განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002625267
საქმე №1ბ/1399-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ემ-----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 14 ივნისს, პირადი ნომერი: 0----------, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ა-------------------------–-------, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით ემ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი 1 (ერთი) წელი ჩაეთვალა პირობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.
ემ-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 7 აგვისტომდე.
ემ-----------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ემ-----------–---–ი, მეუღლეს - მა----------–---–ს სისტემატიურად ამცირებდა და აყენებდა შეურაცხყოფას. 2018 წლის 01 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე, ა--------------–----–----------------–------ის მიმდებარედ, ადგილმდებარე ა----–---ებში, თავის კუთვნილი მიწის ნაკვეთში, საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების მოტივით არასრულწლოვანი შვილის, 12 წლის მი-----------–---–ის თანდასწრებით მეუღლეს მა----------–---–ს კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ჯერ მუშტი დაარტყა მარჯვენა მხარეს ლოყაში, შემდეგ კი გაშლილი ხელი, რითაც მა----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთ------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, ემ-----------–---–ისათვის უფრო მკაცრი, სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ლმობიერი, ვერ უზრუნველყოფს, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას, კერძოდ, ემ-----------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული, იგი სისტემატიურად ძალადობდა მეუღლეზე, დაზარალებულ მა----------–---–ზე; დანაშაული ჩადენილია ოჯახის გარემოში მეუღლის მიმართ, რომელმაც არაერთხელ უხეშად ლანძღა, აგინა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილების თანდასწრებით. ემ-----------–---–მა არაფრად ჩათვალა ოჯახის, მეუღლის და შვილების ინტერესი, არ გაითვალისწინა თუ რამდენად მძიმეა მცირეწლოვანი შვილებისთის სისტემატიურად უყურებდნენ დედის მიმართ ძალადობას, ფიზიკურ შეურაცხყოფას და უსმენდნენ მის მიმართ ლანძღვა-გინებას.
აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოს ლმობიერი და უკანონო განაჩენები უარყოფითად მოქმედებს მსგავსი დანაშაულის ჩადენისაკენ მიმართულ პირებზე, ვინაიდან სასჯელის ლმობიერებიდან გამომდინარე, ისინი არაფრად მიიჩნევენ მოსალოდნელ სასჯელს და სჩადიან ანალოგიური დანაშაულებს, რასაც მოწმობს ქვეყნის მაშტაბით არსებული მდგომარება და სტატისტიკა, რაც ხშირ შემთხვევაში სავალალო შედეგითაც კი მთავრდება, ინგრევა ოჯახები და იღუპებიან მოქალაქეები.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზა-----------ემ წარმოდგენილი შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ მა----------–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: მი-----------–---–ის, თა----------–---–ის, თე----------–---–ის, თა----------–---–ის, თე-------------–---–---–ის, თა-----------–---–ის, ნა----–------------ის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 13 აგვისტოს N0-------- სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, მა----------–---–ის შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებები.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილ ქმედებასთან. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ სასამართლომ სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დანიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს, რომ ემ-----------–---–ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო, მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ მან სასამართლოში საქმის განხილვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. დაზარალებული მასთან შერიგებულია, მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს გამოყენებული იქნეს კენონით გათვალისწინებული ყველა შეღავათ. პალატას მიიჩნია, რომ პირობითი სასჯელი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილი, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ემ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი 01 წელი ჩაეთვალოს პირობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი და 06 თვე.
ემ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 7 აგვისტომდე.
ემ------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ მი-----------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ად------------------------–-------, ს/კ N 6-----------, 15 000 ლარის ფარგლებში.
პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ ემ-----------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე