განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700069357
საქმე №1ა.გ/11-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი ვეფხია ლომიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ--- რ---–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ივნისის განაჩენით:
კ--- რ---–---–ი ცნობილი იქნა დამნაშვედ 2007 წლის 15 თებერვალს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის) და სასჯელად განესაზღვრა თ/აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
კ--- რ---–---–ი ცნობილი იქნა დამნაშვედ 2007 წლის 18 მარტს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმისა“ და „ბუპრენორფინის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის) და სასჯელად განესაზღვრა თ/აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოს კ--- რ---–---–ს განესაზღვრა თ/აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე პირობით არ იქნეს გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 2 (ორი) წელი.
კ--- რ---–---–ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუტე ნაწილით დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით:
კ--- რ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლებით (2007 წლის 15 აპრილის, 2008 წლის 15 აპრილის და 2008 წლის 27 ივნისის ეპიზოდები- ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმისა“ და „ბუპრენორფინის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის) გათვალისიწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2007 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) – 6 (ექვსი) თვით თ/აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2008 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) – ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2008 წლის 27 ივნისის ეპიზოდი) – ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2007 წლის 26 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი გაუქმდა, მასვე დაემატა აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელი - 2 (ორი) წლით თ/აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად ზემოაღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით კ--- რ---–---–ს სასჯელის სახედ განესაზღვრა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
კ--- რ---–---–ს როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით:
კ--- რ---–---–ს გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკეთა 1 (ერთი) წლის და 17 (ჩვიდმეტი) დღის ვადით.
მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ათვლა დაეწყო დადგენილების გამოტანის მომენტიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 აპრილის N2-- განკარგულებით კ--- რ---–---–ი შეწყალებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით:
კ--- რ---–---–ი ცნობილი იქნა დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმის ჯგუფის“ და „მეტამფეტამინის“ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 0,934 გრამი „ჰეროინის“ უკანონო შეძენა შენახვისათვის)
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და კ--- რ---–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
„ნარკოტიკული დანაშაული წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად 5 წლის ვადით ჩამოერთვა შემდეგი უფლებები: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
კ--- რ---–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2009 წლის 11 ივნისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით კ--- რ---–---–ს გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის და 14 (თოთხმეტი) დღის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 18 იანვრის განაჩენით დაკმაყოფლდა მსჯავრდებულ კ--- რ---–---–ის სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
კ--- რ---–---–ი ცნობილი იქნა დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით 07 (შვიდი) წლითა და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2009 წლის 20 ნოემბრის ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ განესაზღვრა 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2013 წლის 6 თებერვლის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შესახებ განჩინებით კ--- რ---–---–ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითდანიშნული სასჯელი მოხდისაგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენით დამტკიცდა მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება:
კ--- რ---–---–ი ცნობილი იქნა დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლით, რაც საქართველოს სკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარი.
„ნარკოტიკული დანაშაული წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 5 წლის ვადით ჩამოერთვა შემდეგი უფლებები: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის N-------- განკარგულებით კ--- რ---–---–ი შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა ძირითადი და დამატებითი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება:
კ--- რ---–---–ი ცნობილი იქნა დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინის“ და „მეტამფეტამინის“ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვე.
„ნარკოტიკული დანაშაული წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 3 წლის ვადით ჩამოერთვა შემდეგი უფლებები: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 აპრილის განაჩენით:
კ--- რ---–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების 0.000000031 გრამი დეზომორფინის უკანონო შეძენა, შენახვა, - იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2(ორი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4(ოთხი) წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპით, კ--- რ---–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2(ორი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4(ოთხი) წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 6(ექვსი) თვე;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა შეკრების პრინციპით, კ--- რ---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2(ორი) წელი და 6(ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4(ოთხი) წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
„ნარკოტიკული დანაშაული წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 5 წლის ვადით ჩამოერთვა შემდეგი უფლებები: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ კ--- რ---–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის განაჩენში:
კ--- რ---–---–ის ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკი-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილი „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).
ს----------–--------------------------–-–-----------------------------------–--ით კ--- რ---–---–ი შეწყალებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 აპრილისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 აგვისტოს განაჩენებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის განაჩენით:
კ--- რ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალება "მეთადონის მარილის" უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ ვისაც ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
კ--- რ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების ოპიუმის, ტეტრაჰიდროკანაბინოლის, ამფეტამინის და მეტამფეტამინის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობოთ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და კ--- რ---–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის განაჩენით განსაზღვრული 4 წლით პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ--- რ---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
კ--- რ---–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
კ--- რ---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 02 ოქტომბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 02 მარტის განაჩენით უცვლად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის განაჩენი.
2018 წლის 12 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა კ--- რ---–---–მა რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 313-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ კ--- რ---–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მიიჩნია, რომ აღნიშნული შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, არ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის N1/8/686 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობის „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (0.00009 გრამი) ნარკოტიკულ;ი საშუალება - დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის პუნქტთან მიმართებით
სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 აპრილის განაჩენით კ--- რ---–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების 0.000000031 გრამი დეზომორფინის უკანონო შეძენა, შენახვისათვის. ს----------–--------------------------–-–-----------------------------------–--ით კ--- რ---–---–ი შეწყალებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 აპრილისა განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
ს----------–--------------------------–-–-----------------------------------–--ის გამოცემიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 აპრილის განაჩენით კ--- რ---–---–ისათვის ნარკოტიკული საშუალების 0.000000031 გრამი დეზომორფინის უკანონო შეძენა, შენახვისათვისათვის განსაზღვრული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა აღარ არსებობს, რამაც მოცემულ შემთხვევაში გამორიცხა როგორც ფაქტობრივად, ისე სამართლებრივად საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის N1/8/686 გადაწყვეტილების გამოყენების შესაძლებლობა, ვინაიდან ზ/აღნიშნული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გავრცელების ფარგლები ერთმნიშვნელოვნად ეხება - ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის (0.00009 გრამი) დამზადების, შეძენისა და შენახვისათვისათვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენების აკრძალვას.
შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ კ--- რ---–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტში მითითებულ საფუძველს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-313-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრედებულ კ--- რ---–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნეს ცნობილი.
განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე