განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2018
საქმის ნომერი
330100117002187443
ინსტანცია
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002187443

საქმე №1ბ/588-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძემ

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

ნათია ბარბაქაძე

 

სოფიკო კაპანაძის, ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ზ------------ის

მსჯავრდებულის: ზ-----------------–-–---–ის

ადვოკატების: დ---------------–--ას და გ---------------–---–ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ზ-----------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ზ-----------------–-–---–ის მიმართ. ზუ-----------------------–-–---–ი დაბადებულია 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #3----------), ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------–---------------------–---------–-------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტი და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ-----------------–-–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ჩადენილი ასეთი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

ზ-----------------–-–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივნისის განაჩენით მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალსწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ნასამართლობის გაქარწყლებამდე ზ-----------------–-–---–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,3154 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“. 2017 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თბილისში, დ----------------------–-----------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ზ-----------------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა 0,3154 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი ვერცხლისფერი კონვალუტის 38 ცალ ნაჭერში მოთავსებული თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის 38 ცალი ტაბლეტი და თეთრი ფერის სხვადასხვა ზომის ტაბლეტის ნატეხები ფხვნილთან ერთად.

იმავე დღეს ჩატარებული ნარკოლოგიური გამოკვლევის შედეგად ზ-----------------–-–---–ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,ოპიუმის“ ჯგუფის, ,,ბუპრენორფინის“ და მეტამფეტამინის უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით:

 

ზ-----------------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

ზ-----------------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ზ-----------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ზ-----------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ზ-----------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 27 ოქტომბრიდან.

 

მსჯავრდებულ ზ-----------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

ზ-----------------–-–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ-----------------–-–---–მა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

ბრალდების მხარეს მსჯავრდებულ ზ-----------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა ზ-----------------–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ---------------–---–მა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. შესავალ და დასკვნით სიტყვებში მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ზ-----------------–-–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

ბრალდების მხარემ შესავალ და დასკვნით სიტყვაში მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა ზ-----------------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში დატოვება როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზ-----------------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

ზ-----------------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: ზ-----------------–-–---–ის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით, ბრალდებულის სახით ზ-----------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების გ-------------–---–------------------------------------------------------ გამოკითხვის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის №1--------------- დასკვნით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის №7------ დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივნისის განაჩენით, თბილისის სააღსრულებო ეროვნული ბიუროს 2017 წლის 22 ნოემბრის წერილით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებად. აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ზ-----------------–-–---–ის მიერ იმ დანაშაულთა ჩადენას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

დაცვის მხარე ავითარებს მოსაზრებას, რომ მოწმის სახით გამოკითხული პოლიციის თანამშრომლები დაინტერესებული პირები არიან, ვინაიდან მათი გამოკითხვის ოქმებით გაურკვეველია, რომელ საათზე მიიღეს ინფორმაცია, როგორ დაიგეგმა და ვის დაევალა ოპერაციის ღონისძიება, სად იმყოფებოდნენ დავალების მიღებისას, საიდან წავიდნენ დავალების შესასრულებლად და რამდენი დრო გავიდა ინფორმაციის მიღებიდან ზ-----------------–-–---–ის დაკავებამდე. ასევე მიუთითებს, რომ გ------- ა----–---–ს პატაკის დაწერამდე 10 წუთით ადრე მაინც ექნებოდა ინფორმაცია და მისი გამოკითხვიდან მსჯავრდებულის დაკავებამდე გავიდა 25 წუთი, რაც მიაჩნია არარეალურად და უთითებს, რომ ,,25 წუთი პოლიციელებს დაკავების ადგილას არ დაელოდებოდა“.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ ასევე მიუთითა, რომ მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების მიცემა და პირადი ჩხრეკის ოქმზე შეაბამისი შენიშვნის გაკეთება განაპირობა საპროცესო შეთანხმების მიღწევის მოლოდინმა. ზ-----------------–-–---–ი ჩხრეკის ჩამტარებელმა პირებმა შეიყვანეს შეცდომაში და აღიარებინეს დანაშაულის ჩადენა.

 

საქმის მასალებით მართლაც დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ზ-----------------–-–---–მა სწორედ დაკავების დღეს - 2017 წლის 27 ოქტომბერს სარფში გადმოკვეთა თურქეთი-საქართველოს საზღვარი და გამოემართა თბილისში. ამ მხრივ შესაძლოა, სიმართლესაც შეეფერებოდეს მისი განმარტება, რომ დ----------------------–----------–------- კორპუსთან 25 წუთის განმავლობაში არ მდგარა, ვინაიდან იქ მოხვდა მხოლოდ გავლით. ასეც რომ იყოს, ეს გარემოება მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ პოლიციის განყოფილებაში დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ ინფორმაციის დაფიქსირებისას ადგილი ჰქონდა ხარვეზს, თუმცა ამით შეუძლებელია, ეჭქვეშ დადგეს ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგები.

 

რაც შეეხება იმაზე მითითებას, რომ ზ-----------------–-–---–ი პოლიციელებმა შეიყვანეს შეცდომაში და საპროცესო შეთანხმების გაფორმების დაპირებით მიაცემინეს აღიარებითი ჩვენება, სასამართლო განმარტავს, რომ ჯერ ერთი, თუკი ზ-----------------–-–---–ს ინკრიმინირებული დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი, მისთვის საპროცესო შეთანხმებაც მიუღებელი უნდა ყოფილიყო და მეორე, მისი აღიარებითი ჩვენების გარდა დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია როგორც პირადი ჩხრეკის ოქმით, ისე ჩხრეკის ჩამტარებელი პირების ჩვენებით, რომელთა სანდოობაში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი სახეზე არ არის.

 

ჩხრეკის ჩატარებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებმა გ------------------მ და კ-----------------------მ გამოკითხვის ოქმებით დაადასტურეს მსჯავრდებულის გამოკითხვის ოქმის და ზ-----------------–-–---–ის პირადი ჩხრეკის ჩატარების კანონიერება და შინაარსის ნამდვილობა. 2017 წლის 27 ოქტომბრის პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით ზ-----------------–-–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ტანთმოსილი შავი ჟილეტის მარცხენა ელვაშესაკრავიანი ჯიბიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის ქაღალდში გახვეული 38 ცალი კონვალუტის ნაჭრებში მოთავსებული აბის ფორმის ნივთიერება და აბის ნატეხები ფხვნილთან ერთად. ასევე ამოღებული იქნა წითელი ფერის ხელჩანთა ზ-----------------–-–---–ის პირად ნივთებთან ერთად. საქმეში არსებული ხელწერილით დასტურდება, რომ მსჯავრდებულ ზ-----------------–-–---–ის მეუღლემ რ---------------------–---–-ა 2017 წლის 28 ოქტომბერს გამომძიებლისაგან ჩაიბარა ზ-----------------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული წითელი ფერის ხელჩანთა პირად ნივთებთან ერთად. ზემოაღნიშნულით გამოირიცხება ყოველგვარი ეჭვი ზ-----------------–-–---–ის პირადი ჩხრეკის რეალურად ჩატარებაში.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 28 ოქტომბრის №1--------------- დასკვნის თანახმად, ვერცხლისფერ კონვალუტის 25 ცალ ნაჭერში მოთავსებული თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის 25 ცალი ტაბლეტი თითოეული ლოგოთი №8, საერთო წონით 10,0 გრამი წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორმინის“ შემცველ ტაბლეტებს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ საერთო წონა შეეადგენს 0,2 გრამს. ვერცხლისფერი კონვალუტის 13 ცალ ნაჭერში მოთავსებული თეთრი ფერის დაზიანებული 13 ცალი ტაბლეტი ლოგოს ნაწილებით №8 საერთო წონით 5,03 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველ დაზიანებულ ტაბლეტებს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ საერთო წონა შეადგენს 0,1006 გრამს. თეთრი ფერის სხვადასხვა ზომის ტაბლეტის ნატეხი, რომელთაგან 2 ცალ ნატეხზე აღინიშნება ლოგოს ნაწილები №8, ფხვნილთან ერთად საერთო წონით 0,74 გრამი წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტის ნატეხებს და ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონა შეადგენს 0,0148 გრამს. ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ საერთო წონა შეადგენს 0, 3154 გრამს.

 

საექსპერტო -კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2017 წლის 27 ოქტომბრის №7------ დასკვნის თანახმად, ზ-----------------–-–---–ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის ჯგუფის, ,,ბუპრენორფინის“, მეტამფეტამინის მოხმარება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივნისის განაჩენით ზ-----------------–-–---–ი დამნაშავედ არის ცნობილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს ჯარიმა 2000 ლარი, საიდანაც 1000 ლარი თბილისის სააღსრულებო ეროვნული ბიუროს 2017 წლის 22 ნოემბრის წერილის თანახმად ზ-----------------–-–---–ს გადახდილი აქვს.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ზ-----------------–-–---–ის გამართლების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ნარკოტიკული საშუალებები მან მოიხმარა თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნის დროს და არა საქართველოში.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებზე:

1.2017 წლის 27 ოქტომბრის ნარკოლოგიური შემოწმების #7------ დასკვნის თანახმად ზ-----------------–-–---–ს ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებებების - ოპიუმის ჯგუფის, ბუპრენორფინის, მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტი.

2.საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციის თანახმად, ზ-----------------–-–---–ი თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოვიდა 2017 წლის 27 ოქტომბერს, სადაც იმყოფებოდა 2017 წლის 24 ოქტომბრიდან. ასევე თურქეთში ყოფნის ფაქტი უფიქსირდება 2017 წლის აგვისტოში და სექტემბერშიც. შესაბამისად, ის გარემოება, რომ შესაძლოა, მან ნარკოტიკული საშუალებები მოიხმარა თურქეთის რესპუბლიკაში, არ არის უარყოფილი საკმარისი მტკიცებულებებით.

 

ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, თავის მხრივ, გულისხმობს ორი ფაქტის თანაარსებობას: 1. პირმა უნდა მოიხმაროს ნარკოტიკული საშუალება და 2. ნარკოტიკული საშუალების მიღება უნდა მოხდეს ექიმის შესაბამისი დანიშნულების გარეშე.

 

ზ-----------------–-–---–მა დაადასტურა ორივე გარემოება - მას არ ჰქონდა სათანადო ნებართვა და შესაბამისად, ნებართვის გარეშე მოიხმარა ნარკოტიკული საშუალებები. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ გამხდარა სადავო და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიჩნეული იქნა უდავო მტკიცებულებებად.

 

შესაბამისად, ის გარემოება, რომ ზ-----------------–-–---–ი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით იყო ნასამართლობის მქონე, არ წარმოადგენს სადავო გარემოებას. სადავოს არ წარმოადგენს ასევე 2017 წლის 27 ოქტომბერს ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტიც. რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ადგილს და დროს, ზ-----------------–-–---–ის ჩვენების თანახმად ისინი მოიხმარა თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნისას.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სსკ-ის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით. დაცვის მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი ინფორმაცია, რომლის თანახმად თურქეთის რესპუბლიკაში ნარკოტიკული საშუალების მოხმარება არ წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას.

 

მოცემულ შემთხვევაში გამოძიება დაიწყო საქართველოს ტერიტორიაზე, რადგან ზ-----------------–-–---–ს სწორედ საქართველოში ჩატარებული გამოკვლევით დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც მიჩნეული იქნა უდავო მტკიცებულებებად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ზ-----------------–-–---–მა , რომელიც იყო ნასამართლობის მქონე საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე, კვლავ, ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა ნარკოტიკული საშუალებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე პალატა აფასებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობას და აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე ადამიანს დაარწმუნებდა, რომ პირის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება მან ჩაიდინა. ბრალდების მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ, რომ ზ-----------------–-–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ჩადენილი ასეთი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზ-----------------–-–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატის აზრით იგი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა ხასიათს და სიმძიმეს. იგი უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ზ-----------------–-–---–ისთვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ზ-----------------–-–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ-----------------–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ზ-----------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ზ-----------------–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ზ-----------------–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

ზ-----------------–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ზ-----------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ზ-----------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ზ-----------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 27 ოქტომბრიდან.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ზ-----------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ზ-----------------–-–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

 

ნივთმტკიცება - ნარკოტიკული საშუალება, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

 

ნ. ბარბაქაძე