განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2018
საქმის ნომერი
160100117002162678
ინსტანცია
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100117002162678

PP

საქმე №1ბ/242-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე მურმან ისაევმა

 

მაია ყუშიტაშვილის, ვახტანგ ლობჟანიძის, ელენე ომანიძის,ნანა გიგიტაშვილის, გ------- სვანიძის მდივნობით,16 ნოემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

სახელმწიფო ბრალმდებლის: გ-----------------ის

მსჯავრდებულის: რ---- წ--------იას

ადვოკატის: თ----- გ-----ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ რ---- წ--------იას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე: რ---- წ--------იას, დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი N1----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და მცხოვრების ზ-------------------–--–---------------------------–- მიმართ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით;

 

აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 05 ოქტომბერს რ---- წ--------იამ, კარის გაღების გზით, უკანონოდ შეაღწია ბოლნისის რაიონის სოფელ ვ-----–ი მდებარე ე-––--- მ-------ის სახლში, საიდანაც ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა ე---- ვ--–---ას კუთვნილ 200 (ორასი) ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედსა და ფ------ მ-------ის 10 (ათი) ლარად ღირებულ კედებს, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ესე იგი რ---- წ--------იამ ჩაიდინა ქურდობა, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონოდ შეღწევით;

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით:

 

რ---- წ--------ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

რ---- წ--------იას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 6 ოქტომბრიდან

 

რ---- წ--------იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ---- წ--------იამ;

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მსჯავრდებული რ---- წ--------ია ითხოვს მის მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებას, მიუთითებს, რომ მას არაფერი არ მოუპარავს, პირიქით სცემეს ოჯახის წევრებმა, რომელთაც ჰქონდათ მისი ვალი, მოუგონეს მათ თითქოს აპირებდა მათი ბინიდან ნივთების ქურდობას;

 

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა რ---- წ--------იამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ----- გ-----ემ მხარი დაუჭირეს შემოტანილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ადვოკატმა აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება რ---- წ--------იას მიერ ქურდობის მცდელობის ფაქტი, განაჩენი დამყარებულია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაზე, თვით რ---- წ--------ია კი კატეგორიულად უარყოფს დანაშაულის ჩადენას, გამოძიება წარიმართა ცალმხრივად, ისიც კი არ იქნა რეალურად დადგენილი თუ რა ღირებულების იყო ოქროს ბეჭედი;

 

პროკურორმა გ-----------------მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნია ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი რ---- წ--------იას მიმართ, როგორც იურიდიული კვალიფიკაციის ასევე სასჯელის ნაწილში და ითხოვა მისი უცვლელად დატოვება;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, მსჯავრდებულ რ---- წ--------იას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენში შეტანილ უნდა იქნას ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. მსჯავრდებულ რ---- წ--------იას დანაშაულებრივ ქმედებას რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია ამ ნაწილში სწორად იქნა დადგენილი, რაც შეეხება რ---- წ--------იას ქმედების სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტს (განაჩენში შეცდომითაა მითითებული „ბ“ ქვეპუნქტი), პალატა თვლის, რომ ეს ბრალდება ზედმეტად აქვს წარდგენილი და ამ ნაწილში მსჯავრდებული უნდა გამართლდეს;

 

საქმეში არსებული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, გამოკვლეული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და რ---- წ--------იას მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილად მიიჩნია შემდეგი მტკიცებულებებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს რ---- წ--------იას მიერ განხორციელებული ქმედების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ წარუდგინა დაზარალებულების ე---- ვ--–---ას, ფ------ მ-------ის, მოწმეების - ე-––--- მ-------ის, მ------- ჩ----------ს, რ-------- დ------–-–---–-ს, კ---- გ-----–---–ის, მ---- ხ---------ის, ფ----- დე-------–---–ის, რ---- წ------–---–ის, გ------- ტ-------ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ექსპერტიზის დასკვნები.

 

დაზარალებულმა ე---- ვ--–---ამ პირველი სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 5 ოქტომბერს ვენახში მუშა ყავდა და პური წაუღო, სახლში კი მხოლოდ მისი დედამთილი იმყოფებოდა, საღამოს ხუთ საათზე დაბრუნდა სახლში მისი მეუღლე ვენახში დარჩა. საღამოს მისი მეუღლე მივიდა მეგობართან ერთად და სუფრა გაუშალა. შემოსასვლელი ოთახიდან კარის ხმა შემოესმა, შეეშინდა, მიბრუნდა მაგრამ არაფერი დაუნახავს. ბავშვს უთხრა, რომ ოთახებში სინათლე აენთო. დასაძინებლად უმცროს შვილთან ერთად დაწვა, ხოლო მეუღლე სხვა ოთახში იყო. რამოდენიმე ხანში მასთან მეუღლე მივიდა და უთხრა, რომ ოთახში კაცი იყო, წაყვა, საწოლის ქვეშ შეიხედეს და დაინახეს მათთვის უცხო მამაკაცი. პოლიციას დაურეკეს, პოლიცია მოვიდა და დააკავა რ---- წ--------ია; ბრალდებულმა მათ კითხვაზე უპასუხა, რომ მშიერი იყო და იმიტომ შემოვიდა სახლში. ბრალდებულს აღებული ჰქონდა ბავშვის ფეხსაცმელები, რომელიც საწოლის ქვეშ თან ჰქონდა, ხოლო როცა ის პოლიციამ გაჩხრიკა მას ბეჭედი ამოუღეს, ბეჭედი მისი იყო, რომელიც კარადაში ჰქონდა შენახული. ბრალდებულმა მათთან დღიურ იმუშავა ერთი დღე და 30 ლარი გადაუხადეს. ერთ დღეს მათთან სახლში ლაფეტით მიიტანეს სიმინდი და ბრალდებულიც იქ იყო.

 

დაზარალებულმა ფ------ მ-------მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 5 ოქტომბერს დილიდან ხუთის ნახევრამდე იმყოფებოდა სკოლაში, შემდეგ სტუმრად იყო ბიძასთან. სახლში ბოლნისის რაიონის სოფელ ვ-----–ი დაბრუნდა დაახლოებით ათის ნახევარზე, ავიდა სახლის მეორე სართულზე მდებარე საძინებელში, საწოლზე წამოწვა და ფილმს უყურებდა. საწოლის ქვეშიდან ადამიანის ხმა შემოესმა, ჯერ მისი ძმა ეგონა, შეიხედა და მიხვდა რომ მისი ძმა არ იყო, მამას უთხრა, რომ საწოლის ქვეშ უცხო კაცი იყო. მამა გავიდა მეორე ოთახში და დედას დაუძახა და უთხრა მოდი საწოლის ქვეშ უცხო კაციაო. მამა უცხო კაცს საწოლს ურტყამდა და ეუბნებოდა გამოდიო. მან პოლიციას დაურეკა. მანვე განმარტა, რომ საწოლის ქვეშ მყოფი ადამიანი ბრალდებული რ---- წ--------იაა. პოლიციის შეკითხვაზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ შიოდა და იმიტომ შემოვიდა მათ სახლში. მოგვიანებით გაიგო, რომ ბრალდებულს სახლიდან მისი ფეხსაცმელი და დედამისის ბეჭედი აუღია. ბრალდებულმა ადრე მათთან იმუშავა ერთი დღე და მისმა მამამ მას 30 ლარი გადაუხადა.

 

მოწმე ე-––--- მ-------მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ცხოვრობს ბოლნისის რაიონის სოფელ ვ-----–ი ოჯახის წევრებთან ერთად. 2017 წლის 5 ოქტომბერს დილიდან იმყოფებოდა სამუშაოდ. საღამოს სახლში დაბრუნების შემდეგ, მასთან სტუმრად მისი მეგობარი მივიდა და ერთად ივახშმეს. მეგობრის წასვლის შემდეგ ავიდა საძინებელ ოთახში და კომპიუტერთან დაჯდა, შემდეგ მის შვილი ფ------ი მოვიდა, რომელიც საწოლზე წამოწვა. ფ------მა დაიყვარა საწოლის ქვეშ ადამიანიაო, გამოვიდა და მეუღლეს დაუძახა, ორივემ შეიხედა საწოლის ქვეშ და დაინახეს ადამიანი, (მიუთითა ბრალდებულზე). საწოლს ზევით წევდა და ბრალდებულს ეუბნებოდა, რომ გამოსულიყო. პოლიციას დაურეკეს, პოლიცია მალე მოვიდა. მათ შეკითხვაზე ბრალდებულმა უპასუხა, რომ საჭმელი შიოდა და იმიტო შემოვიდა მათ სახლში. ბრალდებულს პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა მისი მეუღლის ოქროს ბეჭედი, რომელიც მის მეუღლეს კარადაში ჰქონდა შენახული. საწოლის ქვეშ თან ჰქონდა მისი შვილის ფ------ის კედები. ბრალდებულმა მასთან იმუშავა ერთი დღე და 30 ლარი გადაუხადა.

 

რ---- წ--------იამ პირველი ინსტანციის ასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ბოლნისის რაიონის სოფელ ს-------ში მუშაობდა დღიურ მუშად და დღეში იღებდა 25 ლარს. ე-––--- მ-------თან ოთხი დღე მუშაობდა სიმინდის ტეხვაზე, მაგრამ ფული არ გადაუხადა. 2017 წლის 5 ოქტომბერს იგი მივიდა ე-––--- მ-------თან და მოსთხოვა კუთვნილი გასამრჯელოს დაბრუნება. ე-––---ი ნასვამი იყო, ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა მასთან. ე-––---მა იგი აიყვანა მეორე სართულზე, შეიყვანა ოთახში დააგდო ძირს და ურტყამდა ქუსლს. აღნიშნულის გამო იგი დასისხლიანებული, ნაცემი და გათიშული იყო. ოქროს ბეჭედი როგორ აღმოჩნდა მის ჯიბეში არ იცის, ვინაიდან ცემის გამო გონება დაკარგული ჰქონდა. კედებს რაც შეეხება ისინი საწოლის ქვეშ იდო, ის კი საწოლის ქვეშ არ ყოფილა და მას როგორ აღმოაჩნდა ხელებში მისთვის გაუგებარია. პოლიციის მოსვლის შემდეგ მას ჩაუტარეს ჩხრეკა, პოლიციელებმა უთხრეს, რომ კარგია, რომ მოგისწარით თორემ ესენი მოგკლავდნენ და გადაგაგდებდნენო. რაც შეეხება ჩვენებას, რომელიც მან მისცა წინასწარი გამოძიებისას მას არ წაუკითხავს შინაარსი არ იცის და მხოლოდ ხელი მოაწერა.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით (6.10.2017) დადგენილია, რომ ბოლნისის რაიონის სოფელ ვ-----–ი ე-––--- მ-------ის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებულ საძინებელ ოთახში 2017 წლის 6 ოქტომბერს 00:45 საათზე მშვიდ ვითარებაში, რაიმე სახის წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დაკავებული იქნა რ---- წ--------ია. 2017 წლის 6 ოქტომბერს 00:48-01:00 საათის დროის შუალედში ჩატარდა რ---- წ--------იას პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ოქროსფერი ბეჭედი, ორი ცალი სხვადასხვა ფორმის საყურე, ხურდა ფული 50 თეთრის ოდენობით, რ---- წ--------იას სახელზე გაცემული ორი ცალი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

 

დათვალიერების ოქმით (6.10.2017) ირკვევა, რომ 2017 წლის 6 ოქტომბერს 02:55-03:50 საათის დროის შუალედში, დათვალიერდა ე-––--- მ-------ის საცხოვრებელი სახლი რა დროსაც აღებული იქნა სუნის ნიმუში, ერთი წყვილი კედები და ანაწმენდები კარის სახელურიდან და კარადის უჯრის სახელურიდან.

 

ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და მისი ჩატარების სისწორე დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა კრიმინალისტმა ფ----- დე-------–---–მა და კინოლოგმა რ---- წ------–---–მა.

 

ნივთის ამოცნობის ოქმით (6.10.2017) ირკვევა, რომ 2017 წლის 6 ოქტომბერს 14:58-15:10 საათის დროის შუალედში, ჩატარდა ნივთის ამოცნობა რა დროსაც ე---- ვ--–---ამ ამოსაცნობად წარდგენილი ბეჭდებიდან ამოიცნო რიგით მეორე ბეჭედი და აღნიშნა, რომ აღნიშნული ბეჭედი არის მისი კუთვნილება, რომელიც მას სახლიდან, საძინებელი ოთახის კარადიდან მოპარა რ---- წ--------იამ.

 

ნიმუშის აღების ოქმით (7.10.2017) ირკვევა, რომ 2017 წლის 10 ოქტომბერს 11:05-11:15 საათის დროის შუალედში, ქ.მარნეულში, დროებით მოთავსების იზოლატორის საგამოძიებო ოთახში რ---- წ--------იას თანხმობით მისგან აღებული იქნა სუნის ნიმუში.

 

ნიმუშის აღების ოქმით (7.10.2017) ირკვევა, რომ 2017 წლის 10 ოქტომბერს 11:20-11:30 საათის დროის შუალედში, ქ. მარნეულში, დროებით მოთავსების იზოლატორის საგამოძიებო ოთახში რ---- წ--------იას თანხმობით მისგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის №4-------- დასკვნით (21.10.2017) დადასტურებულია, რომ 2017 წლის 5 ოქტომბერს, ბოლნისის რაიონის სოფელ ვ-----–ი მდებარე ე-––--- მ-------ის საცხოვრებელი სახლის გაქურდვის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: სახლის მეორე სართულზე მდებარე საძინებელ ოთახში საწოლის ქვემოთ ხის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ რ---- წ--------იასგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- ტ-------ემ.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის №5--------- დასკვნით (06.11.2017) დადგენილია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების სხეულის გარეგანის დათვალიერების ოქმის მონაცემებით რ---- წ--------იას 08.10.17 წ. აღენიშნებოდა ექსკორიაციები შუბლისა და მარცხენა ყვრიმალის მიდამოებში, სისხლნაჟღენთი მარცხენა თვალ-ბუდის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინაარმდეგება წინასწარ ცნობებში (05.10.17წ.) მითითებულ თარიღს.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ თანახმად საქართველოს სსკ-ს მე-19 მუხლის პირველი ნაწილისა, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი გარკვეული აკრძალული ქმედებების ჩადენა შესაძლებელია შეწყდეს მცდელობის სტადიაზე, რაც არ იწვევს ს/ს პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. დანაშაულის მცდელობის დროს, დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილება გამოხატულია განზრახვაში და დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების აღსრულებაში, შესაბამისად სისხლის სამართლის კოდექსით დაცული სიკეთე საფრთხის ქვეშ დგება, მაგრამ არ არსებობს შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ზიანი. მოცემულ შემთხვევაში რ---- წ--------იამ გადაწყვიტა ჩაედინა ქურდობა. მიზნის მისაღწევად, ფარულად შეეღწია ე-––--- მ-------ის საცხოვრებელ სახლში და სურდა ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებით დაუფლებოდა ე---- ვ--–---ას კუთვნილი ოქროს ბეჭედსა და ფ------ მ-------ის 10 ლარად ღირებულ კედებს და რომ არა დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების დროული რეაგირება, იგი დაეუფლებოდა აღნიშნულ ნივთებს.

 

ოქროს ბეჭდის შეფასების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა დაზარალებულ ე---- ვ--–---ას განმარტება თითქოს ბეჭდის ღირებულება შეადგენდა 200 ლარს, სხვა მტკიცებულება ამ მიმართებით არ ყოფილა მოპოვებული; საყურადღებოა ის გარემოება, რომ კედის ღირებულების დასადგენად ჩატარებული იქნა სათანადო ექსპერტიზა კერძოდ: საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის №1----- დასკვნით (23.10.2017) დადასტურებულია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ერთი წყვილი კედის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს 10 (ათი) ლარს. ხოლო ბეჭდის ღირებულების დასადგენად კი ასეთი ექსპერტიზა არ ყოფილა ჩატარებული, მითუმეტეს მის ღირებულების განსაზღვრაზე გარკვეულწილად დამოკიდებული იყო ქმედების კვალიფიკაცია - მნიშვნელოვანი ზიანის არსებობა. პალატა აღნიშნავს, რომ როდესაც სახეზე იყო ნივთი, მისი ღირებულების დასადგენად აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო სასაქონლო ექსპერტიზა; პალატა თვლის, რომ მართალია ოქროს ბეჭედი წარმოადგენს გარკვეულ ფასეულობას, მაგრამ რადგან არ არის ზუსტად დადგენილი მისი ღირებულება, ამიტომ ზოგადად მხოლოდ დაზარალებულ ე---- ვ--–---ას განმარტება მისი ღირებულების განსაზღვრის თაობაზე, ვერ გახდება რ---- წ--------იას ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მაკვალიფიცირებელი ნიშნის არსებობისა;

 

პალატა თვლის რომ რ---- წ--------იას ზედმეტად აქვს წარდგენილი საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში შეცდომითაა მითითებული „ბ“ ქვეპუნქტი) წარდგენილი ბრალდება და იგი ამ ნაწილში უნდა გამართლდეს;

 

რაც შეეხება ქმედების ჩადენა ბინაში უკანონო შეღწევით: სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ"ქ/პუნქტი სახეზეა თუკი ქურდობა ჩადენილია ბინაში უკანონო შეღწევით. ქმედების ამგვარი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია რომ დამნაშავემ დანაშაულის ჩასადენად ყველა სხვა ქმედებასთან ერთად, უნდა გადალახოს სამართლებრივი აკრძალვა რათა შეაღწიოს სხვისი საკუთრების სივრცეში. შეღწევისათვის შესაძლოა ძალის ან საგნის გამოყენება, თუმცა შეღწევა შესაძლებელია განხორციელდეს მის გარეშეც. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულების ე---- ვ--–---ას, ფ------ მ-------ის, მოწმის - ე-––--- მ-------ის ჩვენებებით და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ რ---- წ--------ია იმყოფებოდა ე-––--- მ-------ის სახლის საძინებელ ოთახში მისი მეუღლის საწოლის ქვეშ, რაც ქმნის ქმედების, ბინაში უკანონო შეღწევის დაკვალიფიცირების საფუძველს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02;08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84). მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §68). შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, №24086/04; 08/04/2010; § 32).

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელმაც გულდასმით გამოიკვლია მსჯავრდებულ რ---- წ--------იას ჩვენება და მიაჩნია, რომ მის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ინფორმაცია არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გარემოებებიდან, მის მიერ მითითებული ფაქტები, არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით და ვერ აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ უტყუარობის სტანდარტს.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულების ე---- ვ--–---ას, ფ------ მ-------ის, მოწმეების - ე-––--- მ-------ის, მ------- ჩ--------ის, რ-------- დ------–-–---–-ს, კ---- გ-----–---–ის, მ---- ხ---------ის, ფ----- დე-------–---–ის, რ---- წ-------–---–ის, გ------- ტ-------ის ჩვენებები არ შეიცავს საეჭვო განმარტებებს, რაც კითხვის ნიშნებს გააჩენდა მათ სანდოობასთან დაკავშირებით. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე არ იკვეთება რაიმე საეჭვო გარემოებები, რაც მიანიშნებდა მოწმეების მიკერძოებაზე და პირად დაინტერესებაზე ბრალდებულ რ---- წ--------იას საწინააღმდეგოდ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

პალატა ეთანხმება სასამართლო განმარტებას, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება ხელშეუვალია და ადამიანის საკუთრების უფლება დაცულია სხვადასხვა ნორმატიული აქტებით. სისხლის სამართლის კოდექსით საკუთრების უფლება დაცულია ნებისმიერი მართლსაწინაღმდეგო ქმედებისაგან. ადამიანს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი ქონება. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის საგანი უნდა ეკუთვნოდეს სხვას, რომ ის არის სხვის მართლზომიერ მფლობელობაში.

 

პალატამ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ რ---- წ--------იამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ე-––--- მ-------ის სახლში უკანონო შეღწევითა და მისი სახლიდან ე---- ვ--–---ას კუთვნილი ოქროს ბეჭდისა და ფ------ მ-------ის კედების დაუფლების მცდელობით ჩაიდინა სსკ-ს 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცდება, რომ რ---- წ--------იას ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს რ---- წ--------იას მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, აგრეთვე აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დანიშნული სასჯელი მიმრთ უნდა შეიცვალოს და შეუმსუბუქდეს, რადგან ის სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ‘’ა“ ქ/პუნქტით (განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში შეცდომითაა მითითებული „ბ“ ქვეპუნქტი) გათვალისწინებულ ბრალდების ეპიზოდში გამართლდა და გარკვეუწილად შეუმცირდა წარდგენილი ბრალის მოცულობა, მას სსკ-ს 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ რ---- წ--------იას მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ რ---- წ--------იას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენში რ---- წ--------იას მიმართ, შეტანილი იქნას ცვლილება;

 

რ---- წ--------იას ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქ/პუნქტით (პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში შეცდომითაა მითითებული „ბ“ ქვეპუნქტი) წარდგენილ ბრალდებაში;

 

რ---- წ--------იას ცნობილი იქნეს დანაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

რ---- წ--------იას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყოს 2017 წლის 06 ოქტომბრიდან.

 

რ---- წ--------იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: რ---- წ--------იას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ოქროს ბეჭედი, ორი ცალი სხვადასხვა ფორმის საყურე, ხურდა ფული 50 თეთრის ოდენობით, რ---- წ--------იას სახელზე გაცემული ორი ცალი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.

 

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი წყვილი კედი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

კარადის კარების სახელურიდან, კარადის უჯრის სახელურიდან აღებული ანაწმენდები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მურმან ისაევი