განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002079957
საქმე №1ბ/612-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძემ
მოსამართლეები: ნინო სანდოძის
ნათია ბარბაქაძის
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თ------------------–--ს
მსჯავრდებულ: ბ--------–-–---–ის
ადვოკატის: ნ------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ბ--------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №001100917003) ბ--------–-–---–ის მიმართ. ბ--------–-–---–ი დაბადებულია 1995 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–----------------------–----------------------------------------------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ--------–-–---–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
2015 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 16:30 საათზე ქ.თბილისში, შ-----–------------ში მდებარე ,-----------–-------------------------------- სპორტულ დარბაზში ბ--------–-–---–ს შელაპარაკება მოუვიდა ლ------------სთან. განაწყენებულმა ბ--------–-–---–მა განზრახ მოკვლის მიზნით რამდენჯერმე დაარტყა დანა ლ------------ს, რა დროსაც დაუზიანა მარჯვენა საძილე არტერია, მარჯვენა ყბისქვეშა სანერწყვე ჯირკვალი და მარჯვენა საღეჭი კუნთი. ასევე, დაზიანებები მიაყენა მუცლის ღრუსა და გულმკერდის არეში. ლ------------ სასწრაფო დახმარების მიერ დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის განაჩენით:
ბ--------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ბ--------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების
მომენტიდან - 2017 წლის 27 ივნისიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ--------–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ------------ემ. დაცის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ბ--------–-–---–ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან თვლის, რომ მასში დაფიქსირებული მოწმეთა ჩვენებები ნაწილობრივ შეცვლილია მოსამართლის მიერ, ხოლო სასამართლოს დასაბუთება რეალობას აცდენილია. განაჩენში საერთოდ არ არის ანალიტიკური მსჯელობა და დასაბუთება იმისა, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაუდასტურდა ბ--------–-–---–ს ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია პირდაპირი მტკიცებულებები ქმედების დასადასტურებლად. არ არის ამოღებული ნივთმტკიცება, არ არის გამოკვლეული შენობის შიდა პერიმეტრის ამსახველი ვიდეოჩანაწერები და საერთოდ არ იკვეთება მოტივი და მიზანი ბ--------–-–---–ის მხრიდან დანაშაულის ჩადენისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ არის დადასტურებული მსჯავრდებულის ბრალეულობა განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით, რის გამოც ითხოვს წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
ბრალდების მხარემ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა და ითხოვა ბ--------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის განაჩენის ძალაში დატოვება როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ბ--------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პალატა მხარეთა მიერ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის კუთხით წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/გაანალიზებამდე მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა კი სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით, რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზეც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
აღნიშნული პრინციპით/სტანდარტებით მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით პალატა დაცვის მხარის არგუმენტებს ვერ გაიზიარებს, რადგან:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლ------------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 25 ივნისს იმყოფებოდა უ-------------–-- სადაც ტარდებოდა მსოფლიო ჩემპიონატი და თავადაც იღებდა მონაწილეობას. მას თან ახლდნენ მეგობრები გ--------------ძე და დ-----------–--–ი. მან ჩემპიონატზე ნახა ნაცნობები ბ--------–-–---–ი და ი-----–----------ე, რომლებიც იქ სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდნენ. მას ი-----–----------ესთან მცირე შელაპარაკება მოუხდა ჩემპიონატის დასრულებამდე, თუმცა ინციდენტი მალევე ამოიწურა. როდესაც შეჯიბრში ასპარეზობა დაასრულა, შეამჩნია, რომ დარბაზში სიტუაცია იყო დაძაბული - მისთვის უცნობ პირებს შორის მიმდინარეობდა სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც შემდეგ გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. იგი მივიდა მეგობართან გ--------------ძესთან, რომელსაც ბ--------–-–---–ი უკანა მხარეს ედგა დანით ხელში. შეეცადა სიტუაციის განმუხტვას, რა დროსაც მოხვდა დანა ყელში. ცდილობდა, ბ--------–-–---–ისთვის ხელში ჩაერტყა, რათა დანის გამოყენების საშუალება არ მიეცა, თუმცა, ის დანა მას მოხვდა. შემდეგ თავბრუ დაეხვა. როგორც შემდეგ უთხრეს, რამდენიმე წამში დაეცა. სულ ოთხი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მოჩხუბრებს შორის დანა ბ--------–-–---–ის გარდა არავისთვის შეუმჩნევია. მანვე განმარტა, რომ ბ--------–-–---–ის ხელში დანა დაინახა, თუმცა ვერ გაარჩია როგორი იყო დანის ტარი. ბ--------–-–---–ისგან დანის ერთი დარტყმა ახსოვს, რა დროსაც გონება დაკარგა, ხოლო შემდეგ უკვე მუცელში და ასევე სხვა დაზიანებები ვინ მიაყენა, არ დაუნახავს. უბრალოდ უთხრეს, რომ ბ--------–-–---–ი ურტყამდა დანას ძირს დაცემულს.
სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით ლ------------ს დაუდგინდა: სხეულის მრავლობითი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები, მარჯვენა საძილე არტერიის ტოტების დაზიანება, მარჯვენა შიგნითა საუღლე ვენის დაზიანება, მარჯვენა გარეთა საუღლე ვენის დაზიანება. მარჯვენა ყბისქვეშა სანერწყვე ჯირკვლის დაზიანება, მარჯვენა საღეჭი კუნთის დაზიანება. მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობა, წვრილი ნაწლავისა და დიდი ბადექონის დაზიანება. ჰემოპერიტონეუმი. მარჯვენა ლოყის ჭრილობა /ნაკვეთი/. ჭრილობები სწორი კიდეებით შუბლისა და გულმკერდის არეში. ნაკვეთ- ნაჩხვლეტი ჭრილობები, მათ შორის მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, ყველა სხვა დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი საგნის მოქმედებით. ერთად აღებული მიეკუთვნიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.
აღნიშნული დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–------------ამ და განმარტა, რომ ჭრილობა, რომელმაც დააზიანა საუღლე ვენა და ჭრილობა და რომელიც შემავალია მუცლის ღრუში, არის სიცოცხლისათვის სახიფათო.
ბიოლოგიური (გენეტიკური,სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ობ.N3-ის (კონვერტი, წარწერით: ,,ობ. N9 მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი დოლბანდზე დანამული გამოხდილი წყლით აღებული უ--------------- წინ ფილაქნის ზედაპირიდან“) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ------------ს (ობ.N59; პაკეტი წარწერით: ,,სისხლის ნიმუში აღებული მოწმე ლ------------------------ისგან). ამავე პაკეტში მოთავსებულ ანაწმენდზე - ობ. N4 (კონვერტი, წარწერით: ,,ობ. N10 მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი დოლბანდზე დანამული გამოხდილი წყლით აღებული უნივერსიტეტში შესასვლელი კარის წინ ფილაქნის ზედაპირიდან“) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N4) შეიცავს სისხლს. ობ. N4-ის გენეტიკური პროფილის ძირითადი წილი ეკუთვნის შ--–-----------–ს (ობ. N56), ხოლო მინორული წილი - ლ------------ს (ობ. N59). პაკეტებში, წარწერებით: ,,5 (ხუთი) ც. მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი დოლბანდზე“ და ,,მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი 1 (ერთი) ც. ჩხირზე“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო და ღია მოყავისფრო ლაქები (ობ. N7-10) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ბ--------–-–---–ს (ობ. N58; პაკეტი, წარწერით: ,,სისხლის ნიმუში აღებულია ბრალდებულ ბ--------–-–---–ისგან“); პაკეტში, წარწერით: ,,7 (შვიდი) ც. მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი გამოხდილი წყლით დანამულ დოლბანდზე მოთავსებულ ანაწმენდზე (ობ. N11-17) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N11-ის (კონვერტი, წარწერით: ,,ობ. N12 მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი დოლბანდზე აღებული უნივერსიტეტში შესასვლელი კარის მარჯვენა ფრთის შიდა ზედაპირიდან“) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შ--–-----------–ს (ობ. N56). ობ. N12-17-ის გენეტიკური პროფილები ეკუთვნის ლ------------ს (ობ. N59); პაკეტებში, წარწერებით: ,,3 (სამი) ც. მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი დოლბანდზე“ და ,,მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები დოლბანდზე“ მოთავსებულ ანაწმენდებზე და ქვისმაგვარ ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N18-24) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ბ--------–-–---–ს (ობ. N58). პაკეტებში, წარწერებით: ,,ასფალტის ამონატეხები მოწითალო ფერის ლაქებით“ მოთავსებულ ქვისმაგვარ ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N25-27) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ლ------------ს (ობ. N59). პაკეტში, წარწერით: ,,ბამბის და დოლბანდის ნაჭრები მოწითალო ფერის ლაქებით. ობ. N4 - ბალახი მოწითალო ფერის ლაქებით ობ. N5 1 (ერთი) ც. ცხვირსახოცი მოწითალო ფერის ლაქებით“ მოთავსებულ დოლბანდის და ბამბის ფრაგმენტებზე (ობ. N28), მცენარისმაგვარ ფრაგმენტებზე (ობ. N29) და ცხვირსახოცზე (ობ. N30) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N28-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ------------ს (ობ. N59), ხოლო ობ. N29-30-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შ-------------------ს (ობ. N57; პაკეტი, წარწერით: ,,შ-------------------ს სისხლის ნიმუში“); პაკეტში, წარწერით: ,,1 (ერთი) ც. მოშავო ფერის ქუდი მოწითალო ფერის ლაქებით“ მოთავსებულ ქუდზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N31) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ლ------------ს (ობ. N59); პაკეტში, წარწერით: ,,ი-----–----------ის ოჯახის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ზ-----------------------------------–-–-“ მოთავსებულ შარვალზე არსებული ღია მოყავისფრო ლაქა (ობ. N35) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება შესადარებელ პირთა გენეტიკური პროფილებისაგან. ამავე შარვალზე არსებული მოყავისფრო-მოშავო წერტილოვანი ლაქები (ობ. N36 ბ) სისხლს არ წარმოადგენს. ამავე პაკეტში მოთავსებულ დანის პირზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N35 ა) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ძირითადი წილი ეკუთვნის ბ--------–-–---–ს (ობ. N58), ხოლო ობ. N35ა-ს გენეტიკური პროფილის მინორულ წილში ობ. N35-ის გენეტიკური პროფილის და სხვა შესადარებელ პირთა გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება; პაკეტში, წარწერით: ,,გ--------------ძის ტანსაცმელი“ მოთავსებულ შარვალზე (ობ. N36,37), მაისურზე (ობ. N38) და წყვილ ფეხსაცმელზე (ობ. N39,40) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, ობ. N36,37,39,40-ის გენეტიკური პროფილები ეკუთვნის ლ------------ს (ობ. N59), ხოლო ობ. N38-ის გენეტიკური პროფილი გ--------------ძეს (ობ. N55); პაკეტში, წარწერით: ,,ლ-----------ის ტანსაცმელი“ მოთავსებულ მთლიანობა დარღვეულ შარვალსა და მაისურზე, ქუდზე და წყვილ ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ლ------------ს.
აღნიშნული დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ--------------მ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ბ--------–-–---–მა განაცხადა, რომ იგი სიგარეტის მოსაწევად იმყოფებოდა შენობის გარეთ და როდესაც შენობაში შედიოდა, ატყდა ჩხუბი, მისთვის უცნობი პირები ჩხუბობდნენ. მას ვინც დაამახსოვრდა, იყო შ--–-----------–-, რომელიც ,,ბიტით“ შევარდა შენობაში. მისთვის უცნობმა პირმა ხელი დაარტყა, შემდეგ გაიგონა გასროლის ხმა და ამ დროს შეამჩნია, რომ ხელზე ჰქონდა ჭრილობა, სისხლი მოსდიოდა. ი-----–----------ესთან ერთად დატოვა უ--------------- შენობა და გაემართნენ ,,თბილისი ცენტრალში“, საიდანაც სამარშუტო ავტობუსით გაემგზავრნენ ზ------------------------------–--------–-ში, ი-----–----------ის სახლში. წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი, რომ სოფელ ძ------–-–- რამდენიმე დღით დარჩებოდნენ. ლ------------სთან თავდაპირველად კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ხოლო შემდეგ ლ------------მ შესთავაზა გაურკვეველ ჯგუფში გაწევრიანება, რომლებიც სხვადასხვა სახის აქციებზე მოახდენდნენ პროვოკაციას და აქციების დარბევას, რაზედაც უარი განუცხადა, რის შემდეგაც ურთიერთობა აღარ ჰქონდათ. მას არავინ არ დაუჭრია. ლ-----------ის დაჭრის შესახებ შეიტყო პოლიციის განყოფილებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გ------------------ განმარტა, რომ 2017 წლის 25 იანვარს დაუკავშირდა გ--------------ძე, რომელმაც განუცხადა, რომ მათ შორეულ ნაცნობს - ლ------------ს ჰქონდა დაძაბული და კონფლიქტური სიტუაცია მისთვის უცნობ პირებთან, რის გამოც სთხოვდა მისვლას და დახმარებას სიტუაციის განმუხტვაში. სურდათ, იქიდან წამოეყვანათ ლ------------. თვითონ,თავისი ძმა - ა-–-------------------ა, შ----- და ი-----–-----------------ი, ჯ-----------–-- და ე---------------------- მივიდნენ ა---------–-----------------------------–-, სადაც დაინახა, რომ დარბაზის შესასვლელთან ცენტრში იდგა ლ------------, იქვე იდგა ბ--------–-–---–ი და სხვა მისთვის უცნობი პირები. მათ შორის მიმდინარეობდა დაძაბული საუბარი. იგი მივიდა მათთან და შესთავაზა, რომ გვერდით გასულიყვნენ და იქ გაეგრძელებინათ საუბარი, რის შემდეგაც შემობრუნდა და უკან წამოვიდა. ეგონა, რომ მითითებული პირებიც უკან მიჰყვებოდნენ, მაგრამ ამ დროს დაიწყო ჩხუბი და თავადაც ჩაერთო ჩხუბში. დაინახა, რომ ბ--------–-–---–ს ხელში ეჭირა დანა, რომელსაც იქნევდა, თუმცა ვის და როგორ მიაყენა ჭრილობა, არ დაუნახავს. ჩხუბის დროს დაინახა ი-----–----------ეც, რომელსაც ასევე ეჭირა ჩვეულებრივი დიდი დანა, თუმცა იგი მათგან მოშორებით იდგა. ჩხუბი შეწყდა, როდესაც მისმა ძმამ გაისროლა ჰაერში პნევმატური პისტოლეტიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ა-–-------------------ამ განმარტა, რომ 2017 წლის 25 ივნისს დაურეკა გ--------------ძემ და უთხრა, რომ ა---------–-----------------------------–- ტარდებოდა შეჯიბრი, სადაც მათ საერთო ნაცნობს ჰქონდა კონფლიქტი და სთხოვა სიტუაციის განსამუხტად მისულიყვნენ. ამიტომ ა---------–-----------------------------–- მივიდა ძმასთან, დეიდაშვილთან და 3 მეგობართან ერთად. როდესაც მივიდნენ, ნახა, რომ ვითარება უკვე დაძაბული იყო. იყო ხალხმრავლობა. ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, თუმცა ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა. გ------------------ განმუხტვის მიზნით თქვა, რომ ფოიეში გასულიყვნენ და იქ ესაუბრათ. ამ მომენტში კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია. შემდეგ ატყდა ჩხუბი, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია და იდგა მოშორებით. დაინახა, რომ მოჩხუბრების აგრესია მიმართული იყო ლ-----------ისკენ. ერთ-ერთ მოჩხუბარს - ბ--------–-–---–ს ეცვა ,,კაპიშონი“. ხელში ეჭირა დანა და იქნევდა. ბ--------–-–---–ი ჩხუბის მომენტში ყველაზე ახლოს ლ------------სთან იმყოფებოდა და უშუალოდ მასთან ჰქონდა კონტაქტი. ი-----–----------ეს ჩხუბში არ მიუღია მონაწილეობა. იგი გვერდით იდგა. დანა ი-----–----------ესაც ჰქონდა, მაგრამ დაზიანება არავისთვის მიუყენებია. ბ--------–-–---–ს დანას მოურუდებლად იქნევდა. მან სიტუაციის განმუხტვის გამო თავისი კუთვნილი პნევმატური პისტოლეტიდან განახორციელა ჰაერში გასროლა, რის შემდეგაც სიტუაცია დარეგულირდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ა---------–--------–---–---–მა დაადასტურა, რომ 2017 წლის 25 ივნისს იმყოფებოდა ა---------–-----------------------------–- შეჯიბრზე ლ-----------ის საგულშემატკივროდ. გარეთ იყო, როდესაც ყვირილის ხმა შემოესმა. უ--------------- შენობაში შევიდა ლ-----------ის დასახმარებლად. შენიშნა, რომ ბ--------–-–---–ს ხელში ეჭირა სისხლიანი დანა, ხოლო ლ------------ იწვა ძირს. ბ--------–-–---–ი სისხლიანი დანით იყო მდგომარე პოზიციაში. მას უშუალოდ დაჭრის მომენტი არ დაუნახავს. შემდეგ გაიგონა სროლის ხმა, რასაც მოჰყვა ჩხუბის შეწყვეტა. მან და დ-----------–--–მა შენობიდან გაიყვანეს დაჭრილი ლ------------. მას ჭრილობები მიყენებული ჰქონდა ყელისა და მუცლის არეში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე შ--–-----------–-ა განმარტა, რომ 2017 წლის 25 ივნისს ა---------–-----------------------------–- მეგობრებთან ერთად მივიდა იმის გამო, რომ ლ------------ს ჰქონდა კონფლიქტი. როდესაც უ--------------- შენობის გასასვლელში იმყოფებოდა, შემოესმა ხმაური. დაინახა, რომ ბ--------–-–---–ი და ი-----–----------ე თანმხლებ პირებთან ერთად ეკამათებოდნენ მის მეგობრებს. ისინი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. მან ხელი გადახვია ბ--------–-–---–ს სიტუაციის განმუხტვის მიზნით, რა დროსაც ბ--------–-–---–ის უკან მდგომმა პირმა ხელი ჰკრა. ამას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება. ჩხუბის დროს თავადაც იქნევდა ხელებს. ხელში იგრძნო ტკივილი, გამოვიდა გვერდით და ხელზე სისხლი შენიშნა, შემდეგ კი დაინახა დაჭრილი და გასისხლიანებული ლ------------.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გ--------------ძემ განმარტა, რომ ა---------–-----------------------------–- ლ------------ გამოდიოდა მსოფლიო ჩემპიონატზე, გახდა ჩემპიონი და ისინი მისული იყვნენ მის საგულშემატკივროდ. იქ ბ--------–-–---–ს და ი-----–----------ეს მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება, რაც თავიდან განეიტრალდა. შემდეგ დაურეკა მეგობრებს, რომლებიც მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. უ--------------- გასასვლელ კარებთან გაიგონა ჩხუბის და აყალმაყალის ხმა, რის შემდეგაც გაიქცა იმ მხარეს, სადაც ჩხუბი იყო. დაინახა, რომ ლ------------ დაჭრილი იყო და სისხლი მოსდიოდა. ჩხუბის დროს ბ--------–-–---–ი ხელებს იქნევდა. მეტი არაფერი დაუნახავს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ი-----–----------ის მიერ მიცემული ჩვენების მიხედვით მეგობარ ბ--------–-–---–თან ერთად იმყოფებოდა ა---------–-----------------------------–-, სადაც ტარდებოდა შეჯიბრი. მას და ლ------------ს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც მალევე ამოიწურა. შეჯიბრზე გამოცხადებული შესვენების დროს ის, ბ--------–-–---–ი და მისი თანხმლები პირები ტოვებდნენ დარბაზს, რა დროსაც მათ თავს დაესხა თავდაპირველად 10 პირი, შემდეგ კი დაემატათ კიდევ 8 პირი. თავდასხმის მომენტში ბ--------–-–---–ი მასთან ახლოს იყო. თავდამსხმელები იყვნენ ხელჯოხებით შეიარაღებულნი. დაიწყეს გინება და ჩხუბი. თავდაცვის მიზნით ამოიღო თავისი სანადირო დანა, რის გამოც თავდამსხმელებმა უკან დაიხიეს. რამდენიმე წამში დაინახა, რომ მისთვის უცნობმა პირმა ამოიღო პისტოლეტი და ჰაერში გაისროლა რამდენჯერმე. სროლის შემდეგ ის და ბ--------–-–---–ი შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. მივიდნენ ,,თბილისი ცენტრალთან“, საიდანაც სამარშუტო ავტობუსით გაემგზავრნენ ზ------------------------------–--------–-ში. წავიდნენ არა იმიტომ, რომ დამალულიყვნენ, არამედ იმიტომ, რომ სიტუაციას გარიდებოდნენ. ჩხუბის დროს არ დაუნახავს, ბ--------–-–---–ს ხელში ჰქონდა და გამოიყენა თუ არა რაიმე კანონსაწინააღმდეგო საგანი. ასევე ვერ დაინახა ლ-----------ის დაჭრის ფაქტი. ისინი ორ დღეში დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ ძ------–-–- მისი ბაბუის სახლში. იმ დღეებში სხვა ვინმე სახლში არავინ ყოფილა. შარვალი და ქამარი, რომელიც სამართალდამცავებმა ამოიღეს, მისი არ იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე დ-----------–--–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 25 ივნისს იმყოფებოდა ა---------–-----------------------------–-, სადაც მისი მეგობარი ლ------------ იღებდა შეჯიბრში მონაწილეობას. იგი გარეთ იყო გასული და ელოდებოდა ლ------------ს, რა დროსაც შემოესმა ჩოჩქოლის ხმა. შეირბინა ოთახში და დაინახა ლ------------, რომელსაც ჭრილობა ჰქონდა მიყენებული ყელში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ჯ-----------–--მ განმარტა, რომ 2015 წლის 25 ივნისს მისმა დედიდაშვილმა - გ------------------ უთხრა, რომ რაღაც კონფლიქტი იყო ბიჭებს შორის და სთხოვა, მისულიყვნენ ა---------–-----------------------------–-, საიდანაც უსაფრთხოდ უნდა წამოეყვანათ ლ------------. იგი მივიდა აღმოსავლეთ ევროპის უნვივერსიტეტში, მასთან ერთად იყვნენ გ----------------ა, ა-–-------------------ა და ე----------------------. უ--------------- შესასვლელში მოხდა კონფლიქტი, ერთმანეთს ურტყამდა რამდენიმე პირი, ზოგიერთი ძირს ეყარა. გაიგონა, რომ ვიღაც იძახდა ,,დანა აქვსო“. შემდეგ დაინახა დაჭრილი ლ------------, რომელიც იწვა ძირს და დახმარებას ითხოვდა. გაიგონა გასროლის ხმაც. შემდეგ კი სხვა პირებთან ერთად დაჭრილი ლ------------ გაიყვანა გარეთ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ი-----–--------–-–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 25 ივნისს ის, მისი ძმა შ--------------------------------- იმყოფებოდნენ სახლში, რა დროსაც დაურეკა მეგობარმა გ------------------ და სთხოვა, რომ მისულიყვნენ დარბაზში, სადაც შეჯიბრი ტარდებოდა, რადგან მათ საერთო ნაცნობს -ლევანის რაღაც პრობლემები/კონფლიქტი ჰქონდა. ისინი მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა გ----------------ა, ა-–-------------------ა და ჯ-----------–--. შევიდნენ შენობაში, სადაც დაინახა ლ------------, რომელიც იდგა ვიღაც ბიჭებთან ერთად და ლაპარაკობდნენ. როდესაც მივიდნენ, შესთავაზეს, რომ გასულიყვნენ, მოტრიალდნენ და ეგონათ, რომ ისინიც უკან მიჰყვებოდნენ. ატყდა ხმაური, დაიწყო ჩხუბი და ჩხუბში დაიჭრა 4 კაცი. კერძოდ, დაიჭრა მოწმის ძმა - შ-----, ლ------------ ყველაზე მძიმედ, ა-------–--------------- დეტალები არ ახსოვს, იმიტომ რომ არეულობა იყო. ჩხუბი რომ ატყდა, ყველა ერთმანეთში აირია, ვიღაცას დაუნახა დანა. მას არ იცნობს. დანა აქვსო, ყველას აფრთხილებდა. ვისაც დანა ჰქონდა, როგორც ახსოვს, იყო დაბალი ტანის.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმე ნ------------ს ჩვენებით იგი აჯამებდა მონაწილე სპორტსმენების შედეგებს და იმყოფებოდა დარბაზის გვერდით ოთახში. გაიგონა გასროლის ხმა, ოთახში შეცვივდა მისთვის უცნობი დაახლოებით 6 პირი, რომლებიც გადახტნენ ფანჯრიდან. გავიდა ფოიეში და დაინახა, თუ როგორ გაჰყავდათ შენობიდან დაჭრილები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ლ-----------–-–---–მა განაცხადა, რომ იმყოფებოდა ტრიბუნებზე, რა დროსაც შემოესმა ჩხუბის ხმა, რასაც მოჰყვა გასროლა. შემდეგ დარბაზში შეცვივდა ხალხი. აირია სიტუაცია. შენობის გარეთ ნახა ტროტუარზე მწოლიარე ორი დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმე ნ------------–---ს ჩვენებით დგინდება, რომ როდესაც ლ------------ მიიყვანეს სამედიცინო კლინიკაში, მისი მდგომარეობა იყო მძიმე, ჰქონდა მრავლობითი ჭრილობები ლოყის, კისრის, გულმკერდის და მუცლის არეში. ლ------------ს დაზიანებული ჰქონდა საძილე არტერია, წნევა ჰქონდა არასტაბილური, სისხლის დანაკარგი იყო დიდი. ლ------------ გადაყვანილი იქნა ხელოვნურ სუნთქვაზე, რის შემდეგაც ჩაუტარდა ოპერაცია.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოწმე ი-----------–---–მა, რომელმაც დამატებით აღნიშნა, რომ სამედიცინო კლინიკაში სასწრაფო დახმარების სამსახურის მიერ შეყვანილი იქნა ორი პაციენტი - ლ------------ და გ--------------ძე. ლ------------ს ჰქონდა მრავლობითი ჭრილობები, ხოლო გ--------------ძეს ჭრილობა მიყენებული ჰქონდა მხრის არეში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ლ---------------მ განმარტა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ბ--------–-–---–ის ადგილსამყოფელის თაობაზე. ინფორმაციის თანახმად იგი იმალებოდა ი-----–----------ესთან ერთად სოფელ ძ------–-–-. ასევე ბ--------–-–---–ს თან უნდა ჰქონოდა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა. მიღებული ინფორმაცია პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმე გ---------------–---–-ს ჩვენებით დასტურდება, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე პოლიციის თანამშრომელთა ჯგუფი ჩავიდა ზ------------------------------–--------–-ში, სადაც ი-----–----------ის სახლში იმყოფებოდნენ ი-----–----------ე და ბ--------–-–---–ი. სახლის მეორე სართულზე დახვდათ ბ--------–-–---–ი და ი-----–----------ე. ჩატარებული იქნა ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ბ--------–-–---–ის შარვალი და ქამარი. ანალოგიური შინაარსის ჩვენებები მისცეს სასამართლოს მოწმეებმა რ----------------–--ემ და ვ------------------ემ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისში, შ-----–------------ში, ა---------–-----------------------------–-. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა 10 (ათი) ცალი ხელის კვალი დ\ფირზე, შავი ფერის ქუდი მოწითალო ფერის ლაქებით, დოლბანდი და ბამბა მოწითალო ფერის ლაქებით, ფეხის კვლები მოწითალო ფერის ლაქებით.
ამოღების ოქმის თანახმად, მედდა ნ-----–--------–-–---–-სგან ამოღებული იქნა ლ-----------ის ტანსაცმელი: ერთი ცალი დაზიანებული წითელი ფერის მაისური, რომელსაც აღენიშნება მუქი ფერის ლაქები; შავი ფერის NIKE-ს ფირმის სპორტული შარვალი, რომელსაც ორივე ტოტზე აღენიშნება მუქი ფერის ლაქები; ერთი ცალი რუხი ფერის მამაკაცის საცვალი მუქი ფერის ლაქებით; მომწვანო ფერის საზაფხულო კეპი მუქი ფერის ლაქებით; ერთ წყვილი მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი მუქი ფერის ლაქებით; ერთი წყვილი მუქი ფერის წინდა.
ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩატარებული იქნა ი-----–----------ის ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რომელიც მდებარეობს ზ------------------------------–--------–-ში: ამოღებული იქნა მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი შავი ფერის ნაჭრის ქამრით, შარვალს მარცხენა გვერდით ჯიბესთან აღენიშნება მცირე ზომის მოწითალო ფერის ლაქები. ქამარი არის შავი ფერის, ნაჭრის, ერთ თავში დამაგრებული აქვს რკინის შავი დეტალი, მეორე მხარეს აქვს შავი ფერის ოთხკუთხედი ფორმის ბალთა. იგი ჩამაგრებულია შავი ფერის ნაჭერზე დამაგრებულ პლასტმასის მოგრძო დეტალზე. ოთხკუთხედ ქამრის ბალთაზე ხელის მოკიდებით და გამოქაჩვით ბალთა გამოდის პლასტმასის დეტალიდან და მას გამოჰყვება შავი ფერის დანის პირი, დაახლოებით 8 (რვა) სმ. სიგრძის დანის პირი არის დაკბილული.
ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევი დანა დამზადებულია ქარხნული წესით და წარმოადგენს მჩხვლეტავ-მჭრელ, ცალმხრივლესილი პირის მქონე ატიპურ დანას - შენიღბულს ქამრის ბალთაში და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. ლ-----------ის ტანსაცმლიდან მხოლოდ მაისურზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ არეებში არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ- მჭრელი, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, რომლის კონსტრუქციული მონაცემები გარკვეულად შეესაბამება გამოსაკვლევი დანის პირის მონაცემებს, რაც არ გამორიცხავს წარმოდგენილი დანის პირით მათი განვითარების შესაძლებლობას. საკითხის კატეგორიულად განსაზღვრა შეუძლებელია დაზიანებებში დამაზიანებელი ობიექტის კერძო ნიშანთა არარსებობის გამო. 01.08.2017 წ.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით ლ-----------ის სხეულზე არსებული ჭრილობები ლოკალიზაციის არით ძირითადად შეესაბამება ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებებს. გარკვეული სხვაობა შესაძლებელია, აიხსნას დაზიანების განვითარების მომენტში ტანსაცმლის და სხეულის ურთიერთგადაადგილებით - დინამიკაში, ასევე დაზიანების ადგილმდებარეობით (სახე,თავი).
აღნიშნული დასკვნის სისწორე პირველი ინდსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ------–--–----–---–მა.
აპელანტი უთითებს, რომ მოწმეების - ალაექსანდრე ქარდავას, შ--–-----------–-ს, ი-----–--------–-–---–ის და გ--------------ძის ჩვენებები შეცვლილი სახით იქნა ასახული პირველი ინსტანციის განაჩენში. პალატა მითითებული მოწმეების შინაარსობრივი მხარის შეფასებას (მათ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში კონკრეტული გარემოებების დადგენის კუთხით) მოახდენს აპელანტის მიერ გაჟღერებული არგუმენტების ნამდვილობის დადგენის კუთხით და ყურადღებას გაამახვილებს აღნიშნული მოწმეების ჩვენებების იმ ნაწილებზე, რომელთა არსებობასაც დაცვის მხარე გამორიცხავს (რადგან ის უთითებს, რომ განაჩენში დაფიქსირებული გარკვეული ინფორმაცია მითითებულ მოწმეებს პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის არ მიუწოდებიათ), კერძოდ, აპელანტის არგუმენტებით:
1) ა-–-------------------ას პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ უთქვას, რომ ,,ერთ-ერთ მოჩხუბარს, ბ--------–-–---–ს ეცვა ,,კაპიშონი“, ხელში ეჭირა დანა და იქნევდა“, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან ა-–-------------------ამ მოწმის სახით დაკითხვისას პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე პროკურორის შეკითხვაზე განაცხადა - ,,მე ვიდექი ცოტა მოშორებით და ვუყურებდი ჩხუბს, რა დროსაც დავინახე, რომ ლ------------ზე მიდიოდა მთელი აგრესია. ვნახე, რომ მოცემულ მომეტში ლ------------ს ,,კაპიშონიან“ ადამიანთან ჰქონდა უშუალოდ დაძაბულობა, დანის მსგავსი ნივთი დავინახე კაპიშონიანი ადამიანის ხელში - ბ---- გამოდის. როგორც მახსოვს, გაურკვეველი მიმართულებით იქნევდა“, პროკურორის შემდეგ შეკითხვაზე პასუხობს - ,,ლ------------სთან ყველაზე ახლოს, უშუალოდ ხელაშვილთან ჰქონდა კონტაქტი“. ადვოკატის შეკითხვაზე მოწმე პასუხობს - ,,კაპიშონიანი ბიჭის სახეს დაახლოებით ვხედავდი, ვინც იყო, ანუ როდესაც წინასწარ იცი, ვინ ვინ არის (მოწმე ჩვენებაში უთითებს, რომ წინასწარ იცოდა, რომ ,,კაპიშონიანი“ ზედა ეცვა მსჯავრდებულს), კაპიშონიანი ბიჭი, გამოდის, რომ ბ---- იყო, რომ დავინახე კაპიშონიანი ბიჭი, მივხვდი, რომ ბ---- იყო (იხ. მოწმის დაკითხვის სხდომის ოქმი12:53:03 წთ.). მსჯავრდებულის შეკითხვაზე ა-–-------------------ა პასუხობს - ,,შენ გქონდა დანა და იქნევდი შენს გარშემო მყოფების მიმართულებით, შენ იქნევდი დანას“.
მოცემული გარემოების შეფასება ცხადყოფს, რომ ა-–-------------------ა მოწმის სახით დაკითხვისას რამდენიმეჯერ ახსენებს, რომ ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთ პიროვნებას ეცვა კაპიშონიანი ზედა (რაც ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებითაც), ეჭირა დანა და იქნევდა, ხოლო აღნიშნული პიროვნების იდენტიფიცირების კუთხით ის აღწერს გარემოებებს, თუ როგორ მოახდინა ,,კაპიშონიან“ პიროვნებაში ბ--------–-–---–ის ამოცნობა, რა დროსაც ის მსჯავრდებულის დამაზუსტებელ შეკითხვაზე კატეგორიული ფორმით უთითებს, რომ შემთხვევის დროს სწორედ ის იქნევდა დანას.
2) აპელანტი უთითებს, რომ თითქოსდა შალავა არაბულის ჩვენებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ აღნიშნა შემდეგი - ,,კონფლიქტში მონაწილე პირებიდან მხოლოდ ორს ჰქონდა დანა - ბ--------–-–---–ს და ი-----–----------ეს“. რეალურად კი პირველი ინსტანციის განაჩენში შ--–-----------–-ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის აღწერისას მოსამართლე უთითებს შემდეგს - ,,მოწმე შ--–-----------–-ა განმარტა, რომ ა---------–-----------------------------–- მეგობრებთან ერთად მივიდა იმის გამო, რომ ლ------------ს ჰქონდა კონფლიქტი. როდესაც უ--------------- შენობის გასასვლელში იმყოფებოდა, შემოესმა ხმაური, დაინახა, რომ ბ--------–-–---–ი და ი-----–----------ე თანმხლებ პირებთან ერთად ეკამათებოდნენ მის მეგობრებს, რომლებიც პირისპირ ედგნენ ერთმანეთს. მან ხელი გადახვია ბ--------–-–---–ს სიტუაციის განმუხტვის მიზნით, რა დროსაც ბ--------–-–---–ის უკან მდგომმა პირმა ხელი ჰკრა. ამას მოჰყვა უკვე ფიზიკური დაპირისპირება. ჩხუბის დროს თავადაც იქნევდა ხელებს. ხელში იგრძნო ტკივილი, გავიდა გვერდით და ხელზე სისხლი შენიშნა, შემდეგ დაინახა დაჭრილი და გასისხლიანებული ლ------------“.
3) აპელანტი უთითებს, რომ ი-----–--------–-–---–ს არ უთქვამს, რომ ,,დაბალი სიმაღლის ადამიანს ეჭირა ხელში დანა“ და რომ არასწორად მიუთითა ამ გარემოების შესახებ მოსამართლემ განაჩენში, ხოლო გ--------------ძის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენების აღწერისას მოსამართლეს კატეგორიულად უნდა ჩაეწერა, რომ ,,ბ----ს ხელში დანა მოწმეს არ დაუნახავს“. პალატა, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს ი-----–--------–-–---–ის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც ის უთითებს შემდეგს: ,,ჩხუბი რომ ატყდა, ყველა ერთმანეთში აირია, ვიღაცას დავუნახე დანა, რომელსაც არ ვიცნობ და დანა აქვს - მეთქი, ყველას ვაფრთხილებდი. ვისაც დანა ჰქონდა, იმის გარეგნობა აღარ მახსოვს, მახსოვს, რომ ცოტა დაბალი იყო (იხ. მოწმის დაკითხვა - სხდომის ოქმი 12:59:00 წთ), რაც შეეხება გ--------------ძის ჩვენების პირველი ინსტანციის სასამართლოში მითითებული გარემოების შესახებ ასახულ ინფორმაციას, მოწმის ჩვენებაში მითითებულია, რომ მოწმეს არ დაუნახავს, ბ--------–-–---–ს ეჭირა თუ არა რამე.
მითითებული გარემოების შეფასება ცხადყოფს შემდეგს: აპელანტის პოზიცია იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებში მიუთითა ისეთი გარემოებები, რაც მოწმეებს არ აღუნიშნავთ, დაუსაბუთებლია, რადგან განაჩენში ასახული ფაქტობრივი გარემოებების შესახებ მოწმეებმა მკაფიო ფორმით განაცხადეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე. შესაბამისად, მოწმეების მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია ობიექტუია. ამიტომ პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, თითქოსდა პირველი ინსტანციის მოსამართლემ შეცვალა მოწმეთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
დაცვის მხარის არგუმენტს, რომლითაც ის გამორიცხავს საქმეში პირდაპირი ხასიათის მქონე უტყუარი მტკიცებულებების არსებობას მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, პალატა ასევე ვერ გაიზიარებს. დაზარალებული თავის ჩვენებაში დეტალურად აღწერს კონფლიქტის დროს განვითარებულ მოვლენებს. ის მკაფიოდ უთითებს, რომ ბ--------–-–---–მა მას დანა დაარტყა, რის შემდეგაც დაკარგა გონება და აღარ ახსოვს, თუ ვინ მიაყენა სხვა დაზიანებები.
ადვოკატი სააპელაციო საჩივარში ლ-----------ის ჩვენების არადამაჯერებლობას ასაბუთებს იმით, რომ ლ------------ უთითებს ბ--------–-–---–ის მიერ მიყენებულ მხოლოდ ერთ დაზიანებაზე, რის შემდეგაც დაკარგა გონება. ვიდეოკამერების ჩანაწერებით კი იგი თავისი ფეხით ტოვებს შენობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ-----------ის ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. იგი აღწერს სწორედ იმას, რისი აღქმაც შეძლო. ბ--------–-–---–ის დანაშაულის ჩადენაში უსაფუძვლოდ მხილების სურვილის შემთხვევაში დაზარალებულს არაფერი უშლიდა ხელს, ეთქვა, რომ დაინახა და აღიქვა, თუ როგორ მიაყენა ყველა დაზიანება ბ--------–-–---–მა. მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ ლ------------ დაჭრის ადგილზე წაიქცა - იწვა ძირს. გარეთ გაყვანის შემდეგ ასევე დაინახეს ტროტუარზე მწოლიარე. მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილებული იქნას კონფლიქტში მონაწილე/თვითმხილველი პირების მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მიცემულ ჩვენებებში ასახულ ინფორმაციაზე. კერძოდ, შემთხვევის ადგილზე მყოფი გ----------------ა აღნიშნავს, რომ ჩხუბის დროს დაინახა ბ--------–-–---–ი. ხელში ეჭირა დანა, რომელსაც იქნევდა. დაინახა, რომ დანა ხელში ასევე ეჭირა ი-----–----------ესაც, თუმცა ეს უკანასკნელი მოშორებით იდგა. ა-–-------------------ა თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ბ--------–-–---–ს ეჭირა დანა და იქნევდა. ჩხუბის დროს ყველაზე ახლოს იმყოფებოდა ლ------------სთან. ,,ბ--------–-–---–ს უშუალო კონტაქტი ჰქონდა ლ------------სთან“. ა-–-------------------ა თავის ჩვენებაში უთითებს, რომ კონფლიქტის დროს დაინახა ი-----–----------ეც, რომელსაც ასევე ეჭირა დანა ხელში, თუმცა ამ უკანასკნელს კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია, იგი განზე იდგა და დანით დაზიანება არავისთვის მიუყენებია. ა---------–--------–---–---–ის ჩვენებით კი დგინდება, რომ კონფლიქტის დროს ბ--------–-–---–ის ხელში შენიშნა დანა, რომელიც სისხლიანი იყო. ამ დროს ლ------------ იწვა ძირს, ხოლო ბ--------–-–---–ი სისხლიანი დანით ხელში იყო მდგომარე პოზიციაში. ი-----–----------ის ჩვენებით დგინდება, რომ ჩხუბის დროს თავდაცვის მიზნით ამოიღო სანადირო დანა, რის გამოც თავდამსხმელებმა უკან დაიხიეს. შემდეგ კი რამდენიმე წამში მოხდა იარაღიდან გასროლა, ხოლო შემდეგ ის ბ--------–-–---–თან ერთად გაიცა შემთხვევის ადგილიდან.
პალატა მოცემული ფაქტობრივი გარემოებების საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერებით ეჭვის გამომრიცხავად ადგენს, რომ კონფლიქტის დროს ბ--------–-–---–ი იყო ის პიროვნება, რომლის მოქმედებები მიმართული იყო ლ-----------ისკენ. გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება ისიც, რომ კონფლიქტის დროს დანა ჰქონდა მხოლოდ ბ--------–-–---–ს და ი-----–----------ეს. ეს უკანასკნელი კი კონფლიქტის ეპიცენტრიდან მოშორებით იმყოფებოდა (მით უფრო ლ------------სთან კონტაქტში არ იყო), ბ--------–-–---–ი კი ჩართული იყო კონფლიქტში/ჩხუბში და იგი ლ------------სთან უშუალო კონტაქტში იმყოფებოდა (რაც გარდა ზემოთმითითებული მოწმეთა ჩვენებებისა, ასევე დასტურდება შ--–-----------–-ს ჩვენებით, რომელიც უთითებს, რომ ბ--------–-–---–ი და ი-----–----------ე თანმხლებ პირებთან ერთად კამათობდნენ, პირისპირ ედგნენ ერთმანეთს). დგინდება ისიც, რომ ბ--------–-–---–ის ხელში არსებული დანა იყო სისხლიანი. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულის სხეულზე არსებული ლოკალური დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა, განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, რომლის კონსტრუქციული მონაცემები გარკვეულად შეესაბამება გამოსაკვლევი დანის (მსჯავრდებულის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული) პირის მონაცემებს და არ გამორიცხავს დაზიანებების კონკრეტული დანით მიყენების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერება ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით უერთიერთშეთანხმებულობის მაღალი ხარისხით მიუთითებს, რომ სწორედ მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა გამოიწვია დაზარალებულის სხეულზე არსებული ჭრილობების მიყენება (სხვა გარემოება, რომელიც დაზარალებულისათვის ჭრილობების მიყენებაში სხვის მონაწილეობაზე/თანამონაწილეობაზე ირიბად მაინც რომ მიუთითებდეს, მტკიცებულებების გაანალიზებით საქმეში არ იკვეთება). მიყენებული დაზიანებები კი ერთად აღებული მიეკუთვნიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.
დაცვის მხარე აპელირებს, რომ არ იკვეთება ლ-----------ის მოკვლის მოტივი და მიზანი, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს. მსჯავრდებულის ჩვენებით დგინდება რომ მას ლ------------მ მოცემულ შემთხვევამდე გარკვეული პერიოდით ადრე შესთავაზა ჯგუფებში გაწევრიანება საპროტესტო აქციების დარბევის და პროვოკაციის მიზნით, რაზედაც მან დაზარალებულს უარი განუცხადა. (მსჯავრდებული აცხადებს, რომ მას ლ------------მ მისი ცხოვრებისთვის მიუღებელი რამ შესთავაზა), რის გამოც დაზარალებულთან ურთიერთობა შეწყვიტა. როგორც ი-----–----------ის ჩვენებით დგინდება, რომ შეჯიბრის დაწყებამდე შეკამათებისას აღმოცენებული განაწყენება გახდა შეჯიბრის შემდეგ ფიზიკური დაპირისპირების მოტივი.
რაც შეეხება განხზრახ მკვლელობის სურვილს/მიზანს, პალატა აფასებს შემთხვევის დროს მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულ მოქმედებებს, დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობას, ლოკაციას და ა.შ, და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კონფლიქტის დროს მსჯავრდებული დანის გამოყენებით დაზარალებულს აყენებს რამდენიმე ჭრილობას, რომლებიც სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებებით ხასიათდებიან. ამასთან, მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს იმასაც, რომ როგორც დაზარალებული აღნიშნავს, მან ბ--------–-–---–ის მხრიდან დანის პირველი დარტყმის შემდეგ დაკარგა გონება, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა (იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულს არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის უნარი და უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა) მსჯავრდებულმა მას კვლავ მიაყენა რამდენიმე ჭრილობა, რაც ნათლად მიუთითებს, რომ მსჯავრდებულს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის (დაზარალებულ ლ-----------ის სიცოცხლის მოსპობის) დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა, სულ მცირე, ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდუვალობას.
დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მოწმეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიაწოდეს გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებისგან განსხვავებული ინფორმაცია, რის გამოც აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები კარგავს დამაჯერებლობას და ისინი არ უნდა იქნას გაზიარებული განაჩენის დადგენისას. აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, ხოლო კონკრეტული პირის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ინფორმაციის (ასევე საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების) დამაჯერბლობის განსაზღვრისას სასამართლო მიწოდებული ინფორმაციის შეჯერებას ახდენს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, რა დროსაც პირის დამნაშავედ ცნობისათვის მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის რომელიმე ნიშნის არსებობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც ეჭვის გამომრიცხავად დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
მოცმეულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით ნათელი ხდება, რომ დაზარალებულმა და მოწმეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია შემთხვევის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ამ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა (გარდა გ--------–----–-–---–-ს ჩვენებისა, რომელსაც პალატა არ გამოიყენებს, რადგან მითითებული პირის ჩვენება ვერ აკმაყოფილებს მასში ასახული ინფორმაციის უტყუარად მიჩნევისათვის საჭირო სტანდარტებს.) ამასთანავე, დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. მათ მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მოწოდებული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებების გადამოწმების საშუალებას, რის გამოც პალატა უთითებს, რომ საქმის განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია პირველი ინტანციის სასამართლოს მიერ ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის. შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიციას მოწმეთა ჩვენებების გაუზიარებლობის შესახებ პალატა ვერ გაიზიარებს.
აღნიშნავია ისიც, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი/კანონიერი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტებს, რასაც პალატა სრულიად იზიარებს. მსჯავრდებულის ქმედებები მიმართული იყო დაზარალებულისათვის არა მხოლოდ სხეულის დაზიანების მიყენებისკენ, არამედ მსჯავრდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვებოდა ლ-----------ის სიკვდილი (რომლის ჩადენის მოტივი (განაწყენება) მას აღეძრა სიტყვიერი დაპირისპირებისას) და სურდა ამ შედეგის დადგომა, რაც არ დადგა მსჯავრდებულის ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. აღნიშნულს ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობა, ლოკაცია და სიმძიმე, ასევე ის გარემოებაც, რომ დაზარალებულის უგონო მდგომარეობაში ყოფნის მიუხედავად მსჯავრდებული მაინც განაგრძობდა მისთვის ფიზიკური დაზიანების მიყენებას მანამ, სანამ შემთხვევის ადგილზე არ მოხდა იარაღის გასროლით ვითარების განმუხტვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა ბ--------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, რადგან კონფლიქტური სიტუაციის წინარე გარემოებები და მსჯავრდებულის მიერ შემთხვევის დროს განხორციელებული მოქმედებები ცალსახად მიუთითებენ მასზედ, რომ სახეზეა მითითებული მუხლით პირის ქმედების კვალიფიკაციისათვის დადგენილი ყველა ობიექტური და სუბიექტური გარემოება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ობიექტურ პირს მსჯავრდებულის ბრალეულობაში მისთვის წარდგენილ ბრალდებაში - განზრახ მკვლელობის მცდელობაში.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე, რა დროსაც სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).).
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ამასთან, 1950 წლის 04 ნოემბრის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციით დაცულია ადამიანის სიცოცხლის უფლება. სიცოცხლის დაცვის უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის თანახმად "სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი".
სიცოცხლის უფლება, თავისი მნიშვნელობის გამო, არის ის პირველი მატერიალურსამართლებრივი უფლება, რომელსაც ევროკონვენცია ითვალისწინებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის პრაქტიკაში ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური დებულებაა (ბუზურტანოვა და ზარხმატოვა რუსეთის წინააღმდეგ (Buzurtanova and Zarkhmatova v. Russia), განაცხადი no. 78633/12 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 101). მასში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (ჰაასი და საბო უნგრეთის წინააღმდეგ (Haász and Szabó v. Hungary), განაცხადი no. 11327/14 და 11613/14 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 49). (იხ. mutatis mutandis, ფედორჩენკო და ლოზენკო უკრაინის წინააღმდეგ (Fedorchenko and Lozenko v. Ukraine), განაცხადი no. 387/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 44).
ამდენად, პალატამ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბ--------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბ--------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რომლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს განზრახ მკვლელობის მცდელობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ბ--------–-–---–ის ქმედება შეიცავს მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის - განზრახ მკვლელობის მცდელობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტები მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებს.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ბ--------–-–---–ისთვის დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება და განუსაზღვრა სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს. პალატა თვლის, რომ მოცემული სასჯელის სახე და ზომა ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია და წარმოადგენს ოპტიმალურ ღონისძიებას სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მისაღწევად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ბ--------–-–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რასაც პალატა ეთანხმება. შესაბამისად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ბ--------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ბ--------–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ბ--------–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ბ--------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების
მომენტიდან - 2017 წლის 27 ივნისიდან.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ბ--------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთმტკიცება:
სკამის საჯდომი მასზე არსებული კვლებით, ათი ცალი დაქტილოფირი, დანა, სისხლის ნიმუშები, ნერწყვის ნიმუში, ასფალტის ამონატეხი მოწითალო ფერის ლაქებით, დოლბანდი და ბამბა მოწითალო ფერის ლაქით, მუქი ფერის ქუდი, სიგარეტის ღერი, დანის ნაჭრის ქარქაში, მოწითალო ფერის ლაქები - განადგურდეს.
ა-–-------------------ასაგან ამოღებული იარაღი მჭიდით და ოთხი ვაზნა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
გ--------------ძის ტანსაცმელი, შ--–-----------–-ს ტანსაცმელი, შ-------------------ს ტანსაცმელი, ლ-----------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეებს. ბ--------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ყავისფერი ტყავის საფულე მასში მოთავსებული მეტრომანით, ერთი ცალი გასაღები და ფულადი თანხა 40 თეთრი, ბ--------–-–---–ის ჯინსის შარვალი, ქამარი დაუბრუდნეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
01 ცალი CD დისკი, აღმოსავლეთ ევროპის უ--------------- სათვალთვალო კამერის 2017 წლის 25 ივნისის ჩანაწერი, დატანილი 02 ცალ DVD დისკზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოილუსტრაცია, დატანილი 01 ცალ CD დისკზე დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე
ნ. სანდოძე