განაჩენი

სისხლის სამართლის 28.11.2018
საქმის ნომერი
010141318700068107
ინსტანცია
თარიღი
28.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010141318700068107-1აგ/-573-18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

მურმან ისაევი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ი-----–-------–--ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 06 მაისის განაჩენით:

 

ი-----–-------–-- (---------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ამფეტამინი და მეტამფეტამინი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად;

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ოდენობით;

 

იმავე განაჩენით ი-----–-------–-- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცივი იარაღის ტარება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი-----–-------–--ს, საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 წელი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ოდენობით;

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად: 03 წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ)პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, ვ) პასიური საარჩევნო უფლება, ზ)იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

ი-----–-------–--ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 06.05.2016 წლის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ოდენობით დაუსრულდა 27.06.2016 წელს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 აპრილის განაჩენით:

 

ი-----–-------–-- (---------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ტეტრაჰიდროკანაბინოლი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 06 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ი-----–-------–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 02 წლის გამოსაცდელი ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით;

 

ი-----–-------–--ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად 03 წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება, ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს მომართვის თანახმად, ი-----–-------–-- დღეის მდგომარეობით იმყოფება სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით:

 

თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის დავით ნოზაძის წარდგინება მსჯავრდებულ ი-----–-------–--ს მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სხვა სასჯელით შეცვლის თაობაზე დაკმაყოფილდა.

 

მსჯავრდებულ ი-----–-------–--ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 06 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით შეიცვალა ჯარიმით და ი-----–-------–--ს ჯარიმის ოდენობად განესაზღვრა 1 000 ლარი;

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს N78231 შეტყობინების თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.07.2017 წლის განჩინების საფუძველზე გაცემული N111/11045 სააღსრულებო ფურცელი,რომლის თანახმად ი-----–-------–--ს დაეკისრა ჯარიმა 1 000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.აღსრულების ეროვნულ ბიუროში მოვალე ი-----–-------–--ს მიერ არ არის წარმოდგენილი თანხის გადახდის დამდასტურებელი ქვითარი. აღნიშნული განაჩენი დღეის მდგომარეობით არ არის აღსრულებული.

 

2018 წლის 17 ოქტომბერს მსჯავრდებულმა ი-----–-------–--მ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 აპრილის განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ი-----–-------–--ს შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული ი-----–-------–-- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 06 მაისის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ამფეტამინი და მეტამფეტამინი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ოდენობით;

 

იმავე განაჩენით ი-----–-------–-- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცივი იარაღის ტარება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი-----–-------–--ს, საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 წელი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ოდენობით (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია); მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები (რაც დღეის მდგომარეობით არ აქვს მოხდილი).

 

ი-----–-------–--ს ასევე მსჯავრი დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 აპრილის განაჩენით ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ასეთი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 06 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ი-----–-------–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 02 წლის გამოსაცდელი ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით; მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები (რაც დღეის მდგომარეობით არ აქვს მოხდილი).

 

ი-----–-------–--ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 06 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით შეეცვალა ჯარიმით და ი-----–-------–--ს ჯარიმის ოდენობად განესაზღვრა 1 000 ლარი (რაც დღეის მდგომარეობით არ არის აღსრულებული);

 

ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (იხ. გადაწყვეტილება), აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი-----–-------–--ს მიმართ არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 აპრილის განაჩენი უნდა გაუქმდეს და მსჯავრდებული ი-----–-------–--, გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან, მასვე უნდა აღუდგეს ამავე განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, რომელიც დღეის მდგომარეობით არ აქვს მოხდილი. ხოლო რაც შეეხება 2016 წლის 06 მაისის განაჩენს უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ამავე დროს, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით ირკვევა ი-----–-------–--ს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 06 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით შეეცვალა ჯარიმით და ჯარიმის ოდენობად განესაზღვრა 1 000 ლარი, ვინაიდან ი-----–-------–--ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით მარიხუანას (ტეტრაჰიდროკანაბინოლი) მოხმარებისათვის დანიშნული სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათი შეეცვალა ჯარიმით 1000 ლარის ოდენობით (დღეის მდგომარეობით არ არის აღსრულებული), აქედან გამომდინარე უნდა გაუქმდეს ი-----–-------–--ს მიმართ არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის განჩინება.

 

ამდენად, პალატას მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ი-----–-------–--ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 აპრილის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის განჩინება;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ი-----–-------–--ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2.ი-----–-------–-- გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით) დანიშნული სასჯელისაგან.

 

3.ი-----–-------–--ს აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 აპრილის განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ჩამორთმეული უფლებები.

 

4. გაუქმდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნაზე მითითება და ი-----–-------–--ს 2016 წლის 6 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის და იმავე განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ჩამორთმეული უფლებების ვადის ათვლა დაეწყოს 2016 წლის 06 მაისიდან.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: მაია თეთრაული

 

მურმან ისაევი