განაჩენი

სისხლის სამართლის 19.11.2018
საქმის ნომერი
330100118002607434
ინსტანცია
თარიღი
19.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002607434

საქმე №1ბ/ 1351-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მსჯავრდებულ კა---–------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ელ--------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

კა---–------–---ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 30 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N1----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–------------–-----------–---------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომებისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენით კა---–------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

კა---–------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ---–--–----------–----------–-–-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კა---–------–---მა ჯერ მამის - რო---------–---ის, ხოლო შემდეგ დედის ელ-----------–---ას მიმართ განახორციელა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მშობლებს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა არეში.

ფიზიკური ძალადობის შედეგად ელ-----------–---ამ და რო---------–---მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კა---–------–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ელ--------------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, კა---–------–---ისათის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი კა---–------–---ის მიმართ არის ზედმეტად მკაცრი, რადგან სასამართლომ ცალმხრივად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. სასამართლო ეყრდნობა მხოლოდ გამოძიების მიერ დაზარალებულებად ცნობილ რო---------–---ის ჩვენებას და საერთოდ არ ამახვილებს ყურადღებას კა---–------–---ის ჩვენებაზე და ფიზიკურ დაზიანებებზე, რომლებიც მან მიიღო რო---------–---ითან კონფლიქტის დროს. რო---------–---ი ურტყამდა კ----– კ----–ოს ხის ფიცრით და მიაყენა დაზიანებები თავის და ხელის არეში. კონფლიქტის ინიციატორი იყო მამა, რო---------–---ი და კა---–------–---მა ვერ მოითმინა და გასცა პასუხი, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ნანობს თავშეუკავებლობას, თავს თვლის დამნაშავედ და ფიქრობს, რომ იმ მომენტში უნდა სახლიდან გასულიყო, ვინაიდან შვილია და მშობელ მამაზე არ უნდა აეწია ხელი, თუნდაც მის გასაჩერებლად. კა---–------–---ს ჰყავს სამი არასრულწლოვანი ვაჟიშვილი, რომელთა ერთადერთი მარჩენალია. დაზარალებულად ცნობილი რო---------–---ი არის რუსეთის მოქალაქე, ცხოვრობს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში - ალანიაში, შესაბამისად არ იმყოფება საქართველოში და პრაქტიკულად არ აქვს ურთიერთობა კა---–------–---თან. რ. კ----–ოვი თავად ითხოვს შვილის კ. კ----–ოვის მიმართ უფრო მსუბუქ სასჯელს. აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო სასჯელის დანაშვნისას უნდა ითვალისწინებდეს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახე, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულების: ელ-----------–---ას, რო----------–---ის გამოკითხვის ოქმები, მოწმე ნი-------------ის გამოკითხვის ოქმი, სამედიცინო დოკუმენტაცია, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და საქმეში არსებულ სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას კა---–------–---ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

პალატა იზიარებს ადვოკატის მოსაზრებას, რომ სასჯელი უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მხედველობაში იქნა მიღებული, რომ კა---–------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება. ამასთან, გათვალისწინებული იქნა დანაშაულის ჩადენის ხასიათი, ქმედების სიმძიმე. პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი სამართლიანია, არ არის ზედმეტად მკაცრი, უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ კა---–------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ელ--------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომებისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

კა---–------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

კა---–------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 ივლისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება: რო---------–---ის ტანსაცმელი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა ერთ დისკზე - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე