განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100117002094238
საქმე №1ბ/1333-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----–------ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–---- საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ უმაღლესი განათლებით, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–------------------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით დ--------------ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 15 თებერვალს, ღამის საათებში, ქ-------–--–----------------------------ში მდებარე შპს „მე------–-----------------ს ოფისში, შპს „მე------–-----------------ს პარტნიორის, მ--------------------ის შვილმა, დ--------------ემ, რომელსაც თან ახლდა ა-–--------------ე და გ---------------–--, ამავე კომპანიის პარტნიორის, ო--------–----–--ს შვილს, მ---------–----–--ს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოქმნილ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სახეში ჩაარტყა ბროლის ვაზა, რის შედეგადაც მ---------–-----–--მ მიიღო დაზიანებები, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა არ მოჰყოლია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით:
დ--------------ე გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ----–-----მ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს დ--------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ დ--------------ის მიერ მითითებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მოწმეების: ს------------------------------–--------------–--------------–----------–----- ჩვენებებით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები და დ--------------ის მიმართ უსაფუძვლოდ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დ--------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დ--------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული მ---------–----–--, რომლის ჩვენებით თანახმად, 2016 წლის თებერვლის თვეში ბიზნეს საქმიანობის განსახორციელებლად ჩამოვიდა საქართველოში. მისი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი იყო შპს „მე------–-----------------ს მართვაში მონაწილეობის მიღება. აღნიშნული კომპანიის დამფუძნებლები იყვნენ მისი ბიძა და მამა, რომლებმაც კ-------------ესთან ერთად დაარსეს კომპანია და სწორედ კ-------------ის ცოლი - მ--------------------ე გახდა კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორი, ხოლო კ-------------ე კომპანიას მართავდა მამამისის (დაზარალებულის მამის)-ო--------–----–--ს მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე. 2016 წლის დეკემბრის თვეში კ-------------ეს შეუწყვიტეს მინდობილობა, ვინაიდან კომპანიის საქმიანობით უკმაყოფილოები იყვნენ, როგორც დამფუძნებელი პარტნიორები, ისე ამერიკული მხარე. დაზარალებულის განმარტებით, დ--------------ესთან ურთიერთობა დაიძაბა 2016 წლის ბოლოს, როდესაც შეკითხვები გაჩნდა მისი მამის, - კ-------------ის მისამართით და დაისვა მისი, როგორც დირექტორის შეცვლის საკითხი, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა დ--------------ე, ხოლო მისი ქმედებები გახდა აგრესიული მას შემდეგ, რაც მოხდა კ-------------ესთან მინდობილობის გაუქმება. დ--------------ე ნ-----–---------–----ს მეშვეობით ითხოვდა ხელფასის ჩარიცხვას და მასთან (დაზარალებულთან) მარტო შეხვედრას. საბოლოოდ, დ--------------ესთან შეხვედრა შედგა 15 თებერვალს. თუმცა სანამ დ--------------ეს შეხვდებოდა ამის თაობაზე უთხრა ადვოკატ თ----–------------–--ეს, რომელმაც ურჩია შეხვედრის ფარულად ჩაწერა. 2017 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 19:20 საათზე, კ---------------------ში მდებარე ოფისში, დ--------------ე მივიდა ბიძაშვილ ა-–--------------ესთან და ვინმე ს--–-სთან ერთად. დ--------------ე აგრესიულობით გამოირჩეოდა, მიმართავდა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ითხოვდა მისგან ახსნას, თუ რატომ არ ურიცხავდა ხელფასს და რატომ ატარებდა აუდიტორულ შემოწმებას. საუბრის პერიოდში დ--------------ემ ჩაარტყა ვაზა, რის შედეგადაც დაკარგა გონება. დ--------------ე ცდილობდა მისთვის დარტყმას, თუმცა მისი თანმხლები პირები ცდილობდნენ მის შეკავებას. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მხოლოდ დ--------------ემ, რომელმაც ჩაარტყა ვაზა და ცემა სახის და თავის არეში, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. იმ შემთხვევაში, თუ მეორე დღეს დილის ცხრა საათამდე ანგარიშზე არ ჩაურიცხავდა თანხას, დ--------------ე ემუქრებოდა მოკვლით. დ--------------ის წასვლის შემდგომ მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობა თარჯიმან ს-----------ის, რომელიც ო--------–----–--სთან, ბიძამისთან და ადვოკატთან ერთად მივიდა ოფისში, სადაც ასევე მივიდა უშიშროების თანამშრომელი მ-------ი, რომელიც დაინტერესდა მის მიერ გაკეთებული აუდიო ჩანაწერით. პოლიციის განყოფილებაში მისვლისას მ-------ი ცდილობდა აუდიო ჩანაწერის დისკზე გადატანას, რაც ვერ შეძლო, რის შემდეგაც იგი წავიდა განყოფილებიდან და მას შემდგომ აღარ დაკავშირებია. დაზარალებულის განმარტებით, ჩანაწერი წაიღო მ-------მა და მისთვის უცნობია მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი.
მოწმე ს--------------ს ჩვენებით, 2008 წელს საქართველოში ყოფნის დროს, გაიცნო ო--------–----–--, ე--------------–----–-- და კ-------------ე. გაცნობის შედეგად მათთან ჩამოუყალიბდა ნორმალური ურთიერთობა და მას შემდეგ, რაც დააფუძნეს შპს „მე------–----------------, უწევდა მათ სათარჯიმნო მომსახურებას. მოწმე ს-------------მა სხვა გარემოებებთან ერთად განმარტა, რომ 2017 წლის 15 თებერვალს, სწორედ იმ დღეს, როდესაც მ---------–----–ის შეხვედრა ჰქონდა დანიშნული დ--------------ესთან, საქართველოში ჩამოვიდა მ---------–----–--ს ბიძა და ერთ-ერთ ბარში ყოფნის დროს, სადაც მასთან ერთად ასევე იმყოფებოდა ო--------–----–--, თ------------–--ე და მისი შვილი, მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მ---------–----–-- და შეატყობინა მისი ცემის ფაქტი. თანმხლებ პირებთან ერთად გაემართა კომპანიის ოფისში, რომელიც დახვდათ არეულ მდგომარეობაში, ხოლო მ---------–----–--ს სახის არეში ეტყობოდა სიწითლე. მოგვიანებით ადგილზე მივიდა მ-------ი, რომელსაც მ---------–----–--მ უთხრა, რომ დ--------------ესთან შეხვედრის ამსახველი ჩანაწერი ჰქონდა გაკეთებული, რის შემდეგაც მ-------ისთან და მ---------–----–--სთან ერთად წავიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც მ-------ი ცდილობდა აუდიო ჩანაწერის დისკზე გადატანას, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად ჩანაწერის გადატანა ვერ შეძლო. მოწმემ აღნიშნა, რომ მ---------–----–--სთან აქვს საქმიანი ურთიერთობა და როგორც მისგან გახდა ცნობილი, იგი ცემა დ--------------ემ, რომელიც კომპანიის ოფისში მისული იყო ორ თანმხლებ პირთან ერთად.
მოწმე ნ------------–----ს ჩვენებით, 2012 წლიდან მუშაობს შპს „მე------–--------------ში“ მენეჯერის თანამდებობაზე. მ---------–----–-- გაიცნო 2016 წელს. კომპანიის ხელმძღვანელი იყო კ-------------ე, რომელიც სარგებლობდა კომპანიის მფლობელ ო--------–---–--საგან გაცემული გენერალური მინდობილობით. კ-------------ის შვილთან - დ--------------ესთან აკავშირებს დიდი ხნის ნაცნობობა. რამდენადაც მისთვის ცნობილია, დ--------------ე „მე------–--------------ში“ არ მუშაობდა. 2016 წლის 3 თებერვალს, მობილური ტელეფონის საშუალებით, დაუკავშირდა დ--------------ე, რომელიც მ---------–----–--სგან ითხოვდა კ-------------ის კუთვნილი ხელფასის მის ანგარიშზე ჩარიცხვას, რაზეც მ---------–----–-- იყო წინააღმდეგი, ვინაიდან კომპანიის ხელმძღვანელ ო--------–----–--ს გადაწყვეტილებით ხელფასები ჩაერიცხებოდათ მხოლოდ იმ პირებს, ვინც მუშაობდა „მე------–--------------ში“ და გაფორმებული ჰქონდათ ხელშეკრულება, ხოლო ვინაიდან დ--------------ე არ მუშაობდა აღნიშნულ კომპანიაში, მის ანგარიშზე ხელფასის დარიცხვა ვერ განხორციელდებოდა, ამასთან კ-------------ესაც შეწვეტილი ჰქონდა მინდობილობა და სწორედ ამიტომ ითხოვდა დ--------------ის ადგილზე მისვლას დეტალების გასარკვევად. 15 თებერვალს კვლავ დაუკავშირდა დ--------------ე, რომელიც ითხოვდა მ---------–----–--სთან შეხვედრას იმ პირობით, რომ იგი იქნებოდა ოფისში მარტო. დ--------------ესთან შეხვედრაზე თანხმობა განაცხადა მ---------–----–--მაც, რის შემდეგაც წამოვიდა ოფისიდან. მეორე დღეს, სამსახურში მისვლისას, ოფისი დახვდა არეულ მდგომარეობაში. სიტუაციის გასარკვევად დაუკავშირდა მ------–-------ეს, რომლისგანაც ცნობილი გახდა, რომ დ--------------ე რამდენიმე პირთან ერთად მისული იყო ოფისში, სადაც იგი ფიზიკურად გაუსწორდა მ---------–----–--ს, რომელიც გადაყვანილი იყო სამედიცინო დაწესებულებაში. მომხდარი ფაქტიდან სამი-ოთხი დღის შემდეგ, პირადად ნახა მ---------–----–--, რომელსაც ვიზუალურად ეტყობოდა დაზიანებების კვალი.
მოწმე მ------–---------ს ჩვენებით, 2016 წლის მარტის თვიდან, როგორც თურქული მხარის წარმომადგენელი, მუშაობს შპს „მე------–--------------ში“. მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედის სარეალიზაციო საქონლის განბაჟება და მათი დანიშნულების ადგილამდე მიტანა. დ--------------ე გაიცნო კომპანიის ოფისში, თუმცა მუშაობდა თუ არა იგი აღნიშნულ კომპანიაში, მისთვის უცნობია. 2017 წლის 15 თებერვალს ო--------–----–--სთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად ბარში ყოფნის დროს, მის მობილურ ტელეფონზე დარეკა მ---------–----–--მ, რომელმაც შეატყობინა მისი ცემის ფაქტის შესახებ. ო--------–----–--სთან და იქ მყოფ პირებთან ერთად გაემართა კ---------------------ში მდებარე შპს „მე------–-----------------ს ოფისში, რომელიც იყო მთლიანად არეულ მდგომარებაში, ხოლო ოფისში მყოფ მ---------–----–--ს ეტყობოდა ცემის კვალი, კერძოდ მარჯვენა მხარე ჰქონდა გაწითლებული და გასიებული. როგორც მ---------–----–--მ განუმარტა, ოფისში მისულმა დ--------------ემ, რომელსაც თან ახლდა ა-–--------------------ე და კიდევ ერთი პიროვნება, მიაყენა მას ფიზიკური დაზიანება. მ---------–----–-- თავს გრძნობდა შეუძლოდ და აწუხებდა თავის ტკივილები, რის გამოც იგი გადაიყვანეს სამედიცნო დაწესებულებაში.
მოწმე კ-------------ის ჩვენებით, 2008 წელს, ეროვნებით თურქ ო--------–----–--ს და ე--------------–----–--სთან ერთად გადაწყვიტა ამერიკული კომპანია „ე------“-ს წარმომადგენლობის საქართველოში გახსნა. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ კომპანიის 34% იქნებოდა მის საკუთრებაში, ხოლო 66% თანაბრად განაწილდებოდა ო--------–----–--ს და ე--------------–----–--ს შორის. 2008 წელს ერთობლივად დაარსეს კომპანია „მ-------–---------------“. კომპანიის გენერალურ დირექტორად დაინიშნა ო--------–----–--, რომელმაც გადასცა მას გენერალური მინდობილობა დაარსებული კომპანიის სრულ მართვაზე. კომპანიის დაარსებისთვის საჭირო ფინანსები მხოლოდ მის მიერ იქნა მოძიებული, ვინაიდან თურქი პარტნიორების განცხადებით, იმ მომენტისთვის მათ არ ჰქონდათ საკმარისი ფინანსები. მას შემდეგ, რაც კომპანიამ დაიწყო საქმიანობა და გაიზარდა შემოსავალი, თურქი პარტნიორები დაინტერესდნენ კომპანიის საქმიანობით და მოულოდნელად, 2017 წლის იანვრის თვეში ფოსტის საშუალებით გაუგზავნეს შეტყობინება მინდობილობის გაუქმების თაობაზე. მოწმის განმარტებით, მას კომპანიაში დასაქმებული ყავდა მისი შვილები დ---------------------------ი. კომპანიის 34% გაფორმებული იყო მისი მეუღლის - მ--------------------ის სახელზე, ხოლო თავად იყო დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. მოწმის განმარტებით, თურქი პარტნიორები ცდილობდნენ კომპანიის ხელში ჩაგდებას, რის გამოც მათ გაითამაშეს აღნიშნული სცენარი და სწორედ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ცდილობენ დაათმობინონ კომპანიაში არსებული წილები. სწორედ ამის გამო, ვინაიდან დ--------------ემაც იცოდა თურქი პარტნიორების განზრახვა, მ---------–----–--სთან შესახვედრად მივიდა თანმხლებ პირებთან ერთად, რათა თავიდან აერიდებინა მისი მხრიდან დაგეგმილი პროვოკაცია.
მოწმე ა-–---------------------ს ჩვენებით, დ--------------ე არის მისი დეიდაშვილი, ასევე ნაცნობობა აკავშირებს დაზარალებულ მ---------–----–--სთან. 2017 წლის თებერვლის თვეში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, დ--------------ესთან და ს--–-სთან ერთად მივიდა კ---------------------ში მდებარე „მე------–-----------------ს ოფისში მ---------–----–--ს სანახავად. კომპანიის ფინანსურ საქმეებთან დაკავშირებით დ--------------ის მიერ დასმულ კითხვებს მ---------–----–-- ვერ სცემდა პასუხებს, რის შემდეგაც დ--------------ემ უთხრა, რომ სასამართლო წესით მოუწევდათ ურთიერთობის გარკევა. მოწმის განმარტებით, კომპანიის ოფისიდან წამოვიდნენ ისე, რომ დ--------------ეს და მ---------–----–--ს შორის რაიმე სახის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
მოწმის სახით დაკითხული იქნა ექსპერტი ე-–----------–--ე, რომლის ჩვენებით, 2017 წლის 4 აგვისტოს მის მიერ გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, რომლის თანახმად თურქეთის მოქალაქე მ---------–----–--ს 16.02.17.წ 16:40 საათზე პირადი შემოწმების მომენტისათვის სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევის სახით. მ---------–----–-- უჩიოდა ტკივილს ორივე ყურის არეში და სმენის დაკარგვას მარჯვენა ყურიდან. ხერხემლის სვეტის ტკივილს და თავბრუსხვევას. შუბლის მიდამოში მარჯვნივ, მარჯვენა წარბის გარეთა კუთხის გაგრძელებაზე, წარბიდან 1 სმ. ზემოთ აღენიშნებოდა ვერტიკალურად მდებარე, ზოლისებური ფორმის მოიისფრო სისხლნაჟღენთი ზომით 1X0,4 სმ. მარჯვენა თვალის გარეთა კუთხესთან აღენიშნებოდა ირიბად მდებარე, მოგრძო ფორმის მოიისფრო სისხლნაჟღენთი ზომით 0,5X0,2 სმ. მარჯვნივ ყვრიმალის არეში აღენიშნებოდა ირიბად მდებარე, ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 1X0,2 სმ. შუბლ-საფეთქლის მიდამოში მარჯვნივ, თმოვანი საფარველის მიმდებარედ აღენიშნებოდა ირიბად მდებარე, ზოლისებური ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, ნაზი ფუფხით დაფარული, თითქმის კანის დონეზე მდებარე ნაჭდევი ზომით 0,3X0,2 სმ. კეფის არეში ცენტრალურად აღენიშნებოდა ვერტიკალურად მდებარე, ოვალურთან მიახლოებული ფორმის მოიისფრო სისხლნაჟღენთი ზომით 5X3 სმ. შუბლის მიდამოში მარჯვნივ თმოვან საფარველში ნანახი იქნა ირიბად მდებარე, მოგრძო ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით 0,3X0,2 სმ. შუბლ-თხემის საზღვართან მარჯვნივ თმოვან საფარველში აღენიშნებოდა განივრად მდებარე, ზოლისებური ფორმის მოიისფრო სისხლნაჟღენთი ზომით 1X0,5 სმ. სხეულზე სხვა რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მ---------–----–--ს 16.02.17წ. მიუმართავს შპს ხ-----–---–ის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიის დეპარტამენტისათვის, სადაც დაესვა დიაგნოზი: მარჯვენა ყურის აპკის პერფორაცია. ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა.
შპს ყელ-ყურ ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯ----------------–---–ის კლინიკის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #3----ის თანახმად, მ---------–----–--ს მიუმართავს კლინიკისათვის 17.02.2017 წელს, სადაც აღმოუჩინეს დახმარება და დაუსვეს დიაგნოზი: AD-შერეული ტიპის სმენა ნაკლებობა, AS-სმენადობა ნორმა.
მ---------–----–--ს 17.02.2017წ. ნ.ყიფშიძის სახ. ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ დაესვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, კისრის მიდამოს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. მარჯვენა ყურის დაფის აპკის პერფორაცია. როგორც სს მოზრდილთა #26 პოლიკლინიკის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #5--დან ირკვევა, მ---------–----–--ს 22.02.2017წ. და 09.03.2017წ. ბინაზე ჩაუტარდა კონსულტაციები და დაესვა დიაგნოზი: სპონდილოზი, კისრის პოლიდისკოპათია. კისრის მალთაშუა დისკის C5-C6 პროლაბირება რადიკულოპათიით.
3.03.2017წ. მ---------–----–--ს შპს „ა----------–-----–-“ ჩაუტარდა ნევროლოგის კონსულტაცია და ხერხემლის სვეტის და ზურგის ტვინის მრტ. კვლევა და დაესვა დიაგნოზი: სპონდილოზი, კისრის პოლიდისკოპათია, კისრის მალთაშუა დისკის პროლაბირება რადიკულოპათიით.
2017 წლის 4 ივლისის მიმართვის საფუძველზე მ---------–----–-- სმენის მდგომარეობის შეფასების მიზნით გამოსაკვლევად გაიგზავნა „ყელ-ყურ-ცხვირის ეროვნული ცენტრი, ჯ----------------–---–ის კლინიკაში“. 2017 წლის 5 ივლისს მ---------–----–--ს, კლინიკაში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ი-----–----------ის და მედიცინის აკადემიური დოქტორის - აუდიოლოგის ხ----------------ს მიერ ჩაუტარდა სათანადო გამოკვლევები. გამოკვლევის შედეგები ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა 2017 წლის 20 ივლისს. სამედიცინო ჩანაწერების თანახმად: 5 ივლისს კლინიკას მიმართა პაციენტმა მ---------–----–--მ, რომელსაც ჩაუტარდა ყურისა და ზემო სასუნთქი გზების დათვალიერება ზღურბლოვანი ტონალური აუდიომეტრია, ტიმპანომეტრია. შედეგი: რინოსკოპიით და ფარინგოსკოპიით - ნორმალური მდგომარეობა, მიკროსკოპით ყურის დათვალიერებისას დაფის აპკები მთელი, მარჯვენა ჰიპერემიული, მარცხენა დაბურული. 2017 წლის 17 თებერვალს პაციენტს ჩატარებული ჰქონდა აუდიომეტრიული კვლევა და ყურის მიკროსკოპული დათვალიერება, მაშინ პაციენტს აღენიშნებოდა მარჯვენამხრივი მცირე პერფორაცია, რაც ასევე აღნიშნული იყო აუდიოგრამაზე. ტიმპანომეტრიითაც აღინიშნებოდა ჰერმეტიზაციის დარღვევა. აღნიშნულის მიზეზი დაუდგენელია. შემოწმებისას, პაციენტის მდგომარეობა არის ნორმალური, ტონალური აუდიომეტრიით ნორმალური სმენა ორივე ყურზე, ტიმპანომეტრიით შუა ყურის ნორმალური გამტარობა. წარდგენილი აუდიოგრამის (ჩატარებული 2017 წლის 5 ივლისი) მონაცემების თანახმად, ორივე ყურიდან სმენადობა არის ნორმის ფარგლებში.
მ---------–----–--ს 17.02.2017წ. ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ დასმული დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. თავის ტვინის შერყევის დიაგნოზის დასაზუსტებლად მ---------–----–--ს სამედიცინო დოკუმენტაცია შესწავლის მიზნით გაეგზავნა თბილისის #1 საავადმყოფოს გადაუდებელი ნევროლოგიური კლინიკა „--------–------ დირექტორს ბატონ ნ---------ს და დაესვა შემდეგი შინაარსის კითხვები: 1). სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით აღენიშნება თუ არა მ---------–----–--ს რაიმე მწვავე ტრავმული ნევროლოგიური პათოლოგია, დადებით შემთხვევაში რა სახის და რით არის აღნიშნული დადასტურებული? 2). მწვავე ტრავმული ნევროლოგიური პათოლოგიის არსებობის შემთხვევაში რა ხანგრძლივობით მკურნალობას საჭიროებდა მ---------–----–--? 2017 წლის 31 ივლისს მიღებული პასუხის თანახმად, „სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით ავადმყოფს დასმული აქვს თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი. დიაგნოზი ემყარება ანამნეზურ მონაცემებს და ჩივილებს: ტრავმის მიღების ფაქტი, გონების ხანმოკლე კარგვის ეპიზოდი, გულისრევა-ღებინება, თავის ტკივილი, ობიექტური მონაცემების და ნევროლოგიური სტატუსის დინამიკა არ არის აღწერილი. ამდენად აღნიშნული დიაგნოზი სარწმუნოდ დადასტურებული არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების გათვალისწინებით, მ---------–----–--ს 2017 წლის 17 თებერვალს ჩატარებული აუდიომეტრიული კვლევისა და ყურის მიკროსკოპული დათვალიერების შედეგის მიხედვით აღენიშნებოდა მარჯვენამხრივი მცირე პერფორაცია და ჰერმეტიზაციის დარღვევა, რომლის წარმოშობის მიზეზი დაუდგენელია. ამრიგად, მარჯვენა ყურის დაფის აპკის პერფორაციის განვითარების გენეზზე (ტრავმულია თუ არა დაზიანება) და აქედან გამომდინარე მიმყენებელ საგანზე და დაზიანების ხარისხზე მსჯელობა შეუძლებელია, რაც შეეხება თავის ტვინის შერყევას, აღნიშნული დიაგნოზის გასაზიარებლად ექსპერტიზას საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან აღნიშნული დიაგნოზი (ნ--------ის განმარტებით) სარწმუნოდ დადასტურებული არ არის. ამრიგად, მ---------–----–--ს სხეულზე განვითარებული დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევის სახით მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ვ----–---–----ის ჩვენებით, დადგენილია, რომ 2017 წლის 15 თებერვალს მიღებული შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე გ------------–-–---–თან ერთად გამოცხადდა კ---------------------ში, სადაც ადგილი ჰქონდა მოქალაქის ცემის ფაქტს. დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც დაზარალებულმა მიუთითა ოთახში მდებარე ერთ-ერთ მაგიდაზე, სადაც კონფლიქტი მოუვიდა ყოფილ ბიზნეს პარტნიორის შვილთან, რომელმაც მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად სულ ამოღებული იქნა ხელის კვლები ცხრა ცალ დაქტილოფირზე. კერძოდ, მაგიდის ქვევით დაგდებულ ვაზის ზედაპირიდან აღებული იქნა შვიდი კვალი, ხოლო დანარჩენი ორი კვალი აღებული იქნა ჭიქიდან და კალკულატორიდან.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ------–--–------------------------ში. ოფისის სათათბირო ოთახში არეული არის მაგიდა და სკამები. მაგიდიდან ხელმარჯვნივ, იატაკის ზედაპირზე განთავსებულია ხრუსტალის ვაზა, ხოლო მის ირგვლივ სხვადასხვა სახის ტკბილეულობა. შემთხვევის ადგილიდან კერძოდ, ოფისის სათათბირო მაგიდისა და შესასვლელი კარის მოპირდაპირე კედელს შორის იატაკზე არსებული მინის ვაზის ზედაპირიდან აღებული იქნა შვიდი ცალი ხელის კვალი, ხოლო სათათბირო მაგიდაზე არსებული ჭიქის ზედაპირიდან და იატაკის ზედაპირზე არსებული გამომთვლელის ეკრანის ზედაპირიდან აღებული იქნა 1-1 ხელის კვალი.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ჯ----–-------–----ს ჩვენებით, 2017 წლის 4 აპრილს მის მიერ გაცემული იქნა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის #5----- დასკვნა, რომლის თანახმად სისხლის სამართლის საქმეზე, გამოკვლევაზე წარდგენილი კვალი #1, #2, #3, #4, #5, #6, #7, #8 და #9 პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. გამოკვლევაზე წარდგენილი ხელის კვლები გადატანილი დაქტილოფირზე ზომით: 38X31მმ, 37X32მმ, 38X35მმ პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი #6 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი 11-------- წელს დაბადებული დ------------------------ის მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის; კვალი #7 იდენტურია - 11-------- წელს დაბადებული დ------------------------ის მარცხენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის; კვალი #8 იდენტურია - 11-------- წელს დაბადებული დ------------------------ის მარცხენა ხელის ცერა თითის ანაბეჭდის, კვალი #9 იდენტურია - 11-------- წელს დაბადებული დ------------------------ის მარჯვენა ხელის ცერა თითის ანაბეჭდის.
კვალი #1, #2, #3, #4, #5 არ არის იდენტური დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული 1-------- წელს დაბადებული დ------------------------ის და 1--------- წელს დაბადებული ა-–-----------------–-------------------ის ხელის ანაბეჭდის ნიმუშების.
პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი #1, #2, #3, #4 და #5-ის შედარება ვერ მოხერხდა მ-------ს--–-ჰ განის ხელის ანაბეჭდებთან, ვინაიდან აღნიშნული პიროვნების ხელის ანაბეჭდების ნიმუშები დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.
პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი #1, #2, #3, #4 და #5-ის იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები და ანაბეჭდის ნიმუშები, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.
მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს მ---------–----–--ს კუთვნილი „სამსუნგი“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, სადაც გამოძიებისათვის საინტერესო შეტყობინება თარიღდება 16.02.2017 წლის 09:23 საათით. კერძოდ, ტელეფონის ნომრიდან +9-----------, სახელწოდებით დ--------------ე იგზავნება შემდეგი სახის შეტყობინება: morning meerl, მეორე შეტყობინება არის გამოგზავნილი იმავე დღეს 23:53 საათზე შემდეგი ტექსტით: No Chance!! Hey bitch! Analyze what, explained?! Figure out all my words!! Game over.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის განაჩენით, დ--------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 30 აგვისტოს #30------ განკარგულების საფუძველზე, დ--------------ე შეწყალებული იქნა ბათუმის საქალაქო სასმართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის განაჩენით, სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 ნოემბრის განაჩენით, დ--------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მეირ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება დ--------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
სააპელაციო პალატა, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი), რომლის მიხედვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით, კერძოდ, თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა;
სააპელაციო პალატა შეფასებას აძლევს დაზარალებულ მ---------–----–--ს ჩვენებას და მიუთითებს, რომ აღნიშნული მტკიცებულება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რადგან წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნასთან. კერძოდ: დაზარალებულმა მ---------–----–--მ განმარტა, რომ საუბრის პერიოდში დ--------------ემ ჩაარტყა ვაზა, რის შედეგადაც დაკარგა გონება. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით კ-------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან დაზარალებულს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სახეში ბროლის ვაზა ჩაარტყა. დაქტილოსკოპირი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფ დ--------------ის ხელის კვალი იდენტურია მხოლოდ შემთხვევის ადგილზე არსებულ მინის ჭიქის გარე ზედაპირიდან და გამომთვლელის ეკრანის ზედაპირიდან ამოღებული თითის კვლების. ამავე დასკვნით დადგენილია, რომ მინის ვაზის შიდა და გარე ზედაპირიდან აღებული ხელის კვლები არ არის იდენტური დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული დ--------------ის ხელის ანაბეჭდების ნიმუშების. აღნიშნული დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ჯ----–-------–----მ. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენების აღნიშნული ნაწილი უკავშირდება უშუალოდ შემთხვევის მომენტს და დანაშაულის იარაღს, შესაბამისად, დაზარალებულის ჩვენებასა და ხსენებული ექსპერტიზის დასკვნას შორის არსებული წინააღმდეგობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას უმნიშვნელოდ. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული წინააღმდეგობა დაზარალებულის ჩვენებას, უკარგავს სანდოობასა და დამაჯერებლობას, ამასთანავე, სააპელაციო პალატას აძლევს დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მოვლენათა იმგვარ განვითარებას, როგორც დაზარალებული აღწერს ადგილი არ ჰქონია.
გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ დ--------------ის მიერ მ---------–----–--ს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი ასევე არ დასტურდება თვითმხილველი მოწმის ა-–---------------------ს ჩვენებით. ა-–--------------------ემ დაადასტურა 2017 წლის 15 თებერვალს კ---------------------ში მდებარე შპს „მე------–-----------------ს ოფისში დ--------------ის და მ---------–----–--ს შეხვედრის ფაქტი, თუმცა კატეგორიულად გამორიცხა მათ შორის რაიმე სახის ფიზიკური დაპირისპირება. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აგრეთვე მოწმე კ-------------ის ჩვენებაზეც, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში დეტალუღად აღწერა შპს „მე------–-----------------ს დაფუძნების და შემდგომ მისი მუშაობის პერიოდი, რაშიც თურქ პარტნიორებს არანაირი ფინანსური დახმარება კომპანიის დაფუძნებაში მისთვის არ გაუწევიათ და ო--------–----–-- და ე--------------–----–-- კომპანიის საქმიანობით და მისი განკარგვით დაინტერესდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპანიამ დაიწყო საქმიანობა და გაიზარდა მისი შემოსავალი, რის შემდეგაც მოულოდნელად შეუწყვიტეს მინდობილობა კომპანიის მართვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე, ამასთან შეუწყვიტეს ხელფასის დარიცხვა კომპანიაში დასაქმებულ მის შვილებს ნ---- და დ--------------ეებს და სწორედ ამგვარი მეთოდებით და პროვოკაციული ქმედებებით ცდილობენ თურქი პარტნიორები კომპანიის ხელში ჩაგდებას. მოწმის განმარტებით, დ--------------ისათვის ცნობილი იყო თურქი პარტნიორების პროვოკაციული ქმედებების შესახებ და სწორედ ამიტომ, მ---------–----–--სთან შესახვედრად მივიდა თანხმლებ პირებთან ერთად, რათა ამით თავიდან აერიდებინა მოსალოდნელი გაუგებრობები.
რაც შეეხება წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დადგენილია, რომ მ---------–----–--ს სამედიცინო შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტირებულ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით შესაძლებელია დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, რაოდენობა, თუმცა შეუძლებელია ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით იმ ფაქტის დადგენა, თუ ვინ, როდის და რა ვითარებაში მიაყენა მ---------–----–--ს ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები, შეუძლებელია.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ დ--------------ემ პირის ბრალდების შესახებ დადაგენილებაში მითითებული ქმედება, - საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა.
შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა დ--------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე. საქმეში არსებულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რომ დ--------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დ--------------ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----–------ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დ--------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
დ--------------ე გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, დ--------------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
სამი ცალი დისკი, შემთხვევის ადგილების დათვალიერების ფოტოცხრილებით და ვიდეო ჩანაწერით, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოტანისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი