განაჩენი

სისხლის სამართლის 09.11.2018
საქმის ნომერი
190100118002489625
ინსტანცია
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #190100118002489625

საქმე #1ბ/1310-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

9 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მსჯავრდებულ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-------------–---–ის მიმართ, დ----------–--------–-–----------------- საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ ნასამართლევის, უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------------------–---–----------------------–--–---------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით, გ-------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

გ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა;

გ-------------–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 15 მაისიდან.

 

გ-------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

გ-------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

ლ---–----------–---–ს მისი შვილი,-გ-------------–---–ი წლების განმავლობაში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, უყვიროდა, სთხოვდა ფულს და ეჩხუბებოდა, რაც ლ---–----------–---–ისათვის იყო შეურაცხმყოფელი და იწვევდა მის ტანჯვას.

 

აღნიშნულის გარდა, 2018 წლის 7-8 მაისს (14.05.2018 წლის ლ---–----------–---–ის გამოკითხვამდე ერთი კვირით ადრე), დაახლოებით 16:00 საათზე, ქ-----------–------------------------–---------–---------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში ლ---–----------–---–ს მისმა შვილმა გ-------------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მარჯვენა მკლავზე დაარტყა ხელი და ამავე ხელზე ძლიერად მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც ლ---–----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 14 მაისს გ-------------–---–ი კვლავ აყენებდა რა სიტყვიერ შეურაცხყოფას დედას, - ლ---–----------–---–ს და აპირებდა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას „ბეის ბოლი“-ს ჯოხის დარტყმითა და წიხლებით, რასაც მოახერხებდა, რომ არა ოჯახის წევრებისა და ახლობლების კონფლიქტში ჩარევა.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით. კერძოდ, მსჯავრდებულმა მოითხოვა დანიშნული სასჯელის შემცირება მინიმუმამდე.

 

აპელანტი აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ იგი აცნობიერებს და ინანიებს დანაშაულის ჩადენას. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიკეთა სამი ქირურგიული ოპერაცია, რომელთაგან ორი იყო მძიმე ოპერაცია, რამაც ჯანმრთელობა შეურყია. პატიმრობაში ყოფნის დროს, კეფის და კისრის არეში გაუჩნდა წამონაზარდები, რომელიც ზომაში იზრდება, ტკივა და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. მსჯავრდებული უთითებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული დოკუმენტების სასამართლოსათვის წარდგენას ვერ ახერხებს, რადგან არ ჰყავს ადვოკატი.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ-------------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ-------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დაზარალებულის და მოწმეების: ლ---–----------–---–ის, ი---------–--------------------–---- ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმის სხვა მასალებით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, დანიშნული სასჯელის მინიმუმადე შემცირების შესახებ, - ასეთს პალატა არ იზიარებს, რადგან დაცვის მხარის მიერ კანონით დადგენილი წესით არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მსჯავრდებულის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული გარემოებები. ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულს ადვოკატი არ ჰყავს, თავისთავად არ ნიშნავს, რომ მას დამოუკიდებლად არ შეეძლო მოეპოვებინა და სათანადო წესით წარედგინა მისი ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტები. მტკიცებულებათა არარსებობის პირობებეში კი პალატა ვერ იმსჯელებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ.

 

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე, სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, გ-------------–---–ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ. სასჯელის განსაზღვრის დროს, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული გ-------------–---–ი არაერთხელ არის გასამართლებული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ-------------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ-------------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ-------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გ-------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

გ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

გ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 15 მაისიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ,,ბეის ბოლი“-ს ჯოხი განადგურდეს (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილებაში);

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული სამი ცალი DVD დისკი შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი