განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.11.2018
საქმის ნომერი
330310017002225895
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002225895

საქმე №3ბ/2336-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 ოქტომბერი 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

 

აპელანტი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

 

მოწინააღმდეგე მხარე - ჯ--–--- რ-----ე, დ----- ხ-----------ე

წარმომადგენელი - გ--------ი გ-----–--–ი

 

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის არ დაკმაყოფილება;

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ჯ--–--- რ-----ის და დ----- ხ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ჯ--–--- რ-----ის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ხელზე გასაცემი ხელფასის - 846 ლარის და 03 თეთრის ოდენობით ანაზღაურება. ხოლო დ----- ხ-----------ის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999 წლების ხელზე გასაცემი ხელფასის 473 ლარის და 42 თეთრის ანაზღაურება.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 12 დეკემბრის №M---------------- წერილით, ჯ--–--- რ-----ეს, 2017 წლის 6 ნოემბრის №1------ განცხადების პასუხად გაეგზავნა გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 2017 წლის 6 დეკემბრის №1------ ცნობა. ასევე ეცნობა, რომ ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ იყო გამოყოფილი, მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას დააკმაყოფილონ განმცხადებლის თხოვნა.

 

2.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 30 ნოემბრის №M---------------- წერილით, დ----- ხ-----------ეს, 2017 წლის 13 ნოემბრის №1------ განცხადების პასუხად გაეგზავნა გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 2017 წლის 20 ნოემბრის №1------ ცნობა. ასევე ეცნობა, რომ ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ იყო გამოყოფილი, მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას დააკმაყოფილონ განმცხადებლის თხოვნა.

 

2.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადის 2017 წლის 6 დეკემბრის M---------------- ცნობის თანახმად, ჯ--–--- რ-----ის მიმართ, 1998 წლის (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) 1999 წლის (ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) 2000 წლის (აპრილი, მაისი, ივნისი) დარიცხული სახელფასო დავალიანება (ხელფასი, კვება, ჯილდო, მატ. დახ.) შეადგენს - 1 751,71 ლარს. სულ ხელზე ასაღები თანხა შეადგენს - 1 460,89 ლარს, მათ შოროს ხელზე ასაღები კვების კომპენსაცია - 614,59 ლარს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.4. სასამართლოს მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე კი პირს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეების მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრული იყო დასახელებული მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეების მოთხოვნას წარმოადგენლდა მოპასუხისათვის ჯ--–--- რ-----ის სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების - 1 460 ლარისა და 89 თეთრის ანაზღაურება, ხოლო დ----- ხ-----------ის (1998-2000) სასარგებლოდ - 945 ლარისა და 42 თეთრის ანაზღაურების დაკისრება.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 12 დეკემბრის №M---------------- წერილის თანახმად, ჯ--–--- რ-----ეს, მისი 2017 წლის 6 ნოემბრის №1------ წერილის პასუხად გაეგზავნა ინფორმაცია სახელფასო დავალიანების შესახებ, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 30 ნოემბრის №M---------------- წერილის თანახმად, დ----- ხ-----------ეს, მისი 2017 წლის 13 ნოემბრის №1------ წერილის პასუხად გაეგზავნა ინფორმაცია სახელფასო დავალიანების შესახებ.

 

ამდენად, მართალია მოსარჩელეებმა სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით უფლების რეალიზაცია მოახდინეს 2017 წლის 6 ნოემბერისა და 2017 წლის 13 ნოემბერის განცხადებით, ანუ იმ პერიოდში, როდესაც მოქმედებდა უკვე ,,საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონი, სადაც აღარ არის მითითებული 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე გასაცემი კუთვნილი თანხის, ანუ წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესი, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე არ შეიძლება აღნიშნული გარემოება ჩაითვალოს მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძვლად, ყოველ შემთხვევაში ახალი რეგულაციის მიღების მომენტიდან სახელშეკრულებო ურთიერთობებისთვის განსაზღვრულ ხანდაზმულობის ვადაში მაინც.

 

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მის მიმართ უნდა გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები.

 

საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელეები შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად, სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით, ისინი წარმოადგენდნენ საჯარო მოსამსახურეებს.

 

2.5. სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. ”სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფება.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ მუშაკის შრომითი გასამრჯელოს - ხელფასის გაცემის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აკისრია კანონმდებლობის საფუძველზე, ანუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებაა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს სამართლებრივი ნორმა მოსარჩელეებს, როგორც მოთხოვნის უფლების მქონე პირებს ანიჭებთ შესაძლებლობას მოითხოვონ სახელმწიფოსგან მიუღებელი შრომითი გასამრჯელო - ხელფასი.

 

სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებული კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელებულიყო დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება. ამავე ნორმის დანაწესით, იგი არ შეიცავს საჯარო მოსამსახურისათვის განსაზღვრული კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურისგანხორციელებასთან დაკავშირებული შრომითი ურთიერთობები. აღნიშნული კანონის 37-ე მუხლი წარმოადგენს იმ მავალდებულებელ სამართლებრივ საფუძველს, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება, სწორედ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება წარმოადგენდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველს.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. იმავე პაქტის მე-7 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოები აღიარებენ, რომ თითოეულს ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები, მათ შორის, სამართლიანი ხელფასი.

 

„ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-4 მუხლი ეხება შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების მხარეები აღიარებენ მუშაკთა მიერ ისეთი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომელიც უზრუნველყოფს მათი ცხოვრების ღირსეულ დონეს.

 

2.6. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება და აღნიშნული, დამსაქმებლის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს.

 

სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას სახელფასო დავალიანებაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებულია კანონით.

 

შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფომ ცალსახად განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეთა უფლება მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება დაუშვებელია.

 

ანალოგიურად, სასამართლო ვერ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომლის შესაბამისად, სამინისტროს არ უნდა დაეკისროს მოსარჩელეს მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სახსრების გამოყოფამდე. როგორც უკვე აღინიშნა, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებულია კანონით - საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით.

 

შესაბამისად, მოპასუხის მიერ მითითებული არგუმენტი არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, რომელსაც საქართველო შეუერთდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის №655 დადგენილებით, აღიარებულია, რომ ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.

 

დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 2017 წლის 20 ნოემბრის M---------------- ცნობის თანახმად, დ----- ხ-----------ის მიმართ დარიცხული სახელფასო დავალიანება, 1998 წლის (პრემია, ხელფასი, კვების კომპენსაცია) 1999 წლის (პრემია, ხელფასი, კვების კომპენსაცია) შეადგენს - 1 157,78 ლარს. აქედან ხელზე ასაღები თანხა შეადგენს - 945,42 ლარს, მათ შოროს კვების კომპენსაცია - 472 ლარს. ასევე დადაგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადის 2017 წლის 6 დეკემბრის M---------------- ცნობის თანახმად, ჯ--–--- რ-----ის მიმართ, 1998 წლის (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) 1999 წლის (ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) 2000 წლის (აპრილი, მაისი, ივნისი) დარიცხული სახელფასო დავალიანება (ხელფასი, კვება, ჯილდო, მატ.დახ.) შეადგენს - 1 751,71 ლარს აქედან ხელზე ასაღები თანხა შეადგენს - 1 460,89 ლარს, მათ შოროს ხელზე ასაღები კვების კომპენსაცია - 614,59 ლარს.

 

2.7. ადმინისტრაციული ორგანოს, კერძოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოქმედების განუხორციელებლობა (სახელფასო დავალიანების აუნაზღაურებლობა) პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს და საქმეზე გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რომლის თანახმად თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება, ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელეთა კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო, ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სასარჩელო განცხადებაში მითითებული მოსარჩელის მოთხოვნა - კვების კომპენსაციის ნაწილში წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან კვების კომპენსაცია ხელფასის თანხისგან განსხვავებით არ არის მოქცეული სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში. ამდენად, მოსარჩელეს მიმართ ამ ნაწილში უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა მითითებული პერიოდის კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნია, რომ მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე - ჯ--–--- რ-----ის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა , 1998 წლის (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი), 1999 წლის (ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) და 2000 წლის (აპრილი, მაისი, ივნისი) ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების (ხელფასი, ჯილდ, მატერ.) ანაზღაურება, რაც ჯამში შეადგენს - 846,3 ლარს, ხოლო, მოსარჩელე - დ----- ხ-----------ის სასარგებლოდ - 1998 წლის და 1999 წლის ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების (პრემია, ხელფასი) ანაზღაურება, რაც ჯამში შეადგენს - 473,42 ლარს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ მოსარჩელემ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების უფლების რეალიზაცია მოახდინა 2017 წლის 06 და 13 ნოემბერს, ანუ იმ დროს, როდესაც მოქმედებდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი, რომელშიც აღარ არის მითითებული 2005 წლის 01 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე გაცემული კუთვნილი თანხის ანუ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესი. ამასთან მიუთითა, რომ მოთხოვნა სახელფასო დავალიანების შესახებ არის ხანდაზმული.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

4.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5. ფაქტობრივი დასაბუთება

 

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეთანხმება და სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემობებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

 

სამართლებრივი დასაბუთება

6.1. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).

 

6.2. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:

 

6.3. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიციას სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 12 დეკემბრის №M---------------- წერილზე, რომლის თანახმად, ჯ--–--- რ-----ეს, მისი 2017 წლის 6 ნოემბრის №1------ წერილის პასუხად გაეგზავნა ინფორმაცია სახელფასო დავალიანების შესახებ, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 30 ნოემბრის №M---------------- წერილის თანახმად, დ----- ხ-----------ეს, მისი 2017 წლის 13 ნოემბრის №1------ წერილის პასუხად გაეგზავნა ინფორმაცია სახელფასო დავალიანების შესახებ. მათ ასევე ეცნობათ, რომ ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ იყო გამოყოფილი, მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას დააკმაყოფილონ განმცხადებლის თხოვნა.

 

ამასთან დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადის 2017 წლის 6 დეკემბრის M---------------- ცნობის თანახმად, ჯ--–--- რ-----ის მიმართ, 1998 წლის (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) 1999 წლის (ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) 2000 წლის (აპრილი, მაისი, ივნისი) დარიცხული სახელფასო დავალიანება (ხელფასი, კვება, ჯილდო, მატ. დახ.) შეადგენს - 1 751,71 ლარს. სულ ხელზე ასაღები თანხა შეადგენს - 1 460,89 ლარს, მათ შოროს ხელზე ასაღები კვების კომპენსაცია - 614,59 ლარს.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მართალია მოსარჩელეებმა სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით უფლების რეალიზაცია მოახდინეს 2017 წლის 6 ნოემბერისა და 2017 წლის 13 ნოემბერის განცხადებით, ანუ იმ პერიოდში, როდესაც მოქმედებდა უკვე ,,საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონი, სადაც აღარ არის მითითებული 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე გასაცემი კუთვნილი თანხის, ანუ წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესი, მაგრამ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე არ შეიძლება აღნიშნული გარემოება ჩაითვალოს მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძვლად, ყოველ შემთხვევაში ახალი რეგულაციის მიღების მომენტიდან სახელშეკრულებო ურთიერთობებისთვის განსაზღვრულ ხანდაზმულობის ვადაში მაინც.

 

შესაბამისად, სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მის მიმართ უნდა გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები.

 

საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეები შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად, სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით, ისინი წარმოადგენდნენ საჯარო მოსამსახურეებს.

 

6.4 . სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. ”სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფება.

 

საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება და აღნიშნული, დამსაქმებლის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს.

 

პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავად, ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას სახელფასო დავალიანებაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებულია კანონით. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფომ ცალსახად განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეთა უფლება მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება დაუშვებელია.

 

საფუძველს მოკლებულია, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, რომლის შესაბამისად, სამინისტროს არ უნდა დაეკისროს მოსარჩელეს მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სახსრების გამოყოფამდე. როგორც უკვე აღინიშნა, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებულია კანონით - საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით. ამრიგად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

 

დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 2017 წლის 20 ნოემბრის M---------------- ცნობის თანახმად, დ----- ხ-----------ის მიმართ დარიცხული სახელფასო დავალიანება, 1998 წლის (პრემია, ხელფასი, კვების კომპენსაცია) 1999 წლის (პრემია, ხელფასი, კვების კომპენსაცია) შეადგენს - 1 157,78 ლარს. აქედან ხელზე ასაღები თანხა შეადგენს - 945,42 ლარს, მათ შოროს კვების კომპენსაცია - 472 ლარს. ასევე დადაგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადის 2017 წლის 6 დეკემბრის M---------------- ცნობის თანახმად, ჯ--–--- რ-----ის მიმართ, 1998 წლის (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) 1999 წლის (ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) 2000 წლის (აპრილი, მაისი, ივნისი) დარიცხული სახელფასო დავალიანება (ხელფასი, კვება, ჯილდო, მატ.დახ.) შეადგენს - 1 751,71 ლარს აქედან ხელზე ასაღები თანხა შეადგენს - 1 460,89 ლარს, მათ შოროს ხელზე ასაღები კვების კომპენსაცია - 614,59 ლარს.

 

6.5. უდავოა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოქმედების განუხორციელებლობა (სახელფასო დავალიანების აუნაზღაურებლობა) პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ უფლებასა და ინტერესს და საქმეზე გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რომლის თანახმად თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება, ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელეთა კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო, ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სასარჩელო განცხადებაში მითითებული მოსარჩელის მოთხოვნა - კვების კომპენსაციის ნაწილში წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან კვების კომპენსაცია ხელფასის თანხისგან განსხვავებით არ არის მოქცეული სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში. ამდენად, მოსარჩელეს მიმართ ამ ნაწილში უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა მითითებული პერიოდის კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო სრულიად სამართლიანად მიიჩნია, რომ მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე - ჯ--–--- რ-----ის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა, 1998 წლის (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი), 1999 წლის (ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) და 2000 წლის (აპრილი, მაისი, ივნისი) ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების (ხელფასი, ჯილდ, მატერ.) ანაზღაურება, რაც ჯამში შეადგენს - 846,3 ლარს, ხოლო, მოსარჩელე - დ----- ხ-----------ის სასარგებლოდ - 1998 წლის და 1999 წლის ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების (პრემია, ხელფასი) ანაზღაურება, რაც ჯამში შეადგენს - 473,42 ლარს.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია მოსარჩელის სახელფასო დავალიანება, ამასთან არსებობს მისი ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლებიც, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს უარი აუნაზღაუროს მათ სახელფასო დავალიანება უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს; მითითებული გარემოებების არსებობის პირობებში სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლზე დაყრდნობით უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალება ქმედების განხორციელება, რაც გამოიხატება დავალიანების გაცემაში.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,უ’’ პუნქტების თანახმად მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; თანახმად ს.ს.ს. კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილისა, როდესაც ორივე მხარე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-34 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა