განაჩენი

სისხლის სამართლის 07.11.2018
საქმის ნომერი
340100116001213932
ინსტანცია
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340100116001213932

საქმე №1ბ/322-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძემ

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ნინო სანდოძე

 

ნინო სოლომნიშვილის და ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ო-------------–---–ის

გამართლებულების: ე---–--------–---–ის, გ---------------–---–ის და მ------–--------ის

ადვოკატების: ა-–------------------ის და ა----------ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულების ე---–--------–---–ის, გ---------------–---–ის და მ------–--------ის მიმართ.

 

ე---–----------------------–---–ი დაბადებულია 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 2----------, დასაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ლ----------------------------–-–------ში;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2017 წლის 26 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (2017 წლის 26 ივლისამდე მოქმედი რედაქცია).

 

გ--------–-----------------–---–- დაბადებულია 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 0----------, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული: ქ------–-------–-----------–--------------------------------------------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------–---------------------------------------------------ში;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2017 წლის 26 ივლისამდე მოქმედი რედაქცია).

 

მ--------–--------–--–--------- დაბადებულია 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 5----------, დასაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, არასრული-უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული: მ--------–---------–------------------------------------–----------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.-----–-------–-----------–-------------------------------------------------------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (2017 წლის 26 ივლისამდე მოქმედი რედაქცია).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ე---–--------–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ლ----------------------------–-–------ში მცხოვრებმა ე---–--------–---–მა უკანონოდ შეიძინა 16,74 გრამი ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა, რომელსაც 2015 წლის 23 ნოემბრამდე, პირადად ინახავდა სიგარეტ „პრაიმის“ კოლოფში. 2015 წლის 23 ნოემბერს ე---–--------–---–ი და გ---------------–---–ი შეთანხმდნენ, რომ ე---–--------–---–ი გ--------–---–-ს ნათესავის - მ------–--------ის დახმარებით გადასცემდა ნარკოტიკულ საშუალება „მარიხუანას“. 2015 წლის 23 ნოემბერს, საღამოს საათებში ე---–--------–---–ი შეხვდა მ------–--------ეს და გ---------------–---–ზე გასაღების მიზნით გადასცა მის მიერ უკანონოდ შეძენილი 16,74 გრამი ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით გ---------------–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 23 ნოემბერს ე---–--------–---–ი და გ---------------–---–ი შეთანხმდნენ, რომ ე---–--------–---–ი გ---------–---–ს ნათესავის - მ------–--------ის დახმარებით გადასცემდა ნარკოტიკულ საშუალება „მარიხუანას“. 2015 წლის 23 ნოემბერს, საღამოს საათებში ე---–--------–---–მა 16,74 გრამი ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა გ--------–---–-სათვის გადაცემის მიზნით გადასცა მ------–--------ეს, რომელმაც იგი შეინახა ხელჩანთაში და 2015 წლის 25 ნოემბერს გაემგზავრა ქ.თბილისში, მაგრამ გ---------------–---–მა ვერ შეძლო მასთან შეხვედრა და ნარკოტიკული საშუალების მიღება, ვინაიდან მ------–--------ე მხილებულ იქნა შსს ლ---------ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მ------–--------ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში დახმარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 23 ნოემბერს ე---–--------–---–ი და გ---------------–---–ი შეთანხმდნენ, რომ ე---–--------–---–ი გ---------–---–ის ნათესავის მ------–--------ის დახმარებით გადასცემდა ნარკოტიკულ საშუალება „მარიხუანას“. 2015 წლის 23 ნოემბერს, საღამოს საათებში მ------–--------ემ ე---–--------–---–ს გ---------------–---–ზე გადაცემის -გასაღების მიზნით გამოართვა 16,74 გრამი ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა, რომელიც შეინახა ხელჩანთაში და 2015 წლის 25 ნოემბერს გაემგზავრა ქ. თბილისში გ---------------–---–თან შესახვედრად, რა დროსაც მხილებული იქნა შსს ლ---------ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:

 

გ---------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260 მუხლის 1-ლი ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და გ---------------–---–ი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

 

გ---------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

ე---–---------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ე---–---------–---–ი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

 

ე---–---------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

 

ე---–---------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

მ------–--------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

 

მ------–--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო-------------–---–მა.

 

სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ე---–--------–---–ის, მ------–--------ის და გ---------------–---–ის მიმართ გამოტანილი გურჯაანის რაიონულის სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, რადგან ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლოს წარუდგინა ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა შეფასების შედეგად ობიექტური პირი დარწმუნდებოდა იმაში, რომ საქმეზე წარმოდგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, აპელანტმა მოითხოვა მ------–--------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 25,260-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 25,2731 მუხლის მე-8 ნაწილზე და იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ აღნიშნული მუხლით; გ---------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და დამნაშავედ იქნას ცნობილი აღნიშნული მუხლით, ხოლო ე---–--------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები გადაკვალიფიცირდეს: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან საქართელოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან - საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილზე და დამნაშავედ იქნას ცნობილი ზემოაღნიშნული მუხლებით. ამასთან, სააპელაციო სასამართლო სხდომაზე პროკურორმა განაცხადა, რომ ე---–--------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლთან მიმართებით სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებულ მოთხოვნაზე უარს აცხადებს და ითხოვს, რომ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ე---–--------–---–ის წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ არ იმსჯელოს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორ ო-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენი გამართლებულების ე---–--------–---–ის, გ---------------–---–ის და მ------–--------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობაზე მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტებისა თუ გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ფორმულირებული ბრალდების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა აანალიზებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით, რომელთა საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებთან ურთიერთშეჯერებით უტყუარად ვერ დასტურდება გამართლებულების მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, ხოლო აღნიშნული დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას პალატას აძლევს შემდეგი მტკიცებულებები:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ე---–--------–---–მა განმარტა, რომ წმ. გ-------ს ხსენების დღეს დაუკავშირდა გ---------------–---–ი, რომელმაც სთხოვა, ბავშვის ნათლობის დღისთვის, რამდენსაც შეძლებდა, მ------–--------ისთვის გაეტანებინა ღვინო. ამიტომ, საღამოს მივიდა მ-----სთან. მ------–--------ე იმყოფებოდა მეზობელთან - ე-–----–----–-–---–თან, სადაც დაიძახა და შეხვდა მ------–--------ეს, რომელსაც უთხრა, რომ თუ დილით ადრე არ მიდიოდა, მეორე დღეს ჩაუტანდა ღვინოს გ---------------–---–ისთვის გადასაცემად. ამ დროს მ------–--------ემ მას სთხოვა სიგარეტი, რის გამოც დაუტოვა სიგარეტი კოლოფით, თუმცა არ ახსოვს რომელი კოლოფი იყო. მეორე დილით მ------–--------ესთან სახლში მიიტანა ღვინო, რის შემდეგაც მას მ------–--------ე არ უნახავს. შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ როდესაც თვითონ სახლში არ იმყოფებოდა, მის საცხოვრებელ სახლში მისულან პოლიციის თანამშრომლები და ჩაუტარებიათ ჩხრეკა, თუმცა ჩხრეკის შედეგად კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოღებული არ ყოფილა. აღნიშნულის შემდეგ თვითონ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც დააკავეს და მუქარის საფუძველზე დააწერინეს სასურველი ჩვენება. მოწმის განმარტებით დანაშაული არ ჩაუდენია, მათ შორის მ------–--------ისთვის ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ არ გადაუცია გ---------------–---–ზე გადასაცემად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გ---------------–---–მა განმარტა, რომ დაუკავშირდა ე---–--------–---–ს, რომელსაც უთხრა, რომ ჰქონდა ბავშვის ნათლობა და სთხოვა, ღვინო გამოეტანებინა მ------–--------ისთვის. ამასთან, მ------–--------ესაც უთხრა, რომ ე---–--------–---–ი მისთვის გადასაცემად გაატანდა ღვინოს. მოგვიანებით შეიტყო, რომ მ------–--------ე იყო პოლიციის განყოფილებაში, ედავებოდნენ, თითქოსდა მისთვის მიჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. შემდეგ ისიც დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში, ემუქრებოდნენ, რომ თუ სასურველ ჩვენებას არ მისცემდა, მ----- შ---------ს დააკავებდნენ. ამიტომ გამოძიებაში მისცა ის ჩვენება, რასაც კარნახობდნენ. მოწმემ მიუთითა, რომ მ------–--------ისთვის არ უთხოვია, რომ ე---–--------–---–ისგან წამოეღო „მარიხუანა“ და მის მიერ ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ შეძენის მცდელობას ადგილი არ ჰქონია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მ------–--------ემ განმარტა, რომ 2015 წლის ნოემბერში იმყოფებოდა ლ----------------------------–-–------ში, რაც ცნობილი გახდა მისი დეიდაშვილისთვის - გ---------------–---–ისთვის, რომელმაც დაურეკა და სთხოვა, რომ ე---–--------–---–ი ენახა და მისგან წამოეღო ღვინო. ე---–--------–---–ი ნახა თბილისში წასვლის წინა ღამეს ე-–----–----–-–---–თან ყოფნის დროს. ე---–--------–---–ს უთხრა, რომ დილით ადრე არ მიდიოდა თბილისში და შეეძლო, დილით მიეტანა ღვინო. შეხვედრისას, ვინაიდან სოფელში სიგარეტს ვერ ყიდულობდა, ე---–--------–---–ს სთხოვა სიგარეტი. მან გადასცა სიგარეტის კოლოფი, სავარაუდოდ კენტი 8 ნომერი, რომელიც იმ საღამოს ე-–----–----–-–---–თან ერთად მოიხმარა. მეორე დილით, როდესაც გაიღვიძა, პაპამ ბალონებით ღვინო დაახვედრა და უთხრა, რომ აღნიშნული ე---–--------–---–მა მიიტანა. ქ.თბილისისკენ ორ ქალბატონთან ერთად მგზავრობდა ტაქსით. ა/მანქანა გაჩერებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. მას ხელჩანთა და ბარგი მოთავსებული ჰქონდა ა/მანაქანის საბარგულში. მხოლოდ ტელეფონი ედო ჯიბეში, რომელიც მ---------------–--ნმა ჩამოართვა. ა/მანქანის გაჩერების შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა იგი გადაიყვანეს ტაქსიდან და ისე, რომ მისი პირადი ჩხრეკა არ ჩატარებულა, ჩასვეს პოლიციის ა/მანქანაში. რაიმე ნარკოტიკული საშუალება მ---------------–--ნისთვის არ წარუდგენია, რადგან მას არ ჰქონია ნარკოტიკული საშუალება. შემდეგ წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც უთხრეს, რომ მისი ხელჩანთიდან ამოღებული იყო ნარკოტიკული საშუალება, რომელიც თითქოსდა ე---–--------–---–მა გაატანა მას გ---------------–---–ზე გადასაცემად. პოლიციის თანამშრომლებმა თავად შეადგინეს ჩვენება, რომელსაც ხელი მოაწერა. ხელმოწერები დააფიქსირა სხვა ოქმებზეც, თუმცა მათში ასახულ ფაქტებს არ ადასტურებს, რადგან ხელს აწერდა იმიტომ, რომ მასზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ითხოვდნენ, რომ ხელი დაედო ე---–--------–---–ისთვის და გაუკეთებდნენ განრიდებას. პოლიციის სამმართველოს შენობაში მას ასევე ჩაუტარეს ჩხრეკა, როდესაც საპირფარეშოში გასვლა მოითხოვა, ამ დროს მხოლოდ ჯიბეები შეუმოწმეს. ნარკოტიკული საშუალება პირველად ნახა ფოტოზე, როდესაც მტკიცებულებების გაცვლის შემდეგ სახლში გაეცნო საქმის მასალებს. მანამდე მას ნარკოტიკულ საშუალებასთან შეხება არ ჰქონია. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ მას მოცემულ პერიოდში მობილური ტელეფონი ჰქონდა დაზიანებული და ვერ შეძლო გ---------------–---–ისგან გამოგზავნილი შეტყობინებების ნახვა და პასუხის გაცემა, რამაც ამ უკანასკნელის წყენა გამოიწვია სწორედ აღნიშნული გარემოების გამო გამოწვეულ წყენას ასახავს გ---------------–---–ის მხრიდან მისთვის გამოგზავნილ შეტყობინებები. მ------–--------ემ ასევე განმარტა, რომ მას ე---–--------–---–მა გ---------------–---–თან გადასაცემად გაატანა მხოლოდ ღვინო, რომელიც იმ ავტომობილის საბარგულში იდო, რომლითაც ქ.თბილისში მიემგზავრებოდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ--------------–---–მა განმარტა, რომ საკუთრებაში აქვს „მერსედესის“ მარკის ა/მანქანა სახ.ნომრით V------, რომლითაც ტაქსაობს, მგზავრები გადაჰყავს თბილისის მიმართულებით. იყო შემთხვევა, როდესაც მ------–--------ე მას უნდა წაეყვანა ქ.თბილისში, რის გამოც მივიდა გარკვეულ მისამართზე, სადაც მ------–--------ე ჩაისვა ა/მანაქანაში და დაიწყო მოძრაობა თბილისის მიმართულებით. სოფელ ნ--------ში პოლიციის თანამშრომლებმა ისინი შეაჩერეს და მოთხოვეს ა/მანაქნიდან გადასვლა. უთხრეს, რომ უნდა გაეჩხრიკათ ის და მ------–--------ეც, რაზეც უარი არ უთქვამს. მ------–--------ემ სიგარეტის კოლოფიდან მწვანე ნივთიერება წარუდგინა პოლიციის თანამშრომლებს. ასევე დაინახა, რომ ავტომანქანის საბარგულზე ეყარა მწვანე მცენარეული მასა, შემდეგ კი ეს მწვანე ნივთიერება სად მოათავსეს, არ დაუნახავს. მ------–--------ესთან ერთად ისიც გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოში, სადაც დაკითხეს მოწმის სახით. მოწმემ აღნიშნა, რომ მას კარგად არ ახსოვს, მ------–--------ემ ჩანთიდან ამოიღო თუ არა სიგარეტის კოლოფი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ-----------–-----მ განმარტა, რომ 2015 წლის 25 ნოემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ლაგოდეხში მცხოვრებ მ------–--------ეს უნდა წაეღო ნარკოტიკული საშუალება ლ---------დან თბილისის მიმართულებით. იგი გადაადგილდებოდა მუქი შინდისფერი ,,მერსედესის“ მარკის ა/მანქანით - ტაქსით. ინფორმაციის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, დაიკითხა მ---------------–--ნის მიერ და მასთან ერთად გავიდა მითითებული ავტომანქანის გასაჩერებლად. ა/მანქანა გააჩერეს სოფელ ნ--------ში მდებარე ავტოგასამართ სადგურთან. ა/მანქანაში უკანა სავარძელზე იჯდა მ------–--------ე, რომელსაც მ---------------–--ნმა განუმარტა, რომ თუ ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება, ნებაყოფლობით წარმოედგინა. მ------–--------ემ დაიწყო ტირილი და თანხმობის ნიშნად უთხრა მ---------------–--ნს: ,,კი, მაქვს, გამატანეს თბილისში, ოღონდ არ დამიჭიროთო“. მ------–--------ემ „მარიხუანა“ წარუდგინა ხელჩანთიდან. ხელჩანთა მუხლებზე ედო. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ახსოვს, რომ შემთხვევის დროს მ------–--------ესთან ერთად იმყოფებოდა მხოლოდ მძღოლი და პოლიციის სხვა თანამშრომლები, თუმცა ვერ იხსენებს, სულ რამდენი ადამიანი იყო. ჩხრეკის დამთავრების შემდეგ მ------–--------ე მისი ა/მანქანით წაიყვანეს პოლიციის სამმართველოში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ტ------–-----------მ განმარტა, რომ 2015 წლის ნოემბერში შსს ლ---------ს რაიონულ სამმართველოში დაწყებულ იქნა გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე. მიღებული ინფორმაციის მიხედვით ავტომანქანაში - ტაქსში იმყოფებოდა მ------–--------ე, რომელსაც უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, რომელიც გავიდა შემთხვევის ადგილზე ინფორმაციის გადასამოწმებლად. სოფელ ნ--------ში გაჩერებული იქნა ავტომანქანა, სადაც იმყოფებოდა მ------–--------ე. მას გამომძიებელმა მ---------------–--ნმა განუმარტა, რომ ოპერატიული ინფორმაციის თანახმად მას უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. მ------–--------ემ განაცხადა, რომ თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და წარმოადგინა შავი ფერის ჩანთა, სადაც მოვარდისფრო თუ მოთეთრო ნაჭერში გახვეულ სიგარეტის კოლოფში მოთავსებული იყო „მარიხუანა“. სიგარეტის კოლოფის გახსნა და ნარკოტიკული ნივთიერების ადგილზე დათვალიერება არ მომხდარა, რადგან მსგავსი ფაქტი რომ მომხდარიყო, აუცილებლად დაინახავდა. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ მან მოახდინა ტაქსის მძღოლის - ზ--------------–---–ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა. კერძოდ, გაიჩხრიკა როგორც ავტომობილის საბარგული, ისე სალონი, მაგრამ ახსოვს, რომ კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. კოკნრეტულად რა ნივთები იყო საბარგულში და იყო თუ არა იქ ალკოჰოლური სასმელი, არ ახსოვს. მისი მონაწილაობით ჩატარდა ასევე ე---–--------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ასევე არ ყოფილა ამოღებული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----–--------–---–მა განმარტა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ტ------–-----------სთან ერთად ლ----------------------------–----–----ს ასახვევში მოახდინა შინდისფერი ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილის შეჩერება, რომლის მძღოლსაც ერქვა ზ----. ამ დროს მასთან ერთად მეორე ჯგუფიც იყო მ---------------–--ნის და გ-----------–----ის შემადგენლობით. ავტომანქანის შეჩერების შემდეგ მ------–--------ემ სიგარეტის კოლოფით წარმოადგინა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც, როგორც ახსოვს, იდო ა/მანქანის საბარგულზე. ამ დროს მას მ-----სთან უშუალო შეხება არ ჰქონია, რადგან ავტომანქანის მძღოლთან ერთად იდგა. ადგილზე მოხდა მ------–--------ის გამოკითხვა, ხოლო შემდეგ კი მ------–--------ე გადაიყვანეს პოლიციის სამართველოში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ---------------–--ნმა განმარტა, რომ გ-----------–----ის პატაკის საფუძველზე დაწყებული იქნა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რა დროსაც დაიკითხა გ-----------–-----, შემდეგ კი გ-----------–-----სთან, ტ------–-----------სთან და მ-----– მ----------თან ერთად გავიდა მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად. სოფელ ნ--------ში გააჩერეს ავტომობილი - ტაქსი, სადაც მ------–--------ე იმყოფებოდა 2 სხვა ქალბატონთან ერთად. მ------–--------ეს განუმარტეს, რომ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მას გადაჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. მ------–--------ემ ნებაყოფლობით წარუდგინა ხელსახოცში გახვეული სიგარეტის კოლოფი მასში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებით, რომელიც დაილუქა. მ------–--------ე გაიჩხრიკა ავტომობილში, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს შსს ლ---------ს რაიონულ სამმართველოში, სადაც გამოკითხვის დროს აღნიშნა, რომ მას გ---------------–---–მა სატელეფონო მესიჯებით სთხოვა, წაეღო ეს ნარკოტიკი. ამიტომ მოხდა მ------–--------ის ტელეფონის დათვალიერება და ამოღება.

 

2015 წლის 25 ნოემბრის პატაკით დგინდება, რომ შსს ლ---------ს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა გ-----------–-----მ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქ.ლ---------დან ქ.თბილისის მიმართულებით გაემართება ავტომანქანა „მერსედესი“ სახ. ნომრით V------, რომელშიც უნდა იჯდეს მ------–--------ე და მას თან უნდა ჰქონდეს ნარკოტიკული საშუალება.

 

მ------–--------ის მიერ წარდგენილი მცენარეული მასის 2015 წლის 25 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2015 წლის 25 ნოემბერს, 13:45 საათიდან 14:00 საათამდე დროის მონაკვეთში ლ----------------------------–----------–- ჩატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედება დათვალიერება, რა დროსაც მ------–--------ემ შავი ფერის ტყავის ხელჩანთიდან წარადგინა ხელსახოცში გახვეული სიგარეტ ,,PRIME”-ის კოლოფში ჩაყრილი მომწვანო ფერის გამხმარი მცენარეული მასა. აღნიშნული მცენარეული მასა დათვალიერების შემდეგ მოთავსდა პოლიეთილენის ფაილში და დაილუქა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული იქნა მ------–--------ის ტელეფონიდან ამოღებული მოკლეტექსტური შეტყობინებები, სადაც არ არის ასახული კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაეტანებინა ე---–--------–---–ს მ------–--------ისთვის, ან რისი გაგზავნა სთხოვა გ---------------–---–მა ე---–--------–---–ს.

 

პალატა, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გ---------------–---–ს ბრალი წარედგინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის მცდელობაში - დანაშაულისათვის, რაც ბრალის წარდგენის მომენტში გათვალისწინებული იყო საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო ე---–--------–---–ს სხვა მუხლებთან ერთად ბრალი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში, დანაშაულისათვის, რაც ბრალის წარდგენის მომენტში გათვალისწინებული იყო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

2017 წლის 26 ივლისის N1221-რს საქართველოს კანონით „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2731-ე მუხლი, რომლის მე-2 ნაწილი უშუალოდ მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას მოიცავს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, „კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო“.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.“ ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი“.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, ე---–--------–---–ს ბრალი აქვს წარდგენილი ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანის უკანონოდ შეძენისა და შენახვისათვის, ხოლო გ---------------–---–ს - ნარკოტიკული ნივთიერება - მარიხუანის უკანონოდ შეძენის მცდელობისათვის. შესაბამისად, მათ მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ მითითებული მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია ამსუბუქებს სასჯელს. შესაბამისად, პალატს მიაჩნია, რომ მ------–--------ის, ე---–---------–---–ის და გ---------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია შესაბამისობაში უნდა მოვიდეს სისხლის სამართლის კოდექსის 2017 წლის 26 ივლისის ცვლილებასთან, რადგან ე---–--------–---–ისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ბრალად შერაცხული ქმედება დღეის მდგომარეობით მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილში, ხოლო გ---------------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ბრალად შერაცხული ქმედება მოცემულია საქართველოს სსკ-ის 19,2731-ე მუხლის მე-2 ნაწილში, 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით შერაცხული ქმედება კი - 19,2731-ე მუხლის მე-8 ნაწილში. მ------–----------ისათვის საქართველოს სსკ-ის 25,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით შერაცხული ქმედება მოცემულია სისხლის სამართლის კოდექსის დღეისათვის მოქმედი რედაქციის 25-2731-ე მუხლის მე-8 ნაწილში.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მტკიცებულებები, რომელზე დაყრდნობითაც ბრალდების მხარე დადასტურებულად მიიჩნევს გამართლებულების მიმართ წარდგენილ ბრალდებას, ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათს ატარებენ, რომლებიც ასევე ეწინააღმდეგებიან დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ საქმეში არსებულ სხვა სარწმუნო და ობიექტურ მტკიცებულებებს, რომლითაც გამოირიცხება გამართლებულების მიერ დანაშაულებრივი ქმედებების უტყუარად ჩადენის ფაქტი.

 

ბრალდების მხარე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ---------------–---–ს სურდა ნარკოტიკული სასუალების უკანონო შეძენა ე---–--------–---–-სგან. მ------–--------ე კი დანაშაულის თანამონაწილის - დამხმარის როლის შემსრულებელი იყო (მას უნდა მიეტანა გ---------------–---–ისთვის ე---–--------–---–-სათვის გამორთმეული ნარკოტიკული შასუალება). აღნიშნულის საპირისპიროდ დაცვის მხარე უთითებს, რომ გამართლებულებს ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი მოქმედებები არ განუხორციელებიათ.

 

იმისათვის, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას ადგილი, აუცილებელია, უტყუარად დადასტურებული იქნას: 1) ე---–--------–---–ის შემთხვევაში - შეიძინა თუ არა ნარკოტიკული საშუალება მან, ინახავდა თუ არა იგი ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ, ჰქონდა თუ არა მართლსაწინაამღდეგოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა და თუ ჰქონდა, რაში გამოიხატა იგი, კერძოდ, უტყუარად უნდა იქნას დადგენილი, რომ მან ნარკოტიკული საშუალება მ------–--------ეს გადასცა გ---------------–---–ზე გადასაცემად; 2) გ---------------–---–ის შემთხვევაში - ჰქონდა თუ არა მას ნარკოტიკული საშუალების შეძენის სურვილი, ესაუბრა თუ არა აღნიშნულის შესახებ ე---–--------–---–ს, სთხოვა თუ არა მ------–--------ეს, რომ ამ უკანასკნელს ე---–--------–---–ისთვის გამოერთმია ნარკოტიკული საშუალება და მიეტანა მისთვის და 3) მ------–--------ის შემთხვევაში - მან ნამდვილად გამოართვა თუ არა ე---–--------–---–ს ნარკოტიკული საშუალება გ---------------–---–ზე გადასაცემად და ცდილობდა თუ არა მის გადაცემას გ---------------–---–ისთვის.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს გ---------------–---–ის და ე---–--------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდებების დასასატურებლად ბრალდების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ოპერატიული პატაკი, რომელშიც ასახულია ინფორმაცია მხოლოდ იმის შესახებ, რომ მ------–--------ე გადაადგილდებოდა კონკრეტული ა/მანქანით, და მას თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, თუმცა პატაკში არ ყოფილა მითითებული, რომ მ------–--------ეს ნარკოტიკული საშუალება ერთი პირისაგან მიჰქონდა მეორესთან.

 

ბრალდების მხარე მიუთითებს მ------–--------ის კუთვნილ ტელეფონზე გ---------------–---–ის ტელეფონის ნომრიდან გადმოგზავნილ შეტყობინებებზე და ე-–----–----–-–---–-ს ჩვენებაზე, რომლებითაც თითქოსდა უტყუარად არის დადგენილი, რომ 2015 წლის ნოემბერში ე-–----–----–-–---–-ს საცხოვრებელ სახლში მ------–--------ის ყოფნისას ე---–--------–---–მა მ------–--------ეს გ---------------–---–ისათვის გადასაცემად გადასცა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულს პალატა ვერ გაიზარებს. მ------–--------ის კუთვნილ ტელეფონში გ---------------–---–ის მიერ 2015 წლის 21 ნოემბერს გამოგზავნილი შეტყობინებები არის შემდეგი შინაარსის: „მ----- რას შვები, როგორ ხარ? გავიგე ლაგოდეხში ყოფილხარ და ჩემს თავს გაფიცებ, ე---–---- ნახე უეჭველი და უთხარი, გ-------ზე შეპირებული რასაც ხარ გამოატანეთქო და თუ რაღაც, დამალაპარაკე (18:07 საათი)“, ,,მ----- საღოლ შენ, მაგას შენგან არ მოველოდი (22:21 საათი)“, ,,მ----- რა გჭირს, ვერ გავიგე, ე---–---- რო არ ნახო, ჩათვალე, რო მე დამკარგე, დილის 9 საათამდე ნახე ე---–---- უეჭველი, თორე არ გაპატიებ (23:22 საათი)“, ,,შენს სინდისზე და ნამუსზე იყოს მ----- და იცოდე, რო თვალით არ დამენახო (23:56 საათი) და ,,მ-----, ძაან მაწყენინე და არ ვიცი, ამას თუ გაპატიებ, დილით ცხრამდე ნახე ე---–---- (00:03 საათი). აღნიშნული შეტყობინებების გაანალიზება უტყუარად ცხადყოფს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ გ---------------–---–ი მ------–--------ეს დაჟინებით სთხოვს, ნახოს ე---–--------–---–ი და ამ უკანასკნელს გამოართვას მისთვის შეპირებული, თუმცა შეტყობინებების ტექსტში არ არის მოცემული ინფორმაცია, თუ რას გულისხმობს გ---------------–---–ი ,,შეპირებულში“ - ნარკოტიკულ ნივთიერებას თუ სხვა ნივთს/ნივთიერებას, საგანს და ა.შ. საინტერესოა გამართლებულების მიერ პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული ინფორმაცია, სადაც ისინი უთითებენ, რომ შეტყობინებებში „შეპირებულ“ ნივთში/ნივთიერებაში ნაგულისხმევი იყო ე---–--------–---–ის მიერ გ---------------–---–ისათვის შეპირებული ღვინო, რომელიც მ------–--------ეს უნდა წამოეღო თბილისში წამოსვლისას გ---------------–---–ისთვის, რადგან ამ უკანასკნელს ჰქონდა ბავშვის ნათლობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ე-–----–----–-–---–-ს ჩვენებით დგინდება, რომ 2015 წლის ნოემბერში მასთან სახლში იმყოფებოდა მ------–--------ე, რა დროსაც ამ უკანასკნელს დაუკავშირდა ე---–--------–---–ი. მ------–--------ე გავიდა ე---–--------–---–ის სანახავად, ხოლო როდესაც დაბუნდა, ნახა რომ სახლში შეიტანა სიგარეტი, რომელიც ყავის სმის დროს მოიხმარა. მოწმე უთითებს, რომ მ------–--------ესა და ე---–--------–---–ს შორის გამართულ საუბარს არ შესწრება. ამასთან, აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილია, რომ მ------–--------ე არის თამბაქოს მომხმარებელი. მ-----ს მისთვის ნარკოტიკების შესახებ არაფერი არ უთქვამს. მოწმის ჩვენების შეფასება ცხადყოფს, რომ მ------–--------ე ნამდვილად შეხვდა ე---–--------–---–ს (რაც ასევე დასტურდება ე---–--------–---–-ს და მ------–--------ის ჩვენებებითაც). დგინდება ისიც, რომ მ------–--------ემ სახლში დაბრუნების შემდეგ შეიტანა სიგარეტი, თუმცა ე-–----–----–-–---–- არ უთითებს, რომ მან დაინახა, თუ როგორ გამოართვა აღნიშნული სიგარეტი მ------–--------ემ ე---–--------–---–ს, თუმცა ის რომ მ------–--------ემ ე---–--------–---–ს გამოართვა სიგარეტის კოლოფი, დასტურდება თავად გამართლებულების (მ------–--------ის და ე---–--------–---–ის) ჩვენებებით, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ვინაიდან სოფელში მ------–--------ემ ვერ შეძლო სიგარეტის ყიდვა და არ ჰქონდა სიგარეტი, ე---–--------–---–მა მას დაუტოვა სიგარეტის კოლოფი, თუმცა აპრიორი იმის მტკიცება, რომ აღნიშნულ კოლოფში მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალებები და რომ სწორედ აღნიშნული სიგარეტის კოლოფის ამოღება მოხდა მ------–--------ის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, უტყუარად არ არის დადგენილი, მით უმეტეს, რომ მოწმის ჩვენებით მ------–--------ემ სიგარეტი მასთან ყოფნის დროს მოიხმარა. მსგავს ინფორმაციას აწვდის მ------–--------ე სასამართლოს, როცა აღნიშნავს, რომ ე---–--------–---–ის მიერ მისთვის გადაცემული სიგარეტი იმ საღამოს ე-–----–----–-–---–თან ერთად მოიხმარა. მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილებული იქნას საქმეში არსებულ საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის მიერ 2015 წლის 25 ნოემბერს გაცემულ ნარკოლოგიური ექსპერტიზის N1------ დასკვნით დადგენილ გარემოებაზე, სადაც მითითებულია, რომ მ--------–--------–--–---------ს ლაბორატორიული კვლევის შედეგად ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდა.

 

მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ მ------–--------ეს ე---–--------–---–მა გადასცა სიგარეტის კოლოფი, რომელიც ე-–----–----–-–---–თან ყოფნის დროს მ------–--------ემ მოიხმარა.

 

პალატა განმარტავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა კი სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით, რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზეც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებების გაანალიზება ცხადყოფს, რომ ბრალდების მხარის არგუმენტები იმასთან მიმართებით, რომ გამართლებულებმა - ე---–--------–---–მა და გ---------------–---–მა ჩაიდინეს ბრალად წარდგენილი დანაშაულები, ეფუძნება მხოლოდ ეჭვებს და ვარაუდებს, რომელიც არ არის დადასტურებული არათუ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის ბრალდებისათვის საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით, არამედ საქმეზე არ არის ირიბი მტკიცებულებაც კი, რომელიც ირიბად მაინც მიუთითებდა იმას, რომ ე---–--------–---–მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას, რომლიც შემდეგ გაასაღა, ხოლო გ---------------–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის მცდელობა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ე---–--------–---–ის და გ---------------–---–ის მიერ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მათ ბრალეულობას, რის გამოც ე---–--------–---–ი და გ---------------–---–ი წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ უნდა იქნან ცნობილი და გამართლდნენ.

 

რაც შეეხება მ------–--------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, აპელანტის არგუმენტებით საქმეზე წარმოდგენილი იქნა მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები, რომლითაც დგინდება, რომ მ------–--------ისგან საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ამ უკანასკნელმა გამორათვა ე---–--------–---–ს და იგი უნდა გადაეცა გ---------------–---–ისთვის. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ მ------–--------ეს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია. მას არ წარუდგენია პოლიციის თანამშრომლებისთვის ნარკოტიკული საშუალება, მისი პირადი ჩხრეკა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა არ მომხდარა შემთხვევის ადგილზე.

 

პალატა განმარტავს, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების მიზანს წარმოადგენს უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებული იქნას მოქმედებათა ერთობლიობა, რათა შეგროვდეს დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებები.

 

მნიშვნელოვანია მხარეთა მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისას კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა. გარდა აღნიშნულისა, იმ შემთხვევაში, როდესაც დაცვის მხარე მტკიცებულებათა მოპოვებას (მათ შორის საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების პროცედურულ საკითხებს) ეჭქვეშ აყენებს, ანუ კონკრეტულ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების დროს მოვლენების/მოქმედებების განვითარების განსხვავებულ ვერსიაზე უთითებს, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, საკმარისად ძლიერი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გააქარწყლოს აღნიშნული ეჭვი, რა დროსაც მან მკაფიო ფორმით უნდა დაადასტუროს კონკრეტული გარემოება - თუ რა თანმიმდევრობით, ვის მიერ, დროის რა პერიოდში, რა საფუძვლით და ა.შ. განხორციელდა კონკრეტული საპროცესო თუ საგამოძიებო მოქმედება და რა მტკიცებულებებით ახდენს მოცემულ გარემოებათა უტყუარად დადასტურებას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების ჭეშმარიტად არსებობაში.

 

ბრალდების მხარის ვალდებულებას (და არა უფლებამოსილებას) წარმოადგენს ისიც, რომ გამოძიების პროცესში მოიპოვოს მტკიცებულებები, რომლებიც კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ანდა გამამართლებელი მტკიცებულებებს წარმოადგენენ, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი (მათ შორის, თუნდაც ეჭვის მიმანიშნებელი გარემოებები) კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას.

 

აღნიშნულ განმარტების შემდეგ მიზანშეწონილია, ყურადღება გამახვილებულ იქნას ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ პოზიციის გასაბათილებლად; კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარობის მაღალი ხარისხით უნდა შეფასედეს, გამოირიცხება თუ არა დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული განსხვავებული ვერსია, საქმეზე წარმოდგენილია თუ არა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხასიათდებიან დამაჯერებლობის მაღალი ხარისხით/სტანდარტით.

 

გასათვალიწინებელია, რომ გამართლებულ მ------–--------ის მიმართ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს წინ უსწრებდა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ კონკრეტული ოპერატიული ინფორმაციის მიღება, რა დროსაც ბრალდების მხარისთვის ცნობილი გახდა, რომ მ------–--------ე გადაადგილდებოდა ა/მანქანით და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის საფუძველზე საგამოძიებო ორგანოს მიერ დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებების ჩატარება, რაც გამოიხატებოდა გამართლებულის და მასთან ერთად მყოფი პირების პირადი ჩხრეკებში, ავტომანქანის ჩხრეკაში და ა.შ.

 

პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულების მოპოვებისას ბრალდების მხარეს არ აქვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მკაცრად განსაზღვრული კონკრეტული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვალდებულება. იგი თავისი შეხედულებით ახორცილებეს მტკიცებულებების მოპოვებას და მათ საპროცესო დამაგრებას თითოეული საქმის სპეციფიკიდან და თავისებურებიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის გათვალისწინებით სწორედ ბრალდების მხარეს აწევს საქმეზე იმ მტკიცებულებათა შეგროვების ვალდებულება, რომლებიც გააბათილებენ დაცვის მხარის მიერ ბრალის გამომრიცხავი გარემოების არსებობაზე გამოთქმულ ეჭვს.

 

მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ გამორიცხა მ------–--------ის ჩანთაში ნარკოტიკული საშუალების არსებობა. ბრალდება კი დაცვის მხარის ზემოაღნიშნული პოზიციის გასაბათილებლად და თავის პოზიციის გასამყარებლად ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით იყენებს პირადი ჩხრეკის და დათვალიერების ოქმებს და აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირების, ასევე ზ--------------–---–ის ჩვენებებს. პოლიციის თანამშრომლები სასამართლოს აწვდიან ინფორმაციას სწორედ აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, გათვალისწინებული უნდა იქნას აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი (საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ანუ გამომძიებლების - ბრალდების მხარის) პირების პოზიცია. თუმცა საგულისხმოა ისიც, რომ მითითებული პირების ჩვენებები, რომლებიც წარმოდგენილ იქნა ბრალდების მხარის მიერ, ხშირ შემთხვევაში კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების არსებობასთან მიმართებით ატარებენ ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათს. კერძოდ, გ-----------–----ის ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის დროს, როდესაც ზ--------------–---–ის ა/მანაქანა შეაჩერეს, ნახა, რომ მ------–--------ესთან ერთად იმყოფებოდა მხოლოდ ა/მანაქანის მძღოლი და პოლიციის თანამშრომლები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე მ---------------–--ნის ჩვენებით დგინდება, რომ ა/მანაქანაში მ------–--------ე იმყოფებოდა ორ სხვა ქალბატონთან ერთად. ტ------–-----------ს ჩვენებით დგინდება, რომ სიგარეტის კოლოფის ადგილზე გახსნა და ნარკოტიკული ნივთიერების დათალიერება არ მომხდარა, რადგან მსგავს ფაქტს რომ ჰქონოდა ადგილი, აუცილებლად ემახსოვრებოდა. აღნიშნულის საპირისპიროდ ზ--------------–---–ი აცხადებს, რომ მან დაინახა, თუ როგორ ეყარა საბარგულზე მწვანე მცენარეული მასა. უფრო მეტიც, საქმეში არსებული დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ მცენარეული მასის ამოღება მოხდა დათვალიერების შემდეგ. ამასთან, გამართლებულების მიერ პალატისთვის მიწოდებული ინფორმაციით კი ისინი გამორიცხავენ ნარკოტიკულ საშუალებებთან შემხებლობის ფაქტს. მ------–--------ე კატეგორიული ფორმით აცხადებს, რომ მისი ჩხრეკა შემთხვევის ადგილზე არ მომხდარა და მას არ ჰქონია ნარკოტიკული საშუალება. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ა/მანაქნის შეჩერებისას მ------–--------ე იმყოფებოდა 2 სხვა ქალბატონთან ერთად (რაც მ------–--------ის ჩვენების გარდა, დადასტურებულია მ---------------–--ნის ჩვენებითაც).

 

პალატა განმარტავს, რომ საქმეზე დაცვის მხარის მიერ დაფიქსირებული ეჭვი ფაქტობრივი გარემოების არსებობასთან (მ------–--------ისგან ნარკოტიკული საშუალების ამოღება) დაკავშირებით ვერ იქნა გამორიცხული ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით მათი ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის გამო, რის შესახებაც ზემოთ იყო მითითებული. ასეთ შემთხვევაში ასეთი ეჭვის გაბათილება შესაძლებელი იქნებოდა, თუკი სასამართლოში დაიკითხებოდა ის ორი ქალბატონი, რომლებიც მ------–--------ესთან ერთად მიემგზავრებოდნენ თბილისში და რომელთა თვალწინაც ვითარდებოდა მოვლენები. ბრალდებას ასევე შეეძლო, ვიდეოფირზე აღებეჭდა ნარკოტიკული საშუალების ამოღებასთან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და ჩანაწერი წარედგინა სასამართლოსთვის, რაც არ გაუკეთებია.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების და გაანალიზების შემდეგად ადგენს, რომ მ------–--------იგან საგამოძიებო მოქმედების შედეგად ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიმართებით სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად გამოხატული პოზიციები კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არის ურთიერთსაწინააღმდეგო. მათი გაანალიზება ცხადყოფს, რომ აღნიშნული გარემოების დადგენის კუთხით წარმოდგენილი მტკიცებულებები წარმოშობს გარკვეული სახის ეჭვს, რომელიც მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით უარყოფილი არ არის.

 

ამდენად, მტკიცებულებები, რომლებიც მ------–--------ეს ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში აპელანტის პოზიციით თითქოსდა ამხელენ, არის ჩვენებები, რომელთა შეფასება და ანალიზი ცხადყოფს, რომ ისინი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კუთხით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ობიექტური პირისათვის სარწმუნობიის/დამაჯრებლობის თვალსაზრისით ვერ განიხილებიან დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებად. უფრო მეტიც, გარდა იმისა, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ურთიერთწინააღმდეგობრივი ხასიაათისაა, ისინი ასევე ეწინააღმდეგებიან გამართლებულების ჩვენებებს და საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას საერთაშორისი სტანდარტის მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება, საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზ------------- საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს.

 

„ა) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნას დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში“.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია, იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

პალატა აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის რომელიმე ნიშნის არსებობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც ეჭვის გამომრიცხავად დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად.

 

გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით და ანალიზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც ეჭვის გამომრიცხავად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით, ურთიერთშეთანხმებულად დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ე---–--------–---–მა, გ---------------–---–მა და მ------–--------ემა ჩაიდინეს მათ მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რადგან იგი წინააღმდეგობრივია, ეფუძვნება სავარაუდო და ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის თვალსაზრისით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენი გამართლებულების ე---–--------–---–ის, გ---------------–---–ის და მ------–--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენი გამართლებულების ე---–--------–---–ის, გ---------------–---–ის და მ------–--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

გ---------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,260 მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,2731-ე მუხლის მეორე ნაწილზე და გ---------------–---–ი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

გ---------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს- გ---------------–---–ს (პ/ნ 0----------) სრულად დაუბრუნდეს მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონიძიების - გირაოს 2000 (ორი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა 2000 ( ორი ათასი) ლარი.

 

ე---–---------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილზე და ე---–---------–---–ი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

ე---–--------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის დღეისათვის მოქმედი რედაქციის 19,2731-ე მუხლის მე-8 ნაწილზე და ე---–--------–---–ი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს;

 

ე---–---------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 05 დეკემბრის განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. ყადაღა მოეხსნას ა-------------–---–ის (პირადი ნომერი 2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ლ---------ს რაიონის სოფელი შ-------ში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, დაზუსტებული ფართობი 25323.00 კვ.მ და შენობები (ს/კ 5-----------) ე---–---------–---–ის გირაოს თანხის _ 10 000 (ათი ათასი) ლარის ექვივალენტურ ნაწილს და დაუბრუნდეს მასვე.

 

მ------–--------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 25,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის დღეისათვის მოქმედი რედაქციის 25,2731-ე მუხლის მე-8 ნაწილზე და მ------–--------ე წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს;

 

მ------–--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს - მ------–--------ეს (პ/ნ 5----------) სრულად დაუბრუნდეს მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონიძიების - გირაოს 2000 (ორი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარი

 

გამართლებულებს ე---–--------–---–ს, გ---------------–---–ს და მ------–--------ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

ნივთმტკიცება:

 

ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა, რომელიც ინახება შსს ლ---------ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

მ------–--------ის კუთვნილი ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ერთვის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუდნეს მესაკუთრეს.

 

გ---------------–---–ის კუთვნილის ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ერთვის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუდნეს მესაკუთრეს.

 

DVD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შეინახოს საქმის შენახვის ვადით

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: გ. ჯეირანაშვილი

 

ნ. სანდოძე