განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002423896
საქმე №1ბ/1298-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორ თა--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ემ---------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 14 იანვარს, საქართველოს მოქალაქის, პ/ნ 4----------, მცხოვრების მისამართზე: ქალაქი ა---––-------------–------------------, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ბე---------------–--ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 10 იანვარს, საქართველოს მოქალაქის, პ/ნ 4----------, მცხოვრების მისამართზე: ქალაქი ა---––----------------–---------, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მი----–---------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 24 იანვარს, საქართველოს მოქალაქის, პ/ნ 4----------, მცხოვრების მისამართზე: ქალაქი ა---––-----------------------------, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით:
ემ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
ბე--------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
მი----–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
ემ--------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა და არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ბე--------------–--ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა და არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
მი----–---------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა და არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ემ---------------–---–ი 2015 წლის 06 ნოემბრიდან 2016 წლის 05 თებერვლამდე პერიოდში მუშაობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების უფროსად. ამავე დროს ემ---------------–---–ი ასრულებდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 06 ნოემბრის N558 ბრძანებების საფუძველზე შექმნილი ა---––----------–----–--------------------–-–------–-----------------------–------------------------------------–------------------------------------------–-----ს მოვალეობას. ინსპექტირების ჯგუფს ევალებოდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების კონტროლის, შესრულებული სამუშაოების განხორციელებაზე ტექნიკურ ზედამხედველობის, ფარული სამუშაოების და შუალედური აქტების, საბოლოო შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის შემოწმების უზრუნველყოფა და მათი სისწორის დადასტურება შესაბამისი ხელმოწერით.
ბე--------------–--ე 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდში მუშაობდა ა---––----------–----–------------------------------------------------------–--------–------ განყოფილების უფროსად. 2015 წლის 18 დეკემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე პერიოდში შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე მუშაობდა ა---––----------–----–--------------------------------------------------–--------–--------------------------------------------–---ის სამსახურის უფროსის თანაშემწედ. ამავე დროს ბე--------------–--ე ასრულებდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 23 იანვრის N107 და N108 ბრძანებების საფუძველზე შექმნილი ა---––----------–----–--------------------–-–------–-----------------------–------------------------------------–------------------------------------------–-----ს მოვალეობას. ინსპექტირების ჯგუფს ევალებოდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების კონტროლის, შესრულებული სამუშაოების განხორციელებაზე ტექნიკურ ზედამხედველობის, ფარული სამუშაოების და შუალედური აქტების, საბოლოო შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის შემოწმების უზრუნველყოფა და მათი სისწორის დადასტურება შესაბამისი ხელმოწერით.
მი----–---------ე 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის აპრილამდე პერიოდში მუშაობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სხვადასხვა თანამდებობაზე, 2015 წლის 06 აპრილიდან 2016 წლის ივლისამდე პერიოდში მუშაობდა ა---––----------–----–-------------------------–--------–-----------------------–---ის განყოფილების უფროსად. ამავე დროს მი----–---------ე ასრულებდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 10 ივლისის N3-- ბრძანების საფუძველზე შექმნილი ა---––----------–----–--------------------–-–------–-----------------------–------------------------------------–------------------------------------------–-----ს მოვალეობას. ინსპექტირების ჯგუფს ევალებოდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების კონტროლის, შესრულებული სამუშაოების განხორციელებაზე ტექნიკურ ზედამხედველობის, ფარული სამუშაოების და შუალედური აქტების, საბოლოო შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის შემოწმების უზრუნველყოფა და მათი სისწორის დადასტურება შესაბამისი ხელმოწერით.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ 2015 წლის 29 ივლისს გამოცხადებული იქნა ელექტრონული ტენდერი (SPA 1-----------) ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ--------------------–---ს სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის შესახებ, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 91 196 ლარი, გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ნ------------------------------”. შპს „ნ---------------------------“-სა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის 2015 წლის 3 სექტემბერს გაფორმდა N1-- ხელშეკრულება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 86 500 ლარი. გამოცხადებული ტენდერისა და დადებული ხელშეკრულების თანახმად შპს „ნ---------------------------“ ვალდებული იყო შეესრულებინა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ--------------------–---ს სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხარჯთაღრიცხვითა და პროექტით გათვალისწინებული მოცულობების შესაბამისად. ხელშეკრულების მიხედვით შპს,,ნ---------------------------”–თან ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, მის მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტში წარდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტის შესაბამისად. შპს „ნ----------------------------”–ს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების კონტროლის განხორციელება, შესრულებული სამუშაოების შემოწმება, ინსპექტირება და ფარული სამუშაოს აქტების შედგენა დაევალათ ა---––----------–----–---------------------------------–-----------------------------ის ჯგუფის წევრებს ბე--------------–--ეს, ემ--------------–---–სა და მი----–---------ეს. მიუხედავად ვალდებულებებისა ბე--------------–--ეს, ემ--------------–---–სა და მი----–---------ეს არ შეუმოწმებიათ შპს „ნ---------------------------- ”-ის მიერ შესრულებული სამშენებლო სამუშაოს მოცულობები და ღირებულებები. მათ შეადგინეს ფარული სამუშაოს აქტები, სამუშაოთა შუალედური შემოწმების აქტი და საბოლოო შემოწმების აქტი, სადაც ხელმოწერებით დააფიქსირეს, რომ თითქოსდა შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ღირებულება სრულად შეესაბამებოდა შპს „ნ---------------------------- "-ის მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტში წარდგენილ ფორმა N2–ში ასახულ სამუშაოს მოცულობასა და ღირებულებას. შპს „ნ----------------------------”-ის მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტში წარდგენილ ფორმა N2-ში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე ბე--------------–--ემ, ემ--------------–---–მა და მი----–---------ემ, როგორც ა---––----------–----–---------------------------------–-----------------------------ის ჯგუფის წევრებმა დაადასტურეს ხელმოწერებით. სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კი შპს „ნ---------------------------“-ის მიერ არ იქნა შესრულებული იმ მოცულობისა და ღირებულების სამუშაო, რაც შპს „ნ----------------------------”-ის დირექტორმა და------------ემ მიუთითა ახალციხის მუნიციპალიტეტში წარდგენილ შესრულებულ სამუშაოს აქტებში. ფაქტიურად კი შპს „ნ----------------------------’’-ის მიერ რეალურად შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება დარიცხვების და დღგ-ს ჩათვლით შეადგენდა 62 887,61 ლარს, რაც დღგ-ს ჩათვლით 10 301,27 ლარით ნაკლებია მის მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტში წარდგენილ შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა N2) მითითებული 73 188,88 ლარისა. შპს „ნ----------------------------”-ის მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტების, ფორმა N2-ის და ა---––----------–----–---------------------------------–-----------------------------ის ჯგუფის წევრების ბე--------------–--ის, ემ--------------–---–სა და მი----–---------ის მიერ შედგენილი სამუშაოთა შემოწმების აქტების საფუძველზე განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვით განხორციელებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება და შპს „ნ---------------------------- ”-ს ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ სრულად ჩაერიცხა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებითა და ფორმა N2-ებით გათვალისწინებული თანხა 73 188,88 ლარი.
ამდენად, ა---––----------–----–---------------------------------–-----------------------------ის ჯგუფის წევრების: ემ---------------–---–ის, ბე--------------–--ის და მი----–---------ის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობამ და არაჯეროვნად შესრულებამ, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, კერძოდ, შპს „ნ---------------------------- ”-ს ზედმეტად ჩაერიცხა სახელმწიფოს კუთვნილი 10 301,27 ლარი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა თა--------------–---–მა და ითხოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, ემ--------------–---–ის, ბე--------------–--ის და მი----–---------ისათვის უფრო მკაცრი, სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ვერ უზრუნველყოფს, სასჯელის მიზნებს, კერძოდ, მსჯავრდებულებს ჩადენილი აქვთ სამსახურეობრივი გულგრილობა, მათ აღნიშნული დანაშაული ჩაიდინეს, როგორც სახელმწიფო მოხელეებმა, უგულებელყვეს მათდამი დაკისრებული მოვალეობები, არაჯეროვნად შეასრულეს და ასევე საერთოდ არ შეუსრულებიათ ის მოვალეობები, რაც დაკისრებული ჰქონდათ როგორც მოხელეებს. აღნიშნული პირებს გააჩნდათ მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია, ისინი შერჩეულნი იქნენ მოხელეთა შორის და წარმოადგენენ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 10 ივლისის N3-- ბრძანების საფუძველზე შექმნილი ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების კონტროლის მიზნით ინფრასტრუქტურული პროექტების ინსპექტირების ჯგუფის წევრებს. ინსპექტირების ჯგუფს კი ევალებოდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების კონტროლის, შესრულებული სამუშაოების განხორციელებაზე ტექნიკურ ზედამხედველობის, ფარული სამუშაოების და შუალედური აქტების, საბოლოო შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის შემოწმების უზრუნველყოფა და მათი სისწორის დადასტურება შესაბამისი ხელმოწერით. ამდენად, მათდამი დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულება უზრუნველყოფდა სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მიზნობრივ ხარჯვას. მსჯავრდებულების, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფის წევრების: ბ---- მ----–--ის, მი----–---------ისა და ემ--------------–---–ის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობამ გამოიწვია არამარტო სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება მეწარმის მიერ, რომელმაც სწორედ, რომ ისარგებლა მათი ქმედებით და მიითვისა სახელმწიფოს კუთვნილი 10 301,27 ლარი, ასევე მი----–---------ის, ემ---------------–---–ისა და ბე--------------–--ის, როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფის წევრების ქმედებით შეილახა თვითმართველობის ორგანოს პრესტიჟი და ავტორიტეტი, არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. ამასთან, მსჯავრდებულებმა აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო, 3000 ლარი თითოეულმა უზრუნველყო თანხით და მათთვის რაიმე პრობლემა არ ყოფილა გირაოს გადახდა, რაც ასევე ერთგვარად მიანიშნებს სასჯელის უკანონო, დაუსაბუთებელ სიმსუბუქეზე და შეუსაბამობაზე. მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულისა და დანაშაულებრივი ქმედების, ამასთან, ამავე ქმედების შედეგად გამოწვეული შედეგების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი, თითოეულის მიმართ ჯარიმა 3000 ლარი ვერ იქნება შემაკავებელი ხასიათის, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების აღსრულებას.
მსჯავრდებულების: მი----–---------ის, ბე--------------–--ის და ემ--------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ცი--------------ემ წარმოდგენილი შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულების მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტი, გარდა მათი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულის - ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ნ----- ნ--------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: გი---------------–--ის, ბე--------------–--ის, ემ--------------–---–ის, მი----–---------ის, თო--------------ის, და------------ის, ლუ--------–-–---–ის, თე-------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი სისხლის სამართლის N0---------- საქმეზე; სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის N1---------- წერილი თანდართული განცხადებით; თე------------------თან გასაუბრების ოქმი, მიმართვის წერილები ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას; ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის N0------ წერილი თანდართული დოკუმენტებით; თა-------------სთან, ნე-----------------სთან, შო------------–---სთან, ბო---------------–---–თან, ლე-–-----------თან, სპ----------------სთან, ჟუ–--------------–თან, ჰა--–----------------სთან, მა-–-----------------სთან, უჩ--–------–---–თან, ჯუ----------------სთან, თე---------------------სთან, სუ-–---------------სთან, ხა-----------------თან, გი------------------სთან, ბო-----–---------სთან, ბა----------------სთან გასაუბრების ოქმები; შუამდგომლობა ამოღების ჩატარების შესახებ, ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინება N 11/ა–027–17წ; ამოღების ოქმი თანდართული სატენდერო დოკუმენტაციით (08.02.2017წ), 02 ცალი CD დისკი; ოქმი CD დისკების დათვალიერების შესახებ თანდართული დოკუმენტებით (08.02.2017), დადგენილება სამშენებლო–ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, მიმართვის წერილები სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, მიმართვის წერილი შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის N2---------- წერილი თანდართული დოკუმენტებით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- (18.09.2017წ) დასკვნა, ხელწერის ექსპერიმენტალური ნიმუშის აღების ოქმები, ბე--------------–--ის, ემ--------------–---–ის, მი----–---------ის, ნასამართლეობის ცნობები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის N2----- წერილი თანდართული დოკუმენტებით; დადგენილება ხელწერის ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულის უფლებების განმარტების ოქმი, დაზარალებულის წარმომადგენელის გამოკითხვის ოქმი; დადგენილება სისხლის სამართლის საქმიდან სისხლის სამართლის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შესახებ, და------------ის განაჩენი, დადგენილება კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ, დადგენილება სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ და საქმეში არსებულ სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულთათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილ ქმედებასთან. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ სასამართლომ სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დანიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა მხედველობაში იღებს, რომ ბე--------------–--ეს, ემ--------------–---–ს და მი----–---------ეს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ, ხოლო მათი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ისინი აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, პალატას მიიჩნია, რომ ჯარიმა საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორ თა--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ემ---------------–---–ი (პ/№4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
ემ---------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა 3 000 (სამი ათასი) ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს ემ--------------–---–ს, შეტანილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე: სს „საქართველოს ბანკი“ ბანკის კოდი BAGAGE22; მიმღები ანგარიშის ნომერი GE27LBG0000000999999999-ზე 2018 წლის 11 აპრილს.
ბე---------------–--ე (პ/№4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
ბე--------------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა 3 000 (სამი ათასი) ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს ბე--------------–--ეს, შეტანილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე: სს „საქართველოს ბანკი“ ბანკის კოდი BAGAGE22; მიმღები ანგარიშის ნომერი GE27LBG0000000999999999-ზე 2018 წლის 11 აპრილს.
მი----–---------ე (პ/№4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 300 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
მი----–---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს მი----–---------ეს, შეტანილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე: სს „საქართველოს ბანკი“ ბანკის კოდი BAGAGE22; მიმღები ანგარიშის ნომერი GE27LBG0000000999999999-ზე 2018 წლის 11 აპრილს.
მსჯავრდებულების ემ---------------–---–ის, ბე---------------–--ის და მი----–---------ის მიმართ ჯარიმის გადახდაზე კონტროლი განახორციელოს სააღსრულებო ბიურომ მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულება - 02 (ორი) ცალი CD დისკი, განთავსებული 01 პოლიეთილენის ფუთაში, დალუქული N GEO IS 1916 ლუქით, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე