განაჩენი

სისხლის სამართლის 16.11.2018
საქმის ნომერი
120100118002440308
ინსტანცია
თარიღი
16.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002440308

საქმე №1ბ/1331-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორ გრ-----–--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

გი---------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 01 ივნისს, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქის, ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქალაქი ა---––------------------------, რეგისტრაციის მისამართი; ქ. ა---––-----------------------------, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენით გი---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 200 ლარის ოდენობით.

გი---------------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით (2018 წლის 31 მარტიდან, 2018 წლის 01 აპრილის ჩათვლით) შეუმცირდა დანიშნული სასჯელი 200 ლარით, საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.

 

გი---------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 15 მარტს ქ. ვ--–-–--------------–-------–-“ -ს ბენზინ გასამართ სადგურზე ლე-------–-–---–ი ოპერატორ ავ--------–-------–---–ს სიცოცხლის მოსპობის მუქარით გი---------------ის თანდასწრებით სძალავდა 500 ლარის ოდენობით ფულად თანხას, გი---------------ემ იცოდა ლე-------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, მაგრამ შეგნებულად დამალა და არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს მომხდარი მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტის შესახებ.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორმა გ-------–ი კ------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, გი---------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნება შემაკავებელი და ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობია აღდგენას. აპელანტის აზრით, დანიშნული სასჯელი იმდენად ლმობიერია, რომ მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელიც კი არის. თუ მოსამართლე სასჯელის სახით გი---------------ეს დაუნიშნავდა თავისუფლების აღკვეთას, რაც არ იქნებოდა ჩათვლილი პირობითად, აღნიშნული გახდებოდა საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნებოდა დამაფიქრებელი, შეამცირებდა გი---------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, რითაც თავისთავად ხელი შეეწყობოდა სამართლიანობის აღდგენას. აპელანტისათვის ასევე გაუგებარია თუ რა ფაქტორმა შეუქმნა მოსამართლეს შემწყნარებლური შინაგანი რწმენა მართლაც, რომ წამახალისებელი განაჩენის დადგენისა, რაც ასევე ერთგვარად მიანიშნებს სასჯელის უკანონობაზე, დაუსაბუთებლობაზე და სიმსუბუქეზე.

 

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნო-------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულის: ავ--------–-------–---–ის, მოწმეების: ვა---–-------–---–ის, პა--–----------–---–ის, და------------–---–ის, სო------------–-–---–ის, თა-----–-------ის გამოკითხვის ოქმები, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, ოქმი ამოცნობის შესახებ, ოქმი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, ვიდეო ჩანაწერი და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

პალატა ითვალისწინებს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. სასჯელი უნდა იყოს პროპორციული და თანაზომიერი მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძვნებოდეს ინდივიდუალურ და არა ზოგად გარემოებებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს.

მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს, რომ გი---------------ეს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ მან სასამართლოში საქმის განხილვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. პალატას მიიჩნია, რომ ჯარიმა საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილი, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორ გრ-----–--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

გი---------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 200 ლარის ოდენობით.

გი---------------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით (2018 წლის 31 მარტიდან, 2018 წლის 01 აპრილის ჩათვლით) შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი 200 ლარით, საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.

 

გი---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

გირაოს შემტანს ვლ-------------------ეს განაჩენის აღსრულებიდან 01 თვის ვადაში დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე: სს „საქართველოს ბანკი“ ბანკის კოდი BAGAGE22 მიმღები ანგარიშის ნომერი GE27BG0000000999999999-ზე შეტანილი თანხა 3 000 ლარი.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი განახორციელოს სააღსრულებო ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე დართული ნივთმტკიცება - ორი კომპაქტ დისკი, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე