განაჩენი

სისხლის სამართლის 06.11.2018
საქმის ნომერი
190100118002257012
ინსტანცია
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002257012

საქმე №1ბ/871-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ქეთევან სუპატაშვილის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - დ----- მ-----–---–ის

ადვოკატ - ზ------ დ--–---–---–ის

მსჯავრდებულ - რ----- ი----------ას

მონაწილეობით,მსჯავრდებულ რ----- ი----------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

რ----- ი----------ას მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 14 მარტს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი N1----------, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: გ-------ნის რაიონი, სოფელი ყ---------–--, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის განაჩენით რ----- ი----------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.

 

რ----- ი----------ას მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2017 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, გ-------ნის რაიონის სოფელ ყ---------–--ში მცხოვრები რ-----, ა---------, აზა და ბ----- ი----------ების ოჯახში, მათი გარდაცვლილი ძმის თ------ ი----------ის წლისთავის აღსანიშნავი წვეულებისათვის მოსამზადებლად, რამდენიმე დღით ადრე მისული თ------ ი----------ის მეუღლე - გ--------- ი----------ა და მისი რძალი - ჟ--–- მ--–------ შელაპარაკდნენ თ------ ი----------ის დასთან - რ----- ი----------ასთან, რომელმაც განაწყენებულმა იმით, რომ ეს პირები მისი ნებართვის გარეშე ესტუმრნენ მათ ოჯახს, განზრახ ჩაარტყა ფეხი ჟ--–- მ--–------ს მარცხენა ფეხის ბარძაყის არეში და მიაყენა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რის შედეგადაც ჟ--–- მ--–------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ----- ი----------ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენის გაუქმება და გამართლება, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, რადგან სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი არაობიექტური მტკიცებულებები და დამნაშავედ სცნო იგი წარდგენილ ბრალდებაში, განაჩენი ეყრდნობა პირადი ინტერესის მქონე პირთა ჩვენებებს. ამასთან, არ არის გაზიარებული ობიექტურ მოწმეთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია. სასამართლოში დაიკითხა არაერთი მოწმე, მათ შორის იყვნენ ე. წ. დაზარალებული ჟ--–- მ--–------ და დაზარალებულის დედამთილი გ--------- ი----------ა, რომლებიც რ----- ი----------ას ედავებიან მის კანონიერ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს და სხვა უძრავ ქონებას, რასთან დაკავშირებითაც დავა მიმდინარეობს იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. თუმცა მიუხედავად ამისა, სასამართლომ სრული მოცულობით გაიზიარა მათი ცრუ ჩვენებები, რაც საბოლოოდ საფუძვლად დაედო მის მსჯავრდებას. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა ისეთ ობიექტურ მოწმეზე, როგორიც იყო ბატონი ე-–----- მ--------- (ე. წ. დაზარალებულის მეზობელი), რომელიც საქმის ირგვლივ გამოკითხული იქნა 2017 წლის 20 ოქტომბერს. აღნიშნული პიროვნების გამოკითხვის ოქმში აღნიშნულია, რომ ვითომ და იგი შეესწრო რ----- ი----------ას მიერ ჟ--–- მ--–------ზე ძალადობის ფაქტს, რაც სასამართლოზე ჩვენების მიცემისას უარყო და აღნიშნა, რომ მსგავს დაპირისპირებას იგი არ შესწრებია და ის თუ საიდან მოხვდა მის გამოკითხვის ოქმში მსგავსი ტექსტი არ იცის, შესაბამისად აღნიშნულს ვერანაირად ვერ დაადასტურებდა. სასამართლოში ჩვენების მიცემისაგან თავი შეიკავა მსჯავრდებულის დამ - გ---–------ ზ---- კ----- და ძმამ - ა--------- ი----------მა, ხოლო სხვა მოწმეებს, როგორებიც გამომძიებლები და ექსპერტები იყვნენ, რაიმე ღირებული ინფორმაცია არ მიუწოდებიათ სასამართლოსათვის. შესაბამისად აპელანტი ითხოვს მის მიმართ გამოტანილ იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ----- მ-----–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს აპელანტმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის არ მომხდარა ფიზიკური დაპირისპირება, დაზარალებული და მისი ოჯახის წევრები პროვოცირებას ახდენენ და განზრახ ამხელენ ბრალდებულს დანაშაულის ჩადენაში სადავო ქონების საკითხის მათ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, პალატა არ იზიარებს და მიაჩნია, რომ რ----- ი----------ასა და დაზარალებულ ჟ--–- მ--–------ს შორის მომხდარი კონფლიქტი უტყუარადაა დადასტურებული თავად დაზარალებულის და ფაქტის შემსწრე მოწმეების ჩვენებებით, რომლებმაც სასამართლოს დასადგენი ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ მისცეს ამომწურავი ჩვენება და არ არსებობს მათი ჩვენების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი, კერძოდ, პალატა მხედველობაში იღებს შემდეგს:

დაზარალებულ ჟ--–- მ--–------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და საქართველოში ჩამოვიდა მამამთილის გარდაცვალებიდან წლისთავის მზადებისთვის. სახლი, სადაც მამამთილი ცხოვრობდა, მამისგან მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთზე მან თავად ააშენა, თუმცა შემდეგ საცხოვრებლად რუსეთში გადავიდნენ და პერიოდულად ჩამოდიოდნენ. მამამთილის გარდაცვალების შემდეგ მისი დები, მათ შორის რ----- ი----------ა სახლში არ უშვებენ, ეუბნებიან, რომ მათ არანაირი უფლება არ აქვთ მისი ძმის ქონებაზე, რის გამოც დავობენ სამოქალაქო წესით. 2017 წლის 20 ოქტომბერს დედამთილთან გ--------- ი----------თან და მის ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად მივიდა სახლში, შევიდნენ იმ ჭიშკრის მხრიდან, სადაც მათი სახლი მდებარეობს. სახლში იმყოფებოდა მამამთილის დედა, რომელმაც დაიწყო ყვირილი, რომ სახლში არ შეუშვებდა და არ მისცემდა საშუალებას წლისთავის გამართვისთვის. ეზოში არის ასევე რ----- ი----------ას სახლი, მათ დანახვაზე რ-----მ დაიწყო ყვირილი, რომ არ ჰქონდათ სახლში მისვლის უფლება, მას ხელში დანა ეკავა, ა---------მა უთხრა, რომ დაედო დანა. რ----- ყვიროდა, ითხოვდა, რომ ჟ--–- მ--–------ და მისი თანმხლები პირები წასულიყვნენ, ცდილობდა თავდასხმას, მას ამშვიდებდნენ, ყვირილზე ბავშვებს შეეშინდათ და ატირდნენ. რ----- ყვირილით მიუახლოვდა ჟ--–- მ--–------ს და მარცხენა ფეხის ზედა ნაწილში ჩაარტყა ფეხი, რ-----ს ფეხზე სქელძირიანი რეზინის ჩექმა ეცვა, დარტყმის შედეგად ჟ--–- მ--–------ დაეცა და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ამ დროს ეზოში იყვნენ ა---------ი და მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელიც სახლს ღებავდა, ჟ--–- მ--–------ დაცემიდან უცებ წამოდგა, რადგან შეეშინდა, რომ რ-----ს მისი შვილებისთვის არაფერი დაეშავებინა, თუმცა იგი ყვირილით გავიდა ქუჩაში, თავად კი ტკივილის გამო წასვლა ვერ მოახერხა და იქვე ჩამოჯდა, შემდეგ შეატყობინეს პოლიციას.

 

2017 წლის 23 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, ექსპერიმენტი ჩატარდა გ-------ნის რაიონში სოფელ გ-----ში ა--------- ი----------ას საცხოვრებელ ბინაში, მოწმე ჟ--–- მ--–------საგან მიღებული ჩვენების შესამოწმებლად, რა დროსაც დაზარალებულმა ჟ--–- მ--–------მ მიუთითა ადგილი, კერძოდ, ჭიშკრიდან რამდენიმე მეტრი, სადაც რ----- ი----------ამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა დაადასტურეს ექსპერტმა ალექსი ქ-----–---–მა და მ----- გ------–--ემ.

 

დაზარალებულ ჟ--–- მ--–------ს ჩვენება თანხვედრაშია მოწმე გ--------- ი----------ას ჩვენებასთან, კერძოდ:

მოწმე გ--------- ი----------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაზარალებული მისი რძალია, ხოლო ბრალდებული - გარდაცვლილი მეუღლის და. ოქტომბერში მისი მეუღლის წლისთავი იყო და რძალთან ერთად სამზადისის საკითხებზე მივიდა რ-----სთან და მის დასთან. ეზოში დედამთილი ეჩხუბა, რომ ისინი მხოლოდ წლისთავის დღეს უნდა მისულიყვნენ. ამ დროს რანა (რ-----) დანით ხელში გავიდა ეზოში, ა---------მა დაუყვირა დანა დაედო, რ----- შევიდა სახლში და უკან გამოვიდა, მათკენ წამოვიდა და მის რძალს - ჟ--–-ს ფეხი ჩაარტყა, ფეხზე რეზინის ჩექმა ეცვა. ამის შემდეგ გამოიძახეს პოლიცია და უთხრეს მომხდარის შესახებ.

 

დაზარალებულ ჟ--–- მ--–------ს და მოწმე გ--------- ი----------ას ჩვენებებში მითითებული გარემოებები დასტურდება მოწმე დ----- გ------ის ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ ჟ--–- მ--–------მ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს ფეხის ტკივილის ჩივილით მიმართა, კერძოდ:

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ დ----- გ------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოთავსდა პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა კიდურ ბარძაყზე ტრავმირება. იგი მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხა პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის ამოღებასთან დაკავშირებით.

 

ფეხზე არსებული დაზიანებები ასახულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაშიც, რაც დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა მირიან ლ----------ემ, კერძოდ:

 

2017 წლის 26 ოქტომბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმე მ------ ლ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ჟ--–- მ--–------ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა ბარძაყის მიდამოში, რომელიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება ცნობებში მითითებულ თარიღს.

მ------ ლ----------ემ დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითება მარჯვენა ბარძაყზე არის მექანიკური შეცდომა, უნდა იყოს - მარცხენა ბარძაყი.

 

სისხლნაჟღენთის არსებობდა მარცხენა ბარძაყის მიდამოში ასევე დასტურდება სამედიცინო ბარათში ასახული ინფორმაციით, სადაც მითითებულია, რომ პაციენტი ჟ--–- მ--–------ სტაციონარში მიყვანილია ტრავმის მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ მარცხენა ბარძაყის დაჟეჟილობით.

აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა ისეთ ობიექტურ მოწმეზე, როგორიც იყო ე-–----- მ---------, რომელმაც სასამართლოზე ჩვენების მიცემისას უარყო, რომ იგი შეესწრო რ----- ი----------ას მიერ ჟ--–- მ--–------ზე ძალადობის ფაქტს და აღნიშნა, რომ მსგავს დაპირისპირებას იგი არ შესწრებია და ის, თუ საიდან მოხვდა მის გამოკითხვის ოქმში მსგავსი ტექსტი, არ იცის.

აღნიშნული მოწმის ჩვენების შეფასებისას პალატა მხედველობაში იღებს, რომ მოწმემ დაადასტურა კონფლიქტის ამბავი, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–----- მ--------მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ბრალდებულის სახლში ღებავდა კედელს, იგი მუშაობდა, როდესაც მათთან მივიდნენ დაზარალებული და მისი დედამთილი. დარტყმა არ დაუნახავს, თუმცა გაიგონა, რომ მათ სახლის გამო იჩხუბეს.

 

მოწმეებმა: ა--------- ი----------ამ და გ---–------ ზ---- კ----- ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მისი ოჯახის წევრის (დის) რ----- ი----------ას დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.

 

თავად მსჯავრდებულმა რ----- ი----------ამ პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ ჟ--–- მ--–------ და მისი დედამთილი ქონების გაყოფით არიან დაინტერესებულნი და ამიტომ იგონებენ, რომ თითქოს მან სცემა ჟ--–- მ--–------ს. ფაქტთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ 2017 წლის ოქტომბრის თვეში მისი ძმის წლისთავი იყო, მისი გარდაცვლილი ძმის რძალს - ჟ--–- მ--–------ს მხოლოდ 25-ში, წლისთავზე შეეძლო მისვლა, ჟ--–- მ--–------ მათთან 20 ოქტომბერს მივიდა და უთხრა, რომ სახლის ნაწილი მის ოჯახს ეკუთვნოდა, თან ახლდა დედამთილი გ--------- ი----------ა. ჟ--–- მ--–------მ იმის გამო, რომ უარი უთხრეს სახლში შეშვებაზე, ცუდად გახდომა მოიმიზეზა, თითქოს გული წაუვიდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. რ----- ი----------ამ განმარტა, რომ მას ჟ--–- მ--–------სთვის არ დაურტყამს, პირიქით, მას ეუბნებოდნენ, რომ გიჟი იყო და საგიჟეთში დააწვენდნენ. მიიყვანეს კიდეც პოლიციის თანამშრომლებმა ფსიქიატრიულ განყოფილებაში, თუმცა არ დატოვეს და უთხრეს, რომ ჯანმრთელი იყო.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით პასუხისმგებლობაა დაწესებულია ისეთი განზრახი ქმედებისათვის, როგორიცაა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც არ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის დაზიანებასთან, მაგრამ იწვევს ფიზიკურ ტკივილს, დანაშაულის შემადგენლობაში მოცემულია ძალადობის ორი ხერხი: ცემა და სხვაგვარი ძალადობა. სხვაგვარი ძალადობა, რომელშიც იგულისხმება თმებით თრევა, ჩქმეტა ან თერმული საშუალებით ზემოქმედება და სხვა, შედეგი გამოიხატება ფიზიკური ტკივილის სახით და მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასთან. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ, დაჟეჟილობას ან სისხლნაჟღენთს, აღსანიშნავია, რომ ცემის დროს გამოყენებული საშუალება, იქნება ეს საგანი თუ ხელ-ფეხი, მიეკუთვნება მკვრივ ბლაგვ საგანს.

 

ამასთან, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, რ----- ი----------ას ფეხზე ეცვა რეზინის ჩექმა და ფეხი ერთხელ ჩაარტყა ჟ--–- მ--–------ს, რაც ასევე სრულ თანხვედრაშია ჟ--–- მ--–------ს ფეხზე არსებულ დაზიანებასთან, ნათელია, რომ სისხლნაჟღენთი გაჩნდებოდა ფეხსაცმლიანი ფეხის ჩარტყმით, რაც მკვრივ ბლაგვ საგანს წარმოადგენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს რ----- ი----------ას ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელს პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ----- ი----------ასათვის დანიშნული სასჯელი სამართლიანია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ რ----- ი----------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

რ----- ი----------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.

 

რ----- ი----------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე