განაჩენი

სისხლის სამართლის 24.10.2018
საქმის ნომერი
120100118002546000
ინსტანცია
თარიღი
24.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002546000

საქმე №1ბ/1105-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - ოთ------------ის

ადვოკატ - ნა-------------ის

მსჯავრდებულ - გი------------–-ას

მონაწილეობით,ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ------------ის და მსჯავრდებულ გი------------–-ას ინტერესების დამცველ ადვოკატ ნა-------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გი------------–-ას მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 08 დეკემბერს, პირადი #5----------, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლევის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ. წ---–-----------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრების: დ--------–------------------–--------, დანაშაულებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენით გი------------–-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, ე“ და ,,ა“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით ბოლო განაჩენს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით და საბოლოოდ გი------------–-ას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით.

 

გი------------–-ას მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით.

2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

1) 2018 წლის მაისის თვეში, ბ--------------------------------–-----ში, რ---------–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლევმა გი------------–-ამ, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, არასრულწლოვანი ლა–-----------–---–ის და ეკ-------------------–--ის თანდასწრებით მათ ძმას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს (გერს) და--------------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი ქვედა კიდურებსა და ტანის არეში, რის შედეგადაც და--------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2) 2018 წლის აპრილის თვეში, ასევე 16 მაისს დაახლოებით 16:10 საათზე ბ--------------------------------–-----ში, რ---------–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლევმა გი------------–-ამ, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ლი-----------–--ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ლი-----------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც ლი-----------–--ე განიცდიდა ტანჯვას.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთ------------ემ და მსჯავრდებულ გი------------–-ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნა-------------მა.

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთ------------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, გი------------–-ასათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან გი------------–-ასათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. კერძოდ, გი------------–-ამ ჩაიდინა დანაშაული ოჯახში ყოფითი მოტივით, ძალადობით ცდილობდა დაეთრგუნა მისი მეუღლის და შვილების უფლება, რომლებსაც წარსულშიც არაერთხელ აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, დაზარალებულის განცხადებაზე, რომ მიმართავდა პოლიციას, კვლავ ძალადობით და მუქარით პასუხობდა. მსჯავრდებული ვერ აცნობიერებს ჩადენილ დანაშაულს, იქცევა ოჯახში აგრესიულად და ძალადობს ოჯახის წევრებზე. აპელანტის აზრით, ყველა მოქალაქის ვალია სხვა პირთა კონსტიტუციური უფლებების დაცვა და უფრო მეტიც, ოჯახის წევრებისადმი ჩვეულებრივი ადამიანური დამოკიდებულება და ურთიერთობა, რასაც მსჯავრდებული არაფრად აგდებს და ყოველგვარი მორიდების გარეშე უხეშობს ოჯახის წევრების მიმართ და აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას.

 

მსჯავრდებულ გი------------–-ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნა-------------მა, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, გი------------–-ასათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა.

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გი------------–-ას მიმართ არის ზედმეტად მკაცრი, რადგან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება ცნობილი იქნა უდავოდ, ბრალდებული აღიარებს, ინანიებს დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, შეურიგდა ბრალდებულს და თანახმაა ბრალდებულის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებაზე. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. სასჯელი უნდა იყოს პროპორციული და თანაზომიერი ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძვნებოდეს ინდივიდუალურ და არა ზოგად გარემოებებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალდებულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, მისი ოჯახური და სოციალური მდგომარეობის ასევე დანაშაულის გარემოებათა გათვალსიწინებით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და მისი ღირსების დამცირება. აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 100-დან 200 საათამდე ან თავისუფლების შეზღუდვას 1 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე. სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული იგი აღიარებს დანაშაულს ანდა თანამშრომლობს გამოძიებასთან სასამართლო უფლებამოსილია, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლები არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. აპელანტის აზრით, გი------------–-ას მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება გახდება მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი გარემოება, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს უნდა შემცირდეს ახალი დანაშაულოს ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ამასთან, აღნიშნა, რომ მსჯავრდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულთა ერთობლიობით.

მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვეს დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გი------------–-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ნა-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ორი ეპიზოდის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულების: ლა–-----------–---–ის და ლი-----------–--ის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების: და--------------–---–ის, ეკ-------------------–--ის, ნი--------------ის, მა-------–--–---–ის, ირ---–-----------–--ის, სა-------–--–ის, მა---------------–ის, ნი-----------ის, ხა--------------ის, ბო------------–--ის, ეკ-------------------–--ის, შუ----------ის, გუ------------ის, და--------–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და საქმეში არსებულ სხვა უდავო, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პალატა არ იზიარებს მხარეთა პოზიციას, რომ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი და მიაჩნია, რომ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში მიიღო როგორც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები. დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლომ გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. პალატას მიიჩნია, რომ დანიშნული სასჯელი სამართლიანია, საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და არ არსებობს საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის შეცვლის საფუძველი.

ამასთან, პალატა იზიარებს პროკურორის პოზიციას, რომ გი------------–-ას სასჯელი უნდა დაენიშნოს თითოეული დანაშაულისათვის ცალცალკე და შემდეგ მოხდეს საბოლოო სასჯელის განსაზღვრა, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ გი------------–-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნა-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება.

 

გი------------–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ბ“ და ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით -თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და გი------------–-ას სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით ბოლო განაჩენს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით და საბოლოოდ გი------------–-ას განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით.

 

გი------------–-ა მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

გი------------–-ა სასჯელის მოხდის ვადა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 16 მაისიდან;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე