განაჩენი

სისხლის სამართლის 21.11.2018
საქმის ნომერი
330100116001345303
ინსტანცია
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 330100116001345303

საქმე №1/ბ 720-18

g ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა

ვახტანგ ლობჟანიძის, მარიამ ნანეიშვილის და ეკა კოკილაშვილის მდივნობით,პროკურორის: ირ---–----------

ადვოკატების: ნ-----–----------–-–---–------------–-------------–---–--

მსჯავრდებულების:ზ-----------–---–--------------------–----

მონაწილეობით,მსჯავრდებულთა: ზ-----------–---–--------------------–---- სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ზა----------–---–-ს მიმართ, დაბადებული 1----–-–------------- პ/N 0----------, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: თ---–--–-------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით;

ზვ----------–------იმართ, დაბადებული 1----–-–----------------- პ/N0-----------საქართველოს მოქალაქე,მცხოვრები: თ---–--–---------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ“ ქვეპუნქტებით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის განაჩენით, ზა----------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით.

მსჯავრდებულ ზა----------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 აპრილიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2016 წლის 24 მარტიდან - იმავე წლის 27 მარტის ჩათვლით პერიოდი.

ზვ----------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით.

მსჯავრდებულ ზვ----------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 აპრილიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2016 წლის 24 მარტიდან იმავე წლის 28 მარტის ჩათვლით პერიოდი.

ზვ----------–---ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ზა----------–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მსჯავრდებულების ზვ----------–--ის და ზა----------–---–-ს ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2007 წლის 15 ივნისის განაჩენით, ზვ----------–--- მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მიუხედავად ამისა, 2016 წლის 24 მარტს, საღამოს საათებში, ქ------–--–---------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ავტომანქანიდან ზა----------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, ზვ----------–--- შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა საავტომობილო ძრავის ზეთებსა და სხვადასხვა დასახელების პროდუქტს. ჩადენილი ქმედებით, დაზარალებულ თამ-----–---–---–ს მიადგებოდა 350 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა ზა----------–---–მა და ზვ----------–---მ, რომლებმაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვისას, 2018 წლის 16 ნოემბერს, ქ.თბილისის ვ---------------–--------------–- პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ირა--–---------მ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მსჯავრდებულების ზ-----------–---–--------------------–---- მიერ ბრალის აღიარებისა და სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების და მათ მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა, რომ ზა----------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი)წელი და 6(ექვსი)თვე.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 8 000 ლარის ოდენობით.

პროკურორმა ასევე იშუამდგომლა, რომ ზვ----------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი)წელი.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 8 000 ლარის ოდენობით.

საპროცესო შეთანხმების პირობებს მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა ზა----------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-----–----------–-–---–--, ასევე, მსჯავრდებულმა ზვ----------–---მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ---–-------------–---–---

სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულებს ზვ----------–---ს და ზა----------–---–- ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ კვალიფიციური იურიდიული დახმარება, ისინი სრულად აცნობიერებენ და აღიარებენ იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც მათ ედებათ ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ისინი ეთანხმებიან. მსჯავრდებულებისათვის ზვ----------–--ისთვის და ზა----------–---–-სთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების და სასჯელზე შეთანხმების შესახებ. ისინი აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც ისინი მიაწვდიან სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებულები ზვ----------–--- და ზა----------–---–- ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობენ თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებენ დანაშაულს, შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში. ამასთან, მსჯავრდებულებს ზვ----------–---ს და ზა----------–---–- განემარტათ, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებთ მათ სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების, ზვ----------–--ის და ზა----------–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მათი აღიარებისა, დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ნ------–---–---–-----–---------–---–---–-------------–---–---–-----------------------–------------------–-----------–---–--------------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ზა----------–---–-ს პირადი ჩხრეკის ოქმით, ზა----------–---–-ს დაკავების ოქმით, ზვ----------–--ის პირადი ჩხრეკის ოქმით; ზვ----------–--ის დაკავების ოქმით; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ნივთებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 209-212-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პროკურორს და მსჯავრდებულებს ზა----------–---–-ა და ზვ----------–---ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-213-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.პროკურორ ირა--–---------სა და მსჯავრდებულ ზა----------–---–- შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს;

2.პროკურორ ირა--–---------სა და მსჯავრდებულ ზვ----------–---ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს;

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის განაჩენში ზა----------–---–-ა და ზვ----------–---ს მიმართ შევიდეს ცვლილება;

ზა----------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით და 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წელი და 6(ექვსი)თვე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი)წელი და 6(ექვსი)თვე.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 8 000 ლარის ოდენობით.

5. მსჯავრდებულ ზა----------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 30 აპრილიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების დრო - 2016 წლის 24 მარტიდან ამავე წლის 27 მარტის ჩათვლით.

6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ზა----------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს თანხა, გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს;

7. პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში მსჯავრდებულ ზა----------–---–-ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

8.ზვ----------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წელი ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი)წელი.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 8 000 ლარის ოდენობით.

9.მსჯავრდებულ ზვ----------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 30 აპრილიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების დრო - 2016 წლის 24 მარტიდან ამავე წლის 27 მარტის ჩათვლით.

10. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ზვ----------–------იმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს თანხა, გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს;

11. პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში მსჯავრდებულ ზვ----------–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

12.საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

-სამედიცინო აბები, ზა----------–---–-სა და ზვ----------–--ის პირადი ჩხრეკისას, ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული პლასტმასის ბიდონები მასში მოთავსებული სითხით დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს; ზა----------–---–-ს ქურთუკი გადაეცეს მსჯავრდებულს ან მის ნდობით აღჭურვილ პირს; ხელის კვლები, სუნის ნიმუშები განადგურდეს;

13. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

14. პალატის განაჩენის გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი