განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210114413565
საქმე №2ბ/3364-16
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები - გელა ქირია, ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი - თ----- ბლიაძე
აპელანტი - ააიპ ”-----------–----------–-------------------–----”, ლ-------–----–----ე, მი-------------ი, გ-------–--–--ე, ი-----------ე და დ----------–--ე
წარმომადგენელი - მ-------–-----ე
მოწინააღმდეგე მხარეე - გ---------------–-–---–ი, გ-------------–-----ე და გ--------–------–ი
წარმომადგენლები: ნ--- გ-----–-–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ორგანიზაციის წევრთა საერთო კრებებისა და გამგეობის წევრთა კრების ოქმების ბათილად ცნობა
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ---------------–-–---–ის, გ------- ჭ---–-----ის და გ--------–------–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი: ა) ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის (ს/ნ 2--------) წევრთა 2013 წლის 5 აგვისტოს საერთო კრების ოქმი №1; ბ) ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის (ს/ნ 2--------) წევრთა 2013 წლის 24 სექტემბრის საერთო კრების ოქმი №3; გ) ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის (ს/ნ 2--------) გამგეობის წევრთა 2013 წლის 14 ნოემბრის კრების ოქმი №4; დ) ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის (ს/ნ 2--------) გამგეობის წევრთა 2014 წლის 8 იანვრის კრების ოქმი №5.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. უდავოა, რომ სადავო გარიგებებიდან ”-----------–----------–-------------------–----”-ის წევრთა საერთო კრების ოქმი ნომრით 1, რომელიც თარიღდება 2013 წლის 5 აგვოსტოთი, არის შემდეგი შინაარსის:
კრებას ესწრებოდნენ ლ-------–----–----ე, ჯ-–----------–-------–--------------- წარმომადგენელი ნ-----–-- მე--------–---–ი, გ-----------ძე, ”-----------–----------–-------------–------ წარმომადგენელი თ----- რ---------–---–-, ”-----------–-------–----------–----------------–-------------------–-------–---–---ის” წარმომადგენელი თ----- ო----, ”-----------–---------------------–----------------–------–------ წარმომადგენელი მე--------–----ა, ”-----–----------------–---------------–--------------------- წარმომადგენელი ე-–--- ა-------ა, ”---------------–-------------------–---- პრეზიდენტის გ-------–--–--ის მინდობილი პირი (წარმომადგენელი) მ-------–-----ე, კ-------------------------–-------------------------- და განვითარების კავშირის ”------------ წარმომადგენელი თ--------–-------–---–ი, ”-----------–-------–----------–----------------–------------------- წარმომადგენელი ა------–----–---–ი, ქ------- ა----------, ი-----------, ზ--------------ი, ”-----------–--–---–----------–----------------–------–------ წარმომადგენელი ო-–--- კ-----–---–ია და ”-----------–----------–------------–------ პრეზიდენტი დ----------–--ე (ჯამში 15 პირი ან მისი წარმომადგენელი).
ამ შემადგენლობის დასწრება საკმარისი აღმოჩნდა იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ კრებას ესწრებოდა ორგანიზაციის წევრთა 2/3-ზე მეტი და შესაბამისად კრება ჩაითვალა გადაწყვეტილებაუნარიანად.
კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული გახლდათ ”-----------–----------–-------------------–-----ის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა. კრებაზე გამოცხადებულ პირთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით კრების თავმჯდომარედ არჩეული იქნა ზ---- ა----–---–ი, ხოლო მდივნად თ----- რ---------–---–-.
ლ-------–----–----ემ კრებას წარუდგინა ხედვა, თუ რატომ და რა შინაარსობრივი ცვლილება უნდა განეცადა ”-----------–----------–-------------------–----”-ის წესდებას, კრებამ მოიწონა ლ-------–----–----ის თვალსაზრისი და ერთხმად დაუჭირა მხარი შემდეგი სახის გადაწყვეტილებას - ”-----------–----------–-------------------–----”-ის სამართლებრივ ფორმად განისაზღვრა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ა(ა)იპ) და დადგინდა საზოგადოების წევრად მიღებისათვის სავალდებულო მოთხოვნები, კერძოდ, საზოგადოების წევრი შეიძლება გახდეს საქართველოში ლეგალურად არსებული კინოლოგიური ორგანიზაცია, რომელსაც აქვს კინოლოგად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, აღიარებს საზოგადოების წესდებას და წერილობით მიმართავს ფედერაციის გამგეობას წევრად მიღების მოთხოვნით. ამასთან, კვლავ ლ-------–----–----ის ინიციატივით განხილული იქნა წინადადება, რომ ორგანიზაციის პრეზიდენტს მიცემოდა უფლება წესდებაზე ერთპიროვნულად მოეხდინა ხელმოწერა. საკითხი კრებაზე დამსწრე პირთა ერთსულოვანი მხარდაჭერით გადაწყდა დადებითად და შესაბამისად, ”-----------–----------–-------------------–----”- ის პრეზიდენტს გ-----------ძეს მიენიჭა წესდებაზე ერთპიროვნულად ხელმოწერის უფლება. აღნიშნული ოქმი კრების თავმჯდომარის სტატუსით ხელმოწერილია ზ---- ა----–---–ის მიერ, ხოლო მდივნის სტატუსით ამ ოქმს ხელს აწერს თ----- რ---------–---–-. ხელმოწერები შესრულებულია 2013 წლის 6 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (იხ. ტ. 1, ს.ფ. 97-100).
2.2. უდავოა, რომ სადავო გარიგებებიდან ”-----------–-----------–-------------------–-------ის წევრთა საერთო კრების ოქმი ნომრით 3, რომელიც თარიღდება 2013 წლის 24 სექტემბრით, არის შემდეგი შინაარსის:
კრებას ესწრებოდნენ ლ-------–----–----ე, გ-----------ძე, ”-----------–-------–----------–----------------–-------------------–-------–---–---ის” წარმომადგენელი თ----- ო----, ”-----–-----------------–----------------–---------------------- წარმომადგენელი თ----- რ---------–---–-, ”ა-------------–-------------------–---” პრეზიდენტის გ-------–--–--ის მინდობილი პირი (წარმომადგენელი) მ----- ლ------, ზ---- ო-------ი, გ-------– პ----------, ს----------–----------–------------–---- ”-–--------–-------- წარმომადგენელი ქ------- თ------–---, ჯ-–----------–-------–--------------- წარმომადგენელი ნ-----–-- მე--------–---–ი, ”-----------–---------------------–----------------–------–------ წარმომადგენელი მე--------–----ა, კ-------------------------–-------------------------- და განვითარების კავშირის ”------------ წარმომადგენელი თ------ ც-------–---–-, კლუბი ”---------------- წარმომადგენელი მი-------------ი, ცენტრალური ქ----–---–----- პრეზიდენტი ი-----------, ”-----------–--–---–----------–----------------–------–------ წარმომადგენელი ო-–--- კ-----–---–ია და ძ----–----------------–-------------------–- კლუბის ”--------–-–--------- წარმომადგენელი ზ---- ა----–---–ი (ჯამში 15 პირი ან მისი წარმომადგენელი).
ამ შემადგენლობის დასწრება საკმარისი აღმოჩნდა იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ კრებას ესწრებოდა ორგანიზაციის წევრთა 2/3-ზე მეტი და შესაბამისად კრება ჩაითვალა გადაწყვეტილებაუნარიანად.
კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული გახლდათ შემდეგი საკითხების განხილვა: ა) ”-----------–----------–-------------------–----”-ის გამგეობის წევრების გამოწვევა და ახალი გამგეობის წევრების არჩევა; ბ) ”-----------–----------–-------------------–----”-ის პრეზიდენტის არჩევა; გ) ”-----------–----------–-------------------–----ის წესდებაში ცლილებებისა და დამატებების შეტანა; დ) ”-----------–----------–-------------------–----”-ის წევრების მიღება.
კრებაზე გამოცხადებულ პირთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით კრების თავმჯდომარედ არჩეული იქნა მ-------–-----ე, ხოლო მდივნად თ----- რ---------–---–-.
კრებაზე გამოცხადებულ პირთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით კრების დღის წესრიგით განსახილველ საკითხთა რიგითობაში შევიდა ცვლილება და პირველ საკითხად განხილული იქნა ორგანიზაციის წესდებაში ცლილებებისა და დამატებების შეტანა, მათ შორის, გამგეობის წევრთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებული წინადადება.
კრებაზე გამოცხადებულ პირთა ერთსულოვანი მხარდაჭერით მიღებული იქნა გადაწყვეტილება ”-----------–----------–-------------------–----”-ის წესდებაში ცლილების შეტანის თაობაზე და ორგანიზაციის გამგეობის წევრთა რაოდენობა გაიზარდა - 5 (ხუთი) წევრის ნაცვლად განისაზღვრა 7 (შვიდი) წევრით. ასევე კენჭი ეყარა ”-----------–----------–-------------------–----”-ის წევრად მიღების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით შემოთავაზებულ წინადადებას და დამსწრე პირთა ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით დამტკიცდა შემდეგი შინაარსის საწესდებო ცვლილება: საზოგადოების წევრი შეიძლება იყოს საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად არსებული კინოლოგიური ორგანიზაცია (იურიდიული პირი), რომელსაც აქვს კინოლოგად მუშაობის სულ მცირე 3 (სამი) წლის გამოცდილება, აღიარებს საზოგადოების წესდებას და წერილობითი განცხადებით მიმართავს საზოგადოების პრეზიდენტს, პრეზიდენტი წევრობის მსურველ კანდიდატს წარუდგენს გამგეობის წევრებსა და კომისიებს, კომისიების შუამდგომლობის შემდეგ გამგეობის წევრები განიხილავენ წევრად მიღების საკითხს, მაგრამ სავალდებულოა ახალ წევრს დაენიშნოს ერთი წლის გამოსაცდელი ვადა. საზოგადოების წევრად მიღება/გარიცხვაზე გადაწყვეტილებას იღებს საზოგადოების, ”-----------–-----------–-------------------–------ის გამგეობის კრება ხმათა უმრავლესობით.
გ-------– პ----------ს და ზ---- ა----–---–ის წინადადების შესაბამისად კენჭი ეყარა კომისიების შექმნის საკითხს და კრებაზე გამოცხადებულ პირთა ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით გადაწყდა, რომ შეიქმნას 5 (ხუთი) კომისია, მათ შორის, საკვალიფიკაციო, საგამოფენო, სარევიზიო, სანაშენე და სპორტული კომისიები. თითოეული კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა 3 (სამი) წევრით. კომისიის წევრთა არჩევის კომპენტენცია მიეკუთვნა ორგანიზაციის საერთო კრებას, რომელიც თითოეული კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისათვის არჩევანს აკეთებს ორგაზაციის წევრებიდან. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადად განისაზღვრა 3 (სამი) წელი. კომისიათა წევრები თავიანთი შემადგენლობებიდან ხმათა უმრავლესობით 1 (ერთი) წლის ვადით ირჩევენ კომისიათა თავმჯდომარეებს.
ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გამომსვლელთა წინადადებების გათვალისწინებით კენჭი ეყარა გამგეობის არსებული შემადგენლობიდან წევრთა გამოწვევისა და ახალი წევრების არჩევის საკითხებს. კენჭისყრის შედეგების შესაბამისად 14 (თოთხმეტი) ხმით გადაწყდა გ------- ჭ---–------------ გამგეობის წევრობის შეწყვეტისა და მისი გამგეობის შემადგენლობიდან გამოწვევის საკითხი, რაც შეეხებათ გ--------–------–ს, გ---------------–-–---–ს და ი----- ბ-------, მათი გამგეობის წევრობის შეწყვეტისა და გამგეობის შემადგენლობიდან გამოწვევა გადაწყდა ერთსულოვანი მხარდაჭერით. ასევე ერთსულოვანი გადაწყვეტილებით აირჩია კრებამ გამგეობის ახალი შემადგენლობა - ახლად არჩეული გამგეობის წევრები არიან: ლ-------–----–----ე, მი-------------ი, დ----------–--ე, გ-------–--–--ე, თ------ ც-------–---–- და ი-----------. გამგეობის წევრობა შეინარჩუნა გ-----------ძემ.
ლ-------–----–----ის წინადადების შესაბამისად კრებამ ერთსულოვნად გადაწყვიტა, რომ ახალი შემადგენლობის გამგეობის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებამდე ”-----------–----------–-------------------–----”-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაეკისროს გ-----------ძეს.
ი------------ წინადადების შესაბამისად კრების დღის წესრიგით გათალისწინებული მე-4 საკითხი - ”-----------–----------–-------------------–----”-ში ახალი წევრების მიღება მოიხსნა დღის წესრიგიდან იმ მოტივით, რომ ახალი საწესდებო ცვლილების შესაბამისად ამ საკითხზე მსჯელობა გამგეობის კომპენტენციაა.
ლ-------–----–----ის ინიციატივით განხილული იქნა წინადადება, რომ ორგანიზაციის პრეზიდენტს მიცემოდა უფლება წესდებაზე ერთპიროვნულად მოეხდინა ხელმოწერა. საკითხი კრებაზე დამსწრე პირთა ერთსულოვანი მხარდაჭერით გადაწყდა დადებითად და შესაბამისად, ”-----------–-----------–--------------------–-------ის პრეზიდენტს გ-----------ძეს მიენიჭა წესდებაზე ერთპიროვნულად ხელმოწერის უფლება.
”-----------–----------–-------------------–----”-ის წევრთა 2013 წლის 24 სექტემბრის საერთო კრების ოქმი № 3 კრების თავმჯდომარის სტატუსით ხელმოწერილია მ-------–-----ის მიერ, ხოლო მდივნის სტატუსით ამ ოქმს ხელს აწერს თ----- რ---------–---–-. ხელმოწერები შესრულებულია 2013 წლის 25 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (იხ. ტ. 1, ს.ფ. 132-139).
2.4. უდავოა, რომ 2013 წლის 25 სექტემბერს გ-----------ძემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინა ”-----------–----------–-------------------–----”-ის წევრთა 2013 წლის 24 სექტემბრის საერთო კრების №3 ოქმი, ამ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად რედაქტირებული წესდება და მოითხოვა ხსენებული ორგანიზაციის რეგისტრირებულ მონაცემებში ცლილების რეგისტრაცია. ამ განცხადებასთან დაკავშირებით მარეგისტრირებელმა ორგანომ 2013 წლის 26 სექტემბერს მიიღო №----------- გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენის შესახებ. საჯარო რეესტრმა განმარტა, რომ გ-----------ძე ითხოვს ”-----------–----------–-------------------–----”-ის წესდების ცვლილების რეგისტრაციას, თუმცა თანდართული დოკუმენტაციის თანახმად წესდების ცვლილებასთან ერთად ხდება საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების ცვლილებაც. ამ გარემოების გათვალისწინებით მარეგისტრირებელმა ორგანომ აუცილებლობად მიიჩნია განმცხადებლის მხრიდან მოთხოვნის დაზუსტება. ამასთან, საჯარო რეესტრმა ყურადღება გაამახვილა ახალი რედაქციის წესდებისათვის დამახასიათებელ ურთიერთშეუსაბამო მონაცემებზე. კერძოდ, საჯარო რეესტრის შეხედულებით რედაქტირებული წესდების 3.1. მუხლის დანაწესი შეუსაბამოა 3.4. მუხლით განსაზღვრული დანაწესისა - ერთ შემთხვევაში წესდება კრებას უფლებამოსილად მიიჩნევს დაიწყოს მუშაობა თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის 2/3, ხოლო მეორე შემთხვევაში კრება გადაწყვეტილებაუნარიანია წევრთა უმრავლესობის დასწრების პირობებში. მარეგისტრირებელმა ორგანომ ისიც აღნიშნა, რომ რედაქტირებული წესდების 1.3. მუხლში ”-----------–----------–-------------------–----”- ის ნაცვლად ორგანიზაციის სახელწოდებად მითითებულია ”-----------–----------–-------------------–--- და ასევე ის, რომ გამგეობის შემადგებლობაში შეყვანასთან დაკავშირებით არ დგინდებოდა გამგეობის ახალი შემადგენლობის წევრების ნება. ამ ხარვეზის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად საჯარო რეესტრს განმეორებით წარედგინა დოკუმენტები, თუმცა საჯარო რეესტრმა 2013 წლის 1 ოქტომბერს კვლავ მიიღო №----------- გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენის შესახებ. საბოლოოდ ხარვეზთა აღმოფხვრა შესაძლებელი გახდა 2013 წლის 3 ოქტომბრისათვის, ამ თარიღით მარეგისტრირებელმა ორგანომ გამოიტანა №------------ გადაწყვეტილება, დააკმაყოფილა გ---------------- განცხადება და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის გზით დარეგისტრირდა ”-----------–----------–-------------------–----”-ის გამგეობის ახალი შემადგენლობა - ლ-------–----–----ე, მი-------------ი, დ----------–--ე, გ-------–--–--ე, თ------ ც-------–---–- და ი------------. გამგეობის წევრობა შეინარჩუნა გ--------------- (იხ. ტ. 1, ს.ფ. 118-144, 147-191).
2.5. უდავოა, რომ სადავო გარიგებებიდან ”-----------–-----------–-------------------–------ის გამგეობის წევრთა 2013 წლის 14 ნოემბრის კრების ოქმი №4 არის შემდეგი შინაარსის:
გამგეობის ამ კრებას ესწრებოდნენ ”-----------–----------–-------------------–----”-ის წევრთა 2013 წლის 24 სექტემბრის საერთო კრების №3 ოქმით (ამ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით) განახლებული გამგეობის შემადგენლობის უკლებლივ ყველა წევრი - ლ-------–----–----ე, მ----------------, დ-----------–---, გ-------–--–--ე (უფრო სწორად მისი წარმომადგენელი მ-------–-----ე), თ------ ც-------–---–-, ი----------- და გ-----------ძე. გამგეობის კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შედეგად გამგეობის ყველა წევრის ერთსულოვანი მხარდაჭერით მიღებული იქნა შემდეგი შინაარსის გადაწყვეტილება:
”-----------–----------–-------------------–----” (ს/კ 2--------; რეგისტრაციის თარიღი - 2007 წლის 5 თებერვალი) შეერწყას ”-----------–----------–-------------------–---- (ს/კ 2--------; რეგისტრაციის თარიღი - 1998 წლის 23 დეკემბერი), რითაც ფუნქციონირებას შეწყვეტს ”-----------–----------–-------------------–----” და საქმიანობას გააგრძელებს ”-----------–-----------–-------------------–---- წესდება, გამგეობის წევრები და პრეზიდენტი დარჩა უცვლელად, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებად დარჩნენ: გ-----------ძე (გამგეობის წევრი/პრეზიდენტი (თავმჯდომარე)), ლ-------–----–----ე (გამგეობის წევრი), ი----------- (გამგეობის წევრი), ზ--------------ი (გამგეობის წევრი) და გ-------–--–--ე (გამგეობის წევრი) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 194-197).
2.6. უდავოა, რომ გ-----------ძემ ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის (ს/ნ 2--------) სახელით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინა აღნიშნული ორგანიზაციის გამგეობის წევრთა 2013 წლის 14 ნოემბრის კრების ოქმი №4 და მოითხოვა რეორგანიზაციის პროცესის დაწყების რეგისტრაცია. ამ განცხადებასთან (№---------) დაკავშირებით მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 2013 წლის 20 ნოემბერს მიღებული იქნა №----------- გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენის შესახებ. მარეგისტრირებელი ორგანოს განმარტებით ხარვეზთა არსი მდგომარეობა შემდეგში: ა) გამგეობის წევრთა კრების ოქმზე ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის (ს/ნ 2--------) გამგეობის წევრის გ-------–--–--ის სახელით მონაწილეობს მისი მინდობილი პირი მ-------–-----ე, მაგრამ №--------- განცხადებაზე წარმოდგენილი მინდობილობის (დამოწმებული 2013 წლის 22 ივლისს ნოტარიუს ვ--–---- ნ------ მიერ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------) მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ვერ დგინდება მ----- ლ-------, როგორც ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის გამგეობის წევრ გ-------–--–--ის მინდობილი პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ამ გარემოების გათვალისწინებით მარეგისტრირებელმა ორგანომ საჭიროდ ჩათვალა მისთვის დამატებით მ----- ლ------- უფლებამოსილების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა; ბ) სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციიდან არ დგინდება ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–----”-ს (ს/ნ 2--------) ჰყავს თუ არა კრედიტორები. ამ გარემოების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის 11 ნაწილის, ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-144 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების დანაწესთა გათვალისწინებით მარეგისტრირებელმა ორგანომ განმცხადებელს მიუთითა, რომ კრედიტორების არსებობის შემთხვევაში დამატებით წარმოსადგენია ინფორმაცია ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის (ს/ნ 2--------) ყველა ცნობილი კრედიტორის და მათი დაკმაყოფილების ვადების თაობაზე. ამ ხარვეზთა აღმოსაფხვრელად განმცხადებელს მიეცა 30 კალენდარული დღის ვადა და ამ ვადით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, თუმცა ვადის უშედეგოდ გასვლისა და ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო 2013 წლის 23 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო №----------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 199-202, 207).
2.7. უდავოა, რომ 2014 წლის 8 იანვარს კვლავ შეიკრიბა კრებაზე ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის გამგეობა - ლ-------–----–----ე, მი-------------ი, დ----------–--ე, თ------ ც-------–---–-, ი-----------, გ-----------ძე და გ-------–--–--ის მინდობილი პირი მ-------–-----ე. ამ კრების მიმდინარეობა და შინაარსი დაფიქსირდა ოქმით, რომლის ნომერიცაა 5. აღნიშნული გამგეობის კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი, კრებაზე კვლავ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების მიღების მოტივაცია იგივეა, რაც ”-----------–----------–-------------------–----”-ის გამგეობის წევრთა 2013 წლის 14 ნოემბრის კრების №4 ოქმში გადმოცემული შინაარსი. კერძოდ, ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის გამგეობის წევრთა კრების №5 ოქმის თანახმად, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის დადებითად გადაწყვეტის გზით გამგეობამ მიიღო შემდეგი შინაარსის გადაწყვეტილება: ”-----------–----------–-------------------–----” (ს/კ 2--------; რეგისტრაციის თარიღი - 2007 წლის 5 თებერვალი) შეერწყას ”-----------–----------–-------------------–---- (ს/კ 2--------; რეგისტრაციის თარიღი - 1998 წლის 23 დეკემბერი), რითაც ფუნქციონირებას შეწყვეტს ”-----------–----------–-------------------–----” და საქმიანობას გააგრძელებს ”-----------–----------–-------------------–---. წესდება, გამგეობის წევრები და პრეზიდენტი დარჩა უცვლელად, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირები არიან: გ-----------ძე (გამგეობის წევრი/პრეზიდენტი (თავმჯდომარე)), ლ-------–----–----ე (გამგეობის წევრი), ი----------- (გამგეობის წევრი), ზ--------------ი (გამგეობის წევრი) და გ-------–--–--ე (გამგეობის წევრი) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 215-219).
2.8. უდავოა, რომ ”-----------–----------–-------------------–---- (ს/კ 2--------; რეგისტრაციის თარიღი - 1998 წლის 23 დეკემბერი), რომელთან შერწყმის გადაწყვეტილებაც მიიღო ”-----------–----------–-------------------–----”-ის (ს/კ 2--------; რეგისტრაციის თარიღი - 2007 წლის 5 თებერვალი) გამგეობამ, სახელმწიფოს წინაშე აქვს საგადასახადო ვალდებულებები და მისი აქტივების მიმართ გამოყენებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა (იხ. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან - ტ. 1, ს.ფ. 224-226).
2.9. უდავოა, რომ გ--------------- 2013 წლის 31 დეკემბერს კვლავ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის გამგეობის წევრთა 2014 წლის 8 იანვრის კრების №5 ოქმის საფუძველზე მოითხოვა ხსენებული ორგანიზაციის რეორგანიზაციის (შერწყმის) პროცესის დაწყების რეგისტრაცია, რაც მარეგისტრირებელმა ორგანომ დააკმაყოფილა 2014 წლის 10 იანვრის №----------- გადაწყვეტილებით და 2014 წლის 20 იანვარს გასცა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, სადაც უკვე დაფიქსირებულია, რომ ა------------------–----------–-------------------–--------- (ს/კ 2--------) მიმართ დაწყებულია (მიმდინარეობს) რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ 2014 წლის 23 იანვრის განჩინებით შეჩერდა განსახილველი დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 221-223, 233-236).
2.10. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელეები გ--------–------–ი, გ---------------–-–---–ი და გ------- ჭ---–-----ე არიან ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის (ს/კ 2--------) წევრები. მათგან გ--------–------–ი ი----- ბ-------თან, ლ-------–----–----ისთან, ნ---- ლ--------სთან და ზ--------------თან ერთად გახლავთ ხსენებული ორგანიზაციის დაფუძნების მიზნით 2006 წლის 11 დეკემბერს ჩატარებული დამუძნებელთა საერთო კრების, ამ კრების შედეგად გაფორმებულ გარიგების - კავშირი ”-----------–----------–-------------------–----”-ის დამფუძნებელთა საერთო კრების №1 ოქმის (ხელმოწერის ნამდვილობის ნოტარიულად დამოწმების თარიღი 2007 წლის 11 იანვარი, რეესტრში რეგისტრაციის ნომერი - 1-141, ნოტარიუსი ბ---- ს-------ე) მონაწილე პირი. ამასთან, გ--------–------–ი, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხელს აწერს მარეგისტრირებელ ორგანოში 2007 წლის 5 თებერვლიდან რეგისტრირებული ”-----------–----------–-------------------–----”-ის (ს/კ 2--------) დამფუძნებელთა 2006 წლის 11 დეკემბრის საერთო კრების საფუძველზე და მისი აღსრულების მიზნით 2007 წლის 23 იანვარს შედგენილ სარეგისტრაციო განაცხადს (რეესტრში რეგისტრაციის №1-350, ნოტარიუსი ბ---- ს-------ე). ამდენად, გ------- შ------–- არის ”-----------–-----------–-------------------–-------ის (ს/კ 2--------) ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი, ხოლო რაც შეეხებათ გ------- ჭ---–-----ესა და გ---------------–-–---–ს, ისინი ამ ორგანიზაციის წევრების სტატუსით წევრთა საერთო კრების საქმიანობაში მონაწილეობას იღებენ ორგანიზაციის დაფუძნებიდან უკვე რიგით მე-2 კრებაში. საგულისხმოა, რომ გ------- ჭ---–-----ე და გ---------------–-–---–ი, როგორც ”-----------–----------–-------------------–----”-ის წევრები, ”-----------–----------–-------------------–----”-ის წევრთა №2 საერთო კერბაში მონაწილეობდნენ უკლებლივ ყველა დამფუძნებელი წევრის თანდასწრებითა და მათთან ერთად, რაც კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის მხარეთა შორის იმ ისედაც უდავო გარემოების არსებობას, რომ გ---------------–-–---–ი და გ------- ჭ---–-----ე ჯერ კიდევ 2007 წლის 20 აგვისტოდან არიან ”-----------–----------–-------------------–----”-ის წევრები და დღემდე ინარჩუნებენ აღნიშნული ორგანიზაციის წევრობას (იხ. ტ. 1, ს.ფ. 36-66, მოისმინეთ სასამართლო სხდომის ოქმთა უდიო ჩანაწერები).
დადგენილი სადავო გარემოებები
2.11. მოპასუხე მხარემ იმის სამტკიცებლად, რომ ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის (ს/ნ 2--------) წევრებს წარმოადგენენ ცალკეული იურიდიული პირები, წარმოადგინა შემდეგი სახის დოკუმენტები:
ა) ”-----------–----------–-------------------–----”-სა და ”-----------–-----------------–----” შორის 2011 წლის 20 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება. მას ”-----------–----------–-------------------–----”-ის სახელით ხელს აწერენ პრეზიდენტი გ-----------ძე და აღმასრულებელი მდივანი ა--------ა ჩ--------, ხოლო ”-----------–-----------------–----ს” სახელით მისი პრეზიდენტი ს------ შ-------- და ვიცე-პრეზიდენტი გ------- კ-----–--–---–ი. ამ ხელშეკრულებით ”-----------–-----------------–----” მიენიჭა ”-----------–----------–-------------------–----”-ის წევრის სტატუსი და შემდგომი თანამშრომლობისათვის განისაზღვრა ამ ორი მხარის უფლება-მოვალეობები (იხ. ხელშეკრულების 1 პუნქტი, ტ. 1, ს.ფ. 320-322);
ბ) ”-----------–----------–-------------------–----”-სა და ”---–----------–----------------–-------------------–-------–---–----- შორის 2007 წლის 23 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება. მას ”-----------–----------–-------------------–----”-ის სახელით ხელს აწერს პრეზიდენტი ი----- ბ------, ხოლო ”---–----------–----------------–-------------------–-------–---–------ სახელით მისი პრეზიდენტი ლ-------–- ბ-–-----. ამ ხელშეკრულებით ”---–-----------–----------------–---------------------–---------–-----–----- მიენიჭა ”-----------–----------–-------------------–----”-ის წევრის სტატუსი თანახმად გამგეობის წევრთა 2007 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებისა და შემდგომი თანამშრომლობისათვის განისაზღვრა ამ ორი მხარის უფლება-მოვალეობები (იხ. ხელშეკრულების 1 პუნქტი, ტ. 1, ს.ფ. 323-325);
გ) ”-----------–----------–-------------------–----”-სა და ”-----–----------------–---------------–--------------------- შორის 2007 წლის 23 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება. მას ”-----------–----------–-------------------–-------ის სახელით ხელს აწერს პრეზიდენტი ი----- ბ------, ხოლო ”-----–----------------–---------------–--------------------- სახელით მისი პრეზიდენტი ი-----------. ამ ხელშეკრულებით ”-----–----------------–---------------–--------------------- მიენიჭა ”-----------–----------–-------------------–----”-ის წევრის სტატუსი თანახმად გამგეობის წევრთა 2007 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებისა და შემდგომი თანამშრომლობისათვის განისაზღვრა ამ ორი მხარის უფლება-მოვალეობები (იხ. ხელშეკრულების 1 პუნქტი, ტ. 1, ს.ფ. 326-328);
დ) ”-----------–----------–-------------------–----”-სა და კავშირს სახელწოდებით ”-------------------------------------------------------- შორის 2007 წლის 23 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება. მას ”-----------–----------–-------------------–----”-ის სახელით ხელს აწერს პრეზიდენტი ი----- ბ------, ხოლო კავშირის სახელწოდებით ”-------------------------------------------------------- სახელით მისი პრეზიდენტი გ-----------ძე. ამ ხელშეკრულებით კავშირს სახელწოდებით ”---------------------------------------------------------------- მიენიჭა ”-----------–----------–-------------------–----”-ის წევრის სტატუსი თანახმად გამგეობის წევრთა 2007 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებისა და შემდგომი თანამშრომლობისათვის განისაზღვრა ამ ორი მხარის უფლება-მოვალეობები (იხ. ხელშეკრულების 1 პუნქტი, ტ. 1, ს.ფ. 329-331);
ე) ”-----------–----------–-------------------–----”-სა და ა(ა)იპ ”--–------------------- შორის 2012 წლის 10 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება. მას ”-----------–-----------–-------------------–------ის სახელით ხელს აწერენ პრეზიდენტი გ-----------ძე და აღმასრულებელი მდივანი ა--------ა ჩ-------, ხოლო ა(ა)იპ ”--–-------------------- სახელით მისი თავმჯდომარე მი-------------ი. ამ ხელშეკრულებით ”-----------–-----------------–----” მიენიჭა ”-----------–----------–-------------------–----”-ის წევრის სტატუსი და შემდგომი თანამშრომლობისათვის განისაზღვრა ამ ორი მხარის უფლება-მოვალეობები (იხ. ხელშეკრულების 1 პუნქტი, ტ. მე-2, ს.ფ. 19-21);
ვ) სს ”-----------–----------- მიერ გაცემული ნაერთი ამონაწერები ”-----------–----------–-------------------–----”-ის პირადი ანგარიშიდან, რომლებიც მოიცავენ 2008-2010 და 2012 წლების პერიოდებს. ამ ამონაწერებით დასტურდება, რომ საწევრო შენატანის სახით რეგიონალურ კავშირს ”----------------------------------–-----------–------------------–----, შპს ”დ---- გ-------ს”, ”---–------------–------------------–---------------------–---------–---–------ ”-----------–-------------------–------ თ---------- ც-------–---–ს და მან--- გუ-–-------ას სხვადასხვა დროს ”-----------–----------–-------------------–----”-ისათვის გადახდილი აქვთ სხვადასხვა თანხები (იხ. ტ. მე-2, ს.ფ. 22-34).
საქმეში წარმოდგენილი ყველა ის დოკუმენტი (ე.წ. სარეგისტრაციო განაცხადი ან წესდება), რომელიც ასახავს ”-----------–----------–-------------------–----”-ის, მისი წევრების, მართვისა და ხელძღვანელობის ორგანოთა საქმიანობისა და მოქმედების მარეგლამენტირებელ წესებს და წარმოდგენილია საქმეში, მიუხედავად სხვადასხვა დროს განხორციელებული ცვლილებებისა, ყოველთვის ითვალისწინებდა გამგეობის კომპენტენციას მასზედ, რომ საზოგადოების წევრად პირის მიღების შესახებ გადაწყვეტილება გამგეობის უფლებამოსილების საგანია (იხ.: ა) სარეგისტრაციო განაცხადის (ხელმოწერის ნამდვილობის ნოტარიულად დამოწმების თარიღი - 2007 წლის 23 იანვარი, ნოტარიუსი ბ---- ს-------ე; ტ. 1, ს.ფ. 55-63) თავი სათაურით ”---–------------------, მის მე-3 პუნქტში არსებული ჩამონათვ--–----ნ მე-7 დანაწესი; ბ) სარეგისტრაციო განაცხადის (ხელმოწერის ნამდვილობის ნოტარიულად დამოწმების თარიღი - 2007 წლის 27 აგვისტო, ნოტარიუსი ბ---- ს-------ე; ტ. 1, ს.ფ. 36-44) თავი სათაურით ”კ--–----------------- მის მე-3 პუნქტში არსებული ჩამონათვ--–----ნ მე-7 დანაწესი; გ) 2013 წლის 25 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მისი თანამშრომლის თანდასწრებით გ--------------- მიერ ხელმოწერილი წესდების მე-7 მუხლის 7.1. პუნქტის ბოლო წინადადება (ტ. 1, ს.ფ. 119-131); დ) 2013 წლის 30 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მისი თანამშრომლის თანდასწრებით გ--------------- მიერ ხელმოწერილი წესდების მე-7 მუხლის 7.1. პუნქტის ბოლო წინადადება (ტ. 1, ს.ფ. 152-164)). ამდენად, ფაქტი იმის თაობაზე, რომ ”-----------–----------–-------------------–----”-ში გაწევრიანება შესაძლებელია მხოლოდ გამგეობის შესაბამისი გადაწყვეტილების შედეგად, დადასტურებულია.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მტკიცება, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულებები ან თუნდაც საწევრო შენატანის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან) შეცვლის ან სულაც უტოლდება გამგეობის წევრთა გადაწყვეტილებას. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ გამგეობა არის საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი კოლეგიური ორგანო, მისი სხდომები მოიწვევა საწესდებო დანაწესით იმპერატიულად გაწერილი წესების დაცვით და ამასთან, გამგეობის გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უმრავლესობით. წარმოდგენილ ხელშეკრულებებში კი გამოვლენილია მხოლოდ საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის (პრეზიდენტის) ნება, რომელიც მხოლოდ ერთი წევრია გამგეობისა. მართალია იმ ხელშეკრულებებში, სადაც ი----- ბ------, როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტი გვევლინება ”-----------–----------–-------------------–----”-ის მხრიდან ხელმომწერად, მითითებულია, რომ ხელშეკრულებით კონტრაგენტის ”-----------–----------–-------------------–----”-ში წევრობის აღიარება განპირობებულია გამგეობის წევრთა 2007 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ვერცერთმა მოპასუხემ, მათ შორის თავად ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–-------მა, ვერ უზრუნველყო სასამართლოსათვის გამგეობის ხსენებული გადაწყვეტილების წარდგენა. შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით მასზე განაწილებული მტკიცების ვალდებულების შესრულება და ვერ დაადასტურა, რომ ”-----------–----------–-------------------–----”-ის წევრთა 2013 წლის 5 აგვოსტოს და 2013 წლის 24 სექტემბრის საერთო კრებებზე წევრების სტატუსით მონაწილე პირებიდან (ჯიშიანი ძაღლების კლუბი ”ფ-----”, ”-----------–----------–-------------–-----, ”-----------–-------–----------–----------------–-------------------–-------–---–---ი”, ”-----------–---------------------–----------------–------–-----, ”-----–----------------–---------------–-------------------”, ”--------------–-------------------–---, კ---------------------------–------------------------------------------------ კავშირი ”-----------, ”ს----------–-------–----------–----------------–-----------------”, ქ------- ა----------, ი------------, ”-----------–--–----–----------–----------------–------–-----, ”-----------–----------–------------–-----, ს----------–----------–------------–---- ”-–--------–-------, კლუბი ”---------------, ”–--------–---------------–---–-----, ”-----------–--–-----–------------–------------------–--------–----- და ძ----–------------------–-------------------–----–---- ”--------–-–------ი”) რომელიმე არის ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის (ს/ნ 2--------) წევრი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ”-----------–----------–-------------------–----”-ის წევრთა 2013 წლის 5 აგვოსტოს საერთო კრებას ამ ორგანიზაციის წევრებიდან ესწრებოდნენ მხოლოდ გ--------------, ლ-------–- ბ-–----- და ზ--------------ი, ხოლო რაც შეეხება 24 სექტემბრის საერთო კრებას, მას წევრებიდან გ-----------ძესთან, ლ-------–----–----ესთან და ზ--------------თან ერთად ესწრებოდა გ-------– პ----------.
2.12. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ა(ა)იპ ”-----------–-----------–-------------------–-------ის (ს/ნ 2--------) დამფუძნებელი წევრები არიან ი----- ბ------, გ--------–------–ი, ლ-------–----–----ე, ნ---- ლ-------- და ზ--------------ი და მათთან ერთად, მათივე ნების შესაბამისად ხუთწევრიანი ერთობის პირობებში დაფუძნებული საზოგადოების წევრთა უკვე მე-2, 2007 წლის 20 აგვისტოს საერთო კრებაში მონაწილეობას იღებდნენ გ-----------ძე, გ------- ჭ---–-----ე, ე-–--- ჭ-------, გ-------– პ----------, ა-–---------- ქ---–---–- და გ---------------–-–---–ი და ამასთან სადავო არ არის ამ პირთა მოპასუხე საზოგადოებაში წევრობის ფაქტი, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა პირთა წევრობა არ დადასტურდა, სასამართლოს უჩნდება რწმენა, რომ ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–----” (ს/ნ 2--------) აერთიანებს მხოლოდ ზემოთჩამოთვლილ ფიზიკურ პირებს - 11 წევრს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. სასმართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს მისი წესდებით (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით), რომელიც საჭიროებს სათანადო წესით დამოწმებას.
სასამართლომ იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არაა წარმოდგენილი მოპასუხე ორგანიზაციის წევრთა სადავო კრების ოქმებამდე ჩატარებული წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილება, რომლითაც დამტკიცდებოდა წესდებაში (ე.წ. სარეგისტრაციო განაცხადში) ცვლილებათა თუ დამატებათა შეტანა, ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–----” -ის (ს/ნ 2--------) სახელმძღვანელო, საწესდებო დოკუმეტად განიხილავს ორგანიზაციის დამფუძნებელ წევრთა მიერ ხელმოწერილ სარეგისტრაციო განაცხადს (ხელმომწერთა ხელმოწერების ნამდვილობის სანოტარო ფორმით დამოწმების თარიღი 2007 წლის 23 იანვარი, სანოტარო მოქმედებათა რეესტრში რეგისტრაციის №1-350, ნოტარიუსი ბ---- ს-------ე; ტ. 1, ს.ფ. 55-63).
ამ დოკუმენტით განსაზღვრულია მოპასუხე ორგანიზაციის ორგანიზაციული სტრუქტურა, საერთო კრების მოწვევის, ჩატარების და გადაწყვეტილებათა მიღების წესები და ასევე საერთო კრების კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხთა ჩამონათვალი. თავში, რომელიც დასათაურებულია ”---–-----------------–----–------------------------------------, გადმოცემულია შემდეგი შინაარსის პირველი პუნქტი: კავშირის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა კავშირის წევრთა საერთო კრება, რომელიც კავშირის გამგეობის მიერ მოიწვევა, სულ ცოტა, წელიწადში ერთხელ მაინც, ან როცა ამას კავშირის ინტერესები მოითხოვს. კრება უფლებამოსილია დაიწყოს მუშაობა, თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კავშირის წევრთა 2/3. იმ შემთხვევაში, თუ კრება აღმოჩნდა გადაწყვეტილებაუუნარო, მაშინ იგი განმეორებით მოიწვევა 7 დღის შემდეგ იგივე წესითა და იგივე დღის წესრიგით. განმეორებითი კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია წევრთა ნახევარი მაინც. ყველა დამსწრე წევრს აქვს თითო ხმა.
დადგენილია, რომ ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის (ს/ნ 2--------) წევრთა რაოდენობა არის 11, თუმცა ამ ორგანიზაციის წევრთა 2013 წლის 5 აგვისტოს და 24 სექტემბრის საერთო კრებებს ერთ შემთხვაში ესწრებოდა საზოგადოების მხოლოდ 3, ხოლო მე-2 შემთხვევაში მხოლოდ 4 წევრი. შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ ორივე კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის საწესდებო დანაწესით განსაზღვრულ გადაწყვეტილებათა მიღების წესს, საერთო კრების გადაწყვეტილებაუნარიონობისათვის დადგენილ დანაწესს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სწორედ ამ ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი განაპირობებს საწესდებო დანაწესთა უგულებელყოფით მიღებული გადაწყვეტილებების (გარიგებების) შედეგუუნარობას და ააიპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის წევრთა 2013 წლის 5 აგვისტოს საერთო კრების №1 ოქმისა და 2013 წლის 24 სექტემბრის საერთო კრების №3 ოქმის ბათილად ცნობას.
2.9. დადგენილია, რომ ააიპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის წევრთა უკანონო, ბათილი გარიგების შედეგად გამოხატული ნების საფუძველზე მარეგისტრირებელ ორგანოში დარეგისტრირდა აღნიშნული ორგანიზაციის გამგეობის განახლებული (შეცვლილი) შემადგენლობა. უნდა ითქვას, რომ ბათილი, შედეგუუნარო გარიგებების საფუძველზე რეგისტრირებულ გამგეობის შემადგენლობას არ აქვს სამართლებრივი ლეგიტიმაცია. შესაბამისად, ასეთი შემადგენლობის გამგეობის, როგორც არაუფლებამოსილ პირთა ერთიანობით მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, არარა, უცილოდ ბათილი გარიგებებია თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესისა.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ააიპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის გამგეობის წევრთა 2013 წლის 14 ნოემბრის კრების №4 ოქმში და 2014 წლის 8 იანვრის კრების №5 ოქმში დაფიქსირებული გადაწყვეტილებების მიღებისას (ორივე შემთხვევაში გამგეობის სადავო გადაწყვეტილებები მიზნად ისახვდა ააიპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის (ს/ნ 2--------) ააიპ ”-----------–----------–-------------------–-------- (ს/ნ 2--------) შერწყმას) გაუთვალისწინებელი დარჩა სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის 11 ნაწილის, ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-5 პუნქტის ”კ” ქვეპუნქტის, მე-144 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 პუნქტის დანაწესები და საზოგადოების მოქმედი წესდების (სარეგისტრაციო განაცხადის) რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის დამდგენი წესი.
”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-144 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს რეორგანიზაციის სახეებს, მათ შორის, გარდაქმნასთან (სამართლებრივი ფორმის ცვლილებასთან), გაყოფასთან (გაყოფა/გამოყოფასთან) ერთად რეორგანიზაციის ისეთ სახეს, როგორიცაა შერწყმა (გაერთიანება/მიერთება).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა), შერწყმა (გაერთიანება, მიერთება) და ლიკვიდაცია ხორციელდება მეწარმე სუბიექტის ლიკვიდაციისათვის/რეორგანიზაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავის მხრივ, ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-5 პუნქტის ”კ” ქვეპუნქტი საწარმოს რეორგანიზაცია/ლიკვიდაციაზე გადაწყვეტილებების მიღების კომპენტენციას მიაკუთვნებს პარტნიორთა კრებას, რაც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ა(ა)იპ-ის წევრთა საერთო კრებას. იგივეს მოწმობს თავად ააიპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის (ს/ნ 2--------) წესდებაც - ე.წ. სარეგისტრაციო განაცხადიც (ხელმომწერთა ხელმოწერების ნამდვილობის სანოტარო ფორმით დამოწმების თარიღი 2007 წლის 23 იანვარი, სანოტარო მოქმედებათა რეესტრში რეგისტრაციის №1-350, ნოტარიუსი ბ---- ს-------ე; ტ. 1, ს.ფ. 55-63).
ამ ნორმების გათვალისწინებით შესაძლებელია ითქვას, რომ ლეგიტიმური შემადგენლობის გამგეობის არსებობის შემთხვევაშიც კი, იმის გამო, რომ გამგეობამ პრაქტიკულად მიითვისა წევრთა საერთო კრების კომპენტენციით განპირობებული უფლებამოსილება, სახეზე გვაქვს კანონის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილებები, რაც ასევე აქცევს ააიპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის გამგეობის წევრთა 2013 წლის 14 ნოემბრის კრების №4 ოქმში და 2014 წლის 8 იანვრის კრების №5 ოქმში დაფიქსირებული გადაწყვეტილებებს ბათილ, არარა გარიგებებად.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის განმარტებას და "-----------–----------–-------------------–-----ის 2007 წლის 20 აგვისტოს საერთო კრების ოქმს და უპირობოდ დაადგინა რომ "-----------–----------–-------------------–---- შედგება 11 წევრისაგან. რაც არაწორად მიიჩნია დადგენილად და მხოლოდ და მხოლოდ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება.
აპელანტის მითითებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არამქონედ, ხელშეკრულებები:
1) ს----------–----------–-------------------–----სა და ს----------–-----------------–---ს შორის;
2)ს----------–----------–-------------------–--- სა და ჯ-–----------–----------------–-------------------–-------–---–---ს შორის;
3)ს----------–----------–-------------------–--- სა და ძა---–----------------–-------------------ს შორის;
4)ს----------–----------–-------------------–--- სა და კ-----------------------------------ა და განვითარების კავშირს შორის;
5)საქართველოს კ-----–-------------------–--- სა და კ-–---------------ს შორის;
აღსანიშნავია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აღნიშნული ხელშეკრულებების უმრავლესობა დადებულია 2007 წელს და საქართველოს კ-----–------------------–--- ს წარმოადგენს მისი დამფუძნებელი და პრეზიდენტი ი----- ბ------.
ასევე სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ და არასწორი შეფასება მისცა იმ გარემოებებს რომ მოპასუხეთა მხრიდან წარდგენილი იყო საქართველოს ბანკის საბანკო ამონაწერები, სადაც დადასტურებულია რომ ს----------–----------–-------------------–----ის ანგარისზე საბანკო ანგარიშსწორებით გადახდილია მასში შემავალი წევრ-სუბიექტების წლიური საწევრო გადასახადები. თუმცა სასამართლომ აღნიშნულ გარემოებებს მისცა არაწორი შეფასება და ასახა მის გადაწყვეტილებაში. ყოველი შესრულება მიუთითებს ვალდებულების არსებობაზე, თუ სუბიექტი არ იყო ს----------–----------–-------------------–---“ ის წევრი რატომ იხდიდა საწევრო შენატანებს?! ასევე აღსანიშნავია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სასამართლო თავის გადაწყვეტილება აგებულია და დამყარებელი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კინოლოგიური" -ის 2007 წლის 20 აგვისტოს საერთო კრების ოქმზე, რომელიც ინახება სამეწარმეო რეესტრში იმის გათვალისწინებით რომ აღნიშნული ოქმით შეიცვალა გამგეობის წევრთა შემადგენლობა. გარდა აღნიშნული ოქმისა აღნიშნული 11 წევრის (გარდა დამფუძნებლებისა) წევრად მიღების საკითხის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს. გარდა ამისა ოქმში არ არის მითითება კრებას ესწრებოდა ყველა წევრი თუ რომელიმე წევრი არ ესწრებოდა.
აპელანტის მოსაზრებით, ერთადერთი რაც საკმარისი აღმოჩნდა სარჩელის დასაკმაყოფილებლად გახლავთ 2007 წლის 20 აგვისტოს ს----------–----------–-------------------–----‘’-ის საერთო კრების ოქმი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (წინამდებარე განჩინების 2.1. – 2.11. პუნქტები).
4.2. ”-----------–----------–-------------------–----”-ის წევრთა 2013 წლის 5 აგვისტოს საერთო კრების ოქმში ნომრით 1, მითითებულია, რომ კრებას ესწრებოდნენ ლ-------–----–----ე, ჯ-–----------–-------–--------------- წარმომადგენელი ნ-----–-- მე--------–---–ი, გ-----------ძე, ”-----------–----------–-------------–------ წარმომადგენელი თ----- რ---------–---–-, ”-----------–-------–----------–----------------–-------------------–-------–---–---ის” წარმომადგენელი თ----- ო----, ”-----------–---------------------–----------------–------–------ წარმომადგენელი მე--------–----ა, ”-----–----------------–---------------–--------------------- წარმომადგენელი ე-–--- ა-------ა, ”---------------–-------------------–---- პრეზიდენტის გ-------–--–--ის მინდობილი პირი (წარმომადგენელი) მ-------–-----ე, კ-------------------------–-------------------------- და განვითარების კავშირის ”------------ წარმომადგენელი თ--------–-------–---–ი, ”-----------–-------–----------–----------------–------------------- წარმომადგენელი ა------–----–---–ი, ქ------- ა----------, ი-----------, ზ--------------ი, ”-----------–--–---–----------–----------------–------–------ წარმომადგენელი ო-–--- კ-----–---–ია და ”-----------–----------–------------–------ პრეზიდენტი დ----------–--ე (ჯამში 15 პირი ან მისი წარმომადგენელი).
აღნიშნული შემადგენლობის დასწრების შედეგად მითითებულია, რომ კრებას ესწრებოდა ორგანიზაციის წევრთა 2/3-ზე მეტი და შესაბამისად კრება ჩაითვალა გადაწყვეტილებაუნარიანად.
- კრებაზე გამოცხადებულ პირთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით კრების თავმჯდომარედ არჩეული იქნა ზ---- ა----–---–ი, ხოლო მდივნად თ----- რ---------–---–-.
- ლ-------–----–----ემ კრებას წარუდგინა თვალსაზრისი და ერთხმად დაუჭირა მხარი შემდეგი სახის გადაწყვეტილებას - ”-----------–----------–-------------------–----”-ის სამართლებრივ ფორმად განისაზღვრა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ა(ა)იპ) და დადგინდა საზოგადოების წევრად მიღებისათვის სავალდებულო მოთხოვნები, კერძოდ, საზოგადოების წევრი შეიძლება გახდეს საქართველოში ლეგალურად არსებული კინოლოგიური ორგანიზაცია, რომელსაც აქვს კინოლოგად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, აღიარებს საზოგადოების წესდებას და წერილობით მიმართავს ფედერაციის გამგეობას წევრად მიღების მოთხოვნით.
- ლ-------–----–----ის ინიციატივით ასევე, განხილული იქნა წინადადება, რომ ორგანიზაციის პრეზიდენტს მიცემოდა უფლება წესდებაზე ერთპიროვნულად მოეხდინა ხელმოწერა. საკითხი კრებაზე დამსწრე პირთა ერთსულოვანი მხარდაჭერით გადაწყდა დადებითად და შესაბამისად, ”-----------–----------–-------------------–----”- ის პრეზიდენტს გ-----------ძეს მიენიჭა წესდებაზე ერთპიროვნულად ხელმოწერის უფლება. აღნიშნული ოქმი კრების თავმჯდომარის სტატუსით ხელმოწერილია ზ---- ა----–---–ის მიერ, ხოლო მდივნის სტატუსით ამ ოქმს ხელს აწერს თ----- რ---------–---–-. ხელმოწერები შესრულებულია 2013 წლის 6 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (იხ. ტ. I, ს.ფ. 97-100).
4.2. 2013 წლის 24 სექტემბრის ”-----------–-----------–-------------------–-------ის წევრთა საერთო კრების ოქმში, ნომრით 3, მითითებულია, რომ კრებას ესწრებოდნენ ლ-------–----–----ე, გ-----------ძე, ”-----------–-------–----------–----------------–-------------------–-------–---–---ის” წარმომადგენელი თ----- ო----, ”-----–-----------------–----------------–---------------------- წარმომადგენელი თ----- რ---------–---–-, ”ა-------------–-------------------–---” პრეზიდენტის გ-------–--–--ის მინდობილი პირი (წარმომადგენელი) მ----- ლ------, ზ---- ო-------ი, გ-------– პ----------, ს----------–----------–------------–---- ”-–--------–-------- წარმომადგენელი ქ------- თ------–---, ჯ-–----------–-------–--------------- წარმომადგენელი ნ-----–-- მე--------–---–ი, ”-----------–---------------------–----------------–------–------ წარმომადგენელი მე--------–----ა, კ-------------------------–-------------------------- და განვითარების კავშირის ”------------ წარმომადგენელი თ------ ც-------–---–-, კლუბი ”---------------- წარმომადგენელი მი-------------ი, ცენტრალური ქ----–---–----- პრეზიდენტი ი-----------, ”-----------–--–---–----------–----------------–------–------ წარმომადგენელი ო-–--- კ-----–---–ია და ძ----–----------------–-------------------–- კლუბის ”--------–-–--------- წარმომადგენელი ზ---- ა----–---–ი (ჯამში 15 პირი ან მისი წარმომადგენელი). ამ შემადგენლობის თანახმად კრებას ესწრებოდა ორგანიზაციის წევრთა 2/3-ზე მეტი და შესაბამისად კრება ჩაითვალა გადაწყვეტილებაუნარიანად.
- კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული გახლდათ შემდეგი საკითხების განხილვა: ა) ”-----------–----------–-------------------–----”-ის გამგეობის წევრების გამოწვევა და ახალი გამგეობის წევრების არჩევა; ბ) ”-----------–----------–-------------------–----”-ის პრეზიდენტის არჩევა; გ) ”-----------–----------–-------------------–----ის წესდებაში ცლილებებისა და დამატებების შეტანა; დ) ”-----------–----------–-------------------–----”-ის წევრების მიღება.
- კრებაზე გამოცხადებულ პირთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით კრების თავმჯდომარედ არჩეული იქნა მ-------–-----ე, ხოლო მდივნად თ----- რ---------–---–-. კრებაზე გამოცხადებულ პირთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით კრების დღის წესრიგით განსახილველ საკითხთა რიგითობაში შევიდა ცვლილება და პირველ საკითხად განხილული იქნა ორგანიზაციის წესდებაში ცლილებებისა და დამატებების შეტანა, მათ შორის, გამგეობის წევრთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებული წინადადება.
- კრებაზე გამოცხადებულ პირთა ერთსულოვანი მხარდაჭერით მიღებული იქნა გადაწყვეტილება ”-----------–----------–-------------------–----”-ის წესდებაში ცლილების შეტანის თაობაზე და ორგანიზაციის გამგეობის წევრთა რაოდენობა გაიზარდა - 5 (ხუთი) წევრის ნაცვლად განისაზღვრა 7 (შვიდი) წევრით. ასევე კენჭი ეყარა ”-----------–----------–-------------------–----”-ის წევრად მიღების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით შემოთავაზებულ წინადადებას და დამსწრე პირთა ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით დამტკიცდა შემდეგი შინაარსის საწესდებო ცვლილება: საზოგადოების წევრი შეიძლება იყოს საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად არსებული კინოლოგიური ორგანიზაცია (იურიდიული პირი), რომელსაც აქვს კინოლოგად მუშაობის სულ მცირე 3 (სამი) წლის გამოცდილება, აღიარებს საზოგადოების წესდებას და წერილობითი განცხადებით მიმართავს საზოგადოების პრეზიდენტს, პრეზიდენტი წევრობის მსურველ კანდიდატს წარუდგენს გამგეობის წევრებსა და კომისიებს, კომისიების შუამდგომლობის შემდეგ გამგეობის წევრები განიხილავენ წევრად მიღების საკითხს, მაგრამ სავალდებულოა ახალ წევრს დაენიშნოს ერთი წლის გამოსაცდელი ვადა. საზოგადოების წევრად მიღება/გარიცხვაზე გადაწყვეტილებას იღებს საზოგადოების, ”-----------–-----------–-------------------–------ის გამგეობის კრება ხმათა უმრავლესობით.
- გ-------– პ----------ს და ზ---- ა----–---–ის წინადადების შესაბამისად კენჭი ეყარა კომისიების შექმნის საკითხს და კრებაზე გამოცხადებულ პირთა ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით გადაწყდა, რომ შეიქმნას 5 (ხუთი) კომისია, მათ შორის, საკვალიფიკაციო, საგამოფენო, სარევიზიო, სანაშენე და სპორტული კომისიები. თითოეული კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა 3 (სამი) წევრით. კომისიის წევრთა არჩევის კომპენტენცია მიეკუთვნა ორგანიზაციის საერთო კრებას, რომელიც თითოეული კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისათვის არჩევანს აკეთებს ორგაზაციის წევრებიდან. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადად განისაზღვრა 3 (სამი) წელი. კომისიათა წევრები თავიანთი შემადგენლობებიდან ხმათა უმრავლესობით 1 (ერთი) წლის ვადით ირჩევენ კომისიათა თავმჯდომარეებს.
- გამომსვლელთა წინადადებების გათვალისწინებით კენჭი ეყარა გამგეობის არსებული შემადგენლობიდან წევრთა გამოწვევისა და ახალი წევრების არჩევის საკითხებს. კენჭისყრის შედეგების შესაბამისად 14 (თოთხმეტი) ხმით გადაწყდა გ------- ჭ---–------------ გამგეობის წევრობის შეწყვეტისა და მისი გამგეობის შემადგენლობიდან გამოწვევის საკითხი, რაც შეეხებათ გ--------–------–ს, გ---------------–-–---–ს და ი----- ბ-------, მათი გამგეობის წევრობის შეწყვეტისა და გამგეობის შემადგენლობიდან გამოწვევა გადაწყდა ერთსულოვანი მხარდაჭერით. ასევე ერთსულოვანი გადაწყვეტილებით აირჩია კრებამ გამგეობის ახალი შემადგენლობა - ახლად არჩეული გამგეობის წევრები არიან: ლ-------–----–----ე, მი-------------ი, დ----------–--ე, გ-------–--–--ე, თ------ ც-------–---–- და ი-----------. გამგეობის წევრობა შეინარჩუნა გ-----------ძემ.
ლ-------–----–----ის წინადადების შესაბამისად კრებამ ერთსულოვნად გადაწყვიტა, რომ ახალი შემადგენლობის გამგეობის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებამდე ”-----------–----------–-------------------–----”-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაეკისროს გ-----------ძეს.
ი------------ წინადადების შესაბამისად კრების დღის წესრიგით გათალისწინებული მე-4 საკითხი - ”-----------–----------–-------------------–----”-ში ახალი წევრების მიღება მოიხსნა დღის წესრიგიდან იმ მოტივით, რომ ახალი საწესდებო ცვლილების შესაბამისად ამ საკითხზე მსჯელობა გამგეობის კომპენტენციაა.
ლ-------–----–----ის ინიციატივით განხილული იქნა წინადადება, რომ ორგანიზაციის პრეზიდენტს მიცემოდა უფლება წესდებაზე ერთპიროვნულად მოეხდინა ხელმოწერა. საკითხი კრებაზე დამსწრე პირთა ერთსულოვანი მხარდაჭერით გადაწყდა დადებითად და შესაბამისად, ”-----------–-----------–--------------------–-------ის პრეზიდენტს გ-----------ძეს მიენიჭა წესდებაზე ერთპიროვნულად ხელმოწერის უფლება.
”-----------–----------–-------------------–----”-ის წევრთა 2013 წლის 24 სექტემბრის საერთო კრების ოქმი № 3 კრების თავმჯდომარის სტატუსით ხელმოწერილია მ-------–-----ის მიერ, ხოლო მდივნის სტატუსით ამ ოქმს ხელს აწერს თ----- რ---------–---–-. ხელმოწერები შესრულებულია 2013 წლის 25 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (იხ. ტ. I, ს.ფ. 132-139).
4.3. გ-----------ძემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2013 წლის 25 სექტემბერს წარუდგინა ”-----------–----------–-------------------–----”-ის წევრთა 2013 წლის 24 სექტემბრის საერთო კრების №3 ოქმი, ამ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად რედაქტირებული წესდება და მოითხოვა ხსენებული ორგანიზაციის რეგისტრირებულ მონაცემებში ცლილების რეგისტრაცია. ამ განცხადებასთან დაკავშირებით მარეგისტრირებელმა ორგანომ 2013 წლის 26 სექტემბერს მიიღო №----------- გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენის შესახებ. საჯარო რეესტრმა განმარტა, რომ გ-----------ძე ითხოვს ”-----------–----------–-------------------–----”-ის წესდების ცვლილების რეგისტრაციას, თუმცა თანდართული დოკუმენტაციის თანახმად წესდების ცვლილებასთან ერთად ხდება საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების ცვლილებაც. ამ გარემოების გათვალისწინებით მარეგისტრირებელმა ორგანომ აუცილებლობად მიიჩნია განმცხადებლის მხრიდან მოთხოვნის დაზუსტება. ამასთან, საჯარო რეესტრმა ყურადღება გაამახვილა ახალი რედაქციის წესდებისათვის დამახასიათებელ ურთიერთშეუსაბამო მონაცემებზე. კერძოდ, საჯარო რეესტრის შეხედულებით რედაქტირებული წესდების 3.1. მუხლის დანაწესი შეუსაბამოა 3.4. მუხლით განსაზღვრული დანაწესისა - ერთ შემთხვევაში წესდება კრებას უფლებამოსილად მიიჩნევს დაიწყოს მუშაობა თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის 2/3, ხოლო მეორე შემთხვევაში კრება გადაწყვეტილებაუნარიანია წევრთა უმრავლესობის დასწრების პირობებში. მარეგისტრირებელმა ორგანომ ისიც აღნიშნა, რომ რედაქტირებული წესდების 1.3. მუხლში ”-----------–----------–-------------------–----”- ის ნაცვლად ორგანიზაციის სახელწოდებად მითითებულია ”-----------–----------–-------------------–--- და ასევე ის, რომ გამგეობის შემადგებლობაში შეყვანასთან დაკავშირებით არ დგინდებოდა გამგეობის ახალი შემადგენლობის წევრების ნება. ამ ხარვეზის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად საჯარო რეესტრს განმეორებით წარედგინა დოკუმენტები, თუმცა საჯარო რეესტრმა 2013 წლის 1 ოქტომბერს კვლავ მიიღო №----------- გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენის შესახებ. საბოლოოდ ხარვეზთა აღმოფხვრა შესაძლებელი გახდა 2013 წლის 3 ოქტომბრისათვის, ამ თარიღით მარეგისტრირებელმა ორგანომ გამოიტანა №------------ გადაწყვეტილება, დააკმაყოფილა გ---------------- განცხადება და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის გზით დარეგისტრირდა ”-----------–----------–-------------------–----”-ის გამგეობის ახალი შემადგენლობა - ლ-------–----–----ე, მი-------------ი, დ----------–--ე, გ-------–--–--ე, თ------ ც-------–---–- და ი------------. გამგეობის წევრობა შეინარჩუნა გ--------------- (იხ. ტ. I, ს.ფ. 118-191).
4.4. 2013 წლის 14 ნოემბრის ”-----------–-----------–-------------------–------ის გამგეობის წევრთა 2013 წლის 14 ნოემბრის კრების ოქმ №4-ში მითითებულია, რომ გამგეობის ამ კრებას ესწრებოდნენ ”-----------–----------–-------------------–----”-ის წევრთა 2013 წლის 24 სექტემბრის საერთო კრების №3 ოქმით (ამ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით) განახლებული გამგეობის შემადგენლობის უკლებლივ ყველა წევრი - ლ-------–----–----ე, მ----------------, დ-----------–---, გ-------–--–--ე (უფრო სწორად მისი წარმომადგენელი მ-------–-----ე), თ------ ც-------–---–-, ი----------- და გ-----------ძე. გამგეობის კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შედეგად გამგეობის ყველა წევრის ერთსულოვანი მხარდაჭერით მიღებული იქნა შემდეგი შინაარსის გადაწყვეტილება:
”-----------–----------–-------------------–----” (ს/კ 2--------; რეგისტრაციის თარიღი - 2007 წლის 5 თებერვალი) შეერწყას ”-----------–----------–-------------------–---- (ს/კ 2--------; რეგისტრაციის თარიღი - 1998 წლის 23 დეკემბერი), რითაც ფუნქციონირებას შეწყვეტს ”-----------–----------–-------------------–----” და საქმიანობას გააგრძელებს ”-----------–-----------–-------------------–---- წესდება, გამგეობის წევრები და პრეზიდენტი დარჩა უცვლელად, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებად დარჩნენ: გ-----------ძე (გამგეობის წევრი/პრეზიდენტი (თავმჯდომარე)), ლ-------–----–----ე (გამგეობის წევრი), ი----------- (გამგეობის წევრი), ზ--------------ი (გამგეობის წევრი) და გ-------–--–--ე (გამგეობის წევრი) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 194-197).
4.5. გ--------------- ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის სახელით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინა აღნიშნული ორგანიზაციის გამგეობის წევრთა 2013 წლის 14 ნოემბრის კრების ოქმი №4 და მოითხოვა რეორგანიზაციის პროცესის დაწყების რეგისტრაცია. ამ განცხადებასთან (№---------) დაკავშირებით მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 2013 წლის 20 ნოემბერს მიღებული იქნა №----------- გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენის შესახებ. მარეგისტრირებელი ორგანოს განმარტებით ხარვეზთა არსი მდგომარეობა შემდეგში: ა) გამგეობის წევრთა კრების ოქმზე ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის (ს/ნ 2--------) გამგეობის წევრის გ-------–--–--ის სახელით მონაწილეობს მისი მინდობილი პირი მ-------–-----ე, მაგრამ №--------- განცხადებაზე წარმოდგენილი მინდობილობის (დამოწმებული 2013 წლის 22 ივლისს ნოტარიუს ვ--–---- ნ------ მიერ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------) მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ვერ დგინდება მ----- ლ-------, როგორც ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის გამგეობის წევრ გ-------–--–--ის მინდობილი პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ამ გარემოების გათვალისწინებით მარეგისტრირებელმა ორგანომ საჭიროდ ჩათვალა მისთვის დამატებით მ----- ლ------- უფლებამოსილების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა; ბ) სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციიდან არ დგინდება ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–----”-ს (ს/ნ 2--------) ჰყავს თუ არა კრედიტორები. ამ გარემოების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის 11 ნაწილის, ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-144 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების დანაწესთა გათვალისწინებით მარეგისტრირებელმა ორგანომ განმცხადებელს მიუთითა, რომ კრედიტორების არსებობის შემთხვევაში დამატებით წარმოსადგენია ინფორმაცია ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის (ს/ნ 2--------) ყველა ცნობილი კრედიტორის და მათი დაკმაყოფილების ვადების თაობაზე. ამ ხარვეზთა აღმოსაფხვრელად განმცხადებელს მიეცა 30 კალენდარული დღის ვადა და ამ ვადით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, თუმცა ვადის უშედეგოდ გასვლისა და ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო 2013 წლის 23 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო №----------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 199-202, 207).
4.6. დადგენილია, რომ 2014 წლის 8 იანვარს კვლავ შეიკრიბა კრებაზე ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის გამგეობა - ლ-------–----–----ე, მი-------------ი, დ----------–--ე, თ------ ც-------–---–-, ი-----------, გ-----------ძე და გ-------–--–--ის მინდობილი პირი მ-------–-----ე. ამ კრების მიმდინარეობა და შინაარსი დაფიქსირდა ოქმით, რომლის ნომერიცაა 5. აღნიშნული გამგეობის კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი, კრებაზე კვლავ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების მიღების მოტივაცია იგივეა, რაც ”-----------–----------–-------------------–----”-ის გამგეობის წევრთა 2013 წლის 14 ნოემბრის კრების №4 ოქმში გადმოცემული შინაარსი. კერძოდ, ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის გამგეობის წევრთა კრების №5 ოქმის თანახმად, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის დადებითად გადაწყვეტის გზით გამგეობამ მიიღო შემდეგი შინაარსის გადაწყვეტილება: ”-----------–----------–-------------------–----” (ს/კ 2--------; რეგისტრაციის თარიღი - 2007 წლის 5 თებერვალი) შეერწყას ”-----------–----------–-------------------–---- (ს/კ 2--------; რეგისტრაციის თარიღი - 1998 წლის 23 დეკემბერი), რითაც ფუნქციონირებას შეწყვეტს ”-----------–----------–-------------------–----” და საქმიანობას გააგრძელებს ”-----------–----------–-------------------–---. წესდება, გამგეობის წევრები და პრეზიდენტი დარჩა უცვლელად, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირები არიან: გ-----------ძე (გამგეობის წევრი/პრეზიდენტი (თავმჯდომარე)), ლ-------–----–----ე (გამგეობის წევრი), ი----------- (გამგეობის წევრი), ზ--------------ი (გამგეობის წევრი) და გ-------–--–--ე (გამგეობის წევრი) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 215-219).
4.7. უდავოა, რომ ”-----------–----------–-------------------–---- (ს/კ 2--------; რეგისტრაციის თარიღი - 1998 წლის 23 დეკემბერი), რომელთან შერწყმის გადაწყვეტილებაც მიიღო ”-----------–----------–-------------------–----”-ის (ს/კ 2--------; რეგისტრაციის თარიღი - 2007 წლის 5 თებერვალი) გამგეობამ, სახელმწიფოს წინაშე აქვს საგადასახადო ვალდებულებები და მისი აქტივების მიმართ გამოყენებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა (იხ. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან - ტ. 1, ს.ფ. 224-226).
4.8. ასევე, უდავოა, რომ გ--------------- 2013 წლის 31 დეკემბერს კვლავ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის გამგეობის წევრთა 2014 წლის 8 იანვრის კრების №5 ოქმის საფუძველზე მოითხოვა ხსენებული ორგანიზაციის რეორგანიზაციის (შერწყმის) პროცესის დაწყების რეგისტრაცია, რაც მარეგისტრირებელმა ორგანომ დააკმაყოფილა 2014 წლის 10 იანვრის №----------- გადაწყვეტილებით და 2014 წლის 20 იანვარს გასცა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, სადაც უკვე დაფიქსირებულია, რომ ა------------------–----------–-------------------–--------- (ს/კ 2--------) მიმართ დაწყებულია (მიმდინარეობს) რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ 2014 წლის 23 იანვრის განჩინებით შეჩერდა განსახილველი დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 221-223, 233-236).
4.9. უდავოა, რომ მოსარჩელეები გ--------–------–ი, გ---------------–-–---–ი და გ------- ჭ---–-----ე არიან ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის (ს/კ 2--------) წევრები. მათგან გ--------–------–ი ი----- ბ-------თან, ლ-------–----–----ისთან, ნ---- ლ--------სთან და ზ--------------თან ერთად გახლავთ ხსენებული ორგანიზაციის დაფუძნების მიზნით 2006 წლის 11 დეკემბერს ჩატარებული დამფუძნებელთა საერთო კრების, ამ კრების შედეგად გაფორმებულ გარიგების - კავშირი ”-----------–----------–-------------------–----”-ის დამფუძნებელთა საერთო კრების №1 ოქმის (ხელმოწერის ნამდვილობის ნოტარიულად დამოწმების თარიღი 2007 წლის 11 იანვარი, რეესტრში რეგისტრაციის ნომერი - 1-141, ნოტარიუსი ბ---- ს-------ე) მონაწილე პირი. ამასთან, გ--------–------–ი, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხელს აწერს მარეგისტრირებელ ორგანოში 2007 წლის 5 თებერვლიდან რეგისტრირებული ”-----------–----------–-------------------–----”-ის (ს/კ 2--------) დამფუძნებელთა 2006 წლის 11 დეკემბრის საერთო კრების საფუძველზე და მისი აღსრულების მიზნით 2007 წლის 23 იანვარს შედგენილ სარეგისტრაციო განაცხადს (რეესტრში რეგისტრაციის №1-350, ნოტარიუსი ბ---- ს-------ე). ამდენად, გ------- შ------–- არის ”-----------–-----------–-------------------–------ის (ს/კ 2--------) ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი, ხოლო რაც შეეხებათ გ------- ჭ---–-----ესა და გ---------------–-–---–ს, ისინი ამ ორგანიზაციის წევრების სტატუსით წევრთა საერთო კრების საქმიანობაში მონაწილეობას იღებენ ორგანიზაციის დაფუძნებიდან უკვე რიგით მე-2 კრებაში. საგულისხმოა, რომ გ------- ჭ---–-----ე და გ---------------–-–---–ი, როგორც ”-----------–----------–-------------------–----”-ის წევრები, ”-----------–----------–-------------------–----”-ის წევრთა №2 საერთო კერბაში მონაწილეობდნენ უკლებლივ ყველა დამფუძნებელი წევრის თანდასწრებითა და მათთან ერთად, რაც კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის მხარეთა შორის იმ ისედაც უდავო გარემოების არსებობას, რომ გ---------------–-–---–ი და გ------- ჭ---–-----ე ჯერ კიდევ 2007 წლის 20 აგვისტოდან არიან ”-----------–----------–-------------------–----”-ის წევრები და დღემდე ინარჩუნებენ აღნიშნული ორგანიზაციის წევრობას (იხ. ტ. 1, ს.ფ. 36-66, მოისმინეთ სასამართლო სხდომის ოქმთა აუდიო ჩანაწერები).
4.10. დადგენილია, რომ ა(ა)იპ ”-----------–-----------–-------------------–------ის (ს/ნ 2--------) დამფუძნებელი წევრები არიან ი----- ბ------, გ--------–------–ი, ლ-------–----–----ე, ნ---- ლ-------- და ზ--------------ი და მათთან ერთად, მათივე ნების შესაბამისად ხუთწევრიანი ერთობის პირობებში დაფუძნებული საზოგადოების წევრთა უკვე მე-2, 2007 წლის 20 აგვისტოს საერთო კრებაში მონაწილეობას იღებდნენ გ-----------ძე, გ------- ჭ---–-----ე, ე-–--- ჭ-------, გ-------– პ----------, ა-–---------- ქ---–---–- და გ---------------–-–---–ი და ამასთან სადავო არ არის ამ პირთა მოპასუხე საზოგადოებაში წევრობის ფაქტი, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა პირთა წევრობა არ დადასტურდა, შესაბამისად, ა(ა)იპ ”-----------–----------–-------------------–----” (ს/ნ 2--------) აერთიანებს მხოლოდ ზემოთჩამოთვლილ ფიზიკურ პირებს - 11 წევრს.
4.11. სააპელაციო საჩივრებში მითითებული პრეტენზიებიდან სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).
პალატა ყურადღებას გაამახვილებს განსახილველი დავის მხარეებზე და მათ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფაქტობრივ საფუძვლებზე, რათა მოძიებული იქნეს სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა, ანუ მატერიალური კანონის დისპოზიცია, რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილი იურიდიული შედეგის შემცველია.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.(საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე: Nას-15-29-1443-2012, 2013 წლის 9 დეკემბერი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დ---- პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016.)
სააპელაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება. სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს მისი წესდებით (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით), რომელიც საჭიროებს სათანადო წესით დამოწმებას. არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ,,ს----------–----------–-------------------–---“ წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლის ორგანიზაციული სტრუქტურა, სამოქალაქო კოდექსის 35-ე (3) მუხლის თანახმად, უნდა მოწესრიგდეს მისი წესდებით (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით).
,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 9.2 მუხლის მიხედვით, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს ორგანიზაციის საერთო კრების მოწვევის, ჩატარების და გადაწყვეტილებათა მიღების დროს, ასევე საერთო კრებათა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2007 წლის 23 იანვრის სარეგისტრაციო განაცხადის თანახმად, ორგანიზაციის ორგანიზაციული სტრუქტურა, საერთო კრების მოწვევის, ჩატარების და გადაწყვეტილებათა მიღების წესები და ასევე საერთო კრების კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხთა ჩამონათვალი. თავში, რომელიც დასათაურებულია ”---–-----------------–----–------------------------------------, გადმოცემულია შემდეგი შინაარსის პირველი პუნქტი: კავშირის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა კავშირის წევრთა საერთო კრება, რომელიც კავშირის გამგეობის მიერ მოიწვევა, სულ ცოტა, წელიწადში ერთხელ მაინც, ან როცა ამას კავშირის ინტერესები მოითხოვს. კრება უფლებამოსილია დაიწყოს მუშაობა, თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კავშირის წევრთა 2/3. იმ შემთხვევაში, თუ კრება აღმოჩნდა გადაწყვეტილებაუუნარო, მაშინ იგი განმეორებით მოიწვევა 7 დღის შემდეგ იგივე წესითა და იგივე დღის წესრიგით. განმეორებითი კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია წევრთა ნახევარი მაინც. ყველა დამსწრე წევრს აქვს თითო ხმა.
ააიპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის წევრთა უკანონო, ბათილი გარიგების შედეგად გამოხატული ნების საფუძველზე მარეგისტრირებელ ორგანოში დარეგისტრირდა აღნიშნული ორგანიზაციის გამგეობის განახლებული (შეცვლილი) შემადგენლობა. უნდა ითქვას, რომ ბათილი, შედეგუუნარო გარიგებების საფუძველზე რეგისტრირებულ გამგეობის შემადგენლობას არ აქვს სამართლებრივი ლეგიტიმაცია. შესაბამისად, ასეთი შემადგენლობის გამგეობის, როგორც არაუფლებამოსილ პირთა ერთიანობით მიერ მიღებული გადაწყვეტილებები,პალატა მიუთითებს, რომ ააიპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის გამგეობის წევრთა 2013 წლის 14 ნოემბრის კრების #4 ოქმში და 2014 წლის 8 იანვრის კრების #5 ოქმში დაფიქსირებული გადაწყვეტილებების მიღებისას (ორივე შემთხვევაში გამგეობის სადავო გადაწყვეტილებები მიზნად ისახვდა ააიპ ”-----------–----------–-------------------–----”-ის (ს/ნ 2--------) ააიპ ”-----------–----------–-------------------–-------- (ს/ნ 2--------) შერწყმას) გაუთვალისწინებელი დარჩა სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის 11 ნაწილის, ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-5 პუნქტის ”კ” ქვეპუნქტის, მე-144 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 პუნქტის დანაწესები და საზოგადოების მოქმედი წესდების (სარეგისტრაციო განაცხადის) რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის დამდგენი წესი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს კ-----–-------------------–-- +“-ის წევრთა 2013 წლის 24 სექტემბრის საერთო კრების ოქმი №3; გამგეობის წევრთა 2013 წლის 14 ნოემბრის კრების ოქმი №4 და 2014 წლის 8 იანვრის კრების ოქმი №5 რადგან, სადავო კრებები მოწვეულ და გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 31-ე, 35-ე და 54-ე მუხლების, აგრეთვე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს კ-----–-------------------–-- +“-ის წესდების მოთხოვნათა დარღვევით.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა(ა)იპ ,,ს----------–----------–-------------------–---“-ის, გ-------–--–--ის, მი-------------ის, დ----------–--ისა და ი------------ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები გელა ქირია
ოთარ სიჭინავა