განაჩენი

სისხლის სამართლის 26.11.2018
საქმის ნომერი
330100117001919776
ინსტანცია
თარიღი
26.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001919776

საქმე №1ბ/131-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ეკ----------------–--ის, ზა---------------ის მდივნობით,პროკურორ - ნი----–------–ის

ადვოკატ - დი---------------ის

მსჯავრდებულ - ზუ-----------–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ზუ-----------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ და------------–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ზუ-----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 12 ივლისს, პირადი ნომერი 1----------, მცხოვრების გ---------ი, ს------–-------------ი, 3--------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი).

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:

ზუ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ქვეპუნქტით (ია---------------ას ეპიზოდი) – 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ზა----------–-–---–ის ეპიზოდი) – 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (თა---–------–----ის ეპიზოდი) – 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (პე-------------ის ეპიზოდი) – 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ნა----------ას ეპიზოდი) – 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ეკ-------------–--ის ეპიზოდი) – 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (გრ-----–----------ის ეპიზოდი) – 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ეკ-----------ის ეპიზოდი) – 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზუ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

ზუ-----------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ე. ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ოთხი ეპიზოდი);

მანვე ჩაიდინა, თაღლითობა, ე. ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება (ოთხი ეპიზოდი).

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2013 წლის ბოლოს, დაახლოებით ოქტომბერ-ნოემბრის თვეში, ზუ-----------–---–მა სოციალურ ქსელ „ო-------–-------” საშუალებით გაიცნო ნა----------ა, რის შემდეგაც მათ შორის ჩამოყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. 2014 წლის 12 იანვარს, ზუ-----------–---–ი მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ კაფეში შეხვდა ნა----------ას, რა დროსაც იგი დაარწმუნა, რომ იყო ბიზნესმენი, ჰყავდა გავლენიანი მეგობრები და მათი მეშვეობით ქ. თბილისში, საბურთალოს ტერიტორიაზე მდებარე ახალაშენებულ კორპუსში 18 000 აშშ დოლარად აყიდინებდა სამოთახიან ბინას. შეთავაზებულ წინადადებას ნა----------ა დასთანხმდა და 2014 წლის იანვრიდან აპრილის ბოლომდე, ზუ-----------–---–ს ეტაპობრივად გადასცა ფულადი თანხა, ჯამში 18 000 აშშ დოლარის (31 500 ლარის) ოდენობით. მოტყუებით, თაღლითურად დაუფლებული ფულადი თანხა ზუ-----------–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა (ნა----------ას ეპიზოდი).

 

2015 წლის მარტის თვეში ზუ-----------–---–ი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გაეცნო ია---------------ას. მათ შორის მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა და ზუ-----------–---–ი ხშირად სტუმრობდა მის ოჯახს. 2015 წლის მაისში ზუ-----------–---–მა ია---------------ას შესთავაზა, რომ სამოთახიანი ბინის 10 000 აშშ დოლარად შეძენაში დაეხმარებოდა. მეტი სანდოობისთვის ი. ფ----------ა დაარწმუნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა საცხოვრებელი ბინები, რომლებიც მრავალშვილიან დედებზე ნაწილდებოდა. მისი გავლენიანი მეგობრების დახმარებით სწორედ ამ ბინებიდან ერთ-ერთს გააფორმებდა მრავალშვილიან დედაზე, რომელიც შემდეგ 10 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ აღნიშნულ ბინას გადასცემდა მას. შეთავაზებულ წინადადებაზე ია---------------ა დასთანხმდა და 2015 წლის ივნისში ზუ-----------–---–ს ეტაპობრივად გადასცა 4 264 ლარი და 1 200 აშშ დოლარი. ზუ-----------–---–ი მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ფულად თანხას, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა (ია---------------ას ეპიზოდი).

 

2016 წლის მარტში ზუ-----------–---–მა თა-----–---–-----ის საცხოვრებელ ბინაში გაიცნო ზა----------–-–---–ი, რომელიც დაარწმუნა, რომ იყო ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი, ქალაქის მერიაში ჰყავდა გავლენიანი ნაცნობები და გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ შეეძლო დაბა წყნეთში მდებარე ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სადგომში ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის შეყვანა. ზა----------–-–---–მა ყოველივე ირწმუნა და 2016 წლის აპრილიდან ივნისამდე პერიოდში ზუ-----------–---–ს მუშებისათვის და შესაბამისი მასალის შესაძენად განკუთვნილი 600 აშშ დოლარი და 700 ლარი გადასცა. ზუ-----------–---–ი მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლა ზ. მე----–-–---–ის კუთვნილ ფულად თანხას, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა (ზა----------–-–---–ის ეპიზოდი).

 

2016 წლის ზაფხულში ზუ-----------–---–მა გაიცნო ეკ-------------–--ე და მათ შორის ჩამოყალიბდა ახლო მეგობრული ურთიერთობა. ზუ-----------–---–ი დაჰპირდა ეკ-------------–--ეს, რომ მათ შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობის გამო, 20 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ერთი თვის ვადაში მის კუთვნილ, ახლად გახსნილ საბანკეტო დარბაზში მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობას დააწყებინებდა თვეში 1700 - 2000 ლარის ოდენობის სახელფასო ანაზღაურებით, ვარკეთილის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფდა, მის შვილს კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაამგზავრებდა, სადაც მას სამუშაო ადგილით უზრუნველყოფდა. შეთავაზებულ წინადადებას ეკ-------------–--ე დასთანხმდა და 2016 ოქტომბრის დასაწყისში, ქ. გ----–--–------–----------ში მდებარე „ხინკლის სახლის” ადმინისტრაციულ შენობაში ზუ-----------–---–ს 20 000 ლარი გადასცა. ზუ-----------–---–ი მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლა ეკ-------------–--ის კუთვნილ ფულად თანხას, რაც უკან აღარ დაუბრუნა, არც პირობები შეასრულა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა (ეკ-------------–--ის ეპიზოდი).

 

2016 წლის სექტემბერში, ზუ-----------–---–მა სოციალურ ქსელ „ო-------–-------” საშუალებით გაიცნო თა---–------–----ე, რის შემდეგაც მათ შორის ჩამოყალიბდა ახლო მეგობრული ურთიერთობა. ზუ-----------–---–მა, რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ თა---–------–----ეს არ ჰქონდა საცხოვრებელი ბინა და ქირით ცხოვრობდა, შესთავაზა, რომ შეღავათიან ფასში - 7 000 აშშ დოლარად, ქ. თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე აყიდინებდა ბინას. ზ. ე-----–---–მა დაარწმუნა თ. ბ---–----ე, რომ არსებობდა სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ბინები სოციალურად დაუცველ პირებზე ნაწილდებოდა და მას, მისი გავლენიანი მეგობრების დახმარებით, ჰქონდა შესაძლებლობა სოციალურად დაუცველ პირზე ბინის საკუთრებაში გადაცემის შემდეგ მისგან ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა თ. ბ---–----ისათვის აღნიშნული ბინა. ზუ-----------–---–ის განმარტებით, თავდაპირველ ეტაპზე თ. ბ---–----ეს უნდა გადაეხადა 1 000 აშშ დოლარი, თანხის დარჩენილ ნაწილს - 6 000 აშშ დოლარს კი ეტაპობრივად დაფარავდა. შეთავაზებულ წინადადებაზე თა---–------–----ე დასთანხმდა და 2016 წლის დეკემბრის დასაწყისში ზუ-----------–---–ს 1 000 აშშ დოლარი გადასცა (თა---–------–----ის ეპიზოდი).

 

2016 წლის დეკემბერში ზუ-----------–---–მა თა---–------–----ის მეშვეობით გაიცნო ამ უკანასკნელის ნათესავი, გრ-----–----------ი, რომელიც დაარწმუნა, რომ არსებობდა სახელმწიფო პროგრამა, რომლის დახმარებითაც სახელმწიფო ბალანსზე რიცხულ, ქ. თ---–--–----------------------------------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე, 80 000 აშშ დოლარად ღირებულ ორსართულიან საცხოვრებელ სახლს 35 000 აშშ დოლარად აყიდინებდა, რისთვისაც თავდაპირველად უნდა გადაეხადა 10 000 აშშ დოლარი, ხოლო ბინის გაფორმების შემდეგ, წელიწად ნახევრის ვადაში, ეტაპობრივად დაეფარა დარჩენილი თანხა. შეთავაზებულ პირობაზე გრ-----–----------ი დასთანხმდა და 2016 წლის 21 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე, თავის საცხოვრებელ სახლში, ზუ-----------–---–ს გადასცა ფულადი თანხა ჯამში 10 000 აშშ დოლარის (27 831 ლარი) ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა (გრ-----–----------ის ეპიზოდი).

 

2016 წლის 16 დეკემბერს, ზუ-----------–---–მა თა---–------–----ის მეშვეობით გაიცნო ამ უკანასკნელის მეზობელი, პე-------------ე. ზ. ე-----–---–ი პ. გ------ეს დაპირდა, რომ 6 000 აშშ დოლარად დაუმზადებდა აშშ-ს ვიზას და ადგილზე დასაქმებაშიც დაეხმარებოდა, რისთვისაც პ. გ------ეს პირველ ეტაპზე უნდა გადაეხადა 2 500 აშშ დოლარი, დარჩენილ თანხას კი ვიზის დამზადების შემდეგ გადაიხდიდა. ზუ-----------–---–მა პე-------------ე დაარწმუნა, რომ 2017 წლის თებერვლის შუა რიცხვებში ქ. ბრუკლინში იქნებოდა. შეთავაზებულ წინადადებაზე პე-------------ე დასთანხმდა და რამდენიმე დღეში, თა---–------–----ის მეშვეობით, ზუ-----------–---–ს მის მიერ მოთხოვნილი 2500 აშშ დოლარი და პასპორტები გადასცა. ზუ-----------–---–ს პ. გ------ისათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია და მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლა პე-------------ის კუთვნილ ფულად თანხას (პე-------------ის ეპიზოდი).

 

2016 წლის ნოემბერში, ზუ-----------–---–მა სოციალური ქსელი „ო-------–-------” საშუალებით გაიცნო ეკ-----------ე, რის შემდეგაც მათ შორის ჩამოყალიბდა ახლო მეგობრული ურთიერთობა. ზუ-----------–---–მა, რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ ეკ-----------ეს არ ჰქონდა საცხოვრებელი ბინა და ქირით ცხოვრობდა, შესთავაზა, რომ ქ. თბილისში, ვარკეთილის ტერიტორიაზე, შეღავათიან ფასში, 12 000 აშშ დოლარად, შეაძენინებდა ოთხოთახიან ბინას. ზ. ე-----–---–მა ე. ა--------ე დაარწმუნა, რომ არსებობდა სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ბინები სოციალურად დაუცველ პირებზე ნაწილდებოდა და მას, მისი გავლენიანი მეგობრების დახმარებით, ჰქონდა შესაძლებლობა სოციალურად დაუცველ პირზე ბინის საკუთრებაში გადაცემის შემდეგ მისგან ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ბინა ე. ა--------ისათვის გადაეცა. ზუ-----------–---–მა ეკ-----------ეს განუმარტა, რომ თავდაპირველ ეტაპზე უნდა გადაეხადა 7 000 აშშ დოლარი, თანხის დარჩენილ ნაწილს კი ეტაპობრივად თავად დაფარავდა, როგორც მისი მომავალი მეუღლე. შეთავაზებულ წინადადებაზე ეკ-----------ე დასთანხმდა და 2017 წლის თებერვლის ბოლოს ზუ-----------–---–ს გადასცა 7 000 აშშ დოლარი (18 000 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა (ეკ-----------ის ეპიზოდი).

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზუ-----------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა და------------–---მა, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და ზუ-----------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის განმარტებით, ბრალდების მხარის პოზიცია დამყარებულია მხოლოდ დაზარალებულად ცნობილ მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც წინააღმდეგობრივი ხასიათისაა, სხვა პირდაპირი მტკიცებულება კი, რომელიც მიუთითებდა ზუ-----------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, საქმეში არ მოიპოვება.

სააპელაციო საჩივრის მიხედვით, თა---–------–----ის, გრ-----–----------ისა და პე-------------ის ეპიზოდების მთავარი დამაკავშირებელი პირი არის თა---–------–----ე, რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ზუ-----------–---–თან. ის ძალზედ განარისხა მეგობარი მამაკაცის მიერ ნათქვამმა ტყუილმა და გადაწყვიტა მასზე შურისძიება. თა---–------–----ე ერთადერთი მოწმეა თავის ეპიზოდში, რომელმაც თავად არ უარყო არაერთი ტყუილის თქმის ფაქტი, არ უარყო, რომ ცდილობდა მოეძიებინა ზუ-----------–---–ის შესახებ პირადი ინფორმაცია. თა---–------–----ის აგრესია კი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მან შეიტყო ზუ-----------–---–ის მხრიდან ღალატის შესახებ, მისი მეუღლისა და შვილების არსებობა, რამაც მასში შურისძიების სურვილი გამოიწვია. სწორედ ეჭვიანობის მოტივით გადაწყვიტა მან კონტროლი აეღო ზუ-----------–---–ის ტელეფონის ნომერზე, ხოლო პირადი ინფორმაციის მიღების მიზნით, მას გადასცა მის სახელზე გაფორმებული ნომერი, რომელზეც ჰქონდა უფლება, რომ დეტალური ამონაწერი გაეკეთებინა, ასევე, ზუ-----------–---–თან მიმოწერის მქონე პირებს სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით პოულობდა. თა---–------–----ემ განაცხადა, რომ მას ზუ-----------–---–ი დაჰპირდა 6-7 ათას დოლარად ბინის დაგირავებას ყაზბეგის ქუჩაზე, თუმცა შესაძლოა ეს ბინა მას საკუთრებაშიც გადასცემოდა, კერძოდ, სახლი გაფორმდებოდა სოციალურად დაუცველ პირზე, ხოლო შემდგომ, სოციალურად დაუცველი პირისაგან მოხდებოდა ბინის თა---–------–----ეზე გადაფორმება. აპელანტის აზრით, ადგილი ჰქონდა თავად თა---–------–----ის მხრიდან უკანონო ქმედების ჩადენის სურვილს.

აპელანტის მითითებით, თა---–------–----ე ასევე აქტიურად ფიგურირებს პე-------------ისა და გრ-----–----------ის ეპიზოდებში. გრ-----–----------ის მხრიდან ზუ-----------–---–ისათვის თანხის გადაცემის ფაქტს მოწმობენ მხოლოდ გრ-----–----------ი და ნა----–--–-----–-ა, რომლებიც არიან თა---–------–----ის ბიძა და დეიდა, რაც მოწმობს მათ მიკერძოებას თა---–------–----ის ინტერესების სასარგებლოდ. სხვა რაიმე მტკიცებულებით კი ვერ დგინდება თანხის გადაცემის ფაქტი. ამ ეპიზოდში გაუგებარია სასამართლოს მხრიდან მოწმე მუ------–--------ის ჩვენების გაზიარების ფაქტი, ვინაიდან გრ-----–----------ისათვის ბინის ყიდვის მიზნით 3000 ლარის სესხად მიცემის ფაქტი არ არის შემხებლობაში მოცემულ საქმესთან. იგივე მდგომარეობაა პე-------------ესთან დაკავშირებით, რომელიც იყო თა---–------–----ის მეგობარი, რასაც ადასტურებს პე-------------ის მეუღლეც, ლი---------ე. მათ გააჩნდათ ნდობის მაღალი ხარისხი მის მიმართ, რაც გამოვლინდა იმაში, რომ გ------ეებმა თა---–------–----ეს ზუ-----------–---–ისათვის გადასაცემად გაატანეს საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა და ეჭვი არ შეჰპარვიათ, რომ თა---–------–----ემ მას ეს თანხა გადასცა, თუმცა, საქმის მასალების მიხედვით არ დგინდება ზუ-----------–---–ისათვის თანხის გადაცემის ფაქტი, ასევე არ არის უარყოფილი ეჭვი იმის შესახებ, რომ ეს თანხა თავად თა---–------–----ემ არ მიისაკუთრა. პე-------------ისა და მისი მეუღლის ჩვენება იმ ნაწილში, რომ მათ არ დაუნახავთ თა---–------–----ის მხრიდან ზუ-----------–---–ისათვის თანხის გადაცემის ფაქტი, ერთმანეთთან თანხვედრაშია, თუმცა წინააღმდეგობაში მოდის თა---–------–----ის ჩვენებასთან, რომელმაც განაცხადა, რომ თანხის გადაცემის ფაქტს უყურებდნენ პე-------------ე და მისი მეუღლე ლი---------ე სადარბაზოდან. აპელანტი ასევე მიუთითებს სოციალურ ქსელ „ო-------–------“-დან ამოღებული ინფორმაციის უკანონობის თაობაზე, ვინაიდან არ დგინდება მისი ზუ-----------–---–ისადმი კუთვნილების ფაქტი.

ნა----------ას ეპიზოდთან მიმართებით, სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ნა----------ასა და ზუ-----------–---–ს შორის გარკვეულ პირად ინტიმურ ურთიერთობას ჰქონდა ადგილი, რითაც აიხსნებოდა ნა----------ას დაინტერესება ზუ-----------–---–ის მიმართ, ხოლო ამ ეპიზოდის მთავარი მოწმე ლე--–----------- არის ნა----------ას და, რაც მოწმობს მის მიკერძოებულობას. აპელანტი მიუთითებს, რომ ნა----------ას საქმიანობა დაკავშირებული იყო ვაჭრობასთან, რის გამოც მას გაცნობიერებული უნდა ჰქონოდა, რომ საბურთალოს რაიონში 3 ოთახიანი ბინის ფასი ბევრად მაღალი იყო, ვიდრე, მათი თქმით, ბრალდებული ჰპირდებოდათ. ასევე, ორივე მოწმე უარყოფდა ზუ-----------–---–ისათვის თანხის გადაცემისას რაიმე სახის წერილობითი დოკუმენტის არსებობის ფაქტს. ნა----------ასა და ზუ-----------–---–ს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი გახდა ქალური ეჭვიანობა, რაც გამოიხატა მისი მხრიდან ზუ-----------–---–ის მიმართ უსაფუძვლო ბრალდების წაყენებაში. აპელანტის აზრით, ნიშანდობლივია, რომ ნა----------ამ სასამართლოსათვის მიმართვა დაიწყო მას შემდეგ, რაც ის დაოჯახდა და მასზე ამ მხრივ დიდი გავლენა მოახდინა მისმა მეუღლემ. მოცემულ ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო სს „საქართველოს ბანკის“ სალაროს შემოსავლის ორდერი და ზ. ე-----–---–ის ანგარიშის ამონაწერი, რომლითაც 2014 წლის 10 მარტს და 19 აპრილს ზუ-----------–---–ის ანგარიშზე ნა----------ას მიერ ჩარიცხულ იქნა 500 და 600 ლარის ოდენობის თანხა. მოცემულ ამონაწერში საუბარია სრულიად სხვა თანხებზე, ხოლო ბრალდება დაფუძნებულია სხვა თანხებზე, რომლებიც ერთმანეთთან კავშირში არ არის და აღნიშნული მტკიცებულება სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა.

ია---------------ასთან დაკავშირებული ეპიზოდის განხილვისას, აპელანტი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც არავითარი წერილობითი დოკუმენტი არ არის სახეზე, ხოლო მოწმეები არიან არა ნეიტრალური პირები, არამედ დაზარალებულ ია---------------ას დები - მა------------------------------ები. მოცემულ საქმეზე ასევე წინააღმდეგობრივია მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც განსხვავებულ ჩვენებებს იძლევიან ბინის მათთვის გადაცემის საკითხზე, ამასთან, იკვეთება მოწმეების არაკეთილსინდისიერება.

სააპელაციო საჩივრის მიხედვით, ზა----------–-–---–ის ეპიზოდში ბრალდება დაფუძნებულია მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებაზე, რომელიც არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება შეუძლებელია აღქმული იყოს რეალურად და მოკლებულია ადეკვატურ მსჯელობას. ზა----------–-–---–ის მხრიდან არაერთგზის იქნა მიმართული პოლიციის სხვადასხვა რაიონული განყოფილებებისადმი, თუმცა აღნიშნულს არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. მოცემულ ეპიზოდში, სასამართლომ მხედველობაში მიიღო სს „რესპუბლიკა ბანკის“ 2017 წლის 16 იანვრის სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლითაც დასტურდება ზუ-----------–---–ის მიერ ზა----------–-–---–ის ანგარიშზე 400 აშშ დოლარის დარიცხვის ფაქტი. აღნიშნულ შემოსავლის ორდერს კავშირი არ აქვს ბრალდებასთან და იგი არა თუ ზუ-----------–---–ის წინააღმდეგ, არამედ მის სასარგებლოდ მიუთითებს.

აპელანტის მითითებით, ეკ-------------–--ის ეპიზოდიც, როგორც სხვა ეპიზოდები, დატვირთულია წინააღმდეგობებითა და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებით. აღნიშნულ საქმეში დაზარალებულ პირს წარმოადგენს ეკ-------------–--ე, ხოლო ერთადერთ მოწმეს წარმოადგენს მისი და - ნუ-------–--ე. ამ საქმესთან დაკავშირებით უნდა დაკითხულიყო ეკ-------------–--ის ვაჟი, რომელსაც უნდა ჰქონოდა ინფორმაცია მის ამერიკაში გამგზავრებასა და იქ დასაქმებასთან დაკავშირებით, თუმცა უცნობი მიზეზის გამო გამოძიება მოერიდა მის დაკითხვას. ეკ-------------–--ის შემთხვევაშიც საქმეში ფიგურირებს თა---–------–----ის ფაქტორი და აშკარაა მისი გავლენა ეკ-------------–--ეზეც. აპელანტის აზრით, სასამართლო ამ ეპიზოდშიც ეყრდნობა დაზარალებულისა და მოწმის ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს.

სააპელაციო საჩივრის მიხედვით, ეკ-----------ის ეპიზოდშიც არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება და მთავარი მოწმე დაზარალებულის ოჯახის წევრი - ძმა აკ-------------ეა. ეკ-------------------ემ დაადასტურა სასიყვარულო ურთიერთობის არსებობა ზუ-----------–---–თან, აღნიშნა, რომ მას მიიჩნევდა საქმროდ და აპირებდა მასთან ოჯახის შექმნას, ამასთან მან ვერ შეძლო დაეხასიათებინა მისი ინდივიდუალური გარეგნული ნიშან-თვისებები, რაც მას აუცილებლად უნდა სცოდნოდა იმ პირთან მიმართებაში, რომელთან ერთადაც აპირებდა ოჯახის შექმნას. აპელანტის მითითებით, მოცემულ შემთხვევაშიც სასამართლომ მხედველობაში მიიღო სოციალურ ქსელ „ო-------–------“-დან გამოთხოვილი ინფორმაცია, მაშინ, როდესაც არ არის დადგენილი აღნიშნული გვერდის ზუ-----------–---–ისადმი კუთვნილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს ზუ-----------–---–ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, მის მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტები უტყუარად არის დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ხოლო, სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა ანდა ეჭვქვეშ დადგებოდა ზუ-----------–---–ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენით შერაცხული ბრალდება, საქმეში არ არსებობს.

სააპელაციო პალატა ეხმიანება აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში გაკეთებულ აქცენტებს დაზარალებულთა მხრიდან თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით წინდახედულების ნორმების გამოყენების აუცილებლობაზე და აღნიშნავს, რომ ობიექტური მხრივ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება. ცხადია, მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულება. მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში. მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ ქმედებაში, ისე პასიურში. მოტყუების ფორმაა ასევე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევაში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქოსამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში.

 

უპირველეს ყოვლისა სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს აპელანტის მსჯელობას ბრალდების თითქმის ყველა ეპიზოდთან მიმართებაში, რომ იგი ემყარება მხოლოდ დაზარალებულებისა და მათი ახლო ნათესავების ანუ შედეგით დაინტერესებული და მიკერძოებული პირების მიერ მიცემულ ჩვენებებს. პალატა ასეთ მსჯელობას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და განმარტავს, რომ ზუ-----------–---–ისათვის ბრალად შერაცხული დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს დაზარალებულის ნდობის მოპოვებას და მის მოტყუებას, ქმედების შემადგენლობა შეიძლება განხორციელდეს სწორედ ვიწროდ განსაზღვრულ და ახლო ნათესაური წრის ფარგლებში. ამდენად, დაზარალებულებისა და მოწმეების მხოლოდ ნათესაური დამოკიდებულების საფუძვლით, ისინი არ შეიძლება ამოირიცხონ იმ მოწმეებიდან, რომლებიც შეიძლება ფლობდნენ საქმესთან დაკავშირებულ უტყუარ ინფორმაციას და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ქმნიდნენ ერთიან სურათს, კერძოდ:

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულ თა---–------–----ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული ზუ-----------–---–ი გაიცნო 2016 წლის სექტემბერში, სოციალური ქსელის მეშვეობით. ზ. ე-----–---–ი მას გაეცნო, როგორც ზუ---------–-–---–ი, ბიზნესმენი, რომელიც იმყოფებოდა ამერიკაში და მალე აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას. ხშირად კონტაქტობდნენ ერთმანეთთან, რა დროსაც ზ. ე-----–---–ისგან შეიტყო, რომ იგი ქვრივი იყო, თბილისში ცხოვრობდა და ორი ვაჟიშვილი ჰყავდა. დაახლოებით ორ კვირაში ზ. ე-----–---–მა დაურეკა, რესტორანში დაპატიჟა და საკუთარ ბიზნესში საბანკეტო დარბაზის მენეჯერად დასაქმებაც შესთავაზა. მას შემდეგ ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და მათი საქმიანი ურთიერთობა სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდა. როცა ზ. ე-----–---–მა შეიტყო, რომ იგი ქირით ცხოვრობდა, დაჰპირდა 7 000 აშშ დოლარად საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფას. კერძოდ, დაარწმუნა, რომ არსებობდა სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბალანსზე არსებული ბინები სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ნაწილდებოდა. ზ. ე-----–---–ის განმარტებით, იგი მისი გავლენიანი მეგობრების დახმარებით შეძლებდა სოციალურად დაუცველ პირზე ბინის საკუთრების გადაცემას, რის შემდეგაც ეს პირი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ბინას მას გაუფორმებდა. ამ მიზნით 2016 წლის დეკემბერში გამოართვა 1 000 დოლარი. დარჩენილი 6 000 დოლარი კი დროთა განმავლობაში ეტაპობრივად უნდა დაეფარა. ზ. ე-----–---–ისთვის გადასაცემი თანხა გამოართვა დეიდას - ნა----–--–-----–-ას, რომელსაც ამავე დროს უამბო თუ რისთვის სჭირდებოდა თანხა. შედეგად დეიდამისი და ბიძა - გრ-----–----------ი ძალიან დაინტერესდნენ საკითხით, ვინაიდან თავად კერძო სახლის შეძენა სურდათ. მათივე თხოვნით, 2016 წლის დეკემბერში გააცნო ზუ-----------–---–ი, რომელმაც მათ დახმარება აღუთქვა და 35 000 აშშ დოლარად შესაძენი სახლის სურათებიც კი აჩვენა. ზ. ე-----–---–მა, მისი თანდასწრებით, მათ, პირველ ეტაპზე, 10 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა, მათაც, ჯერ 6 900 აშშ დოლარი გადასცეს ზ. ე-----–---–ს, შემდეგ კი - 3 100. ბოლო თანხის გადაცემა 2016 წლის 28 დეკემბერს მოხდა. ერთ დღეს ზ. ე-----–---–მა უთხრა, რომ შეეძლო მსურველებს აშშ ვიზის გაკეთებაში დახმარებოდა, რადგან მის ბიძაშვილს ჰყავდა ამერიკელი ცოლი, რომელიც მზად იყო ვიზა გამოეგზავნა და მსურველი სამსახურითა და ბინითაც უზრუნველეყო. დეკემბრის თვეში, მან შეახვედრა მეზობელი, პე-------------ე, რომელმაც, არაერთხელ სცადა აშშ-ში გამგზავრება, მაგრამ უშედეგოდ. პ. გ------ეს მოეწონა ზ. ე-----–---–ის წინადადება და დათანხმდა ამ საქმისთვის მისთვის 6 000 აშშ დოლარის გადაცემას. მას შემდეგ ზ. ე-----–---–მა არაერთხელ სთხოვა, რომ პ. გ------ეს დაკავშირებოდა შეთანხმებული თანხის მისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით. მართლაც, პ. გ------ემ 2 500 აშშ დოლარი ორ ეტაპად, რამდენიმე დღის ინტერვალით - 1 200 და 1 300 აშშ დოლარი - გადასცა ზ. ე-----–---–ს. მოწმემ განმარტა, რომ ზ. ე-----–---–ი იმ პერიოდში წელს და ფეხს იტკიებდა, როგორც ამბობდა, თიაქარი აწუხებდა, ამიტომ, მისივე დავალებით, პ. გ------ეს თავად გამოართვა თანხები და ორი პასპორტი, რაც მაშინვე ჩაუტანა კორპუსის ეზოში მყოფ, ავტომანქანაში მჯდომ ზ. ე-----–---–ს, რასაც ფანჯრიდან უყურებდნენ თავად პე-------------ე და მისი მეუღლე ლია. მოლაპარაკების თანახმად, ამერიკის ვიზა მზად უნდა ყოფილიყო თებერვლის დასაწყისში და თებერვალშივე უნდა მომხდარიყო პეტრეს ამერიკაში გამგზავრება. იანვრის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც ზ. ე-----–---–მა მათგან ბოლო თანხა მიიღო (ეს თანხა დეიდის, ნა----–--–-----–-ასი იყო), მან სატელეფონო კომუნიკაცია შეამცირა, რამაც ძალიან დააეჭვა. ამიტომ, როცა იმ დღეებში ზ. ე-----–---–მა მისთვის მობილურის ახალი ნომრის ყიდვა სთხოვა და ნაყიდი ნომრის საკუთარ სახელზე გაფორმება მოუხდა, ისარგებლა შემთხვევით და დაახლოებით ათ დღეში ზ. ე-----–---–ის სატელეფონო ზარებისა და მოკლეტექსტური შეტყობინებების ამონაწერი მოიპოვა. მასში დაფიქსირებული ზარებისა და შეტყობინებების სიმრავლემ ეჭვები უფრო გაუმძაფრა. სატელეფონო ნომრებით სოციალურ ქსელში მის მფლობელთა ვინაობის დადგენა დაიწყო, საერთო ახლობელიც გამონახა და მალე შეიტყო, რომ ზ. ე-----–---–ი, სახელის გარდა, ყველაფერს ატყუებდა, გვარად ე-----–---–ი იყო, ცოლ-შვილი ჰყავდა, ოჯახთან ერთად მარტყოფში ცხოვრობდა და თაღლითობისთვის იყო ნასამართლევი. აღნიშნულის თაობაზე მაშინვე შეატყობინა, როგორც დეიდასა და ბიძას, ისე - მეზობელ პე-------------ეს, რის შემდეგაც ერთად დაიწყეს ზ. ე-----–---–ისაგან ფულის დაბრუნებაზე ზრუნვა. ზ. ე-----–---–ი მის დეიდასა და ბიძას 25 იანვრისთვის დაჰპირდა თანხის დაბრუნებას, მაგრამ პირობა არ შეასრულა. აღნიშნულის გამო, მარტყოფში, ზ. ე-----–---–ის სახლში ჩავიდნენ ერთად, სადაც ამ უკანასკნელის ოჯახის წევრებს ესაუბრნენ, რომლებმაც წუხილი გამოთქვეს ზ. ე-----–---–ის საქმიანობის გამო. ზ. ე-----–---–მა ტელეფონის ნომრები გამორთო და მასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა, აღნიშნულის გამო, ხელმეორედ დარეგისტრირდა სოციალურ ქსელ „ო-------–------”-ში, სადაც უგზავნიდა შეტყობინებებს და სთხოვდა ფულის დაბრუნებას.

 

მართალია, თა---–------–----ემ დაადასტურა, რომ ზ. ე-----–---–ის საქციელის გამო, თავს დამცირებულად და მოტყუებულად გრძნობდა და კანონის ფარგლებში მისი დასჯის ინტერესიც გააჩნდა, თუმცა პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის მსჯელობას, ზუ-----------–---–ის შურისძიების მსხვერპლად მიჩნევის თაობაზე, ვინაიდან თა---–------–----ის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სისწორე ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებითაც, კერძოდ:

 

მოწმე ნა----–--–-----–-ას ჩვენებით დადგენილია, რომ თა---–------–----ე მისი დეიდაშვილის შვილია და ახლო ურთიერთობა აქვს მასთან. 2016 წლის 20 თუ 21 დეკემბერს თ----–-- უთხრა, რომ მეგობარი, ვინმე ზუ---------–-–---–ი, რომელიც მოგვიანებით ზუ-----------–---–ი აღმოჩნდა, ეხმარებოდა სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ბინის შეძენაში, რისთვისაც სესხად სჭირდებოდა 1 000 დოლარი. თანხის გადაცემიდან რამდენიმე წუთში თ----–-ს დაურეკეს ტელეფონზე და საუბრის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ ზ. ე-----–---–ს ესაუბრა და თანხა უნდა გადაეცა მისთვის. თ----–-სგან შეიტყო, რომ ზ. ე-----–---–ს კარგი კონტაქტები ჰქონდა და ბინებისა და სახლების ნახევარ ფასად შეძენა და მსურველებისთვის საზღვარგარეთ გამგზავრებაში დახმარება შეეძლო. ვინაიდან მას და მის მეუღლეს - გრ-----–----------ს კერძო სახლის შეძენა სურდათ, დაინტერესდნენ ზ. ე-----–---–ის პიროვნებით და თა---–------–----ეს მისი გაცნობა სთხოვეს. ზ. ე-----–---–ი და თ. ბ---–----ე ერთად მივიდნენ მათთან სახლში, რა დროსაც ზ. ე-----–---–ი დაპირდა, რომ 80 000 დოლარად ღირებულ სახლს 35 000 დოლარად შეაძენინებდა, პირველ ეტაპზე 10 000 აშშ დოლარის გადახდის პირობით. მის მიერ მისსავე სახლში ზ. ე-----–---–ისთვის შეთანხმებული თანხის გადაცემას, ორ ეტაპად - ჯერ 3 100, შემდეგ კი 6 900 აშშ დოლარის ოდენობით, ესწრებოდა მისი მეუღლე გრ-----–----------ი და თა---–------–----ე. ზ. ე-----–---–მა ორივე შემთხვევაში თანხის გადათვლა საჭიროდ არ ჩათვალა, ისე წაიღო. როცა სახლის ნახვის სურვილი გამოთქვეს, რომლის მესაკუთრეებიც, დაპირებისამებრ, 2017 წლის 10 თებერვლამდე უნდა გამხდარიყვნენ, ზ. ე-----–---–მა მათ უთხრა, რომ ამის შესაძლებლობა არ არსებობდა და მოგვიანებით, მათი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, მობილურით სახლის ფასადის ფოტოსურათი აჩვენა. როცა სახლის შეძენის პროცესი გაჭიანურდა, ზ. ე-----–---–ი აიმედებდა მათ და დანაპირების შესრულებას პირდებოდა. მის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არც შეპარვიათ, მანამ, სანამ ერთ დღეს თა---–------–----ემ არ შეატყობინა, რომ მისი ვარაუდით, ზუ-----------–---–ი იყო თაღლითი და მათ თანხის დაუფლების მიზნით ატყუებდა. ამის შემდეგ დაუკავშირდნენ ზ. ე-----–---–ს და ტკბილად სთხოვეს მათთან საქმეზე სასაუბროდ მისულიყო. ზ. ე-----–---–ი რომ მივიდა, გრ-----------მა მას თანხის დაბრუნება სთხოვა, მაგრამ ზ. ე-----–---–მა კვლავ დაარწმუნა ისინი, რომ პირობას შეასრულებდა, თუმცა, მალევე, მასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა. მოწმემ განმარტა, რომ არანაირი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მათ მიერ ზ. ე-----–---–ისთვის თანხის გადაცემას, არ აქვთ, რადგან ნდობის ფაქტორის გამო, ასეთი არ შეუდგენიათ.

 

თავიანთ ეპიზოდებში დაზარალებულები გრ-----–----------ი და პე-------------ე პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას, ადასტურებენ დაზარალებულ თა---–------–----ის მიერ აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსაც და განმარტავენ შემდეგს: გრ-----–----------ი ნა----–--–-----–-ას მეუღლეა. 2016 წელს სამსახურში ყოფნისას დაურეკა მეუღლემ, ნა----–--–-----–-ამ და უთხრა, რომ მისი დეიდაშვილის შვილს, თა---–------–----ეს, სჭირდებოდა 1 000 დოლარი, რომელსაც სესხად ითხოვდა. ვინაიდან თ. ბ---–----ე იყო ობოლი და მარტოხელა დედა, ცოლს ნება დართო მას მატერიალურად დახმარებოდა. როცა სახლში მისული დაინტერესდა, თუ რა მიზნით სჭირდებოდა მისი მეუღლის ნათესავს თანხა, შეიტყო, რომ თ----–-ს გავლენიანი მეგობარი ეხმარებოდა ბინის იაფად დაგირავებაში. ვინაიდან თავადაც დაინტერესებული იყო საცხოვრებელი სახლის შეძენით, თ----–-ს სთხოვეს გაეცნოთ მათთვის მისი მეგობარი. თა---–------–----ემ მართლაც მიიყვანა მათთან ეს პიროვნება, რომელიც მათ გაეცნო, როგორც ზუ---------–-–---–ი და დაპირდა, რომ სასურველ უბანში 35 000 აშშ დოლარად აყიდინებდა 80 000 დოლარად ღირებულ სახლს, რისთვისაც წინასწარ მოსთხოვა ახალ წლამდე 10 000 აშშ დოლარის გადაცემა. ზ. ე-----–---–ისგან შეიტყვეს, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც იძულებით გადაადგილებულ და სოციალურად დაუცველ პირებს ბინებით უზრუნველყოფდა, შესაძლებელი იყო საცხოვრებელი სახლის ჯერ ზემოაღნიშნულ კატეგორიაში შემავალ პირზე გაფორმება, შემდეგ კი ჩუქების ხელშეკრულებით სასურველ პირზე გადაფორმება. ზ. ე-----–---–ი მათ დაჰპირდა, რომ თებერვლის შუა რიცხვებამდე გაუფორმებდა საცხოვრებელ სახლს, რომლის ფოტოსურათებიც მობილურით აჩვენა და დარჩენილ თანხას წელიწადნახევარზე განუწილვადებდა. დეკემბრის ბოლოს, მეორე შეხვედრაზე, საკუთარ სახლში, ზ. ე-----–---–ს 3 100 დოლარი გადასცა, რომელიც მეგობრისგან ისესხა, 4-5 დღეში კი - 6 900, რასაც მათ გარდა მისი მეუღლე და თა---–------–----ე ესწრებოდა. საახალწლო დღესასწაულების შემდეგ დაუკავშირდა თა---–------–----ეს, რომელსაც ზ. ე-----–---–თან შეხვედრის ორგანიზება სთხოვა, რა დროსაც თ----–-- უთხრა, რომ ეს პიროვნება თაღლითი გამოდგა და მისთვის ჩივილს აპირებდა. სთხოვა არაფერი შეემჩნია ზ. ე-----–---–თან და მათთან სახლში მისვლაზე დაეთანხმებინა იგი. თ----–- და ზ. ე-----–---–ი მართლაც მივიდნენ მათთან, რა დროსაც პირდაპირ ჰკითხა, რა გვარის იყო. როცა შეიტყო, რომ ზ. ე-----–---–ი საკუთარ გვარს მართლა ატყუებდა, შეშინდა და ფულის დაბრუნება სთხოვა, იმ მიზეზით, რომ დარჩენილ თანხას ვეღარ შოულობდა. ზ. ე-----–---–მა უთხრა, რომ თანხას დააბრუნებდა ერთ კვირაში, 24 იანვარს, საღამოს, თუმცა იქვე დასძინა, რომ ამის მიუხედავად სახლს მაინც აყიდინებდა. დათქმულ დროს ზ. ე-----–---–ი რომ არ გამოჩნდა, თავად დაურეკა, რა დროსაც მან უთხრა, რომ ასე გვიან მისი შეწუხება არ უნდოდა და დილით მიუტანდა ფულს. მას შემდეგ ზ. ე-----–---–თან კომუნიკაცია გაწყდა.

 

მოწმე პე-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი თა---–------–----ის მეზობელია და ახლობლობს მასთან. 2016 წლის დეკემბრის დასაწყისში, შეხვედრისას, თ----–--, რომელმაც მისი პრობლემები კარგად იცოდა, ჰკითხა, ამერიკის ვიზის მიღება მოახერხა თუ არა. როცა უპასუხა, რომ ამერიკის საელჩოში ვიზაზე უარი ეთქვა, თ----–-- უთხრა, რომ ახლობელი ჰყავდა, რომელიც მის დახმარებას შეძლებდა. 2016 წლის 16 დეკემბერს, მისი თხოვნით და თა---–------–----ის დახმარებით, საკუთარ სახლში შეხვდა ზუ-----------–---–ს, რომელმაც ებ--–-–---–ად გააცნო თავი და დაჰპირდა, რომ ბრუკლინში მცხოვრები ახლობლების მეშვეობით, 6 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ მოუგვარებდა არამარტო აშშ ვიზის მიღების, არამედ იქ ცხოვრებისა და დასაქმების საკითხებს. პირველ ეტაპზე 2 500 აშშ დოლარი უნდა გადაეცა, დანარჩენ თანხას კი ვიზის გაკეთების შემდეგ გადაიხდიდა. ზ. ე-----–---–მა დაარწმუნა, რომ 2017 წლის შუა რიცხვებში უკვე ბრუკლინში იქნებოდა. რამდენიმე დღეში, როგორც შეთანხმდნენ, მან და მისმა მეუღლემ ზ. ე-----–---–ისთვის გადასაცემად, თა---–------–----ეს ჯერ 1200, შემდეგ კი 1300 დოლარი გაატანეს. ფანჯრიდან დაინახა მისი ბინიდან გასული თ----–- როგორ მივიდა ეზოში მდგარ ვერცხლისფერ მანქანასთან, რომლითაც ზ. ე-----–---–ი სარგებლობდა და მანქანაში მჯდომ პირს როგორ გადასცა თანხა. მალევე შეიტყო, რომ ზ------ი, რომელსაც ებ--–-–---–ის გვარით იცნობდა, ე-----–---–ი ყოფილა და ცრუობდა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, მასთან დაკავშირება ვერ შეძლო, რადგან ტელეფონი გამორთული ჰქონდა. თ----–-სგან გაიგო ზ. ე-----–---–ის მისამართი და მიაკითხა სახლში, სადაც მშობლები, შვილები და ფეხმძიმე რძალი დახვდა, რომლებსაც საკუთარი გასაჭირი უამბო. სწორედ მათ დამსახურებად მიიჩნევს, რომ მალევე ზ. ე-----–---–მა დაურეკა და შეატყობინა, რომ ვარკეთილში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე დატოვა მისი პასპორტები და შეეძლო მიეკითხა მათთვის. ზ. ე-----–---–ი დაჰპირდა, რომ თანხის ნაწილს 25 თებერვალს დაუბრუნებდა და დარჩენილ ნაწილსაც ნაწილ-ნაწილ მისცემდა, მაგრამ არც ეს პირობა შეასრულა. 27 თებერვალს თა---–------–----ემ პოლიციაში განაცხადი შეიტანა და გააფრთხილა, რომ შესაძლებელი იყო ისიც დაებარებინათ.

 

მოწმე ლი---------ემ დაადასტურა მისი მეუღლის - პე-------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო მოწმე მუ------–--------ემ დაადასტურა გრ-----–----------ისათვის ბინის ყიდვის მიზნით 3000 აშშ დოლარის სესხად მიცემის ფაქტი. აქვე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ უსაფუძვლოა აპელანტის მითითება მოწმე მუ------–--------ის ჩვენების საქმესთან შემხებლობის არარსებობის თაობაზე, ვინაიდან იგი ადასტურებს გრ-----–----------ის მხრიდან ბინის ყიდვის სურვილს, რაც გახდა გრ-----–----------ისა და ზუ-----------–---–ის გაცნობის ძირითადი საფუძველი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ ნა----------ას მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ 2013 წელს სოციალური ქსელ „ო-------–-------“ მეშვეობით გაიცნო ზუ-----------–---–ი, რომელიც იმყოფებოდა უცხოეთში და ახალი წლისთვის აპირებდა საქართველოში ჩასვლას. 2014 წლის იანვარში ისინი შეხვდნენ ერთმანეთს. ზუ-----------–---–ი დაინტერესდა ვისთან ერთად ცხოვრობდა და როცა შეიტყო, რომ დასთან და დისშვილთან ერთად პატარა ბინაში ცხოვრობდა, დაჰპირდა, რომ 18 000 დოლარად, 2-4 თვეში აყიდინებდა სამოთახიან მშენებარე ბინას. ზ. ე-----–---–ი ძალიან მორწმუნე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა და ადვილად მოიპოვა მისი ნდობა, რის გამოც მომდევნო შეხვედრებზე ჯერ 3 000 დოლარი და 2000 ლარი, შემდეგ კი 6 000 და 7 000 დოლარი გადასცა. უკანასკნელად ზ. ე-----–---–ისათვის თანხის გადაცემას მისი და ესწრებოდა, სხვა შემთხვევებში კი - არავინ შესწრებია. ბოლო თანხის მიცემის შემდეგ ზ. ე-----–---–მა გათიშა ტელეფონი და მასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა. ეშინოდა ზ. ე-----–---–ს მისთვის არაფერი ევნო, ამიტომ სამართალდამცავ ორგანოებს დახმარების მისაღებად მხოლოდ მაშინ მიმართა, როცა აღნიშნული მეუღლემ მოსთხოვა. დაზარალებულის განმარტებით, ზუ-----------–---–ს სს „საქართველოს ბანკის“ აპარატის მეშვეობით, მის კუთვნილ ანგარიშზე ჩაურიცხა 500 და 600 ლარის ოდენობის თანხები, რის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც, თავის დროზე, წარდგენილი აქვს გამომძიებლისათვის.

 

მოწმე ლე--–-----------მ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დაადასტურა მისი დის, ნა----------ას ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ზ. ე-----–---–ს პირადად იცნობდა და მისთვის ბოლო თანხის გადაცემას თავადაც ესწრებოდა. მოწმემ აღნიშნა, რომ მასაც და მის დასაც სჯეროდათ, რომ ზ. ე-----–---–ი კეთილსინდისიერი ადამიანი იყო და გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით იგი მართლა შეძლებდა დაბალ ფასად ბინის ყიდვაში მათ დახმარებას.

 

სააპელაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია დაცვის მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ სს „საქართველოს ბანკის” სალაროს შემოსავლის ორდერებში და ზ. ე-----–---–ის ანგარიშის ამონაწერებში, რომლებიც დათარიღებულია 2014 წლის 10 მარტითა და 19 აპრილით და რომლებითაც დასტურდება ზუ-----------–---–ის ანგარიშზე ნა----------ას მიერ 500 და 600 ლარის დარიცხვის და ზუ-----------–---–ის მიერ მათი გატანის ფაქტები, ზუ-----------–---–ისათვის ამ ეპიზოდში ბრალად წარდგენილისაგან განსხვავებულ თანხებზეა საუბარი, ვინაიდან აღნიშნული თანხების სხვა მიზნობრიობით დარიცხვის დამადასტურებლად და ბრალდების გასაქარწყლებლად აპელანტის მიერ რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

დაზარალებული ია---------------ას მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს მამასთან, შვილებთან და დებთან - ოქსანა და მარია---------------ებთან ერთად. 2015 წლის მარტის თვიდან, მის უმცროს დას, მარიანას ხშირად სტუმრობდა მეგობარი, ზუ----------–---–ი. მაისის თვეში, როცა ზ. ე-----–---–მა შეიტყო, რომ ოჯახს გააჩნდა სიმსივნით დაავადებული დედის საოპერაციო თანხა - 5 500 ლარი, უფრო მოუხშირა მათთან სახლში სიარულს. ზ. ე-----–---–მა მათ განუცხადა, რომ გული შესტკიოდა მათ გამო, ასე ვიწროდ რომ ცხოვრობდნენ და მისი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე (მისი განმარტებით, ერთ-ერთ სამინისტროში მუშაობდა) შეეძლო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში მათთვის დახმარების გაწევა. მათგან თანხმობის მიღების შემდეგ, ზ. ე-----–---–ი დაპირდა, რომ 10 დღეში ვაზისუბანში 10 000 დოლარად სამ ოთახიან ბინას აყიდინებდა. ამ მიზნით, ივნისის თვეში, საბუთებისთვის, დების თანდასწრებით, თავად გადასცა ზ. ე-----–---–ს ჯერ - 2 264 ლარი, შემდეგ - 2 000 ლარი, ბოლოს კი 1 200 აშშ დოლარი. როცა ზ. ე-----–---–მა კვლავ მოსთხოვა 500 ლარი, თანხის გადაცემაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც ზ. ე-----–---–მა მათთან კავშირი გაწყვიტა. მასთან ტელეფონით დაკავშირება რომ ვერ შეძლეს, მისი საცხოვრებელი მისამართი გაარკვიეს და ოჯახის წევრებს შეხვდნენ, რომლებმაც სთხოვეს, რომ სამართალდამცავ ორგანოში არ განეცხადებინათ მომხდარის შესახებ და თანხის დაბრუნებასაც დაპირდნენ. ზ. ე-----–---–ი მარიანას დაეკონტაქტა და აცნობა, რომ ბინის შეძენას ვერ ახერხებდა და ფულს დაუბრუნებდა. ვინაიდან თანხა არც ზ. ე-----–---–ს და არც მისი ოჯახის წევრებს არ დაუბრუნებიათ, 2017 წლის მარტში დახმარებისთვის პოლიციას მიმართეს.

 

მოწმეებმა მარია---------------ამ და ოქსა---------------ამ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მიცემული ჩვენებებით დაადასტურეს მათი დის, ია---------------ას ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

დაზარალებული ზა----------–-–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2000 წელს გაყიდა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი ბინა და მას შემდეგ ცხოვრობს დაბა წყნეთში. ბინის გაყიდვის შემდეგ გახდა თაღლითობის მსხვერპლი, რის შედეგადაც სოლიდური თანხა დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტის შესახებ განცხადებული ჰქონდა პოლიციაში, საკუთარი ძალებითაც ცდილობდა დაკარგული თანხის დაბრუნებას. ზუ-----------–---–ი მას გააცნო ნაცნობმა, თა-----–---–-----მა, რომელმაც უთხრა, რომ ზ. ე-----–---–ი მუშაობდა ძალოვან სტრუქტურაში და მისთვის თანხის დაბრუნებაში შეეძლო დახმარების გაწევა. თ. წ---–------ს სახლში შეხვედრისას ზ. ე-----–---–მა მას „თანხის ამოღებაში” დახმარება აღუთქვა და ისიც შესთავაზა, რომ გარკვეული თანხის საფასურად, ქალაქის მერიასთან პირადი კონტაქტებით, უზრუნველყოფდა წყნეთის სახლში ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მის მომარაგებას. ზ. ე-----–---–ს ბინაში გაზისა და დენის კომუნიკაციებისათვის გადასცა ჯერ - 500 და შემდეგ 100 დოლარი, თანხა რომ ამოეწურა, ჯერ ე. წ. „დრუჟბა” მიუტანა, რომელიც ზ. ე-----–---–მა 400 ლარად გაყიდა, ბოლოს კი ძაღლის ლეკვის გაყიდვით მიღებული 300 ლარიც გადასცა. სახლში დენისა და გაზის შეყვანის პროცესი არ დაწყებულა, ზ. ე-----–---–ისთვის დამატებით კიდევ 1500 ლარი უნდა მიეცა. თანხების გადაცემაზე არანაირი დოკუმენტი არ შედგენილა და დარჩენილი თანხის გადახდასაც აპირებდა, ვინაიდან ზ. ე-----–---–ს ძალიან ენდობოდა. თუმცა, მოგვიანებით, როცა ზ. ე-----–---–მა მისგან თავის არიდება, მისი სატელეფონო ზარების იგნორირება და ფარული ნომრებით რეკვა დაიწყო, დაეჭვდა მის კეთილსინდისიერებაში და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. ზ. ე-----–---–ისთვის გადაცემული თანხის ნაწილის, მხოლოდ 400 დოლარის დაბრუნება შეძლო, ისიც, მის წინააღმდეგ პოლიციაში შეტანილი განცხადების გამოტანის პირობით.

სააპელაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს დაცვის მხარის აპელირებას იმის თაობაზე, რომ სს „რესპუბლიკა ბანკის” სალაროს შემოსავლის 2017 წლის 16 იანვრის №1------- ორდერს, რომლითაც დასტურდება ზუ-----------–---–ის მიერ ზა----------–-–---–ის ანგარიშზე 400 აშშ დოლარის დარიცხვის ფაქტი, შემხებლობა არ გააჩნია მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან და იგი არა თუ ზუ-----------–---–ის საწინააღმდეგოდ, არამედ მის სასარგებლოდ მეტყველებს. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტით გამყარებულია დაზარალებულ ზა----------–-–---–ის ჩვენება იმის თაობაზე, რომ გადაცემული თანხიდან მან მხოლოდ 400 ლარის დაბრუნება შეძლო ზუ-----------–---–ისაგან, რაც პირდაპირ კავშირში განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულ ეკ-------------–--ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ქ. გორში მუშაობდა „ხინკლის სახლის“ მენეჯერად, როდესაც ზუ---------–-–---–ის სახელით ზუ-----------–---–ი სატელეფონო მიმოწერით გაიცნო. მან საქმიანი ურთიერთობა შესთავაზა, უთხრა, რომ თბილისში არსებულ, მის კუთვნილ საბანკეტო დარბაზში მენეჯერად დააწყებინებდა მუშაობას. თვენახევრის ურთიერთობის მანძილზე შეიტყო, რომ ზ. ე-----–---–ი წლების განმავლობაში ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ დაგროვილი თანხით საქართველოში ახორციელებდა სხვადასხვა ბიზნესს, უძრავ ქონებას ფლობდა თბილისში, ბორჯომში, ბაკურიანში, ბათუმში, რამაც დაარწმუნა იმაში, რომ იგი მართლაც ბიზნესმენი იყო. შეხვედრისას ზ. ე-----–---–მა შესთავაზა, რომ 20 000 ლარად თბილისში ბინასაც დაუგირავებდა და მის შვილს ამერიკაში დაასაქმებდა. შვილთან მოლაპარაკების შემდეგ, დათანხმდა წინადადებას, სესხი აიღო ბანკში და დის, ნუ-------–--ის თანდასწრებით, ზ. ე-----–---–ს 20 000 ლარი გადასცა, მოგვიანებით კი - შვილის პასპორტიც. შეხვედრის დროს მისმა დამ ზ. ე-----–---–ს სურათიც კი გადაუღო, რომელიც მოგვიანებით გამომძიებელს წარუდგინა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გაიგო, რომ ზ. ე-----–---–ი გვარს ატყუებდა. ეჭვი შეეპარა მის პიროვნებაში და საბანკეტო დარბაზის ჩვენება სთხოვა, სადაც, მისი დაპირების თანახმად, უნდა ემუშავა, მაგრამ ზ. ე-----–---–მა უარი უთხრა. შემდეგ კი ისიც შეატყობინა, რომ შექმნილი პრობლემების გამო, მისი შვილისთვის აშშ ვიზის გაკეთებასაც ვერ ახერხებდა. მოწმემ დაკითხვისას განმარტა, რომ ბრალდებულის ნამდვილი გვარი თა---–------–----ისგან შეიტყო, რომელმაც მიმდინარე წლის იანვრის თვეში დაურეკა და უთხრა ისიც, რომ ზ. ე-----–---–ი იყო თაღლითი. თავდაპირველად არ ენდო თ. ბ---–----ეს, რადგან ზ. ე-----–---–მა დაარწმუნა, რომ თ. ბ---–----ე იყო პოლიციის აგენტი და განგებ უტეხდა სახელს. ამავე პერიოდში, ზ. ე-----–---–მა, მეტი სანდოობისთვის აჩვენა, თითქოსდა, მისთვის შერჩეული დასაგირავებელი ბინა, თუმცა, ბინა არ მოეწონა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზ. ე-----–---–მა ტელეფონები გამორთო და კონტაქტზე აღარ გამოსულა, იგი დაუკავშირდა თა---–------–----ეს, რომელმაც შეატყობინა, რომ ზ. ე-----–---–ი დაკავებული იყო და ურჩია ისანი-სამგორის პოლიციისთვის მიემართა და მასაც დაეწერა განცხადება.

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ნუ-------–--ემ.

დაზარალებული ეკ-----------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 20 წელია ქირით ცხოვრობს ძმასთან, აკ-------------ესთან ერთად. 2016 წლის დეკემებრის ბოლოს სოციალურ ქსელ „ოდნოკლანსნიკის“ მეშვეობით დაუკავშირდა პიროვნება, რომელიც გაეცნო ზუ---------–-–---–ად, უთხრა, რომ იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მის დეიდაშვილს და ამ უკანასკნელის ამერიკელ მეუღლეს ჰქონდათ ფაბრიკები და თავადაც დაკავებული იყო ბიზნესით. ზ------მა უთხრა, მეუღლე ჰყავდა გარდაცვლილი, აპირებდა დაოჯახებას და მის მიმართ გამოხატა სიმპათიები. თავადაც დაინტერესდა ზ. ე-----–---–ის პიროვნებით, ჰქონდა ხშირი მიმოწერ მასთან „ო-------–-------“ მეშვეობით, სადაც ზ. ე-----–---–ი დარეგისტრირებული იყო ნიკებით „z--------“ და „8--------“. მიმოწერების დროს ჯერ ტელეფონის ნომრები გაცვალეს, შემდეგ კი შეხვდნენ ერთმანეთს. ზუ-----------–---–მა დაარწმუნა, რომ საქმიანი ადამიანი იყო, ჰქონდა კარგი შემოსავალი და ოჯახის შესაქმნელად ეძებდა პატიოსან მანდილოსანს. პირად საუბარში ზუ-----------–---–მა მისგან შეიტყო, რომ მანქანის შეძენა სურდა და უთხრა, რომ მანქანის ნაცვლად, ბინის შეძენაში დაეხმარებოდა, რაც სულ 12 000 აშშ დოლარი დაუჯდებოდა. ზ. ე-----–---–ისგან გაიგო, რომ არსებობდა სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფოსგან ჩამორთმეული ბინები სოციალურად დაუცველ პირებს გადაეცემოდა, რომელთაგან ერთ-ერთთან მილაპარაკების შედეგად, ვარკეთილის ტერიტორიაზე მდებარე ოთხოთახიან ბინის მისთვის იაფად გამოსყიდვას შეძლებდა. შეთავაზებულ წინადადებაზე დათანხმდა. 2017 წლის იანვრის ბოლოს სახლში მიიპატიჟა და საკუთარ ძმას საქმროდ წარუდგინა. 2017 წლის თებერვლის ბოლოს ზ------ის მოთხოვნით, საკუთარ სახლში, ძმის თანდასწრებით, ჯერ 4 500 აშშ დოლარი, შემდეგ კი სს „თიბისი ბანკიდან“ სესხის სახით გამოტანილი 2 500 აშშ დოლარი გადასცა. ზუ-----------–---–ი იმასაც დაპირდა, რომ დანაკლისს თანხას თავად დაუმატებდა, თუმცა მას მერე მასთან კავშირი გაწყვიტა. როცა შეიტყო, რომ ზ------ი იყო არა ებ--–-–---–ი, არამედ - ე-----–---–ი, მიხვდა რომ მოტყუვდა და განცხადება შეიტანა პოლიციაში. მოწმემ განმარტა, რომ ზ. ე-----–---–ს მიიჩნევდა საქმროდ, პატიოსან და მორწმუნე ადამიანად, ამიტომ ენდობოდა და თანხა ყოველგვარი ხელშეკრულებისა თუ ხელწერილის გარეშე გადასცა.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ აკ-------------ემ.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტებს სოციალურ ქსელ „ო-------–------“-ს პირადი გვერდიდან გამოთხოვილი ინფორმაციების მტკიცებულებად გამოყენების დაუშვებლობასთან დაკავშირებით იმ საფუძვლით, რომ არ დგინდება ზუ-----------–---–ისათვის მისი კუთვნილების ფაქტი, ვინაიდან აღნიშნული დასტურდება, ამ გვერდიდან მიღებული ინფორმაციით, ამასთან, დაცვის მხარის მიერ სხვა პირისათვის მისი კუთვნილების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. პალატას ასევე მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა აპელანტის არგუმენტები მოწმეთა ჩვენებებს შორის წინააღმდეგობების და ამ საფუძვლით მათი ჩვენებების გაუზიარებლობის თაობაზე, რადგან პალატის მოსაზრებით, არ არსებობს დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებს შორის ისეთი არსებითი სახის წინააღმდეგობა, რაც გახდებოდა ზუ-----------–---–ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი რომელიმე ეპიზოდში მისი უდანაშაულოდ მიჩნევის საფუძველი.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანის არავითარი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან, ისინი არის თანმიმდევრული, სარწმუნო და სრულად თანხვდენილია როგორც ერთმანეთთან, ისე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. ამასთან, საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოკვლევისას რაიმე სახის არსებითი კანონდარღვევა არ გამოვლენილა.

ამდენად, სააპელაციო პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე ზუ-----------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ზუ-----------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა თაღლითობა, ე. ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ოთხი ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა, თაღლითობა, ე. ი. მართლსაწინააღმდეგი მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება (ოთხი ეპიზოდი), ე. ი. დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზუ-----------–---–ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი არის როგორც მისი პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულების თანაზომიერი და პროპორციული და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ზუ-----------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ და------------–---ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

ზუ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

−საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ქვეპუნქტით (ია---------------ას ეპიზოდი) – 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

−საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ზა----------–-–---–ის ეპიზოდი) – 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

−საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (თა---–------–----ის ეპიზოდი) – 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

−საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (პე-------------ის ეპიზოდი) – 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

−საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ნა----------ას ეპიზოდი) – 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

−საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ეკ-------------–--ის ეპიზოდი) – 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

−საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (გრ-----–----------ის ეპიზოდი) – 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

−საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ეკ-----------ის ეპიზოდი) – 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზუ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

ზუ-----------–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან − 2017 წლის 30 მარტიდან.

ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

− მობილური ტელეფონები დაუბრუნდეთ მფლობელებს;

−CD დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე