განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100118002578116
საქმე №1ბ/1287-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ შმ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ვა---–--------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 25 აპრილს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი N4----------, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფატობრივად მცხოვრების მისამართზე: ს---------------------------–----–--–------, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 სექტემბრის განაჩენით ვა---–--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი.
ვა---–--------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ს---------------------------–---–--–------ში, ქა-----–---–--ის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებულ აივანზე, ვა---–--------–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილის, 11 წლის ვა-–------------–---–ის თანდასწრებით თმების მოქაჩვით, ხელებისა და ფეხების სხეულის სხვადასხვა ადგილებში არაერთი დარტყმით ძალადობა განახორციელა არასრულწლოვანი გერის, 16 წლის ნი----------–---–ის მიმართ. აღნიშნულის შემდეგ იმავე წლის 01 ივლისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ს---------------------------–---–--–------ში არსებულ სპორტულ მოედანზე, ვა---–--------–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს თმების მოქაჩვით ხელებისა და ფეხების სხვადასხვა ადგილებზე არაერთი დარტყმით ძალადობა განახორციელა არასრულწლოვანი გერის, 16 წლის ნი----------–---–ის მიმართ. ვა---–--------–---–ის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად არასრულწლოვანმა ნი----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შმ------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, ვა---–--------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის აშკარად ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო, რომ დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის არის მუდმივი კონფლიქტი და არსებობს ვა---–--------–---–ის მხრიდან არასრულწლოვან გერზე ძალადობის განმეორების საფრთხე. ასევე გასათვალისწინებელია, ის ფაქტიც, რომ ვა---–--------–---–მა იძალადა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, შესაბამისად ძალადობამ ხელყო არამხოლოდ არასრულწლოვანი დაზარალებულის ინტერესები, ასევე ოჯახში მყოფი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები და საფრთხე შეუქმნა არასრულწლოვნების ნორმალურ ფსიქოლოგიურ განვითარებას. მსჯავრდებულის მხრიდან მაღალია, როგორც დაზარალებულის, ისე სხვა პირთა მიმართ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რომელიც შეიძლება გამოიხატოს, როგორც ფიზიკურ ისე ფსიქოლოგიური ძალადობაში, შესაბამისად აპელანტი ითხოვს ვა---–--------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
მსჯავრდებულმა ვა---–--------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გო---------–---–-ამ წარმოდგენილი შესაგებელით მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: მოწმეების - გი------------–---–ის, დი----------------–---–ის, ვა-–------------–---–ის, ეკ----------------–---–ის, გუ--------–-----–---–ის და ლი---------–---–ის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ნი----------–---–ის გამოკითხვის ოქმი, ვა---–--------–---–ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმი, ბრალდებულ ვა---–--------–---–ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, ფოტოცხრილი და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა მხედველობაში იღებს, რომ ვა---–--------–---–ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან. პალატას მიიჩნია, რომ პირობითი სასჯელი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორის - შმ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ვა---–--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.
ვა---–--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 01 ივლისიდან 2018 წლის 05 ივლისის ჩათვლით.
ვა---–--------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში 05.07.2018 წელს სს „საქართველოს ბანკში“ გადახდილი გირაოს თანხა 2 000 (ორი ათასი) ლარი დაუბრუნდეს გირაოს გადამხდელ პირს, ეკ----------------–---–ს პირადი N4----------.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ ვა---–--------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც, მსჯავრდებულ ვა---–--------–---–ს აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ვა---–--------–---–მა დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.
ნივთიერი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის (ეკ----------------–---–ის საცხოვრებელი სახლის) დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ე. წ. სიგარეტის ასაწყობი ნივთი დალუქული სახით FჩI428152 ნომრიან პაკეტში, რომელიც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს; შემთხვევის ადგილის (ეკ----------------–---–ის საცხოვრებელი სახლის) და შემთხვევის ადგილის (საფეხბურთო მოედანი) დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ორ ცალ კომპაქტ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე