განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.11.2018
საქმის ნომერი
020211417700038345
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020211417700038345

saqme #2/b-498

დამატებითი გადაწყვეტილება

saqarTvelos saxeliT

15 ნოემბერი 2018 წელი. ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი: მირანდა ირემაძე

შუამდგომლობის ავტორი: ბ-–-- გ-----ე

მოწინააღმდეგე მხარე: შპს „მ---- ბ------–ი“

სააპელაციო პალატამ განიხილა: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საკითხი.

ბათუმის სასაქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით შპს საფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბ-–-- გ-----ეს შპს საფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 1527.92 აშშ დოლარის (ძირი და პროცენტი) და 100 აშშ დოლარის (პირგასამტეხლო) გადახდა; ბ-–-- გ-----ეს შპს საფინანსო ორგანიზაცია ბ------–ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 82 ლარის ანაზღაურება; ბ-–-- გ-----ის და ი--------–------ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი 30/11/2012 წლის იპოთეკის ხელშეკრულება №919 და 04/02/2013 წლის შეთანხმება დადებული შპს მ---- ,,ბ------–ს’’ და ბ-–-- გ-----ეს შორის; შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ანაზღაურება 2414 ლარის ოდენობით დაეკისრა შპს საფინანსო ორგანიზაცია ბ------–ს ბ-–-- გ-----ის და ი--------–------ის სასარგებლოდ;

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელე შპს ”საფინანსო ორგანიზაცია ბ------–ის” მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და შპს ”საფინანსო ორგანიზაცია ბ------–ის” სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო ბ-–-- გ-----ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

ქუთაისის საპელაციო სასამართლოს მიერ, შპს „მ---- ბ------–ის“ საპელაციო საჩივართან დაკავშირებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც: შპს „მ---- ბ------–ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება შპს „მ---- ბ------–ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „მ---- ბ------–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაეკისრა ბ-–-- გ-----ეს შპს „მ---- ბ------–ის“ სასარგებლოდ დამატებით 7945 აშშ დოლარისა და 54 ცენტის გადახდა; დაეკისრა ბ-–-- გ-----ეს შპს „მ---- ბ------–ის“ სასარგებლოდ 2013 წლის 13 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველწლიურად 957 აშშ დოლარისა და 34 ცენტის გადახდა (10%). ასევე პირგასამტეხლოს სახით 9573.46 აშშ დოლარის 0.01% ყოველდღიურად 0.9 აშშ დოლარის ოდენობით - გადაწყვეტილების აღსრულებამდე; გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დადგინდა იძულებითი აღსრულება იპოთეკით დატვირთული ი--------–------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, მდებარე ქ. თ---–---, მ--------------ი, კ--------–---, კ-----------, ბ------, ფართი 53.14კვ.მ. - რეალიზაციის გზით. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (რომლითაც შეგებებული სარჩელის ავტორები ითხოვდნენ 2012 წლის 30 ნოემბრის N919 იპოთეკის ხელშეკრულების და 2013 წლის 4 თებერვლის შეთანხმების ბათილად ცნობას) გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი; ასევე დარჩა უცვლელი გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი, 2414 ლარის შპს ბ------–ისათვის“ დაკისრების ნაწილში ი--------–------ისა და ბ-–-- გ-----ის სასარგებლოდ; დაეკისრა ბ-–-- გ-----ეს შპს „მ---- ბ------–ის“ სასარგებლოდ 2474.75 ლარი; დაეკისრა შპს „მ---- ბ------–ს“ ბ-–-- გ-----ის სასარგებლოდ 3525.25 ლარის გადახდა;

2018 წლის 24 ოქტომბერს, ბ-–-- გ-----ემ განცხადებით მომართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და დამატებითი გადაწყვეტილების მიღებით მოწინააღმდეგე მხარეებისათვის იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ თანხის დაკისრება ითხოვა;

შუამდგომლობა მიღებული იქნა განსახილველად დაინიშნა მისი განხილვა - სასამართლოს მთავარ სხდომაზე.

შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს, რომ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები განთავსებულია საქმეში, რომელზე დაყრდნობითაც ითხოვა თანხის დაკისრება მოწინააღმდეგე მხარეებისათვის.

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე მიღებული უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება, და აპელანტ მხარეს შპს „მ---- ბ------–ს“ , მოწინააღმდეგე მხარის ბ-–-- გ-----ის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი თანხის სანაცვლოდ უნდა დაეკისროს 3000 ლარის გადახდა შემდეგ გრემოებათა გამო:

დადგენილია, რომ იურიდიული მომსახურებისთვის აპელანტმა მხარემ გაიღო თანხა 4000 ლარის ოდენობით (ტ.4. ს.ფ. 29);

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ მოგებულ მხარეს წარმოადგენს ბ-–-- გ-----ე, კერძოდ თანხის 46 947 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ნაწილში;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება განსაზღვრულია დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით.

41-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად: დავის საგნის ღირებულება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე განისაზღვრება – გადასახდელი თანხით. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” აქვეპპუნქტის თანახმად დავის საგნნის ფასი განისაზღვრება უვადო ან სამუდამო გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

განსახილველ შემთხვევაში სარჩელით შპს „მ---- ბ------–ის“ წარმომადგენელმა ითხოვა 43.384,83 აშშ დოლარის დაკისრება, ასევე ყოველთვიურად 17 258$-ის 2%-ს ე.ი. 345.16 აშშ დოლარის გადაწყვეტილების აღსრულებამდე და ყოველდღიურად 17258$-ის 0.1%-ს; ე.ი. 17.25 $ - გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ე.ი. სულ მისი სასარჩელო მოთხოვნის ფასი იყო 43 384,83 +(345.16*36) +17.25%*365*3 =74 699.34 $.

მოცემულ შემთხვევაში განსახილველი დავის საგნის ღირებულების განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მოიხმობს მითითებულ მუხლს (41-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” და „ე“ პუნქტებს) და აღნიშნავს, რომ შპს „მ---- ბ------–ს“ მოგებული მხარის მიმართ ადვოკატის მომსახურების ხარჯის სახით უნდა დაეკისროს 3000 ლარის გადახდა. .

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის თანახმად: გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 261-ე, 53-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე გამოტანილი იქნას დამატებითი გადაწყვეტილება.

2. შპს „მ---- ბ------–ს“ მოგებული მხარის მიმართ ადვოკატის მომსახურების ხარჯის სახით უნდა დაეკისროს 3000 ლარის გადახდა.

3. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დამატებითი გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ირმაპერანიძე