესაბამის დაწესებულებას. მისთვის უცნობი იყო სადავო ნაშრომს მინიჭებული ჰქონდა თუ არა ISBN და თვლის, რომ მინიჭების შემთხვევაში მასზე უნდა ყოფილიყო მითითებული.

 

2.14. საქალაქო სასამართლოს სხდომაზე 2018 წლის 15 იანვარს მოწმის სტატუსით გამოკითხულმა თ------–--–-----მ განმარტა, რომ იგი არის დოქტორი, პროფესორი, „საქგზა მეცნიერების ინსტიტუტის“ გენერალური დირექტორი. მისი განმარტებით, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში კანდიდატის საკონკურსო თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენა ხდება როგორც დოკუმენტებით, ასევე, პირადად გასაუბრების გზით. იმ შემთხვევაში, თუ ერთ ვაკანსიაზე არსებობს ერთზე მეტი პირის განცხადება, კომისიის მიერ უპირატესობის მინიჭება ხდება ხარისხის (იყო თუ არა დოქტორი) ან სტაჟის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, პირადად იცნობს ორივე კანდიდატს, ვინაიდან სამივე ერთ დარგში მოღვაწეობს. ორივე მათგანს ახასიათებს დადებითად. იგი მიიჩნევს, რომ ნ--------------ე არის მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრი, კარგი ლექტორი, რომელიც მაღალ დონეზე კითხულობს ლექციებს და გამოირჩევა მოწესრიგებულობით. ასევეა მეორე პიროვნებაც, რომელსაც დაცული აქვს სადოქტორო და კარგად შეუძლია ლექციების წაკითხვა. შესაბამისად, ორივე მათგანი იმსახურებს სადავო თანამდებობას. თ----- შ--–----ის განმარტებით, რადგან ორივე კანდიდატი შეესაბამებოდა დასაკავებელ თანამდებობას, კომისიისთვის რთული იყო გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, მან პირადად შესთავაზა ნ--------------ეს უარი ეთქვა კონკურსზე და იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე იყო თავისუფალი საათები, მას შეეძლო როგორც მოწვეულ ლექტორს ისე გაეფორმებინა ხელშეკრულება. მით უმეტეს, რომ იგი მოწვეულ ლექტორს მიიჩნევს შედარებით ღვაწლმოსილ პიროვნებად. ამასთან, ასე მოიქცა ბევრი კონკურსანტი, ვისთან დაკავშირებითაც მსგავსი პრობლემა არსებობდა, თუმცა ნ--------------ე არ დათანხმდა ამ წინადადებას და მან დატოვა განაცხადი. შესაბამისად, კომისიის წევრებს მოუხდათ გადაწყვეტილების მიღება და მცირე უპირატესობით, გამარჯვებულად გამოცხადდა დ---------–----ე. თ------–--–----- ამ უპირატესობად ასახელებს დ---------–----ის დოქტორის ხარისხს. დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით თ------–--–-----მ განმარტა, რომ დოკუმენტების შემოწმება უნდა გაეკეთებინათ იქ, სადაც მოხდა მისი ჩაბარება. თვლის, რომ თითოეულ დოკუმენტს კომისია ვერ შეისწავლიდა და ენდობოდა წარდგენილ დოკუმენტებს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ინსტანცია გამოავლენდა ყალბ დოკუმენტებს თუ მონაცემებს, კონკურსანტი ავტომატურად უნდა მოხსნილიყო კონკურსიდან. აქედან გამომდინარე, მისთვის საეჭვო არ გამხდარა წარდგენილი დოკუმენტაციის სინამდვილე. თ------–--–-----მ აღნიშნა, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულების წარდგენამდე ეჭქვეშ არ აყენებს სახელმძღვანელოს არსებობის ფაქტს და მიიჩნევს, რომ კომისიის ფუნქციას არ წარმოადგენს მსგავსი ფაქტების გამოვლენა. იმ შემთხვევაში თუ უფლებამოსილი პირი გამოავლენდა ასეთ ფაქტს, კომისიისათვის უნდა მიეწოდებინათ შესაბამისი ინფორმაცია.

 

2.15. საქალაქო სასამართლოს სხდომაზე 2018 წლის 15 იანვარს მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ზ-----------------მ განმარტა, რომ იგი მუშაობდა „თ---–-----–--ში“. განსახილველი კონკურსის პერიოდში კომისია მუშაობდა ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად, ვინაიდან შესასწავლი მასალა იყო ძალიან მოცულობითი. ამ მასალას კომისიის ყველა წევრი სწავლობდა დეტალურად და გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა კონკურსანტების ბიოგრაფიული მონაცემების, სამეცნიერო ნაშრომების, აქტივობების და ა.შ. მიხედვით. კომისიის თითოეული წევრი კონკურსანტს აფასებდა ინდივიდუალურად. ზ-----------------ს განმარტებით, კომისიის წევრებს შეკითხვა გაუჩნდათ დ---------–----ის სახელმძღვანელოს გამოცემასთან დაკავშირებით. ვინაიდან იგი ნაბეჭდი სახით ვერ ნახა, პირადად ჰკითხა დ---------–----ეს წიგნს მინიჭებული ჰქონდა თუ არა კოდი. დ---------–----ემ წარადგინა ხელმოწერილი დოკუმენტი, რომ ეს ნაშრომი იყო რეგისტრირებული. აღნიშნული მოცემულობა კომისიას პრობლემად არ ჩაუთვლია. იმ შემთხვევაში, თუ სიყალბესთან ექნებოდათ საქმე, საკითხი დადგებოდა კანდიდატის კონკურსიდან მოხსნის თაობაზე. დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, დ---------–----ემ განმარტა, რომ კომისიის სხდომა გაგრძელდა ძალიან დიდხანს, ვინაიდან გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ ორ ღირსეულ კანდიდატთან დაკავშირებით. კომისიის ყველა წევრი ინდივიდუალურად იღებდა გადაწყვეტილებას და ვინ რა უპირატესობით მიიღო ის, მისთვის უცნობია. ზ-----------------ს განმარტებით, დ---------–----ეს გააჩნდა უპირატესობები, მათ შორის ის, რომ მან მოაწყო სასწავლო კაბინეტი, რამაც იმოქმედა მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებაზე. ამასთან, კომისია ცდილობდა მოენახათ ისეთი გამოსავალი, რომ ორივე კანდიდატი დარჩენილიყო. მისივე განმარტებით, კომისიის წევრებს რექტორთან არავითარი კონსულტაცია არ ჰქონიათ. იგი არის დამოუკიდებელი, არ არის უნივერსიტეტთან დაკავშირებული და პირადად მასზე არ ყოფილა რაიმე ზეწოლა, თუმცა ასეთ პირობებშიც მას აზრს ვერავინ შეაცვლევინებდა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.16. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადას----რებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადას----რებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ს----------–--------------------------------ის ტრანსპორტის, მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიების დარგობრივი საკონკურსო კომისიის სხდომის 2017 წლის 0-------------- ოქმი №-- და მის საფუძველზე გამოცემული, ს----------–--------------------------------ის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 1-------------- №---- დადგენილება, რომლითაც დამტკიცდა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები №-- ჯგუფში, შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ელემენტებს, რაც მათი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

2.17. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლი ადგენს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პერსონალის კლასიფიკაციას აკადემიურ, სამეცნიერო, ადმინისტრაციულ და დამხმარე თანამდებობებად, აგრეთვე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობებად, ხოლო 33-ე მუხლის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან. ხსენებული კანონის 34-ე მუხლი კი ადგენს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში აკადემიური თანამდებობის დაკავების ერთიან წესებს და მის აუცილებელ პირობად აფიქსირებს ღია კონკურსს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. ამდენად, უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალდებულია კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით აკადემიური თანამდებობის ვაკანსიის დასაკავებლად ჩაატაროს კონკურსი, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის ჩატარების შედეგად აკადემიურ პერსონალთან იდება შრომითი ხელშეკრულება, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი საკონკურსო პროცედურის რეგლამენტაცია, კონკურსის შედეგად აკადემიური პერსონალის შერჩევა და დანიშვნა ხდება არა შრომის კანონმდებლობის, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობით, კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1-------------- №----- ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ს----------–--------------------------------ის წესდებით”. საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნ--------------ე წარმოადგენდა სსიპ ს----------–--------------------------------ის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსში მონაწილე ერთ-ერთ კანდიდატს (პრეტენდენტს) და ამ კონკურსში მის კონკურენტს წარმოადგენდა დ---------–----ე.

 

2.18. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 09 სექტემბრის №----- ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ს----------–--------------------------------ის წესდების 29-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. იმავე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ კონკურსს, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აცხადებს რექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. კონკურსი ტარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საკონკურსო კომისია, რომელიც იქმნება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ. საკონკურსო კომისია, შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლენილ გამარჯვებულ კანდიდატებს (კონკურსის შედეგები) დასამტკიცებლად წარედგინება აკადემიურ საბჭოს. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ს----------–--------------------------------ის რექტორის 2017 წლის 04 ივლისის №--- ბრძანებით, 2017 წლის 05 ივლისს გამოცხადდა ღია კონკურსი სსიპ ს----------–--------------------------------ის აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი) დასაკავებლად, 4 წლის ვადით. ასევე, დადგენილია, რომ საგანთა ჯგუფში №-- იყო პროფესორის ერთი 200-საათიანი საშტატო ერთეული. ს----------–--------------------------------ის აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) გაერთიანებული სხდომის 2017 წლის 3--------- №-- დადგენილებით დამტკიცდა „ს----------–-------------------------------–ი აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესი“, რომელიც შემუშავებულია ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 09 სექტემბრის N133/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ს----------–--------------------------------ის წესდების საფუძველზე. მითითებული წესის მე-2 მუხლის თანახმად, აკადემიური თანამდებობის დაკავება ხდება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს ირჩევს საკონკურსო კომისია, რომელიც ამავე წესის მე-5 მუხლის შესაბამისად იქმნება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ. მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საკონკურსო კომისია შედგება 5-7 წევრისაგან. საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს და მის შემადგენლობაში თითოეულ წევრს შეარჩევს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო. „ს----------–-------------------------------–ი აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ მე-6 მუხლის შესაბამისად, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია: ა) განახორციელოს აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის ორგანიზება და ჩატარება; ბ) აირჩიოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი; გ) მიიღოს ყველა გადაწყვეტილება კონკურსის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, თუ ამ დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; დ) განახორციელოს კონკურსში მონაწილეობის მსურველთა დაშვება, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაშვებაზე უარი უთხრას განმცხადებელს ან მოახდინოს კონკურსანტის რეგისტრაციის გაუქმება; ე) მიიღოს და განიხილოს საპროცედურო დარღვევებთან დაკავშირებული განცხადებები/საჩივრები; ვ) ნაწილობრივ ან მთლიანად გააუქმოს ან შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილებები; ზ) მიიღოს გადაწყვეტილება ამ დებულებით გათვალისწინებულ მის კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხებზე; თ) არ განიხილოს განცხადება/საჩივარი, თუ დარღვეულია მისი შეტანის ვადა და წესი. იმავე მუხლის მე-9 პუნქტით კი დადგენილია, რომ საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრის წესით, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, რაც ფორმდება შესაბამისი ოქმის (ოქმების) სახით.

 

2.19. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა „ს----------–-------------------------------–ი აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ მე-9 მუხლზე, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს კონკურსში მონაწილე კანდიდატთა (კონკურსანტთა) რეგისტრაციის წესს, მათ შორის რა ფორმით უნდა იქნეს წარდგენილი საკონკურსო განცხადება და რა დოკუმენტაცია უნდა ჰქონდეს ამ განცხადებებს თანდართული. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის უტყუარობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი. მე-9 პუნქტის თანახმად, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში კომისიის მდივანი ან მის მიერ უფლებამოსილი საკონკურსო კომისიის სამდივნოს წარმომადგენელი ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდების, წინამდებარე დებულებისა და კონკურსის შესახებ განცხადებაში წარმოდგენილ პირობებთან, ასევე, წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულესა და სისწორეს და ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში წარუდგენს კომისიას. კომისია იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის კონკურსში მონაწილედ (კონკურსანტად) დაშვების შესახებ. მე-11 პუნქტის მიხედვით, წარმოდგენილ დოკუმენტაციაში/ინფორმაციაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისია წერილობით აცნობებს განმცხადებელს, რომელიც უფლებამოსილია აღმოჩენილი ხარვეზი გამოასწოროს ან/და წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტი შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. კომისიის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის ან/და დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ, რაც წერილობით ეცნობება განმცხადებელს. მე-12 პუნქტი კი ადგენს, რომ წარმოდგენილ დოკუმენტებში/ინფორმაციაში გაყალბების აღმოჩენისას კომისიის მიერ დგება შესაბამისი ოქმი, რის საფუძველზეც კომისია იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის/კონკურსანტის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ, რაც წერილობით ეცნობება განმცხადებელს/კონკურსანტს. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ--------------ე და მესამე პირი დ---------–----ე წარმოადგენდნენ კონკურენტებს ს----------–-------------------------------–ი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად 2017 წლის 05 ივლისს გამოცხადებულ კონკურსში. ასევე დადგენილია, რომ ორივე მათგანმა წარადგინა განმცხადებლის ანკეტა და სხვა დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება განმცხადებლების კონკურსში მონაწილეებად (კონკურსანტებად) დაშვების შესახებ. საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით დადგენილად მიიჩნია, რომ „ს----------–-------------------------------–ი აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ მე-10 მუხლის შესაბამისად, კომისიამ განახორციელა ნ--------------ესთან და დ---------–----ესთან გასაუბრება/ინტერვიუ. ასევე, კომისიის მოთხოვნით, კონკურსანტებმა ჩაატარეს საჩვენებელი ლექცია. ამასთან, მოძიებული ინფორმაციით კომისიამ დაადგინა, რომ ნ--------------ეს ჰქონდა ლექციებზე 100%-იანი დასწრება, ხოლო დ---------–----ეს არა, თუმცა როგორც სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანის მოხსენებითი ბარათით საკონკურსო კომისიას ეცნობა, მონიტორინგის სამსახურისა და ტექნიკური ცენტრის ხელმძღვანელობისათვის, ასევე, სერვერის მომსახურე პერსონალისათვის ცნობილი იყო დ---------–----ის აღრიცხვასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ, რაც დაკავშირებული იყო სპეციალური აპარატის მეშვეობით თითის ანაბეჭდით იდენტიფიცირებასთან. საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ დ---------–----ეს ანკეტაში მითითებული ჰქონდა სახელმძღვანელო „ავტომობილის მართვის ელექტრონული სისტემები“, როგორც „ნაბეჭდი“ სახით არსებული. აღნიშნული გარემოება სადავოდ გახადა მისმა კონკურენტმა მოსარჩელე ნ--------------ემ და ამ უკანასკნელმა საკონკურსო კომისიას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ეს წიგნი ნაბეჭდი სახით ბუნებაში არ არსებობდა და მოითხოვა კონკურენტის კომისიიდან მოხსნა „ს----------–-------------------------------–ი აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ მე-9 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად. საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ს----------–--------------------------------ის „სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის“ ფაკულტეტის „სატრანსპორტო“ სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის დარგობრივმა კომისიამ 2017 წლის თებერვლის №-- აქტის სახით რეკომენდაცია გაუწია თ. გ--–-–---–ის, ჯ----------ის, დ-----–----ის, დ----–----–---–ის მიერ მომზადებულ დამხმარე სახელმძღვანელოს „ავტომობილის მართვის ელექტრონული სისტემები“, რათა იგი წარედგინოს ს----------–--------------------------------ის სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს დასამტკიცებლად და გამოცემული იქნეს სტამბური სახით, ავტორების ხარჯით. ამასთან, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრის უფროსმა დამხმარე სახელმძღვანელოსთან „ავტომობილის მართვის ელექტრონული სისტემები“ დაკავშირებით გასცა დადებითი რეცენზია და მიიჩნია, რომ იგი იმსახურებს ბეჭვდითი სახით გამოცემას. ასევე, დადგენილია, რომ ს----------–--------------------------------ის სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს 2017 წლის 1-------- სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება შემდეგი სახით: „რეკომენდირებულია ს-----ის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს მიერ, გატარდეს რეგისტრაციაში და გამოცემულ იქნეს სტამბური წესით, თ--------------–-–---–ის, ჯ----------------ის, დ---------–----ის, დ--------–----–---–ის დამხმარე სახელმძღვანელო „ავტომობილის მართვის ელექტრონული სისტემები“; ნაშრომი დაიბეჭდოს ავტორთა დაფინანსებით“. აღნიშნულთან დაკავშირებით, ს----------–--------------------------------ის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს თავმჯდომარემ ასევე გასცა ცნობა. საქალაქო სასამართლომ მხარეთა ყურადღება გაამახვილა ს----------–--------------------------------ის 2017 წლის 1------------ №74-01-3098/01-25 წერილზე, რომლითაც დგინდება, რომ ვინაიდან „ავტომობილის მართვის ელექტრონული სისტემები“ არის დამხმარე ტიპის სახელმძღვანელო, სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს დადებითი რეკომენდაციით ითვლება გრიფირებულად. ISBN დამხმარე სახელმძღვანელოს ენიჭება მას შემდეგ, როდესაც დასრულდება რედაქტირების პროცესი და მზადდება სასტამბო მაკეტი, შემდგომი ტირაჟირებისათვის; იმდენად, რამდენადაც ამ დროისათვის არ არის დასრულებული რედაქტირების პროცესი, დამხმარე სახელმძღვანელოს ჯერ არ აქვს მინიჭებული შესაბამისი ISBN. დამხმარე სახელმძღვანელოს მინიჭებული აქვს დარგის სპეციალობის შესაბამისი უნიკალური კოდი - 6----------------. ეროვნულ ბიბლიოთეკას დამხმარე სახელმძღვანელო გადაეცემა სტამბური წესით დაბეჭდვის შემდგომ. მისი ელექტრონული ვერსიის ნახვა შესაძლებელია უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ხოლო მას შემდგომ, რაც სტამბური წესით გამოიცემა - შესაძლებელი იქნება ასლის გადაღება.

 

2.20. საქალაქო სასამართლომ მიუთითა ს----------–--------------------------------ის აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) გაერთიანებული სხდომის 2017 წლის 3--------- №-- დადგენილებით დამტკიცებული „ს----------–-------------------------------–ი აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ მე-10 მუხლზე და განმარტა, რომ საკონკურსო კომისიის მიერ აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსანტთა არჩევა ხდება საკონკურსო თანამდებობასთან მათი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობის, აგრეთვე კონკურსანტთა მიღწევებისა და სხვა აქტივობების გათვალისწინებით. მითითებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კონკურსის (კენჭისყრის) ჩატარების დღეს საკონკურსო კომისია იხილავს რა კონკრეტულ საკონკურსო თანამდებობის არსებულ ვაკანსიებზე კონკურსში მონაწილე თითოეული კონკურსანტის მონაცემებს, ღია კენჭისყრით იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ამასთან, საკონკურსო კომისიის ყოველ წევრს უფლება აქვს კონკრეტულ საკონკურსო თანამდებობაზე ხმა მისცეს არაუმეტეს იმდენ კონკურსანტს, რამდენი საკონკურსო ვაკანსიაცაა მოცემულ თანამდებობაზე. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებები ფიქსირდება შესაბამის ოქმში (ოქმებში). მე-5-მე-7 პუნქტების შესაბამისად, კონკურსში გამარჯვების (აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის) აუცილებელი პირობაა კონკურსანტისათვის საკონკურსო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ ხმის მიცემა. მას შემდეგ, რაც კონკურსი (კენჭისყრა) ჩატარდება ყველა საკონკურსო თანამდებობაზე, საკონკურსო კომისიის მიერ, თითოეული აკადემიური თანამდებობისათვის ივსება და კენჭისყრით მტკიცდება შემაჯამებელი ოქმები ცალ-ცალკე. საკონკურსო კომისია, შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კენჭისყრის საფუძველზე გამოვლენილ გამარჯვებულ კანდიდატებს (კონკურსის შედეგებს) კონკურსის დასრულებიდან არა უგვიანეს 7 დღისა დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს. აღნიშნული განმტკიცებულია ს----------–--------------------------------ის აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) გაერთიანებული სხდომის 2017 წლის 1---------------- დადგენილებით დამტკიცებული „ს----------–-------------------------------–ი აკადემიური პერსონალის სამსახურში მისაღებად შექმნილი საკონკურსო კომისიის მუშაობის რეგლამენტის“ მე-5 მუხლში. საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ ს----------–--------------------------------ის ტრანსპორტის, მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიების დარგობრივი საკონკურსო კომისიის 2017 წლის 0-------------- სხდომაზე (ოქმი №--) კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია თითოეული კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების სისრულის შესახებ, აგრეთვე კონკრეტული დეტალური ინფორმაცია: კონკურსანტის სამეცნიერო (აკადემიური) ხარისხის, გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიებისა და მონოგრაფიების რაოდენობის, გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოთა და მეთოდიკურ მითითებათა რაოდენობის, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის, დაპატენტებულ გამოგონებათა რაოდენობის, კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგებში მონაწილეობის, საგრანტო ან საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის, კონკურსანტის ხელმძღვანელობით დაცული დისერტაციებისა და ს----დენტების წარმატებული ნაშრომების რაოდენობის (თითოეული ეს მონაცემი ორგვარად - საერთო რაოდენობა და საანგარიშო პერიოდში ანუ 2013-2017 წლებში შესრულებული) შესახებ. ამასთან, კომისიის წევრებმა კონკურსანტებთან ჩატარებული გასაუბრებისა და მათ მიერ წაკითხული 10-15 წუთიანი ლექციის შედეგებზე მსჯელობის შემდეგ ჩაატარეს კენჭისყრა, სადაც კონკურსანტებმა მიიღეს ხმები შემდეგი რაოდენობით: ნ--------------ე 2 ხმა, დ---------–----ე 3 ხმა. ამავე სხდომაზე კომისიამ დაადგინა, რომ საგანთა ჯგუფში №-- პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს დ---------–----ე. ასევე, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ს----------–--------------------------------ის ტრანსპორტის, მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიების დარგობრივი საკონკურსო კომისიის 2017 წლის 0-------------- შემაჯამებელ სხდომაზე (ოქმი №--) კომისიის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ჩატარებული კონკურსის კენჭისყრების (№2-----------------------------წ. №2----------------, 25.08.2017წ. №4------------------- 29.08.2017წ. №6------------- 30.08.2017წ. ) შედეგები და საბოლოოდ, პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულად გამოცხადდნენ სხვადასხვა კანდიდატები, მათ შორის საგანთა ჯგუფში №-- (200 სთ) - დ---------–----ე. კონკურსის შედეგები დადგენილ ვადაში წარდგენილი იქნა ს----------–--------------------------------ის აკადემიურ საბჭოში დასამტკიცებლად. საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ს----------–--------------------------------ის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 1-------------- №---- დადგენილებით დამტკიცდა 2017 წლის 0-----–---- გაზეთ „რ---------–-“ გამოქვეყნებულ ს----------–--------------------------------ის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები, კერძოდ, დარგობრივი საკონკურსო კომისიების მიერ კენჭისყრით გამოვლენილ გამარჯვებულ კანდიდატთა სია, თანდართული სახით. დადგენილია, რომ საგანთა ჯგუფში №-- პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა დ---------–----ე. საქალაქო სასამართლომ მითითებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, კერძოდ, იქ შექმნილი საკონკურსო კომისია სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას მოქმედებდა კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კერძოდ, საკონკურსო კომისიამ თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით მოიძია ინფორმაცია და არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის აპელირება მესამე პირის მიერ ლექციების ხშირად გაცდენის თაობაზე, ასევე, ანკეტაში ყალბი მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, დ---------–----ის მიერ ჩატარებული ლექციების აღრიცხვა სრულყოფილად ვერ ხდებოდა ს----------–-------------------------------–ი აღრიცხვის აპარატის მეშვეობით. ხოლო რაც შეეხება ნაშრომს, საკონკურსო კომისიამ მითითებული გარემოება გამოიკვლია და იმის გათვალისწინებით, რომ იგი მოწონებული იქნა ს----------–--------------------------------ის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს მიერ და მინიჭებული ჰქონდა დარგის, სპეციალობის შესაბამისი უნიკალური კოდი - 6----------------, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო დამხმარე ტიპის სახელმძღვანელოს სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს დადებითი რეკომენდაციით თვლის გრიფირებულად, საკონკურსო კომისიამ სადავო ნაშრომი არ მიიჩნია ხარვეზად და მით უმეტეს, კონკურსანტის მიერ ანკეტაში ყალბი მონაცემების დაფიქსირებად. აღნიშნული ასევე დაადას----რეს საკონკურსო კომისიის წევრებმა სასამართლო სხდომებზე მოწმის სტატუსით გამოკითხვისას, კერძოდ, მათ განმარტეს, რომ ეს საკითხი სადავოდ გახდა მოსარჩელის მხრიდან და მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პრობლემად არ მიიჩნიეს ნაშრომის არაბეჭდური სახით არსებობის ფაქტი. მოწმეებმა ასევე აღნიშნეს, რომ საკონკურსო კომისიის წევრი გადაწყვეტილებას იღებდა ინდივიდუალურად, არსებული მონაცემების გათვალისწინებით და მცირე უპირატესობით გამარჯვებულად გამოცხადდა დ---------–----ე.

 

2.21. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საქმის მასალებით დას----რდება, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადას----რდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ--------------ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების 3.4 პუნქტში არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ თითქოსდა კომისიის წევრებმა კონკურსანტებთან ჩატარებული გასაუბრებისა და მათ მიერ წაკითხული 10-15 წუთიანი ლექციების შედეგებზე მსჯელობის შემდეგ, ჩაატარეს კენჭისყრა. სრულიად უსაფუძვლო და გასაკვირია, როგორ აღმოჩნდა გადაწყვეტილებაში 10-15 წუთიანი საჩვენებელი ლექცია და მის საფუძველზე ჩატარებული კენჭისყრის ფაქტი. აპელანტის მითითებით, აღნიშნული 10-15 წუთიანი ლექცია არ ჩატარებულა, რის შესახებ არც კომისიის წევრების მიერ, არც მათ, არც შესაგებელ სარჩელში, არც სასამართლო პროცესებზე მხარეების ან მათი წარმომადგენლების მიერ, მსგავსი რამ არ გაჟღერებულა, შესაბამისად, ბუნებრივია არ არსებობს არც ოქმი, არც აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი, რითაც დადას----რდებოდა, თუ როდის და რა თემაზე ჩატარდა საჩვენებელი ლექცია და კომისიის წევრთა მხრიდან ვინ რა შეფასება დაიმსახურა. აპელანტის მითითებით, მან სთხოვა კომისიას ჩაეტარებინათ საჩვენებელი ლექციები, რათა საბოლოოდ დაემტკიცებინა მისი, როგორც ლექტორის უპირატესობა კონკურენტის მიმართ, რაც ასევე კომისიის წევრებსაც გაუადვილებდა მასსა და მის კონკურენტს შორის არჩევანის გაკეთებას (ლექციის კითხვის ნაწილში), მასთან გასაუბრების შემდეგ კომისიის წევრების ზეპირი განმარტებით საჩვენებელი ლექციის ჩატარების აუცილებლობა აღარ იყო, ვინაიდან მისი უპირატესობები ისედაც თვალნათელი იყო. იმ ეტაპზე კომისიის ასეთი გადაწყვეტილების უნდობლობის საფუძველი არ ჰქონია, თუმცა შემდგომ განვითარებულმა პროცესებმა დაარწმუნა, რომ საჩვენებელი ლექციის ჩატარებაზე უარის რეალური მიზეზი გახდა ის, რომ არ შექმნილიყო მტკიცებულებები (ვიდეო და აუდიო ჩანაწერების სახით) საკონკურსო მოთხოვნების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტზე მისი აბსოლუტური უპირატესობისა, რაც შემდეგში სირთულეს შეუქმნიდა კომისიის შემადგენლობას იმგვარი გადწყვეტილების მიღებაში, რაც მიიღეს, რადგან მათთვის კარგადაა ცნობილი, რომ ლექტორი პირველ რიგში (რაც უმთავრესია) ფასდება გადმოცემის უნარით და თუ როგორ აწვდის საგანს ს----დენტებს. აპელანტის მითითებით, N95 საგანთა ჯგუფის საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის, მისი საფუძვლების, მისი ორგანიზაციისა და მართვის საგნების სწავლება მიმდინარეობს მის მიერ (თანაავტორებთან ერთად) წლების მანძილზე გამოცემული სახელმძღვანელოებით, დამხმარე სახელმძღვანელოებით, მეთოდური მითითებებით და მის მიერ შექმნილი სილაბუსებით, შესაბამისად, საჩვენებელი ლექციის წაკითხვა მიანიჭებდა გადამწყვეტ უპირატესობას, მის მიერ დაწერილ სახელმძღვანელოს ის უკეთ გადმოცემდა ს----დენტებს, ვიდრე მისი კონკურენტი.

 

3.2. აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების 3.6 პუნქტში არ შეაფასა არც საქმეში არსებული დ---------–----ის მოხსენებითი ბარათი და არც მისი ჩვენება სასამართლო პროცესზე, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა ერთმანეთთან, კერძოდ, ერთ შემთხვევაში იგი განმარტავს, რომ პრობლემები ჰქონდა თითის ანაბეჭდის განხორციელების პროცესში, რაც თითქოსდა ცნობად იქნა მიღებული, ხოლო სასამართლო პროცესზე კი განმარტა, რომ სარეგისტრაციო აპარატის მუშაობა ხასიათდებოდა ხარვეზებით, რაც სრულიად უსაფუძვლოა, რამეთუ იგივე აპარატით, იგივე პერიოდებში და იგივე აუდიტორიაში მის შემთხვევაში უპრობლემოდ დაფიქსირებულია აღრიცხვა 100 პროცენტით და არც სხვა ლექტორებს შექმნია რაიმე პრობლემა. საქალაქო სასამართლო არ დაინტერესდა, თუ რას ნიშნავდა ცნობად მიღება, აძლევდა თუ არა მას რეგისტრაციიდან განთავისუფლების უფლებას, რაც გამორიცხულია, რადგან არსებობს რეგისტრაციის გავლის ალტერნატიული კოდური სისტემა. რეალურად დ-----–----ის მოხსენებითი ბარათი, მისი ვითომდა განხილვა და ცნობად მიღება ემსახურებოდა მხოლოდ ერთს, სისტემატიურად გაცდენილი ლექციების დაფარვას.

 

3.3. აპელანტის მითითებით, მოსამართლემ გადაწყვეტილების 3.6., 3.7, 3.8., 3.9., 3.10., 3.11., 3.12., 3.13., 3.14., 3.15. პუნქტებში დაადგინა იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები, რაც ერთმნიშვნელოვნად გამოდგებოდა სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, თუმცა მან გადაწყვეტილებაში საბოლოოდ არასწორად შეაფასა ისინი და დაასაბუთა როგორც მოთხოვნის უსაფუძვლობის დასამტკიცებლად, რაც არასწორია. ასევე, მოსამართლეს არასწორად აქვს გაზიარებული მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ცნობაში (წიგნის მაგივრად) მითითებული ვითომდა წიგნზე მინიჭებული კოდი, რის საილუსტრაციოდაც აპელანტი წარმოადგენს მოპასუხის მიერვე გაკეთებულ განმარტებებს წიგნის საერთაშორისო სტანდარტული ნომრის შესახებ, რითაც ცხადი ხდება, რომ ვერანაირი ცნობა წიგნს ვერ შეცვლის, ისევე როგორც საანკეტო მონაცემებში შეტანილი განზრახ არასწორი ინფორმაცია სწორედ რომ ყალბი მონაცემია და კომისიის თუნდაც უკანონო გადაწყვეტილება შესაძლებელია გაუქმდეს.

 

3.4. აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას არ მისცა სწორი შეფასება იმ გარემოებას, რომ მიუხედავად არაერთი დარღვევისა, რაც დაშვებული იყო კოკურსანტ დ---------–----ის მიერ, რაც ეხებოდა ანკეტაში არასწორი ყალბი მონაცემის შეტანას, ასევე მის მიერ ლექციების გაცდენას, ასევე ვითომდა რეცენზიების ე.წ. „კოპი-ფეისთით“ გადატანას, მაინც ჩათვალა კომისიის გადაწყვეტილება კანონიერად და ყველაფერი „მიანდო“ კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას, ეს იმ დროს, როდესაც მოსამართლემ თავად მიუთითა „ს----------–-------------------------------–ი აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ მე-9 მუხლის მე-12 პუნქტზე და არაფერი თქვა კომისიის უშუალო ვალდებულებაზე (და არა დისკრეციაზე) ანკეტაში არასწორი/ყალბი ინფორმაციის არსებობის დროს კონკურსანტის კონკურსიდან მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების უალტერნატივოდ მიღებაზე. აპელანტის მოსაზრებით, მოსამართლემ ვერ დაასაბუთა სამართლებრივად, მის მიერვე დადგენილ გარემოებას ანკეტაში არასწორი/ყალბი მონაცემის არსებობის შესახებ, რატომ არ უნდა გამოეწვია კომისიის მიერ კონკურსანტის კონკურსიდან მოხსნა. ეს იმ დროს, როდესაც თავად კომისიის წევრებმა დაადას----რეს ის გარემოება, რომ კონკურსანტის მიერ მის ანკეტაში აღნიშნული გარემოება წიგნის „ნაბეჭდი“ სახით არსებობის შესახებ არ დადას----რდა და ისინი დაეყრდნენ მხოლოდ ფარატინა, უტიტულო ფურცელზე დაბეჭდილ ცნობას წიგნის სამომავლოდ გამოცემის შესაძლებლობის შესახებ და ამგვარი მონაცემი არ ჩათვალეს არასწორად, სიყალბედ და არ მოხსნეს კონკურსანტი კონკურსიდან, რისი პირდაპირი ვალდებულებაც მათ ჰქონდათ.

 

3.5. აპელანტის განმარტებით, მოსამართლემ მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, „ს----------–-------------------------------–ი აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ მე-9 მუხლის მე-12 პუნქტზე მითითებით, გადაწყვეტილების მე-19 გვერდის მე-3 აბზაცში სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ კონკურსანტს განზრახ არასწორი/ყალბი მონაცემები ჰქონდა შეტანილი ანკეტაში. მოსამართლემ უსაფუძვლოდ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმის შესახებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ანკეტის შევსების დროს დამხმარე სახელმძღვანელო არ იყო გამოცემული წიგნად, ანუ ნაბეჭდი სახით და ბუნებრივია არც მისი ელექტრონული ვერსიაც არსებობდა, რაც ერთმნიშვნელოვნად უკვე არასწორი და ყალბი მონაცემია, კომისიის ვალდებულების (და ამ შემთხვევაში არა დისკრეციის) განუხორციელებლობა ჩაითვალა საპატიოდ, და წარმოდგენილი ე.წ. „ცნობის“ საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება კანონიერად, მაშინ, როდესაც საკონკურსო ანკეტაში ნაბეჭდი სახით გამოცემულად წიგნის ჩვენება არსებითი ხასიათისაა, რამდენადაც კონკურენტისათვის საანგარიშო პერიოდში ეს არის ერთადერთი „წიგნი“ უმაღლესი სასწავლებლის ს----დენტებისთვის გამოსაყენებლად და შესაბამისად ანკეტაში ცარიელი გრაფა უარყოფითად იქნებოდა აღთქმული კომისიის წევრების მიერ მისი, როგორც კონკურენტის შეფასებისას. დადგენილია, რომ კონკურსანტმა ანკეტაში უნდა შეიტანოს სწორი მონაცემები, ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ არასწორი/ყალბი მონაცემების შეტანისას კონკურსანტი იხსნება კონკურსიდან. მოცემულ შემთხვევაში მოსამართლემ, მიუხედავად იმისა, რომ დაადგინა კონკურსანტ დ---------–----ის მიერ ანკეტაში დამხმარე სახელმძღვანელოს „ნაბეჭდი“ სახით მითითება, სინამდვილესთან შეუსაბამოდ, მაინც კანონიერად ჩათვალა კომისიის გადაწყვეტილება. ეს იმ დროს, როდესაც სახეზე იყო არასწორი, ყალბი მონაცემის არსებობა, კომისიას რჩებოდა მხოლოდ ერთადერთი საშუალება გადაწყვეტილების კანონიერად მიღებისა - კონკურსანტის მოხსნა კონკურსიდან და არა რაღაც ცნობებზე და განმარტებებზე დაყრნობით ნაბეჭდი წიგნის ჩანაცვლება ფარატინა ფურცელზე დაწერილი ცნობით. წიგნს ცნობა ვერ შეცვლიდა და ვერც შეცვლის, რომ არა კომისიის წევრების მხრიდან არასათანადო, უკანონო გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ სრულად გაიზიარა სასამართლომ. ასევე გაკვირვებას იწვევს ის გარემოება, რომ კომისიის წევრების მხრიდან მოხდა დადას----რება იმ ფაქტის, რომ წიგნი ნაბეჭდი სახით არ არსებობდა, ანუ უკვე კომისია ვალდებული იყო მიეღო გადაწყვეტილება კონკურსანტის კონკურსიდან მოხსნის შესახებ, თუმცა მათ ეს ამგვარად არ ჩათვალეს. როცა სახეზეა კანონშეუსაბამო გადაწყვეტილება, რაც საფუძვლად დაედო გასაჩივრებულ აქტს, მაშინ ისმის კითხვა, რაღა უნდა შეეფასებინა სასამართლოს. მოსამართლე გადაწყვტილების დასაბუთებისას მსჯელობს იმგვარად, თითქოს კომისიას რა სახის გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო, ეს მისი უფლებამოსილება იყო და ამას ვერავინ შეცვლის. არადა სწორედ მოსამართლის მიერ მიღებული კანონის, აქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე მკაცრად რეგლამენტირებულია კომისიის მუშაობის წესი და განსაზღვრულია მათი ვალდებულებებიც, ასევე დისკრეციული უფლებამოსილებებიც. მიუხედავად ამისა, არსად არ არის ნათქვამი იმის თაობაზე, რომ კომისიამ მისი თუნდაც დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში არასწორი/ყალბი მონაცემი მიიჩნიოს სწორედ და ამგვარი გადაწყვეტილება კანონშესაბამისია. აპელანტის მითითებით, როდესაც სახეზეა (ცალსახაა) დარღვევა, მოცემულ შემთხვევაში წიგნის ნაბეჭდი სახით მითითება, ეს იმ დროს, როდესაც წიგნი ჯერ არც კი დაკაბადონებულა, არ მინიჭებია კოდი, არ დაბეჭდილა და ა.შ. წარმოუდგენელია, კანონშეუსაბამოა კომისიის მსჯელობა მისი სწორ, არახარვეზიანად აღნიშვნის შესახებ და არა აღნიშნულს ყალბს, არასწორ მონაცემად განზრახ ჩაწერის თაობაზე. ამას მოსამართლემ არ მისცა კანონშესაბამისი შეფასება და კომისიის გადაწყვეტილება მიიჩნია კანონიერად. კომისიის წევრებმა დაადას----რეს ის გარემოება, რომ მიუხედავად იმისა, წიგნი არ იყო გამოცემული, დაბეჭდილი, მათ მაინც ჩათვალეს საანკეტო მონაცემი სწორად შედგენილად, არადა ისმის კითხვა რატომ? კომისიას რომ ჰქონოდა ჭეშმარტიების დადგენის სურვილი, ძალიან მარტივად შეეძლო მოეთხოვა კონკურსანტ ძოწენიძისთვის გინდაც ხელნაწერი ვარიანტის წარმოდგენა და არ დაყრდნობოდა უნივერსიტეტის იურისტის სიტყვიერ განმარტებას კონკურსანტის არ მოხსნის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ მოწმე ე-------------ე, როგორც 2017 წლის 1------------ გამოკითხვის ოქმში (კონკურსის დამთავრებიდან ორთვენახევრის შემდეგ), ასევე სასამართლო პროცესზე ერთმნიშნვნელოვნად განმარტავს, რომ გამოკითხვის მომენტში, ნოემბრის თვეში მუშაობდა წიგნად (დამხმარე სახელმძღვანელო) გამოსაცემი მასალების ჩასწორება-დაკაბადონებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ დამხმარე სახელმძღვანელოს მასალები ხელნაწერი სახითაც არ არსებობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ე-------------ეს მას მიაწვდიდნენ კონკურსამდე, ან მინიმუმ იმ ეტაპზე მაინც, როცა წიგნის არსებობა გახდა სადავო აპელანტის მიერ. აპელანტის მოსაზრებით, კომისიის წევრები გადაწყვეტილებას რომ ვერ იღებდნენ ინდივიდუალურად და მხოლოდ თავიანთი შინაგანი რწმენით, კარგაად ჩანს მოწმე ზ--------------ს და სხვათა მიერ სასამართლო პროცესზე მიცემულ ჩვენებებში, სადაც იგი აღნიშნავს, რომ „გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად, კომისიის წევრები თავიდან ცდილობდნენ ერთმანეთში შეთანხმებულიყვნენ, მოეძებნათ კომპრომისული გამოსავალი. ერთ-ერთი ვარიანტი იყო კონკურსი გამოეცხადებინათ ჩაშლილად და იქნებ 1 ადგილი დაემატებინათ, მეორე ვარიანტი იყო ერთი გამარჯვებულად გამოევლინათ, ხოლო მეორე ყოფილიყო მოწვეული ლექტორი, რითაც გასცდნენ კიდევაც თავიანთ კომპეტენციას გამოსავლის ძებნაში. მოსამართლემ აპელანტის სამწუხაროდ მოწმეების ჩვენებიდან მშრალად შეაფასა მხოლოდ ის მომენტი, სადაც ისინი აცხადებდებ ვინმეს მხრიდან ზეწოლისა და მითითებების არ არსებობის შესახებ, მაგრამ არ დაინტერესდა და არ დაუსვა შეკითხვა მოწმე ვ------ს, თუ რაში სჭირდებოდათ კომისიის წევრებს ერთმანეთთან შეთანხმება გადაწყვეტილების მიღების მომენტში, ვინაიდან კომისიის რეგლმატნეტი ითვალსიწინებს ფარულ, ინდივიდუალური კენჭისყრას, ან რამ განაპირობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არასამუშაო დროს, ღამის 12 საათის შემდეგ, როცა რეგლამენტით განსაზღვრული კომისიის მუშაობის ვადა ამოწურული იყო.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს----------–--------------------------------ის აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) გაერთიანებული სხდომის 2017 წლის 3--------- №-- დადგენილებით დამტკიცდა „ს----------–-------------------------------–ი აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესი“, თანდართული რედაქციით. ს----------–--------------------------------ის აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) გაერთიანებული სხდომის 2017 წლის 1---------------- დადგენილებით დამტკიცდა „ს----------–-------------------------------–ი აკადემიური პერსონალის სამსახურში მისაღებად შექმნილი საკონკურსო კომისიის მუშაობის რეგლამენტი“, თანდართული რედაქციით.

 

4.3. 2017 წლის 05 ივლისს გამოცხადდა ღია კონკურსი სსიპ ს----------–--------------------------------ის აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი) დასაკავებლად, 4 წლის ვადით. ს----------–--------------------------------ის რექტორის 2017 წლის 04 ივლისის №--- ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო პირობები და კონკურსზე წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა დანართი №1-ის შესაბამისად.

 

4.4. საგანთა ჯგუფში №-- პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარდა კონკურსი, სადაც 200 საათიან ვაკანსიაზე განცხადებები შეტანილი ჰქონდათ ნ--------------ესა და დ---------–----ეს.

 

4.5. ს----------–--------------------------------ის ტრანსპორტის, მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიების დარგობრივი საკონკურსო კომისიის 2017 წლის 0-------------- სხდომაზე (ოქმი №--) კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია თითოეული კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების სისრულის შესახებ, აგრეთვე კონკრეტული დეტალური ინფორმაცია: კონკურსანტის სამეცნიერო (აკადემიური) ხარისხის, გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიებისა და მონოგრაფიების რაოდენობის, გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოთა და მეთოდიკურ მითითებათა რაოდენობის, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის, დაპატენტებულ გამოგონებათა რაოდენობის, კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგებში მონაწილეობის, საგრანტო ან საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის, კონკურსანტის ხელმძღვანელობით დაცული დისერტაციებისა და ს----დენტების წარმატებული ნაშრომების რაოდენობის (თითოეულიეს მონაცემი ორგვარად - საერთო რაოდენობა და საანგარიშო პერიოდში ანუ 2013-2017 წლებში შესრულებული) შესახებ. კომისიის წევრებმა კონკურსანტებთან ჩატარებული გასაუბრებისა და მათ მიერ წაკითხული 10-15 წუთიანი ლექციის შედეგებზე მსჯელობის შემდეგ, ჩაატარეს კენჭისყრა, სადაც კონკურსანტებმა მიიღეს ხმები შემდეგი რაოდენობით: ნ--------------ე - 2 ხმა, დ---------–----ე - 3 ხმა. იმავე სხდომაზე კომისიამ დაადგინა, რომ საგანთა ჯგუფში №-- პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა დ---------–----ე.

 

4.6. ს----------–--------------------------------ის ტრანსპორტის, მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიების დარგობრივი საკონკურსო კომისიის 2017 წლის 0-------------- შემაჯამებელ სხდომას ესწრებოდა კომისიის შემადგენლობის ხუთივე წევრი: ლ-------------------- (კომისიის თავმჯდომარე), თ--------------–---–ი, ზ-----------------, თ------–--–----- და ზ-------------- (კომისიის მდივანი). ტრანსპორტის, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დარგობრივი საკონკურსო კომისიის განსახილველ საგანთა ჯგუფებში პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა შერჩევა მოხდა საკონკურსო თანამდებობასთან მათი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობის მიხედვით, აგრეთვე კონკურსანტთა მიღწევებისა და სხვა აქტივობების გათვალისწინებით. ყველა კონკურსანტთან ჩატარდა პერსონალური ინტერვიუ, ხოლო იქ, სადაც კონკურსანტთა რაოდენობა აღემატებოდა ვაკანსიების რაოდენობას, კომისიის მოთხოვნით კონკურსანტებმა ჩაატარეს საჩვენებელი ლექციები. კენჭისყრის შედეგები აისახა საკონკურსო კომისიის ოქმებში, მათ შორის, საგანთა ჯგუფში №-- ნ--------------ემ მიიღო კომისიის წევრის 2 ხმა, ხოლო დ---------–----ემ 3 ხმა. ს----------–--------------------------------ის ტრანსპორტის, მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიების დარგობრივი საკონკურსო კომისიის 2017 წლის 0-------------- შემაჯამებელ სხდომაზე (ოქმი №--) კომისიის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ჩატარებული კონკურსის კენჭისყრების (№2-----------------------------წ. №2----------------, 25.08.2017წ. №4------------------- 29.08.2017წ. №6------------- 30.08.2017წ.) შედეგები და საბოლოოდ, პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულად გამოცხადდნენ სხვადასხვა კანდიდატები, მათ შორის საგანთა ჯგუფში №-- (200 სთ) დ---------–----ე. კონკურსის შედეგები დადგენილ ვადაში წარდგენილი იქნა ს----------–--------------------------------ის აკადემიურ საბჭოში დასამტკიცებლად. ს----------–--------------------------------ის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 1-------------- №---- დადგენილებით დამტკიცდა 2017 წლის 0-----–---- გაზეთ „რ---------–-“ გამოქვეყნებულ ს----- აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები, კერძოდ, დარგობრივი საკონკურსო კომისიების მიერ კენჭისყრით გამოვლენილ გამარჯვებულ კანდიდატთა სია, თანდართული სახით. დადგენილია, რომ საკონკურსო კომისიამ საგანთა ჯგუფში №-- პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში გამარჯვებულად გამოაცხადა დ---------–----ე.

 

4.7. საქმის მასალებით დგინდება, რომ საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის პროფესორს პრობლემები ჰქონდა თითის ანაბეჭდის პროცესის განხორციელებისას, მეცადინეობების ჩატარების რეგისტრაციის მიზნით. აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო მონიტორინგის სამსახურისა და ტექნიკური ცენტრის ხელმძღვანელობისათვის, ასევე, სერვერის მომსახურე პერსონალისათვის. მათ ეს ინფორმაცია მიღებული ჰქონდათ ცნობის სახით. მითითებული ინფორმაცია ს----------–--------------------------------ის ტრანსპორტის, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების საკონკურსო დარგობრივ კომისიას ეცნობა სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანის მოხსენებითი ბარათის მეშვეობით.

 

4.8. ნ--------------ემ 2017 წლის 06 სექტემბერს მიმართა ს----------–--------------------------------ის ტრანსპორტის, მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიების დარგობრივი საკონკურსო კომისიას და მოითხოვა კონკურსიდან მოეხსნათ გამარჯვებული კანდიდატი, ვინაიდან მან ანკეტაში შეიტანა ყალბი და არასწორი მონაცემები. ს----------–--------------------------------ის ტრანსპორტის, მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიების დარგობრივი საკონკურსო კომისიის 2017 წლის 07 სექტემბრის წერილით, კონკურსანტ ნ--------------ეს ეცნობა, რომ მის მიერ მითითებული ფაქტი იურიდიული თვალსაზრისით არ ითვლებოდა სიყალბედ. შესაბამისად, კომისიას არ ჰქონდა საფუძველი მისი კონკურენტი მოეხსნათ კონკურსიდან, ყალბი და არასწორი მონაცემების საკონკურსოდ წარდგენის გამო.

 

4.9. ს----------–--------------------------------ის „სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის“ ფაკულტეტის „სატრანსპორტო“ სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის დარგობრივი კომისიამ 2017 წლის თებერვლის №-- აქტის სახით რეკომენდაცია გაუწია თ-----–-–---–ის, ჯ----------ის, დ-----–----ის, დ----–----–---–ის მიერ მომზადებულ დამხმარე სახელმძღვანელოს: „ავტომობილის მართვის ელექტრონული სისტემები“, რათა იგი წარედგინოს ს-----ს სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს დასამტკიცებლად და გამოცემული იქნეს სტამბური სახით, ავტორების ხარჯით. სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრის უფროსმა დამხმარე სახელმძღვანელოსთან: „ავტომობილისმართვის ელექტრონული სისტემები“ დაკავშირებით გასცა დადებითი რეცენზია და მიიჩნია, რომ იგი იმსახურებს ბეჭვდითი სახით გამოცემას. ს----------–--------------------------------ის სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს 2017 წლის 1-------- სხდომაზე მიღებული იქნა ერთ-ერთი გადაწყვეტილება შემდეგი სახით: „რეკომენდირებულია ს-----ის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს მიერ, გატარდეს რეგისტრაციაში და გამოცემულ იქნეს სტამბური წესით, თ--------------–-–---–ის, ჯ----------------ის, დ---------–----ის, დ--------–----–---–ის დამხმარე სახელმძღვანელო „ავტომობილის მართვის ელექტრონული სისტემები“, ნაშრომი დაიბეჭდოს ავტორთა დაფინანსებით“. ს----------–--------------------------------ის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს თავმჯდომარემ გასცა ცნობა, რომლის მიხედვითაც, თ--------------–-–---–ის, ჯ----------------ის, დ---------–----ის და დ--------–----–---–ის მიერ შედგენილი დამხმარე სახელმძღვანელო „ავტომობილის მართვის ელექტრონული სისტემები“ განხილულია და რეკომენდირებულია გამოიცეს სტამბური წესით ს----------–--------------------------------ის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს მიერ (ოქმი №-------------წ.).

 

4.10. 2017 წლის 1------------ გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატმა დ-------------მა გამოკითხა ე-------------ე. ე-------------ის განმარტებით, 2017 წლის 03 ნოემბერს მას მიმართა კათედრის გამგემ ჯ----------------ემ და სთხოვა შეესწორებინა დაკორექტირებული მასალა - დამხმარე სახელმძღვანელო „ავტომობილის მართვის ელექტრონული სისტემები“, ვინაიდან 50 წელზე მეტია მუშაობს სხვადასხვა ავტორების წიგნების დაბეჭდვა-აწყობაზე. მისივე განმარტებით, მითითებული მომენტისათვის მიმდინარეობს აღნიშნული სახელმძღვანელოს შესწორება. ე-------------ემ დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით განმარტა, რომ აღნიშნულ სახელმძღვანელოს არ აქვს ISBN მინიჭებული და არ არის გამოცემული წიგნად, ნაბეჭდი სახით; მას მინიჭებული არ აქვს ე.წ. „გრიფი“. ამასთან, აღნიშნული მასალა შედგება 235 გვერდისაგან.

 

4.11. ს----------–--------------------------------ის 2017 წლის 1------------ №74-01-3098/01-25 წერილით ადვოკატ დ-------------ს ეცნობა, რომ ს----------–--------------------------------ის სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს 2017 წლის 1-------- გადაწყვეტილებით (ო------) გაიცა რეკომენდაცია დამხმარე სახელმძღვანელო „ავტომობილის მართვის ელექტრონული სისტემები“ სტამბური წესით გამოცემაზე. ვინაიდან სახელმძღვანელო არის დამხმარე ტიპის, სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს დადებითი რეკომენდაციით ითვლება გრიფირებულად. ISBN დამხმარე სახელმძღვანელოს ენიჭება მას შემდეგ, როდესაც დასრულდება რედაქტირების პროცესი და მზადდება სასტამბო მაკეტი შემდგომი ტირაჟირებისათვის; იმდენად, რამდენადაც ამ დროისათვის არ არის დასრულებული რედაქტირების პროცესი, დამხმარე სახელმძღვანელოს ჯერ არ აქვს მინიჭებული შესაბამისი ISBN. დამხმარე სახელმძღვანელოს მინიჭებული აქვს დარგის, სპეციალობის შესაბამისი უნიკალური კოდი - 6----------------. ეროვნულ ბიბლიოთეკას დამხმარე სახელმძღვანელო გადაეცემა სტამბური წესით დაბეჭდვის შემდგომ; მისი ელექტრონული ვერსიის ნახვა შესაძლებელია უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ხოლო მას შემდგომ, რაც სტამბური წესით გამოიცემა - შესაძლებელი იქნება ასლის გადაღება.

 

4.12. საქალაქო სასამართლოს სხდომაზე 2017 წლის 26 დეკემბერს მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ზ--------------მ განმარტა, რომ ნ--------------ე და დ---------–----ე იყვნენ ს----------–--------------------------------ის მიერ აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში კონკურენტები. იმის გათვალისწინებით, რომ დ---------–----ეს ლექციების ჩატარებისას ჰქონდა გაცდენები, საკონკურსო კომისიამ ინფორმაცია გამოითხოვა დეკანატიდან. მიღებული ინფორმაციის თანახმად, მას მიტანილი ჰქონდა ცნობა, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტში დასწრების აღრიცხვის მიზნით განთავსებული აპარატი რეაგირებას არ ახდენდა მის ანაბეჭდზე. შესაბამისად, დ---------–----ემ აცნობა უფლებამოსილ პირებს, რომ ვერ ხდებოდა მისი იდენტიფიცირება და აღრიცხვა, მაგრამ ამას რა რეაგირება მოჰყვა, მისთვის უცნობი იყო. ზ--------------ს განმარტებით, დ---------–----ეს ანკეტა შევსებული ჰქონდა კანონის დაცვით. კომისიის წევრებმა ნ--------------ისაგან შეიტყვეს, რომ „ავტომობილის მართვის ელექტრონული სისტემები“ არ იყო წიგნის სახით გამოცემული. რადგან ანკეტაში მითითებული იყო „ნაბეჭდი“, მათ ის ეგონათ გამოცემული სახით. კომისიის წევრებისათვის აღნიშნული არ იყო ცნობილი, მით უმეტეს, რომ წიგნის თანაავტორებმაც გაიარეს კონკურსი, მათაც მითითებული ჰქონდათ როგორც „ნაბეჭდი“ და მათ ეს პრობლემა არ შექმნიათ. ვინაიდან ანკეტაში მითითებული მონაცემების მოცულობის გამო შეუძლებელია სათითაოდ შემოწმება (გამოძიება), კომისია ენდობოდა ანკეტაში მითითებულ მონაცემებს. მართალია დებულების თანახმად, ანკეტაში ყალბი მონაცემების შეტანა ავტომატურად იწვევდა კონკურსანტის კონკურსიდან მოხსნას, მაგრამ ამის დადგენა კომისიის ვალდებულებას არ წარმოადგენდა. შესაბამისად, სამართლებრივი დახმარებისათვის კომისიამ მიმართა ს----------–--------------------------------ის იურისტს. როგორც გაირკვა, ნაშრომი გამოსაცემად ჩაბარებული ჰქონდა ბიბლიოთეკას თუ საგამომცემლო საბჭოს და იურისტის მითითებით, ჩათვალეს როგორც გამოცემული წიგნის ტოლფასი. ზ-------------- მიიჩნევს, რომ როდესაც ნაშრომი ჩაშვებულია სტამბაში დასაბეჭდად და ტექნიკურად შეფერხდა ეს, იგი ტოლფასია გამოცემული წიგნისა. იგი თვლის, რომ ISBN-ის მინიჭებას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია იმ დროს, როდესაც უფლებამოსილ სტრუქტურას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. აქედან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ ამ კუთხით პრობლემა არ ჰქონდა დ---------–----ეს. მოწმე ზ--------------მ აღნიშნა, რომ სახელმძღვანელოს საკითხს არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა დ---------–----ის გამარჯვებულად გამოსაცხადებლად. მისი ინფორმაციით, გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია დ---------–----ის სამეცნიერო ხარისხმა. მისივე განმარტებით, გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად, კომისიის წევრები თავიდან ცდილობდნენ ერთმანეთში შეთანხმებულიყვნენ, მოეძებნათ კომპრომისული გამოსავალი. ერთ-ერთი ვარიანტი იყო კონკურსი გამოეცხადებინათ ჩაშლილად და იქნებ 1 ადგილი დაემატებინათ, მეორე ვარიანტი იყო ერთი გამარჯვებულად გამოევლინათ, ხოლო მეორე ყოფილიყო მოწვეული ლექტორი. ზ-------------- მიიჩნევს, რომ მოწვეული ლექტორი არის პატივსადები პიროვნება და პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ იგი მონაწილეობას ვერ იღებს კონკურსებში (ასეთი რამ მოხდა სხვა შემთხვევებში). ერთ მომენტში ფიქრობდნენ, რომ შეთანხმება შედგა, ორივე მათგანი თანახმა იყო თვითონ ყოფილიყო მოწვეული ლექტორი და შესაძლებელია ამ მომენტში ვინმემ მიულოცა გამარჯვება ნ--------------ეს, სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იყო წინასწარ, საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ეს მომხდარიყო. კომისიის ყველა წევრმა გადაწყვეტილება მიიღო ინდივიდუალურად. ზ--------------ს განმარტებით, კომისიის წევრებმა დეტალურად შეისწავლეს ანკეტაში მითითებული ინფორმაცია, მათ ამ ორ კანდიდატს შორის შედარება გააკეთეს ცხრილების სახით და გადაწყვეტილებაც მასზე დაყრდნობით მიიღეს. თუმცა, თუ რომელიმე წევრმა არ გაითვალისწინა ეს მონაცემები, მისთვის უცნობია. კომისიის წევრებზე რაიმე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და თვითონაც ის კანდიდატი დააფიქსირა, ვისზეც რეალურად ფიქრობდა.

 

4.13. საქალაქო სასამართლოს სხდომაზე 2017 წლის 26 დეკემბერს მოწმის სტატუსით გამოკითხულმა თ--------------–---–მა განმარტა, რომ იგი არის ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი. კომისიის წევრები მუშაობდნენ დებულების შესაბამისად. თ--------------–---–ი თვლის, რომ ორივე კანდიდატი ღირსეული პიროვნებაა და იმსახურებდა კონკურსში გამარჯვებას, თუმცა ადგილი იყო ერთი, რაც თავიდანვე ქმნიდა პრობლემას. მისი განმარტებით, ნ--------------ე გამორჩეულად პროფესიონალია, თუმცა დ---------–----ეს შეიძლება იმიტომ მიენიჭა უპირატესობა, რომ იგი ახალგაზრდაა და შეუძლია ლექციები წაიკითხოს უცხო ენაზე. კომისიის ყველა წევრი გადაწყვეტილებას იღებდა ინდივიდუალურად და მათზე რაიმე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. პირადად მას ჰქონდა საკუთარი მოსაზრება, რომელსაც ვერავინ შეაცვლევინებდა. თ--------------–---–მა განმარტა, რომ კომისიას შეკითხვები გაუჩნდა სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით, იყო თუ არა იგი ნაბეჭდი სახით. დ---------–----ემ წარადგინა ცნობა, რაც კომისიამ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად და მასზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება. პირადად თ--------------–---–ი მიიჩნევს, რომ, თუ ავტორმა დაწერა ნაშრომი და მიიტანა ცნობა, რომ იგი გამომცემლობას აქვს გადაცემული ან რეცენზირებულია და მინიჭებული აქვს საერთაშორისო კოდი მის ელექტრონულ ვერსიას, ეს საკმარისია ჩაითვალოს როგორც „ნაბეჭდი“. თ--------------–---–ის განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში, კომისია შეძლებისდაგვარად იკვლევს ანკეტაში მითითებულ მონაცემებს, რასაც ჰქონდა ადგილი მითითებულ სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით. რაც შეეხება ნაშრომის გვერდების რაოდენობას, კონკურსანტმა შეიძლება მექანიკურად შეცდომით მიუთითოს და ეს პრობლემას არ ქმნის. მისი განმარტებით, ზუსტად არ ახსოვს სადავო სახელმძღვანელოს თანააავტორებთან მიმართებაში როგორ მოხდა. ამასთან, მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, ნ--------------ეს ჰქონდა ლექციებზე დასწრების 100%-იანი შედეგი, ხოლო დ---------–----ეს არა. აღნიშნული აიხსნა იმით, რომ შესაბამისი აპარატი ვერ ახდენდა დ---------–----ის იდენტიფიცირებას. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პრობლემა სხვებსაც ჰქონდათ, მას ეს არ ჩაუთვლია რეალურად პრობლემად. დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, თ--------------–---–მა განმარტა, რომ საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე არცერთი კანდიდატისთვის, მათ შორის, ნ--------------ისათვის, კონკურსში გამარჯვება არ მიულოცავთ. შესაძლებელია მან დაიმსახურა დადებითი ეპითეტები, მაგრამ ეს არ იყო გამარჯვების მილოცვა.

 

4.14. საქალაქო სასამართლოს სხდომაზე 2017 წლის 26 დეკემბერს მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ე-------------ემ განმარტა, რომ ს----------–-------------------------------–ი მუშაობს 1968 წლიდან. იგი კომპიუტერზე აწყობს წიგნებს, აკაბადონებს, თუ საჭიროა ასწორებს და ისე უშვებს. სადავო წიგნი მასთან მიიტანეს გასასწორებლად, დისკზე ჩაწერილი, ელექტრონული სახით. მისთვის უცნობია, ვინ იყო ავტორი. იმის გათვალისწინებით, რომ გასწორებული არ იყო, დასაბეჭდად ვერ გადაეცემოდა შესაბამის დაწესებულებას. მისთვის უცნობი იყო სადავო ნაშრომს მინიჭებული ჰქონდა თუ არა ISBN და თვლის, რომ მინიჭების შემთხვევაში მასზე უნდა ყოფილიყო მითითებული.

 

4.15. საქალაქო სასამართლოს სხდომაზე 2018 წლის 15 იანვარს მოწმის სტატუსით გამოკითხულმა თ------–--–-----მ განმარტა, რომ იგი არის დოქტორი, პროფესორი, „საქგზა მეცნიერების ინსტიტუტის“ გენერალური დირექტორი. მისი განმარტებით, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში კანდიდატის საკონკურსო თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენა ხდება როგორც დოკუმენტებით, ასევე, პირადად გასაუბრების გზით. იმ შემთხვევაში, თუ ერთ ვაკანსიაზე არსებობს ერთზე მეტი პირის განცხადება, კომისიის მიერ უპირატესობის მინიჭება ხდება ხარისხის (იყო თუ არა დოქტორი) ან სტაჟის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, პირადად იცნობს ორივე კანდიდატს, ვინაიდან სამივე ერთ დარგში მოღვაწეობს. ორივე მათგანს ახასიათებს დადებითად. იგი მიიჩნევს, რომ ნ--------------ე არის მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრი, კარგი ლექტორი, რომელიც მაღალ დონეზე კითხულობს ლექციებს და გამოირჩევა მოწესრიგებულობით. ასევეა მეორე პიროვნებაც, რომელსაც დაცული აქვს სადოქტორო და კარგად შეუძლია ლექციების წაკითხვა. შესაბამისად, ორივე მათგანი იმსახურებს სადავო თანამდებობას. თ----- შ--–----ის განმარტებით, რადგან ორივე კანდიდატი შეესაბამებოდა დასაკავებელ თანამდებობას, კომისიისთვის რთული იყო გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, მან პირადად შესთავაზა ნ--------------ეს უარი ეთქვა კონკურსზე და იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე იყო თავისუფალი საათები, მას შეეძლო როგორც მოწვეულ ლექტორს ისე გაეფორმებინა ხელშეკრულება. მით უმეტეს, რომ იგი მოწვეულ ლექტორს მიიჩნევს შედარებით ღვაწლმოსილ პიროვნებად. ამასთან, ასე მოიქცა ბევრი კონკურსანტი, ვისთან დაკავშირებითაც მსგავსი პრობლემა არსებობდა, თუმცა ნ--------------ე არ დათანხმდა ამ წინადადებას და მან დატოვა განაცხადი. შესაბამისად, კომისიის წევრებს მოუხდათ გადაწყვეტილების მიღება და მცირე უპირატესობით, გამარჯვებულად გამოცხადდა დ---------–----ე. თ------–--–----- ამ უპირატესობად ასახელებს დ---------–----ის დოქტორის ხარისხს. დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით თ------–--–-----მ განმარტა, რომ დოკუმენტების შემოწმება უნდა გაეკეთებინათ იქ, სადაც მოხდა მისი ჩაბარება. თვლის, რომ თითოეულ დოკუმენტს კომისია ვერ შეისწავლიდა და ენდობოდა წარდგენილ დოკუმენტებს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ინსტანცია გამოავლენდა ყალბ დოკუმენტებს თუ მონაცემებს, კონკურსანტი ავტომატურად უნდა მოხსნილიყო კონკურსიდან. აქედან გამომდინარე, მისთვის საეჭვო არ გამხდარა წარდგენილი დოკუმენტაციის სინამდვილე. თ------–--–-----მ აღნიშნა, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულების წარდგენამდე ეჭქვეშ არ აყენებს სახელმძღვანელოს არსებობის ფაქტს და მიიჩნევს, რომ კომისიის ფუნქციას არ წარმოადგენს მსგავსი ფაქტების გამოვლენა. იმ შემთხვევაში თუ უფლებამოსილი პირი გამოავლენდა ასეთ ფაქტს, კომისიისათვის უნდა მიეწოდებინათ შესაბამისი ინფორმაცია.

 

4.16. საქალაქო სასამართლოს სხდომაზე 2018 წლის 15 იანვარს მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ზ-----------------მ განმარტა, რომ იგი მუშაობდა „თ---–-----–--ში“. განსახილველი კონკურსის პერიოდში კომისია მუშაობდა ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად, ვინაიდან შესასწავლი მასალა იყო ძალიან მოცულობითი. ამ მასალას კომისიის ყველა წევრი სწავლობდა დეტალურად და გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა კონკურსანტების ბიოგრაფიული მონაცემების, სამეცნიერო ნაშრომების, აქტივობების და ა.შ. მიხედვით. კომისიის თითოეული წევრი კონკურსანტს აფასებდა ინდივიდუალურად. ზ-----------------ს განმარტებით, კომისიის წევრებს შეკითხვა გაუჩნდათ დ---------–----ის სახელმძღვანელოს გამოცემასთან დაკავშირებით. ვინაიდან იგი ნაბეჭდი სახით ვერ ნახა, პირადად ჰკითხა დ---------–----ეს წიგნს მინიჭებული ჰქონდა თუ არა კოდი. დ---------–----ემ წარადგინა ხელმოწერილი დოკუმენტი, რომ ეს ნაშრომი იყო რეგისტრირებული. აღნიშნული მოცემულობა კომისიას პრობლემად არ ჩაუთვლია. იმ შემთხვევაში, თუ სიყალბესთან ექნებოდათ საქმე, საკითხი დადგებოდა კანდიდატის კონკურსიდან მოხსნის თაობაზე. დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, დ---------–----ემ განმარტა, რომ კომისიის სხდომა გაგრძელდა ძალიან დიდხანს, ვინაიდან გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ ორ ღირსეულ კანდიდატთან დაკავშირებით. კომისიის ყველა წევრი ინდივიდუალურად იღებდა გადაწყვეტილებას და ვინ რა უპირატესობით მიიღო ის, მისთვის უცნობია. ზ-----------------ს განმარტებით, დ---------–----ეს გააჩნდა უპირატესობები, მათ შორის ის, რომ მან მოაწყო სასწავლო კაბინეტი, რამაც იმოქმედა მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებაზე. ამასთან, კომისია ცდილობდა მოენახათ ისეთი გამოსავალი, რომ ორივე კანდიდატი დარჩენილიყო. მისივე განმარტებით, კომისიის წევრებს რექტორთან არავითარი კონსულტაცია არ ჰქონიათ. იგი არის დამოუკიდებელი, არ არის უნივერსიტეტთან დაკავშირებული და პირადად მასზე არ ყოფილა რაიმე ზეწოლა, თუმცა ასეთ პირობებშიც მას აზრს ვერავინ შეაცვლევინებდა.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.17. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.18. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.19. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს არ ეწინააღმდეგებიან, ასევე, ისინი არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებენ აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.20. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლი ადგენს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პერსონალის კლასიფიკაციას აკადემიურ, სამეცნიერო, ადმინისტრაციულ და დამხმარე თანამდებობებად, აგრეთვე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობებად, ხოლო 33-ე მუხლის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან. ხსენებული კანონის 34-ე მუხლი კი ადგენს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში აკადემიური თანამდებობის დაკავების ერთიან წესებს და მის აუცილებელ პირობად აფიქსირებს ღია კონკურსს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. ამდენად, უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალდებულია კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით აკადემიური თანამდებობის ვაკანსიის დასაკავებლად ჩაატაროს კონკურსი, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის ჩატარების შედეგად აკადემიურ პერსონალთან იდება შრომითი ხელშეკრულება, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი საკონკურსო პროცედურის რეგლამენტაცია, კონკურსის შედეგად აკადემიური პერსონალის შერჩევა და დანიშვნა ხდება არა შრომის კანონმდებლობის, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობით, კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1-------------- №----- ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ს----------–--------------------------------ის წესდებით”. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ--------------ე წარმოადგენდა სსიპ ს----------–--------------------------------ის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსში მონაწილე ერთ-ერთ კანდიდატს (პრეტენდენტს) და ამ კონკურსში მის კონკურენტს წარმოადგენდა დ---------–----ე.

 

4.21. საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 09 სექტემბრის №----- ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ს----------–--------------------------------ის წესდების 29-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. იმავე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ კონკურსს, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აცხადებს რექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. კონკურსი ტარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საკონკურსო კომისია, რომელიც იქმნება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ. საკონკურსო კომისია, შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლენილ გამარჯვებულ კანდიდატებს (კონკურსის შედეგები) დასამტკიცებლად წარედგინება აკადემიურ საბჭოს. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ს----------–--------------------------------ის რექტორის 2017 წლის 04 ივლისის №--- ბრძანებით, 2017 წლის 05 ივლისს გამოცხადდა ღია კონკურსი სსიპ ს----------–--------------------------------ის აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი) დასაკავებლად, 4 წლის ვადით. ასევე, დადგენილია, რომ საგანთა ჯგუფში №-- იყო პროფესორის ერთი 200-საათიანი საშტატო ერთეული. ს----------–--------------------------------ის აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) გაერთიანებული სხდომის 2017 წლის 3--------- №-- დადგენილებით დამტკიცდა „ს----------–-------------------------------–ი აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესი“, რომელიც შემუშავებულია ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 09 სექტემბრის N133/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ს----------–--------------------------------ის წესდების საფუძველზე. მითითებული წესის მე-2 მუხლის თანახმად, აკადემიური თანამდებობის დაკავება ხდება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს ირჩევს საკონკურსო კომისია, რომელიც ამავე წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, იქმნება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ. მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საკონკურსო კომისია შედგება 5-7 წევრისაგან. საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს და მის შემადგენლობაში თითოეულ წევრს შეარჩევს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო. „ს----------–-------------------------------–ი აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ მე-6 მუხლის შესაბამისად, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია: ა) განახორციელოს აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის ორგანიზება და ჩატარება; ბ) აირჩიოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი; გ) მიიღოს ყველა გადაწყვეტილება კონკურსის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, თუ ამ დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; დ) განახორციელოს კონკურსში მონაწილეობის მსურველთა დაშვება, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაშვებაზე უარი უთხრას განმცხადებელს ან მოახდინოს კონკურსანტის რეგისტრაციის გაუქმება; ე) მიიღოს და განიხილოს საპროცედურო დარღვევებთან დაკავშირებული განცხადებები/საჩივრები; ვ) ნაწილობრივ ან მთლიანად გააუქმოს ან შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილებები; ზ) მიიღოს გადაწყვეტილება ამ დებულებით გათვალისწინებულ მის კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხებზე; თ) არ განიხილოს განცხადება/საჩივარი, თუ დარღვეულია მისი შეტანის ვადა და წესი. იმავე მუხლის მე-9 პუნქტით კი დადგენილია, რომ საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრის წესით, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, რაც ფორმდება შესაბამისი ოქმის (ოქმების) სახით.

 

4.22. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა „ს----------–-------------------------------–ი აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ მე-9 მუხლზე, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს კონკურსში მონაწილე კანდიდატთა (კონკურსანტთა) რეგისტრაციის წესს, მათ შორის რა ფორმით უნდა იქნეს წარდგენილი საკონკურსო განცხადება და რა დოკუმენტაცია უნდა ჰქონდეს ამ განცხადებებს თანდართული. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის უტყუარობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი. მე-9 პუნქტის თანახმად, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში კომისიის მდივანი ან მის მიერ უფლებამოსილი საკონკურსო კომისიის სამდივნოს წარმომადგენელი ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდების, წინამდებარე დებულებისა და კონკურსის შესახებ განცხადებაში წარმოდგენილ პირობებთან, ასევე, წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულესა და სისწორეს და ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში წარუდგენს კომისიას. კომისია იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის კონკურსში მონაწილედ (კონკურსანტად) დაშვების შესახებ. მე-11 პუნქტის მიხედვით, წარმოდგენილ დოკუმენტაციაში/ინფორმაციაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისია წერილობით აცნობებს განმცხადებელს, რომელიც უფლებამოსილია აღმოჩენილი ხარვეზი გამოასწოროს ან/და წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტი შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. კომისიის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის ან/და დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ, რაც წერილობით ეცნობება განმცხადებელს. მე-12 პუნქტი კი ადგენს, რომ წარმოდგენილ დოკუმენტებში/ინფორმაციაში გაყალბების აღმოჩენისას კომისიის მიერ დგება შესაბამისი ოქმი, რის საფუძველზეც კომისია იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის/კონკურსანტის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ, რაც წერილობით ეცნობება განმცხადებელს/კონკურსანტს. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ--------------ე და მესამე პირი დ---------–----ე წარმოადგენდნენ კონკურენტებს ს----------–-------------------------------–ი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად 2017 წლის 05 ივლისს გამოცხადებულ კონკურსში. ასევე დადგენილია, რომ ორივე მათგანმა წარადგინა განმცხადებლის ანკეტა და სხვა დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება განმცხადებლების კონკურსში მონაწილეებად (კონკურსანტებად) დაშვების შესახებ. საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ „ს----------–-------------------------------–ი აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ მე-10 მუხლის შესაბამისად, კომისიამ განახორციელა ნ--------------ესთან და დ---------–----ესთან გასაუბრება/ინტერვიუ. ასევე, კომისიის მოთხოვნით, კონკურსანტებმა ჩაატარეს საჩვენებელი ლექცია. ამასთან, მოძიებული ინფორმაციით კომისიამ დაადგინა, რომ ნ--------------ეს ჰქონდა ლექციებზე 100%-იანი დასწრება, ხოლო დ---------–----ეს არა, თუმცა როგორც სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანის მოხსენებითი ბარათით საკონკურსო კომისიას ეცნობა, მონიტორინგის სამსახურისა და ტექნიკური ცენტრის ხელმძღვანელობისათვის, ასევე, სერვერის მომსახურე პერსონალისათვის ცნობილი იყო დ---------–----ის აღრიცხვასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ, რაც დაკავშირებული იყო სპეციალური აპარატის მეშვეობით თითის ანაბეჭდით იდენტიფიცირებასთან. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ დ---------–----ეს ანკეტაში მითითებული ჰქონდა სახელმძღვანელო „ავტომობილის მართვის ელექტრონული სისტემები“, როგორც „ნაბეჭდი“ სახით არსებული. აღნიშნული გარემოება სადავოდ გახადა მისმა კონკურენტმა მოსარჩელე ნ--------------ემ და ამ უკანასკნელმა საკონკურსო კომისიას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ეს წიგნი ნაბეჭდი სახით ბუნებაში არ არსებობდა და მოითხოვა კონკურენტის კომისიიდან მოხსნა „ს----------–-------------------------------–ი აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ მე-9 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად. საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ს----------–--------------------------------ის „სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის“ ფაკულტეტის „სატრანსპორტო“ სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის დარგობრივმა კომისიამ 2017 წლის თებერვლის №-- აქტის სახით რეკომენდაცია გაუწია თ. გ--–-–---–ის, ჯ----------ის, დ-----–----ის, დ----–----–---–ის მიერ მომზადებულ დამხმარე სახელმძღვანელოს „ავტომობილის მართვის ელექტრონული სისტემები“, რათა იგი წარედგინოს ს----------–--------------------------------ის სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს დასამტკიცებლად და გამოცემული იქნეს სტამბური სახით, ავტორების ხარჯით. ამასთან, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრის უფროსმა დამხმარე სახელმძღვანელოსთან „ავტომობილის მართვის ელექტრონული სისტემები“ დაკავშირებით გასცა დადებითი რეცენზია და მიიჩნია, რომ იგი იმსახურებს ბეჭვდითი სახით გამოცემას. ასევე, დადგენილია, რომ ს----------–--------------------------------ის სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს 2017 წლის 1-------- სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება შემდეგი სახით: „რეკომენდირებულია ს-----ის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს მიერ, გატარდეს რეგისტრაციაში და გამოცემულ იქნეს სტამბური წესით, თ--------------–-–---–ის, ჯ----------------ის, დ---------–----ის, დ--------–----–---–ის დამხმარე სახელმძღვანელო „ავტომობილის მართვის ელექტრონული სისტემები“; ნაშრომი დაიბეჭდოს ავტორთა დაფინანსებით“. აღნიშნულთან დაკავშირებით, ს----------–--------------------------------ის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს თავმჯდომარემ ასევე გასცა ცნობა. ს----------–--------------------------------ის 2017 წლის 1------------ №74-01-3098/01-25 წერილით დგინდება, რომ ვინაიდან „ავტომობილის მართვის ელექტრონული სისტემები“ არის დამხმარე ტიპის სახელმძღვანელო, სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს დადებითი რეკომენდაციით ითვლება გრიფირებულად. ISBN დამხმარე სახელმძღვანელოს ენიჭება მას შემდეგ, როდესაც დასრულდება რედაქტირების პროცესი და მზადდება სასტამბო მაკეტი, შემდგომი ტირაჟირებისათვის; იმდენად, რამდენადაც ამ დროისათვის არ არის დასრულებული რედაქტირების პროცესი, დამხმარე სახელმძღვანელოს ჯერ არ აქვს მინიჭებული შესაბამისი ISBN. დამხმარე სახელმძღვანელოს მინიჭებული აქვს დარგის სპეციალობის შესაბამისი უნიკალური კოდი - 6----------------. ეროვნულ ბიბლიოთეკას დამხმარე სახელმძღვანელო გადაეცემა სტამბური წესით დაბეჭდვის შემდგომ. მისი ელექტრონული ვერსიის ნახვა შესაძლებელია უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ხოლო მას შემდგომ, რაც სტამბური წესით გამოიცემა - შესაძლებელი იქნება ასლის გადაღება.

 

4.23. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა ს----------–--------------------------------ის აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) გაერთიანებული სხდომის 2017 წლის 3--------- №-- დადგენილებით დამტკიცებული „ს----------–-------------------------------–ი აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ მე-10 მუხლზე და სწორად განმარტა, რომ საკონკურსო კომისიის მიერ აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსანტთა არჩევა ხდება საკონკურსო თანამდებობასთან მათი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობის, აგრეთვე კონკურსანტთა მიღწევებისა და სხვა აქტივობების გათვალისწინებით. მითითებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კონკურსის (კენჭისყრის) ჩატარების დღეს საკონკურსო კომისია იხილავს რა კონკრეტულ საკონკურსო თანამდებობის არსებულ ვაკანსიებზე კონკურსში მონაწილე თითოეული კონკურსანტის მონაცემებს, ღია კენჭისყრით იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ამასთან, საკონკურსო კომისიის ყოველ წევრს უფლება აქვს კონკრეტულ საკონკურსო თანამდებობაზე ხმა მისცეს არაუმეტეს იმდენ კონკურსანტს, რამდენი საკონკურსო ვაკანსიაცაა მოცემულ თანამდებობაზე. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებები ფიქსირდება შესაბამის ოქმში (ოქმებში). მე-5-მე-7 პუნქტების შესაბამისად, კონკურსში გამარჯვების (აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის) აუცილებელი პირობაა კონკურსანტისათვის საკონკურსო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ ხმის მიცემა. მას შემდეგ, რაც კონკურსი (კენჭისყრა) ჩატარდება ყველა საკონკურსო თანამდებობაზე, საკონკურსო კომისიის მიერ, თითოეული აკადემიური თანამდებობისათვის ივსება და კენჭისყრით მტკიცდება შემაჯამებელი ოქმები ცალ-ცალკე. საკონკურსო კომისია, შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კენჭისყრის საფუძველზე გამოვლენილ გამარჯვებულ კანდიდატებს (კონკურსის შედეგებს) კონკურსის დასრულებიდან არა უგვიანეს 7 დღისა დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს. აღნიშნული განმტკიცებულია ს----------–--------------------------------ის აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) გაერთიანებული სხდომის 2017 წლის 1---------------- დადგენილებით დამტკიცებული „ს----------–-------------------------------–ი აკადემიური პერსონალის სამსახურში მისაღებად შექმნილი საკონკურსო კომისიის მუშაობის რეგლამენტის“ მე-5 მუხლში. განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ ს----------–--------------------------------ის ტრანსპორტის, მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიების დარგობრივი საკონკურსო კომისიის 2017 წლის 0-------------- სხდომაზე (ოქმი №--) კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია თითოეული კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების სისრულის შესახებ, აგრეთვე კონკრეტული დეტალური ინფორმაცია: კონკურსანტის სამეცნიერო (აკადემიური) ხარისხის, გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიებისა და მონოგრაფიების რაოდენობის, გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოთა და მეთოდიკურ მითითებათა რაოდენობის, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის, დაპატენტებულ გამოგონებათა რაოდენობის, კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგებში მონაწილეობის, საგრანტო ან საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის, კონკურსანტის ხელმძღვანელობით დაცული დისერტაციებისა და ს----დენტების წარმატებული ნაშრომების რაოდენობის (თითოეული ეს მონაცემი ორგვარად - საერთო რაოდენობა და საანგარიშო პერიოდში ანუ 2013-2017 წლებში შესრულებული) შესახებ. ამასთან, კომისიის წევრებმა კონკურსანტებთან ჩატარებული გასაუბრებისა და მათ მიერ წაკითხული 10-15 წუთიანი ლექციის შედეგებზე მსჯელობის შემდეგ ჩაატარეს კენჭისყრა, სადაც კონკურსანტებმა მიიღეს ხმები შემდეგი რაოდენობით: ნ--------------ე 2 ხმა, დ---------–----ე 3 ხმა. ამავე სხდომაზე კომისიამ დაადგინა, რომ საგანთა ჯგუფში №-- პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს დ---------–----ე. ასევე, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ს----------–--------------------------------ის ტრანსპორტის, მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიების დარგობრივი საკონკურსო კომისიის 2017 წლის 0-------------- შემაჯამებელ სხდომაზე (ოქმი №--) კომისიის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ჩატარებული კონკურსის კენჭისყრების (№2-----------------------------წ. №2----------------, 25.08.2017წ. №4------------------- 29.08.2017წ. №6------------- 30.08.2017წ.) შედეგები და საბოლოოდ, პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულად გამოცხადდნენ სხვადასხვა კანდიდატები, მათ შორის საგანთა ჯგუფში №-- (200 სთ) - დ---------–----ე. კონკურსის შედეგები დადგენილ ვადაში წარდგენილი იქნა ს----------–--------------------------------ის აკადემიურ საბჭოში დასამტკიცებლად. საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ს----------–--------------------------------ის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 1-------------- №---- დადგენილებით დამტკიცდა 2017 წლის 0-----–---- გაზეთ „რ---------–-“ გამოქვეყნებულ ს----------–--------------------------------ის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები, კერძოდ, დარგობრივი საკონკურსო კომისიების მიერ კენჭისყრით გამოვლენილ გამარჯვებულ კანდიდატთა სია, თანდართული სახით. დადგენილია, რომ საგანთა ჯგუფში №-- პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა დ---------–----ე. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, კერძოდ, იქ შექმნილი საკონკურსო კომისია სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას მოქმედებდა კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კერძოდ, საკონკურსო კომისიამ თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით მოიძია ინფორმაცია და არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის აპელირება მესამე პირის მიერ ლექციების ხშირად გაცდენის თაობაზე, ასევე, ანკეტაში ყალბი მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით. საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, დ---------–----ის მიერ ჩატარებული ლექციების აღრიცხვა სრულყოფილად ვერ ხდებოდა ს----------–-------------------------------–ი აღრიცხვის აპარატის მეშვეობით. ხოლო რაც შეეხება ნაშრომს, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, საკონკურსო კომისიამ მითითებული გარემოება გამოიკვლია სრულად და იმის გათვალისწინებით, რომ იგი მოწონებული იქნა ს----------–--------------------------------ის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს მიერ და მინიჭებული ჰქონდა დარგის, სპეციალობის შესაბამისი უნიკალური კოდი - 6----------------, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო დამხმარე ტიპის სახელმძღვანელოს სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს დადებითი რეკომენდაციით თვლის გრიფირებულად, საკონკურსო კომისიამ სადავო ნაშრომი სწორად არ მიიჩნია ხარვეზად და მით უმეტეს, კონკურსანტის მიერ ანკეტაში ყალბი მონაცემების დაფიქსირებად. აღნიშნული ასევე დაადას----რეს საკონკურსო კომისიის წევრებმა სასამართლო სხდომებზე მოწმის სტატუსით გამოკითხვისას, კერძოდ, მათ განმარტეს, რომ ეს საკითხი სადავოდ გახდა მოსარჩელის მხრიდან და მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პრობლემად არ მიიჩნიეს ნაშრომის არაბეჭდური სახით არსებობის ფაქტი. მოწმეებმა ასევე აღნიშნეს, რომ საკონკურსო კომისიის წევრი გადაწყვეტილებას იღებდა ინდივიდუალურად, არსებული მონაცემების გათვალისწინებით და მცირე უპირატესობით გამარჯვებულად გამოცხადდა დ---------–----ე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერაბ ლომიძე