განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015789298
N2ბ/3124-2017
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 ოქტომბერი, 2018 წელი ქალაქ თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია
მოსამართლეები - ლევან გვარამია, გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი - შპს ,,ა----–---’’
წარმომადგენელი - კ---- მ-----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ-------–------ი’’
წარმომადგენელი - ნ----–ო---, ფ------- გ-------–---ი
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სს "გ-–-------–-"
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი - აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილებით, სს ”ა----–---”-ის სასარჩელო მოთხოვნები 2012 წლის 25 დეკემბრის N0------------ განკარგულების და აუქციონის ოქმის შედეგების ბათილობის, ასევე, მოპასუხისთვის 3 067 106 ლარის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო სს „თ-------–------ი“-ს (ს/კ 205016560) საკუთრებას, მდებარე, ქ. თბილისი, ს-------–---–------------, საკადასტრო კოდი: 0---------------.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2011 წლის 09 აგვისტოს, სს ,,თიბისი ლიზინგსა” (ლიზინგის გამცემი) და შპს ,,ა----–---”-ს (ლიზინგის მიმღები) შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება N3------, რომლის თანახმად, ლიზინგის გამცემი იღებს ვალდებულებას ცალკე გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, შეისყიდოს ლიზინგის მიმღების მიერ შერჩეული საგანი, რომელიც ლიზინგით გადაეცემა ლიზინგის მიმღებს ხელშერულების პირობების შესაბამისად (ტომი I, ს.ფ 97-103; 104-105; 106);
2.2. ლიზინგის ხელშეკრულების მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, 2011 წლის 09 აგვისტოს სს ,,გ-–-------–-ს” და სს ,,თ-------–------ს” შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სს ”გ-–-------–-მ” აიღო სოლიდარული პასუხისმგებლობა ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული "ლიზინგის მიმღების" შპს ”ა----–---”-ის ვალდებულებებზე ლიზინგის მთლიანი ფასის 584 600,32 აშშ დოლარის ფარგლებში (ტომი I, ს.ფ 110-111);
2.3. 2011 წლის 15 აგვისტოს, სს ,,თ-------–------სა” და სს ,,გ-–-------–-ს” შორის ლიზინგის ხელშეკრულების მოთხოვნის უზრუნველყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N3---------, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა სს ”გ-–-------–-ს” კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისი, ს-------–---–--------------, ს/კ 0---------------;
ხელშეკრულების 6.2 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი რომელიმე ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკარს უფლება აქვს საკუთარი არჩევანით გამოიყენოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემდეგი ღონისძიებები: 1. იპოთეკის საგანის რეალიზაცია განახორციელოს აუქციონის მეშვეობით, 2. პირდაპირ მიიღოს საკუთრებაში იპოთეკის საგანი და 3. იპოთეკის საგნის რეალიზაცია განახორციელოს პირდაპირი მიყიდვის გზით (ტომი I, ს.ფ.112-115);
2.4. 2012 წლის 13 ივნისს შპს „ა----–---“ (ლიზინგის მიმღებს) და სს „თ-------–------ი“-ს (ლიზინგის გამცემი) შორის გაფორმდა აქტი „ლიზინგის აქტივის გამოთხოვის“ თაობაზე, რომლის თანახმად, 2011 წლის 9 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, ლიზინგის გამცემი იბრუნებს ლიზინგის მიმღებისაგან ხელშეკრულებით გადაცემულ მოძრავ ნივთებს (ტომი I, ს.ფ 116-117);
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ა----–---”-მა დაარღვია ლიზინგის ხელშეკრულებით სს ,,თ-------–------ის” მიმართ ნაკისრი ვალდებულება.
სს ,,თ-------–------მა” 2012 წლის 23 აპრილს და დამატებით 2012 წლის 04 ივნისს გაფრთხილების წერილები გაუგზავნა როგორც შპს „ა----–---“-ს, ასევე სს „გ-–-------–-“- ს და აცნობა მიმდინარე დავალიანების შესახებ.
2.6. 2012 წლის 25 დეკემბერს გამართულ აუქციონზე გამარჯვებულად დასახელდა სს ,,თ-------–------ი”.
0------------ განკარგულებით აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლება გადაეცა სს ,,თ-------–------ს”.
2.7. თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სს „გ-–-------–-“-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სს „თ-------–------ი“-ს მიმართ 2012 წლის 25 დეკემბრის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის და ქონების მიკუთვნების თაობაზე.
სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს „ა----–---“-ს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ეცნობა აუქციონის ჩატარების შესახებ და აუქციონის ჩატარებისას არ დარღვეულა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. კერძოდ:
სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 3062-ე მუხლში ასახულია აუქციონის მომზადების წესები, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს სპეციალისტი, რის შესახებაც იგი აუქციონის ჩატარებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე აქვეყნებს განცხადებას, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ ქვეყნდება საჯაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. ხოლო მესამე ნაწილის მიხედვით, სპეციალისტი აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ მხარეებს აცნობებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეებს აუქციონის ჩატარების შესახებ ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. კერძოდ, შპს "ა----–---"-ს აუქციონის დანიშვნის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა 2012 წლის 14 დეკემბერს. აუქციონის ჩატარების თაობაზე შეტყობინება ასევე გაეგზავნა სს „გ-–-------–-“-ს, 2012 წლის 14 დეკემბერს, ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე, აუქციონის ჩატარებამდე 11 დღით ადრე. დადგენილი იყო ასევე, რომ აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოქვეყნდა საჯაროდ - გაზეთ ,,ს----------------–-”. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი იყო აუქციონის ჩატარების სხდომის ოქმი, რომლის თანახმად, აუქციონზე გამოცხადდნენ უძრავი ქონების მესაკუთრე სს „გ-–-------–-“ და მოვალე შპს „ა----–---“.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ შპს "ა----–---"-სთვის ცნობილი იყო დავალიანების არსებობის თაობაზე, რაც დადასტურებული იყო საქმეში წრმოდგენილი 2012 წლის 23 აპრილის და 2012 წლის 4 ივნისის წერილებით, სადაც სს ,,თ-------–------ი” შპს “ა----–---“-ს და სს "გ-–-------–-"-ს ატყობინებდა, რომ შპს ,,ა----–---”-ის მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება 2012 წლის 20 აპრილის მდგომარეობით შეადგენდა 16.596.99 ლარს, აქედან ძირითადი სალიზინგო საზღაური იყო - 16.530.36 ლარი, ხოლო ჯარიმა - 66.63 ლარი. ამავე წერილით მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა, რომ თუ აღნიშნული დავალიანება 15 დღის ვადაში არ დაიფარებოდა, შპს ,,ა----–---”-ის მიერ, სს ,,თ-------–------ი” უფლებას იტოვებდა შეეწყვიტა N3------ ლიზინგის ხელშეკრულება, გამოეთხოვა ლიზინგის საგნები და მიემართა სასამართლოსთვის თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების ასამოქმედებლად. ამასთანავე, დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია და შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდებინა საკრედიტო ბიუროს ,,კ---------------------------–---თვის”. იგივე შინაარსის გაფრთხილება შპს “ა----–---“-ს და სს "გ-–-------–-"-ს გაეგზავნა 2012 წლის 4 ივნისს (დავალიანების ოდენობა 33.706.39 ლარი) და ეცნობა, რომ 2012 წლის 10 ივნისამდე დავალიანების დაუფარავობის შემთხვევაში დამატებითი შეტყობინების გარეშე ლიზინგის ხელშეკრულება ჩაითვლებოდა ცალმხრივად შეწყვეტილად.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება იპოთეკარის მიერ შერჩეული პირის სპეციალისტად დანიშვნაზე.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის გაყიდვა ხდება აუქციონზე კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, რომლებიც აუქციონის ჩატარების მიზნით ნიშნავენ სპეციალისტს, მისივე თანხმობით.
კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით (2011 წლის 15 აგვისტოს N3--------- იპოთეკის ხელშეკრულების 6.2.1. პუნქტი) სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მესაკუთრე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაეთანხმა აუქციონის ჩატარების მიზნით იპოთეკარის მიერ შერჩეული პირის სპეციალისტად დანიშვნას. ამდენად, ხელშეკრულებაში წინასწარ გაცხადებული თანხმობა გულისხმობდა იმას, რომ მესაკუთრე თანახმა იყო სპეციალისტად დანიშნულიყო ნებისმიერი პირი იპოთეკარის შერჩევით (ტომი I, ს.ფ 52-58; 118-119; 121; 179-180; 182-183);
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. სასამართლომ აღნიშნა, რომ წინამდებარე სარჩელით დავის საგანს წარმოადგენდა 2012 წლის 25 დეკემბერს მოპასუხის მიერ ჩატარებული აუქციონის ოქმი და მის საფუძველზე ქონების შეძენის ლეგიტიმურობა, კერძოდ აუქციონის შედეგები, ასევე მოსარჩელის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სასამართლოს განმარტებით, მოთხოვნის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კრედიტორს უქმნის რწმენას, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მითითებული სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, იგი შეძლებს საკუთარი მატერიალური უფლების დაცვას და მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან, ვალდებულების დარღვევისას მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენების შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ ინსტიტუტის არსი და დანიშნულება, კერძოდ, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება უზრუნველყოფილი მოთხოვნის გარანტიას წარმოადგენს და, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იგი იკავებს ვალდებულების შესრულების ადგილს, რაც შეიძლება განხორციელდეს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების აუქციონზე რეალიზაციით მიღებული თანხის, ასევე ნივთის კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემით. ამდენად, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების ფუნქცია შეუსრულებელი ვალდებულების შესრულებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოვალისათვის ვალდებულების შესრულების დაკისრება უზრუნველყოფის საშუალებით ხორციელდება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეები თავდებობის ხელშეკრულებასთან ერთად, დამატებით შეთანხმდნენ, რომ ლიზინგის მიმღების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა გარკვეული სახის ღონისძიებები და თუ არც ძირითადი მოვალე და არც თავდები არ დაფარავდა დავალიანებას, მხოლოდ მაშინ უნდა მოეხდინა მოპასუხეს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება აუქციონზე უძრავი ქონების რეალიზაციის გზით. სასამართლომ შენიშნა, რომ მოსარჩელის მიერ კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია ეწინააღმდეგებოდა სოლიდარული პასუხისმგებლობის არსს და მის დანიშნულებას. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ სოლიდარულ მოვალეს, როგორც მთლიანად ისე ნაწილობრივ. ვალდებულების ბოლომდე შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული სოლიდარული თავდებობის და იპოთეკის ხელშეკრულებათა შინაარსი ადასტურებდა სოლიდარული ვალდებულების არსებობას, რაც გულისხმობდა ერთდროულად რამოდენიმე მოვალის არსებობას და თითოეული მათგანის (მოცემულ შემთხვევაში კი როგორც თავდების, ისე ლიზინგის მიმღების) სოლიდარულ პასუხისმგებლობას კრედიტორის წინაშე. სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მხარეებს შორის სალიზინგო ურთიერთობის და პასუხისმგებლობის ყველა საკითხი განისაზღვა ხელშეკრულებებით შესაბამისად, დავის გადაწყვეტისას უპირატესობა მიანიჭა მოცემულ ხელშეკრულებებში მხარეთა ნებას.
სასამართლოს მითითებით, დადგენილი იყო, რომ ძირითადმა მოვალემ შპს ,,ა----–---”-მა არ შეასრულა ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულება. დადგენილი იყო ის ფაქტიც, რომ სოლიდარული მოვალე (თავდები) ინფორმირებული იყო მიმდინარე დავალიანების შესახებ და გაფრთხილებული იქნა, ვალდებულების შეუსრულებლობისას მოსალოდნელი შედეგების (იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია) ასევე სადავო აუქციონის ჩატარების შესახებ.
ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2012 წლის 25 დეკემბერს გამართული აუქციონი ჩატარდა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მოსარჩელემ სადავო აუქციონის მართლსაწინააღმდეგოდ გამართვის დამადასტურებელი გარემოებანი ვერ დაასახელა და სასარჩელო მოთხოვნა როგორც აუქციონის ისე მისი შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით საფუძველს იყო მოკლებული.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სასამართლომ განმარტა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მისთვის ზიანის მიყენების ფაქტს უკავშირებდა კანონის დარღვევით ჩატარებულ აუქციონს და მის შედეგებს ქონების გასხვისებასთან მიმართებაში. სასამართლომ შენიშნა, რომ წინამდებარე მოთხოვნასთან დაკავშირებით მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენდა მისთვის ზიანის მიყენების ფაქტის და იმ გარემოების დადასტურება, რომ მოპასუხის მოქმედება აუქციონის გამართვასთან დაკავშირებით მართლსაწინააღმდეგო ხასიათის იყო.
სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია აღენიშნა, რომ 2011 წლის 9 აგვისტოს ხელშეკრულების 6.2 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი რომელიმე ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკარს უფლება აქვს საკუთარი არჩევანით გამოიყენოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემდეგი ღონისძიებები: 1. იპოთეკის საგანის რეალიზაცია განახორციელოს აუქციონის მეშვეობით, 2. პირდაპირ მიიღოს საკუთრებაში იპოთეკის საგანი და 3. იპოთეკის საგნის რეალიზაცია განახორციელოს პირდაპირი მიყიდვის გზით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული აუციონი გამართული იყო მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელე მხარემ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად ზიანის მიღების ფაქტი ვერ დაასაბუთა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ა----–---’’-ის სასარჩელო მოთხოვნა 3 067 106 ლარის გადახდის ნაწილშიც, დაუსაბუთებელი იყო, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით 2.3. პუნქტში, არასწორად მიიჩნია უდავოდ, რომ ხელშეკრულების 6.2 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი რომელიმე ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკარს უფლება აქვს საკუთარი არჩევანით გამოიყენოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემდეგი ღონისძიებები: 1. იპოთეკის საგანის რეალიზაცია განახორციელოს აუქციონის მეშვეობით, 2. პირდაპირ მიიღოს საკუთრებაში იპოთეკის საგანი და 3. იპოთეკის საგნის რეალიზაცია განახორციელოს პირდაპირი მიყიდვის გზით.
აპელანტის განმარტებით, პირველ რიგში სასამართლოს უნდა დაედგინა წარმოეშვა თუ არა იპოთეკარს აღნიშნული უფლებებიდან რომელიმე, კერძოდ, უნდა დაედგინა, მესაკუთრემ, თავდებმა და სოლიდარულმა მოვალემ - სს ,,გ-–-------–-მ’’, იცოდა თუ არა შპს ,,ა----–---’’-ის დავალიანების ოდენობის შესახებ. აპელანტის მითითებით, დავალიანების შესახებ, თავად მოვალე შპს ,,ა----–---’’-სთვისაც კი არ იყო ცნობილი.
3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ შპს ,,ა----–---”-მა დაარღვია ლიზინგის ხელშეკრულებით სს ,,თ-------–------ის” მიმართ ნაკისრი ვალდებულება და რომ სს ,,თ-------–------მა” 2012 წლის 23 აპრილს და დამატებით 2012 წლის 04 ივნისს გაფრთხილების წერილები გაუგზავნა როგორც შპს „ა----–---“-ს, ასევე სს „გ-–-------–-“-ს და აცნობა მიმდინარე დავალიანების შესახებ.
აპელანტმა აღნიშნა, რომ საქმის მასალებში (ტომი 1; ს.ფ. 124-125) განთავსებულია სს ,,გ-–-------–-ს’’ წერილი და შპს ,,ა----–---’’-ს პასუხი იმის თაობაზე, რომ არცერთ მათგანს არ მიუღია არანაირი შეტყობინება სს ,,თ-------–------ისაგან’’ იმის თაობაზე, თუ რა დავალიანება ერიცხებოდა საბოლოო ჯამში შპს ,,ა----–---’’-ს, მას შემდეგ, რაც 2012 წლის 13 ივნისს მოხდა ლიზინგის საგნების გამოთხოვა. აპელანტის განმარტებით, ამ გარემოების მნიშვნელობა გამოიხატებოდა იმაში, რომ ობიექტურადაც და ხელშეკრულებებიდან გამომდინარეც, აღნიშნული გამოთხოვილი საგნების ღირებულება უნდა გამოკლებოდა შპს ,,ა----–---’’-ის საბოლოო დავალიანებას სს ,,თ-------–------ის’’ მიმართ.
აპელანტმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2013 წლის 16 იანვარს, აუდიტორულმა კომპანია ,,კ--------------მა’’ 2012 წლის 13 ივნისს შპს ,,ა----–---’’-სგან გამოთხოვილი ლიზინგის საგნების ღირებულება მესამედ შეაფასა (იხ. ტომი 1; ს.ფ. 427), 2012 წლის 25 დეკემბერს კი, სს ,,თ-------–------მა’’ ჩაატარა აუქციონი თავისი ,,მოთხოვნის’’ დასაკმაყოფილებლად და საწყის ფასად დაასახელა 330,000 ლარი, როგორც ,,თავისი მოთხოვნის’’ მოცულობა, რაც ალოგიკურს ხდის განხორციელებულ შეფასებას. აპელანტის მითითებით, ეს უძრავი ქონება შეფასებულია 1 509.825 აშშ დოლარად (ტომი 1; ს.ფ. 277), ხოლო, მისი მესაკუთრე 330.000 ლარის სანაცვლოდ გახდა სს ,,თ-------–------ი’’.
3.3. აპელანტი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითებას თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 თებერვლის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, სს „გ-–-------–-“-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სს „თ-------–------ი“-ს მიმართ 2012 წლის 25 დეკემბრის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის და ქონების მიკუთვნების თაობაზე.
აპელანტის განმარტებით, მითითებულ საქმეს შემხებლობა არ აქვს განსახილველ დავასთან და არც აღნიშნული საქმის ფარგლებში დადგენილ ფაქტებს.
3.4. აპელანტი ასევე არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ გარემოებას, რომ შპს „ა----–---“-ს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ეცნობა აუქციონის ჩატარების შესახებ და აუქციონის ჩატარებისას არ დარღვეულა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. ამასთან, არასწორია სასამართლოს მითითება, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო აუქციონის ჩატარების სხდომის ოქმი, სადაც მითითებული იყო, რომ აუქციონზე გამოცხადდნენ უძრავი ქონების მესაკუთრე სს „გ-–-------–-“ და მოვალე შპს „ა----–---“.
აპელანტის განმარტებით, აუქციონის ჩატარების სხდომის ოქმში, შედგენილია მოპასუხე სს ,,თ-------–------ის’’ მიერ. საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მესაკუთრე სს ,,გ-–-------–-ს’’ ან მოვალე შპს ,,ა----–---’’-ს მონაწილეობას აუქციონში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 305-ე მუხლის შესაბამისად (კრედიტორის, მოვალისა და მესაკუთრის მონაწილეობა აუქციონში).
აპელანტის განმარტებით, კრედიტორი, მოვალე და მესაკუთრე უფლებამოსილნი არიან თვითონაც მიიღონ მონაწილეობა აუქციონში, რომლის დროსაც, მოვალემ და კრედიტორმა ისეთი უზრუნველყოფა უნდა წარმოადგინონ, რომელსაც ექსპერტი ჯეროვნად მიიჩნევს. აპელანტის განმარტებით, ფიზიკური პირის სადმე ყოფნის ფაქტი, რომელსაც ადასტურებს მოპასუხე მხარის მიერ შედგენილი ოქმი, ვერ გამოდგება სადავო გარემოების სამტკიცებლად.
3.5. სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, თუ რატომ მოხდა ისე, რომ 2012 წლის 25 დეკემბრის აუქციონის თაობაზე შეტყობინება ვერ ჩაბარდა ვერც შპს ,,ა----–---’’-ს და ვერც სს ,,გ-–-------–-’’-ს. მოცემულ შემთხვევაში, ბიზნესურთიერთობაში მყოფმა სუბიექტმა (სს ,,თ-------–------ი’’) არ გამოიყენა კომუნიკაციის არც ერთი ალტერნატიული საშუალება იმისათვის, რათა ეცნობებინა შპს ,,ა----–---’’ ან ,,გ-–-------–-სათვის’’ იმის თაობაზე, თუ რამდენს შეადგენდა შპს ,,ა----–---’’-ს საბოლოო დავალიანება მის წინაშე, ან/და უბრალოდ ეცნობებინათ მათთვის აუქციობის თაობაზე.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ იმსჯელა, თუ რატომ არ გამოიყენა მოპასუხემ (სს ,,თ-------–------მა’’) თავდებობის ხელშეკრულების 2.4., 2.6., 2.7. პუნქტები, რომლებიც მას უფლებას აძლევდა შპს ,,ა----–---’’-ის მიერ გადახდის გრაფიკის ვადაგადაცილებისთანავე მოეთხოვა სს ,,გ-–-------–-ს’’ ანგარიშებიდან საქართველოს ნებისმიერი ბანკიდან უაქცეპტო წესით თანხის ჩამოჭრა.
სასამართლომ არ იმსჯელა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2011 წლის 15 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულების 6.1., 6.2. პუნქტების თანახმად, მოპასუხე (სს ,,თ-------–------ი) ვალდებული იყო ეცნობებინა სს ,,გ-–-------–-სათვის’’ და შპს ,,ა----–---’’-ს საბოლოო დავალიანების შესახებ, რაც უნდა მომხდარიყო ლიზინგის საგნების გამოთხოვის შემდეგ’’ – 2012 წლის 13 ივნისის შემდეგ.
სასამართლომ ასევე არ იმსჯელა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოპასუხე სს ,,თ-------–------ის’’ მიერ შეტანილ საჩივარში, საჩივრის ავტორი თავისსავე აზრით აუქციონის შედეგად შეძენილ ქონებას აფასებს 947.028,32 აშშ დოლარად, მაშინ, როდესაც, თვითონ უკონკურენტოდ 330.000 ლარად შეიძინა ეს ქონება თავისსავე მოთხოვნის დასაკმეყოფილებლად თავის მიერ ჩატარებულ აუქციონზე.
სასამართლომ ასევე არ იმსჯელა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, და შეფასება არ მისცა, თუ რატომ მოახდინა სს ,,თ-------–------მა’’ 2013 წლის იანვრის თვეში (16 იანვარს) აუდიტორული კომპანია ,,კ--------------ის’’ მეშვეობით, მესამედ, ლიზინგის ძირითადი საგნების შეფასება, მაშინ, როცა იგივე აუდიტორულმა კომპანიამ მოახდინა ლიზინგის საგნის - ავტომობილების შეფასება 2012 წლის 18 ივნისს.
სამართლებრივი საფუძვლები
3.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე, 394-ე, 408-ე, 465-ე მუხლებზე, თუმცა არასწორად განმარტა მითითებული ნორმები. აპელანტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლიდან გამომდინარე, დაცული უნდა იქნას ამავე კოდექსის 302.6. მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სპეციალისტის ვალდებულებას აუქციონის შესახებ შეატყობინოს საჯარო რეესტრში შეყვანილ უფლებამოსილ პირებს. რაც მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიერ არ არის დაცული.
3.7. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით, აპელანტი ასევე ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებას, რომლის თანახმად, მართალია დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა მტკიცებულების - N0--------------- ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოთხოვის თაობაზე, თუმცა, იმის გამო, რომ 2016 წლის 24 ნოემბრის სხდომისათვის აღნიშნული მტკიცებულება არ იქნა გამოთხოვილი/არ იყო მოსული ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, ამ მიზეზით, ეს სხდომა გახსნისთანავე გადადო სასამართლომ 2016 წლის 22 დეკემბერს. ხოლო, 22 დეკემბერს, სასამართლომ მოსარჩელე მხარეს გადასცა სს ,,თ-------–------ის’’ მიერ 2016 წლის 29 ნოემბერს წარდგენილი მტკიცებულება, რომელშიც, ნახევარზე მეტი ტექსტი ფიზიკურად არ ჩანს და რაც მთავარია, რომელიც კანონით დადგენილი წესით სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან უნდა გამოეთხოვა თავად სასამართლოს. შესაბამისად, აპელანტი მოითხოვს ექსპერტიზის ბიუროდან ამ დასკვნის გამოთხოვას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს (2.2. - 2.4.), მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.2. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ა----–---”-მა დაარღვია ლიზინგის ხელშეკრულებით სს ,,თ-------–------ის” მიმართ ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა პერიოდულად გადასახდელი თანხების გადაუხდელობაში, რის თაობაზეც 2012 წლის 23 აპრილს და 2012 წლის 04 ივნისს გაეგზავნა გაფრთხილების წერილები.
4.3. სს ,,თ-------–------ის’’ 2012 წლის 23 აპრილის N497/12 წერილით, შპს ,,ა----–---’’-ს ეცნობა, რომ მის მიერ ირღვევოდა სს ,,თ-------–------სა’’ და შპს ,,ა----–----ს’’ შორის დადებული 2011 წლის 09 აგვისტოს გაფორმებული N3------ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს ,,ა----–---’’-ს მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება 2012 წლის 20 აპრილის მდგომარეობით, შეადგენდა 16 596,99 ლარს, აქედან ძირითადი სალიზინგო საზღაური შეადგენდა 16 530.36 ლარს, ხოლო, ჯარიმა 66,63 ლარს. ამასთან, შპს ,,ა----–---’’ გაფრთხილებული იქნა, რომ თუ აღნიშნული დავალიანება არ დაიფარებოდა 15 დღის ვადაში და შპს ,,ა----–---’’-ს მხრიდან განმეორებით დაფიქსირდებოდა ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისიწნებული ვალდებულების არაკეთილსინდისიერად შესრულების ფაქტი, სს ,,თ-------–------ი’’ უფლებამოსილებას იტოვებდა შეეწყვიტა N3------ ლიზინგის ხელშეკრულება, გამოეთხოვა ლიზინგის საგნები და მიემართა სასამართლოსათვის ლიზინგის ხელშეკრულებით და თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისიწნებული უფლებების ასამოქმედებლად, ამასთანავე, დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, მოეთხოვა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია და აგრეთვე მიეწოდებინა შესაბამისი ინფორმაცია საკრედიტო ბიურო ,,კ--------------------------–---ათვის’’. წერილით შპს ,,ა----–---’’-ს მიეთითა სს ,,თ-------–------ის’’ წინაშე ვალდებულების შესრულების თაობაზე. (ტომი 1; ს.ფ. 180);
ანალოგიური შინაარსის წერილი გაეგზავნა სს ,,გ-–-------–-ს’’ და მიეთითა სს ,,თ-------–------ის’’ წინაშე ვალდებულების შესრულების თაობაზე (ტომი 1; ს.ფ. 179);
4.4. 2012 წლის 04 ივნისს, სს ,,თ-------–------მა’’ დამატებით მიმართა შპს ,,ა----–---’’ და აცნობა, რომ 2012 წლის 01 ივნისის მდგომარეობით, მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება შეადგენდა 33 706 ლარს. აქედან, ძირითადი სალიზინგო საზღაური იყო 32 684;33 ლარი, ხოლო, ჯარიმა - 1,022.06 ლარი. სს ,,თ-------–------მა’’ ადრესატს განუმარტა, რომ 23.04.2012 წლის წერილით, შპს ,,ა----–---’’-სათვის დავალიანების დაფარვის 15 დღიანი ვადის განსაზღვრის მიუხედავად, ამ უკანასკნელის (შპს ,,ა----–---’’-ის) მიერ, დავალიანება არ იქნა დაფარული. შესაბამისად, თავდებ პირს შეატყობინა, რომ დავალიანების 2012 წლის 10 ივნისამდე დაუფარავობის შემთხვევაში N3------ ლიზინგის ხელშკეურლება 2012 წლის 10 ივნისიდან ავტომატურად დამატებითი შეტყობინების გარეშე ჩაითვლებოდა ცალმხრივად შეწყვეტილად, რის შემდეგაც, კანონით დადგენილი წესით, ლიზინგის საგნები, უნდა დაბრუნებოდა ლიზინგის გამცემის მფლობელობაში და დაფარულიყო ზემოაღნიშნული დავალიანება სრულად.... (ტომი 1; ს.ფ. 183);
2012 წლის 04 ივნისს, ანალოგიური შინაარსის წერილი გაეგზავნა სს ,,გ-–-------–-ს’’ (ტომი 1; ს.ფ. 182);
4.5. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ა----–---მა’’ 2012 წლის 04 ივნისის წერილით განსაზღვრულ ვადაში - 2012 წლის 10 ივნისამდე, არ დაფარა დავალიანება. შესაბამისად, სს ,,თ-------–------ს’’ წარმოეშვა დამატებითი შეტყობინების გარეშე, ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის და შესაბამისად, ლიზინგის საგნების, დაბრუნების უფლებამოსილება. დადგენილია, რომ სწორედ ამ საფუძლით, 2012 წლის 13 ივნისს, შპს „ა----–---“ (ლიზინგის მიმღებს) და სს „თ-------–------ი“-ს (ლიზინგის გამცემი) შორის გაფორმდა აქტი „ლიზინგის აქტივის გამოთხოვის“ და ლიზინგის გამცემმა ლიზინგის მიმღებისაგან დაიბრუნა ხელშეკრულებით გადაცემული მოძრავი ნივთები (იხ. ტომი 1, ს.ფ 116-117);
4.6. პალატა აღნიშნავს, რომ ლიზინგის საგნის მიღება - ჩაბარების აქტს შპს ,,ა----–--“-ს მხრიდან ხელს აწერს მისი დირექტორი ი-----–- ტ-------ე, რომელიც ასევე პირადად აწერს ხელს 04.06.2012წ. გაფრთხილების წერილების მიღებაზე (იხ. ტ.1, ს/ფ 182-183), რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ლიზინგის მიმღებისთვის ცნობილი იყო არსებული დავალიანების შესახებ, თუმცა ვერ ფარავდა მათ;
4.7. სს ,,გ-–-------–-ს” საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე ქ. თბილისში, ს-------–---–------------, ს/კ 0---------------), 2011 წლის 15 აგვისტოს, სს ,,თ-------–------სა” და სს ,,გ-–-------–-ს” შორის ლიზინგის ხელშეკრულების მოთხოვნის უზრუნველყოფად გაფორმებული N3--------- იპოთეკის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის რეგისტრირებული იყო სს ,,ბ-----------ის” პირველი რიგის იპოთეკა (2010 წლის 17 აგვისტოს, სს ,,ბი------------’’ და სს ,,გ-–-------–-ს’’ შორის გაფორმდა N43------------- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად, 2010 წლის 17 აგვისტოს სს ,,ბი------------’’ და სს ,,გ-–-------–-ს’’ შორის გაფორმდა N43------------- იპოთეკის ხელშეკრულება; იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, სს ,,ბ-----------ის’’ სასარგებლოდ, პირველი რიგის იპოთეკით, დაიტვირთა სს ,,გ-–-------–-ს’’ საკუთრებაში არსებული ქონება, მდებარე, ქ. თბილისი, ქ-------------–---–-----, დაზუსტებული ფართობი: 1------ კვ/მ/ საკადასტრო კოდი: 0---------------). ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მითითებული უძრავი ქონება სს ,,თ-------–------ის’’ სასარგებლოდ, 15.08.2011წ. სს ,,თ-------–------სა’’ და სს ,,გ-–-------–-ს’’ შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკურლების საფუძველზე, დატვირთული იყო მეორადი იპოთეკის უფლებით;
4.8. 2012 წლის 27 ნოემბერს, სს ,,თ-------–------ის’’ დირექტორმა წერილით მიმართა სს ,,ბ-----------ს’’, სადაც მიუთითა, რომ როგორც მათთვის გახდა ცნობილი, სს ,,გ-–-------–-ს’’ მიერ ვალდებულების შეუსრულენლობის გამო, სს ,,ბ-----------ი’’ აპირებდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იპოთეკის საგნიდან, მისი რეალიზაციის გზით, რომლის შემდეგაც, სს ,,თ-------–------ის’’, როგორც იპოთეკარის უფლება, შესაძლებელია საფრთხის ქვეშ დამდგარიყო. შესაბამისად, სს ,,თ-------–------ი’’ წარმოადგენდა დაინტერესებულ პირს. ამასთან, მოითხოვა ინფომაცია სს ,,გ-–-------–-ს’’ მიმდინარე დავალიანების ზუსტი ოდენობა სს ,,ბ-----------ის’’ მიმართ (ტომი 1; ს.ფ. 184);
4.9. 30.11.2012 წელს, სს ,,ბ-----------მა’’ სს ,,თ-------–------ის’’ აცნობა, რომ სს ,,გ-–-------–-ს’’ სს ,,ბ-----------ის’’ მიმართ 29.11.2012 წლის მდგომარეობით, ერიცხებოდა დავალიანება 318 959.90 აშშ დოლარის და ,,ბანკის’’ მიერ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების მიზნით, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 5 000 ლარის ოდენობით (ტომი 1; ს.ფ. 186);
4.10. 25.12.2012წ. დაინიშნა საჯარო აუქციონი სს ,,გ-–-------–-ს’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით, განისაზღვრა უძრავი ქონების საწყისი ფასი 330 000 ლარი, ქონებაზე რეგისტრირებული იყო პირველადი იპოთეკის უფლება სს „ბ-----------ის“ მიმართ და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. აუქციონის დანიშვნის შესახებ 2012 წლის 14 დეკემბრის წერილით, სს ,,თ-------–------მა’’ აცნობა სს ,,გ-–-------–-ს’’, შპს ,,ა----–---’’-ს, შ--------–---------------ს და სს „ბ-----------ს“ (ტომი 1; ს.ფ. 191, 193, 195,197); საქმის მასალებით დასტურდება, რომ სს ,,ბ-----------ს’’ შეტყობინება ჩაბარდა 14.12.2012 წ. (ს.ფ. 196), რაც შეეხება სს ,,გ-–-------–-ს’’ და შპს ,,ა----–---’’-ს, მათ შეტყობინება ოფიციალურად ვერ ჩაბარდა (ს.ფ. 194; 198);
4.11. განცხადება აუქციონის შესახებ გამოქვეყნდა გაზეთ ,,ს----------------–-’’ 2012 წლის 17 დეკემბერს (ტომი 1; ს.ფ. 199);
4.12. 2012 წლის 25 დეკემბერს გამართულ აუქციონზე, გამარჯვებულად დასახელდა სს ,,თ-------–------ი”. 0------------ განკარგულებით დასტურდება, რომ სს ,,თ-------–------მა’’ უძრავი ქონება შეიძინა 330,000 ლარად (დღგ-ს ჩათვლით, რაც შეადგენს 50 338;98 ლარს) და აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლება გადაეცა სს ,,თ-------–------ს”(ტომი 1; ს.ფ. 201; 203);
4.13. პალატა ყურადღებას გაამახვილებს აუქციონის ჩატარების სხდომის ოქმზე, რომლის თანახმად, დგინდება, რომ მხარეები აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ გაფრთხილებულნი იყვნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წერსით. აუქციონზე გამოცხადდა: მესაკუთრე სს ,,გ-–-------–-’’ და მოვალე შპს ,,ა----–---’’, პირველადი იპოთეკარი სს ,,ბ-----------ი“. აუქციონზე არ გამოცხადდა ს----–--------–---------------ი. დადგენილია, რომ აუქციონზე ქონების შეძენის სურვილი გამოთქვა სს ,,თ-------–------მა’’. სხვა შემოთავაზება არ მომხდარა (ტომი 1; ს.ფ. 205-206); პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე არ უარყოფს, რომ შპს ,,ა-------’’-ს და სს ,,გ-–-------–-ს’’ წარმომადგენლები ესწრებოდენ აუქციონს, თუმცა მათ მონაწილეობა არ მიუღიათ, ვინაიდან აუქციონის შესახებ დროულად არ იყვნენ ინფორმირებულნი;
4.14. აუქციონზე ქონების შეძენის შემდეგ სს ,,თ-------–------მა“ სრულად დაფარა სს ,,გ-–-------–-ს’’ დავალიანება სს ,,ბ-----------ის’’, შ--------–---------------ის და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ (ტომი 1; ს.ფ. 208-210);
4.15. 25.03.2015 წელს, სს ,,გ-–-------–-ს’’ დირექტორმა ზ. გ-------მა წერილით მიმართა შპს ,,ა----–---’’-ის დირექტორს ი. ტ-------ეს და მოითხოვა 14 კალენდარული დღის განმავლობაში შპს ,,ა----–---’’-ის მიერ სს ,,თ-------–------ის’’ მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, მისთვის 1 500 000 აშშ დოლარის გადახდა. წერილის შინაარსიდან ირკვევა, რომ როგორც სს ,,გ-–-------–-სათვის’’ გახდა ცნობილი, შპს ,,ა----–---’’-მა ვერ შეასრულა ლიზინგის ხელშეკურლებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც, 2012 წლის 25 დეკემბერს, სს ,,თ-------–------ის’’ მიერ ჩაატარებულ აუქციონზე სს ,,გ-–-------–-ს’’ უძრავი ქონება თვით სს ,,თ-------–------მა’’ შეიძნა. სს ,,გ-–-------–-’’, როგორც თავდები, არ იყო ინფორმირებული საბოლოო დავალიანების შესახებ, არ მიეცათ ვადა და შესაძლებლობა, დაეფარათ დავალიანება, გარდა ამისა, არ იყვნენ ინფორმირებულნი აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ, რითაც მოესპოთ საშუალება მიეღოთ აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, სს ,,თ-------–------ის’’ მიერ ჩატარებული აუქციონის ბათილად ცნობის მოთხოვნით, სს ,,გ-–-------–-მ’’ სარჩელით მიმართა სასამართლოს, რაც საერთო სასამართლოების მიერ არ დაკმაყოფილდა. ამდენად, სს ,,გ-–-------–-მ’’ განიცადა ზიანი, რისი ანაზღაურებას მოითხოვს შპს ,,ა----–---’’-გან (იხ. ტომი 1; ს.ფ. 7);
4.16. 07.04.2015 წ. სს ,,გ-–-------–-ს’’ წერილის პასუხად შპს ,,ა----–---’’-ის დირექტორმა ი-----–- ტ-------ემ განმარტა, რომ შპს ,,ა----–---’’ აგრეთვე არ იყო ინფორმირებული საბოლოო დავალიანების შესახებ, არ მიუღიათ არანაირი წერილი და/ან შეტყობინება სს ,,თ-------–------იდან’’ დავალიანების ზუსტი ოდენობისა და დაფარვის ვადის შესახებ. ამასთან, შპს ,,ა----–---’’ ასევე არ იქნა ინფორმირებული აუქციონის ჩატარების ვადის და ადგილის შესახებ (იხ. ტომი 1; ს.ფ. 6);
4.17. თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სს „გ-–-------–-“-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სს „თ-------–------ი“-ს მიმართ 2012 წლის 25 დეკემბრის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის და ქონების მიკუთვნების თაობაზე;
4.18. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, შპს ,,ა----–---’’-ის მოთხოვნას წარმოადგენს: 1) 2012 წლის 25 დეკემბრის აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის შესახებ N0------------ განკარგულების და აუქციონის სხდომის ოქმის შედეგების ბათილად ცნობა; 2) სს „თ-------–------ისათვის“ შპს „ა----–----“-ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით თანხის დაკისრება 3 067 106 ლარის ოდენობით;
4.19. შპს ,,ა----–---’’ პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ: 1. შპს ,,ა----–---’’-სათვის ცნობილი არ იყო საბოლოო დავალიანების თაობაზე; 2. შპს „ა----–---“-ს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით არ ეცნობა აუქციონის ჩატარების შესახებ; 3. მოდავე მხარეები არ იყვნენ შეთანხმებულნი იპოთეკარის მიერ შერჩეული პირის სპეციალისტად დანიშვნაზე;
რაც შეეხება მე-2 მოთხოვნას, მისი დაკმაყოფილების საფუძვლად აპელანტი მიუთითებს აუდიტორულ დასკვნაზე, რომლის შესაბამისად, ქ. თბილისში, ს-------–---–-------------ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საბაზრო ღირებულება შეადგენს 1 509 825 აშშ დოლარს, ხოლო აუქციონის მასალებით დგინდება, რომ ქონება გაიყიდა 330 000 ლარად, შესაბამისად, ფაქტობრივი ზიანი, რაც შპს ,,ა----–---’’-მა განიცადა, შეადგენს 3 067 106 ლარს. აპელანტის განმარტებით, მოპასუხემ მიზანმიმართულად დაბალ ფასად გაასხვისა ქონება აუქციონზე, რომლის თაობაზეც არავის არ აცნობა და თავად შეიძინა გაცილებით მაღალი ღირებულების ქონება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისთვის ზიანის სახით 3 067 106 ლარის ანაზღაურება.
4.20. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს "ა----–---"-სთვის ცნობილი იყო/უნდა ყოფილიყო ცნობილი, სს ,,თ-------–------ის’’ მიმართ არსებული საბოლოო დავალიანების ოდენობის თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი (მოსარჩელე) იმ გარემოების სამტკიცებლად, რომ შპს "ა----–---"-სთვის არ იყო ცნობილი სს ,,თ-------–------ის’’ მიმართ, საბოლოო დავალიანების ოდენობის თაობაზე, მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ 25.03.2015წ. და 07.04.2015წ. წერილებზე, რომელთა შინაარსიც გადმოცემულია წინამდებარე განჩინების 4.15. და 4.16. პუნქტებში.
სადავო გარემოების სამტკიცებლად, პალატა ვერ გაიზიარებს მითითებულ წერილებში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს, გამომდინარე იქიდან, რომ მიმოწერა განხორციელებულია იმ იურიდიული პირების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ,,ერთ მხარეს მყოფ’’ პირებს და სარჩლის დაკმაყოფილების საერთო ინტერესი გააჩნიათ.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სადავო გარემოებაზე მსჯელობისას, სს „თ-------–------ი“ იშველიებს 2012 წლის 23 აპრილის და ამავე წლის 4 ივნისის იმ წერილებს, რომელთა შინაარსიც გადმოცემულია 4.3. - 4.4. პუნქტებში. წერილებით მოვალეებს ეცნობათ მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანების შესახებ 2012 წლის 20 აპრილის და 2012 წლის 1 ივნისის მდგომარეობით. პალატა აღნიშნავს, რომ მართალია წერილებში საუბარია მიმდინარე და არა საბოლოო დავალიანების შესახებ, თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ამავე წერილებით, ადრესატები გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ დავალიანების 2012 წლის 10 ივნისამდე დაუფარავობის შემთხვევაში N3------ ლიზინგის ხელშკეურლება 2012 წლის 10 ივნისიდან ავტომატურად, დამატებითი შეტყობინების გარეშე ჩაითვლებოდა ცალმხრივად შეწყვეტილად, რის შემდეგაც, კანონით დადგენილი წესით, ლიზინგის საგნები, უნდა დაბრუნებოდა ლიზინგის გამცემის მფლობელობაში და დაფარულიყო ზემოაღნიშნული დავალიანება სრულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სს ,,თ-------–------ი’’ მიმართავდა სასამართლოს და მოითხოვდა ლიზინგის და თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისიწნებული უფლებების ამოქმედებას... ამდენად, ისეთ ვითარებაში, როდესაც, სს ,,თ-------–------ი’’ ადრესატებს აუწყებდა, რომ კონკრეტულ ვადამდე დავალიანების არ დაფარვის შემთხვევაში, იგი აღარ გაუგზავნიდა დამატებით შეტყობინებას და ხელშეკრულების შეწყვეტით შეეცდებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, შპს ,,ა----–---’’ უფლებამოსილი იყო თავად დაინტერესებულიყო საბოლოო დავალიანების ოდენობით.
ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ საბოლოო დავალიანების შესახებ მონაცემები დაზუსტდა ლიზინგის საგნის გამოთხოვისა და მისი შეფასების შემდეგ, რაც მოვალეებს ოფიციალურად (წერილობით) ეცნობათ აუქციონის დანიშვნის შესახებ შეტყობინებით.
4.21. სააპელაციო საჩივრით აპელანტი (მოსარჩელე) სადავოდ ხდის იმ პროცედურებს, რაც დაკავშირებულია აუქციონის შედეგებთან, კერძოდ, შპს ,,ა----–---’’ აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ: 1. სს ,,თ-------–------მა” კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით არ აცნობა შპს ,,ა----–---’’-ს აუქციონის ჩატარების შესახებ; 2. არ არსებობდა მოდავე მხარეთა შეთანხმება იპოთეკარის მიერ შერჩეული პირის სპეციალისტად დანიშვნაზე; 3. აუქციონის ფასი არ იყო რეალური; 4. მხარეთა შეუტყობინებლად, აუქციონის ჩატარება განპირობებული იყო ქონების დაბალ ფასად ,,ხელში ჩაგდების’’ მიზნით. აპელანტი ამ გარემოებასთან მიმართებაში მიუთითებს, რომ სს ,,თ-------–------ს’’ არ გამოუყენებია თავდებობის ხელშეკრულების 2.7. პუნქტის დათქმა;
ა) სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ სს ,,თ-------–------მა” კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით არ აცნობა შპს ,,ა----–---’’-ს აუქციონის ჩატარების შესახებ. ამ კუთხით, პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ მიმართვაზე, სადაც შპს ,,ა----–---’’ თავის მისამართად მიუთითებს ქ. თბილისი, სა------–---–-----------------ზე (ტომი 1; ს.ფ. 271). საქმის მასალებში წარმოდგენილი იპოთეკის ხელშეკრულებით ასევე დგინდება, რომ სს ,,გ-–------–ას“ მისამართად აღნიშნულია ქ. თბილისი, ს-------–---–---------. სადავო არ არის ასევე ის გარემოება, რომ შპს ,,ა----–---’’ თავის საქმიანობას ახორციელებდა მითითებულ მისამართზე და ლიზინგის საგნებიც განთავსებული იყო ამავე მისამართზე.
იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, ნებისმიერი შეტყობინება ხორციელდება წერილობით. შეტყობინება და საფოსტო გზავნილი მხარეს უნდა გადაეცეს დაზღვეული ფოსტის მეშვეობით გამგზავნისათვის ცნობილ ბოლო მისამართზე. იპოთეკარს შეუძლია შეტყობინების შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც (მათ შორის ელექტრონული, ციფრული და სხვა).
საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 14 დეკემბრის წერილითა და საფოსტო ქვითრით ირკვევა, რომ აღნიშნული წერილი (შეტყობინება აუქციონის შესახებ) სს „თ-------–------ის“ მიერ გაეგზავნა შპს ,,ა----–---’’-ს და სს „გ-–-------–-ს“ მისამართზე, ქ. თბილისი, ს-------–---–------. თუმცა როგორც ქვითარზე არსებული 15 დეკემბრის მინაწერიდან ირკვევა გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა. ამის შემდეგ, სს „თ-------–------ის“ მიერ 2015 წლის 17 დეკემბერს განხორციელდა საჯარო შეტყობინება გაზეთში „ს----------------“.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ სს „გ-–-------–-ს“ 2012 წლის 24 დეკემბრის N12/12–01 წერილიდან ირკვევა, რომ სულ მცირე ამ დღეს მისთვის და შპს ,,ა----–---’’-სათვის, ცნობილი იყო აუქციონის შესახებ, ვინაიდან წერილში აღნიშნულია, რომ მათთვის ცნობილი გამხდარა 25 დეკემბერს აუქციონის ჩატარების შესახებ. ამდენად, სულ მცირე 24 დეკემბერს სს აპელანტისათვის ცნობილი იყო აუქციონის ჩატარების დროის შესახებ და გამოცხადდნენ კიდევაც აუქციონის ჩატარების ადგილზე, რასაც ადასტურებს აუქციონის ოქმი და აღნიშნულს არც მხარე არ ხდის სადავოდ.
ამასთან, პალატა დამატებით განმარტავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ შპს ,,ა----–---’’-ს ოფიციალურად (წერილობით) არ ეცნობა აუქციონის ჩატარების დროისა და საბოლოო დავალიანების შესახებ, არ შეიძლება გახდეს მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, გამომდინარე იქიდან, რომ მოვალემ (თავდები, მესაკუთრე) არა მხოლოდ უნდა იცოდეს შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის შესახებ, არამედ რეალურად უნდა შეძლოს კიდეც კრედიტორის დაკმაყოფილება. ისეთ შემთხვევაში როცა მოვალეს (თავდები, მესაკუთრე) არ შეუძლია კრედიტორის სრულად დაკმაყოფილება მისი შეტყობინება აზრს კარგავს. ამდენად, როდესაც მოვალე (თავდები, მესაკუთრე) სადავოდ ხდის მისთვის შეტყობინების ჩაუბარებლობის საკითხს, იმავდროულად მან უნდა დაამტკიცოს, რომ მას რეალურად ძალუძდა ვალდებულების შესრულებით აეცილებინა მისთვის არახელსაყრელი შედეგი (მაგალითად, აუქციონი). მოცემულ შემთხვევაში ასეთი მტკიცებულება მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. უფრო მეტიც, საქმის მასალებით, როგორც ქონების მესაკუთრეს/თავდებს - სს „გ-–-------–-ს“, ისე ლიზინგის მიმღებს - შპს ,,ა----–---’’-ს იურიდიული პირების და საფინანსო ინსტიტუტების მიმართ გააჩნდა სოლიდური დავალიანება და მათ მთლიან ქონებაზე გავრცებული იყო სხვა და სხვა სახის შეზღუდვები. ასევე, საბანკო ანგარიშებზე არ გააჩნდათ საბრუნავი სახსრები.
პალატა ასევე ყურადრებას გაამახვილებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე შპს ,,ა----–---’’-ს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც აპელანტი მიუთითებდა შემოსავლის არ ქონაზე და რომ მის ყველა ანგარიშზე გავრცელებული იყო ყადაღა და ინკასო. ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო ქონების აუქციონზე რეალიზაციის დროისათვის, როგორც თავდები პირის/ქონების მესაკუთრის, ისე ლიზინგის მიმღების - შპს ,,ა----–---’’-ს მიმართ არსებობდა სხვა კრედიტორების მოთხოვნა, რაც ამ დროისათვის ასევე დაკმაყოფილებული არ იყო. შესაბამისად, აპელანტს (მოსარჩელეს) ამ მომენტისათვის ანგარიშზე თანხა არ გააჩნდა.
ბ) სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს შპს ,,ა----–---’’-ს პრეტენზიებს, რომ არ არსებობდა მხარეთა შეთანხმება იპოთეკარის მიერ შერჩეული პირის სპეციალისტად დანიშვნაზე.
სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის გაყიდვა ხდება აუქციონზე კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, რომლებიც აუქციონის ჩატარების მიზნით ნიშნავენ სპეციალისტს, მისივე თანხმობით. შეთანხმებით განისაზღვრება სპეციალისტის ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების ანალიზის და ამ ხელშეკრულებით დადგენილი მხარეთა ნების ანალიზის შედეგად (2011 წლის 15 აგვისტოს №3--------- იპოთეკის ხელშეკრულების 6.2.1. პუნქტი), პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ მესაკუთრე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით წინასწარ დაეთანხმა აუქციონის ჩატარების მიზნით იპოთეკარის მიერ შერჩეული პირის სპეციალისტად დანიშვნას. აღნიშნული პუნქტის თანახმად, იპოთეკარს არ ეკისრება სპეციალისტად დანიშნული პირის სახელი და გვარი აცნობოს მესაკუთრეს. ხელშეკრულებაში წინასწარ გაცხადებული თანხმობა გულისხმობს იმას, რომ მესაკუთრე თანახმა იყო სპეციალისტად დანიშნულიყო ნებისმიერი პირი, ვისაც იპოთეკარი შეარჩევდა.
გ) სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს შპს ,,ა----–---’’-ს აპრეტენზიებს, რომ სს ,,თ-------–------ი’’ ვალდებული იყო გამოეყენებინა მისი უფლება თავდების, სს ,,გ-–-------–-ს’’ საბანკო ანგარიშიდან უაქცეპტო წესით თანხის ჩამოჭრის სესახებ, როდესაც შპს ,,ა----–---“ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ვერ ასრულებდა ნაკის ვალდებულებას.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას, რომ ვინაიდან, ამ გარემოებაზე, აპელანტი (მოსარჩელე) სარჩელში არ აპელირებდა, საქართველოს სსკ-ის 219-ე და 380-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა ამ ფაქტზე. პალატა მიუთითებს, სასარჩელო განცხადების მე-7 ფაქტობრივ გარემოებაზე, სადაც მოცემულია მსჯელობა სს ,,გ-–-------–-ს’’ საბანკო ანგარიშიდან უაქცეპტო წესით თანხის ჩამოჭრის თაობაზე.
პალატა განმარტავს, რომ 2011 წლის 09 აგვისტოს თავდებობის ხელშეკრულების 2.7. პუნქტის თანახმად, ლიზინგის მიმღების მიერ სალიზინგო საზღაურის გადახდის ვადაგადაცილების არსებობის შემთხვევაში, თავდები ლიზინგის გამცემს ანიჭებს უპირობო უფლებას, მისი დამატებითი თანხმობის გარეშე, აუქცეპტო წესით, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მიმართოს სს ,,თიბისი ბანკს’’ და/ან ნებისმიერ სხვა ბანკს და მოითხოვოს ყოველთვიური სალიზინგო საზღაურის (ლიზინგის ხელშკეურლების N2 დანართის გადახდის გრაფიკის მიხედვით) და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩამოჭრა ,,თავდების’’ ნებისმიერი ტიპის ანგარიშიდან სს ,,თ-------–------ის’’ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.
პალატა განმარტავს, რომ მართალია აღნიშნული პუნქტი გულისხმობს თავდები პირის მიერ ლიზინგის გამცემისათვის თანხების უაქცეპტო ჩამოჭრის უფლებამოსილების მინიჭებას, თუმცა, ,,ბანკებისათვის’’, მათ შორის სს ,,თ-------–------ისათვის’’ მხარეთა შორის გაკეთებული დათქმა არ არის საკმარისი ამ ტიპის მოქმედების განხორციელებისთვის. ამ კუთხით, პალატა იზიარებს სს ,,თ-------–------ის’’ განმარტებას, რომ ამ ქმედებისათვის საჭიროა დამატებითი წერილობითი შეთანხმება, რომელშიც ,,ბანკი’’ წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს და რომლითაც ,,კლიენტი’’ აძლევს მომსახურე ,,ბანკს’’ დავალებას მის ანგარიშზე არსებული თანხების უაქცეპტო წესით ჩამოჭრაზე. მოცემულ შემთხვევაში, მსგავსი დამატებითი შეთანხმება არ ყოფილა მხარეთა შორის გაფორმებული. შესაბამისად, სს ,,თ-------–------ი’’ არ იყო უფლებამოსილი მიემართა ,,ბანკებისათვის’’ და მიეცა დავალება თავდები პირის ანგარიშებიდან თანხების უაქცეპტო წესით ჩამოჭრის შესახებ.
ამასთან, პალატა ყურადრებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,ა----–---’’ ვალდებულია ამტკიცოს, რომ სს ,,გ-–-------–-ს’’ ანგარიშზე თანხები გააჩნდა და მოპასუხემ ეს უფლება არაკეთილსინდისიერად არ გამოიყენა. ასეთი მტკიცება მოსარჩელე მხარეს არ განუხირციელებია. საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი, დასტურდება, რომ სს ,,გ-–-------–-ს’’ გააჩნდა შეუსრულებელი ვალდებულებები სს ,,ბ-----------ისა’’ და შ--------–---------------ის მიმართ, რომლის უზრუნველსაყოფადაც სადავო ქონებაზე გავრცელებული იყო პირველი რიგის იპოთეკა და ქონება ექვემდებარებოდა გასხვისებას. ასევე დადგენილია, რომ არც აპელანტს არ გააჩნდა შემოსავალი და მის ყველა საბანკო ანგარიშზე გავრცელებული იყო ყადაღა და ინკასო. ამდენად, სადავო ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის დროისათვის, მოვალეებს ანგარიშზე თანხა არ გააჩნდათ, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ კრედიტორი ფორმალურად ვერ მიმართავდა საბანკო დაწესებულებებს ანგარიშიდან უაქცეპტო წესით თანხის ჩამოჭრის თაობაზე.
დ) სააპელაციო პალატა იზიარებს სს ,,თ-------–------ის’’ განმარტებას, რომ აუქციონის ჩატარება განპირობებული იყო გამოუვალი მდგომარეობით, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ლიზინგის გამცემი იძულებული გახდა დაეფარა სს ,,გ-–-------–-ს’’ დავალიანებები, რათა თავიდან აეცილებინა ის მოსალოდნელი საფრთზე, რაც შესაძლოა დამდგარიყო სს ,,გ-–-------–-ს’’ კრედიტორების მხრიდან.
როგორც აღინიშნა, დადგენილია, რომ 25.12.2012 წლის მდგომარეობით (აუქციონის ჩატარების დრო), სადავო უძრავი ქონება სს ,,თ-------–------ისათვის’’ წარმოადგენდა მეორადი იპოთეკის საგანს. დადგენილია ასევე, რომ ქონება ამავდროულად დატვირთული იყო პირველადი იპოთეკის უფლებით სხვა კრედიტორის - სს ,,ბ-----------ის’’ სასარგებლოდ, სს ,,გ-–-------–-ს’’ ვალდებულების უზრუნველსაყოფად. ამასთან, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოცემული პერიოდისათვის, აღნიშნულ ქონებაზე ასევე ვრცელდებოდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
წინამდებარე განჩინების 4.7 - 4.9 პუნქტებით დადგენილაად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის განმარტებას, რომ მას შემდეგ, რაც სს ,,თ-------–------ისათვის’’ ცნობილი გახდა, რომ სს ,,ბ-----------ი’’ სს ,,გ-–-------–-ს’’ მიმართ ახორციელებდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით, საფრთხე ექმნებოდა სს „თ-------–------ის’’, როგორც იპოთეკარის უფლებას (სსკ-ის 306.5. მუხლის მე-5 ნაწილი). გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ქონება სს ,,თ-------–------ისთვის’’ წარმოადგენდა ერთადერთ უზრუნველყოფის საშუალებას შპს ,,ა----–---’’-ს ვალდებულების დასაფარად, სს ,,თ-------–------ი’’ იძულებული შეიქმნა დანიშნული სპეციალისტის მეშვეობით ჩაეტარებინა აუქციონი, სადაც თავად გახდა ქონების შემძენი და სს ,,ბ-----------ის’’ მიმართ არსებული პირველადი იპოთეკა გარდამავალ უფლებად გადავიდა სს ,,თ-------–------ის’’ მიერ შეძენილ ქონებაზე. ასევე, საგადასახადო დავალიანების გამო არსებული უფლებრივი შეზღუდვაც უცვლელად გავრცელდა ახალ მესაკუთრეზეც, თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილისა.
ამდენად, სს ,,თ-------–------ი’’ შეიქმნა იძულებული და ვალდებული დაეფარა სს ,,გ-–-------–-ს’’ დავალიანებები, როგორც სს ,,ბ-----------ის’’, ისე შემოსავლების სამსახურის წინაშე.
ე) რაც შეეხება შპს ,,ა----–---’’-ს აპელირებას აუქციონის ფასზე, პალატა აღნიშნავს, რომ სს ,,თ-------–------ის’’ მიერ აუქციონზე გატანილი უძრავი ნივთის საწყისი ფასი განისაზღვრა კრედიტორის მოთხოვნის სრული ოდენობით (330 000 ლარი), როგორც ამას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 3064-ე მუხლის მე-2 ნაწილით (უძრავი ნივთის საწყისი ფასი განისაზღვრება პროცესის ხარჯებისა და კრედიტორის მოთხოვნის ჯამური ოდენობით. აუქციონი გრძელდება მანამ, სანამ სხვა შემოთავაზება არ მოხდება. სპეციალისტმა უნდა გამოაცხადოს ფასის ბოლო შემოთავაზება და აუქციონის დასასრული). აუქციონის ფასთან დაკავშირებით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც დადგენილია, აუქციონზე ქონების რეალიზაციის შედეგად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უპირატესი უფლებები გადმოვიდა გარდამავალ უფლებად - სს ,,ბ-----------ის’’ მოთხოვნა 325 600 აშშ დოლარის და შ--------–---------------ის მოთხოვნა 12 700 ლარის ოდენობით. ამდენად, სს ,,თ-------–------ის’’ მიერ მითითებული უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასი, მოიცავდა, როგორც სს ,,თ-------–------ის’’ მიერ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები მოთხოვნის თანხას 330 000 ლარს, ასევე, სს ,,თ-------–------ის’’ მიერ სს ,,ბ-----------ის’’ სასარგებლოდ გადახდილი სს ,,გ-–-------–-ს’’ დავალიანების თანხას 325 000 აშშ დოლარს, ასევე, შ--------–---------------ის მიმართ არსებულ ვალდებულებას 12 700 ლარის ოდენობით ... ამდენად, მითითებული თანხა არავითარ კავშირში არ არის ქონების საბაზრო ღირებულებასთან, ისევე როგორც, აუქციონზე გატანილი უძრავი ქონების საწყისი ღირებულება ვერ განისაზღვრებოდა ქონების საბაზრო ღირებულებით. შესაბამისად, სს ,,თ-------–------ის’’ მიერ სრულად იქნა დაცული კანონის მოთხოვნები და მოსარჩელის ვარაუდი იმის თაობაზე, რომ სს ,,თ-------–------მა’’ დაბალ ფასად განახორციელა ქონების რეალიზაცია, მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს.
ლიზინგის საგნის შეფასებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ქონების შეფასების აქტზე, და მიიჩნევს, რომ აღნიშნული აქტი, არ წარმოადგენს ისეთ მტკიცებულებას, რამაც შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს აუქციონის შედეგებზე, კერძოდ:
დადგენილია, რომ ლიზინგის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ წინასწარ იყო ლიზინგის გამცემის მფლობელობაში დაბრუნებული ლიზინგის საგნების საბაზრო ფასის განსაზღვრის წესი, რომელზეც, ლიზინგის მიმღების დარჩენილი ვალდებულების მოცულობაა დამოკიდებული და ის გულისხმობდა საგნების რეალიზაციას, ლიზინგის ან მხარეთა შეთანხმებით დადგენილი ფასის გათვალისწინებით.
სს ,,თ-------–------მა’’ მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, როგორც ერთ-ერთ ალტერნატიულ წყაროს და მისი დასკვნით აქტივების ფასი (18.06.2012წ. მდგომარეობით) განისაზღვრა 388,240 ლარით.
სს ,,თ-------–------ის’’ შესაბამისი პასუხისმგებელი პირის მიერ აღნიშნული შეფასება მიჩნეული იქნა შეუსაბამოდ მაღალ ღირებულებად და არარეალურად იმ გარემოების გათვალისიწნებით, რომ წარმოადგენდა მეორადი მოხმარების აქტივს.
სს ,,თ-------–------მა’’ აღნიშნული აქტივები 2010 წლის 02 ივლისს შეიძინა პირველადი ლიზინგის მიმღებისათვის გადასაცემად (ნასყიდობის ფასი 409,403 ევრო), ხოლო, დეფოლტის გამო, გამოთხოვილი ლიზინგის საგნების რელიზინგი განახორციელა შპს ,,ა----–---’’-სათვის 2011 წლის 09 აგვისტოს. რელიზინგის ფასი, ანუ, აქტივის წმინდა შეფასებითი ღირებულება ამ მომენტისათვის შეადგენდა 299,970 აშშ დოლარს, რაც წარმოადგენს დაფინანსების ღირებულებას.
დადგენილია, რომ შპს ,,ა----–---’’-სგან აქტივების გამოთხოვა განხორციელდა ლიზინგის საგნის გადაცემიდან 1 წლის შემდეგ - 2012 წლის 13 ივნისს, რაც დასტურდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით, ანუ, აქტივს ბუნებრივია დაემატა 1 წლის ცვეთა და ამორტიზაცია მისი ექსპლუატაციის შედეგად, რაც პირველ რიგში მის ფასზე მოახდებდა ზეგავლენას.
აღნიშნულის დადგენის მიზნით, სს ,,თ-------–------ის’’ შესაბამისი პასუხისმგებელი შემფასებლის მიერ მოხდა ანალიზის გაკეთება სამხარაულის ეროვბული ბიუროს მიერ წარმოდგენილი შეფასების აქტზე, რომლის თანახმად, აქტივი, რომელიც სს ,,თ-------–------ის’’ მიერ გადაეცა ლიზინგის მიმღებს, შპს ,,ა----–---’’-ს 2011 წლის 09 აგვისტოს 299,970 აშშ დოლარად, პლიუს 1 წლიანი ექსპლუატაციის შედეგად შეფასდა 388,240 (კურსი 1, 6590 აშშ დოლარი = 234,021 აშშ დოლარი) ლარად, რაც აქტივების მდგომარეობიდან და მოცემულობიდან გამომდინარე მოკლებული იყო ყოველგვარ ლოგიკასა და რეალობას. შესაბამისად, სს ,,თ-------–------მა’’ შპს ,,ა----–---’’-ის ლიზინგის საგნის (საცხობი დანადგარები) შეფასება მოახდინა შეფასების შიდა რესურსის გამოყენებით და აქტივების რეალურ მდგომარეობაზე დაფუძნებული ანალიზის შედეგად, რომლის თანახმად, საგნების შეფასებითი ღირებუყლება განისაზღვრა 209,039 ლარით, დღგ-ს გარეშე.
აღნიშნულის შემდეგ, ლიზინგის ხელშეკრულების შესაბამისად, სს ,,თ-------–------მა’’ 2012 წლის 23 ივლისს წერილობით მიმართა მოსარჩელეს და შეატყობინა, რომ ახორციელებდა ლიზინგის საგნის - საცხობი დანადგარების რეალიზაციას 150 000 აშშ დოლარად (კურსი 1,6590 აშშ დოლარი) და მისცა 5 საბანკო დღის ვადა უფრო მაღალ ფასად საგნის შესაძენად ან მყიდველის წარმოსადგენად. ასევე, მიმართა 2012 წლის 01 აგვისტოს, 4 ერთეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის თაობაზე. თითო ერთეულის - 7 533,16 აშშ დოლარად და ასევე მისცა 5 საბანკო დღის ვადა უფრო მაღალ ფასად საგნის შესაძენად ან მყიდველის წარმოსადგენად.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ, ვერცერთ შემთხვევაში ვერ წარმოუდგინა სს ,,თ-------–------ს’’ უფრო მაღალ ფასად ან თუნდაც შეთავაზებულ ფასად, ლიზინგის საგნის მყიდველი პირი და ასევე, არც თვითონ განუხორციელებია საგნების შესყიდვა. აღნიშნული მიუთუთებს იმ გარემოებაზე, რომ მისთვის სს ,,თ-------–------ის’’ მიერ დადგენილი და შეთავაზებული ფასი იმდენად არარეალური იყო, რომ არც თვითონ უღირდა შესყიდვა და ვერც მყიდველის მოძიება ვერ შეძლო.
სს ,,თ-------–------მა’’ იხელმძღვანელა შიდა შეფასებაზე დაყრდნობით და დავალიანების თანხა, ლიზინგის ხელშეკრულებით დადგენილი წესით შეამცირა დანადგარების სს ,,თ-------–------ის’’ მიერ განსაზღვრული შეფასებითი ღირებულებით, ანუ, დავალიანებას გამოაკლდა ლიზინგის საგნის შიდა შეფასებით განსაზღვრული ღირებულება (209,039 ლარი) და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის თანხა 19 500 აშშ დოლარი.
2013 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც მოსარჩელე მხარემ გამოთქვა პრეტენზია ქონების შეფასებითი ღირებულების მიმართ, სს ,,თ-------–------მა“ დამატებით მიმართა დამოუკიდებელ აუდიტორულ კომპანია შპს ,,კ--------------ს’’ და მოითხოვა ლიზინგის საგნის - საცხობი დანადგარების ხელახალი შეფასება. შპს ,,კ--------------ის’’ შეფასების თანახმად, ქონების შეფასებითი ღირებულება განისაზღვრა 285,000 ლარით, დღგ-ს ჩათვლით.
სს ,,თ-------–------მა’’ გამოაცხადა ღია აუქციონი ქონების რეალიზაციის თაობაზე, ხოლო, სარეალიზაციო ფასი განსაზღვრა შპს ,,კ--------------ის’’ შეფასების თანხით - 285,000 ლარით, დღგ-ს ჩათვლით, რის შესახებაც განათავსა განცხადება გაზეთ ,,ს----------------ს’’ 2013 წ. 04 თებერვალის ნომერში და ჩანიშნა აუქციონი 2013 წლის 15 თებერვალს. თუმცა აუქციონი არ შედგა, ვინაიდან, არ გამოცხადდა აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი. აღნიშნულით კიდევ ერთხელ დასტუდება ის გარემოება, რომ აქტივის შეფასებითი ღირებულება ამჯერადაც იყო შეუსაბამოდ მაღალი.
2013 წ. 07 ივნისს, სს ,,თ-------–------მა’’ განახორციელა აღნიშნული აქტივის რელიზინგი 84,746 აშშ დოლარად (141,382 ლარი), ანუ, 67,657 ლარით ნაკლებად, ვიდრე, სს ,,თ-------–------მა’’ ჩათვალა მოსარჩელის დავალიანების გაანგარიშებისას (209,039 ლარი - 141,382 ლარი = 67,657 ლარი). შესაბამისად, ამ ციფრებიდან იკვეთება, რომ სს ,,თ-------–------მა’’ რეალურად სოლიდური ზარალი განიცადა ლიზინგის საგნების რეალიზაციის შედეგად, რაც შეადგენს 67,657 ლარს. საგნების სარეალიზაციო ღირებულების ოდენობა ადასტურებს იმას, რომ საგნების რეალიზაციის/რელიზინგის თანხა არის ამ საგნების რეალური ღირებულება და არა მათი შეფასებითი ღირებულებები, რომელიც ახლოსაც არ არის რეალურ, სარეალიზციო ფასთან. ეს თანხა სს ,,თ-------–------მა’’ საკუთარ ზარალად აღიარა და არ გაუზრდია მისი მოთხოვნა შპს ,,ა----–---’’-ს მიმართ. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოსაზრება, სადაც მოსარჩელე ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს ლიზინგის საგნების ღირებულება.
4.22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. განსახილველ შემთხვევაში მხარეები თავდებობის ხელშეკრულებასთან ერთად, დამატებით შეთანხმდნენ, რომ ლიზინგის მიმღების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით.
დადგენილია, რომ ძირითადმა მოვალემ შპს ,,ა----–---”-მა არ შეასრულა ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულება. დადგენილია ის ფაქტიც, რომ სოლიდარული მოვალე (თავდები) ინფორმირებული იყო მიმდინარე დავალიანების შესახებ და გაფრთხილებული იქნა, ვალდებულების შეუსრულებლობისას მოსალოდნელი შედეგების (იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია), ასევე სადავო აუქციონის ჩატარების შესახებ.
ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2012 წლის 25 დეკემბერს გამართული აუქციონი ჩატარდა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მოსარჩელემ სადავო აუქციონის მართლსაწინააღმდეგოდ გამართვის დამადასტურებელი გარემოებანი ვერ დაასახელა და სასარჩელო მოთხოვნა როგორც აუქციონის ისე მისი შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით საფუძველსაა მოკლებული.
4.23. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
შესაბამისად, იმისთვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, სახეზე უნდა იყოს შესაბამისი პირობები. კერძოდ, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამასთან, დადგენილი უნდა იყოს მიყენებული ზიანის ოდენობა. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, ამ ტიპის დავებში მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ხოლო, მოპასუხემ უნდა ამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების (ზიანის) დადასტურება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მისთვის ზიანის მიყენების ფაქტს უკავშირებს კანონის დარღვევით ჩატარებულ აუქციონს და მის შედეგებს ქონების გასხვისებასთან მიმართებაში. სასამართლო შენიშნავს, რომ წინამდებარე მოთხოვნასთან დაკავშირებით მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს მისთვის ზიანის მიყენების ფაქტის და იმ გარემოების დადასტურება, რომ მოპასუხის მოქმედება აუქციონის გამართვასთან დაკავშირებით მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ დადგინდა.
მნიშნველოვანია აღინიშნოს 2011 წლის 9 აგვისტოს ხელშეკრულების 6.2 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი რომელიმე ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკარს უფლება აქვს საკუთარი არჩევანით გამოიყენოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემდეგი ღონისძიებები: 1. იპოთეკის საგანის რეალიზაცია განახორციელოს აუქციონის მეშვეობით, 2. პირდაპირ მიიღოს საკუთრებაში იპოთეკის საგანი და 3. იპოთეკის საგნის რეალიზაცია განახორციელოს პირდაპირი მიყიდვის გზით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული აუციონი გამართულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელე მხარემ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად ზიანის მიღების ფაქტი ვერ დაასაბუთა. აქედან გამომდინარე შპს ა----–--- -ის სასარჩელო მოთხოვნა 3 067 106 ლარის გადახდის ნაწილშიც დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4.24. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით, აპელანტი ასევე ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებას, რომლის თანახმად, მართალია დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა მტკიცებულების - N0--------------- საექსპერტო დასკვნის, ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოთხოვის თაობაზე, თუმცა, სასამართლომ ეს მტკიცებულება მიიღო მოწინააღმდეგე მხარისგან და მოსარჩელე მხარეს გადასცა ისეთი სახით, სადაც ნახევარზე მეტი ტექსტი ფიზიკურად არ იკითხებოდა და რაც მთავარია, ეს მტკიცებულება სასამართლოს, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან უნდა გამოეთხოვა.
ამ კუთხით, პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის საოქმო განჩინებით, ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის N0--------------- დასკვნა, სათანადოდ დამოწმებული სახით დაერთო საქმეს და წინამდებარე განჩინებით შეფაებული იქნა სხვა მტკიცებულებებთან ერთად.
4.25. ამდენად, სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშNულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, აპელანტ შპს ,,ა----–---’’-ს გადაუვადდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის სახით 3500 ლარის გადახდა საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ამდენად, შპს ,,ა----–---’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 3500 ლარის გადახდა;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ა----–---’’-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილება;
3. შპს ,,ა----–---’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 3 500 ლარის გადახდა;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: გელა ქირია
მოსამართლეეები: ლევან გვარამია
გოგიტა თოთოსაშვილი