განაჩენი

სისხლის სამართლის 09.11.2018
საქმის ნომერი
330100112002635857
ინსტანცია
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100112002635857

საქმე №1/ბ 1146-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: გ-------------–--ის

ადვოკატის: ვ--–----------–------ის

მსჯავრდებულის: რ----------------ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ რ----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ---- ო------ს ძე თ---------ის მიმართ, დაბადებული 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე,, პირადი №6----------- ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ხ--–----------------------------–------––--–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით, რ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8(რვა)წლით თავისუფლების აღკვეთა;

2012 წლის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რ----------------ეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6(ექვის)წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განაჩენით და ამავე სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის განჩინებით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1(ერთი)წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ----------------ეს მოსახდელად განესაზღვრა 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ რ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა განესაზღვრა მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

რ----------------ე 2018 წლის 14 მარტს დაკავებული იქნა ბ--–---------------------–---–- და 10 აგვისტოს შეასახლეს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

რ----------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება მოტყუებით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2011 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში რ----------------ე შეხვდა ი------–---–-----ეს, რომლის სიძე, ლ------------–--ეს, მისჯილი ჰქონდა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც გასაჩივრებული იყო სააპელაციო წესით. რ----------------ემ ი------–---–-----ეს უთხრა, რომ ახლო ურთიერთობა ჰქონდა ფ----------------------- საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან და მოახერხებდა ლ------------–--ესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. ნდობაში შესვლის შემდეგ უთხრა, რომ საქმის გასაკეთებლად საჭირო იყო ფულადი თანხები. მისი მოთხოვნით, ი------–---–-----ემ რ----------------ეს ნაწილ-ნაწილ გადასცა თანხა და 23 000 (ოცდასამი ათასი) აშშ დოლარის საერთო ღირებულების ორი ავტომანქანა, რომელთაგან ერთის ღირებულების ნაწილი-2500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარი-ეკუთვნოდა დ---------–------–ს, რის შემდეგაც რ----------------ე მიიმალა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, 2012 წლის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულის დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება.

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო დაზარალებულების ი------–---–-----ისა და დ---------–------–ის პოზიცია მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის გავრცელებასთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით ორივე დაზარალებულს მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და თანახმა არიან მის მიმართ გავრცელდეს 2012 წლის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნა.

ამასთან, სააპაელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრის დროს გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და შესაბამისად, ვერც სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს ამ სასჯელთან მიმართებაში.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა რ----------------ემ თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სადაოდ არ გახადა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.

რ----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების: ი------–---–-----ის და დ---------–------–ის ჩვენებებით, მოწმეების: დ-----–--------ის, მ---------------–ის, რ-----------–---ის, გ----------–---------–---–ი, თ--------------ის, ქ------------–--ის ჩვენებებით და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით.

სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა დაზარალებულების ი------–---–-----ისა და დ---------–------–ის ნოტარიული წესით დადასტურებული განცხადებები, რომლის მიხედვითაც, მათ რ----------------ის მიმართ არ გააჩნიათ მატერიალური სახის პრეტენზიები, თანახმა არიან მსჯავრდებულის მიმართ გავრცელდეს 2012 წლის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი.

2012 წლის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და სასჯელის მოხდისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული თანხმობას განაცხადებს იმის თაობაზე, რომ ამ პირზე გავრცელდეს დასახელებული კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ რ----------------ის მიმართ უნდა გავრცელდეს 2012 წლის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული რეგულაცია და იგი უნდა გათვაისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაცია ითვალისწინებს პირობითი მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში დანაშაულის ჩადენისას პირობითი მსჯავრის გაუქმებას და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, სასჯელთა შეკრების ან შთანთქმის პრინციპით, მისთვის სასჯელის საბოლოოდ განსაზღვრას, ანუ პირობითი მსჯავრის გაუქმება ხდება საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის მიზნით და არა იმიტომ, რომ კანონმდებელი პირს პატიობს წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელს.

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ, რ----------------ის მიმართ საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დადგენის მიზნით გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რაც თავის მხრივ არ ნიშნავს იმას, რომ დღეის მდგომარეობით აღნიშნული განაჩენი ან ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი არ არსებობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ რ----------------ეს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით და ამ მიმართებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 ოქტომბრის განაჩენში უნდა შვიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ რ----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 განაჩენში შევიდეს ცვლილება.

3. რ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8(რვა)წლით თავისუფლების აღკვეთა;

2012 წლის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე რ----------------ე გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განაჩენით და ამავე სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის განჩინებით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან რ----------------ეს მოსახდელად განესაზღვროს 9(ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

4. მსჯავრდებულ რ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 14 მარტიდან.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ რ----------------ეს მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების სახე - პატიმრობა - გაუქმებულია;

6.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 მაისის განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე; ყადარა მოეხსნას მოქალაქეების: დ------–---–---–ის (პ/ნ61---------- საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას F---------- გამოშვების წელი 1997, სახელწმიფო ნომერი X------- რეგისტრაციის მოწმობა B---------- საიდენტიფიკაციო ნომერი Z------------------ თ--------------ის (პ/ნ61---------- საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას M------------------------------- სახელმწიფო ნომერი B------- სარეგისტრაციო მოწმობა B---------- საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------- და აღნიშნული მანქანები დაუბრუნდეთ მათ მესაკუთრეებს;

7.პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი