განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.10.2018
საქმის ნომერი
190210016001662222
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190210016001662222

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/6429-17

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური

მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - გვანცა კომბეგაშვილი

 

აპელანტი - ე---------- პ-------–---–-

წარმომადგენელი - ნ-------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - ი----- პ-------–---–-

წარმომადგენელი - ე-------------–---

 

მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - გ------- პ-------–---–-, ს------- პ-------–---–-, გ----–- ა-----–---–-, (გ-------– პ-------–---–-ს უფლებამონაცვლეები)

 

დავის საგანი - მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რ-------ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

რ-------ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე---------- პ-------–---–-ს სარჩელი მოპასუხე ი----- პ-------–---–-ს მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილობის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2012 წლის 19 დეკემბერს გარდაიცვალა ე---------- პ-------–---–-ს ბიძა და ი----- პ-------–---–-ს ძმა ვ----–--- პ-------–---–-.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

გარდაცვალების მოწმობა

 

2.2. 1988 წლის 27 დეკემბერს გარდაიცვალა ვ----–--- პ-------–---–-ს ძმა (ე---------- პ-------–---–-ს მამა) - კ---- პ-------–---–-.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

გარდაცვალების მოწმობა

 

2.3. 2013 წლის 20 ივნისს ნოტარიუს მ------- რ-----ს მიერ მოპასუხე ი----- პ-------–---–ზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, ი----- პ-------–---–მა, როგორც ვ----–--- პ-------–---–-ს მეორე რიგის მემკვიდრემ მიიღო მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები, რომელიც მამკვიდრებელს გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

სანოტარო აქტი № 1--------

 

2.4. უძრავი ქონება, მდებარე: ქ--–---------------------–--–---–------------, ბ-------, საკადასტრო კოდით: 0------------------ ი----- პ-------–---–-ს სახელზე ირიცხება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

 

2.5. უძრავი ქონება, მდებარე: ა-------–-------------------------–--------, საკადასტრო კოდით: 8----------- ი----- პ-------–---–-ს სახელზე ირიცხება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.6. მოსარჩელე ე---------- პ-------–---–- მამკვიდრებლის - ვ----–--- პ-------–---–-ს დანაშთ სამკვიდრო ქონებას არ დაუფლებია მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში, მას ცუდი ურთიერთობა ჰქონდა მამკვიდრებელთან.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება რითაც დაადასტურებდა, რომ იგი ნამდვილად დაეუფლა მამკვიდრებლის - ვ----–--- პ-------–---–-ს დანაშთ ქონებას მისი გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში. მოსარჩელის განმარტებით, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ იგი ხშირად ნახულობდა მის მეუღლეს, ამარაგებდა მედიკამენტებით და ზრუნავდა მასზე. ნ----- ბ--------მ მას გადასცა ვ----–--- პ-------–---–-ს შემნახველი სალაროს წიგნაკი, თუმცა მოწმემ ვერ დაადასტურა, რომ აღნიშნულ წიგნაკს ე---------- პ-------–---–- დაეუფლა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში.

 

მოსარჩელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა, რომ ე---------- პ-------–---–-, როგორც ვ----–--- პ-------–---–-ს მემკვიდრე, დაეუფლა მის დანაშთ ქონებას.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

განსახილველი ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო ქონების ფლობა ან მართვა. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ამდენად, სამკვიდროს მიღების ფაქტს, განსახილველი ნორმის თანახმად, გააჩნია უკუძალა, ე.ი, მემკვიდრემ, რომელმაც მიიღო სამკვიდრო ქონება, ითვლება მის მესაკუთრედ სამკვიდროს გახსნის დღიდან, შესაბამისად, სამკვიდრო ქონების მოცულობა განისაზღვრება სამკვიდროს გახსნის დღეს არსებული ქონებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მემკვიდრის მიერ სადავო უძრავი ქონების მიღება ფაქტობრივი ფლობით ან მართვით აყენებს მას განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმში. ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით (კონკლუდენტური მოქმედებებით) მემკვიდრე ხდება სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. ამ მომენტიდან ის მამკვიდრებლის ურთიერთობების კრედიტორად და მოვალედ მიიჩნევა. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, როგორც რეგისტრაციასავალდებულო უფლება, მოითხოვს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, თუმცა, რეგისტრაციის განუხორციელებლობა არ ნიშნავს იმას, რომ მან არ მიიღო ეს ქონება.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მამკვიდრებელი-ვ----–--- პ-------–---–- გარდაიცვალა 2012 წლის 19 დეკემბერს, შესაბამისად, მის დანაშთ ქონებაზე გაიხსნა სამკვიდრო, სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს უძრავი ქონება, მდებარე: ქ--–--------------------–--–---–--------------------- და ა-------–------------------------–-------ში მდებარე უძრავი ქონება.

 

ვ----–--- პ-------–---–-ს გარდაცვალების მომენტისათვის არსებობდნენ მეორე რიგის მემკვიდრეები- ძმა ი----- პ-------–---–- და ძმიშვილი ე---------- პ-------–---–-.

 

2013 წლის 20 ივნისს ნოტარიუს მ------- რ-----ს მიერ მოპასუხე ი----- პ-------–---–ზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, ი----- პ-------–---–მა, როგორც ვ----–--- პ-------–---–-ს მეორე რიგის მემკვიდრემ მიიღო მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები, რომელიც მამკვიდრებელს გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით დაკითხული იქნენ ნ----- ბ-------- და ნ----- ბ--------.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად: 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ვ----–--- პ-------–---–-ს მეუღლე ნ----- ბ--------, რომელმაც დაადასტურა, რომ ვ----–--- პ-------–---–-ს გარდაცვალების შემდეგ, ე---------- პ-------–---–- ხშირად მიდის მასთან და ეხმარება. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, ე---------- პ-------–---–ს გადასცა მხოლოდ შემნახველი სალაროს წიგნაკი, თუმცა არ ახსოვს გარდაცვალებიდან რამდენ ხანში გადასცა მას ეს წიგნაკი.

 

სხდომაზე მოწმის სახით ასევე დაკითხული იქნა ნ----- ბ-------ის ძმიშვილი ნ----- ბ--------, რომელმაც განმარტა, რომ ე---------- პ-------–---–- ხშირად ნახულობს ნ----- ბ--------ს და ზრუნავს მასზე, თუმცა მოწმეს არ დაუდასტურებია ის ფაქტი, რომ ე---------- პ-------–---–- რაიმე სახით დაეუფლა მამკვიდრებლის ქონებას.

 

სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ი----- პ-------–---–-ს მიერ წარმოდგენილი მოწმე მ------ მ--–-----, რომელიც არის მხარეების ნათესავი და სოფელ ს-----ში მათი მეზობელი, მისი განმარტებით, ი----- პ-------–---–- სოფელ ს-----ში იმყოფებოდა და უვლიდა სახლ-კარს, რაც შეეხება ე---------- პ-------–---–ს, მასთან არ აქვს კარგი ურთიერთობა და იშვიათად ხედავს ხოლმე აღნიშნულ სახლში.

 

მოწმემ ფ-------- კ-–------მ განმარტა, რომ არის მხარეების ნათესავი და სოფელ ს-----ში მათი მეზობელი, ვ----–--- პ-------–---–-ს გარდაცვალების შემდეგ ე---------- პ-------–---–- არ უნახავს სოფელში ჩამოსული, შესაბამისად, იგი არ დაუფლებია მამკვიდრებლის ქონებას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის, როგორც მემკვიდრის მიერ ისეთი მოქმედებების განხორციელების ფაქტი, რაც მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით განხორციელებულ ქმედებად იქნება მიჩნეული. მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ფლობდა ან მართავდა სამკვიდრო ქონებას.

 

რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვ----–--- პ-------–---–-ს გარდაცვალების შემდეგ იგი დაეუფლა შემნახველი სალაროს წიგნაკს, მოწმეების ჩვენებებით, ვერ დადასტურდა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან რა ვადაში დაეუფლა ე---------- პ-------–---–- შემნახველი სალაროს წიგნაკს, თუმცა, ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, აღნიშნული დოკუმენტი ვერ მიიჩნევა სამართლებრივი მნიშვნელობის მქონედ, ვინაიდან სალაროს შემნახველი წიგნაკი სავარაუდოდ გაცემულია საბჭოთა მმართველობის დროს და მას შემდეგ რა გაუფასურდა საბჭოთა მმართველობის დროს მიმოქცევაში არსებული ფულადი ერთეული ”მანეთი”, სახლემწიფოს არ განუხორციელებია ამ თანხების ანაზღაურების მიზნით კონკრეტული ღონისძიებები. შესაბამისად, სასამართლო მას როგორც მატერიალურ ქონებას ფულადი თანხის სახით ვერ მიიჩნევს და ვერ ჩათვლის სამკვიდრო მასაში შემავალ რეალურ ქონებად. რაც შეეხება უფლებებს, რომელიც შესაძლებელია ამ თანხების ანაზღაურების შემთხვევაში წარმოეშვას მემკვიდრეს, ამისათვის მან უნდა გამოხატოს ნება და განახორციელოს ყველა ის მოქმედება რაც ევალება მემკვიდრეს სამკვიდროს მიღებისას.

 

რაც შეხება მოსარჩელის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ი----- პ-------–---–მა ნოტარიუსს დაუმალა სხვა მემკვიდრის არსებობის შესახებ, ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელემ იცოდა მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ, შესაბამისად, მას თავად შეეძლო და უნდა უზრუნველყო თავისი სამემკვიდრეო უფლებების რეალიზება. კანონმდებელი მემკვიდრეს სხვა მემკვიდრეთა ადგილსამყოფლის დადგენის მოვალეობას, ასევე სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრეთა მოსაწვევად გონივრული ზომების მიღებას აკისრებს იმ შემთხვევაში, როდესაც მემკვიდრეთა შორის არიან პირები, რომელთა ადგილსამყოფელიც ცნობილი არ არის (სამოქალაქო კოდექსის 1478-ე მუხლი), ასევე, მემკვიდრემ არ იცის მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სამკვიდროს მიღების წესის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება (ასეთის არსებობის პირობებში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს - მხარეს აღნიშნულის თაობაზე არ მიუთითებია) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება იყოს ე---------- პ-------–---–-ს მხრიდან კანონის გამოუყენებლობის ან/და ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების და ამ ტვირთის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების საფუძველი.

 

წარმოდგენილი საქმის მასალებით და მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ ე---------- პ-------–---–-, როგორც ვ----–--- პ-------–---–-ს მემკვიდრე, არ დაუფლებია მამკვიდრებლის ქონებას მისი გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში და არც მას შემდეგ.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით სასამართლომ უგულებელყო მოწმეთა ჩვენება მასზედ, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან ქ. რ-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც გარდაიცვალა კიდეც ვ----–-- პ-------–---–-, რჩებოდა როგორც საკუთარ სახლში. აპელანტის მითითებით მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სადავო სახლში თავად იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, უვლიდა სახლს და იქ მცხოვრებ ვ----–-- პ-------–---–-ს მეუღლეს, გარდა ამისა, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ,,დახლოებით ორ თვეში’’ დაეუფლა მამკვიდრებლის კუთვნილი შემნახველი სალაროს წიგნაკს, გარდა ამისა, მართავდა და ფლობდა მამკვიდრებლის კუთვნილ კარ-მიდამოს ა-------–-----ის რაიონის სოფელ ს-----ში.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- 2012 წლის 19 დეკემბერს გარდაიცვალა ვ----–-- პ-------–---–-. (ტ.1.ს.ფ. 17)

 

- უდავოა, რომ გარდაცვალების მომენტისთვის ვ----–-- პ-------–---–ს პირველი რიგის მემკვიდრეები არ დარჩენია, ამ უკანასკნელის მეორე რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ: ძმა - ი----- პ-------–---–- და ძმისწული - ე---------- პ-------–---–-.

 

- 2013 წლის 20 ივნისს ნოტარიუს მ------- რ-----ს მიერ მოპასუხე ი----- პ-------–---–-ს სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც ი----- პ-------–---–მა, როგორც ვ----–--- პ-------–---–-ს მეორე რიგის მემკვიდრემ მიიღო მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები, რომელიც მამკვიდრებელს გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის. (ტ.1.ს.ფ. 24- 28)

 

- საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი მდებარე: ქ--–---------------------–--–---–-----------, საკადასტრო კოდი: 0------------------, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ი----- პ-------–---–-ს საკუთრებად უფლების დამდგენ დოკუმენტს 2---------წ. სამკვიდრო მოწმობა #1-------- წარმოადგენს. (ტ.1.ს.ფ. 29-30)

 

- საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი მდებარე: ა-------–-------------------------–--------, საკადასტრო კოდით: 8----------- რეგისტრირებულია ი----- პ-------–---–-ს საკუთრებად უფლების დამდგენ დოკუმენტებს 2---------წ. სამკვიდრო მოწმობა #1-------- და საარქივო ცნობა საკომლე წიგნის ჩანაწერის შესახებ წარმოადგენს. (ტ.1.ს.ფ. 31-32)

 

4.1.2. განსახილველ შემთხვევაში ე---------- პ-------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნას ვ----–-- პ-------–---–-ს სამკვიდრო ქონებაზე ი----- პ-------–---–-ს სასარგებლოდ 2--------- წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და ვ----–-- პ-------–---–-ს დანაშთ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა წარმოადგენს. მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ვ----–-- პ-------–---–-ს სამკვიდრო ქონება, როგორც ამ უკანასკნელის მეორე რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღო, შესაბამისად, არ არსებობდა მთლიან ქონებაზე ი----- პ-------–---–-ს სასარგებლოდ სამკვიდრო მოწმობის გაცემის საფუძველი.

 

4.1.3. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მტკიცებას მასზედ, რომ ვ----–-- პ-------–---–-ს დანაშთი სამკვიდრო ქონება კანონით დადგენილ ექვს თვიან ვადაში ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ, დაკისრებული აქვს მოპასუხეს. მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ე---------- პ-------–---–-ს მიერ ვ----–-- პ-------–---–-ს სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების საკითხის გამოსარკვევად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხნენ მოწმეები.

 

მოსარჩელის მხარეზე მოწმედ დაკითხულმა ნ----- ბ--------მ განმარტა, რომ ვ----–-- პ-------–---–-ს გარდაცვალების შემდეგ ე---------- პ-------–---–- ხშირად მიდის მასთან, ყურადღებას აქცევს, მიაქვს საკვები და წამლები, რამდენჯერმე დარჩა კიდეც მასთან... მოწმის განმარტებით ვ----–-- პ-------–---–-ს გარდაცვალების შემდეგ ამ უკანასკნელის საბუთები, მათ შორის სალაროს შემნახველი წიგნაკი ე---------- პ-------–---–ს გადასცა, თუმცა მოწმემ ვერ გაიხსენა დასახელებული დოკუმენტების ე---------- პ-------–---–-სთვის გადაცემის პერიოდი. (იხ. სხდომის ოქმი 08.08.2017წ. 17:19:23; 17:22:09-17:23:30; 17:30:49) მოწმე ნ----- ბ-------ის განმარტებით ე---------- პ-------–---–ს კარგი ურთიერთობა აქვს ვ----–-- პ-------–---–-ს მეუღლესთან ნ----- ბ--------სთან, მიდის მასთან, ზრუნავს მასზე, ისე როგორც თავად ზრუნავს მამიდაზე... ნ----- ბ--------ის განმარტებით, მისთვის ცნობილია ვ----–-- პ-------–---–-ს სალაროს შემნახველი წიგნაკის ე---------- პ-------–---–-სთვის გადაცემის ფაქტი, იცის, რომ მოსარჩელეს წიგნაკი გადაეცა სარჩელის სასამართლოში შეტანამდე, თუმცა არ ახსოვს გადაცემის ზუსტი პერიოდი. (08.08.2017წ. 18:04:31-18:09:16) მოწმე ფ-------- კ-–-----ის განმარტებით ცხოვრობს თბილისში, თუმცა ჩადის ხოლმე სოფელ ს-----ში, ე---------- პ-------–---–- იქ არ უნახავს, ი----- პ-------–---–- უვლიდა ხოლმე სახლ-კარს. (08.08.2018წ. 18:21:08)

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოწმეთა მითითება მასზედ, რომ ე---------- პ-------–---–ს კარგი ურთიერთობა აქვს ვ----–-- პ-------–---–-ს მეუღლესთან, რაც მასზე ზრუნვაში გამოიხატება არ წარმოადგენს ამოსავლ წერტილს ვ----–-- პ-------–---–-ს სამკვიდროს მიღების ან არმიღების შეფასების მიზნებისათვის. მართლია მოწმეებმა მიუთითეს ე---------- პ-------–---–-სთვის ვ----–-- პ-------–---–-ს კუთვნილი საბუთის, მაგ: მისი კუთვნილი სალაროს შემნახველი წიგნაკის გადაცემის შესახებ, თუმცა ამ მიმართებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ვერცერთმა მოწმემ ვერ გაიხსენა მოსარჩელისთვის დასახელებული დოკუმენტების გადაცემის პერიოდი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ვერ უთითებს თუ კონკრეტულად რა მოქმედებებით დასტურდება, რომ იგი ფლობდა, ან მართავდა სამკვიდრო ქონებას სამკვიდროს მიღების მიზნით და აღნიშნული მოქმედებები განხორციელდა სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში.

 

საბოლოოდ, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება, კერძოდ, მან ვერ შეძლო სასამართლოში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც სადავო პერიოდში სამკვიდრო ქონებაზე, როგორც საკუთრებაზე მის ბატონობას დაადასტურებდა. პალატა შენიშნავს, რომ ქონების საკუთრად ფლობად შეფასებისათვის არსებითია პირის დამოკიდებულება სამკვიდრო ქონებისადმი, კერძოდ თავის სასარგებლოდ ფაქტობრივი ბატონობა და არა მხოლოდ უწვეტი, თუ უშუალო შემხებლობა ქონებაზე.

 

4.1.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

 

ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამდენად, მითითებული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილი) სამკვიდროს მიღებას უკავშირებს ასევე სამკვიდროს ფლობას და მართვას, რაც უნდა მოხდეს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში. ამასთან, ფლობა და მართვა უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ მემკვიდრემ ამით განახორციელა მესაკუთრის ბატონობა და, აქედან გამომდინარე, იკისრა მესაკუთრის ყველა უფლება და ვალდებულება.

 

პალატა აღნიშნული ნორმების სისტემური და შინაარსობრივი ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღება, თავის მხრივ, ცალმხრივი სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაა. გარიგება, თავისი სამართლებრივი ბუნებით, არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ პირის ნების ობიექტურად არსებობას გარკვეული სამართალურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ აუცილებელია, რომ აღნიშნული ნება გამოვლენილ იქნეს. გარკვეულ შემთხვევებში, ნების გამოვლენის ავტონომია კანონისმიერ ჩარჩოებშია მოქცეული. მოცემულ შემთხვევაში, კანონი განამტკიცებს პირის უფლებას მიიღოს ან არ მიიღოს სამკვიდრო, თუმცა, აწესებს აღნიშნული ნების გამოვლენის ვადას. სამკვიდროს მიღების ნების არსებობის შემთხვევაში, ნება გამოვლენილ უნდა იქნეს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში. ამასთან, ფლობა და მართვა უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ მემკვიდრემ ამით განახორციელა მესაკუთრის ბატონობა და, აქედან გამომდინარე, იკისრა მესაკუთრის ყველა უფლება და ვალდებულება. კონკრეტულ შემთხვევაში ე---------- პ-------–---–მა სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ფაქტი მასზედ, რომ მან ვ----–-- პ-------–---–-ს დანაშთ სამკვიდრო ქონებაში მისი წილი მიიღო, რაც საკმარისი საფუძველია მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე უარის სათქმელად. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიკვლია და დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და მათ კვალობაზე გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები ე---------- პ-------–---–-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სახ. ბაჟის გადახდა ეკისრება წაგებულ მხარეს.

 

იმის გათვალისწინებითა, რომ ე---------- პ-------–---–ს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადავადებული ჰქონდა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, ამასთან, აპელანტს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ე---------- პ-------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.12.2017 წლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა 800 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ე---------- პ-------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება.

3. ე---------- პ-------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკიროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.12.2017 წლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა 800 ლარის ოდენობით.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /

 

მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /

 

/გოდერძი გიორგიშვილი /