განაჩენი

სისხლის სამართლის 30.10.2018
საქმის ნომერი
330100118002451272
ინსტანცია
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002451272

საქმე #1ბ/898-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ი-----–--------ის,ადვოკატის: თ--------------–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულის: ა-–-------ის

მონაწილეობის გარეშე,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ა-–-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ა-–-------ის, დაბადებულის 1----–-–-------------, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის (პირადი №0----------), ნასამართლობის არმქონის, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ---------–---------–--------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–-------მა ჩაიდინა ძალადობა, ე.ი. ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 7 მარტს, საღამოს საათებში, ქ-------–--–-------------------------ის მიმდებარედ არსებულ საფეხბურთო მოედანზე ყოფნის დროს, შეპასუხების გამო გაღიზიანებულმა ა-–-------მა კისრის არეში ხელი დაარტყა 14.07.2003 წელს დაბადებულ თ-------–-----ას, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიადგა ჯანმრთელობის მოუშლელად სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის განაჩენით:

 

ა-–-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I1 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ა-–-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 14 ივნისიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა-–-------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ----------------–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანას ა-–-------ისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ, ჩადენილი ქმედებისთვის სასჯელის სახედ და ზომად 500 ლარის ოდენობით ჯარიმის განსაზღვრას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ა-–-------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა-–-------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - თ-------–-----ას, ნ-------------–--ის, ნ--------------ის, ნ------------ას, ბ------------–----ის გამოკითხვის ოქმების, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმების, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა-–-------მა ჩაიდინა ძალადობა, ე.ი. ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინრტერესების დამცველმა ადვოკატმა მსჯავრდებულ ა-–-------ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები გახადა უდავოდ და იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ ა-–-------ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქების - თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად ჯარიმის - დანიშვნის შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ა-–-------ის მიერ ჩადენილი ქმედების განხორციელების სახესა და ხერხზე, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომაზე, კერძოდ, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ სტადიონზე მისული ა-–-------ი თავიდანვე შეეცადა აქ მოთამაშე ბავშვები გაეძევებინა სტადიონიდან, უშლიდა ბავშვებს ხელს ბურთის თამაშში და ბურთი გადაუგდო სტადიონის გარეთ, უშუალოდ ქმედების განხორციელების მომენტში ა-–-------მა კისერში ხელი გაარტყა თ-------–-----ას, მოქაჩა ტანსაცმელზე, დააგდო ძირს და ამ უკანასკნელს ზემოდან დაეცა. ა-–-------ი ამის შემდეგაც არ აძლევდა თ-------–-----ას თავის დაღწევის საშუალებას და მიუხედავად იმისა, რომ ნ-------------–--ე ცდილობდა ა-–-------ის წამოყენებას, ეს უკანასკნელი მაინც არ უშვებდა ხელს თ-------–-----ას, ამასთან, ლანძღავდა და აგინებდა ბავშვს. პალატა მიიჩნევს, რომ ყოველივე აღნიშნული ადეკვატურად აისახა პირველი ინსტანციის განაჩენით ა-–-------ისთვის დანიშნულ სასჯელზე და არ არსებობს აღნიშნული განაჩენით მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ჯარიმით შეცვლის საფუძველი.

 

პალატის აზრით, ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, გათვალისწინებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში. რაც შეეხება აპელანტი მხარის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებული ა-–-------ი წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი, პალატა მიიჩნევს, რომ წარსულში ნასამართლობის არქონა არ უნდა ჩაითვალოს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების მოტივად, ვინაიდან დანაშაულის არჩადენა ამა თუ იმ ასპექტში ადამიანს რაიმე უპირატესობას კი არ ანიჭებს, არამედ ყოველი მოქალაქე მოვალეა დაიცვას მართლწესრიგი, საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს (საქართველოს კონსტიტუციის 44–ე მუხლი).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ა-–-------ისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძვლად. ამასთან, დაცვის მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებაზე.

 

როგორც აღინიშნა, სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება. პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ა-–-------ისთვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ა-–-------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა-–-------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ა-–-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ა-–-------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ა-–-------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

მსჯავრდებულ ა-–-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 14 ივნისიდან;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე