განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100118002402405, №1/ბ-1174-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის მდივანი ნინო სოლომნიშვილი
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თი------ ჭუ-------–-ა;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - გი------ ჯ----–----- ბო--–---ე, დაბადებული 197- წლის 1-----–--ს, პირადი №0----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ჭ-------------------–-------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ხუთი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (სამი ეპიზოდი).
სასჯელი:
დანაშაულთა ერთობლიობით 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მან თავი დამნაშავედ ცნო და მტკიცებულებები უდავოდ გახადა მსუბუქი სასჯელის მოლოდინით. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გი------ ბო--–---ემ განმარტა, რომ იგი მუქარის არც ერთ ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ ცნობს, ხოლო ოჯახურ ძალადობაში თავს დამნაშავედ ცნობს ნაწილობრივ. მას არასდროს მიუყენებია მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა. მეუღლის მშობლებს სურთ მისი თავიდან მოშორება, რის გამოც აბრალებენ დანაშაულის ჩადენას (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);
ბრალდების მხარის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით, გი------ ბო--–---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ხუთი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (სამი ეპიზოდი).
დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
გი------ ბო--–---ე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მა----- ხა-----სთან ერთად თბილისში, ნუ–-----ის დასახლება, გა-------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. თანაცხოვრების მანძილზე გი------ ბო--–---ე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა და ამცირებდა მა----- ხა-----ს, ხოლო მასთან დაშორების შემდგომ არაერთხელ მიუვარდა სამუშაო ადგილას, მდებარე: თბილისი, კო-----------------------ში, რა დროსაც კვლავ აგინებდა მას და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. გი------ ბო--–---ის მიერ შეურაცხყოფის მიყენების სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე მა----- ხა----- განიცდიდა ტანჯვას.
2017 წლის იანვრის თვეში, თბილისში, გა-------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გი------ ბო--–---ე აღნიშნული პერიოდისთვის მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - მა----- ხა-----ს სწვდა ყელის არეში, მაგრად მოუჭირა ხელი და ახრჩობდა, შემდეგ ორივე ხელი მოსჭიდა მაგრად და ანჯღრევდა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 3 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე, გი------ ბო--–---ემ მა----- ხა----- თბილისში, მა------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოდან ძალის გამოყენებით გაათრია ეზოს გარეთ, ხელი გაარტყა სახის არეში და მკლავზე მოუჭირა ხელი, რის შემდეგაც ხელებით შეანჯღრია იგი და ძალის გამოყენებით შეეცადა თბილისში, მა------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ მდებარე ავტომანქანაში მა----- ხა----ის ჩასმას. მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად მა----- ხა-----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 3 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე, თბილისში, მა------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოს წინ, გი------ ბო--–---ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - მა----- ხა-----ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 3 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე, თბილისში, მა-----ის ქუ--------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, გი------ ბო--–---ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა სო--- ხა-----ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 3 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე, თბილისი, მა------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოს წინ, გი------ ბო--–---ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნა------- ხა-----ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 9 მარტს, თბილისში, კო----------------------ში მდებარე საცხობის ტერიტორიაზე, გი------ ბო--–---ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - მა----- ხა-----ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 10 მარტს, თბილისში, კო----------------------ში მდებარე საცხობის ტერიტორიაზე, გი------ ბო--–---ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - მა----- ხა-----ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 14 მარტს, თბილისში, კო----------------------ში მდებარე საცხობის ტერიტორიაზე, გი------ ბო--–---ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - მა----- ხა-----ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 19 მარტს, თბილისში, კო----------------------ში მდებარე საცხობში, გი------ ბო--–---ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - მა----- ხა-----ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 19 მარტს, დაახლოებით 18:30 საათზე, თბილისში, კო----------------------ში მდებარე საცხობში, გი------ ბო--–---ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნა------- ხა-----ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით, გი------ ბო--–---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის იანვრის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 3 მარტის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 3 მარტის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 3 მარტის ეპიზოდი დაზარალებულ სო--- ხა----ის მიმართ) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 3 მარტის ეპიზოდი, დაზარალებულ ნა------- ხა----ის მიმართ) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 9 მარტის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 10 მარტის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 მარტის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 19 მარტის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 19 მარტის ეპიზოდი დაზარალებულ ნა------- ხა----ის მიმართ) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
გი------ ბო--–---ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2018 წლის 20 მარტიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატას მიაჩნია, რომ განაჩენი კანონიერია, დასაბუთებულია და არ არსებობს გი------ ბო--–---ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში, გი------ ბო--–---ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
მტკიცებულებათა დასაშვებობისა და შეფასების საკითხთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე. სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, იგი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, პუნ 159.). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04 , პუნ 32). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ. 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (ვრცლად იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი No. 9043/05).
განსახილველ საქმეში ბრალდებულ გი------ ბო--–---ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ბრალდებულმა სასამართლოსგან შესაბამისი განმარტების მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ განაცხადა უარი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე, რის გამოც საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა.
მოწმეების: გო------–-–---–ის, ცი--–------------ის, მი----–----------ის და ირ---–--------ის, დაზარალებულების მა----- ხა----ის, ნა------- ხა----ის და სო--- ხა----ის გამოკითხვების ოქმები, გი------ ბო--–---ის დაკავების ოქმი, შემაკავებელი ორდერი და სხვა მტკიცებულებები დამტკიცდა უდავო მტკიცებულებებად და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
დაცვის მხარე, სააპელაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და უთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიუხედავად მათი უდავო ხასიათისა, არ ადასტურებს გი------ ბო--–---ის ბრალეულობას. თავად მსჯავრდებულმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 03 მარტს იგი შესარიგებლად მივიდა მეუღლესთან სახლში, სადაც დახვდა მეუღლის ნათესავი - პატრულის თანამშრომელი. ამ დღეს არც მეუღლეს და არც მისი ოჯახის წევრებს არ დამუქრებია და არც ძალით გაუყვანია მეუღლე გარეთ. მართალია მას შემაკავებელი ორდერით აეკრძალა მა----- ხა-----სთან მიახლოება, თუმცა მეორე დღეს - 2018 წლის 10 მარტს მეუღლემ თავად მიაკითხა სახლში ტანსაცმლის წასაღებად. 2018 წლის 19 მარტს კი, სამსახურში მიმავალს გზად შემოხვდა მისი მეუღლე დედასთან ერთად, თუმცა მათ არ დამუქრებია. ასევე განმარტა, რომ პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ იგი მეუღლეს აღარ მიაკითხავს სახლში, რადგან მისი ნახვის სურვილი აღარ აქვს.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ გი------ ბო--–---ე არის უდანაშაულო. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ გი------ ბო--–---ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მა----- ხა-----სთან, რომელთან ერთადაც სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა თბილისში, ნუ–-----ის დასახლება, გა-------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ხოლო მასთან დაშორების შემდეგ არაერთხელ მივიდა თბილისში, კო----------------------ში მდებარე მა----- ხა----ის სამუშაო ადგილზე, რა დროსაც მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის გამო კი მა----- ხა----- განიცდიდა ტანჯვას. ასევე, უდავო გარემოებაა, რომ 2017 წლის იანვრის თვეში და 2018 წლის 3 მარტს გი------ ბო--–---ის მხრიდან მა----- ხა----ის მიმართ განხორციელდა ძალადობა, რა დროსაც მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად მა----- ხა-----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პალატას ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ გი------ ბო--–---ემ 2018 წლის 3 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე, თბილისში, მა------------------ში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა სო--- ხა-----ს და ნა------- ხა-----ს, ხოლო 2018 წლის 19 მარტს თბილისში, კო----------------------ში მდებარე საცხობის ტერიტორიაზე, სიცოცხლის მოსპობით კვლავ დაემუქრა ნა------- ხა-----ს. გი------ ბო--–---ის ქმედებით სო--- ხა-----ს და ნა------- ხა-----ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 3 მარტს, თბილისში, მა------------------ში, ხოლო 2018 წლის 9 მარტს, 2018 წლის 10 მარტს, 2018 წლის 14 მარტს, 2018 წლის 19 მარტს თბილისში, კო----------------------ში მდებარე საცხობის ტერიტორიაზე, გი------ ბო--–---ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მა----- ხა-----ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
გი------ ბო--–---ის მიერ აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენა დასტურდება როგორც დაზარალებულების, ისე მოწმეთა ჩვენებებით, ასევე შემაკავებელი ორდერით. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ გი------ ბო--–---ემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, ხოლო მსჯავრდებულის აპელირება მტკიცებულებათა უდავოდ ცნობის მიზეზთან დაკავშირებით, ვერ იქნება გაზიარებული.
სასჯელის დასაბუთება:
პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გი------ ბო--–---ის სააპელაციო საჩივარი სასჯელის შემსუბუქების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა სასჯელი გი------ ბო--–---ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა სასჯელი გი------ ბო--–---ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
დანაშაულის ხასიათის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, ამასთან გი------ ბო--–---ის ნასამართლობიდან გამომდინარე რეციდივის მხედველობაში მიღებით (გი------ ბო--–---ე ნასამართლობის მქონეა 2007 წლის 3 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,17--ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის), პალატას სამართლიანად მიაჩნია გი------ ბო--–---ისთვის თითოეულ ეპიზოდში 1 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. რაც შეეხება დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნას, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გი------ ბო--–---ემ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე უდავო გახადა მტკიცებულებები, არ არის ნასამართლობის მქონე ძალადობრივი ხასიათის დანაშაულისათვის, ჰყავს შვილები და მიაჩნია, რომ სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა სიმრავლის და ხასიათის, ასევე სააპელაციო სასამართლოში დაფიქსირებული პოზიციის გათვალისწინებით, პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია გი------ ბო--–---ის მიმართ სასჯელის სხვა სახის გამოყენება, ან დანიშნული სასჯელის ნაწილის ან სრულად პირობით ჩათვლა.
პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნა კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში არ გულისხმობს მის უსამართლობას, ისევე, როგორც სასჯელის მაქსიმუმის დანიშვნა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. მოცემულ შემთხვევაში, პალატა იმედოვნებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში გატარებული დრო იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისთვის, უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც ხელს შეუწყობს როგორც ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, ისე სამართლიანობის აღდგენას და გი------ ბო--–---ის რესოციალიზაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და დანაშაულთა ერთობლიობით გი------ ბო--–---ეს საბოლოოდ განესაზღვროს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გი------ ბო--–---ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენში.
გი------ ბო--–---ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის იანვრის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 3 მარტის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 3 მარტის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 3 მარტის ეპიზოდი დაზარალებულ სო--- ხა-----სთან მიმართებაში) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 3 მარტის ეპიზოდი, დაზარალებულ ნა------- ხა----ის მიმართებით) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 9 მარტის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 10 მარტის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 მარტის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 19 მარტის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 19 მარტის ეპიზოდი დაზარალებულ ნა------- ხა----ის მიმართებით) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს ნაწილობრივ და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გი------ ბო--–---ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
გი------ ბო--–---ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან 2018 წლის 20 მარტიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე