განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.10.2018
საქმის ნომერი
330210014637050
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210014637050

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/1144-18 08 ოქტომბერი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ქეთევან მესხიშვილი

თამარ ალანია

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - დ----- ო------–---–- (მოსარჩელე)

 

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------

წარმომადგენელი - ლ-–------------, დ---------------–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.04.2016წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. დ----- ო------–---–მა სარჩელი აღძრა მოპასუხე სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------- მიმართ და მოითხოვა:

1.1. სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------- 2014 წლის 29 ივლისის №0-------- ბრძანების (”ს---------- დ--–----ს რაიონულ განყოფილებაში ჩატარებული შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე გასატარებელი ღონისძიებების შესახებ”) იმ ნაწილების ბათილად ცნობა, რითაც დ----- ო------–---–ს დაეკისრა 4195 ლარის გადახდა, მიეცა სასტიკი საყვედური ხელფასის, 50%-ის დაკავებით და დაეკისრა ყოველთვიური შრომის ანაზღაურებიდან 20%-ის დაკავება, ზედმეტად გაცემული თანხის სრულად დაფარვამდე;

1.2. სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------- 2014 წლის 03 ოქტომბრის №0-------- ბრძანების (”სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------- 2014 წლის 29 ივლისის №---------- ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”) იმ ნაწილების ბათილად ცნობა, რითაც დ----- ო------–---–ს დაეკისრა 3148 ლარის გადახდა;

1.3. სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს----------ათვის დ----- ო------–---–-ს სასარგებლოდ, 2014 წლის 29 ივლისიდან 2015 წლის 09 სექტემბრამდე პერიოდში, მისთვის არაკანონიერად დაკავებული თანხის _ 1436,81 ლარის (დაბეგრილი), მათ შორის _ დისციპლინური სახდელის სახით დაკავებული 260 ლარის (დაბეგრილი), ანაზღაურება (ტ.1, ს.ფ.215-218; 317-319; ტ.2.ს.ფ.18,19).

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. მოპასუხის მონიტორინგის სამმართველოს მიერ განხორციელდა დ--–----ს რაიონულ განყოფილებაში 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 ივლისამდე შევსებული „ოჯახის დეკლარაციების“ შერჩევითი შესწავლა და მათში დაფიქსირებული ინფორმაციის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დაცულ ინფორმაციასთან დადარება, რომლის შედეგადაც, მონიტორინგის სამსახურმა მიიჩნია, რომ რიგ შემთხვევებში, უფლებამოსილი პირების, მათ შორის მოსარჩელის, დ--–----ს განყოფილების მთავარი სპეციალისტის (იურისტის) – დ----- ო------–---–-ს მხრიდან დარღვეული იყო მოცემული სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მოთხოვნები, რამაც გამოიწვია მოქალაქეებისათვის გარკვეული თანხების ზედმეტად გაცემა.

 

აღნიშნულის საფუძველზე, ს---------- დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებით გატარდა სხვადასხვა სახის ღონისძიება, კერძოდ, რამოდენიმე თანამშრომელს (განყოფილების უფროსს, მოსარჩელეს - მთავარ სპეციალისტსა (იურისტს)) დაეკისრათ ზედმეტად გაცემული ფულადი ს--–---–----- დახმარების (საარსებო შემწეობის) თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენა (სახელდობრ, მოსარჩელის შრომის ანაზღაურებიდან, ყოველთვიურად 20%-ის დაკავებით) ზედმეტად გაცემული თანხების სრულად დაფარვამდე.

 

შემოწმების მასალებში დაფიქსირებული დარღვევების გამო, თანამშრომელთა მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები _ მოსარჩელეს გამოეცხადა სასტიკი საყვედური ერთი თვის შრომის ანაზღაურებიდან 50%-ის დაკავებით. მოსარჩელე სადავოდ ხდის მოპასუხის მიერ მის მიმართ განხორციელებულ ღონისძიებებს და განმარტავს, რომ ს---------- არ მიუთითებია, მის მიმართ დისციპლინური სახდელის ზომის განსაზღვრა რამდენად ლეგიტიმური, პატივსადები, კეთილსინდისიერი და არადისკრიმინაციული მოტივით მოხდა. ს--------- დაეყრდნო კონტროლის დეპარტამენტის მოხსენებით ბარათს, რომელიც ანგარიშსწორების მოტივით არის შედგენილი, მიზანმიმართულად მისი დისკრედიტაციისათვის. გარდა ამისა, მოსარჩელე არ ეთანხმება მისთვის და განყოფილების უფროსისათვის, გადასახდელი თანხების თანაბრად დაკისრებას, ხოლო, სადავო ბრძანებაში მოხსენიებული სხვა პირებისათვის თანხის დაბრუნების არდაკისრებას. მოსარჩელისათვის მიუღებელია უფროსი სპეციალისტის შეცდომების (რომელიც დადგინდა შემოწმებისას) გამო მისი დასჯა, ხოლო, დამრღვევი პირის მიმართ დისციპლინური ღონისძიების, თუნდაც რომელიმე ზომის გამოუყენებლობა.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

3. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელემ, როგორც ს---------- დ--–----ს რაიონული განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა (იურისტმა) მოამზადა 6 ბრძანება, რამაც გამოიწვია სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების არასწორი გაცემა: ბრძანებებით მოხდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების მონაცემების კორექტირება, რამაც გამოიწვია შესაბამის 6 ოჯახზე სარეიტინგო ქულის დაწევა და თანხის არასწორად გაცემა.

 

შემოწმების პროცესში მოსარჩელის მიერ წერილობით მიცემულ ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ უმეტეს შემთხვევაში, მასთან ხვდებოდა დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით დასკანერებული ფორმა №100-ის ვარიანტი და ვერ ახერხებდა მოქალაქის დიაგნოზის დადგენას, მიუხედავად ამისა, მან მაინც მოამზადა აღნიშნული ბრძანებები. დ--–----ს რაიონული განყოფილების უფროსიც განმარტავს, რომ დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესაბამის დოკუმენტაციას განსახილველად და ბრძანების მოსამზადებლად რეზოლუციით აწერდა მოსარჩელეს, ამასთან, განყოფილების უფროსი მწუხარებას გამოთქვამს დაშვებული შეცდომების გამო და ეთანხმება შენიშვნებს.

 

ს---------- 2014 წლის 29 ივლისის №0-------- ბრძანებაში, 2014 წლის 3 ოქტომბრის №0-------- ბრძანებით შევიდა ცვლილება და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი თანხა შეადგენს არა _ 4 195, არამედ _ 3 148 ლარს. ს---------- 2015 წლის 9 სექტემბრის №0-------- ბრძანებით ცვლილება შევიდა სადავო _ 2014 წლის 29 ივლისის №0-------- ბრძანებაში და შეწყდა მოსარჩელისათვის დაკისრებული ვალდებულება მისი შრომის ანაზღაურებიდან 20%-ის დაკავების თაობაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.04.2016წ. გადაწყვეტილებით:

1. დ----- ო------–---–-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

1.1. დაეკისრა სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს----------, დ----- ო------–---–-ს სასარგებლოდ, 2015 წლის 01 აპრილიდან 2015 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში, ზიანის ანაზღაურების სახით, ყოველთვიური შრომის ანაზღაურებიდან დაქვითული თანხის გადახდა, ჯამში _ 371,40 (სამასსამოცდათერთმეტი ლარი და 40 თეთრი) ლარის ოდენობით.

1.2. არ დაკმაყოფილდა დ----- ო------–---–-ს სარჩელი ბრძანებების ბათილად ცნობის და მოპასუხე ს----------ათვის დარჩენილი თანხის გადახდის დაკისრების მოთხოვნების ნაწილში.

 

4.1. მოსარჩელე დ----- ო------–---–- დასაქმებულია მოპასუხე სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------- დ--–----ს რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის (იურისტის) თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენს 520 ლარს (დაბეგრილი).

 

4.2. დ----- ო------–---–ს, როგორც დ--–----ს რაიონული განყოფილების თანამშრომელს, ევალებოდა ს---------- დირექტორის 2009 წლის 31 დეკემბრის №------ ბრძანებით დამტკიცებული, სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------- ს--–---–----- მ-------------- ცენტრისა და რაიონული (საქალაქო) განყოფილების ტიპიური დებულებით, მოქმედი კანონმდებლობით და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი ფუნქციების შესრულება და მათი განხორციელებისას განყოფილების უფროსისა და უფროსის მოადგილისათვის დამორჩილება.

 

4.3. მოსარჩელე დ----- ო------–---–-, სამსახურის ხელმძღვანელის დავალებით ამზადებდა (ამზადებს) სხვადასხვა საკითხზე მისაღები ბრძანების პროექტს, მათ შორის, ”ოჯახის დეკლარაციაში” მონაცემების კორექტირების შესახებ, რაზეც მიუთითებს დ--–----ს რაიონულ განყოფილებაში, 2011-2014 წლებში მოქმედი, ”ოჯახის დეკლარაციაში” კორექტირების განხორციელების წესი.

 

4.4. მოპასუხე ს---------- მონიტორინგის სამმართველოს მიერ განხორციელდა ს---------- დ--–----ს რაიონულ განყოფილებაში დასაქმებული უფლებამოსილი პირების მიერ, 2012 წლის 01 იანვრიდან 2013 წლის 01 ივლისამდე პერიოდში შევსებული, 4009 ”ოჯახის დეკლარაციის” შერჩევითი შესწავლა და მათში დაფიქსირებული ინფორმაციის ”სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” დაცულ ინფორმაციასთან დადარება (შედარება). აღნიშნული შემოწმება განხორციელდა ს---------- 2013 წლის 03 სექტემბრის №--------- ბრძანების (”ს---------- ტერიტორიულ ერთეულებში დასაქმებული უფლებამოსილი პირების (უფროსი ს--–---–----- და ს--–---–----- აგენტები) მიერ შევსებული ”ოჯახის დეკლარაციების” შერჩევითი შესწავლის თაობაზე”) საფუძველზე. შემოწმების შედეგად, 578 შემთხვევაში გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევა-ნაკლოვანებები, აქედან 18 შემთხვევაში გამოვლინდა დ--–----ს განყოფილების პასუხისმგებელი პირების მიერ, ”ოჯახის დეკლარაციებში” დაცული მონაცემების კორექტირების, არსებული კანონმდებლობის დარღვევით განხორციელება.

 

4.5. მოპასუხე ს---------მ, 2014 წლის 29 ივლისს, გამოსცა ბრძანება №0--------, ”ს---------- დ--–----ს რაიონულ განყოფილებაში ჩატარებული შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე გატარებული ღონისძიებების შესახებ”, რომლის მე-3 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოწმების მასალებში დაფიქსირებული დარღვევების გამო, შეწყდა შრომითი ხელშეკრულება ს---------- დ--–----ს რაიონული განყოფილების უფროს ლ-–- ჯ---–---–თან, წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლისთანავე; ამავე პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად, შემოწმების მასალებში დაფიქსირებული დარღვევების გამო, ს---------- დ--–----ს რაიონული განყოფილების მთავარ სპეციალისტს (იურისტი), მოსარჩელე დ----- ო------–---–ს და სოციალურ აგენტ დ----- ს---–--------ს, გამოეცხადათ სასტიკი საყვედური და ერთი თვის შრომის ანაზღაურებიდან დაუკავდათ 60%. მოხმობილი ბრძანების 1. პუნქტის თანახმად, ”ოჯახის დეკლარაციებში” განხორციელებული კორექტირებისას მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო, ზედმეტად გაცემული ფულადი ს--–---–----- დახმარების (საარსებო შემწეობა) თანხების ბიუჯეტში აღდგენის უზრუნველყოფა დაეკისრათ: ს---------- დ--–----ს რაიონული განყოფილების უფროს ლ-–- ჯ---–---–ს _ 3871 ლარის ოდენობით, მთავარ სპეციალისტ (იურისტი) დ----- ო------–---–ს _ 4195 ლარის ოდენობით, მთავარ სპეციალისტ დ----- ვ-------–---–ს _ 324 ლარის ოდენობით. ამავე ბრძანების 2-ე პუნქტის ა.ბ) ქვეპუნქტის მიხედვით, ს---------- მ–----------------ს რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის უფროსს დაევალა ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური ღონისძიების გატარების მომდევნო თვიდან, მოსარჩელე დ----- ო------–---–-ს (ვალდებულება: 4195 ლარი) და მთავარი სპეციალისტის (ვალდებულება: 324 ლარი) შრომის ანაზღაურებიდან ყოველთვიურად 20%-ის დაკავება, ზედმეტად გაცემული თანხის სრულად დაფარვამდე. დასახელებული ბრძანებით, დისციპლინური ღონისძიების სხვადასხვა ზომა დაეკისრა, ასევე რამდენიმე თანამშრომელს. აღნიშნული ბრძანებით, დისციპლინური ღონისძიების არცერთი ზომა არ ყოფილა გამოყენებული უფროსი სპეციალისტის _ შ------ა ხ-----–-–---–-ს მიმართ.

 

4.6. მოპასუხე ს---------მ, 2014 წლის 03 ოქტომბერს, გამოსცა ბრძანება №0--------, ”სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------- დირექტორის 2014 წლის 29 ივლისის №---------- ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”. აღნიშნული ბრძანების 1. პუნქტით, ს---------- 2014 წლის 29 ივლისის №0-------- ბრძანებაში, სხვა ცვლილებებთან ერთად შევიდა შემდეგი ცვლილებები: 2014 წლის 03 ოქტომბრის ბრძანების 1. პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ს---------- 2014 წლის 29 ივლისის ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ”1. ”ოჯახის დეკლარაციებში” განხორციელებული კორექტირებისას მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო, ზედმეტად გაცემული ფულადი ს--–---–----- დახმარების (საარსებო შემწეობა) თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენა უზრუნველყონ: ს---------- დ--–----ს რაიონული განყოფილების უფროსმა _ ლ-–- ჯ---–---–მა _ 3791 ლარი, მთავარმა სპეციალისტმა (იურისტი) _ დ----- ო------–---–მა _ 3148 ლარი....”; ცვლილება შევიდა ს---------- 2014 წლის 29 ივლისის ბრძანების მეორე პუნქტის ”ა.ბ” ქვეპუნქტშიც, სადაც მოსარჩელე დ----- ო------–---–-ს ”ვალდებულებად”, ნაცვლად ”4195 ლარისა”, მიეთითა _ ”3148 ლარი”. შესაბამისად, ახალი ბრძანებით, ”ოჯახის დეკლარაციებში” განხორციელებული კორექტირებისას დაშვებული დარღვევების გამო, მოსარჩელეს დაეკისრა, ზედმეტად გაცემული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენა შემცირებული თანხის _ 3148 ლარის ოდენობით (ნაცვლად 4195 ლარისა), შრომის ანაზღაურებიდან ყოველთვიურად 20%-ის დაკავებით, ახალი ბრძანებით, ცვლილება არ შეხებია ს---------- 2014 წლის 29 ივლისის ბრძანების მე-3 პუნქტს, სახელდობრ, მის ”ბ” ქვეპუნქტს, რომლითაც შემოწმების მასალებში დაფიქსირებული დარღვევების გამო, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სახით, მოსარჩელეს გამოეცხადა სასტიკი საყვედური და ერთი თვის შრომის ანაზღაურებიდან დაუკავდა 50% .

 

4.7. მოპასუხე ს---------- მხრიდან, მოსარჩელე დ----- ო------–---–-ს მიმართ, 2014 წლის 29 ივლისის და 2014 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებაში მითითებული ღონისძიებების გამოყენება საბოლოოდ განაპირობა, ”ოჯახის დეკლარაციებში” განხორციელებული კორექტირებისას, მოსარჩელის მიერ დაშვებულმა დარღვევებმა და შესაბამისად, მის მიერ, დაკისრებული შრომითი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებამ, სახელდობრ: დ----- ო------–---–მა, როგორც ს---------- დ--–----ს რაიონული განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა (იურისტი), ისე, რომ არ გადაამოწმა მთავარი სპეციალისტის _ შ------ა ხ-----–-–---–-ს მოხსენებით ბარათში მითითებული გარემოებანი, დოკუმენტაციის, პირველ რიგში _ სამედიცინო დოკუმენტაციის, ფორმა №IV-100/ა-ს სათანადოდ გაცნობისა და შეფასების გარეშე, მათში მითითებული სამედიცინო დიაგნოზის გარკვევის გარეშე, მოამზადა 06 ბრძანების პროექტი, რამაც გამოიწვია სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების არასწორად გაცემა.

 

4.8. 2014 წლის აგვისტოს თვიდან 2015 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით პერიოდში, მოსარჩელე დ----- ო------–---–ს, ყოველთვიურად, ხელფასიდან დაექვითა გარკვეული ოდენობის თანხა, დაკისრებული დისციპლინური სახდელის სახით, ასევე დარღვევებით გამოწვეული, ზედმეტად გაცემული ფულადი ს--–---–----- დახმარების (საარსებო შემწეობა) თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენის უზრუნველსაყოფად. მართალია, ს---------- 2014 წლის 29 ივლისის ბრძანებით, ზედმეტად დარიცხული თანხების დასაფარად, მოსარჩელეს ყოველთვიური შრომის ანაზღაურებიდან უნდა დაქვითოდა შრომის ანაზღაურების 20%, მაგრამ ფაქტიურად, ზოგ შემთხვევაში, მას შრომის ანაზღაურებიდან დაექვითა 20%-ზე ნაკლები ოდენობის თანხა, გარდა ამისა, დ----- ო------–---–ს, ხელფასიდან ყოველთვიურად ექვითებოდა დაზღვევისთვის განკუთვნილი თანხა 45 ლარის ოდენობით.

 

4.9. ”ს--–---–----- დახმარების შესახებ” საქართველოს კანონს, 2015 წლის 02 აპრილის №3436 საქართველოს კანონით დაემატა 261 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, 2015 წლის 01 აპრილამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება; ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგინდა, ამ მუხლის პირველი პუნქტით ლეგალიზებული საარსებო შემწეობის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე სასამართლო და სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტა.

 

4.10. 2015 წლის 09 სექტემბერს, მოპასუხე სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------- დირექტორმა გამოსცა ბრძანება №0--------, ”სსიპ - ს--–---–----- მ-------------- ს---------- დირექტორის 2014 წლის 29 ივლისის №0-------- ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლითაც შეწყვიტა ”ს--–---–----- მ-------------- ს---------- დირექტორის 2014 წლის 29 ივლისის №0-------- ბრძანების მე-2 პუნქტის ”ა.ბ” ქვეპუნქტით დაკისრებული ვალდებულება დ----- ო------–---–-ს ნაწილში, რაც ითვალისწინებდა მისი შრომის ანაზღაურებიდან 20%-ის დაკავებას”. ბრძანებას საფუძვლად დაედო მოსარჩელის განცხადება, ”ს--–---–----- დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 261 მუხლი და სხვ.

 

4.11. 2015 წლის 01 აპრილიდან 2015 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით პერიოდში მოსარჩელისთვის, ზედმეტად დარიცხული თანხების დასაფარად, ს---------- 2014 წლის 29 ივლისის №0-------- ბრძანების მე-2 პუნქტის ”ა.ბ” ქვეპუნქტით დაკისრებული ვალდებულების შესაბამისად, ფაქტიურად დაქვითული თანხები მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს: ვინაიდან მოპასუხე ს---------მ მიზანშეწონილად ჩათვალა ”ს--–---–----- დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 261 მუხლის საფუძველზე, დ----- ო------–---–-ს განცხადების დაკმაყოფილება და მას 2015 წლის სექტემბრის თვიდან შეუწყვიტა ყოველთვიური ხელფასიდან დაქვითვა, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მისთვის დაქვითული თანხების დაბრუნების შესახებ, მოხმობილი ნორმის - 261 მუხლის ძალაში შესვლიდან, 2015 წლის 01 აპრილიდან 2015 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით პერიოდში, დაქვითული თანხების მისთვის დაბრუნების ნაწილში. სულ, ამ პერიოდში, მოსარჩელეს დაექვითა და მან ხელფასის სახით ვერ მიიღო 371,40 ლარი, რაც უნდა დაუბრუნდეს;

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.04.2016წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ----- ო------–---–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

5.1. მოსარჩელეს ოჯახის დეკლარაციაში კორექტირების საკითხის შესწავლა არ ევალებოდა ს---------- შინაგანაწესით, ს---------- დებულებით, ს----------თან დადებული შრომითი ხელშეკრულებით ან/და შიდა სამსახურებრივი ბრძანებით. ს---------მ ვერ წარმოადგინა საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ან/და დ--–----ს რაიონული განყოფილების მიერ გამოცემული შიდა ბრძანება, რომლის მიხედვითაც დ----- ო------–---–ს აკისრია ვალდებულება შეისწავლოს ოჯახის დეკლარაციებში განხორციელებული კორექტირების სისწორე.

 

5.2. სასამართლო არასწორად დაეყრდნო დ----- ო------–---–-ს 01.01.2014წ. ახსნა-განმარტებით ბარათს. განყოფილების უფროსი თითქმის ყოველდღიურად დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით დ----- ო------–---–ს ავალებდა ბრაძანების მომზადებას. დ----- ო------–---–-ს მიერ ყოველწლიურად ასობით ბრძანების პროექტია მომზადებული კორექტირებაზე. ანუ, უფროსის მხრიდან დავალებებს სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. შესაბამისად, უნდა არსებულიყო წერილობითი ბრძანებაც, რითაც დ----- ო------–---–ს განუსაზღვრელი ვადით ექნებოდა დაკისრებული კორექტირების შესწავლის ვალდებულება და ეცოდინებოდა მისი მოვალეობები კორექტირების განხორციელებაზე.

 

ყველა შემთხვევაზე მოხსენებით ბარათებს ადგენდა უფროსი სპეციალისტი, სადაც ითხოვდა კორექტირების შეტანას. დ----- ო------–---–-ს მიერ მომზადებულ ყველა ბრძანებაში ცნობად არის გათვალისწინებული უფროსი სპეციალისტის მოხსენებითი ბარათები. სასამართლო ბრმად დაეყრდნო ს---------- არგუმენტს, რომ დ----- ო------–---–მა ახსნა-განმარტებით ბარათში ვითომდა აღიარა მისი პასუხისმგებლობა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დ----- ო------–---–მა ახსნა-განმარტებითი ბარათი დაწერა 01 აპრილს, ხოლო ბრძანება დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ გამოიცა 4 თვის შემდეგ - 29 ივლისს.

 

5.3. სასამართლომ დაადგინა, რომ დ----- ო------–---–ს პასუხისმგებლობა ეკისრებოდა განყოფილების უფროსის თანაბრად. სასამართლომ ვერ დაასაბუთა, რა ლოგიკით გაიყო დაკისრებული თანხები. განყოფილების ხელმძღვანელმა - სასამართლოში გაასაჩივრა ს---------- დირექტორის 2014 წლის 29 ივლისის ბრძანება. სასამართლომ ლ-–- ჯ---–---–ის სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ დასაბუთებით, რომ განყოფილების ხელმძღვანელი ერთპიროვნულად იყო პასუხისმგებელი აღნიშნულ საკითხზე, ს--–---–----- მ-------------- ს---------- დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. ამდენად, ერთის მხრივ, განყოფილების ხელმძღვანელი არის ერთპიროვნულად პასუხისმგებელი განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანების, ფუნქციებისა და დავალებების შესრულებაზე, ხოლო მეორე მხრივ - განყოფილების უფროსიც და მთავარი სპეციალისტიც თანაბარწილად პასუხისმგებლები არიან განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანების, ფუნქციებისა და დავალებების შესრულებაზე, რაც უდავოდ ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილებებია და სასამართლო პრაქტიკას ეწინააღმდეგება.

 

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.12.2016წ. განჩინებით დ----- ო------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.04.2016წ. გადაწყვეტილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.12.2016წ. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა დ----- ო------–---–მა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.10.2017წ. განჩინებით დ----- ო------–---–-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. (ტ.3, ს.ფ. 147-165).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

8. დ----- ო------–---–- (შემდგომში „მოსარჩელე“) სადავო ბრძანებების გამოცემის პერიოდში დასაქმებული იყო სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------- (შემდგომში „მოპასუხე“) დ--–----ს რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის (იურისტის) თანამდებობაზე.

 

9. მოპასუხის 2013 წლის 03 სექტემბრის №--------- ბრძანების საფუძველზე მონიტორინგის სამმართველოს მიერ განხორციელდა დ--–----ს რაიონულ განყოფილებაში დასაქმებული უფლებამოსილი პირების მიერ 2012 წლის 01 იანვრიდან 2013 წლის 01 ივლისამდე პერიოდში შევსებული 4009 „ოჯახის დეკლარაციის” შერჩევითი შესწავლა და მათში დაფიქსირებული ინფორმაციის ”სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” დაცულ ინფორმაციასთან დადარება (ტ.1, ს.ფ. 104-121). 10.06.2014წ. მოხსენებითი ბარათის თანახმად, შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევა-ნაკლოვანებები. აქედან 18 შემთხვევაში გამოვლინდა დ--–----ს განყოფილების პასუხისმგებელი პირების მიერ ”ოჯახის დეკლარაციებში” დაცული მონაცემების კორექტირების არსებული კანონმდებლობის დარღვევით განხორციელება, რის შედეგადაც, 18 შემთხვევიდან 5 შემთხვევაში _ ბენეფიციარებზე ზედმეტად გაცემული საარსებო ფულადი შემწეობის ოდენობამ ჯამში შეადგინა - 6420 ლარი, ხოლო სადაზღვევო პრემიის ოდენობამ - 1969,97 ლარი. (ტ. 1, ს.ფ. 119,120). ამავე დასკვნით, მონიტორინგის სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია ს---------- დ--–----ს რაიონული განყოფილების პასუხისმგებელ პირთა მიმართ გასატარებელი დისციპლინური ღონისძიებებისა და ბენეფიციარ ოჯახებზე არსებული კანონმდებლობის დარღვევით გაცემული თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენის საკითხებთან დაკავშირებით ემსჯელა ს---------- დირექტორის 11.05.1012წ. ბრძანებით შექმნილ კომისიას (ტ.1, ს.ფ. 121).

 

10. სარჩელით სადავოდაა გამხდარი მოპასუხის ორი ბრძანება მოსარჩელის ნაწილში:

 

10.1. მოპასუხის 29.07.2014წ. №0-------- ბრძანებით:

10.1.1. შემოწმების მასალებში დაფიქსირებული დარღვევების გამო შეწყდა შრომითი ხელშეკრულება ს---------- დ--–----ს რაიონული განყოფილების უფროსს ლ-–- ჯ---–---–თან, ხოლო მოსარჩელეს გამოეცხადა სასტიკი საყვედური და ერთი თვის შრომის ანაზღაურებიდან დაუკავდა 50% (ტ.1, ს.ფ.12,13; იხ.: ბრძანების მე-3 პუნქტი).

10.1.2. ბრძანების პირველი პუნქტით, ”ოჯახის დეკლარაციებში” განხორციელებული კორექტირებისას მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო, ზედმეტად გაცემული ფულადი ს--–---–----- დახმარების თანხების ბიუჯეტში აღდგენის უზრუნველყოფა დაეკისრათ: ს---------- დ--–----ს რაიონული განყოფილების უფროსს ლ-–- ჯ---–---–ს - 3871 ლარის ოდენობით, მთავარ სპეციალისტს, (იურისტს) მოსარჩელეს - 4195 ლარის ოდენობით. ბრძანების მე-2 პუნქტის „ა.ბ.“ ქვეპუნტის მიხედვით, ს---------- მ–----------------ს რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის უფროსს დაევალა უზრუნველეყო დისციპლინური ღონისძიების გატარების მომდევნო თვიდან მოსარჩელისათვის შრომის ანაზღაურებიდან ყოველთვიურად 20%-ის დაკავება, ზედმეტად გაცემული თანხის სრულად დაფარვამდე (ტ. 1, ს.ფ. 12,13).

10.2. მოპასუხის 03.10.2014წ. №0-------- ბრძანებით ცვლილება შევიდა 2014 წლის 29 ივლისის №0-------- ბრძანებაში და ზედმეტად გაცემული ფულადი ს--–---–----- დახმარების თანხების ბიუჯეტში აღდგენის უზრუნველყოფის მიზნით ლ-–- ჯ---–---–ის ვალდებულება განისაზღვრა - 3791 ლარით, მთავარი სპეციალისტის (იურისტის) ვალდებულბა - 3148 ლარით,(ტ. 1, ს.ფ. 55, 56).

 

ამდენად, სასარჩელო მოთხოვნები მოსარჩელის ნაწილში მოპასუხის 29.07.2014წ. და 03.10.2014წ. ბრძანებების ბათილად ცნობის შესახებ შინაარსობრივად გულისხმობს - 29.07.2014წ. №0-------- ბრძანების ამავე ს---------- 03.10.2014წ. №0-------- ბრძანებით შეტანილი ცვლილების საფუძველზე ჩამოყალიბებული რედაქციით ბათილად ცნობას.

 

11. მოპასუხის 09.09.2015წ. ბრძანებით შეწყდა 29.07.2014წ. №0-------- ბრძანებით დაკისრებული ვალდებულება მოსარჩელის ნაწილში, რაც ითვალისწინებდა მისი შრომის ანაზღაურებიდან 20%-ის დაკავებას. ბრძანებას საფუძვლად დაედო ”ს--–---–----- დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 261 მუხლი ( ტ. 1, ს.ფ. 326). გასაჩივრებული გადაწყვეტილებით „ს--–---–----- დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 261 მუხლზე და მოპასუხის 09.09.2015წ. ბრძანებაზე დაყრდნობით მოსარჩელეს დაუბრუნდა 2015 წლის 01 აპრილიდან 2015 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით პერიოდში ზედმეტად გაცემული და კანონის ძალით ლეგალიზებული საარსებო შემწეობის დასაფარად დაქვითული თანხა 371,40 ლარის ოდენობით (ტ.2, ს.ფ. 65-81). ამ ნაწილში გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ არის.

 

შესაბამისად, ამ ეტაპზე მოსარჩელეს აღარ აქვს შესასრულებელი ვალდებულება მოპასუხის წინაშე. სადავოა მხოლოდ მისი ხელფასიდან ზიანის ანაზღაურების სახით დაქვითული თანხა ჯამში 1065.41 ლარის (დაბეგრილი) ოდენობით. კერძოდ, სარჩელის საგანი იყო 2014 წლის 29 ივლისიდან 2015 წლის 09 სექტემბრამდე პერიოდში მოსარჩელისათვის არაკანონიერად დაკავებული თანხის _ 1436,81 ლარის ანაზღაურება, გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა 371,40 ლარის ნაწილში, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის საგანია 1065.41 ლარი (1436,81 – 371,40 = 1065.41) (იხ.: მხარეთა განმარტებები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 0---------წ. სხდომაზე).

 

12. სარჩელის საფუძვლიანობის შეფასების მიზნით უნდა გაირკვეს - ჰქონდა თუ არა მოსარჩელის მხრიდან ადგილი შრომითი ვალდებულების დარღვევას, არსებობდა თუ არა მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გამოყენება განაპირობა დაკისრებული შრომითი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებამ, კერძოდ, მოსარჩელემ, როგორც ს---------- დ--–----ს რაიონული განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა (იურისტმა), ისე, რომ არ გადაამოწმა უფროსი სპეციალისტის მოხსენებით ბარათში მითითებული გარემოებანი, ფორმა №IV-100/ა-ს სათანადოდ გაცნობისა და შეფასების გარეშე, მასში მითითებული სამედიცინო დიაგნოზის გარკვევის გარეშე, მოამზადა 06 ბრძანების პროექტი, რამაც გამოიწვია სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების არასწორად გაცემა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ.73).

 

მოსარჩელე გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე პრეტენზიას აცხადებს იმ საფუძვლით, რომ მას, როგორც იურისტს, ევალებოდა მხოლოდ ბრძანების პროექტის მომზადება და არა უფროსი სპეციალისტის მოხსენებით ბარათში მითითებული გარემოებების შეფასება, სამედიცინო დოკუმენტაციაში - ფორმა №IV-100/ა - მითითებული სამედიცინო დიაგნოზის შედარება დაავადებათა ნორმატიულ ჩამონათვალთან. თავად კორექტირების თაობაზე ბრძანებებშიც ეთითებოდა, რომ ცნობად იქნა მიღებული უფროსი სპეციალისტის მოხსენებითი ბარათი (ტ.1, ს.ფ. 215-218, 3).

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატამ უნდა დაადგინოს - მოსარჩელეს, როგორც მოპასუხე ს---------- დ--–----ს რაიონული განყოფილების მთავარ სპეციალისტს (იურისტს), ევალებოდა თუ არა განყოფილების უფროსი სპეციალისტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ს---------- რაიონული განყოფილების უფროსისათვის ბრძანების პროექტის მომზადების დროს მოხსენებით ბარათში მითითებული გარემოებების გადამოწმება.

 

13. შრომითი მოვალეობის დარღვევისათვის დასაქმებულის პასუხისმგებლობის საფუძვლებს ადგენს თავად შრომის კოდექსი. პასუხისმგებლობის ფორმად კი, მოქმედი კანონმდებლობა განიხილავს, როგორც შრომითი ვალდებულების დარღვევიდან ნაწარმოებ მეორად მოთხოვნებს (ზიანის ანაზღაურება), ისე - დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესაძლებლობას. მითითებულთაგან პირველი (ზიანი) მოწესრიგებულია შრომის კოდექსის 44-ე მუხლით, რომელიც დეკლარაციული ნორმაა (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) და ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სამართლის ნორმათა გამოყენების პრინციპის მხედველობაში მიღებით, თუკი შრომის სპეციფიკის გათვალისწინებით სახეზე არ გვაქვს სპეციალური რეგულაცია, გამოიყენება სახელშეკრულებო მოთხოვნათა დარღვევისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მეორადი მოთხოვნის მარეგულირებელი წესი (სკ-ის 394-ე მუხლი), შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისათვის სახეზე უნდა იყოს ამ ინსტიტუტისათვის დამახასიათებელი სამივე ელემენტი: პირის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება; შედეგი _ მიყენებული ზიანი; მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება მეორეს (დისციპლინური პასუხისმგებლობა) _ ამ საკითხის რეგულაციას კანონმდებელი მთალიანად შრომის შინაგანაწესს უკავშირებს (შკ-ის მე-13 (2) მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომის შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს ... პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი). პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურებასთან ერთად დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი მთლიანად დამსაქმებლის დისკრეციულ უფლებათა სპექტრს განეკუთვნება, თუმცა, იგი არ შეიძლება გაგებულ იქნას დამსაქმებლის აბსოლუტურ უფლებად, რამეთუ ე.წ დასაქმებულის დასჯის მექანიზმი შრომის კოდექსით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით (დაქვემდებარებული დამოკიდებულება, რომლის ფარგლებშიც დასაქმებული ანაზღაურების სანაცვლოდ ასრულებს დამსაქმებლის მითითებებს, იხ. შკ-ის 2.1. მუხლი), მეტ-ნაკლებად უნდა იცავდეს შრომის კოდექსის მე-2 მუხლით აღიარებულ თანასწორობის პრინციპს და არ უნდა იქცეს დამსაქმებლისათვის თვითნებობის საფუძვლად (იხ.: წინამდებარე საქმეზე სუსგ N ას-344-322-2017, 2017 წლის 11 ოქტომბერი, ტ. 3, ს.ფ. 156).

 

წინამდებარე საქმეზე საკასაციო სასამართლომ 11.10.2017წ. განჩინებით გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ ფორმა №IV-100/ა-ში მითითებული დაავადების ნორმატიულ ჩამონათვალთან შედარება/ამ საკითხის შეფასება არ მოითხოვს სპეციალურ სამედიცინო განათლებას, კვალიფიკაციას. ამასთან, საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად ჩამოაყალიბა შემდეგი მითითებები:

მოსარჩელის შედავების ფარგლებში შესწავლილი უნდა იქნეს უფროსი სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები და დადგინდეს მისი მოხსენებითი ბარათის იურიდიული მნიშვნელობა, კერძოდ, უფროსი სპეციალისტის მოხსენებითი ბარათის დატვირთვა წარმოადგენდა წმინდა ფორმალობას, თუ მას (უფროსი სპეციალისტი) ასევე ევალებოდა დეკლარაციის კორექტირების წინაპირობების გადამოწმება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქმეში წარმოდგენილი დარღვევის დაფიქსირებამდე არსებული უფროსი სპეციალისტის მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათებისა და შემდგომი პერიოდის მოხსენებითი ბარათების შინაარსის ცვლილება (იხ.: წინამდებარე საქმეზე სუსგ N ას-344-322-2017, 2017 წლის 11 ოქტომბერი, ტ.3, ს.ფ. 157,158).

 

ამდენად, სარჩელის/სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასადგენად უნდა განისაზღვროს:

როგორ იყო გამიჯნული ფუნქციები უფროს სპეციალისტს და მთავარ სპეციალისტს (იურისტს) შორის. სწორედ ასე შეიძლება საუბარი საკითხზე - დაარღვია თუ არა მთავარმა სპეციალისტმა შრომითი ვალდებულება.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილია უფროსი სპეციალისტის შ------ა ხ-----–-–---–-ს მოხსენებითი ბარათები, რომლებითაც იგი კორექტირების განცხადების განხილვის პროცესის დაწყებისას მიმართავდა განყოფილების უფროსს. დამკვიდრებული პროცედურა იყო შემდეგი: „ოჯახის დეკლარაციაში” მონაცემების კორექტირების მსურველი მოქალაქის განაცხადი დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ეწერებოდა განყოფილების უფროსს, რომელიც მას, თავის მხრივ, აწერდა განყოფილების უფროს სპეციალისტს. უფროსი სპეციალისტი განყოფილების უფროსის სახელზე შედგენილი მოხსენებითი ბარათის მეშვეობით ითხოვდა არსებული დეკლარირებული მონაცემების კორექტირებაზე ნებართვას. განყოფილების უფროსი მოხსენებით ბარათს აწერდა განყოფილების იურისტს - მთავარ სპეციალისტს (მოსარჩელეს) ბრძანების პროექტის მოსამზადებლად. კორექტირების შესახებ განყოფილების იურისტის მიერ მომზადებული ბრძანების პროექტი ბრუნდებოდა განყოფილების უფროსთან, რომელიც უფროს სპეციალისტს ავალებდა დეკლარირებული მონაცემების შეცვლას კორექტირებული მონაცემებით (ტ.1, ს.ფ. 60, 61, 324, 325). წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათების გამოკვლევით დგინდება, რომ უფროსი სპეციალისტი დარღვევის დაფიქსირებამდე დროის პერიოდში ს---------- დ--–----ს განყოფილების უფროსს წარუდგენდა რა მოქალაქის განცხადებას დეკლარაციაში კორექტირების მოთხოვნის შესახებ, ითხოვდა უფლებას კორექტირებაზე (ტ.1, ს.ფ.123-157), განსხვავებით დარღვევის დაფიქსირების შემდგომ პერიოდში შედგენილი მოხსენებითი ბარათებისა, რა დროსაც უფროსი სპეციალისტი უკვე ითხოვს განცხადების განხილვას და შემდგომ მითითებას რეაგირებისთვის (ტ.1, ს.ფ. 249-256).

 

დავის გადასაწყვეტად მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენის - მთავარ სპეციალისტსა და უფროს სპეციალისტს შორის სამსახურებრივი მოვალეობების გადანაწილების/ფუნქციების გამიჯვნის საკითხის გამორკვევის მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოწმედ დაიკითხა უფროსი სპეციალისტი შ------ა ხ-----–-–---–-. მოწმის განმარტებით, იგი იღებდა განცხადებას დეკლარაციაში კორექტირების მოთხოვნის თაობაზე, თუმცა მის მოვალეობას განცხადების შესაბამისობის და საფუძვლიანობის შესწავლა არ წარმოადგენდა. ამასთან, მოწმემ ვერ მიუთითა, ასეთი ვალდებულების არარსებობის პირობებში, რა წარმოადგენდა მის მიერ ს---------- დ--–----ს განყოფილების უფროსის სახელზე შედგენილი მოხსენებით ბარათის შედგენის მიზანს, რა დროსაც უფროსი სპეციალისტი ითხოვდა უფლებას დეკლარაციაში კორექტირების განხორციელებაზე (იხ.: მოწმის ჩვენება, 0---------წ. სხდომის ოქმი CD დისკზე 10:48:10- 11:03:58). მოწმემ ასევე ვერ მიუთითა, რა კონკრეტული მიზნით განახორციელა მოხსენებითი ბარათის შინაარსის ცვლილება უკვე დარღვევის დაფიქსირების შემდგომ პერიოდში შედგენილი მოხსენებით ბარათებში. მოწმემ განმარტა, რომ მან მოხსენებითი ბარათების შედგენა დაიწყო წინამორბედის მსგავსად, მის მიერ დადგენილი ფორმის მიხედვით, ხოლო შემდგომში, როგორც მას ახალმა განყოფილების უფროსმა განუმარტა, ვინაიდან იგი არ ადასტურებდა დიაგნოზს, მას არ ევალებოდა და არც ქონდა უფლება ასეთი მოხსენებითი ბარათები შეედგინა, რის შემდგომაც მან შეცვალა მოხსენებითი ბარათის შინაარსი (0---------წ. სხდომის ოქმი, 10:59:11-11:03:28). საქმეში ასევე წარმოდგენილია შ------ა ხ-----–-–---–-ს 31.03.2014წ. ახსნა-განმარტებითი ბარათი, სადაც იგი წერილობით აღწერს თავის უფლება-მოვალეობებს (ტ.4, ს.ფ.27). ანუ დგინდება, რომ მოსარჩელის დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდგომ განყოფილების უფროსი შეეცადა უფროს და მთავარ სპეციალისტს შორის ფუნქციები მითითებებით გაემიჯნა.

 

პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ ცვლილება განიცადა არა მხოლოდ მოხსენებითმა ბარათებმა, არამედ მათ საფუძველზე შედგენილმა ბრძანებებმაც, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია მონაცემების კორექტირების შესახებ დ--–----ს რაიონული განყოფილების უფროსის 2012/13 წლების ბრძანების ასლები, რომელთა სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ ცნობად იქნა მიღებული ს--–---–----- მ-------------- ს---------- დ--–----ს რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის შ------ა ხ-----–-–---–-ს მოხსენებითი ბარათები ამა თუ იმ ოჯახის დეკლარაციაში კორექტირების შესახებ (იხ.: მაგ, ტ.1, ს.ფ. 124, 126, 128, 130, 132, 134, 138). რაც შეეხება დარღვევის დაფიქსირების შემდგომ, კერძოდ, წინამდებარე დავაში სადავოდ გამხდარი 2014 წლის 29 ივლისის ბრძანების გამოცემის შემდგომ მიღებულ კორექტირების შესახებ ბრძანებების შინაარსის ცვლილებას, აქ უკვე შინაარსი ჩამოყალიბებულია იმგვარად, რომ სარეზოლუციო ნაწილიდან ამოღებულია ჩანაწერი უფროსი სპეციალისტის მოხსენებითი ბარათის ცნობად მიღების თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 251, 253, 255, 257).

 

პალატას მიაჩნია, რომ უფროს სპეციალისტს და მთავარ სპეციალისტს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის საკითხის გამორკვევისთვის ასევე საყურადღებოა „ს--–---–----- მ-------------- ს---------- ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ“ ს--–---–----- მ-------------- ს---------- დირექტორის 11.05.2012წ. N--------- ბრძანებით შექმნილი კომისიის 24.06.2014წ. ოქმი, რომლითაც იმავე დარღვევებისთვის, რისთვისაც დისციპლინური ღონისძიება დაეკისრა დ--–----ს განყოფილების თანამშრომლებს და მათ შორის მოსარჩელეს, უფროსი სპეციალისტი შ------ა ხ-----–-–---–- გაფრთხილებული იქნა, რათა შემდგომში არ დაეშვა მსგავსი შეცდომები (ტ.1, ს.ფ.229). პალატა აქ არ მსჯელობს განყოფილების უფროსის პასუხისმგებლობასა და მის ფარგლებზე, რამეთუ იგი განყოფილების შეუფერხებლად მუშაობაზე პასუხიმგებელი სუბიექტია.

 

პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხე დაწესებულებაში დამკვიდრებული წესი, რომლითაც ხდებოდა დეკლარაციაში კორექტირების მსურველი ოჯახის განცხადების განხილვა და საკითხის გადაწყვეტა, განცხადების განხილვისას უფროს სპეციალისტსა და მთავარ სპეციალისტს შორის უფლება-მოვალეობების გადანაწილება, სადავო ბრძანების გამოცემის და მოსარჩელისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების პერიოდში არ იყო საკმარისად ცხადი და იძლეოდა დასაქმებულების მხრიდან დაკისრებული მოვალეობების სხვადასხვაგვარად აღქმის საშუალებას. სხვადასხვაგვარად იყო აღქმული მოხსენებით ბარათში ასახული ინფორმაციაც. თანამშრომლებს შორის ფუნქციების მკვეთრად გამიჯვნა კი დამსაქმებლის ვალდებულებაა (ტიპიური დებულების 6.3 მუხლის თანახმად, განყოფილების თანამშრომლები ასრულებენ ამ დებულებით, მოქმედი კანონმდებლობით და შრომით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის ფუნქციებს და მათი განხორციელებისას ემორჩილებიან განყოფილების უფროსს და უფროსის მოადგილეს (ტ.1, ს.ფ.303); მთავარი სპეციალისტის (იურისტის) - სამსახურებრივ ვალდებულებებში შედის ბრძანებაში პირდაპირ ჩამოთვლილი ფუნქციები და სამსახურის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც შესაბამისობაშია მის კვალიფიკაციასთან (ტ.1, ს.ფ. 19)). წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ვერ ექნება ლეგიტიმაცია იმისა, შეედავოს თანამშრომელს. ასეთ დროს დასაქმებულს ვერ შეერაცხება ვალდებულების დარღვევა და არ არსებობს მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის, მისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი. აქვე აღსანიშნავია მოსარჩელის მიერ მითითებული მსჯელობა მასზედ, რომ მოპასუხეს მის მიერ გამოცემული სადავო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად არ უცვნია (სზაკ-ის 601 მუხლი), არამედ აგრძელებდა შესაბამისი თანხების ბენეფიციარისათვის გადახდას. საბოლოოდ კი სახელმწიფომ, როგორც მისი კუთვნილი თანხის არასწორად განკარგვის შემთხვევაში მოთხოვნის უშუალო კრედიტორმა, „სოციალუირი დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 261 მუხლით 2016 წლის 01 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის დაბრუნებაზე უარი განაცხადა და თანხა მიიჩნია ლეგალიზებულად.

ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------- 29.07.2014წ. №0-------- ბრძანება ამავე ს---------- 03.10.2014წ. №0-------- ბრძანებით შეტანილი ცვლილების საფუძველზე ჩამოყალიბებული რედაქციით, რომლითაც დ----- ო------–---–ს საბოლოოდ დაეკისრა 3148 ლარის გადახდა, მიეცა სასტიკი საყვედური, ხელფასის 50%-ის დაკავებით და დაეკისრა ყოველთვიური შრომის ანაზღაურებიდან 20%-ის დაკავება, ზედმეტად გაცემული თანხის სრულად დაფარვამდე; მოპასუხეს დ----- ო------–---–-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს არაკანონიერად დაკავებული თანხის დარჩენილი ნაწილის ანაზღაურება 1065.41 ლარის (დაბეგრილი) ოდენობით.

 

14. შრომის უფლება საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული და გარანტირებული ადამიანის ძირითადი ს--–---–----- უფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება კანონით.

 

ეკონომიკური, ს--–---–----- და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის საფუძველზე, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავისუფლად დათანხმდება ან განახორციელებენ სათანადო ღონისძიებებს ამ უფლების უზრუნველყოფისათვის. შესაბამისად, დაუშვებელია სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

ადამიანის სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვან დანაწესს ადგენს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 22-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს ს--–---–----- უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ შრომის თავისუფლება ფართო გაგებით პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებას. ზემოაღნიშნული საერთაშორისო ნორმები იძლევა დასკვნის საშუალებას დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით დაცვაზე სახელმწიფოს ვალდებულებასა და მიზანზე.

 

15. პალატა აქვე ყურადღებას გაამახვილებს აპელანტის პრეტენზიაზე, რომელიც განსხვავებული მოპყრობის ფაქტს ეხება. მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა შრომითი დისკრიმინაციის ფაქტზე და განმარტავდა, რომ გამოყენებული დისციპლინური სახდელი არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა მას სხვა დასაქმებულებთან. შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის საკითხის მომწესრიგებელ დებულებებს თავად შრომის კოდექსის მე-2 მუხლი ადგენს, რომლის მე-3-მე-5 ნაწილებით განმარტებულია შრომითი დისკრიმინაციის არსი და მისი აკრძალვა, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე _ შრომით ურთიერთობაში, ასევე, რეგულირებულია შემთხვევა, როდესაც განსხვავებული მოპყრობა არ შეიძლება, განხილულ იქნას გამართლებულად, თუმცა, დადგენილი რეგულაცია არ არის ამომწურავი, ამავე კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილისა და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებებიდან გამომდინარე. ამ უკანასკნელი ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს, ხოლო, კანონის მე-10 მუხლი უფლებით აღჭურავს პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, მიმართოს სასამართლოს(იხ.: სუსგ N ას-344-322-2017, 2017 წლის 11 ოქტომბერი, ტ.3, ს.ფ. 157,158) .

 

პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული აბსტრაქტული ელემენტების არსებობა უპირობოდ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის საკმარის წინაპირობას არ ქმნის. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, ანტიდისკრიმინაციული სამართლისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე აღინიშნოს, რომ განსხვავებული მოპყრობა უნდა არსებობდეს კანონმდებლობით აღიარებული რომელიმე უფლებით ან სიკეთით სარგებლობასთან მიმართებით, რამეთუ ცალკე აღებული დისკრიმინაციის ინსტიტუტი დამოუკიდებელ დაცვას არ ექვემდებარება. ამდენად, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის უნდა არსებობდეს დაცული სფერო _ უფლება, რომელშიც ხდება ჩარევა; კომპარატორი _ ანალოგიურ ან არსებითად მსგავს ურთიერთობაში მყოფი პირი და ამ ორ პირს შორის მთავარი განსხვავება წარმოადგენს ე.წ „დაცულ სფეროს“. ამ ფაქტების საპირისპიროდ, ჩარევის გამართლება გონივრული და წონადი არგუმენტებით ეკისრება განსხვავებული მოპყრობის ინიციატორს, შესაბამისად, დღის წესრიგში დგება დისკრიმინაციის საქმეზე მტკიცების ტვირთის განაწილების პრობლემა (იხ.სუსგ N ას-344-322-2017, 2017 წლის 11 ოქტომბერი, ტ.3, ს.ფ. 161). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს შეზღუდვის ინიციატორის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი იძლევა გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის ისეთი ფაქტების წარმოდგენა, რომლებიც მის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების (შრომის უფლების დისკრიმინაციულად შელახვის) ვარაუდის საფუძველს იძლევა. კერძოდ, პალატა არ იზიარებს პოზიციას ს---------- ტერიტორიული განყოფილების ხელმძღვანელისა და იურისტის, როგორც არათანაბარ მდგომარეობაში მყოფი პირების არსებითად თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენების თაობაზე და თვლის, რომ მხოლოდ ქონებრივი სანქციის ოდენობით ეს საკითხი არ შეიძლება გადაწყდეს. უდავოა, რომ მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით, სამსახურის ხელმძღვანელმა დატოვა თანამდებობა, შესაბამისად, იგი კომპარატორად ვერ გამოდგება (სუსგ N ას-344-322-2017, 2017 წლის 11 ოქტომბერი, ტ.3, 163). პალატას მიაჩნია, რომ კომპარატორად ვერ გამოდგება ვერც უფროსი სპეციალისტი, მისი და სამსახურის მთავარი სპეციალისტის (იურისტის) სხვადასხვა თანამდებობრივი, თუ ფუნქციური დატვირთულობის გათვალისწინებით. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში დადგინდა სადავო ბრძანების ბათილად ცნობის სხვა წინაპირობა, რაც საკმარისია სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.

 

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით დ----- ო------–---–-ს სააპელაციო საჩივარი კმაყოფილდება, სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------- დ----- ო------–---–-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დ----- ო------–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

1.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.04.2016წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

1.2. დ----- ო------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------- 29.07.2014წ. №0-------- ბრძანება ამავე ს---------- 03.10.2014წ. №0-------- ბრძანებით შეტანილი ცვლილების საფუძველზე ჩამოყალიბებული რედაქციით, რომლითაც დ----- ო------–---–ს საბოლოოდ დაეკისრა 3148 ლარის გადახდა, მიეცა სასტიკი საყვედური, ხელფასის 50%-ის დაკავებით და დაეკისრა ყოველთვიური შრომის ანაზღაურებიდან 20%-ის დაკავება ზედმეტად გაცემული თანხის სრულად დაფარვამდე;

1.4. სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------- დ----- ო------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს არაკანონიერად დაკავებული თანხის _ დარჩენილი ნაწილის ანაზღაურება 1065.41 ლარის (დაბეგრილი) ოდენობით.

2. სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------- დ----- ო------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

 

მოსამართლეები: თამარ ალანია

 

ქეთევან მესხიშვილი