განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2018
საქმის ნომერი
330100117002073193
ინსტანცია
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/641-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 ნოემბერი, 2018წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - ე-–---------------–-–---–ის;

მსჯავრდებულების - გ------------------ის და ა-----–-------–ის;

ადვოკატების - მ----–-------–-სა და ბ--------------–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ა-----–-------–ის ადვოკატ მ----–-------–-ს და მსჯავრდებულ გ------------------ის ადვოკატ ბ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------–-----------------------------ა, ამჟამად პატიმრობის ქვეშ მყოფი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;

 

ა-----–-------–ის მიმართ - დაბადებული 1983 წლის 03 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------------------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენით:

 

გ------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

გ------------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან, 2017 წლის 21 ივლისიდან;

 

ა-----–--------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

ა-----–--------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მომენტიდან - 2018 წლის 13 აპრილიდან;

 

ა-----–--------–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 21 ივლისიდან - 2017 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით;

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

გ------------------ემ ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა, რასაც შესაძლოა გამოეწვია დიდი ოდენობით ზიანი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის გაზაფხულზე ერაყის მოქალაქე მოჰამმედ აიად ა------–---–-----–-------მა და საქართველოს მოქალაქე მა----------------მა გადაწყვიტეს ქალაქ რუსთავში სასტუმროს აშენება. მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით, კონსულტაციის მიზნით, მა----------------ი დაუკავშირდა ქ-----------ის მუნიციპალიტეტის ცამეტი ასურელი მამის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს ა-----–--------–სა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მდივან რეფერენტს გ------------------ეს.

 

ა-----–--------–მა და გ------------------ემ მა----------------თან შეხვედრისას განიზრახეს მოტყუებით, თაღლითურად დაუფლებოდნენ ამ უკანასკნელის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას. მიუხედავად იმისა, რომ ა-----–-------–ისა და გ------------------ის სამსახურებრივ მოვალეობებში არ შედიოდა ზემოაღნიშნული საკითხის გადაწყვეტა, მათ მა----------------ი მოატყუეს, რომ ისინი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით უზრუნველყოფდნენ მშენებლობის ნებართვის აღებაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც მოითხოვეს 15 000 აშშ დოლარი. 2017 წლის 21 ივლისს ა-----–--------–მა და გ------------------ემ მა----------------ს ქ-----------ში გამოართვეს მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 7000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც დაკავებული იქნენ სამართალდამცავი ორგანოს მიერ.

 

ე.ი. გ------------------ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით.

 

ა-----–--------–მა ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა, რასაც შესაძლოა გამოეწვია დიდი ოდენობით ზიანი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ქ-----------ის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანებით ა-----–--------–ი დანიშნულ იქნა ქ-----------ის მუნიციპალიტეტის ცამეტი ასურელი მამის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე.

 

2017 წლის გაზაფხულზე ერაყის მოქალაქე მოჰამმედ აიად ა------–---–-----–-------მა და საქართველოს მოქალაქე მა----------------მა გადაწყვიტეს ქალაქ რუსთავში სასტუმროს აშენება და მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით კონსულტაციის მიზნით მა----------------ი დაუკავშირდა ქ-----------ის მუნიციპალიტეტის ცამეტი ასურელი მამის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს ა-----–--------–სა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მდივან რეფერენტს გ------------------ეს.

 

ა-----–--------–მა და გ------------------ემ მა----------------თან შეხვედრისას განიზრახეს მოტყუებით, თაღლითურად დაუფლებოდნენ ამ უკანასკნელის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას. მიუხედავად იმისა, რომ ა-----–-------–ისა და გ------------------ის სამსახურებრივ მოვალეობებში არ შედიოდა ზემოაღნიშნული საკითხის გადაწყვეტა, მათ მა----------------ი მოატყუეს, რომ ისინი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით უზრუნველყოფდნენ მშენებლობის ნებართვის აღებაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც მოითხოვეს 15 000 აშშ დოლარი. 2017 წლის 21 ივლისს ა-----–--------–მა და გ------------------ემ მა----------------ს ქ-----------ში გამოართვეს მოთხოვნილი თანხის ნაწილი 7000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც დაკავებული იქნენ სამართალდამცავი ორგანოს მიერ.

 

ე.ი. ა-----–--------–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა-----–-------–ის ადვოკატმა მ----–--------–მა და მსჯავრდებულ გ------------------ის ადვოკატმა ბ--------------–---–მა.

 

მსჯავრდებულ ა-----–-------–ის ადვოკატმა მ----–--------–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ა-----–-------–ის მიმართ სასჯელის შემსუბუქება.

 

მსჯავრდებულ გ------------------ის ადვოკატმა ბ--------------–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გ------------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

 

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, 2018 წლის 26 ნოემბერს პროკურორმა ე-–---------------–-–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას - საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე; კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა შემდეგი:

 

ა-----–--------–ი ცნობილ იქნეს დამაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუზლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით;

 

ასევე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით;

 

გ------------------ე ცნობილ იქნეს დამაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით;

 

ასევე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით;

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობებს და მათში ასახულ პირობებს სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა პროკურორმა ე-–---------------–-–---–მა.

 

მსჯავრდებულებმა ა-----–--------–მა და გ------------------ემ, ასევე მათმა ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას და პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობების დამტკიცებას.

 

სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობების საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ბრალდების მხარის მიერ გათვალისწინებული იქნა საჯარო ინტერესი, კერძოდ სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტები, ჩადენილი დანაშაულისა და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი, სასამართლოსთან აღიარების ფორმით თანამშრომლობა, რის გამოც მსჯავრდებულებთან გაფორმებული იქნა საპროცესო შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის დაიდო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებით ა-----–--------–მა და გ------------------ემ უარი თქვეს საქმის არსებითად განხილვაზე, რაც გაცნობიერებული და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, პალატა დარწმუნდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალადობის ან სხვა რაიმე უკანონო ქმედების შედეგი არ ყოფილა. ასევე არ დგინდება, რომ საქმის არსებითად განხილვის უფლებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს.

 

ამასთან, შუამდგომლობები წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმებების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულების მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას; აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულების მხრიდან მათ ადვოკატებთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. მსჯავრდებულები ა-----–--------–ი და გ------------------ე სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ასევე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებულები ა-----–--------–ი და გ------------------ე სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ედებათ ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელებს. მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებულები აცნობიერებენ, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მათთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მათი უფლებები.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ გარდა მსჯავრდებულების აღიარებისა, საქმეში მოიპოვება ა-----–-------–ისა და გ------------------ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ მოწმეების: მა----------------ის, დ-------–---–----------------------დ ა------–---–-----–-------მას, ნ-----------–----------–--–------------------–---------–-------------–--ლის ჩვენებები; საჯარო რეესტრის 2017 წლის 08 მაისის ამონაწერი; 2017 წლის 15 ივლისის ელექტრონული ვებ-გვერდის დათვალიერების ოქმი; ქ-----------ის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 30 ივნისის #6--/კ ბრძანება; 2014 წლის 08 აგვისტოს ქ-----------ის საკრებულოს #9 დადგენილება; სახელმწიფო რწმუნებულის პ-------------–---–ის 2017 წლის 1 მარტის #20 განკარგულება; სახელმწიფო რწმუნებულის გ-------–-------ის 2017 წლის 30 მაისის #5- განკარგულება; 2017 წლის 18 ივლისის ამოღების ოქმი; 2017 წლის 21 ივლისის თანხის გადაცემის შესახებ ოქმი; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი; 2017 წლის 21 ივლისის ლუქის ახსნის, დათვალიერებისა და ხელახლა დალუქვის შესახებ ოქმი, სატელეფონო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების კრებსები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობები სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის, მე-111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულები აღიარებენ დანაშაულს, ეთანხმებიან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობენ სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულები ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულებსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ მსჯავრდებულები და მათი ადვოკატები სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულების მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. მათ განემარტათ, რომ შესაბამის უწყებაში საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. შესაბამისად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პროკურორის შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

დაკმაყოფილდეს პროკურორ ე-–---------------–-–---–ის შუამდგომლობა - საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;

 

დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ გ------------------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ ა-----–--------–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენში;

 

გ------------------ე ცნობილ იქნეს დამაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

ასევე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

 

გ------------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2017 წლის 21 ივლისიდან;

 

გ------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ა-----–--------–ი ცნობილ იქნეს დამაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

ასევე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით;

 

ა-----–--------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 აპრილიდან.

 

მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩათვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 21 ივლისიდან, 2017 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით.

 

ა-----–--------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია; ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 07 დეკემბრის 1/3738-17 განჩინებით, ა-----–--------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ი-------------ს (პ--------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქ-----------ი, 2---------------------------------------–ი, 90.81 კვ.მ ფართი, საკადასტრო კოდი - 0------------------, 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის პროპორციულ წილზე) დადებული ყადაღა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

კონტროლი და მეთვალყურეობა მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილების მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები:

 

გ------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული თანხა 7 000 აშშ დოლარი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ან სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ა-----–--------–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 51 ლარი და 80 თეთრი, ასევე მობილური ტელეფონი სიმბარათით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან სათანადო დნობით აღჭურვილ პირს.

 

გ------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი 2 სიმბარათით, ტყავის საფულე, 9 ლარი და 5 თეთრი, 1 აშშ დოლარი, 2 ცალი ბილაინის სიმბარათი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, მეტრომანის ბარათი, ფიტნეს კლუბის ბარათი, აფთიაქის ბარათი, ლიბერთი ბანკის ბარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან სათანადო დნობით აღჭურვილ პირს.

 

ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი 03 ცალი DVD და 02 ცალი CD დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს, პირობების დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე