განაჩენი

სისხლის სამართლის 09.11.2018
საქმის ნომერი
010141318700052011
ინსტანცია
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 0-----------------

საქმე №1აგ/104-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

მურმან ისაევი

ნანა გიგიტაშვილის, მარინე თათრიაშვილის, ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორების - გ--–----------–--ლის, ანრი არსენიშვილის,ადვოკატ - ვ-–---------------ძის,მსჯავრდებულ - მ-----–--–--–---–ის მონაწილეობით,ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ გ--–----------–--ლის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მსჯავრდებულ მ-----–--–--–---–ის (პ/ნ 0----------) მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 05 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 05 ივნისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულ მ-----–--–--–---–ს შორის.

 

მ-----–--–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად, სასჯელის სახედ და ზომად განესზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვის ვადით.

 

მ-----–--–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად, სასჯელის სახედ და ზომად განესზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მ-----–--–--–---–ს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნ-------------–---–-ს ფერწერული ნამუშევარი „ბ------ი“ გადაეცა სახელმწიფოს.

 

მ-----–--–--–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:

 

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ჯგუფურად, ე.ი. დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა, მისი უკანონო და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება; მანვე ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება და გასაღება.

 

მ-----–--–--–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დ---------–---ამ შეიძინა ნ---- ფ---------აშვილის ნახატები: „ბ------ი“ და „მ--–-“, რომელთა კანონიერად შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები არ გააჩნდა. აღნიშნული ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით და მათი დაუსაბუთებელი წარმოშობის დასაფარად, 2009 წლის გაზაფხულზე იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა შვილის მეგობარს, შპს სალონ „ო--------ს“ დირექტორ მ-----–--–--–---–ს და სთხოვა დაემზადებინა სალაროს ყალბი ქვითარი, თითქოს ნ-------------–---–-ს ნახატები „ბ------ი“ და „მ--–-“ შეიძინა სალონში 35 000 აშშ დოლარად. მ-----–--–--–---–მა 2009 წლის გაზაფხულზე, 2001 წლის 17 მარტის თარიღით, პირადი მოტივით დაამზადა ყალბი სალაროს ქვითარი და გადასცა დ---------–---ას. აღნიშნული ყალბი დოკუმენტის შეძენით დ---------–---ამ მოახდინა დაუსაბუთებელი ქონების უკანონო ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, კერძოდ ნ---- ფ---------აშვილის ნახატის „ბ------ი“ უკანონო ლეგალიზება, რომლის ღირებულება არის 600 000 ლარი.

 

2018 წლის 26 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორმა გ--–----------–--ლმა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ1“ პუნქტზე მითითებით, ითხოვა მსჯავრდებულ მ-----–--–--–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 05 ივნისის განაჩენის გადასინჯვა, ვინაიდან 2018 წლის 16 იანვარს გამოტანილი იქნა პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულ მ-----–--–--–---–ის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ.

 

სააპელაციო პალატამ განიხილა რა აღნიშნული შუამდგომლობა, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე უნდა გაუქმდეს მ-----–--–--–---–ის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ1’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

 

მ-----–--–--–---–ს მსჯავრი დაედო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ე.ი. დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემისათვის, მისი უკანონო და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჯგუფურად; ასევე იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღებისათვის, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. ვინაიდან 2018 წლის 16 იანვარს გამოტანილ იქნა პროკურორის დადგენილება, რომლის თანახმადაც მიჩნეულ იქნა, რომ სისხლის სამართლის N0----------- საქმის წარმოების პროცესში არსებითად დაირღვა მსჯავრდებულ მ-----–--–--–---–ის თავისუფლების, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლებები, აღნიშნული გარემოება, საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.

 

ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით პროკურორის მიერ სასამართლოში შემოტანილ შუამდგომლობასთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა საქმის მასალები, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ გელა პერტიაშვილს წარმოებაში ქონდა სისხლის სამართლის №0----------- საქმე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მიერ დ---------–---ასა და მ-----–--–--–---–ის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა მ-----–--–--–---–ის უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები, გამოვლენილი იქნა ახალი გარემოებები და მოპოვებული იქნა ახალი მტკიცებულებები, რომლებიც მ-----–--–--–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვისას ცნობილი არ იყო.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მ-----–--–--–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ მისი გალერეა „ო--------“ მდებარეობდა გუდიაშვილის ქუჩაზე. მასთან ახლოს იყო ასევე სახელმწიფო მუზეუმი, სადაც კეთდებოდა ექსპერტიზა ნამუშევრებთან დაკავშირებით. მის საქმიანობას შეადგენდა ხელოვნების ნიმუშების მიღება-ჩაბარება და რეალიზაცია. გალერეაში შემოსული ნახატები ყოველთვის მიჰქონდა მუზეუმში და ამოწმებინებდა პროფესიონალებს. მისი სალონის ხშირი სტუმარი იყო კოლექციონერი დ---------–---ა. 2001 წელში სალონში უცნობმა პირმა სარეალიზაციოდ მიიტანა ფ---------ის ნახატები ,,მ--–-“ და ,,ბ------ი“. იგი (მ-----–--–--–---–ი) დაუკავშირდა დ---------–---ას, რომელიც დაინტერესდა აღნიშნული ნახატებით. დამიანემ გადაწყვიტა, რომ თვითონაც ეჩვენებინა ეს ნახატები მუზეუმში პროფესიონალებისათვის, რის შემდეგაც შეიძინა ისინი და ნაწილ-ნაწილ გადაიხადა საფასური. ასეთი მომასახურებისათვის გალერეას ეკუთვნოდა გადახდილი საფასურის 10%. თანხის ნაწილის - 23 000 აშშ დოლარის გადახდისთანავე საწარმოს სახელით შეავსო და დ---------–---ას გადასცა ქვითარი. დარჩენილი თანხის ქვითარი კი გადასცა გარკვეული პერიოდის შემდეგ. მ-----–--–--–---–ის განმარტებით, დ---------–---ამ სწორედ მაშინ შეიძინა ეს ნახატები, რომელი პერიოდიც ქვითარშია მითითებული. მისი სალონი „ო--------“ 2009 წელს აღარ ფუნქციონირებდა და ამ პერიოდისათვის არც ჩეკი გადაუცია დ--------–--ისთვის. გამოძიების დაწყების პერიოდში, 22 დეკემბერს, წელი ზუსტად არ ახსოვს, დაურეკეს პროკურატურიდან და დაიბარეს. აჩვენეს სალონ ,,ო--------ს“ ქვითარი და კითხეს - იყო თუ არა აღნიშნული ქვითარი მის მიერ გაცემული, რაზეც დადებითი პასუხი გასცა და დაადასტურა, რომ დ---------–---ამ ნამდვილად მის სალონში შეიძინა ფ---------ის ნამუშევრები. აღნიშნულის შემდეგ ამოიღეს საგადასახადო დოკუმენტაცია და სალონის სარეგისტრაციო ჟურნალი, სადაც ნახატები გატარებული არ იყო. რამოდენიმე დაკითხვის პროცესში სთხოვნდენ ეღიარებინა, რომ თითქოს დ---------–---ას ეს ნახატები მის სალონში არ შეუძენია, რაზედაც არ თანხმდებოდა და უმტკიცებდა, რომ ასე არ იყო და ალანიამ ნამდვილად მისგან შეიძინა ფ---------ის ნახატები. აღნიშნულის შემდეგ მასზე დაიწყეს ზეწოლა, ნაცნობების საშუალებით შეუთვალეს, რომ დ---------–---ა ისედაც ჩუქნიდა სახელმწიფოს ამ ნახატს და თვითონ რატომ იწუხებდა ასე თავს, შვილები ჰყავდა და მათ მომავალზეც ეფიქრა. აღნიშნულის გამო ძალიან შეშინდა და იძულებული გახდა მიეცა მათთვის სასურველი ჩვენება, რის საფუძველზეც წარუდგინეს ბრალი და გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება. მ-----–--–--–---–ის განმარტებით, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და ჩვენება მხოლოდ იმიტომ შეცვალა, რომ მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმართულ მუქარას ვეღარ გაუძლო.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე ნ-----------–--იამ განაცხადა, რომ არის დ---------–---ას შვილი და ასევე იყო მ-----–--–--–---–ის თანაკურსელი. მამამისმა - დ---------–---ამ 2001 წელს მ-----–--–--–---–ის სალონ „ო-------–ი“ შეიძინა ნახატი „სააღდგომო ბ------ი“, რომელიც შეძენის დღიდან ინახებოდა მათ ოჯახში - მამის სახცოვრებელ სხვადასხვა მისამართებზე. ამ ნახატთან დაკავშირებით გამოქვეყნდა საგაზეთო პუბლიკაცია და 2001 წლის შემოდგომაზე ასევე გაიმართა გამოფენა. 2009 წელს დ---------–---ამ მოისურვა, რომ მიეღო ნახატის ავთენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც უნდა გაეცა კულტურის სამინისტროს შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე. კულტურის სამინისტროსთვის მიმართვის შემდეგ, 2010 წლის მაისში, შეიკრიბნენ კომისიის წევრები, სადაც თავადაც გამოცხადდა და კომისიას წარუდგინა აღნიშნული ტილო. სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს, სხდომის დასრულების შემდეგ გამოვიდა წარმომადგენელი და უთხრა, რომ ტილო არ შეესაბამებოდა ფ---------ის ხელწერას, ოფიციალურ დასკვნას კი მისცემდნენ ორ კვირაში. მოგვიანებით მამამ გადაწყვიტა გაესხვისებინა ნახატი მოსკოვში მოღვაწე ერთ ქართველ ბიზნესმენზე. შედგა შეხვედრა აღნიშნული პიროვნების წარმომადგენელთან და ექსპერტთან, რის შემდეგაც შეთანხმდნენ, რომ რამდენიმე დღეში დაურეკავდნენ თანხასთან დაკავშირებით. როდესაც შეხვედრიდან ბრუნდებოდნენ, გალაქტიონის ხიდთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოუწოდეს, რომ გაეჩერებინათ ავტომანქანა. მათ ირგვლივ სამართალდამცავების რამოდენიმე მანქანა გაჩერდა და უთხრეს, რომ ეჩვენებინათ რას ინახავდნენ საბარგულში. დ---------–---ამ აჩვენა საბარგულში მოთავსებული ნახატი, რის შემდეგაც ჩასვეს მათივე მანქანაში და წაიყვანეს სამინისტროში. გამოკითხეს, სურათი და მისი დოკუმენტაცია დაიტოვეს და გამოაცილეს, ამასთან უთხრეს, რომ ზაჰესში მდებარე მათი სახლი უნდა გაეჩხრიკათ. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა იმავე დღეს და როგორც მისთვის ცნობილი გახდა, პარალელურად იჩხრიკებოდა მისი (ნ-----------–-----) კუთვნილი ბინა კ----–--ის ქუჩაზე. ჩხრეკის შედეგად ზაჰესის სახლიდან ამოღებული იქნა კიდევ რამოდენიმე ტილო და წიგნები, რომლებიც 2012 წლის თებერველში ან მარტში დააბრუნეს, ხოლო ფ---------ის ტილოზე უთხრეს, რომ მასზე კიდევ მიმდინარეობდა კვლევა. რამდენიმე თვეში დაურეკა გამომძიებელმა და უთხრა - ეთხოვა მამისისთვის, რომ ეს სურათი დაეთმო სახელმწიფოს სასარგებლოდ. აღნიშულზე მამამ განაცხადა კატეგორიული უარი, რის შემდეგაც კიდევ იყო თხოვნები გამომძიებლის მიერ, რომ მოწმეს დაერწმუნებინა მამა სურათის სახელმწიფოსთვის ჩუქებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ მამამ მიიღო გადაწყვეტილება - გადაეცა ეს სურათი სახელმწიფოსათვის. მან თავის დისშვილს უკარნახა და დააწერინა ტექსტი, რომ თანახმა იყო სურათი, რომელიც ჩამოართვეს და ინახებოდა პროკურატურაში, გადაეცა სახელმწიფოსათვის. გამომძიებელმა წაიღო ეს წერილი, თუმცა სამი დღის შემდეგ დაურეკა მას (ნ-----------–-----) და უთხრა, რომ მამამისის დაწერილი ტექსტი შეიცავდა არაადეკვატურ შინაარსს და უნდა შეეცვალა, კერძოდ, უნდა დაეწერა, რომ ტილო მათ არ ჩამოურთმევიათ და სამართალდამცავებთან არ ინახებოდა. წერილის ტექსტის შეცვლაზე დ---------–---ამ კატეგორიული უარი განაცხადა, რის შემდეგაც მათი ურთიერთობა სამართალდამცავ ორგანოებთან დასრულდა. მოწმე ნ-----------–--იამ ასევე განმარტა, რომ მას დ---------–---ა არ დაუკავშირებია მ-----–--–--–---–თან და მის სალონთან. მოგვიანებით შეიტყო, რომ მ-----–--–--–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი, თითქოსდა დ---------–---ას გამოუწერა ყალბი ქვითარი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება; იმავე განაჩენით ფ---------ის ნახატი ჩამორთმეული იქნა და გადაეცა სახელმწიფოს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე გოდერძი მაჩკალოვმა განაცხადა, რომ იყო დ---------–---ას მძღოლი, მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და სახლშიც ხშირად მინიოდა. ნახატები „ბ------ი“ და „მ--–-“, რომლებიც 2001 წელს შეიძინა დ---------–---ამ, ხშირად უნახავს მის სახცოვრებელ სახლში. ახსოვს, რომ მუქ ფონზე დახატული იყო თეთრი ფერის ბ------ი, ყელზე მუქი შინდისფერი ბაფთით, დაახლოებით 50-60 სანტიმეტრზე. დ---------–---ას აღნიშნული ნახატები სახლიდან გამოქონდახოლმე, მათ შორის დაქონდა გამოფენებზე, მიქონდა კულტურის სამინისტროშიც. 2011 წელს, ზამთრის პერიოდში, დ---------–---ას თხოვნით, ზაჰესში მდებარე სახლიდან ნახატი „ბ------ი“ ავტომობილით წამოიღეს უზნაძის ქუჩაზე. ავტომობილში ისხდნენ თავად, დ--------–--ია და მისი შვილი - ნ-----------–--ია. თვითონ შეხვედრას არ დასწრებია, მანქანაში ელოდებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ნახატი ჩადეს კვლავ მანქანის საბარგულში და წამოვიდნენ სახლში. რამდენიმე წუთში გააჩერეს პატრულის თანამშრომლებმა, ასევე მოვიდნენ სამართალდამცავები არასამსახურებრივი ტანსაცმლით და ავტომანქანებითაც, ახადეს მანქანის საბარგული და ამოიღეს ნახატი „ბ------ი“, შემდეგ კი წაიყვანეს ორთაჭალაში მდებარე სამინისტროს შენობაში, სადაც დაკითხეს ნ-----------–--ია და დ---------–---ა, რის შემდეგაც შემდეგ ისინი კვლავ სახლში წამოიყვანა. დ---------–---ას სახლში ჩხრეკაც ჩატარდა. ამის შემდეგ აღნიშნული ნახატის შესახებ კონკრეტული აღარაფერი სმენია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მ-----–--–--–---–ის ანტიკვარიატის მაღაზიაში მიდიოდახოლმე, თუმცა მისი პასუხისმგებლობაში მიცემის შესახებ კონკრეტული არაფერი სმენია.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე ქეთევან ალანიამ განაცხადა, რომ არის დ---------–---ას შვილიშვილი. ბაბუა იყო ნახატების, ანტიკვარულ ნივთების და წიგნების კოლექციონერი. ნახატები „ბ------ი“ და „მ--–-“ უნახავს სახლშიც და გამოფენაზეც, რომელიც გაიმართა „ზ----–--ე“ მდებარე საგამოფენო დარბაზში. „მ--–-“ ამ გამოფენის შემდეგ აღარ უნახავს, ხოლო „ბ------ი“ უფრო კარგად ახსოვს. ეს იყო მუქ ფონზე გამოსახული თეთრი ფერის ბ------ი, რომელსაც ყელზე შებმული ჰქონდა ღვინისფერი ლენტი. ნახატის ზომა იყო დაახლოებით 50სმ - 60სმ. მოწმის განმარტებით, 2011 წელს მოხდა ამ ნახატის ჩამორთმევა, რა დროსაც იმყოფებოდა ქ. თბილისში, კ----–--ის ქუჩაზე მდებარე მისი მშობლების სახლში, სადაც გაიგო, რომ დ---------–---ა და ნ-----------–--ია (მოწმის მამა) დააკავეს. შემდეგ სამართალდამცველები მივიდნენ ხსენებულ ბინაშიც და ჩაატარეს ჩხრეკა, ძირითადად სურათებს ათვალიერებდნენ. მოწმის განმარტებით, სურათი „ბ------ი“ოჯახში ახსოვს დაახლოებით 2001 წლიდან, გამოფენის შემდეგ ეს ნახატი ნანახი აქვს ბაბუის სახლში - ბროლოსანის ქუჩაზე და მოგვიანებით - ზაჰესში. მისთვის ცნობილია, რომ ახლა ეს ნახატი ეროვნულ მუზეუმში ინახება.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე თ-----–----მ განაცხადა, რომ ნახატი „სააღდგომო ბ------ი“ ეკუთვნოდა მის ბაბუას დ---------–---ას. მას ეს ნახატი ახსოვს დაახლოებით 2001 წლიდან, როდესაც იგი წარმოდგენილი იყო გამოფენაზე „ზ----–--ე“ არსებულ საგამოფენო დარბაზში. ამის შემდეგ იგი ნანახი აქვს ბაბუის სახლში - ბროლოსანის ქუჩაზე და შემდეგ ზაჰესში. ახსოვს, რომ შავ ფონზე იყო გამოსახული თეთრი ფერის ბ------ი, რომელსაც ყელზე ეკეთა ბორდოსფერი ლენტი, ზომით დაახლოებით 50სმ 60სმ-ზე. რა სიტუაციაში და როგორ შეიძინა ის ბაბუამისმა, მისთვის უცნობია, თუმცა ადასტურებს, რომ იგი ნამდვილად ბაბუას ეკუთვნოდა. 2011 წელს, ნახატის ჩამორთმევის პერიოდში, საქართველოში არ იმყოფებოდა და ჩამორთმევის დეტალები გადმოცემით იცის ოჯახის წევრებისგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე ს-----–-----------–-ვამ განაცხადა, რომ დ---------–---ა იყო მისი ბიძა. მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, მიდიოდა სტუმრად და უვლიდა. ბიძისგან ახსოვს, რომ მას ჰქონდა ფ---------ის ნახატი „მ--–-“, რომელიც გაყიდა, ხოლო „ბ------ი“ ჰქონდა სახლში - ზაჰესში და იგი რამდენჯერმე უნახავს. ეს იყო ხის ჩარჩოში ჩასმული, მუქ ფონზე გამოსახული მხოლოდ ერთი თეთრი ბ------ი, ყელზე ზონარით, ფორმით დაახლოებით - 50სმ 70 სმ-ზე. 2012 წელს მივიდა ბიძასთან სახლში, როდესაც მიმდინარეობდა ჩხრეკა და წაიღეს გარკვეული ნივთები, რომლებიც მალევე დაუბრუნეს, თუმცა ფ---------ის ნახატი აღარ დაუბრუნებიათ. გარკვეული პერიოდის შემდეგ დ---------–---ამ მას უკარნახა ტექსტი და დააწერინა, რომ თანახმა იყო აღნიშნული ფ---------ის ნახატი გადაეცა სახელმწიფოსათვის, რომელსაც შემდეგ თავად ბიძამისმა მოაწერა ხელი. როგორც მისთვის ცნობილია, ეს ნახატი ინახება ხელოვნების მუზეუმში.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე მ-----------ამ განაცხადა, რომ დ---------–---ა იყო მისი ბიძა, რომელიც პენსიაზე გასვლის შემდეგ იყო ნახატების და წიგნების კოლექციონერი. ახსოვს, რომ ფ---------ის ნახატი „სააღდგომო ბ------ი“ დამიანეს ქონდა ზაჰესში მდებარე საცხოვრებელ სახლში; იგი ხან ჩამოკიდებული იყო საძინებელ ოთახში, უფრო ხშირად კი შენახული ჰქონდა ჩანთაში. იგი იყო მუქ ფონზე შესრულებული თეთრი ბ------ი, ყელზე წითელი თუ შინდისფერი ბანტით, ფორმით 40სმ 60 სმ-ზე მიახლოებით. მას ფ---------ის „მ--–-–“ ჰქონდა, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გაყიდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე ს--------------მა განაცხადა, რომ 1992 წელს მ---- შალვაშილს დაეხმარა სალონის დაარსებაში, ხოლო როდესაც ააწყვეს ყველაფერი, რამდენიმე თვეში დატოვა სალონი. 2011 წელს დაუკავშირდა გამომძიებელი და სთხოვა შს სამინისტროში მისვლა. დაკითხვისას კითხეს, თუ რა ურთიერთობა ქონდა მ-----–--–--–---–თან და მასთან მუშაობის დროს თუ ქონდა მ----ს გაყიდვაში ფ---------ის სურათი. კითხვაზე უპასუხა, რომ მისი იქ მუშაობის პერიოდში ასეთი რამ არ ყოფილა. არ სმენია და ასე ვერ მოხდებოდა, რომ ფ---------ი ასე ადვილად შეეტანათ სალონში და გაეყიდათ მისგან ჩუმად. დაკითხვისას ძირითადად აინტერესებდათ - არაოფიციალურად ხომ არ გაიყიდა ფ---------ის ნახატი და ყალბი იყო ის თუ არა. კითხვაზე უპასუხა, რომ სურათის ნამდვილობის ან სიყალბის დადგენას სჭირდებოდა ექსპერტიზა და თვითონ პასუხს ვერ გასცემდა. მის გაყიდვასთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ მისი მ----სთან მუშაობის პერიოდში ფ---------ი არ გაყიდულა.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე ამ--------------–---–მა განაცხადა, რომ მათთან მუზეუმში შექმნილი იყო ხელოვნებათმცოდნეების და რესტავრატორების ჯგუფი, რომლებიც გასცემდნენ დასკვნებს ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებით. 2000 წელს მათ მიმართა მ-----–--–--–---–მა, რომელმაც განაცხადა, რომ ჰქონდა ფ---------ის ორი სურათი, რომელზეც უნდოდა ხელოვნებათმცოდნეების დასკვნა. აღნიშნული ნახატების შესაფასებლად მოიწვიეს ფ---------ის ნამუშევრების ძალიან კარგი სპეციალისტები - ჯ----------------------------------–---–--------------------–---ცია და გასცეს დოკუმენტი, რომ ეს ნამუშევრები ნამდვილად მიეკუთვნებოდა ფ---------ის ხელწერას. ახსოვს, რომ ეს სურათები მ-----–--–--–---–მა მიიტანა მათთან, რომელსაც ახლდა დ---------–---აც. წესისამებრ, გაცემულ დასკვნას ხელს აწერდნენ ჯგუფის წევრები, ხოლო შემდეგ მას კანცელარიის გამგე უსვამდა ბეჭედს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე ზ------------–--ემ განაცხადა, რომ არის გალერეა „ვ-------–ის“ დირექტორი, რომელიც გაიხსნა 1997 წელს. თავდაპირველად აღნიშნული გარელეა მდებარეობდა „რესპუბლიკის მოედნის“ ქვემოთ, ხოლო შემდეგ გადავიდნენ აღმაშენებლის გამზირზე. გახსნიდან 2002 წლამდე პერიოდში, ზუსტად დრო არ ახსოვს, მის გალერეაში თ--------------–---–მა გააკეთა გამოფენის ორგანიზება „ახლად გამოვლენილი ფ---------ის ნამუშევრები“. ოფიციალური ხელშეკრულება მათ შორის არ გაფრომებულა, მოხდა მხოლოდ აღწერა, თუ რა ნამუშევრები იყო მიტანილი და გამოფენილი მის გალერეაში. ფ---------ის ნამუშევარი სულ სამი ან ოთხი იყო, რომლეთაგან ორი ეკუთვნოდა დ---------–---ას, კერძოდ, ეს ნახატები იყო „მ--–-“ და „ბ------ი“.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე მ--------------–--ემ განაცხადა, რომ პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა და იყო კულტურის სამინისტროში შექმნილი კომისიის წევრი, რომელიც ახდენდა წარმოდგენილი ნამუშევრების შეფასებას, თუ რამდენად იყო ნახატი ორიგინალი და მესაკუთრეებისთვის მიეცათ თუ არა მათი ქვეყნიდან გატანის უფლება. მისთვის უცნობია, თუ ვინ მიმართავდა სამინისტროს ნახატის შემოწმებისათვის, თვითონ ცხადდებოდა მხოლოდ კომისიის სხდომებზე. კომისიის წევრები ჯერ ერთობლივად მსჯელობდნენ, შემდეგ კი ყველა მათგანი დამოუკიდებლად წერდა თავის პოზიციას წარმოდგენილ ნამუშევართან დაკავშირებით. მათ მიერ შემოწმებული იყო ფ---------ის „სააღდგომო ბ------იც“. ვინაიდან მხოლოდ საკუთარი თავლით, ვიზუალურად ახდენდნენ შესწავლას და ტექნიკური საშუალებები არ გააჩნდათ, შესაძლოა დასკვნა არ ყოფილიყო ზუსტი, მას სჭირდებოდა ლაბორატორიული კვლევა. მათ მიერ შედეგნილი დასკვნის თანახმად, კატეგორიული მტკიცება მაინც შეუძლებელია, რომ ის არის, ან არ არის ფ---------ის ნამუშევარი.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ----------------–--ლმა განაცხადა, რომ ფ---------ის ნამუშევარი „ბ------ი“, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დაცულია ხელოვნების მუზეუმის ფონდში. ამ ნახატთან დაკავშირებით თავდაპირველად კულტურის სამინისტროში იყო კომისიის სხდომა, რათა დადგენილიყო, თუ რამდენად წარმოადგენდა იგი ორიგინალს, თუმცა ამ სხდომას თავად არ დასწრებია. შემდეგ ნახატი შესამოწმებლად მიიტანეს მუზეუმში, სადაც იგი შეამოწმეს ფ---------ის სხვა ნამუშევრებთან შედარებითი ანალიზით. თვლის, რომ აღნიშნული ტილო არის ფ---------ის ორიგინალი ნამუშევარი. კომისიის ოქმში ვარაუდი იმიტომ არის გამოთქმული, რომ ფ---------ის ექსპერტიზა საკმაოდ რთული საკითხია, მათ არ ჰქონდათ ტექნიკური საშუალებები და ამიტომ დასკვნა კატეგორიული ვერ იქნებოდა, თუმცა უმეტესობამ ასე გადაწყვიტა, რომ ის იყო ფ---------ი.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე დ---------------–---–მა განაცხადა, რომ 2011 წელს მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთ სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლად. მისმა ხელმძღვანელმა ო-----------ემ გააცნო ინფორმაცია, რომ დ---------–---ა უკანონოდ ყიდიდა ფ---------ის სურათს „ბ------ი“ და დაავალა, რომ ოფიციალური პატაკი დაეწერა ამ ინფორმაციაზე. მართლაც დაწერა აღნიშნული პატაკი, რაზედაც გამომძიებელ თ-----------–---–ის მიერ დაიწყო გამოძიება და ჩატარდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. ამის შემდეგ კიდევ აქვს შედგენილი ერთი ინფორმაციული პატაკი იმის თაობაზე, თუ სად უნდა ყოფილიყო ნახატი შენახული. ეს ინფორმაციაც მიაწოდა ო-----------ემ. მისთვის ცნობილი არ იყო, რომ დ---------–---ა იყო კოლექციონერი. ნახატი ნახა მაშინ, როდესაც იგი თანამშრომლება ამოიღეს და სამსახურში მიიტანეს. ეს იყო იყო შავ ფონზე გამოსახული თეთრი ცხვარი თუ ბ------ი.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე თ-----------–---–მა განაცხადა, რომ 2011 წელს მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლად. ნოემბრის თვეში მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ მოქალაქე დ---------–---ას შეძენილი ჰქონდა ფ---------ის ნახატი - „სააღდგომო ბ------ი“ და აპირებდა მის რეალიზაციას. დაევალა ინფორმაციაზე რეაგირება და დაიწყო გამოძიება. განხორციელდა არაერთი ოპერატიული-სამძებრო ღონისძიება, რის შემდეგაც ვინაიდან არსებობდა ნახატის გადამალვის ან სხვა პირზე რეალიზაციის საფრთხე, მოხდა მისი ამოღება. კერძოდ, მათ ქუჩაში გააჩერეს ავტომობილით მოძრავი დ--------–--ია და მისი შვილი, რა დროსაც ავტომობილის საბარგულიდან ამოიღეს ფ---------ის ნამუშევარი. შემდეგ მოხდა აღნიშნული პირების დაკითხვა, როდესაც დ---------–---ამ განმარტა, რომ 2001 წელს ფ---------ის ნახატები „ბ------ი“ და „მ--–-“ შეძენილი ჰოქნდა მ-----–--–--–---–ს კუთვნილ სალონ „ო-------–ი“. დაკითხეს მ-----–--–--–---–იც, შპს-ს საქმინობასთან დაკავშირებით ამოღებული იქნა საბუღალტრო დოკუმენტაცია, სადაც არსად აღრიცხული არ იყო ხსენებული ნახატი. გამოძიების მიმდინარეობისას მ-----–--–--–---–ი ადვოკატთან ერთად გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და მოითხოვა დამატებითი დაკითხვა, რა დროსაც მიუთითა, რომ წინა დაკითხვებში აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და უნდოდა სწორი ჩვენების მიცემა. კერძოდ, მან განმარტა, რომ დ---------–---ას შვილი იყო მისი კურსელი, გარკვეული პერიოდის წინ შეხვდა დ--------–--იას და შეუვსო ქვითრები, თითქოს ფ---------ის ზემოაღნიშნული ორი ნახატი მისი სალონიდან შეიძინა. მ-----–--–--–---–თან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ხოლო ნახატი მიექცა სახელმწიფოს საკუთრებაში. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ გამოძიების პროცესში, როგორც მისთვის ცნობილია, ნახატის დანაშაულებრივი წარმომავლობა არსად ფისქირდებოდა. მოგვიანებით დაუკავშირდა ნ-----------–--ია და გადასცა დ---------–---ას წერილი, სადაც ეწერა, რომ ნახატს, რომელიც იქნა ჩამორთმეული და ინახებოდა პროკურატურაში, ჩუქნიდა სახელმწიფოს. აღნიშნული ტექსტი წაიკითხა პროკურორმა, თუმცა მისი შინაარსი არ იყო მისაღები და ნ-----------–----- სთხოვეს, რომ მამამისს შეეცვალა ტექსტი. როგორც მოწმისათვის ცნობილია, დ---------–---ას განცხადების ტექსტი აღარ შეუცვლია. ეს განხცადება საერთოდ რატომ დაწერა დ---------–---ამ, მისთვის უცნობია.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ--–-----–----ემ განაცხადა, რომ 2011 წელს მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში ოპერატიული მუშაკის თანამდებობაზე, რა დროსაც დაევალა შეხვედროდა დ---------–---ას, გაცნობოდა როგორც თბილისელი, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი და ეყიდა მისგან სურათი. მათი შეხვედრა შედგა ორჯერ. პირველ შეხვედრაზე დ---------–---ამ მოუტანა ფ---------ის ნამუშევარი „ბ------ი“-ს ფოტო. მეორე შეხვედრაზე წავიდა თანამშრომელ ნათია თვალაბეიშვილთან ერთად, რა დროსაც დ---------–---ა იმყოფებოდა შვილთან, ნუგზართან ერთად და აჩვენა სურათი ,,ბ------ი“, რომლის გაყიდვაც უნდოდა მილიონ დოლარად. ისინი ფასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ და დაშორდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც დამიანეს აღარ შეხვედრია. მას დაავალეს მხოლოდ სურათის ნახვა, სურათის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება კი მას არ ევალებოდა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ასევე ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ:

 

2015 წლის 25 მარტის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წერილის თანახმად, ნ---- ფ---------აშვილის სახელმწიფო მუზეუმში - მირზაანში დაცულია ნ---- ფ---------აშვილის თოთხმეტი ნამუშევარი. აღნიშნულ კოლექციაში არ შედის ნამუშევარი - „სააღდგომო ბ------ი“. იგი არ ფიგურირებს არც მხატვრის შემოქმედებისადმი მიძღვნილ მარავალრიცხოვან გამოცემებში, გარდა ერთისა. კერძოდ, აღნიშნული ნამუშევარი სახელწოდებით „სააღდგომო კრავი“, მუყაო, ზეთი, 40X50სმ. მოცემულია მხოლოდ თ--------------–---–ის მიერ შედგენილ კატალოგში „ფ---------ი“ (თბილისი, 2010წ.), მითითებულია კერძო კოლექცია, კოლექციონერის ვინაობის გარეშე. რაც შეეხება გამოფენაში მონაწილეობას, ეს ნიმუში უნდა ყოფილიყო ექსპონირებული თბილისში, 2001 წლის 25-27 სექტემბერს კლუბში „ს--------ი“, გამოფენაზე სახელწოდებით - „ნ---- ფ---------აშვილის ბოლო დროს გამოვლენილი სურათების გამოფენა“. აღნიშნული გამოფენის მოწყობის ინიციატორიც იყო მხატვარი თ--------------–---–ი.

 

2016 წლის 13 აპრილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ მიღებული 2016 წლის 12 აპრილით დათარიღებულ წერილზე თანდართული DVD+R დისკი. მასზე ჩაწერილია 02 (ორი) საქაღალდე დასახელებით: “VIDEO_RM” და “VIDEO_TS”. საქაღალდეში “VIDEO_TS” მოთავსებულია 06 (ექვსი) ფაილი, რომელთაგან ყველაზე დიდი ზომისაა 122,432 კბ მოცულობის ვიდეო ფაილი სახელწოდებით: “VTS_01_1”. ვიდეოს ხანგრძლივობა შეადგენს 02 (ორი) წუთსა და 42 (ორმოცდაორი) წამს. „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ვიდეო ეხება 2001 წლის 13 ივნისს, საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ გასულ სიუჟეტს, რომელიც ეძღვნება გალერეა „ვ-------–ში“ გამართულ ნ---- ფ---------აშვილის ნამუშევრების გამოფენას. ვიდეოს დასაწყისში გადაცემა „მ------ს“ კულტურის ნაწილის სიუჟეტში, საუბარია ფ---------ის აქამდე მხოლოდ კატალოგებით ცნობილი 05 (ხუთი) ტილოს, კერძოდ: „ყავისფერი მ--–-ს“, „სააღდგომი ბ------ის“, „მ--–-ს“, „ს------------------------------ს“ გალერეა „ვ-------–ში“ გამოფენის შესახებ და ნაჩვენებია ხსენებული ნამუშევრების ნაწილი, მათ შორის „მ--–-“ და „ბ------ი“, რომელიც როგორც სიუჟეტიდან ჩანს, 2001 წლის 13 ივნისის გამოფენაზე წარმოდგენილია რესტავრირებული სახით. ვიდეო ფაილში 42 წამიდან, 53-ე წამის ჩათვლით, სიუჟეტში კოლექციონერ დ---------–---ად მითითებული პირი აძლევს ინტერვიუს, რომელშიც აცხადებს: „შემატყობინა ერთმა კოლეექ.... ვინც ვაჭრობს ამ საქმეებით, ვინც მუშაობს დღეს, რომ არის ასეთი რაღაც გასაყიდი და ჩემთვის ხელსაყრელ ვითარებაში ვიყიდე მე ორივე“. სიუჟეტში საუბარია ხელოვნების სხვა ნიმუშებზეც. ვიდეო სრულდება 02 წუთსა და 42 წამზე.

 

სისხლის სამართლის N0----------- საქმის მასალებში მოთავსებული 2011 წლის 30 დეკემბრის წერილის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში არსებული გატაცებულ კულტურულ ფასეულობათა მონაცემთა ბაზაში ნ-------------–---–-ს ნამუშევარი „თეთრი ცხვარი“ არ არის მითითებული და ხელოვნების ნიმუშების დაკარგვისა და გატაცებასთან დაკავშირებით წინასწარი გამოძების დაწყების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში დაგზავნილი ო--------რების პასუხად მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ნამუშევრების დაკარგვასთან ან/და დანაშაულებრივი გზით მისი მფლობელობიდან გასვლასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია არ მოიპოვება.

 

ამავე საქმის მასალებში მოთავსებული ანტიკვარული სალონის - შპს „ო--------ს“ მიერ გაცემული ქვითრის თანახმად, 2001 წლის 17 მარტს 35 000 დოლარად გაიყიდა ნ---- ფ---------აშვილის „მ--–-“ და „სააღდგომო ბ------ი“.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის განხილვის პროცესში გამოკვლეული მტკიცებულებებისა და წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეებში არსებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადგენილი იქნა სხვაგვარი ფაქტობრივი გარემოებები, რამაც ეჭვის ქვეშ დააყენა გამამტყუნებელი განაჩენით დაგენილად მიჩნეული ფაქტები.

 

გამოძიების პროცესში მოპოვებული და სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული ახალი მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებს, რომ მ-----–--–--–---–ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში რაიმე მტკიცებულება, რაც ირიბად მაინც მიუთითებდა მისი მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენაზე, წარმოდგენილი არ არის. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, გაანალიზებული უნდა იქნეს ბრალდების მხარის ეჭვი, რომ მოცემულ საქმეზე 2011 წელს გამოძიების დაწყება მიზნად ისახავდა დ---------–---ასათვის ნ---- ფ---------აშვილის ნახატის - ,,ბ------ს“ უკანონოდ ჩამორთმევას.

 

2012 წლის 5 ივნისის განაჩენის მიხედვით, მ-----–--–--–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი იმისათვის, რომ დ---------–---ას მიერ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეძენილი ფ---------ის ნახატებისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, 2009 წლის გაზაფხულზე, 2001 წლის 17 მარტის თარიღით დაამზადა და დ---------–---ას გადასცა ყალბი სალაროს ქვითარი, რითაც ამ უკანასკნელმა მოახდინა დაუსაბუთებელი ქონების უკანონო ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. აღნიშნული ქმედებით მის მიერ ჩადენილი იქნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ჯგუფურად; ასევე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გასაღება. აღსანიშნავია, რომ ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისათვის სხვა პირს, მათ შორის დ---------–---ას, ბრალი არ წარდგენია და დამნაშავედ არ ყოფილა ცნობილი.

 

რაც შეეხება ნახატების დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეძენისა და სალაროს ქვითრის 2001 წლის თარიღით გამოწერის ფაქტს, აღნიშნულთან დაკავშირებით ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

 

მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2011 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის დ---------------–---–ის პატაკის საფუძველზე. პატაკის თანახმად, დ---------–---ას შეძენილი ქონდა წინასწარი შეცნობით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნ---- ფ---------აშვილის ნახატი ,,სააღდგომო ბ------ი“ და აპირებდა მის რეალიზაციას 500 000 აშშ დოლარად. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დ---------------–---–მა განმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაცია თავად არ მოუპოვებია და აღნიშნული სახით პატაკის შედგენა დაავალა მისმა უშუალო ხელმძღვანელმა ო-----------ემ. დ---------------–---–ის ჩვენებიდან გამომდინარე, ეჭვის ქვეშ დგება მის მიერ პატაკში მითითებული ინფორმაციის ნამდვილობა, რაც ასევე სხვა მტკიცებულებებითაც იქნა გაბათილებული.

 

დ---------–---ას ოჯახის წევრებმა და მისმა ახლობლებმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ცალსახად მიუთითეს, რომ ფ---------ის ნამუშევრები - „ბ------ი“ და „მ--–-“ დ---------–---ას ეკუთვნოდა 2001 წლიდან. როგორც მოწმეებმა ნ-----------–--იამ, ქეთევან ალანიამ და თ-----–----მ აღნიშნეს, დ---------–---ას ეს ნამუშევრები 2001 წელს გამოფენაზეც ჰქონდა გატანილი, რის შემდეგაც „მ--–-“ გაყიდა, ხოლო „სააღდგომო ბ------ს“ ინახავდა სახლში. აღნიშნული ნამუშევარი ასევე არაერთხელ უნახავთ დ---------–---სასთან მოწმეებს - ს-----–-----------–-ვას, მ-----------ას და გოდერძი მაჩკალოვს.

 

ის გარემოება, რომ ნ---- ფ---------აშვილის ნამუშევრები „ბ------ი“ და „მ--–-“ 2001 წელს უკვე დ---------–---ას საკუთრებაში იყო, დადასტურებულია საქმეზე მოწმის სახით დაკითხული, გალერეა ,,ვერნისაჯის“ დირექტორის ზ------------–--ის ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ 2002 წლამდე პერიოდში, თ--------------–---–ის ორგანიზებით მის გალერეაში მოეწყო გამოფენა, სადაც დ---------–---ას მიერ წარმოდგენილი იყო ორი ნახატი - ,,მ--–-“ და ,,ბ------ი“.

 

ანალოგიური გარემოება დასტურდება „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმადაც, რომელიც ეხება 2001 წლის 13 ივნისს საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ გასულ სიუჟეტს, კერძოდ, გალერეა „ვ-------–ში“ გამართულ ნ---- ფ---------აშვილის ნამუშევრების გამოფენას. ვიდეოში ნაჩვენებია, რომ აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილია ნ---- ფ---------აშვილის „მ--–-“ და „ბ------ი“. ასევე, სიუჟეტში საუბრობს კოლექციონერ დ---------–---ად მითითებული პირი, რომელიც აცხადებს, რომ მისთვის ხელსაყრელ ვითარებაში შეიძინა ორივე ნამუშევარი. საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გამოთხოვილი აღნიშნული სიუჟეტი ასევე ადასტურებს მ-----–--–--–---–ის მიმართ დადგენილ გამამტყუნებელ განაჩენში მტკიცებულებად მითითებულ ნახატ ,,ბ------ი“-ს რესტავრაციის შესახებ ცნობის უტყუარობას, რომელიც 2011 წლის 21 დეკემბერს ამოღებული იქნა დ---------–---ას მფლობელობაში არსებული ავტომანქანა - ,,m-----------------“-დან. იმჟამინდელი გამოძიების მიერ ეჭვი იქნა შეტანილი აღნიშნულ ცნობაში მითითებული გარემოების რეალურობაში და მიჩნეული იქნა, რომ ფ---------ის ნამუშევრის ,,ბ------ის“ რესტავრაცია მოხდა 2006 წლის შემდგომ პერიოდში. თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გამოთხოვილ სიუჯეტში ნათლად ჩანს, რომ აღნიშნული ნახატი გამოფენაზე დ---------–---ას მიერ წარმოდგენილია რესტავრირებული სახით.

 

ანტიკვარული სალონიდან - შპს „ო--------“ გაცემული ქვითრის თანახმად, ნ-------------–---–-ს „მ--–-“ და „სააღდგომო ბ------ი“ გაყიდულია 2001 წლის 17 მარტს. მ-----–--–--–---–მა სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ დ---------–---ამ სწორედ იმ პერიოდში შეიძინა აღნიშნული ნახატები მის სალონში, რა პერიოდიც ქვითარშია მითითებული, თუმცა ნახატების გაყიდვის ფაქტი სალონის სარეგისტრაციო ჟურნალში არ გაუტარებია. მ-----–--–--–---–მა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც დ---------–---ა დაინტერესდა ფ---------ის ნახატებით, გადაწყვიტა, რომ ნამუშევრები ჯერ პროფესიონალებისათვის ეჩვენებინა. ამიტომ ნახატები შესამოწმებლად წაიღეს გალერეასთან ახლოს მდებარე მუზეუმში. აღნიშნული გარემოება დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელმა ამ--------------–---–მა, რომელმაც განაცხადა, რომ დაახლოებით 2000 წელს მუზეუმში არსებულ ხელოვნებათმცოდნეების ჯგუფს მიმართა მ-----–--–--–---–მა თხოვნით - გაეცათ დასკვნა ფ---------ის ორ სურათზე. მას ნამდვილად ახსოვს, რომ ეს სურათები მ-----–--–--–---–მა მიიტანა მათთან მუზეუმში, რომელსაც თან ახლდა დ---------–---აც.

 

აღნიშნული და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, ცალსახაა, რომ იბადება საფუძვლიანი ეჭვი - 2009 წლის გაზაფხულზე მართლაც დაუმზადა თუ არა მ-----–--–--–---–მა დ---------–---ას სალაროს ყალბი ქვითარი 2001 წლის 17 მარტის თარიღით; თუ დ---------–---ამ ნამდვილად შპს „ო-------–ი“ შეიძინა ნ---- ფ---------აშვილის ნახატები „ბ------ი“ და „მ--–-“ 2001 წელში - სწორედ იმ პერიოდში, როგორც ეს ქვითარზეა მითითებული. აღნიშნულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს საქმეში არსებული რელევანტური მტკიცებულებების ობიექტური და ყოველმხრივი შეფასების საფუძველზე, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანი და კანონიერი განაჩენის დადგენა.

 

საყურადღებოა, რომ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე წარმოებული გამოძიების პროცესში მოპოვებული არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, გამოძიების მიერ ვერ იქნა მოპოვებული ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დ---------–---ას მიერ ნ---- ფ---------აშვილის ნახატების უკანონოდ მოპოვების ფაქტს და აღნიშნული ქმედებისათვის იგი არც ბრალდებულად ყოფილა ცნობილი. მ-----–--–--–---–ის მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, ასევე ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მ-----–--–--–---–ის მიერ იმ დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც ის დამნაშავედ იქნა ცნობილი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).

 

ამდენად, უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, კერძოდ: „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი; ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი; აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. მტკიცებულებების შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის და სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

პალატამ შეაფასა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალ-ცალკე, ასევე მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან, გამოიტანა სათანადო დასკვნები, რაც მდგომარეობს მასში, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არაა დადასტურებული მ-----–--–--–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი, რის გამოც იგი უნდა გამართლდეს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 05 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი მ-----–--–--–---–ის მიმართ და მის ნაცვლად გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით, სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ გ--–----------–--ლის შუამდგომლობის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 05 ივნისის განაჩენი მ-----–--–--–---–ის მიმართ.

 

მ-----–--–--–---–ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

მ-----–--–--–---–ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

მ-----–--–--–---–ს აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

ნ---- ფ---------აშვილის ფერწერული ნამუშევრის „ბ------ი“-ს კუთვნილების საკითხი გადაწყდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

 

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

 

მურმან ისაევი