განაჩენი

სისხლის სამართლის 05.11.2018
საქმის ნომერი
330100117002189620
ინსტანცია
თარიღი
05.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/1060-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - მ---------------ის,ადვოკატ - თ--------------–---–ის, მსჯავრდებულ - ნ-----------ის მონაწილეობით,ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ------------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ნ-----------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0-----------------------–--------------ე, მცხოვრები: თ------–-------------------------–---------ი; დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენით:

 

ნ-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 2 000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთამ და დამატებითმა სასჯელმა ჯარიმამ - 2 000 ლარის ოდენობით, შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ნ-----------ეს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ნ-----------ემ ჩაიდინა:

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით;

 

ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა.

 

ნ-----------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის ივლისის თვეში ნ-----------ემ განიზრახა სხვა ფიზიკური პირების კუთვნილი საბანკო ანგარიშების გამოყენებით, თაღლითურად დაუფლებოდა სს ,,თ----------------–-------------------–-----------------------------------–------–-------------–-------------------–--------------------------–--------------------------------’ კუთვნილ ფულად თანხებს. ამ მიზნით, მან ინტერნეტ - ბანკინგის მომსახურების გამოყენებით მოიპოვა წვდომა ი-----–-----ს (G---------------------), ი------------–---–ის (G---------------------), ფ----------------ის (G---------------------) და მაია დ--–---–---–---–-------------------------------------------–---------------------–-------------–-----------------–--------------------–---------–------------------–---------------–------------------------------------) სესხის მისაღებად, მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირდა ი-----–-----ს და ფ----------------ის საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით. რის შემდეგაც, 2017 წლის 25 აგვისტოს აღნიშნული პირების სახელზე ჯამში გაიცა სესხი 1100 ლარის ოდენობით (სესხის №---------------------------). შპს ,,მ-----------------------------–----–-----------ნ’’ (ს/კ 4--------) სესხის მისაღებად მის ოფიციალურ გვერდზე დარეგისტრირდა ი-----–-----ს საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით, რომლის სახელზეც 2017 წლის 15 ივლისს კომპანიამ გასცა სესხი (№8-------) 300 ლარის ოდენობით, საიდანაც გადასახდელ იდენობას შეადგენს 285 ლარი. შპს ,,ა-----------ნ’’ (ს/კ 4--------) სესხის მისაღებად, მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირდა ი-----–-----ს და ფ----------------ის საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით. რის შემდეგაც აღნიშნული პირების სახელზე 2017 წლის 15 ივლისს და 12 აგვისტოს ჯამში გაიცა სესხი 800 ლარის ოდენობით, საიდანაც გადასახდელ ოდენობას შეადგენს 742 ლარი და 41 თეთრი. შპს ,,ბ----------------’’ (ს/კ 4--------) სესხის მისაღებად, მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირდა ი-----–-----ს, ი------------–---–ის და ფ----------------ის საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით, რის შემდეგაც აღნიშნული პრების სახელზე 2017 წლის 15 (სესხის №--------------------------) და 26 აგვისტოს (სესხის №3---------) ჯამში გაიცა სესხი 600 ლარის ოდენობით. შპს ,,ქ--------------------------ნ’’ (ს/კ 4--------) სესხის მისაღებად მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირდა მ--------–---–---–---–-------ის, ი------------–---–ის და ფ----------------ის საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით. აღნიშნული პირების სახელზე 2017 წლის 13 და 26 აგვისტოს ჯამში გაიცა სესხი 700 ლარის ოდენობით. ნ-----------ემ ი------------–---–ის სახელით ინტერნეტ-ბანკინგის მეშვეობით, სს ,,-----------------’’ 2017 წლის 23 აგვისტოს და 1 სექტემბრის ხელშეკრულებების საფუძველზე მიიღო სწრაფი სამომხმარებლო სესხი ჯამში 3 100 ლარის ოდენობით. 2017 წლის 8 აგვისტოს სს ,,-----------------’’ ინტერნეტ-ბანკინგის მეშვეობით, მიიღო 5 000 ლარის ოდენობის სწრაფი სამომხმარებლო სესხი ფ----------------ის სახელზე. ი-----–-----ს, ი------------–---–ის, მ--------–---–---–---–-------ისა და ფ----------------ძის მონაცემების გამოყენებით, სესხად მიღებული თანხები ნ-----------ეს გადაჰქონდა მის მიერ კონტრორილებად სხვადასხვა ანგარიშებზე. ნ-----------ის ქმედებით კომპანიებისთვის მიყენებულმა ზიანმა ჯამში შეადგინა 11 527.41 ლარი.

 

გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ნ-----------ემ უკანონოდ მოიპოვა ინფორმაცია ი------------–---–ის სახელზე სს ,,თ----------–-’’ არსებულ საბანკო ანგარიშზე რეგისტრირებულ ინტერნეტ-ბანკინგის სერვისზე. ინტერნეტ-ბანკინგის სერვისის გამოყენებით ნ-----------ემ უკანონოდ შეაღწია ი------------–---–ის სახელზე სს ,,თ----------–-’’ არსებულ საბანკო ანგარიშზე G--------------------- და იქ არსებული ფულადი თანხა 1 600 ლარის ოდენობით ფარულად და ნაწილ-ნაწილ 2017 წლის 23 აგვისტოდან, 5 სექტემბრამდე დროის შუალედში გადაიტანა მის მიერ კონტროლირებად სხვადასხვა ანგარიშზე. აღნიშნული ქმედებით ი------------–---–ს მიადგა ზიანი 1600 ლარის ოდენობით.

 

2017 წლის ივლისი-სექტემბრის თვეში ნ-----------ემ უნებართვოდ შეაღწია ი-----–-----ს, ი------------–---–ის, ფ----------------ისა და მ--------–---–---–---–-------ის სახელზე სს ,,თ----------–-’’ რეგისტრირებულ ინტერნეტ - ბანკინგის სისტემაში, საიდანაც კონკრეტული საბანკო ანგარიშების მფლობელების ნებართვის გარეშე განახორციელა სხვადასხვა ტრანზაქციები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ-------–---------–-------–---------------–------------------------------------------------------ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულ ნ-----------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების კუთხით.

 

ბრალდების მხარის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი, რადგან ის არ პასუხობს სასჯელის სამართლიანობის პრინციპს, როგორც ცალკე აღებულ დანაშაულთან, ასევე დანაშაულთა ერთობლიობასთან მიმართებით. სასამართლომ მსჯავრდებულს დაუნიშნა მის პიროვნებასთან და ჩადენილი დანაშაულის შედეგად გამოწვეულ ზიანთან მკვეთრად შეუსაბამო სასჯელები. ასევე, მსჯავრდებულს მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის (სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) განუსაზღვრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის (სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) - პირობითი მსჯავრი ოთხი წლის ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, რაც აშკარად არაპროპორციულია განსხვავებული სიმძიმისა და საშიშროების დანაშაულებზე. სასამართლოს არ უნდა მიეღო მხედვეობაში მხოლოდ ნ-----------ის ორსულობის მდგომარეობა და 3 წლის შვილის ყოლა, ვინაიდან გასათვალისწინებელია დანაშაულის სპეციფიკა, განმეორებითობის საფრთხე, დანაშაულის შედეგად დამდგარი ზიანის სიმძიმე და მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ქმედების შემდეგი ქცევა. ბრალდების მხარის შეფასებით, ისეთ დროს, როდესაც მიყენებული ზიანი არის დიდი ოდენობით, ხოლო დანაშაულის ჩამდენ პირს არ აქვს მისწრაფება და არც შესაძლებლობა - აანაზღაუროს იგი, მის მიმართ გამოყენებული სასჯელების სახედ და ზომა, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, არ შეესაბამება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მ---------------მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

მსჯავრდებულმა ნ-----------ემ და მისმა ადვოკატმა თ--------------–---–მა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ------------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. ნ-----------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - ი-----–-----ს, ფ----------------ის, მ--------–---–---–---–-------ის და ი------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების - ი------------–--–----------------–---–-----------------------------------------–-------–--–---–---------------------–---–---------------------–-------------------–--–-–---–-ს გამოკითხვის ოქმებით; ამოღების ოქმებით; ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით; საბანკო ანგარიშების ამონაწერებით; დათვალიერების ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებმა მიიჩნიეს უდავოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ-----------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულების ჩადენას.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და ვერ მიიჩნევს მათ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების საფუძვლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ზემოთაღნიშნული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, მსჯავრდებულ ნ-----------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, დამდგარ შედეგი და მსჯავრდებულის პირადი და ეკონომიკური პირობები; გაითვალისწინა ასევე ნ-----------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, მისი მხრიდან მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; ასევე მის მისწრაფება, დაზარალებულებს აუნაზღაუროს ზიანი და ის ფაქტი, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება მის მიმართ არ გამოვლენილა. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე კი თითოეული დანაშაულებრივი ქმედებისათვის ნ-----------ეს დაენიშნა მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

 

რაც შეეხება აპელანტის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ აშკარად არაპროპორციული სასჯელები დანიშნა განსხვავებული სიმძმისა და საშიშროების დანაშაულებზე, მათ შორის მძიმე კატეგირიის დანაშაულის - თაღლითობისათვის გამოიყენა ჯარიმა, რაც არ შეესაბამება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, არ უნდა იქნეს გაზიარებული და მიჩნეული მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის დამძიმების საფუძვლად. პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნ-----------ის მიმართ სასჯელები განსაზღვრულია ბრალად წარდეგნილი თითოეული დანაშაულებრივი ქმედებისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში. ამასთან, ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლი იძლევა რამდენიმე ალტერანტიული სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას, მსჯავრდებულის მიმართ არასაპატიმრო სახის სასჯელის დანიშვნა, იმთავითვე არ მიანიშნებს მის სიმსუბუქესა და ლმობიერებაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ მსჯავრდებულ ნ-----------ეს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი; არის მარტოხელა დედა; ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად გამოწვეული ზიანი მის მიერ ნაწილობრივ ანაზღაურებული იქნა, ხოლო დარჩენილ ნაწილთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მოახსენა, რომ ამჟამად უკვე არის დასაქმებული, გააჩნია შემოსავალი და გამოთქვამს მზადყოფნას - სრულად აანაზღაუროს დარჩენილი ზიანიც. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კი პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია, მსჯავრდებულ ნ-----------ის მიმართ დანიშნული სასჯელი შეიცვალოს უფრო მკაცრი სახის სასჯელით. ამასთან, დანაშაულეთა ერთობლიობით სასამართლოს მიერ განსაზღვრული ძირითადი სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების მოთხოვნებთან, რაც დამატებით სასეჯლთან ერთად სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას. ამასთან, პირობითი მსჯავრის გამოყენებით მსჯავრდებულისათვის დაწესებული გამოსაცდელი ვადა არის ის პირობა, რომელიც იქნება შემაკავებელი ხასიათის და უზრუნველყოფს ნ-----------ის მხრიდან მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

 

ამდენად, ვინაიდან მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულია ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი, პალატა მიიჩნევს, რომ მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი;

 

ნ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 4000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა - 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2 500 (ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ნ-----------ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

 

ნ-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ნ-----------ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: მობილური ტელეფონი და სიმ ბარათები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე