განაჩენი

სისხლის სამართლის 16.11.2018
საქმის ნომერი
330100117002237354
ინსტანცია
თარიღი
16.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002237354

საქმე №1ბ/1085-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ--------------–ის

მსჯავრდებულის: დ-----------–---–ის

ადვოკატის: ნ-----------–-–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ დ-----------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), დ-----------–---–ის, დაბადებულის 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის (ამნისტირებულის), დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–---–--------------------------------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ-----------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2017 წლის 15 ნოემბრის და 2017 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდები).

 

მანვე ჩაიდინა მუქარა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

დ-----------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 15 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ-------–--–---–---------------------------------------------ში, დ-----------–---–მა არასრულწლოვანი შვილების - ნ--------–------------–---–--ის თანდასწრებით, ფიზიკური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - ნ-----–-------------ის მიმართ, კერძოდ, თავში ჩაარტყა მუშტი, რითაც ნ-----–-------------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2017 წლის 16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ-------–--–---–---------------------------------------------ში, დ-----------–---–მა არასრულწლოვანი შვილების - ნ--------–------------–---–--ის თანდასწრებით, ფიზიკური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - ნ-----–-------------ის მიმართ, კერძოდ, ორჯერ ჩაარტყა თავში მუშტი, ხელი გაარტყა მარჯვენა ლოყაზე, ასევე ხელი ჩაარტყა მუცელში, რის გამოც ნ-----–-------------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2017 წლის 15 და 16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ-------–--–---–---------------------------------------------ში, დ-----------–---–ი, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - ნ-----–-------------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების პარალელურად, მოკვლით დაემუქრა ნ-----–-------------ს, რამაც ამ უკანასკნელს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ორჯერვე თავი შეაფარა მეზობლის ბინას. აღნიშნულის შემდეგ, 2017 წლის 17 ნოემბერს, დილის საათებში, ქ-------–--–---–---------------------------------------------ში, ნ-----–-------------მა სთხოვა დ-----------–---–ს, რომ აღარ ეძალადა მასზე ან წასულიყო სახლიდან, რაზეც დ-----------–---–ი გაბრაზდა, ხელი მოჰკიდა ყელზე ნ-----–-------------ს და დაემუქრა მოკვლით, რა დროსაც ამ უკანასკნელმა შეძლო თავის დაღწევა და სადარბაზოში გასვლა. დ-----------–---–მა კი კვლავ უთხრა ნ-----–-------------ს, რომ სახლში დაბრუნებულს თუ დახვდებოდა, აუცილებლად მოკლავდა. ნ-----–-------------მა მუქარა რეალურად აღიქვა და ვინაიდან გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, დახმარებისათვის მიმართა სამართალდამცავ ორგანოს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ივლისის განაჩენით:

 

დ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

დ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

დ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ დ-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 17 ნოემბრიდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ-----------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატ ნ-----------–-–---–მა. სააპელაციო საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ, მსჯავრდებულ დ-----------–---–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დ-----------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დ-----------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული, აგრეთვე, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულ ნ-----–-------------ის ჩვენების, მოწმე ვ--------------–---–ის ჩვენების, მოწმეების - გ--------------–---–ის, ნ--------------ისა და მადლენა მიქიაშვილის გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულ დ-----------–---–ის ჩვენების და მის მიერ დანაშაულის აღიარების, დაზარალებულის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (თანდართული ფოტოცხრილით), ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დ-----------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი). მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სააპელაციო საჩივარში აპელანტის მოთხოვნის - მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით - არგუმენტებად მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი მიუთითებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებზე, კერძოდ, დ-----------–---–ი აცნობიერებს და ნანობს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულის განმარტებაზე, რომ არ სურს მისი მეუღლის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება შვილებისა და მამამთილის გამო, რადგან დაზარალებულის თქმით, მსჯავრდებული დ-----------–---–ი ძალიან კარგი მამაა და ბავშვები განიცდიან უმამობას. ასევე მამამთილი დაავადებულია მეოთხე სტადიის სიმსივნით და შვილზე ნერვიულობა აუარესებს მის მდგომარეობას. სააპელაციო საჩივრის ავტორი ასევე იშველიებს დაზარალებულის განმარტებას, რომ მსჯავრდებულთან თანაცხოვრებას აღარ აპირებს და აპელანტის მოსაზრებით, საფრთხეც აღარ არსებობს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ დ-----------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის შემსუბუქების და დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის თაობაზე.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, დ-----------–---–ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

აღსანიშნავია, რომ კანონმდებელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს ოჯახში ძალადობას, ჩადენილს არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი კი სასამართლოს ასევე ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს დ-----------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხზე, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომაზე, კერძოდ, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დ-----------–---–ი დაზარალებულს ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო 2017 წლის 16 ნოემბრის ფაქტთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, როდესაც ნაცემმა ნ-----–-------------მა შეძლო დ-----------–---–ისგან თავის დაღწევა და თავი შეაფარა მეზობელს, დ-----------–---–ი უკან გამოედევნა მას და მეზობლის სახლშიც კვლავ ცემა დაზარალებულს, ამასთან, ემუქრებოდა მოკვლით. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზი ცხადჰყოფს, რაოდენ მყარი იყო მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ნება ძალადობრივი ქმედებები, რაც არ იყო ერთჯერადი ხასიათის, განეხორციელებინა მეუღლის მიმართ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, დანაშაულთა სიმრავლე არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ დ-----------–---–ისთვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. დ-----------–---–ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს და სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ივლისის განაჩენი დ-----------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ-----------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ დ-----------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ დ-----------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

დ-----------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

დ-----------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

დ-----------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა თანაბარმა და უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი, ასევე ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულ დ-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 17 ნოემბრიდან;

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები, განთავსებული 1 (ერთი) ცალ დისკზე, შენახულ იქნას მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე