განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2018
საქმის ნომერი
210100117002011444
ინსტანცია
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N210100117002011444, საქმე №1ბ/580-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - შმ--- გო-----–---–ი.

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ნი----–---- თა----ის ძე მა--------–-–---–ი, დაბადებული 1--- წლის 1------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს-----------------------------–--------------------–-----------;

 

მსჯავრდებული - გი------ ჯე---–ის ძე თა-------–---–ი, დაბადებული 1--- წლის 2--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------------------------------------;

 

ადვოკატი - შა-–-- ხვ---------–---–ი.

 

კვალიფიკაცია:

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

 

ნი----–---- მა--------–-–---–ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,ე“ ქვეპუნქტები (ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალიწინებული რომელიმე დანაშაული);

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ).

 

გი------ თა-------–---–ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).

 

განაჩენის მიხედვით:

 

ნი----–---- მა--------–-–---–ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).

 

გი------ თა-------–---–ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).

 

სასჯელი:

 

ნი----–---- მა--------–-–---–ი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გი------ თა-------–---–ი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

მსჯავრდებულების ინტერესების დამცველი ადვოკატის შა-–-- ხვ---------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და ნი----–---- მა--------–-–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო გი------ თა-------–---–ის გამართლება, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელთა ზედაპირულ ჩვენებებს. სასამართლომ არ განმარტა თუ კონკრეტულად რაში გამოვლინდა ნი----–---- მა--------–-–---–ის და გი------ თა-------–---–ის მიერ წინასწარი შეთანხმება დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არც ერთი არგუმენტი და განაჩენი მიიღო არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. გი------ თა-------–---–ის შემთხვევაში ადგილზე ყოფნის შემთხვევითობა და მისი არაბრალეულობა დასტურდება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, რასაც სასამართლომ მისცა არასწორი შეფასება (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

ბრალდების მხარის პოზიცია - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და ემყარება სასამართლოში გამოკვლეულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებებს (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

ნი----–---- მა--------–-–---–ს ბრალად წარედგინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალიწინებული რომელიმე დანაშაული, ასევე ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

გი------ თა-------–---–ს ბრალად წარედგინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

დადგენილების მიხედვით, ნი----–---- მა--------–-–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის განაჩენით ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის ნასამართლევმა ნი----–---- მა--------–-–---–მა გი------ თა-------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, 2017 წლის 05 ივნისს, საღამოს საათებში, ს----------ს რაიონის სოფელ მ----ში, ე.წ. „ტ-----ს უბნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, უკანონოდ დაამზადა და შეინახა 0,05033 გრამი ნარკოტიკული საშუალება - „მორფინი (მარილი)“. 2017 წლის 05 ივნისს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა საქართველოს შს სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ს----------------------–ი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის განაჩენით ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის ნასამართლევ ნი----–---- მა--------–-–---–ს, 2017 წლის 5 ივნისს, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე შემოწმებისას ლაბორატორიული გამოკვლევით, კვლავ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,ოპიუმის“ ჯგუფის მოხმარება.

 

დადგენილების მიხედვით, გი------ თა-------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 05 ივნისს, საღამოს საათებში, ს----------ს რაიონის სოფელ მ----ში, ე.წ. „ტ-----ს უბნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, გი------ თა-------–---–მა ნი----–---- მა--------–-–---–თან წინასწარი შეთანხმებით უკანონოდ დაამზადა და შეინახა 0,05033 გრამი ნარკოტიკული საშუალება - „მორფინი (მარილი)“. 2017 წლის 05 ივნისს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა საქართველოს შს სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ს----------------------–ი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენიდან გამომდინარე, ნი----–---- მა--------–-–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში - ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება-შენახვაში, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალიწინებული რომელიმე დანაშაული, ასევე შეწყდა დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებაში, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

ნი----–---- მა--------–-–---–ი და გი------ თა-------–---–ი ცნობილ იქნენ დამნაშავედ ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებასა და შენახვაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

 

ნი----–---- მა--------–-–---–მა გი------ თა-------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, 2017 წლის 05 ივნისს, ს----------ს რაიონის სოფელ მ----ში, ე.წ. „ტ-----ს უბნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, უკანონოდ დაამზადა და შეინახა 0,05033 გრამი ნარკოტიკული საშუალება - „მორფინი (მარილი)“. 2017 წლის 05 ივნისს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა საქართველოს შს სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ს----------------------–ი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენით, ნი----–---- მა--------–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

ნი----–---- მა--------–-–---–ის მიმართ შეწყდა დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნი----–---- მა--------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ნი----–---- მა--------–-–---–ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ნი----–---- მა--------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 მარტიდან. ასევე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 05 ივნისიდან 2017 წლის 12 ივნისის ჩათვლით.

 

გი------ თა-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

გი------ თა-------–---–ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

გი------ თა-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 მარტიდან. ასევე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 05 ივნისიდან 2017 წლის 12 ივნისის ჩათვლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის N1ა/გ-5---- განაჩენის გათვალისწინებით, ნი----–---- მა--------–-–---–ი გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან. აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებიდან ,,ე“ ქვეპუნქტის ამორიცხვა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში. შესაბამისად, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენში ნი----–---- მა--------–-–---–ის მიმართ ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დევნის შეწყვეტის თაობაზე მიიჩნევა დადასტურებულად.

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ს----------------------–ი სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა ლე---------ემ განმარტა, რომ ბრალდებულებს იცნობს, როგორც რაიონში მცხოვრებლებს და მათთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. 2017 წლის 05 ივნისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ გ--- მა--------–-–---–ს, ნი----–---- მა--------–-–---–ს და გი------ თა-------–---–ს სოფელ მ----ში „ტ-----ს“ უბანთან ახლოს თან ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალება და ახდენდნენ მის მოხარშვას. აღნიშნული დაუყოვნებლივ აცნობა ხელმძღვანელობას.

 

2017 წლის 5 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 14:50 საათიდან 15:50 საათამდე პერიოდში, ს----------ს რაიონის სოფელ მ----ში ე.წ. „ტ-----ს უბნის“ მიმდებარე ტყეში ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. დათვალიერებისას ნანახი და ამოღებული იქნა პატარა ზომის ლურჯი ფერის გაზის ბალონი, თეთრი ფერის ე---–ის ქვაბი თავსახურით, ქვაბში მოთავსებული მომწვანო-მოყავისფრო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე სითხე. აღნიშნული სითხე ექსპერტის მიერ გადატანილი იქნა ერთი ლიტრის ტევადობის პოლიეთილენის ბოთლში. ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მომწვანო-მოყავისფრო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე ნედლი დამუშავებული მცენარე, ერთი ცალი თეთრი ფერის ე---–ის ქვაბი გამოსახული ბოსტნეულის სურათით, ერთი ცალი წითელი ფერის ყვავილებიანი ე---–ის ქვაბი ზედ გამოსახული ყვავილებით, ერთი ცალი ე---–ის თეთრი ფერის ჯამი, პატარა ზომის მინის ჭიქა, ერთი ლიტრი ტევადობის ყავისფერი ბოთლი, რომელშიც მოთავსებულია თეთრი ფერის სპეციფიკური სუნის მქონე სითხე, სოდა ერთი კოლოფი, თეთრი ფერის პარკში მოთავსებული 4 ცალი 2 გრამიანი, ორი ცალი 20 გრამიანი, ერთი ცალი 3 გრამიანი შპრიცი, 5 ცალი პატარა ზომის დალუქული რეზინის მილი და პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ბამბა, თეთრი ფერი პოლიეთილენის ტომარა მწვანე და წითელი წარწერებით. დათვალიერების ოქმი შედგენილი აქვს მა----- ჭა---–---–ს, ხოლო საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები, ოქმის მიხედვით იყვნენ ნი----–---- მა--------–-–---–ი, გი------ თა-------–---–ი, ვა-–------ ქო-------–-–---–ი, ვა----------–---–ი, გი------ ლა-–--–---–ი და ზა-----------–---–ი, რომლებსაც ხელმოწერებით დადასტურებული აქვთ ოქმის სისწორე.

 

მოწმის სახით დაკითხვისას, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ს----------------------–ი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მა----- ჭა---–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 05 ივნისს იმყოფებოდა სამსახურში მორიგე ჯგუფში, რა დროსაც ლე---------ემ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია - სოფელ მ----ის ტყეში გი------ თ----------–---–ის, ნი----–---- მა--------–-–---–ის და გ--- მა--------–-–---–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების დამზადების თაობაზე. დაიწყო გამოძიება და დაკითხა პატაკის ავტორი. შემთხვევის ადგილზე გავიდა მორიგე ჯგუფთან ერთად, რომელშიც შედიოდნენ გი------ ლა-–--–---–ი, ზა-----------–---–ი და ირ---–- შა-–---–-–---–ი. მისვლისას, ტერიტორიის დაზვერვისას, ტყის მასივში დაინახა, რომ აღნიშნული პირები ტრიალებდნენ და გაზზე რაღაცას აკეთებდნენ. ზოგს ჭიქა ეჭირა ხელში, ზოგს ქვაბი, ზოგი წურავდა, ზოგი რაღაცას აკეთებდა, ერთმანეთს ეხმარებოდნენ. თუმცა, კონკრეტულად ვინ რას აკეთებდა და ხელში ვის რა ეჭირა, არ ახსოვს. ტერიტორიისთვის წრის შემორტყმისას ერთი მხარე დარჩათ დაუცველი, საიდანაც გაიქცა გ--- მა--------–-–---–ი, ხოლო ნი----–---- მა--------–-–---–ი და გი------ თა-------–---–ი დარჩნენ ადგილზე. მათი მისვლიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ ექსპერტებიც და ექსპერტებთან, ნი----–---- მა--------–-–---–თან და გი------ თა-------–---–თან ერთად დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. დათვალიერების დროს ამოღებული იქნა მოყავისფრო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე სითხე, გამოწურული მცენარეული მასა, სოდა, გაზი, ჭურჭელი, ბამბა, შპრიცები. სითხე მოთავსებული იყო ქვაბში, რომელიც შემდეგ მოთავსდა ბოთლში და დაილუქა ექსპერტების მიერ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების და ოქმის შედგენის შემდეგ, გი------ თა-------–---–ი დაკავებული იქნა მის მიერ და ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, დაკავებაში ეხმარებოდა გი------ ლა-–--–---–ი.

 

შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ს----------------------–ი სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ირ---–- შა-–---–-–---–მა, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ბრალდებულებს იცნობს კარგად, არის გი------ თა-------–---–ის უბნელი, ნი----–---- მა--------–-–---–ი კი, რომელიც თა-------–---–ის მეგობარია, ხშირად უნახავს უბანში. 2017 წლის 05 ივნისს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, მ----ში პირთა ჯგუფის მიერ მზადდებოდა ნარკოტიკული საშუალება. გამომძიებელმა მა----- ჭა---–---–მა დაიწყო გამოძიება და ჯგუფი გავიდა მ----ში მითითებულ მისამართზე. ჯგუფში იყვნენ გი------ ლა-–--–---–ი, ზა-----------–---–ი, მა----- ჭა---–---–ი და თვითონ. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, დახვდათ ნი----–---- მა--------–-–---–ი და გი------ თა-------–---–ი, ხოლო მესამე პირი გაიქცა. გი------ თა-------–---–ი იდგა და ელაპარაკებოდა ნი----–---- მა--------–-–---–ს და მა--------–-–---–ი „ფუსფუსებდა რაღაცეებს“. მათ მიერ გამოძახებული იქნა კრიმინალისტების ჯგუფი, რადგან დადასტურდა ოპერატიული ინფორმაცია ნარკოტიკის დამზადების თაობაზე. ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც გაზქურაზე, რომელიც იყო ანთებული, იდგა ქვაბი, პარკში კი იყო ბალახი. დათვალიერების შემდეგ მოხდა გი------ თა-------–---–ის და ნი----–---- მა--------–-–---–ის დაკავება. მან უშუალოდ მოახდინა ნი----–---- მა--------–-–---–ის დაკავება და პირადი ჩხრეკის ჩატარება, რაშიც ეხმარებოდა ზა-----------–---–ი.

 

მოწმე გი------ ლა-–--–---–მა, რომელიც არის შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ს----------------------–ი სამმართველოს თანამშრომელი, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებულებს იცნობს სამსახურიდან გამომდინარე და მათთან აქვს ჩვეულებრივი ურთიერთობა. 2017 წლის 05 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც შევიდა შეტყობინება ნარკოტიკების უკანონო შეძენა,შენახვა,დამზადებასთან დაკავშირებით. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თავად, მა----- ჭა---–---–ი, ზა-----------–---–ი და ირ---–- შა-–---–-–---–ი გავიდნენ შემთხვევის ადგილზე სოფელ მ----ში, სადაც ცენტრალური საავტომობილო გზიდან დაახლოებით 100-150 მეტრი ქვევით იყო ჩასასვლელი. გზიდან მარჯვენა მხარეს იყო რიყე, რომელსაც ტ-----ს უბანს ეძახიან. დათვალიერებისას იქ ნახეს სამი პირი - გი------ თა-------–---–ი, ნი----–---- მა--------–-–---–ი და გ--- მა--------–-–---–ი, რომლებსაც ჰქონდათ გაზქურა, ზოგი ჭრიდა, ზოგი წურავდა, ზოგი გაზქურასთან იჯდა, კონკრეტულად ვინ რას აკეთებდა ვერ იტყვის, თუმცა სამივე პირი იყო მოქმედებაში და ამზადებდნენ ნარკოტიკს. მცენარეული მასა იყო გამოწურული და ეყარა ტომარაზე, რომელიც იყო დაფენილი მიწაზე. როდესაც ახლოს მივიდნენ მაშინ გაზქურა ენთო, მასზე იდგა ქვაბი და მასში ესხა მწვანე მოშავო ფერის ნივთიერება. მათი დანახვისთანავე გ--- მა--------–-–---–ი გაიქცა ადგილიდან, ნი----–---- მა--------–-–---–ი და გი------ თა-------–---–ი კი ადგილზე დარჩნენ. მათი მისვლიდან 10 წუთში ადგილზე მივიდნენ ექსპერტებიც და იქ არსებული ნივთები - ბოთლები, გაზქურა, ქვაბი, მცენარეული მასა, გაწურული დაჭრილ მდგომარეობაში, შპრიცები, ბამბა, კოვზი, სოდა, ამოღებული იქნა და დაილუქა, შედგა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მოაწერეს ხელი, მათ შორის, როგორც ახსოვს, ხელი მოაწერეს გი------ თა-------–---–მა და ნი----–---- მა--------–-–---–მაც. ექსპერტების წასვლის შემდეგ მა----- ჭა---–---–მა დააკავა გი------ თა-------–---–ი, შეადგინეს ოქმი და წამოვიდნენ სამმართველოში, მეორე პირი დააკავა ირ---–- შა-–---–-–---–მა და ჩაატარა პირადი ჩხრეკა. თავად ეხმარებოდა მა----- ჭა---–---–ს. ჩხრეკისას ან დაკავებისას ბრალდებულებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, ჩხრეკისას კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ყოფილა ამოღებული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ს----------------------–ი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ზა-----------–---–მა განმარტა, რომ იცნობს ბრალდებულებს და მათთან აქვს ჩვეულებრივი ურთიერთობა. 2017 წლის 05 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ლე---------ისგან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სამსახურებრივი ჯგუფი: თვითონ, მა----- ჭა---–---–ი, ირ---–- შა-–---–-–---–ი და გი------ ლა-–--–---–ი, გაემართნენ სოფელ მ----ში. ადგილზე მისვლისას შორიდან დაზვერეს ტერიტორია, სადაც შენიშნეს ნი----–---- მა--------–-–---–ი, გ--- მა--------–-–---–ი და გი------ თა-------–---–ი. სამივეს იცნობდა, რადგან იყო მ----ის უბნის ინსპექტორი. შემთხვევის ადგილზე დაინახა გაზქურა, ზედ იდგა ქვაბი და ეს პირები იქ საქმიანობდნენ. ადგილი არ იყო დიდი, ხეების შუაში დაახლოებით 2-3 კვ.მ იყო, სადაც ედგათ ეს ქვაბი და იდგნენ მის გარშემო. ახლოს მისვლისას გ--- მა--------–-–---–ი მიიმალა ადგილიდან და დარჩნენ ნი----–---- მა--------–-–---–ი და გი------ თა-------–---–ი. შემთხვევის ადგილზე იყო ლურჯი თხევადი გაზის ბალონი, რომელზეც იდგა ქვაბი, იქვე იყო მცენარეების მასა დაყრილი ტომარაზე, შპრიცები, კოვზი, ბოთლები, ქვაბში იყო სითხე. პოლიციელების მისვლიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ ექსპერტებიც, რის შემდეგაც გამომძიებელმა დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დაასურათეს, შეფუთეს, შედგა ოქმი და გაკეთდა ხელმოწერები. ნი----–---- მა--------–-–---–ი და გი------ თა-------–---–ი უყურებდნენ ყველაფერს, მაგრამ პრეტენზია ან შენიშვნა არ გამოუთქვამთ. დათვალიერების დასრულების შემდეგ ექსპერტები წავიდნენ, რის შემდეგაც დააკავეს ნი----–---- მა--------–-–---–ი და გი------ თა-------–---–ი, ასევე მოხდა ბრალდებულების პირადი ჩხრეკა, თუმცა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა.

 

მოწმე ვა----------–---–ის ჩვენებით, არის კახეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტი. 2017 წლის 05 ივნისს მონაწილება მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ს----------ს რაიონის სოფელ მ----ში, მეწყვილესთან ვა-–------ ქო-------–-–---–თან ერთად. ადგილზე მისულებს იქ დახვდათ პოლიციის თანამშრომლებიც, რომელთა სახელები არ ახსოვს, ასევე არ ახსოვს შემთხვევის ადგილზე ნახა თუ არა ბრალდებულები. მის მიერ მოხდა სხვადასხვა ნივთების დალუქვა, რომლებიც იყო მიმოფანტული. ეს ნივთები იყო გაზი, ქვაბი, პოლიეთილენის ბოთლი შიგნით მოთავსებული მოყვითალო ფერის სითხით, ბამბა, შპრიცები და სოდა. მოხდა შემთხვევის ადგილის დასურათება და აღნიშნული ნივთების დალუქვა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე მონაწილე პირებმა დაადასტურეს ხელმოწერებით.

 

მოწმე ვა-–------ ქო-------–-–---–მა განმარტა, რომ არის შსს კახეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის მთავარი ექსპერტი-ტრასოლოგი. 2017 წლის 05 ივნისს მის მეწყვილე ვა----------–---–თან ერთად გამოძახებული იქნა ს----------ს პოლიციიდან. ადგილზე მისვლისას დახვდნენ პოლიციელები, რომელთაგაც იცნობს ორს - გი------ ლა-–--–---–ს და მა----- ჭა---–---–ს. პოლიციელების გარდა ადგილზე იყო ორი მოქალაქე. ადგილზე ნახეს ნივთები - ლურჯი ფერის თხევადი გაზის ბალონი, მოთეთრო ფერის ქვაბი, ბოთლები, ტომარა, მცენარეული მასა, შპრიცები, ცელოფნები, ქვაბში იყო სითხე. მან და მეწყვილემ სითხე გადაასხეს ბოთლში და დალუქეს ყველაფერი. მათ დანომრეს ნივთები, დალუქეს და გადასცეს გამომძიებელს. მათ გარდა ოქმს ხელი მოაწერა იქ მყოფმა ორმა მოქალაქემაც.

 

მოწმე ბუ------ ბა-----–---–ის ჩვენებით, არის ტაქსის მძღოლი. ბრალდებულებს იცნობს სახეზე, თუმცა მათთან არანაირი პირადი ურთიერთობები არ აკავშირებს. 2017 წლის 05 ივნისს, დაახლოებით 13:00-14:00 საათზე, გი------ თა-------–---–მა გააჩერა სუპერმარკეტ „ციცინათელას“ მიმდებარე ტერიტორიაზე და უთხრა, რომ უნდოდა წასვლა მ----ში, ღვინის წამოსაღებად. მ----ში, სანამ ბოგირთან გადავიდოდნენ ტ-----ს უბანთან, გი------მ მანქანა გააჩერებინა და უთხრა, რომ ორი წუთით მეგობარს ნახავდა და დაბრუნდებოდა. 15-20 წუთი ელოდა გი------ს, თუმცა, წამოვიდა, ვინაიდან აღარ დაბრუნდა. მოწმის ჩვენებით, გი------ს გზაში ტელეფონით არ უსაუბრია, მაგრამ ტელეფონში რაღაცას თამაშობდა თუ რას აკეთებდა არ მიუქცევია ყურადღება, ასევე მას ღვინის ჭურჭელი თან არ ჰქონია. ადგილზე ყოფნისას პოლიციის სირენების ხმა არ გაუგია და არც დაუნახავს.

 

2017 წლის 05 ივნისის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ნი----–---- მა--------–-–---–ი დაკავებული იქნა 2017 წლის 5 ივნისს 15:51 წუთზე, დაკავებულის პირადი ჩხრეკა ჩატარდა მისი თანხმობით, რა დროსაც შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი. სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან საგანი ნანახი და ამოღებული არ ყოფილა.

 

2017 წლის 05 ივნისის ბრალდებულ გი------ თა-------–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, იგი დაკავებულ იქნა 2017 წლის 5 ივნისს 15:51 წუთზე, დაკავებულის პირადი ჩხრეკა ჩატარდა მისი თანხმობით, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან საგანი ნანახი და ამოღებული არ ყოფილა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 06 ივნისის 1-------------ქრ სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი: 1) ქაღალდის კონვალუტის ფირფიტის 2 ცალ ნაჭერზე (წარწერებით:“Асетилсалициловая кислота“) განთავსებული თეთრი ფერის მრგვალი ფორმის (ერთ ზედაპირზე შუაში ნაჭდევით) 6 ცალი ტაბლეტი, საერთო წონით - 3,6 გრამი შეიცავს ასპირინს და სალიცილის მჟავას, რომელებიც არ მიეკუთვნებიან ნარკოტიკულ საშუალებათა, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კატეგორიას. 2) მუყაოს კოლოფში (წარწერით: „сода Пищевая“) მოთავსებული თეთრი ფხვიერი ნივთიერება, წონით - 301,0 გრამი წარმოადგენს სოდას, რომელიც არ მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოტროპულ ნივთიერებას. 3) ერთ ლიტრიან პოლიმერული მასალის ბოთლში (თეთრი ხრახნიანი ხუფით და ეტიკეტით: „konigPilsener”) მოთავსებული ორგანული გამხსნელისთვის დამახასიათებელი მძაფრი სუნის მქონე 1028,0 მლ მოყვითალო ფერის სითხე არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოტროპულ ნივთიერებას. 4) მოთეთრო ფერის პოლიმერული მასალის ტომარის ზედაპირზე არსებული ექსტრაგირების ნიშნების მქონე მომწვანო მცენარეული მასების დანაშრევები, წონით-0,63 გრამი არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოტროპულ ნივთიერებას. 5) უფერო გამჭვირვალე მინის ცარიელი ჭიქის, მომინანქრებული: ქვაბის, ჯამის და თეფშის ზედაპირებზე არსებული მომწვანო-მოყავისფრო ფერის ნივთიერების დანაშრევები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: მორფინს (მარილი - 0,00007 გრამის ოდენობით; კოდეინს (მარილი) - 0,00011 გრამის ოდენობით. 6) ნაცრისფერი მომინანქრებული ცარიელი ქვაბის შიდა და გარე ზედაპირზე არსებული მომწვანო-მოყავისფრო ნივთიერების დანაშრევები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: მორფინს (მარილი) -0,00076 გრამის ოდენობით; კოდეინს (მარილი) - 0,00023 გრამის ოდენობით; თებაინს - 0,00063 გრამის ოდენობით. 7) ერთ ლიტრიან უფერო გამჭვირვალე პოლიმერული მასალის ბოთლში (ნაცრისფერი ხრახნიანი ხუფით და ეტიკეტით: „ნექტარი მსხალი“) მოთავსებული 99,0 მლ ყავისფერი ბლანტი სითხე შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: მორფინს (მარილი) – 0,0495 გრამის ოდენობით, კოდეინს (მარილი) - 0,0611 გრამის ოდენობით, თებაინს - 0,0101 გრამის ოდენობით. 8) ლურჯი პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ექსტრაგირების ნიშნების მქონე მომწვანო ფერის მცენარეული მასა, წონით (მშრალ მდგომარეობაში) -190,41 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: კოდეინს (მარილი _ 0,00339 გრამის ოდენობით, თებაინს - 0,00497 გრამის ოდენობით. 9) ლურჯი ბალონიანი გაზქურის მეტალის ზედაპირზე არსებული შავი ნივთიერების დანაშრევი, წონით - 3.04 გრამი არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოტროპულ ნივთიერებას. ექსპერტიზაზე წარდგენილ საკვლევ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალებების: მორფინის (მარილი საერთო წონა შეადგენს - 0,05033 გრამს, კოდეინის (მარილი) საერთო წონა შეადგენს _ 0,06483 გრამს, თებაინის საერთო წონა შეადგენს _ 0,0157 გრამს.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაკითხვისას დადასტურებული აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მთავარ ექსპერტებს პე------–--–---–--ეს და ნა----–------ეს. ექსპერტის განმარტებით, მორფინი, კოდეინი, თებაინი წარმოადგენს ოპიუმის შემადგენელ კომპონენტებს ოპიატებს. საკვლევ ობიექტებში არ ფიქსირდებოდა ტეტრაჰიდროკანაბინოლის და მეტადონის არსებობა. შპრიცები და საინექციო შპრიცი ე.წ. „პეპელა“ კი არ გამოუკვლევიათ, რადგან იყო ქარხნულ შეფუთვაში და მათი მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

 

2017 წლის 5 ივნისის N1----- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნი----–---- მა--------–-–---–ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების, კერძოდ, ოპიუმის ჯგუფისა და მეტადონის მოხმარების ფაქტი.

 

2017 წლის 5 ივნისის N1----- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გი------ თა-------–---–ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების, კერძოდ, ოპიუმის ჯგუფისა და ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი.

 

გი------ თა-------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ არის ნი----–---- მა--------–-–---–ის ბავშვობის მეგობარი და მისი ბავშვის ნათლია. შემთხვევის დღეს იგი ღვინის მ----ის მწვანეს წამოსაღებად მიდიოდა მეგობართან. გზაში სოციალური ქსელის მეშვეობით მოიკითხა ნ----, რომელიც მ----ში ცხოვრობდა და უთხრა, რომ მ----ში მიდიოდა და ნახავდა. ნ----მ უთხრა, რომ ხიდთან მისულიყო. მან ტაქსი გააჩერა და ტაქსის მძღოლს უთხრა, რომ მეგობარს ნახავდა და 2 წუთში დაბრუნებოდა. ხიდთან ჩასულმა დაუძახა ნ----ს, რომელმაც უპასუხა, რომ იქ იყო და მისულიყო. დაახლოებით 50 მეტრის გავლის შემდეგ დაინახა ნი----–---- მა--------–-–---–ი, ასევე დაინახა გაზი და ბევრი პარკები. ნ----მ მას უთხრა, რომ „მაკს“ ხარშავდა, რაზეც ურჩია, რომ თავი დაენებებინა ნარკოტიკისთვის. მისი მისვლიდან 1-2 წუთში ყვირილი და სროლის ხმა გაისმა. მას გაქცევაც არ უცდია, რადგან არაფერი დაუშავებია. პოლიცია მივიდა იარაღის სროლით და ყვირილით, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, სამი პოლიციელი იყო ჭი---ე, შა-–---–-–---–ი და ლა-–--–---–ი, ერთი იყო პოლიციის უფროსის მოადგილე, ხოლო იმ პოლიციელებიდან, რომლებმაც თქვეს, რომ დააკავეს, არც ერთი არ იყო დაკავების ადგილზე. მისი განმარტებით, თელავში მის მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რაშიც სასამართლომ გაამართლა. დაკავების შემდეგ პოლიციაში მისვლისთანავე მას მოთხოვეს თელავის საქმის აღიარება და გამომძიებელმა უთხრა, რომ 8 წლიან სროკზე მიდიოდა. გი------ თა-------–---–ის განმარტებით, მას არასდროს ჰქონია შეხება „მაკთან“ და არც იცის როგორ მზადდება. მას ბევრი პრობლემები ჰქონია და იყო შემთხვევა, როცა ნარკოტიკი მოუხმარია, მაგრამ არასდროს მოუხმარია „მაკი“.

 

ნი----–---- მა--------–-–---–მა აღიარა ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება-შენახვის ფაქტი, თუმცა უარყო აღნიშნული დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. მისი განმარტებით, ჩართულია მეტადონის პროგრამაში, თუმცა უსახსრობის გამო ორი დღე ვერ წავიდა მეტადონზე თბილისში. ამ ფაქტამდე ერთი კვირის წინ მოხმარებული ჰქონდა ე.წ. ყაყაჩო, იმის „განაწურები“ ჰქონდა და ისევ იმას მოიხმარდა. დაავადებულია ამ სენით და დეტალურად იცის ნარკოტიკის დამზადება. გი------ თა-------–---–ი არის მისი ბავშვობის მეგობარი. მას იმ დღით გი------მ მიწერა „მესენჯერზე“ და გი------ს მისვლიდან დაახლოებით სამ წუთში მიცვივდნენ პოლიციელები. გაიქცა, თუმცა მობრუნდა, როცა დაინახა, რომ გი------ დაიჭირეს. პოლიციელებმა გაისროლეს კიდეც. დაკავების ადგილზე მიტანილი ჰქონდა შპრიცები, გამხსნელი „რასტვარიწელი“, ორი ჯამი, ქვაბი, სადაც ხარშავდა და გაზის ბალონიც. ამოღებული ნივთები იყო მისი საკუთრება. წამლის მოხარშვას უნდოდა ორი საათი, გასუფთავებას კი უნდოდა დიდი ხანი. ადგილზე მარტო მან დაამზადა ნარკოტიკი ნახმარი გამოწურული მცენარით. ოპიუმი იქ არ ყოფილა, ერთი კაცის სამყოფიც არ იყო, ამ ოდენობას შეიძლებოდა ცოტა გაეჩერებინა მისი ცუდად ყოფნა. მას გი------სთვის არ შეუთავაზებია „მაკის“ მიღება, ანდა მომზადებაში დახმარება, რადგან ეს პროცესი შესაძლებელია განახორციელოს ერთმა ადამიანმა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ნი----–---- მა--------–-–---–მა და გი------ თა-------–---–მა ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების დამზადებასა და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ვინაიდან, აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით, აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებადაა შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიციით.

 

რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების დამზადებას, მასში მოიაზრება ყველა ის პროცესი, რომლის საშუალებითაც შეიძლება მიღებულ იქნეს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება, აგრეთვე მცენარის, ნივთიერების ან პრეპარატის უცხო მინარევებისაგან გაწმენდა, მისგან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების გამოყოფა, ამ ნივთიერების კონცენტრაციის შეცვლა.

 

მოცემულ შემთხვევაში, არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ, რომ შემთხვევის ადგილზე ხდებოდა ნარკოტიკული საშუალების დამზადება. გარდა დაცვის მხარის განმარტებისა, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ჩვენებების და დათვალიერებისას ამოღებული საგნებით და ნივთებით უტყუარად დასტურდება ნარკოტიკული საშუალების დამზადების ფაქტი. რაც შეეხება ნი----–---- მა--------–-–---–ის განმარტებას, რომ ნარკოტიკული საშუალების დამზადებას ახდენდა რამდენიმე დღის წინ გამოწურული ნარჩენებისგან და რეალურად არსებული ნარკოტიკული საშუალება საკმარისი არ იყო ერთი ადამიანისთვისაც კი, არათუ 2-3 ადამიანისთვის, ვერ იქნება გაზიარებული. საგულისხმოა, რომ სასამართლოს აქვს ინფორმაცია მხოლოდ ამოღებულ ნივთიერებებში არსებული ნარკოტიკული საშუალებების შემადგენლობის შესახებ და კვლევა არ ჩატარებულა იმის თაობაზე, თუ რამდენ პირს შეეძლო მოეხმარა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების შემცველი სითხე. შესაბამისად, ის გარემოება, რომ გამოკვლეულ სითხეში და ნივთებზე არსებული ნარკოტიკული საშუალების შემცველობამ შეადგინა 0,05033 გრამი, არ წარმოადგენს ბრალეულობის გამომრიცხველ გარემოებას და არ მიუთითებს გი------ თა-------–---–ის უდანაშაულობაზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილად ითვლება, თუ მასში მონაწილე პირები წინასწარ შეთანხმდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში კი შეთანხმებიდან დანაშაულის აღსრულებამდე არსებულ დროის ინტერვალს დანაშაულის კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს.

 

შემთხვევის ადგილზე გასული პოლიციის თანამშრომლები (მა----- ჭა---–---–ი, ირ---–- შა-–---–-–---–ი, გი------ ლა-–--–---–ი, ზა-----------–---–ი) მიუთითებენ, რომ ადგილზე მისულებმა ჯერ დაზვერეს ტერიტორია, რომელიც წარმოადგენდა ტყის მასივს და არა გაშლილ ტერიტორიას. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების სისწორე დაადასტურეს მათში მონაწილე პირებმა, როგორც პოლიციის თანამშრომლებმა, ისე ექსპერტებმა - ვა-–------ ქო-------–-–---–მა და ვა----------–---–მა. საგულისხმოა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე და დაკავებების და პირადი ჩხრეკის ოქმები, ხელმოწერებით ასევე დადასტურებული აქვთ ნი----–---- მა--------–-–---–ს და გი------ თა-------–---–ს. შესაბამისად, ის გარემოება, რომ სხდომაზე დაკითხულ პირთა ნაწილი საერთოდ არ მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებაში, ვერ იქნება გაზიარებული.

 

ნი----–---- მა--------–-–---–ის და გი------ თა-------–---–ის ჩვენებებით, გი------ მა--------–-–---–ის მისვლიდან 2-3 წუთში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რაც წინააღმდეგობაშია წარმოდგენილ მტკიცებულებებთან და პალატა მას ვერ გაიზიარებს. მსჯავრდებულთა განმარტებებიდან გამომდინარეობს, რომ თითქოს გი------ თა-------–---–ის მისვლისას პოლიციის თანამშრომლები უკვე იქ უნდა ყოფილიყვნენ. თავდაპირველად პალატა შეეხება მოწმე ბუ------ ბა-----–---–ის ჩვენებას, რომელსაც თავად დაცვის მხარე მიიჩნევს ნეიტრალურ მოწმედ. მოწმის განმარტებით, გი------ თა-------–---–მა გააჩერებინა მანქანა და უთხრა, რომ ნახავდა მეგობარს და 2 წუთში დაბრუნდებოდა, თუმცა ელოდა 15-20 წუთი და წავიდა, ვინაიდან გი------ თა-------–---–ი არ დაბრუნდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მითითებულ ადგილზე არ შეუნიშნავს პოლიციის თანამშრომელთა მანქანა. პოლიციის თანამშროლებმა და ექსპერტებმა კი დაკითხვისას განმარტეს, რომ არც მათ შეუმჩნევიათ გზაზე მდგარი ავტომანქანა. აღნიშნული ჩვენებებით დგინდება, რომ პოლიცია მივიდა გი------ თა-------–---–ის მისვლიდან მინიმუმ 15-20 წუთის გასვლის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაურკვეველია თუ რატომ ვერ შენიშნეს ერთის მხრივ ბუ------ ბა-----–---–მა და მეორეს მხრივ პოლიციის თანამშრომლებმა და ექსპერტებმა ერთმანეთის მანქანები. ფაქტია, რომ შემთხვევის ადგილზე ხდებოდა ნარკოტიკის დამზადება, ასევე ისიც ფაქტია, რომ „PSP“-ს პარკში მოთავსებული იყო სხვადასხვა ზომის გაუხსნელი შპრიცები და პატარა ზომის მილაკები, ასევე ბამბა. შესაბამისად, შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარება პალატას აძლევს იმის დადგენის საშუალებას, რომ ნი----–---- მა--------–-–---–ი და გი------ თა-------–---–ი ამზადებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, პირადი მოხმარების მიზნით.

 

დაცვის მხარის არგუმენტზე, რომ გ--- მა--------–-–---–ის გაქცევამ განაპირობა პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, ხოლო ნი----–---- მა--------–-–---–ის და გი------ თა-------–---–ის ადგილზე დარჩენამ - პასუხისმგებლობა, პალატა განმარტავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს კონკრეტული პირების მიმართ და მოკლებულია შესაძლებლობას ისაუბროს სხვა პირთა ბრალეულობაზე. პალატა არ უარყოფს, რომ ბრალდების მხარეს უნდა გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები გ--- მა--------–-–---–ის ადგილსამყოფელის დასადგენად მაინც, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ფასდება ის მტკიცებულებები, რაც წარმოდგენილია მხარეთა მიერ, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე.

 

2017 წლის 5 ივნისის N1----- ნარკოლოგიური გამოკვლევის დასკვნის თანახმად, ნი----–---- მა--------–-–---–ს, გარდა მეტადონის მოხმარებისა, დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის მიღების ფაქტი. ამავე დღეს, N1----- დასკვნის თანახმად, გი------ თა-------–---–ს ასევე დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. პალატა ადასტურებს, რომ გი------ თა-------–---–ს და ნი----–---- მა--------–-–---–ს ნარკოტიკული საშუალებით თრობის ფაქტი არ დაუდგინდათ კლინიკური გამოკვლევით, თუმცა, გაცემული დასკვნები ახასიათებს მათ პიროვნებებს და მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არა მხოლოდ ნი----–---- მა--------–-–---–ს, არამედ გი------ თა-------–---–საც, გამოკვლევამდე ახლო პერიოდში (თუმცა არა გამოკვლევის დროს) მოხმარებული ჰქონდათ ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება. ამ მხრივ უსაფუძვლოა გი------ თა-------–---–ის განმარტება, რომლითაც თითქოს ნი----–---- მა--------–-–---–ს ურჩია თავის დანებება ნარკოტიკისთვის, როდესაც დაინახა, რომ ეს უკანასკნელი ხარშავდა „მაკს“. პალატას მიაჩნია, რომ ნი----–---- მა--------–-–---–ის და გი------ თა-------–---–ის ჩვენებები განპირობებულია ერთმანეთისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების და შემცირების მიზნით, რაც, ერთ შემთხვევაში წარმოადგენს გი------ თა-------–---–ის გამართლებას, ხოლო ნი----–---- მა--------–-–---–ის შემთხვევაში ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას და სასჯელის შემცირებას.

 

დაცვის მხარის აპელირება არასაკმარისი მტკიცებულებების, პოლიციელთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებისა და მათი მხრიდან ინტერესის არსებობის თაობაზე, ვერ იქნება დასაბუთებულად მიჩნეული, ვინაიდან, მათი ჩვენებები თანმიმდევრულია და სრულ თანხვედრაშია ოპერატიული ინფორმაციის მიღების, მისი შინაარსის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, დაკავების, ჩხრეკის მიმდინარეობის დეტალებთან დაკავშირებით. ასევე, შესაბამისობაშია როგორც საგამოძიებო მოქმედების ოქმებთან, ისე ქიმიური ექსპერტიზის დასკვნასთან და ჩვენებებს შორის არსებითი ხასიათის უზუსტობები არ არსებობს.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (ვრცლად იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11).

 

დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ პოლიციის თანამშრომლებს აქვთ ნი----–---- მა--------–-–---–ის და გი------ თა-------–---–ის მიმართ ინტერესი, რამაც განაპირობა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, რაც პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა თუ რა დაინტერესება უნდა ჰქონოდათ პოლიციის თანამშრომლებს. თუ პოლიციის თანამშრომლები გარკვეული პერიოდის განმავლობაში იჩენდნენ მათდამი დაინტერესებას და რაიმე ფორმით განახორციელეს მათი უფლებების დარღვევა ან შეზღუდვა, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ეცნობებინათ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოებისთვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაც მათ არ გაუკეთებიათ. დაცვის მხარის არგუმენტი, რომ მოწმე ირ---–- შა-–---–-–---–ის ჩვენება სასამართლომ საერთოდ არ გამოიყენა მტკიცებულებად, ვინაიდან, მოწმე აძლევდა მათ სასარგებლო ჩვენებას, პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მოწმის ჩვენება ერთ-ერთ მტკიცებულებად არის მოყვანილი განაჩენში. მოწმემ აღნიშნა, რომ თა-------–---–ი იდგა და ელაპარაკებოდა მა--------–-–---–ს და მა--------–-–---–ი იქ „ფუსფუსებდა რაღაცეებს“. ამასთან, მოწმემ მიუთითა საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობა, მათში მონაწილე პირები, დრო და სხვადასხვა გარემოებები. ცხადია, რომ თითოეული მოწმე, რომელიც არაახლო მანძილიდან, ტყის მასივის სხვადასხვა ადგილიდან უყურებდა სამი პირის მოქმედებას, ვერ იქნება იდენტ----- ერთმანეთთან. გარდა მოწმე პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებისა, საგამოძიებო მოქმედების ოქმის სისწორე დადასტურებული აქვთ ექსპერტებსაც და ასევე ისიც აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო მოქმედებების ოქმებზე ხელმოწერებისას არც ნი----–---- მა--------–-–---–ს და არც გი------ თა-------–---–ს არ გამოუთქვამთ პრეტენზია ან რაიმე სახის შენიშვნა.

 

დაცვის მხარემ ასევე აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს უნდა ჩაეტარებინა სხვა საექსპერტო კვლევები და საგამოძიებო მოქმედებებიც, რაც აღმოჩნდებოდა მყარი მტკიცებულება გი------ თა-------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი მოეპოვებინა მტკიცებულება, როგორც ბრალდების მხარე. თუ დაცვის მხარემ თავად ვერ მოიპოვა მტკიცებულებები, საქმის მასალების მიხედვით ასევე არ დგინდება, რომ მიმართეს გამოძიებას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, ექსპერტიზის ჩატარების ან სხვა მტკიცებულებების მოპოვების მოთხოვნით. ამ პირობებში დაცვის მხარის მიერ მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მითითებული არგუმენტები არ წარმოადგენს ბრალდების მხარის მტკიცებულების გაუზიარებლობის საფუძველს. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „იმ პირობებში, როდესაც არსებობს: მოწმე პოლიციელების - რ. დ-ს, ლ. ჯ-ს, ა. რ-სა და თ. კ-ს თანმიმდევრული, თანხვდენილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია; ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა; საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და პოლიციელთა მხრიდან გ. ვ-ს მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება; მხოლოდ ბიოლოგიური (გენეტიკური) და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, მით უფრო იმ მოცემულობით, როდესაც ექსპერტები განმარტავენ, თუ რა შემთხვევაში და რა ალბათობით არის შესაძლებელი, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე დარჩეს კვალი და რომელი გარემოებები გამორიცხავს კვალის დარჩენის შესაძლებლობას, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს“ (ვრცლად იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 14).

 

ის არგუმენტი, რომ მსჯავრდებულებს აქვთ მძიმე ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობა და მძიმეა დანიშნული სასჯელი, ვერ გახდება გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. მუხლი, რომლის სანქციის ფარგლებშიც აქვთ დანიშნული სასჯელი ნი----–---- მა--------–-–---–ს და გი------ თა-------–---–ს, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონის თანახმად, მორფინი 0,04 გრამიდან წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დასჯად ქმედებას. ქმედების ჩადენამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ გამოიწვია აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების წარდგენა. აღნიშული მუხლის სანქციის ფარგლებში, სასჯელის მინიმუმის დანიშვნა კი სამართლიანია და მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

პალატას მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებებში არ არსებობს არსებითი ხასიათის უზუსტობები, რაც მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა. პალატამ დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე იმსჯელა და მიიჩნია, რომ გი------ თა-------–---–მა და ნი----–---- მა--------–-–---–მა ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გი------ თა-------–---–ის და მსჯავრდებულ ნი----–---- მა--------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის შა-–-- ხვ---------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენი.

 

ნი----–---- მა--------–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ნი----–---- მა--------–-–---–ის მიმართ შეწყდეს დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნი----–---- მა--------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ნი----–---- მა--------–-–---–ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია ნი----–---- მა--------–-–---–ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას ჯე---–ი თა-------–---–ის (პირადი N3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ-------------------------------------------------------------------

 

ნი----–---- მა--------–-–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 29 მარტიდან, ასევე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 05 ივნისიდან 2017 წლის 12 ივნისის ჩათვლით.

 

გი------ თა-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გი------ თა-------–---–ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია გი------ თა-------–---–ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას ე-–----------–---–ის (პირადი N3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ს-----------------------------–-------------–------------------------------------------

 

გი------ თა-------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 29 მარტიდან. ასევე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 05 ივნისიდან 2017 წლის 12 ივნისის ჩათვლით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული 2 ცალი 20 მლ-იანი, 1 ცალი 3 მლ-იანი და 4 ცალი 2 მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების საინექციო შპრიცი; 5 ცალი პოლიმერული მასალის საინექციო მილაკიანი ნემსი ე.წ. „პეპელა“, ბამბა, ქაღალდის კონვალუტის ფირფიტის ორ ცალ ნაჭერზე განთავსებული თეთრი ფერის მრგვალი ფორმის 6 ცალი ტაბლეტი, მოთეთრო ფერის პოლიმერული მასალის ტომარა, ერთ ლიტრიანი უფერო გამჭვირვალე პოლიმერული მასალის ბოთლში მოთავსებული ყავისფერი ბლანტი სითხე, ლურჯი პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ექსტრაგირების ნიშნების მქონე მომწვანო ფერის მცენარეული მასა; მუყაოს კოლოფში მოთავსებული თეთრი ფხვიერი ნივთიერება (სოდა) და ერთ ლიტრიან ყავისფერი პოლიმერული მასალის ბოთლში მოთავსებული ორგანული გამხსნელისთვის დამახასიათებელი მძაფრი სუნის მქონე მოყვითალო ფერის სითხე, რომელიც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ს----------------------– სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული უფერო გამჭვირვალე მინის ცარიელი ჭიქა, მომინანქრებული ქვაბი, ჯამი და თეფში, ნაცრისფერი მომინანქრებული ცარიელი ქვაბი თავსახურით, რომელიც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ს----------------------– სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნი----–---- მა--------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ლურჯ ბალონიანი გაზქურა, რომელიც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ს----------------------– სამმართველოში, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.

 

უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე