განაჩენი

სისხლის სამართლის 06.11.2018
საქმის ნომერი
160100117002037400
ინსტანცია
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100117002037400

საქმე #1ბ/863-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მურმან ისაევმა

 

სოფიკო კაპანაძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის: ზ---- ც---------ას

მსჯავრდებულის: რ---- ი-----–----ს

ადვოკატის: ა-----– ც-------ას

თარჯიმანის: ა---- ს---–--------ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ რ---- ი-----–----ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-----– ც-------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): რ---- ჰ------ ძე ი-----–----ს, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------–-----------------------------–ი მიმართ, დანაშაულებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ---- ი-----–---მა ჩაიდინა ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა; ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება; ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქება, ჩადენილი მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის გამოწვევის მიზნით და ნარკოტიკული საშუალების მარიხუანის უკანონო შეძენა შენახვა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ან თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ხოლო მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

რ---- ი-----–---მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ასაფეთქებელი მოწყობილობა, ,,ф-1’’ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარა, რომელიც 2017 წლის 23 ივნისს ღამის საათებში, შურისძიების მოტივით ააფეთქა ე-–------- ს--------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, მდებარე ქ----------–--------------–------------------------–----- რომელსაც ცოლად ყავს მისი ყოფილი მეუღლე ხ----–- ს--------ა.

 

2017 წლის 23 ივნისს ღამის საათებში, ქ----------––--------------–------------------- სახლი N--ში მდებარე ე-–------- ს--------ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის დროს, რ---- ი-----–---- მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა უკანონოდ შეძენილ და შენახულ ასაფეთქებელ მოწყობილობას ,,ф-1’’ ტიპის ხელის მსხვრევად ყუმბარას, რომელიც შურისძიების მოტივით ააფეთქა ე-–------- ს--------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ვინაიდან ე-–------- ს--------ს ცოლად ყავს მისი ყოფილი მეუღლე ხ----–- ს--------ა.

 

2017 წლის 23 ივნისს ღამის საათებში, ქ-----------––--------------–---------------------------–-----ში მდებარე ე-–------- ს--------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, რომელსაც ცოლად ყავს რ---- ი-----–----ს ყოფილი მეუღლე ხ----–- ს--------ა, რ---- ი-----–---მა მათზე შურისძიების მოტივით, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის გამოწვევის მიზნით, ააფეთქა ასაფეთქებელი მოწყობილობა ,,ф-1’’ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარა. აფეთქების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარი ,,შ-------–------------ს’’ მოდელის, ავტომანქანა, სახ/ნომრით T------, ხელის ურიკა, მაგიდა და ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლის წინა ფასადზე განლაგებული ფანჯრების და კერების მინები, რის შედეგადაც ე-–------- ს--------ს და ხ----–- ს--------ას მიადგათ 1500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის განაჩენით, რ---- ი-----–---- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. მიუხედავად იმისა, რომ რ---- ი-----–---- ნასამართლევი იყო ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის და მოყვანის ფაქტზე, მან კვლავ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და 2017 წლის 23 ივნისს ქალაქ მ--------–ში ნ-----------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ნედლ მარიხუანას წონით - 91.17 გრამს. მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოვლენილი იქნა მ--------–ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული რ---- ი-----–----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით რ---- ი-----–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

რ---- ი-----–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

რ---- ი-----–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

რ---- ი-----–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთას 6 (ექვსი) წლის ვადით ნაწილობრივ დაემატა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით რ---- ი-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით და საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 100(ასი) საათის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 4 (ოთხი) წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით რ---- ი-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით და საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 100(ასი) საათის ოდენობით.

 

რ---- ი-----–---ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 23 ივნისიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-----– ც-------ამ. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტს რ---- ი-----–----ს მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ რ---- ი-----–---- დამნაშავედ ცნობა მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/უნქტით გათვალისწინებულის დანაშაულისათვის, ხოლო საქართველოს სსკ-ის სხვა მუხლებით წარდგენილ ბრალდებებში მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილ იქნეს გამამართლებელი განაჩენი, რადგან აპელანტს მიაჩნია აღნიშნულ ნაწილებში მსჯავრდებისას განაჩენი არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. დაზარალებულის ჩვენება არის წინააღმდეგობრივის, რომელიც ასევე არის დაინტერესებული პირი. ამასთან, სასამართლოში გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება არ უთითებს იმაზე, რომ რ---- ი-----–---- ინახავდა და ატარებდა ხელყუმბარას.

 

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა რ---- ი-----–---მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-----– ც-------ამ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება;

 

ბრალდების მხარემ, პროკურორმა ზ---- ც---------ამ მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რადგან მან კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნია ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენი და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად გასაჩივრებული განაჩენი რ---- ი-----–----ს მიმართ, ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სასჯელთა შეკრების ნაწილში შეტანილი უნდა იქნას ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები წარდგენილი ბრალდების ნაწილებში რ---- ი-----–----ს დამნაშავედ ცნობის შესახებ, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ - რ---- ი-----–----ს დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ---- ი-----–----ს მიერ ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვის; ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების; ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების, ჩადენილი მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის გამოწვევის მიზნით და ნარკოტიკული საშუალების მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული დადგენილია საქმეში არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ხ----–- ს--------ამ განმარტა, რომ რ---- ი-----–---- არის მისი პირველი მეუღლე, რომელთან ერთად ცხოვრობდა 13 წელი და მათ ჰყავთ ორი საერთო შვილი - 17 წლის გოგონა და 11 წლის ვაჟი. ბავშვები იზრდებიან ბაბუასთან. თანაცხოვრების პერიოდში რ---- ი-----–---- მას სცემდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც დაშორდა და დაბრუნდა დედასთან. გარკვეული პერიოდის განმავლობაში რ---- ი-----–---- იმყოფებოდა ციხეში, რა დროსაც იგი გათხოვდა ე-–------- ს--------ზე, რომელთანაც ცხოვრობს დაახლოებით 6 წელია. მათი სახლი არის ახალი აშენებული, მდებარეობს გზის პირას, ღობე არ აქვს და სახლში შემოდის გზის გარე განათება. 2017 წლის 23 ივნისის ღამეს იმყოფებოდა საძინებელ ოთახში, როდესაც გაიგო ფეხის ხმა, მიუახლოვდა ფანჯარას, რომელიც იყო ღია და დაინახა გზიდან 2 მერტში მყოფი რ---- ი-----–----, რომელსაც მარჯვენა ხელში რაღაც ჰქონდა, სწრაფად დახურა ფანჯარა, რა დროსაც რ---- ი-----–---მა ხელი ზემოთ ასწია და აივნის მხარეს რაღაც ისროლა, რომელიც შემდეგ აფეთქდა. ხ----–- ს--------ამ განმარტა, რომ მან დაუძახა მეუღლეს ე-–------- ს--------ს და სწრაფად გავიდნენ წინა ოთახში. ხ----–- ს--------ამ დაადასტურა, რომ მან აღნიშნულის შემდეგ დაურეკა შვილს და ჰკითხა სად იყო რ---- ი-----–----, რომელმაც განუმარტა, რომ არ იცოდა სად იყო მამა. ამის შემდეგ, კი გამოიძახეს პოლიცია. ამასთან, მას და მის მეუღლეს არაერთხელ დამუქრებია რ---- ი-----–----, რომ მოკლავდა. ის რეალურად აღიქვამდა აღნიშნულ მუქარას, ეშინოდა გარეთ გასვლის. ხ----–- ს--------ამ შეკითხვაზე ცალსახად დაადასტურა, რომ ხელყუმბარა მათ სახლს ესროლა რ---- ი-----–---მა, სროლამდე კი მას არაფერი უთქვამს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ე-–------- ს--------მა განმარტა, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ხ----–- ს--------ასთან. ცხოვრობენ მ--------–ში, მათ სახლი აქვთ ახალი აშენებული, სახლი მდებარეობს მთავარი გზიდან დაახლოებით 50 მეტრში, სახლს არ აქვს ღობე. ერთი ქუჩა გადის სახლის წინ, მეორე კი მარცხენა მხარეს. გზიდან სახლამდე არის დაახლოებით 5 მეტრი. მისი საძინებელი მდებარეობს სახლის წინა მხარეს, ფანჯრები უყურებს გზას. 2017 წლის 22-23 ივნისის ღამეს, პირველს წუთები აკლდა გაიგო აფეთქების ხმა, დაინახა მეუღლე სხვა ოთახში გაიქცა, უთხრა ჩქარა წაყოლოდა, წინა ოთახში გასვლისას მეუღლემ უთხრა, რომ მათი სახლის მიმართულებით რ---- ი-----–---მა რაღაც ისროლა, რომელიც აფეთქდა. ე-–------- ს--------მა განმარტა, რომ გარეთ იყო კვამლი, სუნი, რომელიც აფეთქების შედეგი იყო, რის შემდეგაც მისმა მეუღლემ დაურეკა შვილს ტელეფონზე, რომელმაც განუცხადა, რომ რ---- ი-----–---- სახლში არ იმყოფებოდა. აღნიშნულის შემდეგ გამოიძახეს პოლიცია. ე-–------- ს--------მა განმარტა, რომ აფეთქების შედეგად დაზიანებული იყო მისი ავტომაქანა, სახლის შუშები, ზიანი დაახლოებით 1400 ლარის იყო. ე-–------- ს-------მა დაადატსურა, რომ მას და მის მეუღლეს რ---- ი-----–---- ხშირად ემუქრებოდა, აშინებდა, იყო საბერძნეთში, ურეკავდა და ეუბნებოდა, სანამ გამოვიდოდა ეცხოვრათ. დაზარალებულის განმარტებით, მუქარის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხ----–- ს--------ა მისგან წასულიც კი იყო. ე-–------- ს--------ის განცხადებით, რ---- ი-----–---- მას პასუხს სთხოვდა თუ რატომ ითხოვა მისი მეუღლე, ხოლო ხ----–- ს--------ას პასუხს სთხოვდა მასზე გათხოვებისთვის. ე-–------- ს--------მა დაადასტურა, რომ ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დათვალიერდა მათი სახლის მიმდებარე ტერიტორია, ნანახი იქნა ყუმბარის ნაწილები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას რ---- ა-–---მა განაცხადა, რომ ცხოვრობს მ--------–ში, ნ----------------------ში. არის ე-–------- ს--------ის მეზობელი. მათ სახლებს შორის დაშორება არის დაახლოებით 40-50 მეტრი. ღამის საათებში შემოესმა აფეთქების ხმა, გავიდა გარეთ, არ ჩანდა არაფერი, შემდეგ კი მეუღლემ დაუძახა და შევიდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ე------ ბ---------ას განმარტებით დგინდება, რომ ცხოვრობს მ--------––--------------–----------------ში. ე-–------- ს--------ს იცნობს, არის მისი მეზობელი. შემთხვევის დღეს ეძინა, გამოაღვიძა აფეთქების ხმამ, ხმა გაისმა ახლო მანძილიდან, შეეშინდა და გარეთ არ გასულა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა რ----–--------------, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს მ--------–ის რ--------–-------------–--ში. დაადასტურა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია რ---- ი-----–----ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვის ფაქტთან დაკავშირებით, რის თაობაზეც აცნობა ხელმძღვანელობას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მ-------------–--–-- მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს მ--------–ის რ--------–-------------–--ში. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე 2017 წლის 23 ივნისს მის მიერ გაჩხრეკილ იქნა რ---- ი-----–----ს საცხოვრებელი სახლი. ჩხრეკისას რ---- ი-----–----ს ბაბუამ ჯ------ ი-----–---მა მიუთითა ოთახზე, რომელიც ეკუთვნოდა რ---- ი-----–---ს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა გაურკვეველი მასა, ბალახი და კოკა-კოლას ბოთლი. ჩხრეკას ესწრებოდა თარჯიმანი ნ-----–----------, ე-–----------–----- და ა-----------–---–---–ი. სასამართლოზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ ე-–----------–----- და ა-----------–---–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში მონაწილეობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარდგენილ იქნენ არასრულწლოვანი მოწმეები - ა--- ი-----–---ა და რ----– ი-----–----, მსჯავრდებულ რ---- ი-----–----ს შვილები. მათ სასამართლოს მიერ განემარტათ, რომ უფლება ჰქონდათ არ მიეცათ ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. აღნიშნული განმარტების მიღების შემდეგ მოწმეებმა ა--- ი-----–---ამ და რ----– ი-----–---მა კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე.

 

2017 წლის 23 ივნისის ე-–------- ს--------ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების და ამავე სახლის დამატებითი დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან სხვა ნივთებთან ერთად ამოღებულ იქნა ლითონის დეტალი და ლითონის ფრაგმენტები.

 

2017 წლის 23 ივნისის ე-–------- ს--------ის საცხოვრებელი სახლის ეზოს დათვალიერების ოქმით დგინდება რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. მ--------–ში რუ-------–---------------------------- ში მცხოვრებ ე-–------- ს--------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში. საცხოვრებელი სახლის წინ 10 მეტრში გადის ჩიხის საავტომობილო მოასფალტებული გზა. სახლის აღმოსავლეთის მხარეს 3,9 მეტრში მიწის ზედაპირზე საავტომობილო გზიდან 4,13 მეტრში ეზოს მარჯვენა ღობიდან 0,43 მეტრში მიწის ზედაპირზე აღენიშნება 22 სმ. დიამეტრის და 11 სმ სიღრმის პატარა ორმო. აღნიშნულ ორმოსთან დგას ოთხფეხიანი მაგიდა რომელსაც აქვს ფოლადის ოთხი ცალი მილი, წერტილოვანი დაზიანებებით. მიწის თხრილსა და სახლს შორის არის ლითონის მასალის ურიკა, აღნიშნულ ურიკას მიწის თხრილის მხრიდან აქვს წერტილოვანი ნახვრეტები. საცხოვრებელი სახლი არის ერთსართულიანი. აღნიშნულს წინა ეზოს მხრიდან კიბეებთან აქვს მომრგვალებული ჰოლი, რომელსაც აქვს მეტალო პლასტმასის ფანჯრები. ფანჯრებს აქვს წერტილოვანი დაზიანებები. ჰოლის გვერდით აღმოსავლეთის მხრიდან არის საძინებელი ოთახი, პატარა ზომის აივნით და მეტალო პლასტმასის კარები, ფანჯრები რომელსაც ასევე აქვს წერტილოვანი დაზიანებები. ეზოში მიწის თხრილსა და სახლს შორის დგას წითელი ფერის ,,შ-------–------------ს’’ მოდელის, ავტომანქანა, სახ.ნომრით T------, აღნიშნულს აქვს ოთხი კარი. ავტომანქანის წინა მარჯვენა მხრიდან აქვს წერტილოვანი ნახვრეტი დაზიანებები, ასევე ავტომანქანის წინა და უკანა საბურავი არის ჩაფუშული. მიწის თხრილი გამნაღმველების მიერ დამუშავდა და სპეციალური მაგნიტით და ჯიპიესით მოიძიებული იქნა ლითონის ნაწილაკები ხოლო ექსპერტ კრმინალისტების მიერ კი ნიადაგის ნიმუში, ორ პაკეტად დაილუქა მოპოვებული მტკიცებულებები და მონაწილე პირების მიერ მოეწერა ხელი.

 

2017 წლის 23 ივნისის ე-–------- ს--------ის საცხოვრებელი სახლის ეზოს დამატებითი დათვალიერების ოქმის თანახმად, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მ--------–ის მ----–----–---------------------------------------------–-------–- კ-----------------, შემთხვევის ადგილზე არსებული ბალახი გაიწმინდა, რის გამოც გაადვილდა დათვალიერება. დათვალიერებისას ამოღებულ იქნა მაგიდა და ურიკა, რომლებიც დაილუქა მ--------–ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ. ასევე ამოღებული და დალუქული იქნა, ,,შ-------–------------ს’’ მოდელის, ავტომანქანა, სახ.ნომრით T------, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. სახლის ეზოში, ორმოდან ხუთ მეტრში საავტომობილო გზის მხარეს, ბალახებში ნაპოვნი იქნა ლითონის დეტალი, რომელიც არის ხელყუმბარის ფალის მსგავსი. ეს უკანასკნელიც დაილუქა რომელზეც მონაწილე პირებმა გააკეთეს ხელმოწერა. დათვალიერებისას სახლის აღმოსავლეთის მხარეს განთავსებული ქვა ბეტონის ღობიდან, ექსპერტებმა აიღეს ანაფხეკის ნიმუში და შემთხვევის ადგილზე გადაიღეს ფოტოსურათები. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში ასევე მონაწილეობდა ექსპერტ-კრიმინალისტი ზ---------------–---–----------------------–---–-, თარჯიმანი ვ----–--------–----- ოქმი შედგენილ იქნა რ----------–------ მიერ.

 

2017 წლის 23 ივნისს მოწმე ხ----–- ს--------ასთან ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მოწმემ ჩვენების ადგილზე შემოწმებისას მიუთითა ის ადგილი, სადაც დაინახა რ---- ი-----–----, როდესაც მან ისროლა ასაფეთქებელი მოწყობილობა, ასევე მიუთითა სახლის იმ ოთახზე და ფანჯარაზე, საიდანაც თავად იყურებოდა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ასევე დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლის წინ ორივე მხარეს არის გარე განათების ორი ბოძი, რომლებზეც დაყენებულია დიდი ზომის ნათურები, ეზო საკმაოდ განათებულია და თავისუფლადაა შესაძლებელი ადამიანის დანახვა და ცნობა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებულ იქნა ფოტოები ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ.

 

დაკავების ოქმის თანახმად ბრალდებული რ---- ი-----–---- დაკავებულია 2017 წლის 23 ივნისს 05:08 საათზე ქ-----------––-------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაკავებაში მონაწილეობდნენ მ--------–ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ბ------–------–--------------–-----–---- დაკავებაში მონაწილეობას იღებდა ასევე თარჯიმანი ნ-----–----------. სასამართლოში დაიკითხნენ ბე-----–------–--------------–-----–---- მათ განმარტეს, რომ დაკავება მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში. დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

2017 წლის 23 ივნისის რ---- ი-----–----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, სახლი მდებარეობს ქ-----------––---------------------------ში. ჩხრეკის შედეგად რ----ს ი-----–----ს სარგებლობაში არსებული ოთახიდან ამოღებულ იქნა მცენარეული მასა და მუქი ფერის ნაჭერი, პოლიეთელინის ბოთლი, მომწვანო ფერის მცენარეული ფოთლები. აღნიშნული ნივთები დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

2017 წლის 23 ივნისის N------ დასკვნის თანახმად, რ---- ი-----–---- კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. ლაბორატორიულად დაუდგინდა ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი.

 

2017 წლის 24 ივნისის ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სპეციფიკური სუნის მქონე მომწვანო ფერის ნედლი მცენარეული მასა ფოთლებისა და ყლორტების სახით, წონით - 91,17 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ნედლ მარიხუანას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ი------------- განმარტა, რომ დასკვნა გასცა ექსპერტ გ-------–------–------თან ერთად. ექსპერტმა დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

საქართველოს შ--------------------------–---------------------------------------------------------–-----------------–-–----------------–-----------------რო ექსპერტიზის 2017 წლის 25 ივლისის დასკვნის თანახმად 1(ერთი) ერთეული ბრტყელი ფორმის ლითონის საგანი მარკირებით: ,,УЗРГМ“ -77583 წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ ,,УЗРГМ“ ტიპის ამფეთქი ფალიის სასხლეტ ბერკეტს. წარმოდგენილი სახით სასხლეტი ბერკეტი არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კეტეგორიას და არ წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას; ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ლითონის ფრაგმენტები წარმოადგენენ ქარხნული წესით დამზადებულ ,,Ф-1“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსის ნამსხვრევებს დარჩენილს მისი აფეთქების შემდეგ. წარმოდგენილი სახით ,, Ф-1“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსის ნამსხვრევები არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და არ წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი ვ-------------------- რომელმაც განმარტა, რომ ფეთქებადსაშიში საგნების, საინჟინრო და სახანძრო ექსპერტიზის დასკვნა გასცა ექსპერტ ლ-----–--–---–---- ერთდ და მან დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2017 წლის 26 ივლისის N------ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანა ,----------------” სახელმწიფო ნომრით T------ ექვემდებარება აღდგენას, ხოლო დაზიანებით მიღებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა აღდგენისათვის საჭირო თანხის გათვალისწინებით შეადგენს 1050 ლარს. წარმოდგენილი ურიკა ექვემდებარება აღდგენას, ხოლო დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა აღდგენისათვის საჭირო თანხის გათვალისწინებით შეადგენს 20(ოცი) ლარს. წარმოდგენილი მაგიდა ექვემდებარებ აღდგენას, ხოლო დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა აღდგენისათვის საჭირო თანხის გათვალისწინებით შეადგენს 10 ლარს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ს------------------ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის განაჩენით რ---- ი-----–---სა და სახელმწიფო ბრალდებას შორის დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. რ---- ი-----–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 6(ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

მოცემულ შემთხვევაში აპელანტი - დაცვის მხარე სადავოდ არ მიიჩნევს, რომ რ---- ი-----–---მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, მაგრამ დაუსაბუთებლად და დაუდასტურებლად მიიჩნევს მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებს, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან დაზარალებულის ჩვენებით უტყუარად დგინდება, რომ 2017 წლის 23 ივნისს, ღამის საათებში მან დაინახა რ---- ი-----–----, რომელიც მის საცხოვრებელ სახლთან, გზიდან 2 მეტრში იმყოფებოდა, რომელსაც ხელში რაღაც ეჭირა, რომელიც აივნის მხარეს ისროლა, რასაც შემდეგ მოყვა აფეთქება. დაზარალებულის ჩვენებით დგინდება ისიც, რომ მან დაურეკა მის შვილებს, რომლებიც ცხოვრობდნენ მსჯავრდებულთან ერთად და მათგან გაიგო, რომ რ---- ი-----–----ს სახლში არ იმყოფებოდა.

 

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ დაზარალებულს არ დაუნახავს რ---- ი-----–----, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის იმის საკითხავად რ---- ი-----–---- იმყოფებოდა თუ არა მის შვილებთან არ დარეკავდა, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი მიიჩნევს, რომ დაზარალებულის ჩვენება ურთიერთსაწინააღმდეგო ხა---თისაა, რაც არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან დაზარალებული კატეგორიული ფორმით მოწმის სახით დაკითხვისას არაერთხელ აღნიშნავს, რომ მან დაინახა მისი ყოფილი მეუღლე - რ---- ი-----–----, რომელმაც ისროლა რაღაც ნივთი მათი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, რომელიც შემდეგ აფეთქდა. დაზარალებული ასევე უთითებს, რომ მან მის მეორე მეუღლეს - ე-–------- ს--------ს უთხრა, რომ მათი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით ნივთი, რომელიც შემდეგ აფეთქდა ისროლა რ---- ი-----–---მა, რა დროსაც მნიშვნელოვანია ე-–------- ს--------ის ჩვენების ის ნაწილი, სადაც ის უთითებს, რომ 2017 წლის 22-23 ივნისის ღამეს, პირველს წუთები აკლდა გაიგო აფეთქების ხმა, დაინახა მეუღლე სხვა ოთახში გაიქცა, უთხრა ჩქარა წაყოლოდა, წინა ოთახში გასვლისას მეუღლემ უთხრა, რომ მათი სახლის მიმართულებით რ---- ი-----–---მა რაღაც ისროლა, რომელიც აფეთქდა, შემდეგ მისმა მეუღლემ დაურეკა მის შვილებს.

 

მოცემულ მოწმეთა ჩვენებების შეფასება ცხადყოფს, რომ ხ----–- ს--------მა ე-–------- ს--------ს შვილებთან დარეკვამდე უთხრა ის გარემოება, რომ პიროვნება რომელმაც მათი სახლის მისამართით ისროლა რაღაც ნივთი იყო მსჯავრდებული. გარდა ამისა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ასახული ინფორმაციით ნათლად დგინდება, რომ დაზარალებული საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებს აწვდის დეტალურ ინფორმაციას თუ რა ადგილიდან დაინახა რ---- ი-----–----. ამასთან, დადგინდა ისიც, რომ საცხოვრებელი სახლის წინ, ორივე მხარეს არის გარე განათების ორი ბოძი, რომლებზეც დაყენებულია დიდი ზომის ნათურები, ეზო საკმაოდ კარგად არის განათებული და თავისუფლადაა შესაძლებელი ადამიანის დანახვა და ცნობა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის დგინდება, რომ - პაკეტში წარწერით ,,ერთი ცალი ლითონის დეტალი“ მოთავსებულ მეტალის საგანზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ---- ი-----–---ს. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბ----–--------------------მა ნ-----------–---–-- დაადასტურა დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ გენეტიკური პროფილი ყველა ადამიანის ინდივიდუალურია და ცდომილება პრაქტიკაში არ არსებობს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების, საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერებით ნათელია, რომ არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც ობიექტურად წარმოშობდა ეჭვს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დაზარალებულის და მოწმეების მიუკერძოებლობასა და რაიმე პირადი ინტერესის თაობაზე მისცენ მსჯავრდებულ რ---- ი-----–----ს მამხილებელი ჩვენებები, რადგან მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს დაზარალებულის და მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. გარდა ამისა, დაზარალებულის და მოწმეების მიერ საქმის გარემოებათა შესახებ არსებული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას, რის გამოც პალატა უთითებს, რომ საქმის განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის, შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია დაზარალებულის ჩვენების ურთიერთწინააღმდეგობრივი ხა---თის შესახებ დაუსაბუთებელია, რის გამოც აღნიშნულ პოზიციას პალატა ვერ გაიზიარებს.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება არ უთითებს იმაზე, რომ რ---- ი-----–---- ინახავდა და ატარებდა ხელყუმბარას. პალატა აღნიშნავს, რომ როგორც ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება რ---- ი-----–---- არის ის პიროვნება ვინც მოახდინა ასაფეთქებელი მოწყობილობის დაზარალებულების სახლთან გადაგდება, რასაც შემდეგ მოჰყვა აფეთქება, რა დროსაც მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის შენახვა და ტარება არის დენადი დანაშულები, რომელთა ჩადენა იწყება მოქმედებით (მაგალითად: სახლიდან გასვლის წინ ჯიბეში ჩაიდო ასაფეთქებელი მოწყობილობა) ან უმოქმედობით (პირმა იპოვა უკანონოდ შენახული იარაღი სახლში, მაგრამ არ აბარებს მას სათანადო ორგანოებს) და შემდეგ უწყვეტად ხორციელდება, ხოლო ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შენახვა და ტარება დამთავრებულია ქმედების შეწყვეტის მომენტიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულმა შეიძინა ასაფეთქებელი მოწყობილობა. დადგენილია ისიც, რომ აღნიშნული ასაფეთქებელი მოწყობილობით მსჯავრდებული მივიდა დაზარალებულ ხ----–- ს--------ას საცხოვრებელ სახლში, სადაც მოახდინა მისი აფეთქება, რაც ნათლად მიუთითებს მასზედ, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული პირის ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელი ყველა ობიექტური და სუბიექტური გარემოების ერთობლივად არსებობის ფაქტი, რის გამოც აპელანტის არგუმენტები თითქოსდა მსჯავრდებულს ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება არ განუხორციელებია, ეწინააღმდეგება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ის, რომ რ---- ი-----–---მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ რ---- ი-----–----ს მიმართ საბოლოოდ განსაზღვრულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს, რადგან სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხა---თს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირადი და ეკონომიკური პირობებს, ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, რა დროსაც დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მსჯავრდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხა---თი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედებები ჩადენილი იქნა პირობით მსჯავრად დადგენილი სასჯელის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, მიუხედავად ამისა პირველი ინსტანციის მოსამართლეს საქმის მასალების მიხედვით, ჰქონდა შესაძლებლობა, მისთვის განესაზღვრა უფრო მსუბუქი სასჯელი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა სასჯელის მიზნების განხორციელება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოება, რომ რ---- ი-----–----ს მიერ მართალია ჩადენილია საქართველოს სსკ-ის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები (რამდენიმე დანაშაული), თუმცა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი 2 მუხლით წარდგენილი ბრალდება წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს. ამასთან, მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად დამდგარი ზიანის, დანაშაულის ჩადენის ხერხის, საშუალების და მისი პიროვნების გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ---- ი-----–----ს მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებული იქნეს სასჯელთა შთანთქმის და ნაწილობრივ შეკრების პრინციპები და ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 4 (ოთხი) წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით რ---- ი-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მის პიროვნულ მახა---თებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხა---თს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხა---თს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს, უსაფრთხოებას და ახალ დანაშაულთა თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ---- ი-----–----სათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას, პალატა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების შინაარსს, ხა---თს და მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენში რ---- ი-----–----ს მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება სასჯელის შემცირების თვალსაზრისით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ რ---- ი-----–----ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-----– ც-------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენში რ---- ი-----–----ს მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება;

 

რ---- ი-----–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

რ---- ი-----–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

რ---- ი-----–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

რ---- ი-----–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით დანიშნული სასჯელები. ამასთან, ნაწილობრივ შეკრების პრინციპის გამოყენებით საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს - 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სასჯელიდან - 2 (ორი) წლის თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით რ---- ი-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 4 (ოთხი) წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით რ---- ი-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

რ---- ი-----–---ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 23 ივნისიდან.

 

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავდებულ რ---- ი-----–----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთმტკიცების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ნიადაგის ნიმუში, ღობის ანაფხეკის ნიმუში, რ---- ი-----–----ს ხელის, ცხვირის ნესტოების ანაწმენდი, რამის ი-----–----ს სისხლის ნიმუში, ყუმბარის კორპუსის ნამსხვრევები, ფალიის სასხლეტი ბერკეტი, გუნდისებური მცენარეული მასა, კოკა-კოლას ბოთლი მასში არსებული სითხით, მომწვანო ფერის მცენარეული მასა, მუქი ფერის ნაჭერი განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ხელის ურიკა და მაგიდა დაუბრუნდეს დაზარალებულს კანონით დადგენილი წესით.

 

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ავტომანქანა ხელწერილით ჩაბარებული აქვს დაზარალებულ ე-–------- ს--------ს და დარჩეს მის მფლობელობაში.

 

რ---- ი-----–----ს ტანსაცმელი დაუბრუნდეს რ---- ი-----–---ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მურმან ისაევი