განაჩენი

სისხლის სამართლის 19.11.2018
საქმის ნომერი
010141318700060652
ინსტანცია
თარიღი
19.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 0-----------------

საქმე №1ბ/1145-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

7 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე

 

ვახტანგ ლობჟანიძის, მარინე თათრიაშვილის, ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - ვ-–----------ას;

ადვოკატების - ტ------–--------ის, თ--------------ის, გ---------------–---–ის, დ-------------–---ის;

მსჯავრდებულების - გ-----------------ის, გ---–--–--------ს, ბ-----------------ნის მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ-----------------ის და მისი ადვოკატის თ--------------ის, ასევე, მსჯავრდებულების გ---–--–--------ს და ბ-----------------ნის ადვოკატების - ტ------–--------ისა და ი-----–---------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ--------------------------------------------------------–-------–-–-----------------ს, პ/ნ 3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ-----------------------------------------; დანაშაული გათვ--–-სწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით;

 

გ---–--–----------------------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------რს, პ/ნ 2----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ------–------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------------–----–----------------------------; დანაშაული გათვ--–-სწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 

ბ---------------------------------------------------------–-------–-–------------–ს, პ/ნ 2----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ------–-------------–--–-------–-------–----------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, პ----–---–---------; დანაშაული გათვ--–-სწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 06 ნოემბრის განაჩენით:

 

გ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვ--–-სწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

 

გ-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 08 თებერვლიდან;

 

გ---–--–-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვ--–-სწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გ---–--–--------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 თებერვლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ გ---–--–-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

 

გ---–--–-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 6 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2017 წლის 08 თებერვლიდან, 2017 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

ბ-----------------ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვ--–-სწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

 

ბ-----------------ნს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 08 თებერვლიდან;

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

გ-----------------ემ, გ---–--–-------მა და ბ-----------------ნმა ჩაიდინეს გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით.

 

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის ნოემბრის თვეში, ქ. რუსთავში, გ-----------------ე, ბ-----------------ნი და გ---–--–-------- შეხვდნენ დაზარალებულ ჯ--–----------–---–ს, რომელსაც კანონიერი ქურდის - კ--------–--–---–---–ის სახელით, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, მოსთხოვეს გადაეხადა ფულადი თანხა 23 600 აშშ დოლარის ოდენობით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით.

 

აღნიშნულის შემდეგ გ-----------------ე, ბ-----------------ნი და გ---–--–-------- სისტემატურად უკავშირდებოდნენ დაზარალებულ ჯ--–----------–---–ს და ითხოვდნენ ფულადი თანხის დროულად მიტანას, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ თანხის გადაუხდელობის გამო და ემუქრებოდნენ ძალადობის გამოყენებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ-----------------ემ და მისმა ადვოკატმა თ--------------ემ, ასევე, მსჯავრდებულების გ---–--–--------ს და ბ-----------------ნის ადვოკატებმა - ტ------–--------ემ და ი-----–---------–---–მა. აპელანტები ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 06 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

მსჯავრდებულ გ-----------------ის და მისი ადვოკატის თ--------------ის სააპელაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, სასამართლოს დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების ობიექტური ანალიზიდან. დადგენილი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის დასასაბუთებლად ყველა ფაქტობრივი გარმეოება და საკმარისობის თვალსაზრისით სახეზე არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქმეზე გამოძიება არ იქნა წარმართული სრულყოფილად და ბრალდების მხარის მიერ არ იქნა მოპოვებული არსებითი გარემოებების დასადგენად აუცილებელი მტკიცებულებები, მათ შორის ამოღებული არ იქნა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები შემთხვევის ადგილებიდან, რომლებიც უტყუარად გამორიცხავდა გ-----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ამასთან, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები განხორციელებულია კანონდარღვევით, საქმის არსებითი განხილვისას კი დაირღვა მხარეთა შეჯიბრებითობის, თანასწორობისა და მტკიცებულებათა ხელმისაწვდომობის ფუნდამენტური უფლებები.

 

დაცვის მხარის განმარტებთ, დაზარალებულის მიერ ა-------–----------ის თანხის გადაცემა განხორციელდა დეკემბრის თვეში, სასამართლომ კი დანაშაულის ჩადენის თარიღად უკანონოდ დაადგინა ნოემბერი. ასევე, გ-----------------ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო მისგან ამოღებული მობილური ტელეფონის მონაცემები და ამ გზით მოხდა მისი იდენტიფიცირება, რაც უკანონოა, რადგან როგორც თავად გ.გიორგაძემ და ასევე მოწმე ნი------------ამ დაადასტურეს, ბრალდებულის დალუქული მობილური ტელეფონის განყოფილებაში კვლავ გასხნილ მდგომარეობაში ეჭირათ სამართალდამცავებს. ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ჰაბიტოსკოპიური და ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაზეც და მიუთითებს, რომ ჩანაწერებში არსად არ ფიქსირდება გ-----------------ის გამოსახულებები; ხოლო ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით არ მომხდარა ხმების იდენტიფიცირება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ექსპერტს გადაეცა სასამართლო სხდომების აუდიოჩანაწერები, რომლებშიც გ-----------------ის ხმა სუფთად და გარკვევით არის ჩაწერილი. სასამართლომ კი, მიუხედავად ექსპერტიზის დასკვნის უარყოფითი პასუხებისა, ისინი საფუძვლად დაუდო გამამტყუნებელ განაჩენს. სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებულია მოსაზრებაც, რომ დაზარალებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოცირებას.

 

მსჯავრდებულების გ---–--–--------ს და ბ-----------------ნის ადვოკატების სააპელაციო საჩივრის თანახმად, განსახილველ საქმეზე არ არის წარმოდგენილი არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ თუნდაც ერთი უტყუარი მტკიცებულება გ---–--–--------ს და ბ-----------------ნის ბრალეულობის დასადასტურებლად. პირიქით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები პირდაპირ გამორიცხავენ მსაჯვრდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ეფუძნება მხოლოდ ერთი პირის - დაზარალებულის ჩვენებას, რომელიც არ არის სანდო და დამაჯერებელი. საქმის არსებითი განხილვისას ჯ--–----------–---–მა მიუთითა არაერთ წინააღმდეგობრივ გარემოებაზე, კერძოდ, მისი ცემის ეპიზოდთან დაკავშირებით ვერ ახსნა, კონკრეტულად თუ ვინ რა მოქმედებას ახორციელებდა; უშუალოდ თითოეული მსჯავრდებული რა მდგომარეობაში იყო და რას აკეთებდა; ვინ განახორციელა ფიზიკური ძალადობა და ვინ ემუქრებოდა; კიდევ ვინ იყვნენ შეთხვევის ადგილზე და ხედავდნენ თუ არა ამ ყველაფერს იქ მყოფი პირები. დაცვის მხარის განმარტებით, ჯ--–----------–---–მა პირველ ჯერზე თქვა, რომ მხოლოდ გ-----------------ე დაემუქრა, შემდეგ კი მიუთითა, რომ სხვებიც დაემუქრნენ. ცემის ფაქტთან დაკავშირებითაც აღნიშნა, რომ თითქოს ბ-----------------ნმა და გ-----------------ემ სცემეს, მოგვიანებით კი განმარტა, რომ ყველამ ცემა. ამასთან, დამაჯერებელიც რომ იყოს მისი ჩვენება, ცემის მიზეზად იგი ასახელებს იმას, თუ რატომ მოატყუა ქურდები; ანუ მის მიმართ განხორციელებული ძალადობა შეიძლება მივიჩნიოთ ცემად შურისძიების გამო. მსჯავრდებულებს კი ბრალი ედებათ გამოძალვაში, რა დროსაც მუქარა მიმართული უნდა იყოს მომავლისაკენ. დაზარალებული აცხადებს, რომ მას ორი წუთის განმავლობაში სცემდნენ, თუმცა არანაირი დაზიანება არ მიუღია, გარდა იმისა, რომ მოსდიოდა სისხლი და ამის მიზეზადაც დაასახელა ის გარემოება, რომ აწუხებს წნევები. ასევე, არადამჯერებელია ჯ--–----------–---–ის პასუხები გ---–--–-------თან და ბ-----------------ნთან შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით, მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდის სახლთან გ-----------------ისა და მის შეხვედრას. დაზარალებულმა ამ შემთხვევაშიც ვერ დაადასტურა - ნახა თუ არა შეხვედრის ადგილას გ---–--–--------.

 

სააპელაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ დაზარალებულის განმარტებით, მსჯავრდებულების მხრიდან მის ცემას ესწრებოდნენ ა-–-----------------–-ძე, ა-----–-------–--ლი და ვ--–-----------–--ლი. ა-–-----------------–-ძის და აა-----–-------–--ლის ჩვენებები ბრალდების მხარემ საერთოდ არ წარმოადგინა გამოსაკვლევად, ხოლო ვ--–-----------–--ლი საერთოდ არ ადასტურებს დაზარალებულზე ფიზიკური ზემოქმედების ფაქტს, მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელის განმარტებით, იგი იქვე იდგა და თავად ხედავდა მის სახეს. ასევე, მოწმეები თ------------–-–---–-----------------------------იძე არ ადასტურებენ არანაირი კონფლიქტის, მუქარის, ცემის და გამოძალვის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ თავად დაზარალებული არაერთ პირს ასახელებს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის შემსწრედ, ხოლო სასამართლოში არცერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ მათ დაინახეს, თუ როგორ ემუქრებოდნენ და სძალავდნენ ფულს მსჯავრდებულები ჯ--–----------–---–ს.

 

დაცვის მხარე ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეზე წარმოდგენილ ფარულ ჩანაწერებში არცერთ შემთხვევაში არ დასტურდება გ---–--–--------ს და ბ-----------------ნის მხრიდან რაიმე სახის მუქარის ფაქტი. ბრალდების მხარემ ვერ წარმოდგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებენ მსჯავრდებულები და ხმა რომელიც ისმის, ეკუთვნით მათ. შესაბამისად, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ საქმეში არ მოიპოვება ბრალდების დამადასტურებელი თუნდაც ერთი უტყუარი მტკიცებულებაც კი.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულებმა და მათმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას და იშუამდგომლეს მათი დაკმაყოფილება;

 

პროკურორმა ვ-–----------ამ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ჯ--–----------–---–მა განაცხადა, რომ იგი დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობით და ყავს მოწილე ვ--–----------–-–--ლი. მას (ჯ--–----------–---–ს) ა-------–----ისაგან, რომლის პარტნიორიც იყო აწ გარდაცვლილი გია გიორგაძე, ერთი თვის ვადით ნასესხები ჰქონდა თანხა 23 600 აშშ დოლარის ოდენობის. როცა ვ--–-ს გასტუმრება დააპირა, მოწილემ, ვ--–----------–-–--ლმა სთხოვა, რომ ჯერ არ დაებრუნებინა ა-------–----ისთვის თანხა, რადგან ამ უკანასკნელს მისი 30 000 აშშ დოლარი ემართა და მასთან თანხის განაწილების საკითხის გარკვევას გეგმავდა. გია გიორგაძეს ვ--–-ს დაბრუნებაში დახმარება უთხოვია ნ-----------------------------ვის, რის შემდეგაც ვ--–----------–-–--ლთან და მეგობარ ვ--–-----------–--ლთან ერთად ოპერის წინ მდებარე ბარში შეხვდა ა-------–----------------------------------------------------ძეს. შეხვედრაზე მან დაადასტურა, რომ აღნიშნული თანხა - 23 600 დოლარი ნამდვილად ჰქონდა გადასახდელი და შეკრებილ პირებს უთხრა, რომ მას გადახდის პრობლემა არ ჰქონდა, უბრალოდ ერთი კვირის განმავლობაში გაერკვიათ ვისთვის უნდა მიეცა თანხა - გ--–-–---–-----ის, თუ მათთვის. გარეთ გამოსვლისას ვ--–----------–-–--ლმა სთხოვა, რომ ეპოვათ ისეთი ხალხი, ვინც დ--------------ეს დაუკავშირდებოდა და ეტყოდა, რომ თანხას გ--–-–---–ი დაიტოვებდა ა-------–----ის ვ--–-ს სანაცვლოდ. ამ მიზნით ისინი ვ--–-----------–--ლმა მეორე დღეს შეახვედრა ნაცნობებს - გ-----------------ეს და ა------------–--ლს, რომლებმაც, თავის მხრივ, გააცნეს ბ-----------------ნი და გ---–--–--------. შეხვედრა შედგა ისნის მეტროსთან. საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ბ-----------------ნი და გ---–--–-------- უნდა დალაპარაკებოდნენ ნ------- დ--------------ეს, რათა თანხა ვა-–--------–-–---–ს დარჩენოდა. ამის შემდეგ კვლავ ოპერის წინ მდებარე ბარში ვა-–--------–-–---–თან, ბ-----------------ნთან და გ---–--–-------თან ერთად შეხვდა ნ------- დ--------------ეს, რომელმაც უთხრა, რომ ეს თანხა მისთვის უნდა მიეტანა. მანვე უთხრა, რომ ამ ფულზე საქმის კურსში იყვნენ საბერძნეთში მყოფი კანონიერ ქურდები. ასევე ამ შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ მეორეს მხრივ აღნიშნული თანხით დაინტერესებული იყო კანონიერი ქურდი კ----–--–---–---–ი. გადაწყდა ისე, რომ ერთ კვირაში დ--------------ისათვის უდნა მიეტანა ფული. თუმცა, მანამდე შეხვდა გ-----------------ე, რომელმაც ტელეფონის საშუალებით დაალაპარაკა მამაკაცი, გაეცნო, როგორც კ----–--–---–---–ი და უთხრა, რომ თანხა უნდა მიეტანა გ-----------------ესთან და მიმართულებას მას თავად მისცემდა. 2016 წლის ნოემბრის თვეში თანხა დროებით შესანახად გადასცა ვა-–--------–-–---–ს და მის ძმას - თ------------–-–---–ს, თავად კი, იმის გასარკვევად, თუ ვისთვის უნდა გადაეცა ფული, ა-–-----------------–-ძესთან ერთად წავიდა რუსთავში. ამ დროს ვ--–--------–-–--ლი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მის მიერ დატოვებული ფული უნდა აეტანა დ--------------ესთან, რასაც აიღებდა ც----- და თავის მხრივ იგი 30 000 დოლარს დაუბრუნდებდა გ--–-–---–ს. რუსთავში, „--------“ ტერიტორიაზე ა-–-----------------–------ან და ვ--–-----------–--ლთან ერთად შეხვდა გ-----------------ეს, ბ-----------------ნს, გ---–--–-------ს და ა-----–-------–--ლს, რომლებსაც უთხრა, რომ ვ--–-ს გასასტუმრებელი ფული იმის გარკვევამდე, თუ ვისთვის გადაეცა თანხა, დატოვებული ჰქონდა ვ-----–-–---–--ან. გ-----------------ემ, ბ-----------------ნმა და გ---–--–-------მა, რომლებიც მანქანაში ისხდნენ, ტელეფონზე დაურეკეს ვ--–----ს და თ--------ს, უთხრეს, რომ რუსთავში ჩასულიყვნენ. მათი ჩასვლის შემდეგ ხსენებულმა პირებმა ისაუბრეს მანქანაში, სადაც თვითონ ჯ--–----------–---–ი არ იჯდა. ამ საუბრის მომენტში მანქანიდან გადმოვიდნენ ბ-----------------ნი, გ-----------------ე და გ---–--–--------, მივარდნენ მას (ჯ--–----------–---–ს) და დაუწყეს ცემა - ფული რატომ დაუტოვე გ--–-–---–ს და ჩვენთან რატომ არ მოიტანეო. პირველმა დაარტყა ბ-----------------ნმა, შედეგ - გ--------------მ, რა დროსაც სახეზე აიფარა ხელი. მას სამივე ბრალდებული შეეხო ხელით, რის შემდეგაც ა-----–-------–--ლმა დაიცვა და მისი ცემა შეწყვიტეს და აჩიკომ გამოიყვანა იქიდან. ცემის დროს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, წნევამ აუწია და გარეკვეული პერიოდი იქვე მდებარე საცხობში იჯდა. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, რომ სამივე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ასევე ეუბნებოდნენ - „დაგლეწავთო“. წაიყვანეს ძველ რუსთავში და გ-----------------ემ ტელეფონით დაალაპარაკა კრიმინალურ ავტორიტეტს, ვინმე ლევანს, რომელმაც უთხრა, რომ დაეჯერებინა ბიჭებისთვის და პრობლემები არ ექნებოდა. გ-----------------ემ, ბ-----------------ნმა და გ---–--–-------მა უთხრეს, რომ მან ქურდი - კ----–--–---–---–ი მოატყუა და მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ვ--–- გადახდილი ჰქონდა, გ-----------------ისათვის უნდა მიეტანა 23 600 აშშ დოლარის ოდენობის თანხა შუშანაშვილისთვის გადასაცემად, წინააღმდეგ შემთხვევაში გ-----------------ე მოკვლით დაემუქრა. ორი დღის შემდეგ კვლავ ჩავიდა რუსთავში, სადაც ისევ „ვეჯინთან“ შეხვდა გ-----------------ეს, უთხრა, რომ აპრილის თვემდე თანხის გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდა. გ-----------------ე კვლავ დაემუქრა, რომ მოკლავდნენ, ფიზიკურად გაანადგურებდნენ, თუ ფულს 25 დეკემბრამდე არ მიუტანდა. ვინაიდან მიხვდა, რომ მას თავს აღარ დაანებებდნენ, მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მას შემდეგ რამდენჯერმე შეხვდა ბრალდებულებს, რა დროსაც სპეციალური ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილმა მოახდინა მათთან შემდგარი საუბრების ჩაწერა. 2016 წლის 25 დეკემბერს გ-----------------ეს მისივე (გ------------) ინიციატივით შეხვდა ქ. რუსთავში, კ----–--–---–---–ის სახლთან. თან ახლდნენ ა-–-----------------–-ძე და ვ--–-----------–--ლი. ხელცარიელი რომ მივიდა, გ-----------------ე ძალიან გაბრაზდა, ეუბნებოდა, ბინა დაალომბარდე ან რამე გაყიდეო. 5 იანვრამდე მისცა ვადა და დაემუქრა, რომ თუ ამჯერადაც არ მიუტანდა ფულს, მოკლავდა. ხმამაღალი ტონით ესაუბრებოდა და ემუქრებოდა. ამის შემდეგ ტელეფონითაც ესაუბრა გიორგაძე და კვლავ მოსთხოვა ფულის მიტანა. ასევე მოწმემ დაადასტურა, რომ შეხვდა გ---–--–-------ს და ბ-----------------ნს. ეს შეხვედრა დადეგმილი იყო თუ არა, ზუსტად ვერ იხსენებს. ერთხელ გ---–--–-------მა თავადაც დაურეკა შეხვედრის მიზნით, მაგრამ ზუსტად არ ახსოვს, ეს შეხვედრა ვისი ინიციატივით შედგა. გ--------------მა და ბ-----------------ნმა უთხრეს - ასე რატომ გააკეთე, ქურდები რატომ დააპირისპირე ერთმანეთსო, რის გამოც მისგან ითხოვდნენ უკვე გადახდილი თანხის ხელმეორედ გადახდას.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე ვ--–-----------–--ლმა განაცხადა, რომ საავადმყოფოში ყოფნის გამო დასაკითხად ვერ გამოცხადდა პირველი ინსტაცნიის სასამართლო სხდომაზე. თარიღი ზუსტად არ ახსოვს, ჯ--------------–---------–---–--ან) ერთად იმყოფებოდა კაფე მაესტროში, სადაც ასევე იყვნენ სხვა, მისთვის უცნობი პირები, რომლებსაც უსიამოვნო ლაპარაკი ჰქონდათ ჯი------ნ, იყენებდნენ მუქარას და შეურაცხმყოფელ სიტყვებს მისი მისამართით. ამის შემდეგ რუსთავში იყვნენ ჩასულები, სადაც კვლავ შეხვდნენ უცნობ პირებს, რომელთა შორისაც ამოიცნო კაფე „მაესტროში“ პირველ შეხვედრაზე მყოფი ორი პირი. აქაც ადგილი ჰქონდა ჯ---ს მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგრამ ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა. მოწმემ მიუთითა, რომ სხდომის დარბაზში წარმოდგენილი მსჯავრდებულებიდან ამ შეხვედრებზე არცერთი არ იყო. ბრალდების მხარის მიერ მოხდა მისი გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების გამოქვეყნება, რაზეც მოწმემ აღნიშნა, რომ გამოკითხვის ოქმზე ნამდვილად მისი ხელმოწერაა, თუმცა მასში მოყვანილ ინფორმაციას ბევრი რამე აქვს დამატებული. ახლა პირველად გაიგო, რომ ამ შინაარსის ჩვენება ჰქონდა მიცემული. გამომძიებელმა შესთავაზა წაეკითხა ოქმის შინაარსი, მაგრამ იგი სათვ--–-ს გარეშე ვერ კუთხულობს, დაკითხვისას კი სათვალე არ ქონდა და არ წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი. მოგვიანებით მოწმემ აღნიშნა, რომ მან გამომძიებელს სთხოვა - თქვენ წამიკითხეთო, თუმცა წაკითხვისას ასეთი ინფორმაცია არ მოუსმენია, რაც ახლა პროკურორმა წაიკითხა, არც უკითხავთ ბევრი რამ იქიდან, რაც დაკითხვის ოქმშია დაფიქსირებული. აღნიშნულ საკითხზე კიდევ ერთხელ კითხვის დასმისას კი მოწმემ აღნიშნა, რომ როდესაც გამომძიებელმა ჩვენება წაუკითხა, მან დააფიქსირა გარკვეული შეუსაბამობები, რაც არ უთქვამს და ამის თაობაზე გამომძიებელსაც უთხრა, თუმცა ოქმში შენიშვნის სახით არ დაუფიქსირებია. ვ--–-----------–--ლმა ასევე განმარტა, რომ სხდომაზე წარმოდგენილ გ-----------------ეს არ იცნობს. მის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე - 5----------- არავის დაურეკავს და არ უთქვამს, რომ იყო გ-----------------ე, გ---–--–-------- ან ბ-----------------ნი. ასევე არ იცის, თუ ვინაა ნ------- დ--------------ე. გ---–--–--------ს და ბ-----------------ნის მხრიდან ჯ----------–---–ის მიმართ არანაირ ხელის დარტყმას, ცემას ზეწოლას და გამოძალვას ადგილი არ ჰქოინია. ჯ--- არის მისი მეგობარი და აუცილებლად იტყოდა ასე რომ ყოფილიყო. არც სხვისგან გაუგია არაფერი, პირიქით, ჯ--- მათ იმედზე იყო. ზოგადად ჯ---სგან იცნობს დევდარიანს და ონიანს, შეიძლება ჯი------ნ ერთად შეხვედრია კიდეც მათ, მაგრამ მათ შორის ყველანაირ ინციდენტს გამორიცხავს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული მოწმეების - ა-------–----ის, თ------------–-–---–ის და ნ------- დ--------------ის ჩვენებები, რომელთა მიხედვითაც დგინდება შემდეგი:

 

მოწმე ა-------–----ემ განაცხადა, რომ დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობით და ამ მხრივ ურთიერთობა აქვს ვ--–----------–-–--ლთან და ჯ--–----------–---–თან. დაახლოებით სამი წლის წინ ვა-–--------–-–---–ისგან ისესხა თანხა, რომელიც არ ჰქონდა დაბრუნებული. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ჯ--–----------–---–ს და ვა-–--------–-–---–ს თავად ასესხა თანხა, ჯამში - 23 600 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც სამეწარმეო საქმიანობაში შექმნილი პრობლემების გამო ვერ გადაუხადეს. აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით საუბარი ჰქონდათ ნ------- დ--------------ესთან, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ვა-–--------–-–---–ი და ჯ--–----------–---–ი დააბრუნებდნენ თანხას, ხოლო თვითონაც, გარკვეული გრაფიკის შესაბამისად, გაისტუმრებდა ვა-–--------–-–---–ის ვალს. 2016 წლის დეკემბრის თვეში უნდა მიეცათ მისთვის თანხა და ასეც მოიქცნენ. მოწმემ სრულად დაიბრუნა ვ--–- - 23 600 დოლარის ოდენობით, მოგვიანებით კი ვა-–--------–-–---–ის ძმას - თ------------–-–---–ს თავადაც გადასცა საკუთარი ვ--–-ს ნაწილი - 10 000 აშშ დოლარი, დარჩენილი თანხა გადასახდელი დარჩა ეტაპობრივად.

 

მოწმე თ------------–-–---–მა დაადასტურა, რომ ჯ--–----------–---–ის მიერ ვა-–--------–-–---–ისთვის მიცემული 23 600 აშშ დოლარის ოდენობის თანხა გადაცემული იქნა ა-------–----ისთვის. ხოლო თავის მხრივ, ა-------–----ემ დააბრუნა ვა-–--------–-–---–ის ვ--–-ს ნაწილი - 10 000 აშშ დოლარი.

 

მოწმე ნ------- დ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მეგობრული ურთიერთობა აქვს ვა-–--------–-–---–თან და ა-------–----ესთან. მათთან შეხვედრის დროს გაიგო, რომ ჯ--–-რს და ვ--–----ს ქონდათ ამირანის ვ--–- 23 600 აშშ დოლარი, ხოლო ამირანს ქონდა ვა-–--------–-–---–ის ვ--–- - 30 000 აშშ დოლარის ოდენობით. მან ურჩია ჯ--–-რს და ვა-–--------–-–---–ს, რომ გადაეხადათ ამირანის ვ--–-, რასაც ეს უკანასკნელი გამოიყენებდა თავის ბიზნესისათვის და სარგებლის მიღების შემდეგ გაისტუმრებდა ვა-–--------–-–---–ის ვალს. აღნიშნული შეხვედრიდან რამდენიმე ხანში ამირანს ვ--–- დაუბრუნა ვა-–--------–-–---–მა, რასაც თავადაც ესწრებოდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---------------–--ნმა დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სიწორე. მისი განმარტებით, გ-----------------ისაგან პირადი ჩხრეკისას ამოიღო მობილური ტელეფონი, რომელიც დაილუქა ადგილზევე და გ-----------------ემ ჩხრეკის ოქმზე მოაწერა ხელი. მას არანარისი პრეტენზია არ დაუფიქსიერებია, ხელი მოაწერა ასევე ლუქსაც. ამის შემდეგ ტელეფონზე დაინიშნა ექსპერტიზა და იგი გადააგზავნა ექსპერტიზის ბიუროში. დალუქვის შემდეგ საგამოძიებო ორგანოში ტელეფონი არ გახსნილა. მოგვიანებით ექსპერტიზის ბიუროდან მოუვიდა წერილი და ითხოვდნენ ტელეფონის კოდს, ვინაიდან იგი ვერ გახსნეს. მოწმემ მიწერა, რომ საგამოძიებო ორგანოს გადაგზავნილი მობილური ტელეფონის გასახსნელად კოდი არ მოეპოვებოდა. როგორც მისთვის ცნობილია, სწორედ ამის გამო დღემდე ტელეფონზე დანიშნული ექსპერტიზა დაუსრულებელია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნი------------ამ განაცხადა, რომ არის გ-----------------ის მეგობარი. გ-------ს დაკავებისას იმყოფებოდა მასთან ერთან, რის გამოც თავადაც წაიყვანეს სამინისტროს შენობაში და დაკითხეს. ერთ-ერთმა თანამშრომლემა გამოიტანა გ-----------------ის ტელეფონი და იძახდნენ - პაროლი უნდა მოვხსნათო. გ-------, რომელიც სხვა ოთახში იყო, არ ეუბნებოდა პაროლს. გ------- და აწ გარდაცვლი გ-----------------ე ხშირად ერევათ ერთმანეთში და ამის გამო ხშირად ქონია ბრალდებულს პრობლემები. ხსენებული ორი პიროვნების ერთნამანეთთან გაიგივების ფაქტი პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე გ-------------–---–-აც. მოწმეებმა ასევე ისაუბრეს გ-----------------ის ოჯახურ მდგომარეობასა და მის დადებით პიროვნულ თვისებებზე.

 

2016 წლის 25 დეკემბრის, ჯ--–----------–---–ის, ა-–-----------------–-ძის და ვ--–-----------–--ლის გ-----------------ესთან შეხვედრის ფარული აუდიოჩანაწერით დასტურდება, რომ როცა გ-----------------ემ ჯ--–----------–---–ისგან შეიტყო, რომ თანხა არც ამჯერად ჰქონდა მიტანილი, დაუწყო ჩხუბი - თუ როგორ გაბედა მასთან ხელცარიელი მისვლა, რადგან მის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ ქურდები, რომლებმაც ფაქტობრივად გარანტირებული თანხა დაკარგეს. უყვიროდა, რომ გაეყიდა ან „ჩაელომბარდებინა“ ბინა და 05 იანვარს მისთვის სრულად მიეტანა 23 600 აშშ დოლარი. შეხვედრისას გ-----------------ე, რომელიც ამბობდა, რომ კ----–--–---–---–ის მითითების გამო ნებისმიერი გზით უნდა ამოეღო თანხა, არაერთხელ დაემუქრა ჯ--–----------–---–ს: „შენ სანამ თავს დაიბრიდავ, სხვა დაგბრიდავს, გაიგე?“ „...ხუთში შენ მთლიანი ფული არ გეჭირება ხელში და შენ ფულს არ მოიტან... ვინც შენ არ გესროლოს... ხუთში შენ ფული არ გექნება, მთლიანი ფული და შენ ხუთში ფულს არ მომცემ... ვინც შენ დაგზოგოს და ვინც შენ არ გესროლოს...“

 

2017 წლის 05 იანვრის, გ-----------------ესა (-------------) და ვ--–-----------–--ლს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერით (09:26:37-09:29:12 სთ.) გ-----------------ე უკმაყოფილებას გამოთქვამს ჯ--–----------–---–ის მიერ თანხის არმიტანასთან დაკავშირებით: „თავს დამაბრედინებს ტო ეგ რა და არ მინდა ეს „დარმავოი სროკი“... დღეს მაგას მე ველოდები ტო, გამიგე?.. მაგას დღეს მე ველოდები... მაგი დღეს რომ არ გაიჩითოს... ვინც ცოცხლად არ გაატყაოს...“

 

2017 წლის 05 იანვრის, გ-----------------ესა (-------------) და ჯ--–----------–---–ს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერით (15:12:40-15:14:44 სთ.) ჯ--–----------–---–ი გ-----------------ეს ეუბნება, რომ პრობლემები აქვს, საავადმყოფოშია და დაახლოებით 25 იანვრამდე ვერ შეძლებს ფულის მიცემას, რასაც გ-----------------ე თანხმდება.

 

2017 წლის 09 იანვარს ჯ--–----------–---–სა და ვ--–-----------–--ლს შორის შემდგარი შეხვედრის აუდიოჩანაწერით, ვ--–-----------–--ლი და ჯ--–----------–---–ი საუბრობენ რუსთავში შემდგარ შეხვედრაზე, სადაც, მამისაშვილი განმარტებით, მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და საქმის სხვა დეტალებზე. „ბიჭო, მე ვერ დავინახე როგორ... მე მეგონა „პროსტა“ მოგიქნია და ხელი რომ მოგხვდა, ეგ ვერ...“ (ვ--------–---–-); „ბიჭო დამირეკა იმან, რომ ჩამოვიდესო, რა, ჯ---ო, რა, გ-------მ. ჰოდა, მერე დამირეკა და მეუბნება აღარ ჩამოვიდესო რა, არ გინდაო, არ არის საჭიროო... ისეთმა კაცმა მთხოვაო... იმას უარს ვერ ვეტყვიო... აღარ ჩამოვიდესო... პროსტა უთხარი რომ იჩალიჩოსო...“(ვ--------–---–-).

 

2017 წლის 23 იანვრის, ჯ--–----------–---–სა და გ---–--–-------ს (N 5-----------) შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერით (17:13:35-17:23:35 სთ.), გ---–--–-------- საკუთარი ინიციატივით, „შინაურულად“ და „მეგობრულად“ (როგორც თავად ამბობს) იწყებს და საკმაოდ დიდხანს, მონოლოგის რეჟიმში საუბარს იმაზე, რომ ჯ--------–---–ის საქციელით უკმაყოფილოები არიან და ამას ცუდი შედეგები მოყვება: „ძაან ისეთი უკმაყოფილოები არიან“; „იმ დღესაც ორი სიტყვით გითხარი რა ხდებოდა“; „შენ არამარტო ჩვენი მხრიდან... ვინც არ უნდა შეგხვდეს... გადასახედს არ იტოვებ, ჯ---...“ „შენ თუ რაღაც არ გააკეთე, შინაურულად გეუბნები... ამით ზიანს მოუტან შენს თავსაც, შენს ოჯახსაც... ოჯახს ახლა არ შეხებია არავინ და რად გინდა ეს?“ „ამ თემას როდის მორჩები? ოცდახუთში თქვი შენ და რჩები ოცდახუთამდე?“ „შენ მე რასაც მეუბნები, ისე თუ არ გააკეთებ... მე აღარ დაგირეკავ. მერე მე კი არა, შეიძლება ვიღაცამ სულ „სლუჩაინად“ გნახოს... ნუ დაუტოვებ იმათაც „ვინუჟდენი“ სამოქმედოს, რა, ამას გეუბნები“ „შენ ე.ი. ორ დღეში მიხედავ ამ პრობლემებს და ნახავ ვალერას და როგორც იტყვი, ისე იქნება?!“

 

2017 წლის 23 იანვრის, გ---–--–-------ს (N 5-----------) და ბ-----------------ნს (N595 45 25 23) შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერით (17:28:16-17:28:49 სთ.), გ. ონიანი და ბ. დევდარიანი საუბრობენ გ-----------------ის მეშვეობით ჯ--------–---–ის დაშინებაზე, რადგან ეჭვი ეპარებათ, რომ იგი დათქმულ დროს თანხის მიტანას არ აპირებს. „ეს 25-შიც არაფრის მომტანი არაა“, „შენ დაურეკე ეხლა იმ გ-------ს, უთხარი ეს, რო იმას დაურეკე და უთხარი-თქო, თუ არ შეგვხვდები, გაგატყავებთ-თქო და ასეთები“ (ბ----------------------------).

 

2017 წლის 23 იანვრის, გ---–--–-------ს (N 5-----------) და გ-----------------ეს (-------------) შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერით (17:28:16-17:28:49 სთ.), გ---–--–-------- გ-----------------ეს უყვება ჯ--–----------–---–თან საუბრის დეტალებს. ეუბნება, რომ ჯ--–----------–---–ს დედა ჰყავს სიკვდილის პირას და თუ მას არაფერი დაემართა ორ დღეში, მათ ნახვას აპირებს, რაზეც გ-----------------ე პასუხობს, რომ ჯ--–----------–---–ი იტყუება. საბოლოოდ თანხმდებიან, რომ შეთანხმებულ თარიღამდე - 25 რიცხვამდე დააცდიან ჯ--–----------–---–ს.

 

2017 წლის 25 იანვრის, გ---–--–-------ს (N 5-----------) და გ-----------------ეს (-------------) შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერის თანახმად (20:02:44-20:04:59 სთ), გ-----------------ე დაუკავშირდა გ---–--–-------ს და უთხრა, რომ ჯ--–----------–---–ი „მისახედია“ და როგორმე უნდა შეიხვედრონ, რაზეც გ---–--–-------- დაპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა ამისთვის. „დამირეკა რა იქედან იმან... მაგარი გაღიზიანებული არი... ჩვენებსაც უთხარიო, რო მიხედონო „კაროჩე“ მაგასო რა. მოიყვანონო „იტოგშიო“ რა...“ „იქნებ რამენაირად შეიხვედროთ, რა... ან იქნებ სახლთან გაიჩითოს“ (გ------------); „შევეხმიანები მე დღესაც... მერე დაგირეკავ. გაგაგებინებ... არ დავაკლებთ ხო იცი არაფერს. რაც შეგვეძლება...“ (გ. ონიანი).

 

2017 წლის 30 იანვრის, გ---–--–-------ს (N 5-----------) და ჯ--–----------–---–ს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერით (15:13:14-15:16:01 სთ.) გ---–--–-------- საყვედურობს ჯ--–----------–---–ს, რომ მასთან დაკავშირებას ვერაფრით ახერხებს, რაზეც ეს უკანასკნელი ეუბნება, რომ სერიოზული ოჯახური პრობლემები აქვს, ხვალ დაურეკავს, შეხვდება და ყველაფერს აუხსნის, რაზეც გ---–--–-------- პასუხობს: „ბიჭო, ახსნა რად მინდა, ჯ---, მე რომ შენ შეგხვდე და მერე ხომ იცი, მე ისე ვერ უნდა შეგხვდე მაშინ შენ, კაცურად გეუბნები, რა... ისინი მეუბნებიან იტყუებაო ყველაფერსო, რასაც გიყვებაო, რა, და რატომ იხდი ესე თავს და ან და შვილები გყავს, შვილიშვილები გყავს, ეხლა მაგისთვის გიცხოვრია?“

 

ფოტო და ვიდეოგადაღების განხორციელების შესახებ ოქმით დგინდება, რომ 2017 წლის 02 თებერვალს, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განჩინების საფუძველზე, დეტექტივ-გამომძიებელ ლ---------–----–---–ის მიერ, 12:55 საათიდან, 13:39 საათამდე პერიოდში, წარმოებული იქნა ფარული ფოტო-ვიდეო ჩაწერა, რა დროსაც ჯ--–----------–---–ი ჩაჯდა ა/მანქანაში, მივიდა დიდუბის რაიონის გამგეობასთან და გადაჯდა სხვა ა/მანქანაში, რომელშიც ისხდნენ ფარული მეთვალყურეობის ობიექტები - ბ-----------------ნი და გ---–--–--------.

 

2017 წლის 02 თებერვალს გ---–--–-------თან და ბ-----------------ნთან ჯ--–----------–---–ის შეხვედრის ამსახველი აუდიოჩანაწერით დასტურდება, რომ აღნიშნულ დღეს შემდგარი შეხვედრისას ბ-----------------ნმა ჯ--–----------–---–ს უთხრა, რომ იგი შეცდომაში შეიყვანა ვატომ, როცა თანხა სხვაგან მიიტანა. ვინაიდან სიტყვა ჰქონდა ნათქვამი, თანხა უნდა მიეტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვალდებულნი იქნებიან იმოქმედონ. „...სახლში დაგიწყებენ შემოვარდნას ბიჭო. ჩვენც ვალდებულს გაგვხდიან, მერე გაგაბოროტებენ, ჯ---, გამიგე, რატომ უნდა გაიბოროტო თავი...“ არაერთი მოთხოვნის შედეგად, დაესახელებინა ფულის გადახდის კონკრეტული თარიღი, ჯ--–----------–---–ი მათ დაპირდა, რომ მარტის თვის ბოლოს მიუტანდა თანხას.

 

2017 წლის 02 თებერვლის, გ-----------------ეს (-------------) და ჯ--–----------–---–ს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერებში (14:15:33-14:17:25 სთ. და 14:35:36-14:36:31 სთ.) გ-----------------ე ჯ--–----------–---–ისგან მოითხოვს შეხვედრას და ემუქრება: „ჯერ რომ გირეკავდი, ბიჭო, ტელეფონს როგორ არ იღებდი...რუსთავში ჩამოდი-მეთქი. საავადმყოფოში ხარ კი არა, იმაში. მოგაჭრი მაგ თავს, ბიჭო... რუსთავში ჩამოდი მეთქი, ბიჭო, რო გეუბნები და ჩამოდი რუსთავში, თორემ სისხლს და დორბლს აგირევ ერთმანეთში, გაიგე? შენ გაიგე რას გეუბნები?“

 

2017 წლის 03 თებერვლის, გ-----------------ეს (-------------) და გ---–--–-------ს (N5-----------) შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერში (18:06:26-18:08:09 სთ.) გ-----------------ე ეუბნება გ---–--–-------ს, რომ ჯ--–----------–---–ს მათ გარდა სხვებიც ეძებენ მისგან თანხის მიღების მიზნით: „არ უნდა დაგვასწრონ, რა, ეს ცინაძის ხალხიც ეძებს მაგას... ჩვენ პონტში... გაიგე? თქვენ უნდა დაითრიოთ მაგი...“

 

2017 წლის 03 თებერვლის, გ-----------------ეს (-------------) და გ---–--–-------ს (N5-----------) შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერში (18:36:59-18:38:05 სთ.) გ---–--–-------- ატყობინებს გ-----------------ეს, რომ ბ-----------------ნი ელოდება ჯ--–----------–---–ის ზარს და თუ სახლში მიპატიჟებაზე დაითანხმეს, წამოიყვანენ კიდეც.

 

2017 წლის 04 თებერვლის, გ-----------------ეს (-------------) და გ---–--–-------ს (N5-----------) შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერების თანახმად (11:26:44-11:27:12 სთ. და 11:54:17-11:56:36 სთ.), ბ-----------------ნი ურეკავს და ცდილობს, მოლაპარაკებისამებრ, მისსავე სახლში მასთან და გ---–--–-------თან შეხვედრაზე დაითანხმოს ჯ--–----------–---–ი, რომელიც ორშაბათ დღეს შეხვედრაზე თანხმდება.

 

2016 წლის 24 დეკემბრის დათვ--–-ერების ოქმის თანახმად, დეტექტივ-გამომძიებელ დ---------------ს მიერ დათვ--–-ერდა ჯ--–----------–---–ის მობილურ ტელეფონში არსებული ჩანაწერები. შემავ--–- და გამავ--–- ზარების სიაში დაფიქსირდა 15:34, 18:01 და 19:05 საათზე შემოსული, გამოტოვებული ზარები ნომრიდან +9-------------------------e”, ხოლო შემომავალ მოკლეტექსტურ შეტყობინებებში - ამავე ნომრიდან 16:31 და 17:34 სთ. შემოსული შეტყობინებები: „telefonze mipasuxe ro girekav”, „pokuzebs tavi daanebe me shen geubnebi telefoni aige.”

 

გ-----------------ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, გ------- გ-------ს ძე გიორგაძის პირადი ჩხრეკისას, მისი ჯინსის შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა „აიფონ-5“ ფირმის მობილური ტელეფონის აპარატი, მასში მოთავსებული N5----------- სიმბარათით, რომელიც ადგილზევე დაილუქა და ხელმოწერილი იქნა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა, მათ შორის - ბრალდებულ გ-----------------ის მიერ.

 

შპს „მაგთიკომიდან“ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ტელეფონის ნომერი 5----------- რეგისტრირებულია ტ-----------------ის (გ---–--–--------ს მეუღლის) სახელზე.

 

ჰაბიტოსკოპიური და ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N1--/ჰ ვ ტ დასკვნის თანახმად: გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებზე გ-----------------ისა და ბ-----------------ნის პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი გამოსახულება არ ფიქსირდება; გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათზე და მონაცემთა ბაზიდან ამოღებულ გ---–--–----------------------ს (პ/ნ 2----------) სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნება. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გ-----------------ემ.

 

ფონოსკოპიური ექსპერტიზის N---ფ დასკვნის თანახმად: გამოსაკვლევად წარმოდგენილ აუდიოგრამებზე და ვიდეოგრამებზე არსებულ აუდიონაწილზე მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება; გამოსაკვლევად წარმოდგენილ აუდიო ჩანაწერებში ფიქსირდება თუ არა ბრალდებულების - გ-----------------ის, ბ-----------------ნის და გ---–--–--------ს ხმები, პასუხის გაცემა შეუძლებელია, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი ეტალონური ფონოგრამები (ხმის ნიმუშები).

 

ბრალდებულებმა გ-----------------ემ, გ---–--–-------მა და ბ-----------------ნმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნეს და ითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები გახლავთ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებები, რომელთა შეფასების საფუძველზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გ-----------------ის, გ---–--–--------ს და ბ-----------------ნის ბრალეულობასთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვ--–-სწინებული დანაშაულის ჩადენაში. განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვ--–-სწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლში მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზეც, რომლის მიხედვითაც არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (Suominen v. Finland, პუნქტი 34; Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).

 

პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მსჯელობას, რომ თითქოსდა საქმეზე არ არის წარმოგდენილი არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ თუნდაც ერთი პირდაპირ სახიათის მტკიცებულება, რაც მიუთითებდა გ-----------------ის, გ---–--–--------ს და ბ-----------------ნის დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობაზე. დაცვის მხარის აღნიშნული მსჯელობა აშკარად ტენდენციური და მტკიცებულებებთან შეუსაბამოა, რის გამოც გაზიარებული ვერ იქნება. ზემოთ მოყვანილი მტკიცებულებებს უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თვალსაზრისით შეფასების შემდეგ პალატა მიდის დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, სანდო, სარწმუნო და ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულთა მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. სახეზეა ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს აღნიშნულ დანაშაულს და რაც აუცილებელია მითითებული ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით კრიმინალიზებულია გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების, ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების, ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები. გამოძალვის საგანს წარმოადგენს როგორც ქონება, ისე ქონებაზე უფლება, რომლის თანახმადაც, განსაზღვრული ქონებრივი უფლება ან ქონებით სარგებლობა დამნაშავეზე გადადის. გამოძალვის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება დამნაშავის მიერ ქონების მესაკუთრის ან ქონების მფლობელის მიმართ მოთხოვნაში, გადასცეს მას ნივთი ან მასზე უფლება, ასევე ქონებით სარგებლობის უფლება. ამდენად, გამოძალვის დროს ქმედების განხორციელების მთავარ მიზანს წარმოადგენს პირის მიერ სხვისი ქონების დაუფლება. ხოლო ამ მიზნის მიღწევის ხერხი არის მუქარა. გამოძალვა ფორმალური შემადგენლობის მქონე დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრდებულია დამნაშავის მიერ დაზარალებულისათვის მოთხოვნის წაყენების მომენტიდან, რომელსაც თან ახლავს მუქარა, ხოლო მიაღწია თუ არა დამნაშავემ გამიზნულ შედეგს, არ აქვს ქმედების კვ--–-ფიკაციისათვის არსებითი მნიშვნელობა.

 

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. დაცვის მხარე საკმაოდ ვრცელ მოსაზრებას წარმოადგენს ჯ--–-რ მამისაშვლის ჩვენების შეფასების თვალსაზრისით და ცდილობს, რომ წარმოაჩინოს მასში არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებები, რასაც სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება. დაზარალებულმა ჯ--–----------–---–მა საკმაოდ დამაჯერებლად და ლოგიკურად გადმოსცა მსჯავრდებულთა მხრიდან მის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების დეტალები. გასათვ--–-სწინებელია, რომ პირის დაკითხვა მიმდინარეობდა სამი დღის განმავლობაში და თითოეულ ჯერზე საკმაოდ ხანგრძლივი დროით. ამასთან, საქმის ფაქტობრივ გარემოებეზე საუბრისას, მისი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენებაში ვლინდებოდა გარკვეული არაერთგვაროვანი პასუხები. თუმცა, მიუხედავად ამისა, სასამართლოს მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან ერთობლიობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული არის თანმიმდევრული, საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავს სრულყოფილად და ზედმიწევნით. კერძოდ, მან სასამართლო სხდომაზე აშკარად მიუთითა ბრალდებულებზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირებზე და განმარტა, რომ ვიდრე მის მევალეს - ა-------–----ეს შეთანხმებისამებრ დათქმულ ვადაში დაუბრუნებდა ფულს, მას გ-----------------ემ ტელეფონის საშუალებით დაალაპარაკა მამაკაცი (კ----–--–---–---–ი), რომელმაც უთხრა, რომ თანხა უნდა მიეტანა გ-----------------ესთან. მოგვიანებით რუსთავში, „--------“ ტერიტორიაზე შემდგარი შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით ჯ--–----------–---–მა მიუთითა, რომ მას შემდეგ, რაც გ-----------------ის, ბ-----------------ნის და გ---–--–--------სათვის ცნობილი გახდა ვ--–-ს ა-------–----------ის დაბრუნების შესახებ, სამივე მათგანმა დაუწყო ცემა - თუ რატომ მოატყუა ქურდს და რატომ არ მიიტანა ფული მათთან. დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოებები, რომ დაზარალებულმა ვერ მიუთითა თუ კონკრეტულად რომელი მსჯავრდებული რომელ ადგილზე იდგა, ან იჯდა თუ არა რომელიმე და რა სიტყვები უთხრეს მათ, ვერ გახდება მის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ასევე, ჯ--–----------–---–ის მიერ ცემისას სახეზე ხელის აფარების ფაქტი, თავისთავად არ გამორიცხავს, რომ მას შემთხვევის ადგილზე აღარ შეეძლო აღარაფრის დანახვა და ვერ აღიქვამდა, თუ ვინ რა სიტყვებით მიმართავდა. დაზარალებულმა არაერთხელ განმარტა, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში სამივე მსჯავრდებულმა დაარტყა ხელი. ასევე დაადასტურა, რომ სამივე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ფიზიკური განადგურებით, მათ შორის უთხრეს სიტყვა - „დაგლეწავთო“. არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები არ ვლინდება მისთვის მიყენებულ დაზიანებებზე საუბრის დროსაც, როდესაც აღნიშნა, რომ ცემისას წამოუვიდა სისხლი. ამასთან წნევებიც აწუხებს, რის გამოც გახდა ცუდად.

 

დაზარალებულმა სასამართლოს მოახსენა, რომ აღნიშნულის შემდეგაც არაერთხელ ჰქონდა ადგილი როგორც გ-----------------ის, ასევე ბ-----------------ნის და გ---–--–--------ს მიერ თანხის მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობის მუქარას. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ვ--–- გადახდილი ჰქონდა, შუშანაშვილზე გადასაცემად 23 600 აშშ დოლარის ოდენობის თანხა უნდა მიეტანა გ-----------------ისათვის, რათა პრობლემები აერიდებინა როგორც საკუთარი თავის, ასევე მისი ოჯახისათვის. ჯ--–----------–---–ის განმარტებით, მათ შორის შედგა არაერთი სატელეფონო საუბარი და შეხვედრა, რომელთა დაკავშირებითაც ქრონოლოგიურად შეიძლება ვერ ისაუბრა და ასევე, კონკრეტულად ვერ იხსენებს, რომელი მხარის ინიციატივით განხორციელდა თითოეულ ჯერზე კონტაქტის დამყარება, მაგრამ განმარტა, რომ ვინაიდან 2016 წლის 25 დეკემბრიდან მათი შეხვედრები და სატელეფონო საუბრები იწერებოდა, შესაძლოა თვითონაც დაუკავშირდა ბრალდებულებს და დაგეგმილად შეხვდა მათ.

პალატას საფუძვლიანად მიაჩნია დაზარალებულის განმარტება მსჯავრდებულთა მხრიდან არსებული მუქარის განხორციელების შიშზეც. გ-----------------ის, გ---–--–--------ს და ბ-----------------ნის საერთო ქცევის, ასევე მათ მიერ უკვე გამოყენებული ფიზკური ძალადობის გათვ--–-სწინებით, სავსებით ლოგიკურია, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. იგი იმყოფეობდა ზეწოლის ქვეშ, ამოძრავებდა საკუთარი თავისა და ოჯახის დაცვის მიზანი და სწორედ იმის გამო, რომ მსჯავრდებულები მას თავს არ დაანებებდნენ, მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს.

 

საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ჯ--–----------–---–ს რაიმე სახის ინტერესი გააჩნდა მსჯავრდებულების მიმართ, რის გამოც მან იცრუა სასამართლოს წინაშე და ამოძრავებდა გ-----------------ის, ბ-----------------ნის და გ---–--–--------ს უმიზეზოდ დასჯის სურვილი. ამასთან, უსაფუძვლოა ადვოკატ თ--------------ის განმარტება, თითქოს დაზარალებულმა ეს ყოველივე საკუთარი ფინანსური ვალდებულებებისაგან თავის დაღწევის მიზნით შეთხზა, ვინაიდან, როგორც გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, ჯ--–----------–---–მა სრულად გადაიხადა ა-------–----ის ვ--–- - 23600 აშშ დილარის ოდენობით.

 

ამასთან, პალატა განმარტავს, რომ გ------- გ----------ს, გ---–--–--------ს და ბ-----------------ნის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას. ჯ--–----------–---–ის მიერ სასამართლოსათვის მოწოდებული ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია და გამყარებულია სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით და ექსპერტიზის დასკვნებით. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მასალებით დადგინდა, რომ დაზარალებულ ჯ--–----------–---–ის განცხადების საფუძველზე, მისთვის დიდი ოდენობით თანხის შესაძლო გამოძალვის ფაქტზე განხორციელდა არაერთი ფარული საგამძიებო მოქმედება, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, ასევე ფარული ვიდეო/აუდიოჩაწერა და ფოტო გადაღება. 2016 წლის 25 დეკემბრის გ-----------------ესა და ჯ--–----------–---–ს შორის შემდგარი შეხვედრის აუდიოჩანაწერით, ხოლო შემდგომში 2017 წლის 5 იანვარს და 2 თებერვალს მათ შორის არსებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერებით ნათლად დასტურდება, რომ გ-----------------ე დაზარალებულისაგან მოითხოვს მისთვის 23 600 აშშ დოლარის სრულად მიტანას, წინაღმდეგ შემთხვევაში ემუქრება სიცოცხლის მოსპობით. მსჯავრდბეული არაერთხელ იმეორებს მისი მისამართით მუქარის ტექსტის შემცველ სხვადასხვა სიტყვებს. ასევე, 2017 წლის 23 იანვრის და 30 ინავრის გ---–--–--------სა და ჯ--–-რ მამსიაშვილის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებით, ხოლო 2017 წლის 02 თებერვლის გ----------------------------------------–---–ის შეხვედრის აუდიოჩანაწერით დასტურდება, რომ აღნიშნული პირები ჯ--–----------–---–ისგან ითხოვენ თანხის მიტანას, წინააღმდეგ შემთხვევაში აფრთხილებენ, რომ ვალდებულნი იქნებიან იმოქმედონ (ბ--------------). პალატა გ---–--–--------ს აღნიშნულ საუბარს ვერ აღიქვამს „მეგობრულ“ და „შინაურულ“ რჩევად, როგორც ამას თვითონ მსჯავრდბეული უწოდებს, ვინაიდან მან თანხის არმიტანის შემთხვევაში დაზარალებულს არაერთხელ მიანიშნა მუქარის განხორცილების საფრთხეებზე და უთითებდა, რომ თავისი ოჯახის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზეც ეფიქრა. ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა გ-----------------ეს, გ---–--–-------ს და ბ-----------------ნს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრების ამსახველი არაერთი აუდიოჩანაწერი, სადაც მსჯავრდბეულები საუბრობენ ჯ--–----------–---–ის მიერ მისატან თანხაზე, თანხის მიტანის ვადებზე და სხვა დეტალებზე.

 

პალატა განმარტავს, რომ ხსენებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით; მათი განროციელებისას ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნებთან რაიმე სახის შეუსაბამობას. თითოეულ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა მოსამართლის განჩინების საფუძელზე, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით. საქმის მასალებით დგინდება, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ განჩინებების გაცემისას სასამართლომ ნება დართო როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს, ასევე, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, განეხორციელებინათ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება. აღნიშნულის შემდეგ, ყოველ ჯერზე შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი განჩინებას უგზავნის და მიმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით და ამასთან ერთად აცნობებს, რომ მოპოვებული ინფორმაციის მასალები უნდა გადაეცეთ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლებს: გ---------------–--ნს, დავით გორგაძეს, ლ---------–----–---–ს, ილია თათვიძეს და გ------- შარბანაშვილს. ხოლო უშუალოდ ფარული საგამძიებო მოქმედებები ჩატარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად, ოქმებიც შესრულებულია მათი თანამშრომლის ხელმოწერით. რაც შეეხება ადვოკატის აპელირებას, რომ დათვ--–-ერების ოქმის მიხედვით თითქოს დაზარალებულ ჯ--–----------–---–ის მობილური ტელეფონი დაუბრუნდა ვინმე მ----------–-----–--ლს, რის გამოც შეუძლებელი იქნებოდა შემდგომში მის ტელეფონზე განხორციელებულიყო მსჯავრდებულთა მხრიდან კავშირი და მომხდარიყო მათი საუბრების ჩაწერა, პალატა არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ ჯ--–----------–---–ის მობილური ტელეფონის დათვ--–-ერების ოქმში დაფიქსირებული სახელი და გვარი - მ----------–-----–--ლი, წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის შეცდომას. დათვ--–-ერების ოქმიდან დგინდება არა ის, რომ მობილური ტელეფონი ამოიღეს დაზარალებულ ჯ--–----------–---–ისგან და სხვა პირს გადასცეს, არამედ ის, რომ მოხდა მობილური ტელეფონის დათვ--–-ერება და შემდეგ დაბრუნება. ამ შინაარსიდან გამოდინარე კი ტელეფონი გადაეცა (დაუბრუნდა) იმ პირს, ვის მიერაც იქნა წარმოდგენილი, კონკრეტულ შემთხვევაში - ჯ--–----------–---–ს, რომელმაც თავად წარუდგინა გამომძიებელს დასათვ--–-რებელი ობიექტი.

 

პალატა ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები არ იძლევიან მსჯავრდებულთა ბრალეულობის დამადასტურებელ არანაირ ინფორმაციას. ჰაბიტოსკოპიური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათზე და მონაცემთა ბაზიდან ამოღებულ გ---–--–--------ს სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნება. ფონოსკოპიური ექსპერტიზის N---ფ დასკვნის თანახმად კი, გამოსაკვლევად წარმოდგენილ აუდიო ჩანაწერებში ფიქსირდება თუ არა ბრალდებულების - გ----------------------------------------------ის ხმები, პასუხის გაცემა შეუძლებელია, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი ეტალონური ხმის ნიმუშები. აღნიშნული რათქმაუნდა, არ მიუთითებს, რომ აუდიოჩანაწერებში არ ფიქსირდება მსჯავრდებულთა ხმები. დადგენილია, რომ თავად გ------------------------------------------ნმა ხმის ნიმუშის აღებაზე განაცხადეს უარი, ხოლო მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტის წინაშე წარდგენილი იქნა 2017 წლის 10 თებერვლის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, აღნიშნული არ აღმოჩნდა საკმარისი დასკვნის გაცემისათვის.

 

ამასთან, გ-----------------ის პირადი ჩხრეკის ოქმის შედეგად დასტურდება, რომ მისგან ამოღებულ მობილურ ტელეფონში მოთავსებულია სიმბარათი სწორედ იმ ნომრით - 5-----------, რისი საშულებითაც ეს უკანასკნელი არაეთხელ დაუკავშირდა დაზარალებულს. შპს „მაგთიკომიდან“ გამოთხოვილ ინფორმაციის თანახმად კი, ტელეფონის ნომერი - 5----------- რეგისტრირებულია ტ-----------------ის, გ---–--–--------ს მეუღლის სახელზე. ამასთან, ფარული საგამოძიებო მოქმედებების აუდიოჩანაწერებში, რომლებსაც მონტაჟის კვ--–- არ აღენიშნება, მსჯავრდებულები ერთმანეთს მიმართავენ სახელებით - „გ-------“, „გ---–--–------------რი“.

 

პალატა შეფასებას მისცემს პირადი ჩხრეკის შეგეგად მსჯავრდებულ გ-----------------ისგან ამოღებული მობილური ტელეფონის დალუქვის კანონიერებასაც და განმატავს, რომ როგორც გამომძიებელმა გ---------------–--ნმა მიუთითა, გ-----------------ის მობილური ტელეფონი დალუქულ მდგომარეობაში გადაიგზავნა ექსპერტიზის ბიუროში და იგი დალუქვის შემდეგ საგამოძიებო ორგანოში არ გახსნილა. რაც შეეხება თავად გ-----------------ის და ასევე მოწმე ნი------------ას განმარტებებს მობილური ტელეფონის განყოფილებაში გასხნასთან დაკავშირებით, მათი გაზიარების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ხსენებული პირების მიერ გაჟღერებული გარემოებები არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით. მათი ჩვენებები ემსახურება მხოლოდ გ-----------------ისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობას.

 

დაზარალებულ ჯ--–----------–---–ის ჩვენება მისი მხრიდან ფინანსური ვალდებულების არსებობისა და ამ თანხის მევ--–-სათვის გადახდასთან დაკავშირებით, სრულ თანხვედრაშია მოწმეების - ა-------–----ის, თ------------–-–---–ის და ნ------- დ--------------ის ჩვენებებთანაც, რომლებიც ჯ--–----------–---–ის ჩვენების იდენტურად აღწერენ მათთვის ცნობილ, საქმესთან შემხებლობაში მყოფ ფაქტობრივ გარემოებებს. ეს კი კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას სძენს დაზარალებულის ჩვენებას და ერთობლიობაში ამყარებს მის სანდოობას.

 

რაც შეეხება მოწმე ვ--–-----------–--ლის მიერ სასამართლოსათვის მოწოდებულ ინფრმაციას, ამ უკანასკნელის ჩვენების შეფასებისას პალატას ნამდვილად დარჩა გარკვეული კითხვის ნიშნები. ვ--–-----------–--ლმა არ დაადასტურა მსჯავრდებულთა მიერ ჯ--–----------–---–ზე თანხის გამოძალვისა და მუქარის, ასევე მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი. იგი განმარტავს, რომ ჯ--–----------–---–თან ერთად მისი ვ--–-ს თაობაზე გამართულ შეხვედრებს არ ესწრებოდა არც ერთი მსჯავრდებული. დაკითხვის საწყის ეტაპზე მოწმე ცდილობდა, რომ საერთოდ არ წარმოეჩინა მსჯავრდებულებთან რაიმე სახის კავშირი და ნაცნობობა, თუმცა მოგვიანებით, როდესაც მოუწია ბ-----------------ნის და გ---–--–--------ს ხსენება, განმარტა, რომ მათ ჯ--–----------–---–ისაგან იცნობდა და შეიძლება შეხვედრია კიდეც ჯ--–-რის მხრიდან, თუმცა გამორიცხა დაზარალებულზე მუქარის და ფიზიკურ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი; განმარტა, რომ პირიქით, ჯ--–----------–---–ს მსჯავრდებულების იმედი ჰქონდა, რითაც თავის მხრივ დაადასტურა მათი მონაწილეობა ჯ--–----------–---–ის მიერ ვ--–-ს გადახდასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. ამასთან, დამაჯერებლობას მოკლებულია ვ--–-----------–--ლის განმარტება - პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნებულ მის ჩვენებასა და სააპელაციო სასამართლოში მიცემულ ჩვენებას შორის არსებულ წინააღმდეგობებთან დაკავშირებითაც. მისი განმარტებით, ახლა (დაკითხვისას) პირველად გაიგო, რომ ამ შინაარსის ჩვენება ჰქონდა მიცემული, ვინაიდან იგი სათვ--–-ს არქონის გამო არ წაუკითხავს. მიუთითა, რომ ჩვენება გამომძიებელმა წაუკითხა, თუმცა ისეთი ინფორმაცია, რაც სასამართლო სხდომაზე მისი დაკითხვისას გამოკვლეულ ოქმშია მითითებული, არ მოუსმენია. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ გამომძიებელს ჩვენების წაკითხვის შემდეგ მოახსენა გარკვეულ შეუსაბამობებზე, თუმცა ოქმში შენიშვნის სახით არ დაუფიქსირებია. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, იმ პირობებში, როდესაც მას ხელს არაფერი უშლიდა ნათლად და გარკვევით ჩამოეყალიბებინა მისთვის ცნობილი მოვლენები, მოწმე ვ--–-----------–--ლის მიერ პოზიციის ხშირი ცვალებადობა ბადებს გარკვეულ ეჭვებს და ნაკლებ დამაჯერებლიბას სძენს მის ჩვენებას. ასევე აშკარაა, რომ ვ--–-----------–--ლმა არასწორი განმარტება მისცა სასამართლოს, როდესაც გ-----------------ესთან გამორცხა ყოველგვარი ნაცნობობა. როგორც გამოკვლეული სატელეფონო საუბრების ჩანაწერებით ირკვევა, 2017 წლის 05 იანვარს გ-----------------ე და ვ--–-----------–--ლი საუბრობენ იმის თაობაზე, რომ ჯ--–----------–---–ს იმ დღეს აქვს თანხა მისატანი. დასკვნის სახით კი, მოწმე ვ--–-----------–--ლის ჩვენების საერთო ანალიზის შედეგად პალატას მიაჩნია, რომ იგი ცდილობს გ-----------------ის, გ---–--–--------ს და ბ-----------------ნის ქმედებაში გამორიცხოს დანაშაულის ნიშნების არსებობა და აარიდოს ისინი მოსალოდნელ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას; თუმცა, მიუხედავად ამისა, ნათელია, რომ ბრალდების მხარის ვერსია - გ-----------------ის, ბ-----------------ნის და გ---–--–--------ს მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ვ--–-----------–--ლის ჩვენებით ვერ იქნა უარყოფილი.

 

პალატა მსჯელობას იქონიებს მსჯავრდებულ გ-----------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის არგუმენტებზე - დანაშაულის ჩადენის დროსთან და მოლაპარაკებებში სხვა გ-----------------ის მონაწილეობასთან დაკავშირებით. როგორც დაზარალებულმა ჯ--–----------–---–მა მიუთითა, პირველად 2016 წლის ნოემბრის თვეში განხორციელდა მსჯავრდებულთა მხრიდან მისგან ფულადი თანხის მოთხოვნა; სწორედ მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ა-------–----------ის გადასახდელი ვ--–- გადაეცა ადრესატს და მათთან არ იქნა მიტანილი. გამომდინარე იქიდან, რომ ჯ--–----------–---–ის ჩვენება არის სრულიად დამაჯერებელი, ასევე გამყარებულია საქმეზე წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებებით, პალატას არც ამ ნაწილში გააჩნია საფუძველი, რომ ეჭვი შეიტანოს დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობაში. მის ჩვენებასთან წინააღმდეგობაში არ მოდის ის გარემოება, რომ ა-------–----ის განმარტებით, მამისაშვილს ფული დეკემბერში უნდა დაებრუნებინა. ა-------–----ე არ აკონკრეტებს, თუ უშუალოდ რომელი თვის რომელ რიცხვში მოხდა მისთვის თანხის გადაცემა. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეული მტკიცებულებებათა ერთობლიობით აშკარაა, რომ მსჯავრდებულთა მიერ დროის გარკვეულ მონაკვეთში ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, დაუშვებელია მხოლოდ კონკრეტული თარიღის დაუდგენლობა გახდეს მათი უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი.

 

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ჩადენილ დანაშაულში შესაძლოა მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული ა-------–----ის პარტნიორ აწ გარდაცვლილ გ-----------------ეს, პალატა სრულად დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას აღნიშნული პირის გარდაცვალებისა და დაზარალებულის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების დროში შეუსაბამობასთან დაკავშირებით. ამასთან, მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დასკვნით სიტყვაში ბრალდების მხარემ საკმაოდ ამომწურავი მსჯელობა იქონია აღნიშნულ საკითხზე და გამორიცხა დანაშაულში გარდაცვლილი გ-----------------ის მონაწილეობა, ადვოკატმა განავითარა სრულიად ახალი ვერსია, თითქოს საქმეში ფიგურირებს არაერთი გ-----------------ე, თანხასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში შესაძლოა მონაწილეობა მიღებული აქვს ამ სახელის და გვარის მქონე სულ სხვა პირს და არა მისი დაცვის ქვეშ მყოფს. თუმცა ადვოკატის მიერ ვერ იქნა დასახელებული ვერცერთი არგუმენტი, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილი მის მიერ ხსენებული სხვა გ-----------------ე; რით დასტურდებოდა მისი არსებობა და ჯ--–----------–---–ისათვის თანხის გამოძალვაში მონაწილეობა.

 

დაცვის მხარე ასევე საეჭვოდ მიიჩნევს იმ გარემოებებს, რომ სამართალდამცავების მიერ გამოძიება ჩატარდა არასრულყოფილად, არ განხორციელდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქედებები, რომლებიც უტყუარად დაადგენდა მსჯავრდებულთა უდანაშაულობას, მათ შორის არ მომხდარა მსჯავრდებულების ტელეფონების ნომრების იდენტიფიკაცია, მათი დაზარალებულთან შეხვედრის ადგილებიდან არ ამოღებულა ვიდეოჩანაწერები და ასევე, არ დაკითხულან ან ბრალდებამ საქმის არსებითი განხილვისას დასაკით პირთა სიიდან მოხსნა ის პირები, რომელთაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნდათ საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი, როგორც ბრალდების მხარე, რომ როგორც პირადად, ასევე სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვის საფუძველზე მოეპოვებინა აღნიშნული მტკიცებულებები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ანუ გამოძიებამ უნდა მოიპოვოს საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო მტკიცებულება და წარადგინოს სასამართლოში. ბუნებრივია, თუკი გამოძიება საჭიროდ ჩათვლიდა სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას და მათ შედეგებს მტკიცებულების სახით წარადგენდა, ასევე ბრალდების მხარე სრულყად გამოიკვლევდა გამოძიების ეტაპზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, მათ მიეცემოდათ სათანადო შეფასება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებების წარმოუდგენლობა სულაც არ აკნინებს იმ მტკიცებულებების სანდოობას და რელევანტურობას, რაც წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა სასამართლოში და რის საფუძველზეც უტყუარად დადასტურდა მსჯავრდებულთა მიერ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

დაცვის მხარის მიერ ასევე გაჟღერებული იქნა პოზიცია, რომ მსჯავრდებულები არიან პროვოცირებული დანაშაულის მსხვერპლნი. აღნიშნულთან დაკავშირებითაც საკმაოდ ამომწურავი მსჯელობა იქონია პირველი ინსტანციის სასამართლომ, რასაც სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ჯ--–----------–---–ის ქმედებებში დანაშაულის პროვოკაციის ნიშნები არ იკვეთება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პოლიცია უფლებამისილია ჩაატაროს ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რაც თავისთავად არ არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო შეისწავლის თუ რამდენად ჰქონდა ადგილი დანაშაულის წაქეზებას პირის მხილების განზრახვით (Ramanauskas v. Lithuania, § 51; Khudobin v. Russia, §128). ამ მიზნით იგი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს სახელისუფლებო ორგანოების წარმომადგენლების ქცევისადმი. კერძოდ, სასამართლო ადგენს ობიექტური ეჭვის არსებობას იმის თაობაზე, თავიდანვე იყო თუ არა პირი დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული და გააჩნდა თუ არა დანაშაულის ჩადენის განზრახვა, მოხდა თუ არა შესაძლო დამნაშავესთან პროვოკატორის მიერ თავისი ინიციატივით დაკავშირება, მაშინ, როდესაც არ არსებობდა რაიმე დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ იგი დანაშაულებრივ საქმიანობაში იყო ჩართული (Bannikova v. Russia, §38; Burak Hun v. Turkey).

 

პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 10 მრტის გადაწყვეტილებაზეც „ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, დაცვის მხარის განმარტებით, თითქოს დარღვევად იქნა მიჩნეული განმცხადებლის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება. მოცემულ შემთხვვეაში ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას კონკრეტული მოწყობილობის გამოყენების სამართლებრივი რეგულირების არარსებობის გამო დადგინდა მე-8 მუხლის დარღვევა. რაც შეეხება მე-6 მუხლს, სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებელი არ იყო წინასწარ პატიმრობაში, არამედ თავისუფალი იყო და არ იმყოფებოდა პოლიციის ინფორმატორის მიღების და მასთან საუბრის წნეხის ქვეშ. ის თავისუფალი იყო, ასე მოქცეულიყო. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მტკიცებულების მოპოვება არ „შეიცავდა იძულების ან ზეწოლის ელემენტს“ და ადგილი არ ჰქონდა მე-6 მუხლის დარღვევას. სწორედ ანალოგიურ გარემოებასთან გვაქვს საქმე განსახილველ შემთხვევაში, როდესაც გ-----------------ეს, ბ-----------------ნს და გ---–--–-------ს მოქმედების თავისუფალი ნება არ ჰქონიათ შეზღუდული არცერთ შემთხვევაში, დაზარალებულთან თანხის მოთხოვნაზე საუბარს ყველა ჯერზე იწყებდნენ თავად და ყოველგვარი პროვოცირების გარეშე იყნებდნენ მის მიმართ მუქარის შემცველ სიტყვებს.

 

ასევე, ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის განმარტება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაირღვა მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობის პრინციპი და მათი ფუნდამენტური უფლება მტკიცებულებათა ხელმისაწვდომობაზე. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით განიხილა სისხლის სამართლის საქმე, რა დროსაც ადგილი არ ჰქონია საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას, სასამართლოს დასკვნები საქმეში არსებული მტკიცებულებების კანონიერების, რელევანტურობისა და საკმარისობის კუთხით, საფუძვლიანი და არგუმენტირებულია, რამაც განაპირობა კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვ--–-ფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვ--–-ფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).

 

რაც შეეხება მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედების დამამძიმებელ გარემოებებს, გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ გ-----------------ე, გ---–--–-------- და ბ-----------------ნი ჯ--–----------–---–ის მიმართ გამოძალვის განხორციელებისას მოქმედებდნენ ჯგუფურად და მათ მიზანს წარმოადგენდა დაზარალებულისაგან დიდი ოდენობით - 23 600 აშშ დოლარის თანხის მიღება.

 

ამდენად, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები და აღნიშნავს, რომ გ-----------------ის, გ---–--–--------ს და ბ-----------------ნის ბრალეულობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული დასკვნები სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. სახეზეა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დანაშაული გათვ--–-სწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულების მიმართ დანიშნულ სასჯელებს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვ--–-სწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით განხაზღვრული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამაძიმებელი გარემოებები, დამნაშავეთა პიროვნება, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში მათი მონაწილეობის ხარისხი, ასევე თითოეული მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრის სამართლებრივი საფუძვლები და დანიშნა სამართლიანი სასჯელები, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვ--–-სწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავეთა რესოციალიზაცია.

 

შესაბამისად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 06 ნოემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულების გ-----------------ის, გ---–--–--------ს, ბ-----------------ნის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 06 ნოემბრის განაჩენი;

 

გ-----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვ--–-სწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

 

გ-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 08 თებერვლიდან;

 

გ---–--–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვ--–-სწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გ---–--–--------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ გ---–--–-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

 

გ---–--–-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 6 ნოემბრიდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 08 თებერვლიდან, 2017 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით.

 

გ---–--–--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გაუქმდეს გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად უძრავ ქონებაზე (მესაკუთრეები: დავით ბუსკივაძე, მურთაზ ბუსკივაძე, ხათუნა ბუსკივაძე, მდებარე: თერჯოლა, სოფელი ღვანკითი; საკადასტრო კოდი 33.10.32.492) დადებული ყადაღა.

 

ბ-----------------ნი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვ--–-სწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

 

ბ-----------------ნს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 08 თებერვლიდან;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

მობილური ტელეფონები - გადაეცეთ მსჯავრდებულთა ნდობით აღჭურვილ პირებს;

 

დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს, საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე