განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.10.2018
საქმის ნომერი
330310017001964578
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
05.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001964578

საქმე №3ბ/2366-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 ოქტომბერი 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

 

აპელანტი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

წარმომადგენელი - ს------- ჩ---–--ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე - თ----- ბ--–--–---–ი, ტ-------- ჭ--–--ე, თ---------- თ------–---–ი, ბ------ ბ----------ე, პ----- ფ-–------, ო----- ნ--------ი, ზ----- ტ-------ე, ჯ----– ბ--–----ე და თ---------- მ--–---–---–ი

წარმომადგენელი - ნ------- მ--–--ე

 

დავის საგანი - სახელფასო დანამატის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის არ დაკმაყოფილება;

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით თ----- ბ--–--–---–ის, ტ-------- ჭ--–--ის, თ---------- თ------–---–ის, ბ------ ბ----------ის, პ----- ფ-–------ს, ო----- ნ--------ის, ზ----- ტ-------ის, ჯ----– ბ--–----ის და თ---------- მ--–---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თ----- ბ--–--–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დანამატის - 769 ლარის და 22 თეთრის ოდენობით ანაზღაურება.

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტ-------- ჭ--–--ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დანამატის - 631 ლარის და 10 თეთრის ოდენობით ანაზღაურება.

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თ---------- თ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დანამატის - 633 ლარის და 40 თეთრის ოდენობით ანაზღაურება.

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბ------ ბ----------ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დანამატის - 631 ლარის და 10 თეთრის ოდენობით ანაზღაურება.

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პ----- ფ-–------ს სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დანამატის - 631 ლარის და 10 თეთრის ოდენობით ანაზღაურება.

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ო----- ნ--------ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დანამატის - 631 ლარის და 10 თეთრის ოდენობით ანაზღაურება.

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზ----- ტ-------ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დანამატის - 631 ლარის და 10 თეთრის ოდენობით ანაზღაურება.

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯ----– ბ--–----ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დანამატის - 631 ლარის და 10 თეთრის ოდენობით ანაზღაურება.

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თ---------- მ--–---–---–ის დაეკისრა სასარგებლოდ სახელფასო დანამატის - 768 ლარის და 26 თეთრის ოდენობით ანაზღაურება.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების საავიაციო ბრიგადის მეთაურის 2015 წლის 31 დეკემბრის M---------------- ბრძანების, საავიაციო ბრიგადაში 2016 წელს ფრენების უსაფრთხოდ და ორგანიზებულად წარმართვის შესახებ თანახმად, საავიაციო ბრიგადის ქვემოთ ჩამოთვლილი პირადი შემადგენლობა ჩათვლის ფურცლების თანახმად დაშვებული იქნენ 2016 წელს პრაქტიკული ფრენების მომსახურების და საფრენი აპარატების ტექნიკურ ექსპლუატაციაზე შესაბამისი სპეციალობების მიხვედით:

 

სუ-25 ტიპის თვითმფრინავების P---- (9-----) ტიპის საავიაციო ძრავების მიწისზედა გაშვებაზე და გამოცდაზე: - სამოქალაქო პირი - ჯ----– ივანის ძე ბ--–----ე - საავიაციო ბრიგადის საავიაციო-ტექნიკური ესკადრილიის საავიაციო ტექნიკის სარეგლამენტო ტექნიკური რგოლის საფრენი აპარატებისა და ძრავების ჯგუფის ტექნიკოსად;

 

სუ-25 ტიპის თვითმფრინავების ტექნიკური ექსპლუატაციაზე სპეციალობის მიხედვით: სამოქალაქო პირი - ზ-----ი შ--–--ს ძე ტ-------ე - საავიაციო ბრიგადის საავიაციო- ტექნიკური ესკადრილიის სუ-25 ტიპის თვითმფრინავების საექსპლუატაციო რგოლის სამუხრუჭე პარაშუტებისა და ავარიული დატოვების საშუალებების ჯგუფის უფროს- ინჟინრად;

 

სუ-25, ლ-39 დამი-24 ტიპის საფრენი აპარატების საავიაციო ბლოკების რემონტზე: ავიაციის სერჟანტი - თ------- შ--–--ს ძე მ--–---–---–ი - საავიაციო ბრიგადის საავიაციო-ტექნიკური ესკადრილიის საზეინკლო სარემონტო და მიწისზედა მომსახურების რგოლის რედიოელექტრონული მოწყობილობების ჯგუფის ლაბორანტ-მექანიკოსად;

 

სუ-25, ლ-39 ტიპის თვითმფრინავების ტექნიკურ ექსპლუატაციაზე სპეციალობის მიხედვით: სამოქალაქო პირი - ო-----ი გ-------ს ძე ნ--------ი - საავიაციო ბრიგადის

საავიაციო-ტექნიკური ესკადრილიის საავიაციო ტექნიკის სარეგლამენტო ტექნიკური რგოლის საავიაციო შეიარაღების ჯგუფის ტექნიკოსად;

 

სუ-25, ლ-39 ტიპის თვითმფრინავების ტექნიკურ ექსპლუატაციაზე სპეციალობის მიხედვით: სამოქალაქო პირი - ტ-------- ვ--–------ის ძე ჭ--–--ე - საავიაციო ბრიგადის საავიაციო-ტექნიკური ესკადრილიის საავიაციო ტექნიკის სარეგლამენტო ტექნიკური რგოლის სამუხრუჭე პარაშუტებისა და ავარიული დატოვების საშუალებების ჯგუფის ტექნიკოსად;

 

სუ-25, ლ-39 ტიპის თვითმფრინავების ტექნიკურ ექსპლუატაციაზე სპეციალობის მიხედვით: სამოქალაქო პირი - თ----- ს---–----ს ძე ბ--–--–---–ი - საავიაციო ბრიგადის საავიაციო-ტექნიკური ესკადრილიის საავიაციო ტექნიკის სარეგლამენტო ტექნიკური რგოლის საფრენი აპარატებისა და ძრავების ჯგუფის უფროს-ინჟინრად;

 

სუ-25, ლ-39 ტიპის თვითმფრინავების ტექნიკურ ექსპლუატაციაზე სპეციალობის მიხედვით: სამოქალაქო პირი - თ---------- გ-------ს ძე თ------–---–ი - საავიაციო ბრიგადის საავიაციო-ტექნიკური ესკადრილიის საავიაციო ტექნიკის სარეგლამენტო ტექნიკური რგოლის საავიაციო მოწყობილობების ჯგუფის ობიექტური კონტროლის ტექნიკოსად;

 

სუ-25, ლ-39 ტიპის თვითმფრინავების ტექნიკურ ექსპლუატაციაზე სპეციალობის მიხედვით: სამოქალაქო პირი - პ----- ა-------ის ძე ფ-–------ - საავიაციო ბრიგადის საავიაციო-ტექნიკური ესკადრილიის საავიაციო ტექნიკის სარეგლამენტო ტექნიკური რგოლის საავიაციო შეიარაღების ჯგუფის ტექნიკოსად;

 

სუ-25, ლ-39 ტიპის თვითმფრინავების ტექნიკურ ექსპლუატაციაზე სპეციალობის მიხედვით: სამოქალაქო პირი - ბ------ ა-------ს ძე ბ----------ე - საავიაციო ბრიგადის საავიაციო-ტექნიკური ესკადრილიის საავიაციო ტექნიკის სარეგლამენტო ტექნიკური რგოლის სამუხრუჭე პარაშუტებისა და ავარიული დატოვების საშუალებების ჯგუფის ტექნიკოსად;

 

2.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელსა და საქართველოს თავდაცვის მინისტრს მიმართეს განცხადებით მოსარჩელეებმა - თ----- ბ--–--–---–მა, ტ-------- ჭ--–--ემ, თ---------- თ------–---–მა, ბ------ ბ----------ემ, პ----- ფ-–------მ, ო----- ნ--------მა, ზ----- ტ-------ემ, ჯ----– ბ--–----ემ და თ---------- მ--–---–---–მა, რომლის თანახმად მოითხოვეს სახელფასო დანამატის ანაზღაურება, კუთვნილი 5%-იანი დანამატის მიღება 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, რაზედაც პასუხი არ მიუღიათ.

 

2.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 2018 წლის 20 მარტის M---------------- ცნობის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს - ზ----- ო------------ს, 2018 წლის 13 მატის №------ წერილის პასუხად ეცნობა, რომ 2015 წლის 14 აგვისტოდან 2016 წლის 19 დეკემბრამდე პერიოდში აღნიშნულ წერილში მითითებულ პიროვნებებზე რომ გაცემულიყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007 წლის №--- ბრძანების 19(4) პუნქტით გათვალისწინებული დარიცხული დანამატები შეადგენდა შემდეგს:

 

1. თ----- ბ--–--–---–ი - 961,52 ლარი, ხოლო ხელზე ასაღები - 769,22 ლარს.

2. ტ-------- ჭ--–--ე - 788,86 ლარი, ხოლო ხელზე ასაღები - 631,1 ლარს.

3. თ---------- თ------–---–ი - 791,74 ლარი, ხოლო ხელზე ასაღები - 633,4 ლარს.

4. ბ------ ბ----------ე - 788,86 ლარი, ხოლო ხელზე ასაღები - 631,1 ლარს.

5. პ----- ფ-–------ - 788,86 ლარი, ხოლო ხელზე ასაღები - 631,1 ლარს.

6. ო----- ნ--------ი - 788,86 ლარი, ხოლო ხელზე ასაღები - 631,1 ლარს.

7. ზ----- ტ-------ე - 788,86 ლარი, ხოლო ხელზე ასაღები - 631,1 ლარს.

8. ჯ----– ბ--–----ე - 788,86 ლარი, ხოლო ხელზე ასაღები - 631,1 ლარს.

9. თ---------- მ--–---–---–ი - 960,32 ლარი, ხოლო ხელზე ასაღები - 768,26 ლარს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომელიც ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

სასამართომ განმარტა, რომ სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ამრიგად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს შეესაბამება თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი მოსარჩელეების - თ----- ბ--–--–---–ის, ტ-------- ჭ--–--ის, თ---------- თ------–---–ის, ბ------ ბ----------ის, პ----- ფ-–------ს, ო----- ნ--------ის, ზ----- ტ-------ის, ჯ----– ბ--–----ის და თ---------- მ--–---–---–ის სახელფასო დანამატისანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

2.5. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესი’’ ვრცელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა (გარდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა) და სახმელეთო ჯარების სამხედრო მოსამსახურეებზე, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე, მათ შორის, შტატგარეშე მოსამსახურეებზე.

 

მითითებული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამსახურში მიიღება საქართველოს მოქალაქე, არანაკლებ 18 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

 

ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის თანახმად, თანამდებობები განისაზღვრება საშტატო ნუსხით, მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საშტატო ნუსხით შესაძლებელია განისაზღვროს სამხედრო მოსამსახურის თანამდებობები, რომლებზეც შესაძლებელია დაინიშნოს სამხედრო მოსამსახურე, სპეციალური წოდების მქონე ან სამოქალაქო პირი, შესაძლებელია შემოღებული იქნეს სპეციალური თანამდებობები (სპორტსმენი, მწვრთნელი, კაპელანი და ა.შ.), რომლებზეც დანიშნულ პირებთან სამსახურებრივი ურთიერთობები შესაძლებელია დარეგულირდეს შესაბამისი თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე.

 

2.6. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვის, მატერიალური უზრუნველყოფისა და შრომის ანაზღაურების პირობების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ, 2007 წლის 26 სექტემბერს მიღებული იქნა №--- ბრძანება - ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ”.

 

აღნიშნული ბრძანების მე-194 პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს, რომლებიც არიან თვითმფრინავების, შვეულმფრენების ინჟინრები და ტექნიკოსები, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი – წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 5%-ის ოდენობით.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები დაშვებულნი იქნენ: სუ-25 ტიპის თვითმფრინავების P---- (9-----) ტიპის საავიაციო ძრავების მიწისზედა გაშვებაზე და გამოცდაზე: სამოქალაქო პირი - ჯ----– ივანის ძე ბ--–----ე - საავიაციო ბრიგადის საავიაციო-ტექნიკური ესკადრილიის საავიაციო ტექნიკის სარეგლამენტო ტექნიკური რგოლის საფრენი აპარატებისა და ძრავების ჯგუფის ტექნიკოსად;

 

სუ-25 ტიპის თვითმფრინავების ტექნიკური ექსპლუატაციაზე სპეციალობის მიხედვით: სამოქალაქო პირი - ზ-----ი შ--–--ს ძე ტ-------ე - საავიაციო ბრიგადის საავიაციო- ტექნიკური ესკადრილიის სუ-25 ტიპის თვითმფრინავების საექსპლუატაციო რგოლის სამუხრუჭე პარაშუტებისა და ავარიული დატოვების საშუალებების ჯგუფის უფროს- ინჟინრად;

 

სუ-25, ლ-39 დამი-24 ტიპის საფრენი აპარატების საავიაციო ბლოკების რემონტზე: ავიაციის სერჟანტი - თ------- შ--–--ს ძე მ--–---–---–ი - საავიაციო ბრიგადის საავიაციო-ტექნიკური ესკადრილიის საზეინკლო სარემონტო და მიწისზედა მომსახურების რგოლის რედიოელექტრონული მოწყობილობების ჯგუფის ლაბორანტ-მექანიკოსად;

 

სუ-25, ლ-39 ტიპის თვითმფრინავების ტექნიკურ ექსპლუატაციაზე სპეციალობის მიხედვით: სამოქალაქო პირი - ო-----ი გ-------ს ძე ნ--------ი - საავიაციო ბრიგადის საავიაციო-ტექნიკური ესკადრილიის საავიაციო ტექნიკის სარეგლამენტო ტექნიკური რგოლის საავიაციო შეიარაღების ჯგუფის ტექნიკოსად;

 

სუ-25, ლ-39 ტიპის თვითმფრინავების ტექნიკურ ექსპლუატაციაზე სპეციალობის მიხედვით: სამოქალაქო პირი - ტ-------- ვ--–------ის ძე ჭ--–--ე- საავიაციო ბრიგადის საავიაციო-ტექნიკური ესკადრილიის საავიაციო ტექნიკის სარეგლამენტო ტექნიკური რგოლის სამუხრუჭე პარაშუტენისა და ავარიული დატოვების საშუალებების ჯგუფის ტექნიკოსად;

 

სუ-25, ლ-39 ტიპის თვითმფრინავების ტექნიკურ ექსპლუატაციაზე სპეციალობის მიხედვით: სამოქალაქო პირი - თ----- ს---–----ს ძე ბ--–--–---–ი - საავიაციო ბრიგადის საავიაციო-ტექნიკური ესკადრილიის საავიაციო ტექნიკის სარეგლამენტო ტექნიკური რგოლის საფრენი აპარატებისა და ძრავების ჯგუფის უფროს-ინჟინრად;

 

სუ-25, ლ-39 ტიპის თვითმფრინავების ტექნიკურ ექსპლუატაციაზე სპეციალობის მიხედვით: სამოქალაქო პირი - თ---------- გ-------ს ძე თ------–---–ი - საავიაციო ბრიგადის საავიაციო-ტექნიკური ესკადრილიის საავიაციო ტექნიკის სარეგლამენტო ტექნიკური რგოლის საავიაციო მოწყობილობების ჯგუფის ობიექტური კონტროლის ტექნიკოსად;

 

სუ-25, ლ-39 ტიპის თვითმფრინავების ტექნიკურ ექსპლუატაციაზე სპეციალობის მიხედვით: სამოქალაქო პირი - პ----- ა-------ის ძე ფ-–------ - საავიაციო ბრიგადის საავიაციო-ტექნიკური ესკადრილიის საავიაციო ტექნიკის სარეგლამენტო ტექნიკური რგოლის საავიაციო შეიარაღების ჯგუფის ტექნიკოსად;

 

სუ-25, ლ-39 ტიპის თვითმფრინავების ტექნიკურ ექსპლუატაციაზე სპეციალობის მიხედვით: სამოქალაქო პირი - ბ------ ა-------ს ძე ბ----------ე - საავიაციო ბრიგადის საავიაციო-ტექნიკური ესკადრილიის საავიაციო ტექნიკის სარეგლამენტო ტექნიკური რგოლის სამუხრუჭე პარაშუტებისა და ავარიული დატოვების საშუალებების ჯგუფის ტექნიკოსად.

 

სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თ----- ბ--–--–---–ითან, ტ-------- ჭ--–--ესთან, თ---------- თ------–---–თან, ბ------ ბ----------ესთან, პ----- ფ-–------სთან, ო----- ნ--------თან, ზ----- ტ-------ესთან, ჯ----– ბ--–----ესთან და თ---------- მ--–---–---–თან დადებული კონტრაქტები არ შეესაბამებოდა ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №--- ბრძანებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და არ ითვალისწინებს სახელფასო დანამატის გაცემის ვალდებულებას.

 

სასამართლომ ვერ გაიზიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება, რომ მითითებული რეგულაცია არ ვრცელდებოდა მოსარჩელეებზე, რადგან ისინი არ იყვნენ თვითმფრინავების, შევეულმფრენების და უპილოტო საფრენი აპარატების ეკიპაჟის წევრები, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №--- ბრძანების თანახმად, რომელშიც 2015 წლის 14 აგვისტოს №23 ბრძანებით შევიდა ცვლილება, 194-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს, რომლებიც არიან თვითმფრინავების, შვეულმფრენების ინჟინრები და ტექნიკოსები, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი – წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 5%-ის ოდენობით.

 

სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეები დაშვებული იქნენ 2016 წელს პრაქტიკული ფრენების მომსახურების და საფრენი აპარატების ტექნიკურ ექსპლუატაციაზე შესაბამისი სპეციალობების მიხედვით და ისინი პირნათლად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, ანუ ემსახურებოდნენ თვითმფრინავების, შვეულმფრენების და უპილოტო საფრენი აპარატების გამართულ ფუნქციონირებას, როგორც ინჟინრები და ტექნიკოსები.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეებს წარმოეშვათ ყოველთვიური პროცენტული დანამატის – წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 5%-ის ოდენობით, მიღების უფლება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №--- ბრძანების 194 პუნქტის საფუძველზე.

 

სასამართლომ მიუთითა, საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №--- ბრძანების 194-ე პუნქტით გათვალისწინებული დარიცხული დანამატები რომ გაცემულიყო, მოსარჩელეებზე შეადგენდა: თ----- ბ--–--–---–ისთვის - 961,52 ლარს, ტ-------- ჭ--–--ესთვის - 788,86 ლარს, თ---------- თ------–---–ისთვის - 791,74 ლარს, ბ------ ბ----------ესთვის - 788,86 ლარს, პ----- ფ-–------სთვის - 788,86 ლარს, ო----- ნ--------ისთვის - 788,86 ლარს, ზ----- ტ-------ესთვის - 788,86 ლარს, ჯ----– ბ--–----ისთვის - 788,86 ლარს და თ---------- მ--–---–---–ისთვის - 960,32 ლარს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, მოსარჩელეეების - თ----- ბ--–--–---–ისთვის, ტ-------- ჭ--–--ისთვის, თ---------- თ------–---–ისთვის, ბ------ ბ----------ისთვის, პ----- ფ-–------სთვის, ო----- ნ--------ისთვის, ზ----- ტ-------ისთვის, ჯ----– ბ--–----ისთვის და თ---------- მ--–---–---–ისთვის სახელფასო დანამატის ანაზღაურების თაობაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №--- ბრძანების 194 პუნქტის საფუძველზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ზემოთხსენებულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებდნენ, რომ მოსარჩელეები აკმაყოფილებდნენ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №--- ბრძანების 194-ე პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მოსარჩელეებზე გაცემული უნდა იქნეს ხელზე ასაღები და არა დარიცხული სახელფასო დანამატები თოთოეულ მოსარჩელეზე შესაბამისი რაოდენობით.

 

2.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 -ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს უარი, პირისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატის გაცემის თაობაზე, არ არის გამართლებული მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე. ადმინისტრაციული ორგანოს ნებისმიერი ქმედება უნდა ემსახურებოდეს პირთა უფლებების რეალიზაციასა და ხელშეწყობას, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესის შეზღუდვა შეიძლება გამართლებული იყოს იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის მიზანი აღემატება კონკრეტული პირის ინდივიდუალურ ინტერესს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არამართლზომიერად განხორციელდა მოსარჩელეების ინტერესების შეზღუდვა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ თ----- ბ--–--–---–ის, ტ-------- ჭ--–--ის, თ---------- თ------–---–ის, ბ------ ბ----------ის, პ----- ფ-–------ს, ო----- ნ--------ის, ზ----- ტ-------ის, ჯ----– ბ--–----ის და თ---------- მ--–---–---–ის სარჩელი საფუძვლიანი იყო და დაკმაყოფილა ნაწილობრივ.

 

შესაბამისად, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დააკისრა არა დარიცხული, არამედ ხელზე ასაღები სახელფასო დანამატის გაცემა: თ----- ბ--–--–---–ისათვის - 769,22 ლარის ოდენობით, ტ-------- ჭ--–--ესათვის - 631,1 ლარის ოდენობით, თ---------- თ------–---–ისათვის - 633,4 ლარის ოდენობით, ბ------ ბ----------ესათვის - 631,1 ლარის ოდენობით, პ----- ფ-–------სათვის - 631,1 ლარის ოდენობით, ო----- ნ--------ისათვის - 631,1 ლარის ოდენობით, ზ----- ტ-------ისათვის - 631,1 ლარის ოდენობით, ჯ----– ბ--–----ესათვის - 631,1 ლარის ოდენობით და თ---------- მ--–---–---–ისათვის - 768,26 ლარის ოდენობით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არ არის ის სამართლებრივი ნორმები, რომელზე დაყრდნობითაც მიიღო გადაწყვეტილება. აპელანტიი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

4.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5. ფაქტობრივი დასაბუთება

 

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეთანხმება და სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემობებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

 

სამართლებრივი დასაბუთება

6.1. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).

 

6.2. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:

 

6.3. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესი’’ ვრცელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა (გარდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა) და სახმელეთო ჯარების სამხედრო მოსამსახურეებზე, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე, მათ შორის, შტატგარეშე მოსამსახურეებზე.

 

მითითებული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამსახურში მიიღება საქართველოს მოქალაქე, არანაკლებ 18 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის თანახმად, თანამდებობები განისაზღვრება საშტატო ნუსხით, მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საშტატო ნუსხით შესაძლებელია განისაზღვროს სამხედრო მოსამსახურის თანამდებობები, რომლებზეც შესაძლებელია დაინიშნოს სამხედრო მოსამსახურე, სპეციალური წოდების მქონე ან სამოქალაქო პირი, შესაძლებელია შემოღებული იქნეს სპეციალური თანამდებობები (სპორტსმენი, მწვრთნელი, კაპელანი და ა.შ.), რომლებზეც დანიშნულ პირებთან სამსახურებრივი ურთიერთობები შესაძლებელია დარეგულირდეს შესაბამისი თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე.

 

6.4. დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვის, მატერიალური უზრუნველყოფისა და შრომის ანაზღაურების პირობების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ, 2007 წლის 26 სექტემბერს მიღებული იქნა №--- ბრძანება - ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ”.

 

აღნიშნული ბრძანების მე-194 პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს, რომლებიც არიან თვითმფრინავების, შვეულმფრენების ინჟინრები და ტექნიკოსები, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი – წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 5%-ის ოდენობით.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეები დაშვებულ იქნენ: სუ-25 ტიპის თვითმფრინავების P---- (9-----) ტიპის საავიაციო ძრავების მიწისზედა გაშვებაზე და გამოცდაზე: სამოქალაქო პირი - ჯ----– ივანის ძე ბ--–----ე - საავიაციო ბრიგადის საავიაციო-ტექნიკური ესკადრილიის საავიაციო ტექნიკის სარეგლამენტო ტექნიკური რგოლის საფრენი აპარატებისა და ძრავების ჯგუფის ტექნიკოსად;

 

სუ-25 ტიპის თვითმფრინავების ტექნიკური ექსპლუატაციაზე სპეციალობის მიხედვით: სამოქალაქო პირი - ზ-----ი შ--–--ს ძე ტ-------ე - საავიაციო ბრიგადის საავიაციო- ტექნიკური ესკადრილიის სუ-25 ტიპის თვითმფრინავების საექსპლუატაციო რგოლის სამუხრუჭე პარაშუტებისა და ავარიული დატოვების საშუალებების ჯგუფის უფროს- ინჟინრად;

 

სუ-25, ლ-39 დამი-24 ტიპის საფრენი აპარატების საავიაციო ბლოკების რემონტზე: ავიაციის სერჟანტი - თ------- შ--–--ს ძე მ--–---–---–ი - საავიაციო ბრიგადის საავიაციო-ტექნიკური ესკადრილიის საზეინკლო სარემონტო და მიწისზედა მომსახურების რგოლის რედიოელექტრონული მოწყობილობების ჯგუფის ლაბორანტ-მექანიკოსად;

 

სუ-25, ლ-39 ტიპის თვითმფრინავების ტექნიკურ ექსპლუატაციაზე სპეციალობის მიხედვით: სამოქალაქო პირი - ო-----ი გ-------ს ძე ნ--------ი - საავიაციო ბრიგადის საავიაციო-ტექნიკური ესკადრილიის საავიაციო ტექნიკის სარეგლამენტო ტექნიკური რგოლის საავიაციო შეიარაღების ჯგუფის ტექნიკოსად;

 

სუ-25, ლ-39 ტიპის თვითმფრინავების ტექნიკურ ექსპლუატაციაზე სპეციალობის მიხედვით: სამოქალაქო პირი - ტ-------- ვ--–------ის ძე ჭ--–--ე- საავიაციო ბრიგადის საავიაციო-ტექნიკური ესკადრილიის საავიაციო ტექნიკის სარეგლამენტო ტექნიკური რგოლის სამუხრუჭე პარაშუტენისა და ავარიული დატოვების საშუალებების ჯგუფის ტექნიკოსად;

 

სუ-25, ლ-39 ტიპის თვითმფრინავების ტექნიკურ ექსპლუატაციაზე სპეციალობის მიხედვით: სამოქალაქო პირი - თ----- ს---–----ს ძე ბ--–--–---–ი - საავიაციო ბრიგადის საავიაციო-ტექნიკური ესკადრილიის საავიაციო ტექნიკის სარეგლამენტო ტექნიკური რგოლის საფრენი აპარატებისა და ძრავების ჯგუფის უფროს-ინჟინრად; სუ-25, ლ-39 ტიპის თვითმფრინავების ტექნიკურ ექსპლუატაციაზე სპეციალობის მიხედვით: სამოქალაქო პირი - თ---------- გ-------ს ძე თ------–---–ი - საავიაციო ბრიგადის საავიაციო-ტექნიკური ესკადრილიის საავიაციო ტექნიკის სარეგლამენტო ტექნიკური რგოლის საავიაციო მოწყობილობების ჯგუფის ობიექტური კონტროლის ტექნიკოსად;

 

სუ-25, ლ-39 ტიპის თვითმფრინავების ტექნიკურ ექსპლუატაციაზე სპეციალობის მიხედვით: სამოქალაქო პირი - პ----- ა-------ის ძე ფ-–------ - საავიაციო ბრიგადის საავიაციო-ტექნიკური ესკადრილიის საავიაციო ტექნიკის სარეგლამენტო ტექნიკური რგოლის საავიაციო შეიარაღების ჯგუფის ტექნიკოსად;

 

სუ-25, ლ-39 ტიპის თვითმფრინავების ტექნიკურ ექსპლუატაციაზე სპეციალობის მიხედვით: სამოქალაქო პირი - ბ------ ა-------ს ძე ბ----------ე - საავიაციო ბრიგადის საავიაციო-ტექნიკური ესკადრილიის საავიაციო ტექნიკის სარეგლამენტო ტექნიკური რგოლის სამუხრუჭე პარაშუტებისა და ავარიული დატოვების საშუალებების ჯგუფის ტექნიკოსად.

 

პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თ----- ბ--–--–---–ითან, ტ-------- ჭ--–--ესთან, თ---------- თ------–---–თან, ბ------ ბ----------ესთან, პ----- ფ-–------სთან, ო----- ნ--------თან, ზ----- ტ-------ესთან, ჯ----– ბ--–----ესთან და თ---------- მ--–---–---–თან დადებული კონტრაქტები არ შეესაბამებოდა ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №--- ბრძანებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და არ ითვალისწინებს სახელფასო დანამატის გაცემის ვალდებულებას.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტნციის სასამართლოს მსჯელობას, რომელმაც არ გაიზიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება, იმასთან დაკავშიებით, რომ მითითებული რეგულაცია არ ვრცელდებოდა მოსარჩელეებზე, რადგან ისინი არ იყვნენ თვითმფრინავების, შევეულმფრენების და უპილოტო საფრენი აპარატების ეკიპაჟის წევრები, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №--- ბრძანების თანახმად, რომელშიც 2015 წლის 14 აგვისტოს №23 ბრძანებით შევიდა ცვლილება, 194-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს, რომლებიც არიან თვითმფრინავების, შვეულმფრენების ინჟინრები და ტექნიკოსები, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი – წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 5%-ის ოდენობით.

 

ცალსახაა, რომ მოსარჩელეები დაშვებული იქნენ 2016 წელს პრაქტიკული ფრენების მომსახურების და საფრენი აპარატების ტექნიკურ ექსპლუატაციაზე შესაბამისი სპეციალობების მიხედვით და ისინი პირნათლად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, ანუ ემსახურებოდნენ თვითმფრინავების, შვეულმფრენების და უპილოტო საფრენი აპარატების გამართულ ფუნქციონირებას, როგორც ინჟინრები და ტექნიკოსები.

 

მოსარჩელეებს სრულიად სამართლიანად წარმოეშვათ ყოველთვიური პროცენტული დანამატის – წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 5%-ის ოდენობით, მიღების უფლება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №--- ბრძანების 194 პუნქტის საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №--- ბრძანების 194-ე პუნქტით გათვალისწინებული დარიცხული დანამატები რომ გაცემულიყო, მოსარჩელეებზე შეადგენდა: თ----- ბ--–--–---–ისთვის - 961,52 ლარს, ტ-------- ჭ--–--ესთვის - 788,86 ლარს, თ---------- თ------–---–ისთვის - 791,74 ლარს, ბ------ ბ----------ესთვის - 788,86 ლარს, პ----- ფ-–------სთვის - 788,86 ლარს, ო----- ნ--------ისთვის - 788,86 ლარს, ზ----- ტ-------ესთვის - 788,86 ლარს, ჯ----– ბ--–----ისთვის - 788,86 ლარს და თ---------- მ--–---–---–ისთვის - 960,32 ლარს.

 

კონრეტულ შემთხვევაში უდავოდ სახეზეა მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, მოსარჩელეეების - თ----- ბ--–--–---–ისთვის, ტ-------- ჭ--–--ისთვის, თ---------- თ------–---–ისთვის, ბ------ ბ----------ისთვის, პ----- ფ-–------სთვის, ო----- ნ--------ისთვის, ზ----- ტ-------ისთვის, ჯ----– ბ--–----ისთვის და თ---------- მ--–---–---–ისთვის სახელფასო დანამატის ანაზღაურების თაობაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №--- ბრძანების 194 პუნქტის საფუძველზე.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნამდვილად ადასტურებდნენ, რომ მოსარჩელეები აკმაყოფილებდნენ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №--- ბრძანების 194-ე პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მოსარჩელეებზე გაცემული უნდა იქნეს ხელზე ასაღები და არა დარიცხული სახელფასო დანამატები თოთოეულ მოსარჩელეზე შესაბამისი რაოდენობით.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 -ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ნებისმიერი ქმედება უნდა ემსახურებოდეს პირთა უფლებების რეალიზაციასა და ხელშეწყობას, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესის შეზღუდვა, მხოლოდ ის შემთხვევაში შეიძლება იყოს გამართლებული, თუ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის მიზანი აღემატება კონკრეტული პირის ინდივიდუალურ ინტერესს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არამართლზომიერად განხორციელდა მოსარჩელეების ინტერესების შეზღუდვა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ თ----- ბ--–--–---–ის, ტ-------- ჭ--–--ის, თ---------- თ------–---–ის, ბ------ ბ----------ის, პ----- ფ-–------ს, ო----- ნ--------ის, ზ----- ტ-------ის, ჯ----– ბ--–----ის და თ---------- მ--–---–---–ის სარჩელი საფუძვლიანი იყო, რის გამოს იგი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა არა დარიცხული, არამედ ხელზე ასაღები სახელფასო დანამატის გაცემა: თ----- ბ--–--–---–ისათვის - 769,22 ლარის ოდენობით, ტ-------- ჭ--–--ესათვის - 631,1 ლარის ოდენობით, თ---------- თ------–---–ისათვის - 633,4 ლარის ოდენობით, ბ------ ბ----------ესათვის - 631,1 ლარის ოდენობით, პ----- ფ-–------სათვის - 631,1 ლარის ოდენობით, ო----- ნ--------ისათვის - 631,1 ლარის ოდენობით, ზ----- ტ-------ისათვის - 631,1 ლარის ოდენობით, ჯ----– ბ--–----ესათვის - 631,1 ლარის ოდენობით და თ---------- მ--–---–---–ისათვის - 768,26 ლარის ოდენობით.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც, ძალაშ უნდა დარჩელს თბილისის საქალაქო სასამართოს გადაწყვეტილება.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის,,უ’’ პუნქტების თანახმად მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; თანახმად ს.ს.ს. კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილისა, როდესაც ორივე მხარე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-34 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა