განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.09.2018
საქმის ნომერი
330210017002041822
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
19.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/6905-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ანა გოგიშვილი

მოსამართლეები - ხათუნა არევაძე, ეკატერინე ცისკარიძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტები - გ-- პ----–---–---–-, ნ------ ზ-----–-–---–-;

 

მოწინააღმდეგე მხარე - დ------ კ-----------;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება;

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

მოსარჩელე დ------ კ----------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხეთა გ-- პ----–---–---–-ს, ნ------ ზ-----–-–---–-ს, ა-–---- პ----–---–---–ის დ----–- ტ-------–-–---–ის არამართლზომიერი მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ძ------------ის (ყოფილი ლ------ის) #10/ ქ. თბილისის, ე---------------–---–ის #7, მე-2 სართული, ფართი 153.94 კვ.მ, ს/კ. 0---------------------- და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს დ------ კ-----------ს.

 

მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოპასუხეებისათვის სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ 13 000 ლარი გადასახდელად დაკისრებაზე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ძ------------ის (ყოფილი ლ------ის) #10 ქ.თბილისის, ე---------------–---–ის #7, მე-2 სართული, ფართი 153.94 კვ.მ, ს.კ. 0---------------------- საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელე დ------ კ----------ის სახელზე.

 

2.2. მოპასუხეების გ-- პ----–---–---–-ს, ნ------ ზ-----–-–---–-ს, ა-–---- პ----–---–---–-სა დ----–- ტ-------–-–---–ის მფლობელობაში იმყოფება მოსარჩელე დ------ კ----------ის საკუთებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ძ------------ის (ყოფილი ლ------ის) #10/ ქ. თბილისის, ე---------------–---–ის #7, მე-2 სართული, ფართი 153.94 კვ.მ, ს/კ. 0----------------------.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.3. მოპასუხეები სამართლებრივი საფუძველის გარეშე ფლობენ მოსარჩელის უძრავ ქონებას. სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ გ-- პ----–---–---–ს და დ------ კ-----------ს შორის 2--- წლის 13 ა-----–ს დაიდო შეთანხმება ბინის ნებაყოფლობით გათავისუფლების შესახებ არაუგვიანეს 2--- წლის 31 ივლისისა, თუმცა ამ დროს მოსარჩელე არ იყო ბინის მესაკუთრე, შეთანხმების მხარეები არ იყვნენე გ-- პ----–---–---–-ს გარდა სხვა მოპასუხეები რის გამოც აღნიშნული შეთანხმება იურიდული ძალის არმქონეა და შესასრულებალდ მოპასუხეებისათვის არასავალდებულო.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 1----.2--- წლის განკარგულებით დგინდება, რომ მოვალის გ-- პ----–---–---–-ს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ძ------------ის (ყოფილი ლ------ის) #10/ ქ. თბილისის, ე---------------–---–ის #7, მე-2 სართული, ფართი 153.94 კვ.მ, ს/კ. 0---------------------- - 1----.2--- წელს დასრულებულ იძულებით საჯარო აუქციონზე გაიმარჯვა დ------ კ-----------მ რომელსაც საკუთრების უფლების წარმოშობამდე უნდა გადაეხადა უძრავი ქონების ღირებულება ს. ფ. 25. ხოლო საჯარო რეესტრის ამონაწერით მოსარჩელეზე სადაო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა 2----.2--- წლიდან ს. ფ. 26, ხელშეკრულება მოსარჩელსა და მოპასუხე გ-- პ----–---–---–ს შორის ბინის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ დაიდო 1----.2--- წელს ს. ფ. 27, აღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ შეთანხმება იურიდიული ძალის მქონეა, ვინაიდან მოსარჩელე ხელშეკრულების დადების დროს არ იყო უძრავი ქონების მესაკუთრე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად.

 

შესაბამისად, ვინაიდან, არსებული მდგომარეობით საჯარო რეესტრის ჩანაწერის თანახმად უძრავი ქონების მესაკუთრედ მოსარჩელე დ------ კ----------- ფიქსირდება, ხოლო მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება უძრავი ქონების სამართლებრივი საფუძვლით ფლობის შესახებ ისინი ვერ იქნებიან მიჩნეული სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელებად.

 

2.4. მოსარჩელეს მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის უძრავი ქონების სარგებლობით არ ადგება მატერიალური ზიანი, მათ შორის თვეში 1 300 ლარის ოდენობით და მოპასუხეები მოსარჩელის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ ფულადი სახსრების დაზოგვის გზით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მატერიალიური ზიანის და მისი ოდენობის დასადასტურებალდ წარმოდგენილ იქნა 2--------- წლის აუდიტორული შეფასების ანგარიში, რომელის მიხედვითაც ქონების საიჯარო ქირა თვეში შეადგენს 1588 ლარს ს. ფ. 38-55, მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნით მატერიალური ზიანის სახით მოთხოვნილია 10 თვის საიჯარო ქირა თვეში 1300 ლარის ოდენობით მთლიანობაში 13 000 ლარის ოდენობით, რომელსაც მოსარჩელე მხარის განმარტებით იგი მიიღებდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მას რომ გაექირავებინა, ხოლო მოპასუხეებმა დაზოგეს ამდენივე ფული ვინაიდან მათ რომ ექირავათ აღნიშნული ბინა უნდა გადაეხადათ თვეში 1300 ლარი რითაც უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ მოსარჩელის ხარჯზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული შეფასება რომელიც მოპასუხე მხარეს სადაოდ არ გაუხდია და სხვა სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია იძლევა ინფორმაციას სადავო უძრავი ქონების ანალოგიური ქონების გაქირავების შემთხვევაში ყოველთვიური ქირის თანხის ოდენობის შესახებ, თუმცა საქმის მასალებით არ დგინდება ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოსარჩელე არის მეწარმე სუბიექტი (ინდივიდუალური მეწარმე), რომლის საქმიანობაც ორიენტირებულია შემოსავლის და მოგების მიღებისაკენ იგი ახდენს უძრავი ქონების შეძენას გაქირავების მიზნით, აქირავებს მათ და ამით იღებს სარგებელს, ამასთან საქმის მასალებით არც ის დგინდება, რომ მოსარჩელე აუცილებლად გააქირავებდა სადოა უძრავ ქონებას 10 თვის განმავლობაში, მოპასუხეებს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ და სადავო ქონებიდან მოპასუხეთა გამოსახლების შემთხვევაში ისინი აუცილებლად სადავო უძრავი ქონებას ან ანალოგიურ უძრავ ნივთს იქირავებდნენ, იმავე ტერიტორიაზე სადაო უძრავი ქონებაა განთავსებული და მისი დაქირავებისათვის ყოველთვიურად გადაიხდიდნენ 1300 ლარს, რითაც მოსარჩელის ხარჯზე დაზოგეს თვეში 1300 ლარი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სარჩელში არ მიუთითა და სასამართლო სხდომაზე ვერ დაადასტურა მისი მტკიცების სფეროში შემავალი მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეთა მოქმედების შედეგად მოსარჩელეს არ ადგება მატერიალური ზიანი და მოპასუხეები მოსარჩელის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ ფულადი სახსრების დაზოგვის გზით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ძ------------ის (ყოფილი ლ------ის) #10/ ქ. თბილისის, ე---------------–---–ის #7, მე-2 სართული, ფართი 153.94 კვ.მ, ს/კ. 0---------------------- საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელე დ------ კ----------ის სახელზე. ასევე მოპასუხეების მფლობელობაში იმყოფება მოსარჩელე დ------ კ----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ძ------------ის (ყოფილი ლ------ის) #10/ ქ. თბილისის, ე---------------–---–ის #7, მე-2 სართული, ფართი 153.94 კვ.მ, ს/კ. 0----------------------., შესაბამისად მოსარჩელე მხარემ წარმატებით გაართვა მის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთს. იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლით ფლობენ მოსარჩელის უძრავ ქონებას მოდის მოპასუხეებზე, რომლებმაც მითითებული გარემოება ვერ დაადასტურეს. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოსარჩელის უძრავ ქონებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. ნ------ ზ-----–-–---–- არის მძიმე ავადმყოფი. შესაბამისად, მისი ბინიდან გამოსახლება დაუშვებელია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგ--მ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. მოსარჩელე უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე უკანონოდ ფლობს სადავო უძრავ ქონებას და მოსარჩელეს არ აძლევს აღნიშნული ქონებით სარგებლობის შესაძლებლობას.

 

პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების დანაწესზე და განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია დ------ კ----------ის საკუთრების უფლება.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობაზე და ხელშეშლაზე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს, თუმცა მოპასუხემ ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა. შესაბამისად, პალატა დადგენილად მიიჩნევს მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უკანონოდ ფლობის ფაქტს და აპელანტები არ წარმოადგენენ სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერ მფლობელებს. აღსანიშნავია, რომ აპელანტებს არ მიუთითებიათ იმგვარი არგუმენტები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდებოდა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ნ------ ზ-----–-–---–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, არ შეიძლება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად იქნეს მიჩნეული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ჩანაწერების საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. აღნიშნული გარემოებები კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გ-- პ----–---–---–-ს, ნ------ ზ-----–-–---–-ს, ა-–---- პ----–---–---–-სა დ----–- ტ-------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ანა გოგიშვილი

 

მოსამართლეები ხათუნა არევაძე

 

ეკატერინე ცისკარიძე