განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180100118002501417
საქმე №1ბ/1354-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ - ნა------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ზუ--------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 12 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი N3----------, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: მ–------------–----–----------------–--–--–----, პატიმრის, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 სექტემბრის განაჩენით ზუ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.
სასჯელის მოხდის ათვლა ზუ--------------–---–ს დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 მარტის 14 საათი და 05 წუთიდან.
ზუ--------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც შედეგად არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, მც------------–----–----------------–-–--–---ში, საცხოვრებელ სახლში ზუ--------------–---–მა არასრულწლოვანი შვილის, ხუთი წლის ლუ------------–---–ის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ნი-----------–---–ს, კერძოდ, მრავალჯერ გაარტყა მას ხელი სახის არეში, რომელმაც ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, ზუ---------------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით, მისი პირობითად ჩათვლის გარეშე, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უსამართლო სასჯელის ნაწილში, ვინაიდან ბრალდებულს დაენიშნა ჩადენილი დანაშაულებისათვის დაწესებული სასჯელის მსუბუქი ფორმა, თავისუფლების აღკვეთა მინიმალური - 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც სასჯელის ნახევარი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო ნახევარი ჩაეთვალა პირობითად, რაც არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს და მსჯავრდებულის პიროვნებას. განაჩენში ნამსჯელია შემამსუბუქებელ გარემოებებზე და მითითებულია, რომ ზუ---------------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი არ გააჩნია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. სასამართლოს სასჯელის დანიშვნის დროს უნდა გაეთვალისწინებინა ბრალდებულის პიროვნება, მისი ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. დაზარალებული ნი-----------–---–ი გამოკითხვის ოქმში აღწერს მეუღლის დამოკიდებულებას მის მიმართ დანაშაულის ჩადენის შემდგომ, კერძოდ, მას შემდეგ რაც ფიზიკური ძალადობა განახორციელა მის მიმართ, ზუ--------------–---–ი სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, რომ თუ მისგან წავიდოდა მოკლავდა მასაც და მის ახლობლებსაც, ხოლო მას შემდეგ, რაც წავიდა ზუ--------------–---–ის სახლიდან, უკავშირდებოდა ტელეფონით, ემუქრებოდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შემდგომაც განაცხადა მომხდარის შესახებ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული დანაშაული დღეის მდგომარეობით საკმაოდ გავრცელებულია და ხშირია მოძალადის მხრიდან ძალადობის ფაქტების განმეორებითი რისკები, რაც მოცემულ შემთხვევაში უნდა შეეფასებინა სწორად სასამართლოს სასჯელის დანიშვნის დროს და დანიშნული სასჯელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.
სასჯელის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია დანაშაულის პრევენცია – ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, სხვა პირებზე ზემოქმედება, რათა მათაც არ ჩაიდინონ ანალოგიური ან სხვა დანაშაული, რისი მიღწევაც შეუძლებელა მსგავსი მსუბუქი სასჯელის დანიშვნის პირობებში. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული დანაშაულებისთვის ისეთი მსუბუქი სასჯელი, რაც იქნა გამოყენებული ზუ---------------–---–ის მიმართ ვერ მოახდენს დანაშაულის პრევენციას - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სხვა პირებზე ზემოქმედებას, რათა მათაც არ ჩაიდინონ ანალოგიური დანაშაული. შესაბამისად დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------- ნ-----–--–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულის ნი-----------–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ლუ------------–---–ის, გი---------–----ის, გი---------–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილ ქმედებასთან. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ სასამართლომ სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დანიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს, რომ ზუ---------------–---–ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ვინაიდან დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ ქმედების ობიექტური მხარის ნიშანია, ხოლო მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ მან სასამართლოში საქმის განხილვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაზარალებული წერილობითი განცხადებით ითხოვს ზუ---------------–---–ის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილი, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ზუ---------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ზუ---------------–---–ს განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო, სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
სასჯელის მოხდის ათვლა ზუ---------------–---–ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 მარტის 14 საათი და 05 წუთიდან.
პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ზუ---------------–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ზუ---------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე